სიახლეები

ტერიტორიების განსანაღმად აშშ $89 მილიონს გამოუყოფს უკრაინას

10.08.2022
ტერიტორიების განსანაღმად აშშ $89 მილიონს გამოუყოფს უკრაინას

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით $89 მილიონს გამოუყოფს უკრაინას 2022 წლის ფისკალურ წელს ტერიტორიების განაღმვისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო აქვეყნებს უკრაინაში.

„გამოყოფილი ფინანსური რესურსით შესაძლებელია 100 გამნაღმველი ჯგუფის უზრუნველყოფა. ეს თანხა მოხმარდება უკრაინის ფართომასშტაბიან პროექტს, რომლის საშუალებითაც უკრაინის ტერიტორიაზე ფეთქებადი და საბრძოლო მასალის განაღმვა-განადგურება იგეგმება“, – წერია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან ხშირად იყენებს უკრაინაში ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს. მათივე შეფასებით, ამგვარი მოწყობილობების გამოყენების შემთხვევები სირიაში შეინიშნებოდა ISIS-ის მხრიდან.

დეპარტამენტის განცხადებით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები უნაყოფოს ხდის სასოფლო სამეურნეო მიწებს უკრაინაში, ართულებს აღდგენით სამუშაოებს, ხელს უშლის დევნილ მოსახლეობას შინ დაბრუნებაში და გრძელდება მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის ხოცვა.

უკრაინის მთავრობის შეფასებით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დაბინძურება ემუქრება ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 160 000 კვადრატულ კილომეტრს. მათივე შეფასებით ეს დაახლოებით იმხელა ტერიტორიაა, რამდენიც ერთად აღებული  ვირჯინიის, მერილენდისა და კონექტიკუტის შტატები.


მთავარი ფოტო: უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემიდან: Armyinform

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: