ბელორუსის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე – და ამავდროულად განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლეთის „წაქეზებით“ აგრძელებენ ბოევიკებისა და ექსტრემისტების მომზადებას. მან დასძინა, რომ კიევმა, მინსკს თითქოს შესთავაზა თავდაუსხმელობის პაქტის დადება. ალექსანდრე ლუკაშენკოს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვისი წინადადება იყო ეს. „მე არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას უკრაინელები. ერთის მხრივ, ისინი გვთხოვენ არავითარ შემთხვევაში არ ვიბრძოლოთ უკრაინასთან, …
Author Archives: თამარ ნერგაძე
ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები რუსეთს ომში ეხმარებიან – ბლუმბერგი
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთის მთავრობას მტკიცებულება წარუდგინა იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ჩინური სახელმწიფო კომპანია შესაძლოა ეხმარებოდეს რუსეთს სამხედრო მოქმედებებისას უკრაინაში – ამის შესახებ Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. აშშ ცდილობს გაარკვიოს, იცის თუ არა პეკინმა ამის შესახებ. გაურკვეველია, კონკრეტულად რაში გამოიხატება დახმარება, თუმცა ზოგადი ცნობებით საქმე ეხება სამხედრო-ეკონომიკურ (თუმცა არა იარაღით) დახმარებას. ეს …
Continue reading “ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები რუსეთს ომში ეხმარებიან – ბლუმბერგი”
თებერვლიდან ესტონეთი რუსეთის ელჩს გააძევებს, რუსეთი – ესტონეთისას
რუსეთს ესტონეთში ელჩი აღარ ეყოლება, ტალინმაც უნდა გაიყვანოს საკუთარი ელჩი მოსკოვიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არის რუსეთის პასუხი ესტონეთის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ოფიციალურმა ტალინმა მოითხოვა რუსეთის საელჩოში თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება. ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ესტონეთის ელჩი სამინისტროში დაიბარეს და ესტონეთის ხელისუფლების ქმედებების გამო მკაცრად გააკრიტიკეს. ესტონეთმა …
Continue reading “თებერვლიდან ესტონეთი რუსეთის ელჩს გააძევებს, რუსეთი – ესტონეთისას”
აშშ-ში დააკავეს კრიპტოვალუტის ბირჟის Bitzlato-ს რუსი მფლობელი
ოთხშაბათს აშშ-ის ხელისუფლებამ მაიამიში დააკავა ჩინური კრიპტოვალუტის ბირჟის Bitzlato-ს 40 წლის რუსი მფლობელი ანატოლი ლეგკოდიმოვი, ასევე ცნობილი როგორც „Gandalf“-ი. ამის პარალელურად ევროპაში მისი ხუთი თანამზრახველი დააკავეს. ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს. ლეგკოდიმოვს, რომელიც ძირითადად ჩინეთის ქალაქ შენჟენში ცხოვრობს, ბრალად ედება სავარაუდოდ 700 მილიონი დოლარის უკანონო ბრუნვა. რუსეთის მოქალაქეს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ოფიციალური პირების განცხადებით, კრიმინალები …
Continue reading “აშშ-ში დააკავეს კრიპტოვალუტის ბირჟის Bitzlato-ს რუსი მფლობელი”
2 ბინას და რუსეთში დასახლებას მთავაზობდნენ, უარი ვთქვი – ექვსგზის ჩემპიონი კობა წაქაძე
„არწივებს ვაკვირდებოდი ხშირად, როგორ დაფრინავდნენ. აფრენის დროს თავი დაბლა ჰქონდათ დახრილი და ფრთებს მჭიდროდ იკრავდნენ ტანზე, აფრენის მერე ნელ-ნელა შლიდნენ ფრთებს და თავსაც მაღლა სწევდნენ. ასე ვისწავლე ბუნებისგან ფრენა“, – ამბობს 88 წლის კობა წაქაძე, საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი და სამგზის თასის მფლობელი თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში. როცა მსოფლიო პრესა წაქაძის ტრამპლინიდან ხტომის უნიკალურ სტილზე წერდა, …
მხატვარი, რომელმაც ლაპარაკი და სუნთქვა თავიდან ისწავლა
მხატვარ-დიზაინერმა ელენე რამიშვილმა 12 წლის წინ თავიდან დაიწყო ისეთი ჩვეულებრივი რამეების სწავლაც კი, როგორიცაა სიარული, ლაპარაკი, ყლაპვა და სუნთქვა. ელენეს მძიმე დაავადება სტრესის შედეგად განუვითარდა. „აღარც ხელ-ფეხი მიმუშავებდა, მაგრამ ყველაფერთან ერთად რომ არ დამეკარგა საქმეც, რაც მიყვარდა, დავიწყე პატარ-პატარა მძივების ასხმა. ხელები, რომლებიც არ მემორჩილებოდა, ისევ ჩემი გახდა. ასე დავიწყე პატარ-პატარა ნივთების, მერე კი კოლექციების …
Continue reading “მხატვარი, რომელმაც ლაპარაკი და სუნთქვა თავიდან ისწავლა”
პენსიონერი პილოტი, რომელიც 17 წლის შემდეგ დაუბრუნდა არმიას – უკრაინის გმირი
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ომში მრავალი უკრაინელი ჩაერთო სამშობლოს დასაცავად. ზოგიერთ მათგანს საერთოდ არ ჰქონდა სამხედრო გამოცდილება. სამხედრო კომისარიატებში მოქალაქეები მეგობრებთან, ნათესავებთან ერთად ცხადდებოდნენ ფრონტზე წასასვლელად. უკრაინული მედია ხშირად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ პერიოდულად რეზერვისტები საკუთარი ნებით ბრუნდებიან სამხედრო ნაწილებში, იყო შემთხვევები, როცა პენსიაში გასული სამხედრო პირები დაუბრუნდნენ ბატალიონს ომში ჩასართავად. ვადიმ კრავეციც …
Continue reading “პენსიონერი პილოტი, რომელიც 17 წლის შემდეგ დაუბრუნდა არმიას – უკრაინის გმირი”
წუხელ კიევის თავზე მფრინავი ყველა ირანული დრონი ჩამოვაგდეთ – უკრაინა
29 დეკემბერს, ღამით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევსა და რეგიონში რუსების მიერ გაშვებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. წუხელ, ღამით, კიევის ოლქზე რუსული დრონების თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები არ დაზიანებულა. თუმცა კიევში საბრძოლო მასალა ჩამოვარდა გოლოსეევსკის რაიონის ადმინისტრაციულ შენობაში. შენობის ნაწილი დანგრეულია. კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლექსი კულებას თქმით, …
Continue reading “წუხელ კიევის თავზე მფრინავი ყველა ირანული დრონი ჩამოვაგდეთ – უკრაინა”
„დედა სამხედრო ჟურნალისტია, მამა იბრძვის“ – უკრაინელი მეომრების შვილები ბათუმში ჩამოიყვანეს
ირა 14 წლისაა. რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში ლვოვიდან. მალე უკან უნდა დაბრუნდეს. ირას დედა ექიმია, მამა – სამხედრო პირი. ომის დაწყებიდანვე ირას მამა უკრაინის აღმოსავლეთში იბრძოდა ქვეყნის დასაცავად. ახლა უკრაინის საზღვარს იცავს ბელარუსის მხარეს, საიდანაც ნებისმიერ წამსაა მოსალოდნელი თავდასხმა. „ჩემს ქვეყანაში ახლა რთული დრო დგას. რუსეთის აგრესიას უამრავი უდანაშაულო უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოში თავს …
ინდაური 120 ლარი, ნიგოზი 30 – პროდუქტის ფასების სია ბათუმის აგრარული ბაზრიდან – ვიდეო
ბონში მდებარე ბათუმის აგრარულ ბაზარს წინასაახალწლოდ ბევრი მომხმარებელი სტუმრობს. თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასულ წლებში ახალ წლამდე 2, 3 დღით ადრე მათ გაცილებით მეტი მომხმარებელი ჰყავდათ. „ბათუმელების” დაკვირვებით ხილი და ბოსტნეული აგრარულ ბაზარში 1, 2 ლარით ნაკლები ღირს ქალაქის მარკეტების ფასებთან შედარებით წინასაახალწლოდ. ახალი წლის მთავარი კერძის, საცივის ინგრედიენტი – ნიგიზი კი თუ ქალაქში 28, …
საახალწლო ფოტოები წარსულიდან | ფოტოამბავი
როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს საქართველოში, რა ეცვათ საზეიმო შეკრებებზე, როგორ რთავდნენ ნაძვს? – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულმა არქივმა რამდენიმე ფოტო შემოინახა, სადაც ძირითადად ბავშვები ჩანან საახალწლო ნაძვის ხესთან – სკოლებსა და ბაღებში, საახალწლო ზეიმებზე. ამ კადრებზე თარიღები იშვიათადაა დატანილი, თუმცა, როგორც ჩანს, კადრები 1950-1980-იან წლებშია გადაღებული.
„ჩაფხუტს სისხლს არ მოვაშორებ, ისტორიას შევუნახავ“ – უკრაინის ცოცხალი გმირი მფრინავი
27 წლის ვადიმ ვოროშილოვი უკრაინის ცოცხალი გმირია. ის სასწაულებრივად გადარჩა: აალებული თვითმფრინავიდან გადახტა – ისე, რომ მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. მწყობრიდან გამოსულ თვითმფრინავში მჯდომმა, ისიც კი მოახერხა, თვითმფრინავისთვის მიმართულება შეეცვალა და დასახლებული პუნქტიდან შორს მიემართა, ხალხი რომ არ დაშავებულიყო. ეს ყველაფერი კი სულ რაღაც 40 წამში მოხდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, 5 დეკემბერს ვადიმ ვოროშილოვს …
„ოცნება“ გვართმევს შანსს გავხდეთ ევროკავშირის კანდიდატი – გერმანიაში მცხოვრები ქართველი
ნინო პაპუკაშვილი გერმანიაში 26 წლის წინ წავიდა. თავიდან ეგონა, რომ მხოლოდ 1 წლით მიდიოდა, ენის ცოდნის დონეს დახვეწდა და უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ნინო ჰამბურგში დარჩა. ახლა დიდი ქიმიური კომპანიების მრჩეველია სტრატეგიულ საკითხებში და არეგულირებს, როგორ უნდა მოხდეს „მწვანე ტრანსფორმაცია“, როგორ უნდა შეცვალონ კომპანიებმა თავიანთი ქიმიური პორტფოლიო ნაკლებად მავნე პესტიციდების, ბიოციდებისა და სხვა …
„მადლობელი უნდა ვიყო, რუსეთში რომ გავიზარდე“ – ინტერვიუ პეტერბურგელ ქართველთან
რას ფიქრობენ რუსეთ-უკრაინის ომზე რუსეთში მცხოვრები ქართველები, რა მდგომარეობაა მათი დაკვირვებით რუსეთში, შეცვალა თუ არა ომმა იქ მცხოვრებთა ყოველდღიურობა და როგორ აფასებენ რუსეთში მცხოვრები ქართველები მიმდინარე ომს, აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომებს. ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებს“ 33 წლის მარიამ გ-ს ესაუბრა პეტერბურგიდან. მარიამი გვარის და პროფესიის დაფარვას გვთხოვს. რუსეთში ომის წოდება ისჯება და …
Continue reading “„მადლობელი უნდა ვიყო, რუსეთში რომ გავიზარდე“ – ინტერვიუ პეტერბურგელ ქართველთან”
ხალხი ტანკებს არ ჭამს: რუსეთის ეკონომიკის პროგნოზი – BBC
გამოცემა BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს რუსეთის ეკონომიკის სამომავლო პერსპექტივებზე. რუსეთში სანქციები ამოქმედების, მობილიზაციის გამოცხადების და ხალხის მასობრივი გადინების ფონზე BBC შეეცადა გაერკვია რა ელის რუსეთის ეკონომიკას 2023 წელს. თავად რუსეთის ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორის, ოლეგ ბუკლემიშევის თქმით, ეკონომიკაზე ცუდად აისახება იანვრის მობილიზაციის დიდი შიში. ეკონომისტის თქმით, რუსეთში შიშობენ, რომ იანვრიდან სამხედრო მობილიზაციის მეორე ტალღა დაიწყება. …
Continue reading “ხალხი ტანკებს არ ჭამს: რუსეთის ეკონომიკის პროგნოზი – BBC”
ისპაჰანში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი გული საქართველოშია – ელენე ფერეიდნიდან
დიზაინერი და კალიგრაფი ელენე იოსელიანი ფერეიდნიდანაა. საქართველოში პირველად 15 წლის წინ ჩამოვიდა, როცა გამოფენაზე მოიწვიეს ნამუშევრების ჩამოსატანად. ახლა ისპაჰანში ცხოვრობს და ოცნებობს ოდესმე საქართველოში გადმოვიდეს საცხოვრებლად. „პირველად ქართული ანბანის ნიმუშების გადმოწერა და დამუშავება მამაჩემის ქართული ენის წიგნებიდან დავიწყე. ეს მისი საჩუქრები, სუვენირები იყო. ქართული ასოების მოხაზვა რომ დავიწყე სილამაზემ წამიღო, თითქოს ხაზები ჩემ თვალწინ ცეკვავდნენ. …
Continue reading “ისპაჰანში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი გული საქართველოშია – ელენე ფერეიდნიდან”
ზალუჟნი: უკრაინას 76 რაკეტა ესროლეს შავი და კასპიის ზღვიდან, ჩამოვაგდეთ – 60
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ცნობით, დღეს, პარასკევს, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 76 რაკეტა გაუშვა, მათ შორის 72 იყო ფრთოსანი რაკეტა (X-101, „კალიბრ“, X-22). გენერლის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო საზენიტო ჯარებმა და სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის ძალებმა 60 რაკეტა ჩამოაგდეს. ზალუჟნის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტებს მიწიდან, ციდან, ზღვიდან ისროდნენ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისკენ. ზალუჟნის შეფასებით, სარაკეტო ტერორის მიზანია …
Continue reading “ზალუჟნი: უკრაინას 76 რაკეტა ესროლეს შავი და კასპიის ზღვიდან, ჩამოვაგდეთ – 60”
რუსები არ უყვართ ჩეჩნებს და დაღესტნელებს, საქართველო ტოლერანტია – რუსეთის მოქალაქე
22 წლის ანდრეი გრომოვი საქართველოში მოსკოვიდან 2 კვირის წინ ჩამოვიდა ლარსის გავლით. ამბობს, რომ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია არ ყოფილა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყანა დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. ანდრეი ამბობს, რომ მისი მთავარი ინტერესები კრიპტოვალუტას უკავშირდება, რაც, მისი თქმით, საქართველოში ხელმისაწვდომია. ანდრეი IT სპეციალისტია. ამბობს, რომ საქართველოში სულ მცირე 1 წლით აპირებს დარჩენას. ქვეყნის …
აშშ-ში შესაძლოა ტიკტოკი დაბლოკონ – კონგრესის კანონპროექტი
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებმა წარმოადგინეს კანონპროექტი, რომლის საშუალებითაც შეთავაზებულია იმ სოციალური ქსელების დაბლოკვა აშშ-ში, რომლებიც ჩინეთთან, რუსეთთან, კუბასთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ვენესუელასთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა სოციალური ქსელი „ტიკტოკი“. მედიის ცნობით, კანონპროექტის მიზანია დაბლოკოს წვდომა „ტიკტოკსა“ და სხვა აპლიკაციებზე, რომელთა საშუალებითაც თეორიულად შესაძლებელია გაჟონოს ამერიკელ მომხმარებელთა პირადმა ინფორმაციამ, რეპრესიულ მთავრობებს კი ამით მიეცემათ ახალი …
Continue reading “აშშ-ში შესაძლოა ტიკტოკი დაბლოკონ – კონგრესის კანონპროექტი”
უკრაინის 29 წლის გმირი, რომელმაც აფეთქებისას სხვა გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა
უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმის სადაზვერვო ასეულის მეთაურს, სერგეი ბარსუკოვს, ფრონტზე „ბარსის“ ეძახდნენ. ბარსუკოვს ლეიტენანტის წოდება ჰქონდა. ცხრა წლის განმავლობაში ჯერ წვევამდელი ჯარისკაცი იყო, მერე – ოფიცერი და ქვედანაყოფის მეთაური. ჯარისკაცის კარიერა ბარსიმ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ლუგანსკის პოლკიდან დაიწყო. სერგეი ბარსიუკოვი 1993 წელს დაიბადა ლუგანსკის ოლქში. 2014 წელს დონბასში განვითარებულმა მოვლენებმა მასზე …
Continue reading “უკრაინის 29 წლის გმირი, რომელმაც აფეთქებისას სხვა გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა”
პუტინი თუ მოკვდება, უკრაინაში ომი დამთავრდება – ზელენსკი
„პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიკვდილის შემდეგ, დიდი ალბათობით, ომი უკრაინაში დამთავრდება. რუსეთს კი მოუწევს შიდა საქმეებით დაკავდეს და საგარეო პოლიტიკისთვის აღარ ეცლება“, – ეს მოსაზრება გაუზიარა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, „ნეტფლიქსის“ შოუს წამყვან დევიდ ლეტერმანს. „ავტორიტეტული რეჟიმი საშინელებაა, რადგან დიდ რისკებს უკავშირდება. შეუძლებელია ერთი ადამიანი განსაზღვრავდეს ყველაფერს, ამიტომ, როცა ასეთი ადამიანი კვდება, ყველა ინსტიტუცია წყვეტს ფუნქციონირებას“, …
Continue reading “პუტინი თუ მოკვდება, უკრაინაში ომი დამთავრდება – ზელენსკი”
რუსეთს ისევ სურს უკრაინის 4 ოლქის მიტაცება, თუმცა არ შეუძლია – ბრიტანეთის დაზვერვა
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ დასახული მიზნები არ შეცვლილა, თუმცა ამ მიზნების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა – მიაჩნიათ დიდ ბრიტანეთის დაზვერვაში. 12 დეკემბრის დილის ანგარიშში ბრიტანული უწყება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ბოლოდროინდელ კომენტარს ციტირებს, რომელშიც მან სხვაგვარი ფორმულირება მოუძებნა ომის იმ ძირითად მიზნებს, რასაც რუსები „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებენ“. რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მიზნად მან კვლავაც დონბასისა …
თიხის ქართველი ოსტატი ესპანეთში
47 წლის თენგო გეგეჭკორი ბოლო წელია ესპანეთში ცხოვრობს, სადაც თიხის საკუთარი სახელოსნოს გახსნას გეგმავს. თენგო საქართველოდან 12 წლის წინ წავიდა ემიგრაციაში, თავიდან რუსეთში გადასახლდა დაუგეგმავად – საქართველოდან დასახმარებლად ჩააკითხა დედას, რომელიც იმ დროს რუსეთში მუშაობდა. თენგოს დედა უკრაინელი ჰყავს, მამა ქართველი. ბავშვობის წლები უკრაინასა და საქართველოს შორის გაატარა. 24 წლისა უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა მამასთან და …
უკრაინა, პუტინი და ჯონი დეპი – რას გუგლავდნენ ყველაზე ხშირად 2022 წელს
კომპანია Google-მა ყოველწლიური სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს რას ეძებდნენ Google-ის საშუალებით ყველაზე ხშირად 2022 წელს. სტატისტიკამ აჩვენა, რომ მომხმარებლები ყველაზე ხშირად ონლაინთამაშ Wordle-ს ეძებდნენ. თამაში Wordle-ი, რასაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ 2022 წელს, პროგრამისტმა ჯოშ უორდლმა შექმნა 2021 წელს და მერე გაზეთ New York Times-ს მიჰყიდა. Google-ის ძებნის წლიურ სტატისტიკაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა რუსეთ-უკრაინის ომმაც. უკრაინის …
Continue reading “უკრაინა, პუტინი და ჯონი დეპი – რას გუგლავდნენ ყველაზე ხშირად 2022 წელს”
მტრის ცეცხლს ზურგით გადაეფარა და სხვები გადაარჩინა – უკრაინის გმირი ვადიმი
უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმის სამხედრო მოსამსახურეებს უნივერსალურ ჯარისკაცებს უწოდებენ, რადგან მათ მრავალმხრივი სამხედრო უნარები აქვთ. ამ ისტორიის გმირიც, კაპიტანი ვადიმ მანკო ასეთი პროფესიონალი იყო. ვადიმი ტაქტიკური მედიცინის ოფიცერი იყო აღმოსავლეთის ტერიტორიული ადმინისტრაციის ცალკეული სპეცდანიშნულების რაზმში. მის შესახებ ვრცელ მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ი აქვეყნებს. ვადიმმა 2017 წელს ეროვნული გვარდიის აკადემია დაამთავრა და …
Continue reading “მტრის ცეცხლს ზურგით გადაეფარა და სხვები გადაარჩინა – უკრაინის გმირი ვადიმი”
სააკაშვილი ციხეში ვერცხლისწყლით და დარიშხანით მოწამლეს – „ფიგარო“
ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ წერს, რომ ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ანალიზების მიხედვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სხეულში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს. „თბილისის ციხეში სააკაშვილი ვერცხლისწყლითა და დარიშხანით მოწამლეს,“ – ასეთი დასკვნა გამოიტანა კვლევის შედეგად ამერიკელმა ექიმმა და ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა, რომლის კვლევის შედეგებიც გამოცემა „ფიგარომ“ [Le Figaro] მოიპოვა. გამოცემის შეფასებით, სამედიცინო დოკუმენტი სარწმუნოა და ეჭვს არ იწვევს. …
Continue reading “სააკაშვილი ციხეში ვერცხლისწყლით და დარიშხანით მოწამლეს – „ფიგარო“”
„ფერეიდანში დიდ სირცხვილად ითვლება, თუ ოჯახში სასაუბრო ენა ქართული არაა“
„მე ბებიამ გამზარდა, დედის დედამ. მიყვებოდა ძველ ამბებს საქართველოზე, ჩვენს გადმოსახლებაზე, ჩვენს მძიმე გზაზე ირანში. სულ გონებაში მქონდა ეს ისტორიები და ბებიას ნაამბობმა, ჩემი ისტორიული ენის უკეთ შესწავლის სურვილმა ჩამომიყვანა საქართველომდე. ჩვენ არ დაგვრჩა არაფერი. ყველაფერი წაგვართვეს: ქვეყანა, ნათესავები, რელიგია, კულტურა, დაგვავიწყეს სიმღერა და ცეკვა, სამზარეულო, კერძები… მაგრამ ენა ვერ წაგვართვეს. ენით გადავრჩით. არაფერი გვქონდა: …
Continue reading “„ფერეიდანში დიდ სირცხვილად ითვლება, თუ ოჯახში სასაუბრო ენა ქართული არაა“”
გემის ბორტიდან გადავარდნილმა კაცმა 15 საათზე მეტხანს იცურა და გადარჩა
28 წლის კაცი დასთან ერთად საკრუიზო ლაინერით Carnival Valor რიო დე ჟანეიროს დობლესტის კარნავალზე მიემგზავრებოდა. დის მონათხრობის მიხედვით, ის საპირფარეშოში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მომხდარის შესახებ დაკარგული მგზავრის დამ ეკიპაჟს შეატყობინა. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. ლაინერი უკან დაბრუნდა დაკარგული მგზავრის მოსაძებნად, თუმცა გემის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მგზავრი ვერ იპოვეს. უშედეგოდ ძებნის შემდეგ მგზავრის დაკარგვის …
Continue reading “გემის ბორტიდან გადავარდნილმა კაცმა 15 საათზე მეტხანს იცურა და გადარჩა”
რა ღირს ქაფშია ბათუმის თევზის ბაზარში
ბათუმის თევზის ბაზარში რამდენიმე დღეა, რაც ქაფშია გამოჩნდა. ქაფშიას ფასი 5-10 ლარია. 5 ლარად ამ სახეობის პატარა ზომის თევზს იყიდით, 10 ლარად – მოზრდილს. თევზით მოვაჭრეები ამბობენ, რომ წელს ქაფშია ბაზარზე ცოტაა, მომხმარებელი კი ამ სახეობის თევზს ბათუმში ბევრი ჰყავს. მოვაჭრეების თქმით, ქაფშიას ფასი შეიძლება ყოველდღე სხვადასხვა იყოს, რადგან ამ თევზს ისინი ყოველდღე სხვადასხვა ფასად …
„ომის შვილის“ გზის დასასრული – უკრაინის 22 წლის გმირი მფრინავი
უკრაინაში რუსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დღიდან 22 წლის მფრინავმა, დენის ლუკოვმა ნახა ყველაფერი, ომი, სიკვდილი, სასოწარკვეთა, გმირობა და სიყვარული. მას არასოდეს უოცნებია ოფიცრის ეპოლეტებზე – მშობლების თქმით, დენისი ჩვეულებრივი ბავშვი იყო. სკოლაშიც ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტდა სწავლით. მშვიდ, თავაზიან და მორცხვ ბიჭად იცნობდნენ. სულ ტანკებით თამაშობდა და ემალებოდა მშობლებს, რომლებიც არ იწონებდნენ მის გატაცებას კომპიუტერული თამაშებით. …
Continue reading “„ომის შვილის“ გზის დასასრული – უკრაინის 22 წლის გმირი მფრინავი”
ცისარტყელას ჩამოვყევი და სამშობლოს მოვაგენი – საიდის გზა ფერეიდნიდან საქართველომდე
„როცა წვიმის შემდეგ ცისარტყელა ჩნდება, იცოდე, რომ მისი მეორე ბოლო საქართველოშია. თუ ამ გზას გაჰყვები, ჩვენს ქვეყანას მიაგნებ. ამას და საქართველოზე ამბებს ზეპირად გადასცემდნენ ქართველები შვილებს ფერეიდანში 4 საუკუნის განმავლობაში, საქართველოში დაბრუნების სურვილი და იმედი, რომ არ გაჰქრობოდათ შაჰ-აბასის მიერ სპარსეთში გადმოსახლებულებს. სანამ სამყაროა, წვიმაა და ცისარტყელა, ფერეიდანში ყოველთვის ეტყვიან შვილებს ამ სიტყვებს“, – ამბობს …
რა უნდა გავაკეთოთ, რომ კომპიუტერმა ქართულად ლაპარაკი გაიგოს
ქართული მეტყველების ამომცნობი სრულყოფილი, გამართული პროგრამა არ არსებობს, რაც შესაბამისად იმას ნიშნავს, რომ სრულყოფილი, ხმოვანი აპლიკაციები, პროგრამები ქართულ ენაზე ჯერ ვერ შეიქმნება, ვერც ქართულ მეტყველებას ცნობს ხელოვნური ინტელექტი, ვერ გარდაქმნის ქართულ ტექსტად. ქართული მეტყველების ამომცნობი ბაზები და მერე ამ ბაზებზე დაყრდნობით შექმნილი პროგრამები უმნიშვნელოვანესია ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანისთვის. ჟურნალისტების, ფილოლოგების, სხვადასხვა სფეროს მკვლევრებისა და მეცნიერებისთვის. …
Continue reading “რა უნდა გავაკეთოთ, რომ კომპიუტერმა ქართულად ლაპარაკი გაიგოს “
კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების გზები საქართველოში – კონფერენცია
18 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ კონფერენცია გაიმართა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების გზების შესახებ. კონფერენციაზე ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ჯგუფებმა, რომლებიც მუშაობენ კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხებზე ან თავად არიან ბენეფიციარები. კონფერენციას ესწრებოდნენ სოციალურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები სახელმწიფო სტრუქტურებიდან, საჯარო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორიდან. კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი, ბავშვთა ჰოსპისის კოორდინატორი როდამ გოგოხია იყო. მან კონფერენციის მონაწილეებს …
Continue reading “კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების გზები საქართველოში – კონფერენცია”
სურნელის ქართველი ექსპერტი გერმანიიდან – „ორი ქვეყნის, ორი კულტურის ნაზავი ვარ“
რუსო ხუციშვილი ემიგრაციაში 25 წლის წინ წავიდა. ცხოვრობს ჰამბურგში, მუშაობს პარფიუმერულ კომპანიაში – KaDeWe Group Alsterhaus და ამ კომპანიის სუნამოს ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტადაა მიჩნეული. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსო განსაკუთრებული მომხმარებლებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, არაბეთის პრინცესა, არჩევს შესაფერის სუნამოებს და გემოვნების მიხედვით სთავაზობს მაღალი კლასის კოსმეტიკას. „მე Happymaker-ი ვარ“ – ამბობს რუსო. – „ადამიანებს ვურჩევ მათთვის შესაფერის …
Continue reading “სურნელის ქართველი ექსპერტი გერმანიიდან – „ორი ქვეყნის, ორი კულტურის ნაზავი ვარ“”
25 წლის მფრინავის ბოლო მესიჯი: გამანადგურებელი გავიტყუე დასახლებიდან, რუსები ახლა მე მოსმდევენ
სამხედრო გამანადგურებლის მფრინავი ტარასი და ფრენების გაშიფვრის სპეციალისტი ეკატერინა ორი თვის წინ დაქორწინდნენ. ორივე მუდმივ მივლინებებში იყო, სხვადასხვა ქალაქში. 2022 წლის 25 სექტემბერს ეკატერინას დაურეკეს და უთხრეს, რომ ტარასი დაიღუპა. მან მტრის გამანადგურებელი დასახლებული პუნქტიდან გაიტყუა. ეს დასახლება დაბომბვას გადაურჩა, მაგრამ რუსი პილოტის წინ მფრინავი უკრაინელი პილოტი და მისი გამანადგურებელი ვეღარ გადარჩა. ეკატერინას ტარასის სიკვდილი …
უკრაინელები ბათუმში ზამთრის კამუფლაჟებს ქსოვენ ჯარისა და შეიარაღების გადასარჩენად
ბათუმი. ფარნავაზ მეფის ქუჩა №46. ერთ მოზრდილ ოთახში კედლებზე ბადეები ჰკიდია. ათიოდე ქალი და კაცი მისდგომია რამდენიმე ბადეს. ყველა კვადრატი თეთრი ნაჭრით უნდა გაკვანძონ და ამოქსოვონ. ბადე ნელ-ნელა თეთრ კამუფლაჟად იქცევა. ბათუმიდან, ხელით ნაქსოვ კამუფლაჟებს, მალე უკრაინაში წაიღებენ. ზამთარი მოდის. როცა უკრაინაში გათოვდება, ტანკებს, ჰაიმარსებსა და სხვა საბრძოლო ტექნიკას ეს თეთრი საფარი დაფარავს და რუსი …
Continue reading “უკრაინელები ბათუმში ზამთრის კამუფლაჟებს ქსოვენ ჯარისა და შეიარაღების გადასარჩენად”