მერია ინასარიძის ქუჩაზე სკვერს უფულობის გამო ვერ აკეთებს – მილიონიანი პროექტი შეჩერდა

ბათუმის მერია ინასარიძის ქუჩის N3-ის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობას გეგმავდა, თუმცა სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. პროექტის მიხედვით, ახალი სკვერისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 18 ათას 130 ლარი დაიხარჯება. აქედან, ნახევარი მილიონი – 2020 წელს უნდა დახარჯულიყო, დანარჩენი კი – 2021 წელს. ტერიტორია ჯამში 3 165 კვ/მ-ია.

„ბიუჯეტში გვქონდა გათვალისწინებული, მაგრამ პანდემიის მიზეზით დროებით შეჩერდა გარკვეული ღონისძიებები და მათ შორის ინასარიძის N3-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის ღონისძიება. ველოდებით სახსრების მობილიზებას. როგორც კი შესაძლებელი გახდება, გამოვაცხადებთ ტენდერს“, – მოგვწერეს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან.

პანდემიის გამო ბათუმის მერიამ გონიოს ბულვარის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხიც გადადო, რისთვისაც 390 ათასი ლარი იყო საჭირო.

ადგილი კი, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს, ბათუმში, ინასარიძის ქუჩასა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსებთან [NN:2,3,5] არის ახლოს. ამ ტერიტორიაზე არის მინისტადიონი და სხვადასხვა ატრაქციონი.

ადგილი ინასარიძის ქუჩის მიმდებარედ, სადაც ახალი სკვერის მოწყობაა დაგეგმილი

პროექტით, აქ დაგეგმილია არსებული სტადიონის რეკონსტრუქცია, ახალი ატრაქციონების, შადრევნის, სასეირნო ბილიკების, სკამების, განათების მოწყობა-მონტაჟი.

ამ თემაზე:

ინასარიძის ქუჩაზე ახალი სკვერის მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონი დაიხარჯება

 

ქობულეთი ქუჩებისა და პარკების კეთილმოწყობის პროექტებში 150 ათას ლარს გადაიხდის

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ქუჩების, ეზოების, სკვერების, პარკების, მოედნებისა და სხვადასხვა ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 150 000 ლარია.

შედგენილი პროექტების მიხედვით შემდგომში სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 12 მილიონ ლარს.

პირობის მიხედვით, „კონკრეტულ საპროექტო ობიექტის დასახელებას, მისამართს, დეტალურ საპროექტო დავალებას და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ვადას [კონკრეტული ვადა განისაზღვრება საპროექტო ობიექტის შინაარსის და მოცულობიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება იყოს არანაკლებ 20-40 კალენდარული დღე], მიმწოდებელს მუნიციპალიტეტი განუსაზღვრავს წერილობითი შეტყობინების საფუძველზე“.

ტენდერში გამარჯვებულმა, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შესაბამისად უნდა შეადგინოს – ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, 5 ეგზემპლარად და მისი შესაბამისი ელექტრონული ვარიანტი.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 3 ივლისს დაიწყება და 6 ივლისს შეწყდება.

დოკუმენტების მიხედვით, დაფინანსების წყარო აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტია.

შშმ პირები მათთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამებით თანაბრად ვერ სარგებლობენ – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე [შშმ] პირების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის პერიოდი იყო 2017-2018 წლები და 2019 წლის პირველი ნახევარი, თუმცა, „ანგარიშის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფორმულირებისას გათვალისწინებულ იქნა 2019 წლის ბოლომდე პერიოდი“.

აუდიტის ობიექტები იყო – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და მის კონტროლს დაქვემდებარებული სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

„შშმ პირებისთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამები, რომელთა მიზანია შშმ პირთა სოციალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ვერ უზრუნველყოფს თანაბარ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას და ყველა პოტენციური ბენეფიციარისთვის მომსახურების მიწოდებას. მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში სახელმწიფო სერვისების მიწოდება არ ხორციელდება და შშმ პირების დახმარება მხოლოდ ფულადი სოციალური პაკეტით შემოიფარგლება,“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

წყარო: სახელმწიფო აუდიტი

აუდიტის მიხედვით:

  • შშმ პირთა სტატუსის განსაზღვრის სამედიცინო მოდელის ფარგლებში შეგროვებული სტატისტიკური მონაცემები ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა შესახებ სრულყოფილი და სათანადო ინფორმაციის წარმოებას, რაც შშმ პირებისათვის განკუთვნილი პოლიტიკისა და პროგრამების დაგეგმვის აუცილებელი წინაპირობაა. სოციალურ მოდელზე გადასასვლელად ახალი მოდელის პილოტირება და დანერგვა ჯერ კიდევ 2010 წლიდან იყო გათვალისწინებული სხვადასხვა სამთავრობო სამოქმედო გეგმით. მათი ამოქმედება გადავადდა და პილოტირება აჭარის რეგიონში მხოლოდ 2019 წელს დაიწყო. შესაბამისად, სოციალური მოდელი დანერგილი არ არის, რაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საშუალებას მისცემდა შშმ პირთა საჭიროებებზე ეწარმოებინა ინდივიდუალური სტატისტიკა, ქვეპროგრამების ოპტიმალურად დაგეგმვის მიზნით;
  • შშმ პირთა რაოდენობის შესახებ არსებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. სამინისტროს მიერ წარმოებული ბაზები მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ ინფორმაციას შეიცავს. შესაბამისად, ამ მონაცემებში ვერ ხვდებიან ის პირები, რომლებზეც არ გაიცემა სოციალური პაკეტი (მაგალითად, ზომიერი შეზღუდვის მქონე შშმ პირები).
  • იმის გამო, რომ ექსპერტიზის ფორმები არ შეიცავს ველს ყველა ქმედობაუნარიანობის შესახებ ინფორმაციის შესატანად, მოქმედ სოციალურ-სამედიცინო ექსპერტიზის ფორმებში არ აისახება ყველა ქმედობაუნარიანობის კატეგორიის შეფასების შედეგები. რიგი ქმედობაუნარიანობის შესახებ ინფორმაცია შევსებულია, თუ აღნიშნული უკავშირდება რომელიმე დამხმარე საშუალების გაცემის საფუძველს, მაგალითად, გადაადგილებისა და სმენის შეზღუდვას. ასევე აღნიშნული გამომდინარეობს სამედიცინო პერსონალის მიერ საჭიროებების იდენტიფიცირების უნარების ნაკლებობიდანაც, რადგან მათ შეუძლიათ მხოლოდ სამედიცინო კუთხით ექსპერტიზის ჩატარება. შედეგად, შევსებული ფორმებიდან, კანონით გაწერილი შშმ პირთა ქმედობაუნარიანობის შეზღუდვების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია;
  • სამინისტროს არ აქვს დანერგილი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებებიდან ინფორმაციის შეგროვების მექანიზმი. შედეგად, სამინისტროსთვის არ არის ხელმისაწვდომი პროგრამების უკეთ დაგეგმვისთვის საჭირო კონსოლიდირებული და განახლებული მონაცემები (ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა, დიაგნოზები და ა.შ.)
  • რეაბილიტაციისა და ადრეული განვითარების ქვეპროგრამების სრული ტერიტორიული ხელმისაწვდომობა არ არის უზრუნველყოფილი. აღნიშნული, სხვა ობიექტურ ფაქტორებთან ერთად, ნაწილობრივ განპირობებულია სოციალური სერვისების განვითარების მიზნით, სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის სუსტი კოორდინაციით.
  • დამხმარე საშუალებების ქვეპროგრამის დიზაინი არ ითვალისწინებს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სერვისის ადგილზე მიწოდებას, გარდა ელექტროსავარძელ-ეტლებისა. შესაბამისად, ქვეპროგრამის დაგეგმვის ეტაპზე ტერიტორიული ხელმისაწვდომობა არ არის გათვალისწინებული სხვა დამხმარე საშუალებისთვის და მათ მისაღებად საჭიროა მიმწოდებელთან, სულ მცირე, ორჯერ ვიზიტი;
  • სამინისტროს შერჩეული ქვეპროგრამებიდან მომსახურების მინიმალური სტანდარტები გაწერილი აქვს მხოლოდ ადრეული განვითარების ქვეპროგრამისთვის. შესაბამისად, რეაბილიტაციისა და დამხმარე საშუალებების ქვეპროგრამების მომსახურების ხარისხზე (უსაფრთხოება, შედეგები და ა.შ.) მონიტორინგი არ ხორციელდება.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, „სოციალური სერვისების ხარისხის უზრუნველყოფის წინაპირობაა იმ მინიმალური სტანდარტების დაწესება, რასაც უნდა აკმაყოფილებდნენ მომსახურების მიმწოდებლები. შერჩეული ქვეპროგრამებიდან სამინისტროს სტანდარტები განსაზღვრული აქვს მხოლოდ ადრეული განვითარების ქვეპროგრამისთვის. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მინიმალური მოთხოვნების დაწესება კი რელევანტურია როგორც რეაბილიტაციის ქვეპროგრამის, ასევე დამხმარე საშუალებების მიმწოდებლებისთვისაც“.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „2014 წელს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 19%-ს [720 ათასამდე ადამიანს] აქვს თვითმომსახურების, კომუნიკაციის, კონცენტრირების, გადაადგილების, სმენის ან/ და მხედველობის სხვადასხვა ხარისხის დარღვევა [თუმცა, მონაცემები ეფუძნება სტატისტიკის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, წარმოადგენს რესპონდენტების თვითშეფას და არ არის სამედიცინო კუთხით დადასტურებული].

წყარო: სახელმწიფო აუდიტის ანგარიში

 

 

 

უცხოეთში თვითდასაქმებულები კომპენსაციას მიიღებენ – რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 ივლისია

უცხოეთში თვითდასაქმებული საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფოსგან 300 ლარს, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.

საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ:

[checklist]

  • საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რის გამოც 2019 წელს უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ, ან/და
  • 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-იდან 120  კალენდარული დღის ჩათვლით.

[/checklist]

ასეთ მოქალაქეებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის (საზღვრის კვეთა) საფუძველზე, ეძლევათ შესაძლებლობა, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად.

მთავრობის დადგენილებით, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირების ბოლო ვადა 2020 წლის 15 ივლისია.

რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე

[შენიშვნა:  მოქალაქეები კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციას ვერ ახერხებენ, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მიზეზი სარეგისტრაციო პორტალზე არსებული ხარვეზებია. დეტალების გასაგებად გადადით ამ ბმულზე: როგორ დავრეგისტრირდეთ 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად – ინსტრუქცია]

საქართველოში თვითდასაქმებულებს კი, განაცხადის წარდგენის, ანუ რეგისტრაციის გავლის ვადა 2020 წლის 1-ელ ივლისამდე აქვთ.

ამასთან, მთავრობის ახალი დადგენილებით, დასაქმების სააგენტოს მიერ შეტყობინების საფუძველზე 2020 წლის 1-ელ ივლისამდე სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ არა უგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა.

შესაბამისი ცვლილებები „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის დადგენილებაში შევიდა.

ამავე თემაზე:

თურქეთში დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

უცხოელს, რომელმაც საქართველო ვერ დატოვა, ქვეყანაში ყოფნის უფლება 31 ივლისამდე აქვს – კორონავირუსი

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოში და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 31 ივლისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

[checklist]

  • თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში
  • თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ
  • თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში
  • თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო

[/checklist]

მთავრობამ შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის განკარგულებაში 26 ივნისს შეიტანა.

 

 

ბათუმში ორშაბათი უნალექო იქნება, მომდევნო დღეებში კი, დროგამოშვებით იწვიმებს – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ივნისის 21 საათიდან 29 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

29 ივნისს ჰაერის ტემპერატურა:

  • აჭარის სანაპირო და შიგამთიან რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 23-28 გრადუსი სითბო;
  • მაღალ მთაში – ღამით 8-13, დღისით 15-20 გრადუსი სითბო;

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში; უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი;
  • ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3ბალი);
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: +24 გრადუსი.

სამშაბათს და ოთხშაბათს [30 ივნისს და პირველ ივლისს], ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა.

მკვეთრად გამოხატული შშმ პირებს და შშ სტატუსის მქონე ბავშვებს დახმარება გაეზარდათ

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტების ოდენობები 30 ლარით იზრდება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 25 ივნისს მიიღო და ის 2020 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.

[gray_box]სოციალური პაკეტები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით[/gray_box]

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის:

[checklist]

  • „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობელი, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი – მიიღებს 594 ლარს [ნაცვლად 564 ლარისა];
  • „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობელი, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი – მიიღებს 494 ლარს [ნაცვლად 464 ლარისა];
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა მშობელი – 394 ლარს [ნაცვლად 364 ლარისა];
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 323 ლარს [ნაცვლად 293 ლარისა];
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელი ან მეუღლე ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილი – 294 ლარს [ნაცვლად 264 ლარისა];
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 294 ლარს [ნაცვლად 264 ლარისა];
  • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეები – 272 ლარს [ნაცვლად 242 ლარისა];
  • მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელი ან მეუღლე ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილი – 272 ლარს [ნაცვლად 242 ლარისა];
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელი ან მეუღლე ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილი – 257 ლარს [ნაცვლად 227 ლარისა];
  • სხვა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები – მიიღებენ 250 ლარს [220 ლარის ნაცვლად].

[/checklist]

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის:

[checklist]

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი მიიღებს – 294 ლარს [264 ლარის ნაცვლად];
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი – 272 ლარს [242 ლარის ნაცვლად];
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილი პირის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი – 257 ლარს [227 ლარის ნაცვლად];
  • სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები მიიღებენ – 250 ლარს [220 ლარის ნაცვლად].

[/checklist]

ამ თემაზე:

შშმ პირები მათთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამებით თანაბრად ვერ სარგებლობენ – აუდიტი

 

აჭარაში 526 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია – 28 ივნისის მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 526 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

ბათუმში, ცხელების კლინიკებში, ამ დროისთვის მოთავსებულია 38 პირი, მათი კვლევის პასუხები 28 ივნისს, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 20 715 პირს. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1 130 პირი. კარანტინი დატოვა 8 901-მა პირმა.

მთავრობის საიტზე, stopcov.ge-ზე ასახული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

28 ივნისის დილის მდგომარეობით, საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 924
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 785
  • მათ შორის გარდაცვლილი – 15
  • კარანტინში – 2819
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.

მოიალაღეების უფასო მგზავრობისთვის ხულოს მერია ხელშეკრულებას 22 500 ლარზე გააფორმებს

მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად ხულოს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ ინდმეწარმე ლევან საგინაძე გამოავლინა. კომისიამ ის ხელშეკრულების გასაფორმებლად უკვე მიიწვია.

სატენდერო თანხა 24 972 ლარი იყო, ლევან საგინაძე კი მომსახურებას ხულოს მერიას 22 500 ლარად სთავაზობს.

ტრანსპორტი მოიალაღეებს, 2020 წლის პირველი ივლისიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, უფასოდ უნდა მოემსახუროს.

ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტებით:

  • ხულო-ბეშუმი-ხულო [ყოველდღიურად]
  • ღორჯომი-ზორტიყელი-ღორჯომი
  • ღორჯომი-ლეკნარი-ღორჯომი
  • ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანი
  • დიდაჭარა-დიდაჭარის მთა-დიდაჭარა
  • სხალთა-სარიჩარის მთა-სხალთა
  • სხალთა-ხულო-თეთრობი-სხალთა
  • ხიხაძირი-სარიჩარის მთა-ხიხაძირი
  • დიოკნისი-ლოდიძირი-დიოკნისი
  • ირემაძეები-ჯანჯღნარი-ირემაძეები
  • საციხური-აგარა-ნათელათი-კუნჭულეთი-ქვაბიჯვარი-ჩიბუხნარი-საციხური

ამ თემაზე:

ხულოში მოიალაღეებს ივლისიდან ოქტომბრამდე ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

 

 

ბათუმის საკრებულომ ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა უნდა დაამტკიცოს

ბათუმის საკრებულო 30 ივნისის სხდომაზე ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის ახალ სქემას განიხილავს. მერიის პროექტის მიხედვით, მოძრაობის წესები იცვლება გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, პუშკინის, გრიბოედოვისა და გორგასლის ქუჩებზე.

ამასთან, გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებში ავტობუსის სავალი ნაწილი დაიხაზება, სადაც მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს.

მოძრაობის ახალი სქემის ორგანიზებისთვის ტექნიკური საკითხების მოგვარება, ბათუმის მერიამ, საკრებულოს მიერ შესაბამისი დადგენილების მიღებიდან 90 დღეში უნდა უზრუნველყოს.

დაგეგმილი ცვლილებით:

  • გორგილაძის ქუჩაზე იქნება ცალმხრივი მოძრაობა ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში;
  • ცალმხრივი მოძრაობა იქნება ჭავჭავაძის ქუჩაზე 26 მაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე [ავტომანქანები იმოძრავებენ ამავე მიმართულებით];
  • ცალმხრივი გახდება მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე, ლორიას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით;
  • გრიბოედოვის ქუჩა კი, ცალმხრივი გახდება ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში და მოძრაობა მხოლოდ ამ მიმართულებით იქნება;
  • გრიბოედოვისა და რუსთაველის კვეთაში გაიხსნება გზაგამყოფი  და გრიბოედოვის ქუჩიდან ავტომობილებს საშუალება ექნებათ, იმოძრაონ რუსთაველის ქუჩაზე, როგორც მარჯვნივ – დელფინარიუმის მიმართულებით, ასევე მარცხნივ – ახალი ბულვარის მიმართულებით;
  • გორგასლის ქუჩაზე კი, დღეს არსებული ცალმხრივი მოძრაობა [ბარათაშვილიდან გრიბოედოვის მიმართულებით] მთლიანად შეიცვლება და ამ ქუჩაზე მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით იქნება – გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან ბარათაშვილის მიმართულებით.

ბათუმში გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ავტობუსის სავალ ნაწილს [Bus lane] დახაზავენ. სამუშაო 2020 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

მოგწონთ თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა? – გადადით ბმულზე და მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში:

მოგწონთ თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა? [გამოკითხვა]

 

მცირედმხედველი გოგო ჭარნალიდან, რომელიც პროგრამისტობას სწავლობს [ვიდეო]

თამილა საგინაძე 10 წლის იყო, როცა პირველად წავიდა სკოლაში. თავდაპირეველად მშობლებმა არ იცოდნენ, რომ მათ მცირედმხედველ შვილს განათლების მიღება სპეციალურ სკოლაში შეეძლო.

პატარა გოგოსთვის რთული იყო სოფლიდან, მშობლებისგან შორს ყოფნა მისთვის უცხო ქალაქში. ამბობს, რომ ეგონა სამუდამოდ იქ დატოვებდნენ. „როცა სხვა ბავშვებს მშობლები აკითხავდნენ და მიჰყავდათ, მე სკოლაში ვრჩებოდი. მეც მინდოდა, რომ მშობლებს ყოველ დღე წავეყვანე“, – გვეუბნება თამილა. მაშინ არ იცოდა, რომ მისი ოჯახი სკოლიდან ძალიან შორს ცხოვრობდა და თბილისიდან სოფელში მშობლებს მისი ყოველდღე ტარება არ შეეძლოთ.

თუმცა არ ნანობს, რომ წავიდა. ამბობს, რომ სკოლამ მისცა შესაძლებლობა, დამოუკიდებელი ცხოვრების.

სკოლის დასრულების შემდეგ თამილამ სწავლა პროფესიულ კოლეჯში გააგრძელა, სადაც კომპიუტერულ პროგრამებს სწავლობს. „შშმ პირისთვის აქაც რთულია სწავლა, რადგან ბრაილის შრიფტით არ არის მასალები. ლექტორებს, ასისტენტებს დიქტოფონით უნდა სდიო, რომ მასალა მოგაწოდონ და მეორე დღეს  უთხრა, თუ რა გაიგე ან ისწავლე“, – ამბობს თამილა. მისი აზრით, კოლეჯებში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ელექტრონული რესურსები, რომ  უკეთ შეძლონ უსინათლო ადამიანებმა განათლების მიღება.

მცირედმხედველი თამილა საგინაძე კომპიუტერულ პროგრამებს ხმოვანი პროგრამების საშუალებით სწავლობს.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„მე მხოლოდ ჩემს თავზე არ ვფიქრობ, ჩემ შემდეგ სხვებიც იქნებიან მსურველები, ვინც ან მუსიკალურში გააგრძელებს სწავლას, ან სხვაგან და მათ უნდა ჰქონდეთ განათლების შესაძლებლობა უკეთეს გარემოში“, – გვეუბნება ის.

თამილა წუხს, რომ საკუთარი პერსონალური კომპიუტერი არ აქვს. ამბობს, რომ ეს ძალიან დაეხმარებოდა პროფესიული უნარების განვითარებაში, რადგან არსებობს სპეციალური ხმოვანი პროგრამები უსინათლოთათვის, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია იმუშავო – სხვის კომპიუტერში გააკეთო ის, რასაც დამკვეთი მოითხოვს.

„შეგიძლია დაუფორმატო კომპიუტერი, წაუშალო დაზიანებული ფაილები, აღუდგინო, ბევრი რამ გააკეთო. კარგი იქნებოდა, რომ ჩემი კომპიუტერი მქონდეს“, – გვეუბნება ის.

თამილა სკოლაში სწავლის პერიოდში ჩართული იყო გერმანულ-პოლონურ პროექტში, სადაც ეგრეთ წოდებული თეთრი ხელჯოხის გამოყენება ისწავლა. სწორედ ეს ეხმარება მას უცხო გარემოში ადვილად გადაადგილებაში. თამილას სურს თავისი ცოდნა სხვა უსინათლო და მცირედმხედველ ადამიანებსაც გაუზიაროს. „დაგეგმილი მქონდა ტრენინგები აჭარაშიც, მაგრამ  კორონავირუსის პანდემიის გამო ხელი შემეშალა“, – ამბობს თამილა.

თამილას ახლა ყველაზე მეტად პერსონალური კომპიუტერი სჭირდება, პროგრამირება უკეთ რომ შეისწავლოს.

კომპიუტერული მეცნიერების გარდა, თამილას სხვა გატაცებაც აქვს, – მუსიკა. ხალხურ სიმღერებსაც სწავლობს და თავისი უნარებით უკვე უცხოელებიც დააინტერესა.

„უკრაინაში სიმღერის ჩაწერა შემომთავაზეს, პოლონეთში, ბაქოშიც ვიყავით მიწვეული, მაისში რუმინეთში  უნდა წავსულიყავი ფესტივალზე, მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა პანდემიის გამო“, – ამბობს თამილა.

მას შემდეგ, რაც სასწავლებლები დაიხურა, რეპეტიციებზე არ ყოფილა და იმედოვნებს, რომ სექტემბერში შეძლებს სწავლის გაგრძელებას.

„ხალხური სიმღერების სასწავლებელში რომ მივედი, კითხვა გაუჩნდათ, როგორ უნდა ვასწავლოთო. პირველად ჰყავდათ უსინათლო მოსწავლე  და დაბნეულები იყვნენ. ვცდილობდი, თავად მეზრუნა მეთოდზე და ვკარნახობდი, როგორ უნდა დამხმარებოდნენ. საქართველოში ბევრი რამეა არაადაპტირებული და რა გასაკვირია, რომ არც კოლეჯი და არც ეს სასწავლებელია შშმ პირებისთვის ადაპტირებული“, – ამბობს თამილა.

თამილა რამდენიმე ქვეყანაში იყო მიწვეული, თუმცა პანდემიის გამო წასვლა ვეღარ შეძლო

თამილას კიდევ ერთი სურვილი აქვს, უნდა რომელიმე გაცვლით პროგრამაში მოხვდეს და აშშ წავიდეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად. „როგორც ამბობენ, ამერიკა ძალიან ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და უსინათლო ადამიანებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ ცხოვრება. მინდა ეს ინფრასტრუქტურა ვნახო და გამოცდილება აქ გადმოვიტანო.

ჩვენს რაიონში არც კი მიცნობენ, მაშინ, როცა სხვაგან უფრო იციან ჩემ შესახებ. მინდა სოფელში გზა გააკეთონ, რომ ტრანსპორტი მოძრაობდეს და სასწავლებელში წასვლა შევძლო. ერთი სოფლიდან მეორეში უნდა გადახვიდე, რომ ბათუმში ჩახვიდე ან კოლეჯში მიხვიდე. ეს ძალიან რთულია“, – ამბობს თამილა.

როგორც თამილა ამბობს, მისი მიზანი არა მარტო საკუთარი უფლებებისთვის, სხვა უსინათლო ადამიანებისთვის ზრუნვაცაა. გვიყვება მისი მიზნების თუ გამოცდილების შესახებ და თავის საყვარელ სიმღერებსაც იხსენებს. იმედი აქვს, რომ ერთ დღეს, დაბრკოლებებისა და რთული გარემოს მიუხედავად, კარგი პროგრამისტი გახდება და საკუთარ ალბომზეც იფიქრებს.

ვიდეო:

ხუდია ბორჩალოელი – მეფე ერეკლეს ყველა ბრძოლის თანამგზავრი ქართველი აზერბაიჯანელი

საქართველოს ისტორიაში თითქმის არაფერი წერია ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების როლზე ქვეყნის მშენებლობაში. ისტორიის სახელმძღვანელოებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო მხოლოდ ეთნიკური ქართველების სამშობლო იყო, რაც არ არის სიმართლე. აგრესიულად განწყობილი ადამიანების ჯგუფები დღესაც არ უშვებენ ხელსაყრელ მომენტს, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ეპითეტებით მოიხსენიონ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები. მათ ხშირად მოუწოდებენ, რომ დროა წავიდნენ თავიანთ „სამშობლოში“.

დღეს „ბათუმელები“ გაგაცნობთ ისტორიულ პირს, „არაქართველ“ ხუდია ბორჩალოელს, რომელმაც ქვეყნისთვის ერთ-ერთ გადამწყვეტ – ასპინძის ბრძოლაში, დიდი სიმამაცე და გამჭრიახობა გამოიჩინა. სწორედ დღევანდელი აზერბაიჯანელების წინაპრის – ხუდიას და კიდევ ორი მეომრის წყალობით მოიგო ეს ომი ერეკლე მეორემ.

____

იმერეთის მეფეს, სოლომონს ბევრი საფიქრალი ჰქონდა, მოღალატე მთავრებსა და თავადებს ოსმალები იბირებდნენ. მართალია, იმერლებმა 1763-1768 წლებში მტერს ხელი ააღებინეს ქვეყნის დაპყრობის განზრახვაზე, ოსმალებიც დაზავებას სთავაზობდნენ მეფეს, მაგრამ იცოდა სოლომონმა, რომ ეს ზავი არაფერს ნიშნავდა. იძულებული იყო რაზმების შემოსევებთან გასამკლავებლად მოკავშირეებზე ეფიქრა. არჩევანი რუსეთზე შეჩერდა.

1768 წლის ზაფხული იდგა. სოლომონ მეფემ საგანგებო ელჩი, მაქსიმე ქუთათელი გაგზავნა რუსეთში დახმარების სათხოვნელად, სანაცვლოდ კი მათ რუსეთ-ოსმალეთის ომში აღუთქვა მხარდაჭერა. ამ ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ, ზაფხულის მიწურულს რუსეთმა საქართველოში ჯარი გამოგზავნა ტოტლებენის სარდლობით, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებდა, ერეკლესა და სოლომონისგან კი სრულ მორჩილებას მოითხოვდა. მეფეებისთვის ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო.

                                                         ტოტლებენის მზაკვრობა

ტოტლებენმა მეფეების მოქიშპეები, დასავლეთ საქართველოს გაერთიანების მოწინააღმდეგე დადიანები და გურიელები დაიახლოვა, ქართლის რეაქციონერი თავადებიც მიიმხრო და ასპინძის 1770 წელს საკუთარი მზაკვრობაც დააგვირგვინა:

ერეკლეს და ტოტლებენის რუს ჯარს ამ წლის გაზაფხულზე ახალციხის საფაშოში უნდა ელაშქრათ, აწყურის ციხეს შემოარტყეს ალყა და დაიწყო თუ არა ბრძოლა, ცბიერმა ტოტლებენმა ზურგი აქცია ერეკლეს – რუსების ჯარი უეცრად გაბრუნდა უკან. ქართველები აღშფოთდნენ, ერეკლეს გაწბილებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ უკან დასახევი გზა არ იყო. აწყურის ციხეში გამაგრებული ოსმალები რუსთა ჯარის უკან დახევით გათამამდნენ და თავს დაესხნენ მეფის ჯარს, ერეკლემ მათ საუკეთესოდ მომზადებული რაზმი შეაგება და უკან, ციხეში შერეკა.

მეორე დღეს კი ჯარი ასპინძისკენ დაძრა. ჯერ იყო და გზად ახალციხიდან დაძრული 1500 ოსმალო მოიგერიეს, მერე ლეკ-ოსმალებისგან შემდგარი 4000 მეომარი. ასპინძის ბრძოლაში, 1770 წლის 20 აპრილს 3000 მეომარი დაკარგეს ოსმალებმა, ნაწილი მოკლეს, ნაწილი ტყვედ ჩაიგდეს ქართველებმა, იყვნენ ისეთებიც, ბოძებგადაჭრილი ხიდიდან რომ ცვიოდნენ მტკვარში.

ხუდია ბორჩალოელის წვლილი ასპინძის ბრძოლაში

,,ჩინებული და მამაცი ყოველსა საქართველოსა შინა“ – ასეა დახასიათებული საქართველოს სახლხო გმირი, აზერბაიჯანელთა წინაპარი ხუდია ბორჩალოელი თეიმურაზ ბატონიშვილის ისტორიულ წყაროში. ხუდია ერეკლე მეფის ერთგული თანამებრძოლი იყო. სწორედ მას დაავალა ერეკლემ აღაბაბა ერისთავთან და სვიმონ მუხრან ბატონიშვილთან ერთად  მალულად გადაეჭრათ შუაღამისას ასპინძის ხიდის ბოძები.

„ხოლო ღამესა მას წარგზავნა მერე-მან (მეფე ერეკლემ) ერისთვის-შვილი აღაბაბა, სვიმონ მუხრან ბატონის-შვილი ნასაღჩიბაში და ხუდია ბორჩალოელი, ჩინებული და მამაცი ყოველსა საქართველოსა შინა და ამცნო მათ, რათა აჰყარონ ხიდი ასპინძისა და მათ სრულ-ჰყვეს ყოველივე ბრძანებული მეფისა“, – წერს თეიმურაზ ბატონიშვილი.

ამავე წყაროს მიხედვით, ლეკებისა და ოსმალების ჯარის ნახევარი ბოძებგადახდერხილმა ხიდმა ჩაიყოლა ადიდებულ მტკვარში, ლეკების განთქმული მთავარსარდალი, კოხტა-ბელადი კი ერეკლემ მოკლა. ქართველები დიდძალი ნაალაფევით დაბრუნდნენ შინ.

ხუდია ბორჩალელი, რომლის მიერ გადაჭრილმა ხიდმაც მტრის დიდი რაზმი მოიყოლა, ბორჩალოს მაჰალის სოფელ სადახლოში, ამჟამინდელი მარნეულის სოფელში დაიბადა 1730 წელს. ყველა ბრძოლაში თან ახლდა მეფე ერეკლეს, მეტიც, ერეკლეს ბორჩალოელებისაგან შემდგარი პირადი გვარდია ჰყავდა, რომელსაც ხუდია ბორჩალოელი მეთაურობდა. ზოგიერთი ცნობით, მეფის პირად დაცვაში 12 კაციდან ხუთი ან შვიდი, სწორედ ბორჩალოელი იყო.

ერევნის სახანოსა და ყარასუში გადასახლებული ბორჩალოელები 1755 წელს მეფე ერეკლემ უკან დააბრუნა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ბორჩალოელები მეფესთან ერთად, ძირითადად ლეკების წინააღმდეგ იბრძოდნენ და სხვა ლაშქრობებშიც ირიცხებოდნენ, ასპინძის ომის გამარჯვება კი ხუდია ბორჩალოელის მონაწილეობამ განაპირობა ხიდის გადახერხვის ოპერაციით აღაბაბა ერისთავსა და სვიმონ მუხრან-ბატონთან ერთად.

„ბორჩალოელები ასევე იბრძოდნენ კრწანისის ომში (1795წ.). მოგვიანებით, დუშეთში მეფის დაცვის ოპერაციას ხევსურებთან ერთად 100-ზე მეტი ბორჩალოელიც შეეწირა. ერეკლე მეორეს ქართლ-კახეთის სამეფოს სიძლიერისთვის და ბრძოლისუნარიანობის განსამტკიცებლად მათი გვერდში დგომა იმდენად სჭირდებოდა, რომ როცა ბორჩალოელები აიყარნენ და ერევნის სახანოსა და ყარასუში გადავიდნენ, 1755 წელს მეფემ ყველა დააბრუნა. ასევე ცნობილია, როცა რამდენიმე ტომი ახალციხის საფაშოში გადასახლდა, ქართლ-კახეთის მეფე გიორგი მეთორმეტემ ხონთქართან იჩივლა და ბორჩალოელები უკან დააბრუნა“, – წერია TDI-ს კვლევაში.

ხუდია ბორჩალოელის შესახებ ისტორიულ – დოკუმენტური ფილმიცაა გადაღებული ნუგზარ შატაიძისა და კოტე კანდიერის ავტორობით, ფილმს “ხუდიას ძეგლი” ჰქვია.

20 აპრილს, თითქმის, 2 საუკუნე ნახევარი გავიდა 1770 წლის ასპინძის ისტორიული ბრძოლიდან, რომელშიც ქართველთა ჯარმა ოსმალეთის ლაშქართან, ერეკლე მეორის სარდლობით, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ქეთი მელუა წითელი ჯვრის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ბრიტანელი მომღერალი ქეთი მელუა დღეს, 27 ივნისს,  22:00  საათზე, Youtube-ზე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. როგორც მომღერალი თავის მიმართვაში ამბობს, კონცერტი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდასაჭერად გაიმართება.

„ამ უცნაურ პერიოდში ვცდილობდი მომეფიქრებინა, რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს რამეში გამოვადგე, გადავწყვიტე შევუერთდე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომელიც შთამბეჭდავ სამუშაოს სწევს საქართველოში COVID19-ის კრიზისის პერიოდში,“ – ამბობს მომღერალი.

ქეთი მელუას კონცერტი ბათუმში, დრამატული თეატრის წინ არსებულ სკვერში განთავსებულ დიდ ეკრანზე გავა.

კონცერტიდან შემოსული თანხა წითელ ჯვარში გადაირიცხება.

საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში წითელმა ჯვარმა 80 000-მდე ამანათი დაარიგა ქვეყნის მასშტაბით  მოსახლეობის მხარდასაჭერად.

 

მთავარი ფოტო: ქეთი მელუა/მომღერლის ფეისბუქის გვერდიდან

პირველი ქართველი ლოტბარი ქალის მოგონებები – სამი ეპოქის მომსწრე მარო თარხნიშვილი

„სამწუხაროთ, 50 წლისა რომ გავხდი, მერე შეუდექი მოგონებების წერვას: ისიც ელისაბედ ჩერქეზიშვილმა დამარიგა… შენ კარგი ხმა გაქსო, დიდხანს იმღერებო და რაც კარგი რამ გადაგხდეს მუშაობის ირგვლივ დაწერე და შეინახეო“- ასე იწყება პირველი ქართველი ლოტბარი ქალის, მარო თარხნიშვილის 1909-1968 წლების მოგონებები.

მარო თარხნიშვილმა „რაც მუშაობის ირგვლივ გადახდა“ მართლაც დაწერა და შეინახა, მაგრამ ამ ტექსტის სრული ვერსია მკითხველთა ფართო წრისთვის მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გახდა ხელმისაწვდომი. ორასგვერდიანი მოგონებები საქართველოს ეროვნულმა არქივმა წიგნად 2016 წელს გამოსცა, ნინო ბადაშვილის წინასიტყვაობითა და კომენტარებით.

მარო თარხნიშვილი საქართველოში მეფის რუსეთის ეპოქის, პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკისა და გასაბჭოების მომსწრე იყო. ტექსტში სამივე ეპოქის აქამდე უცნობი ამბებია გადმოცემული, განსაკუთრებით საინტერესოდ კი პირველი რესპუბლიკის წლებია აღწერილი.

13-14 წლის მარო შეძლებულ თავადიშვილ, დიმიტრი თარხან-მოურავზე დაუქორწინებიათ.

ნინო ბადაშვილის წერილი, რომელიც თან ერთვის „მოგონებებს“, ვრცლად მიმოიხილავს მარო თარხნიშვილის ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს.

მაგალითად:

დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 1918 წლის 26 მაისს, კონცერტის შემდეგ, ქართულ კლუბში გამართულ ბანკეტზე ოპერის მომღერლებთან, ბალეტის მოცეკვავეებთან ერთად მარო და მისი გუნდიც მიუწვევიათ. ბანკეტზე თამადა ნოე ჟორდანია იყო, როგორც მარო წერს „დუხავოი ორკესტრზედ ლეკური ითამაშა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა“. ქაქუცას მაროსთან ერთად უცეკვია ბანკეტზე, მერე „მთელი ჯარის უფროსს“ გაუწვევია მარო წრეზე, რაზეც მეუღლე, დიმიტრი თარხან-მოურავი განაწყენებულა, შუბლი შეუკრავს და უსიამოვნოდ გამხდარა. „იეჭვიანა ნამდვილათ და ძალიან უსიამოვნოთ გახდა, რამაც ჩემზე იმოქმედა. ასე ჩუმათ ჩავატარეთ ის წყენა და სახლში მშვიდათ დავბრუნდით,“ – წერს მარო თარხნიშვილი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის დასასრულზე.

მარო თარხნიშვილი, პირველი ქართველი ლოტბარი ქალი/საქართველოს ეროვნული არქივის ფოტო

მარო აღწერს გორის მიწისძვრას, რომელმაც ქალაქის შენობების უმრავლესობა დაანგრია, მათ შორის, მაროს სახლ-კარიც. ის კირიონ კათალიკოსის 1917 წლის აღსაყდრების დღესაც იხსენებს, სანახაობას, რომელმაც მასზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ დღეს მარო თარხნიშვილმა სამთავროს მონასტერში „მრავალჟამიერი“ და „შენ ხარ ვენახი“ შეასრულა.

საქართველოს ეროვნული არქივის ფოტო

მოგონებებში ლოტბარი ქალი იხსენებს გასტროლების, კონცერტების ამბებსაც და ბევრ საინტერესო ცნობას გვაწვდის მაშინდელი ინტელიგენციის შესახებ. მარო თარხნიშვილისა და მისი მომღერალთა გუნდის კონცერტების აფიშებით სავსე იყო მეოცე საუკუნის 20-30-40-იან წლებში საკონცერტო დარბაზები და კლუბები.

საქართველოს ეროვნული არქივის ფოტო

თარხნიშვილის მოგონებები საბჭოთა ხელისუფლების მიმართ მადლიერებით სრულდება:

„მივაღწიე საბჭოთა ხელისუფლებამდე და შვილებიც წამოიზარდნენ, აი, ცოტა გავიშალე წელში. დღეს ვმუშაობ ადგილმრეწველობის კულტ. სახლში ვოკალური ჯგუფის ხელმძღვანელად, მადლობა პარტიას და ხელისუფლებას, რომ იციან ამაგის დაფასება მშრომელი ხალხისა“.

საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ დახვრიტეს მარო თარხნიშვილის მეუღლე. ამ პერიოდს ის საერთოდ არ ახსენებს მემუარებში.

მარო თარხნიშვილი და მისი მეუღლე, დიმიტრი თარხან-მოურავი 1905 წელს/საქართველოს ეროვნული არქივის ფოტო

„გარეწარი“ – წერს ის ლავრენტი ბერიაზე, რომელიც სავარაუდოდ მაროს მეუღლის დახვრეტის ინიციატორი უნდა ყოფილიყო. ეს ერთადერთი ზედსართავი მიანიშნებს მის ნამდვილ განწყობაზე საბჭოთა ხელისუფლების მიმართ.

1937 წელს მარო ბერიამ კაბინეტში დაიბარა და ჰკითხა, რამე ხომ არ სჭირდებოდა, ლოტბარი შვილებთან ერთად პატარა ბინაში ცხოვრობდა და ახალი ბინა ითხოვა, მალე 11-სართულიან კორპუსში მას მეოთხე სართულზე საცხოვრებელი გადასცეს. „სტალინმა დამავალა ესაო“ – უთქვამს ბერიას მაროსთვის. როგორც მოგონებებიდან ირკვევა, მაროს შესრულებით ქართული ხალხური სიმღერების ფირფიტებს ინახავდა სტალინი.

„ოჯახის პატრონი, მარტოხელა ქალი სამი შვილით“ – ასე იხსენიებს საკუთარ თავს მარო თარხნიშვილი, რომელიც  დილით ოთხ სკოლაში ასწავლიდა სიმღერებს, საღამოობით კი კლუბებსა და თეატრებში კონცერტებსაც „აძლევდა“.

საპენსიო ასაკის პედაგოგების სკოლიდან გასვლის პროგრამა უნდა გაგრძელდეს – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, განათლების სფეროზე საუბრის დროს განაცხადა, რომ საპენსიო ასაკის პედაგოგების პროფესიიდან, ჯილდოს სანაცვლოდ გასვლის პროცესი, ისევ უნდა გაგრძელდეს.

„საპენსიო ასაკის 4 8426 პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ იყო ღირსეულ პენსიაზე გაგზავნილი, ეს ფულადი ჯილდო მოიცავდა ორი წლის ხელფასს და ამასთან, ჩვენ ქართველ მასწავლებლებს სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნდათ ჯანდაცვის დაზღვევაც. ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“-განაცხადა გახარიამ პარლამენტში.

მისი თქმით, ამ პროგრამას აქვს ორი მიზანი, „პენსიას მიღწეულ ადამიანებს, სწრაფად მივცეთ პენსიაზე ღირსეულად გაცილების შესაძლებლობა და სისტემა შევავსოთ ახალი, ახალგაზრდა მასწავლებლებით, რომლებმაც სწრაფად უნდა აიმაღლონ კომპეტენცია“-ამბობს გახარია.

ჯილდოს სანაცვლოდ პენსიაზე გასვლის შეთავაზება პენსიონერმა პრაქტიკოსმა პედაგოგებმა 2019 წელს მიიღეს განათლების სამინისტროსგან. მაშინ პირობა იყო, რომ თუ პედაგოგი ფულად ჯილდოს მიიღებდა, მას აუცილებლად უნდა დაეტოვებინა სკოლა.

თუმცა, სკოლას უფლება ჰქონდა, ჯილდოზე გასული პენსიონერიმასწავლებელი იმ შემთხვევაში დაეტოვებინა ხელშეკრულებით  სკოლაში, თუკი მას შესაბამის საგანში სხვა კადრი არ ჰყავდა. ამის მიუხედავად, პენსიონერი მასწავლებლის ადგილი ვაკანტურად ცხადდებოდა და ახალგაზრდა, კომპეტენტური კადრის გამოჩენის შემთხვევაში, სკოლას უფლება ჰქონდა პენსიონერი მასწავლებლის ადგილზე დაესაქმებინა.

გარდა ამისა, როგორც მაშინდელი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებდა, სამინისტროს შეთავაზება 2019 წლის ბოლომდე იყო ძალაში და იმ შემთხვევაში, თუკი პრაქტიკოსი პედაგოგები ვერ შეძლებდნენ  სტატუსის ამაღლებას, ანუ ვერ დაადუსტერებდნენ საგნობრივ კომპეტენციას იმავე წლის ზაფხულის ან შემოდგომის საგნობრივ გამოცდებზე, მათ სკოლის დატოვება მოუწევდათ.

2019 წლის ბოლოს კი, სამინისტრომ პოზიცია შეცვალა და პრაქტიკოს პედაგოგებს სისტემიდან გასვლის ვადები გაუხანგრძლივა. პრაქტიკოს პედაგოგებს სამინისტრომ 2020 წლის საგნობრივ გამოცდაზე გასვლის ვადები შემოდგომაზე გადაუწია.

ამავე თემაზე:

პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება – ცვლილებები სქემაში

 

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა – ინფიცირებული არიან სატვირთო მანქანის მძღოლები

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია, ორივე პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია.

ამჟამად საქართველოს ქოვიდცენტრებში 126 პაციენტი მკურნალობს დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით.

27 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 921 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 781 პაციენტი, გარდაიცვალა – 14.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2687 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 207 პირი.

24 საათში ბათუმში 523 პირი გამოიკვლიეს კორონავირუსზე – ყველა პასუხი უარყოფითია

27 ივნისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 523 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 50 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 20 189 პირს.

ამჟამად აჭარაში კარანტინში იმყოფება 1110 პირი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 1 პაციენტი.

სულ საქართველოში Covid 19-ის 921 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 781 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.

მიმტანები, ბარმენები – ვინც კვირაში 80 საათს მუშაობდა, მაგრამ კომპენსაცია ვერ მიიღო

„ვმუშაობდი, პანდემიის დროს უმუშევარი დავრჩი, მაგრამ მთავრობისგან დაპირებული კომპენსაცია ვერ მივიღე,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ადამიანებმა, რომლებიც მომსახურების სფეროში მუშაობენ. მათი ისტორიები თითქმის იდენტურია – წლების განმავლობაში სხვადასხვა რესტორანში მუშაობენ, კონტრაქტს ზოგჯერ უფორმებენ, ზოგჯერ არა. მათ პანდემიის დაწყებამდე ხელშეკრულებები არ გაუფორმეს, რადგან დამსაქმებელი გადასახადებს მალავს. ისინი არც ახლა ითხოვენ კონტრაქტს, როცა კაფე-ბარები გაიხსნა, რადგან საერთოდ უმუშევრად დარჩენა აშინებთ. ამ მიზეზით მათ არც ვინაობის გამხელა სურთ.

„შრომითი კოდექსი ჩვენთვის არ არსებობს. ერთხელ კონტრაქტში მეწერა, რომ კვირაში 40 საათი უნდა მემუშავა და 80 საათს მამუშავებდნენ,“ – გვითხრა ერთ-ერთმა ბარმენმა, რომელიც ბათუმში მუშაობს.

ადამიანები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და წესით თვეში 200 ლარი უნდა მიეღოთ 6 თვის განმავლობაში კომპენსაციის სახით, ეს პრემიერმა გახარიამ 24 აპრილს დააანონსა. მაშინ პრემიერმა თქვა, რომ დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე მიიღებდა კომპენსაციას, ვინც პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა. EMC-ის მონაცემებით, 24 ივნისის მდგომარეობით, კომპენსაცია მხოლოდ 70 ათასზე მეტმა დაქირავებით დასაქმებულმა მიიღო და 50 ათასზე მეტმა თვითდასაქმებულმა. „სავარაუდოა, რომ ეს მონაცემები, განსაკუთრებით თვითდასაქმებულებისა და დაქირავებულების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ჩამორჩება დახმარების საჭიროების მქონე ადამიანთა რაოდენობას,“ – განაცხადეს EMC-ში.

როცა უმუშევრად დავრჩი, ცოლი ფეხმძიმედ იყო, ნაქირავებში ვცხოვრობდით…“

„ბარში ვმუშაობდი ჩვეულებრივად. 18 მარტს მითხრეს ვიკეტებითო… მერე ითქვა, კომპენსაციები იქნებაო. დავრეკე ჩემს სამსახურში და მითხრეს, გავარკვევთო. ველოდი, რადგან ფული ძალიან მჭირდებოდა. ერთ კვირაში დამირეკეს და მითხრეს, არ ყოფილხარ გაფორმებული, არ მოგიწევს კომპენსაციაო,“ – გვიყვება ირაკლი [სტატიაში სახელები შეცვლილია]. ის ბათუმელია და გასული წლის სექტემბრიდან თბილისში ერთ-ერთ კაფეში ბარმენად მუშაობდა.

ირაკლი ცოლთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, როცა პანდემია გამოცხადდა. ამბობს, რომ გასულ თვეებში ძალიან უჭირდა და ახლაც უმუშევარია.

„ჩემი ცოლიც არ მუშაობდა, დედაჩემს ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა და ისიც უმუშევარი დარჩა, ვერც მან მიიღო კომპენსაცია… აქამდე არასდროს მიკითხავს დამსაქმებლისთვის, რატომ არ მიფორმებდა კონტრაქტს. ძირითადად ასე იყო: თუ თავისით მიფორმებდნენ, მიფორმებდნენ, მე არასდროს ვითხოვდი. 9 წელია ბარმენად ვმუშაობ სხვადასხვა ბარში,“ – გვიყვება ის.

ირაკლის თქმით, მის მდგომარეობაში სხვაც ბევრია, რადგან მომსახურების სფეროში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს უფორმებენ ხელშეკრულებას, სხვებთან კი, მხოლოდ ზეპირი შეთანხმება არსებობს.

„გადასახადები იმალება ასე. შესაბამისად, კომპენსაციას არავინ მოგვცემდა… ახლაც უმუშევარი ვარ. იმ ბარიდან, სადაც ბოლოს ვმუშაობდი, დამირეკეს და მითხრეს, შეგიძლია, მოხვიდეო, მაგრამ აღარ მივედი. აღარ მინდა ასე. ისეთი სამსახური მინდა, სადაც გაფორმებული ვიქნები,“ – ასრულებს ირაკლი.

იჩივლებ სასამართლოში და მერე საერთოდ უმუშევარი დარჩები“

„იცით, როგორ არის? – ვერ მოსთხოვ დამსაქმებელს ასე კატეგორიულად – ხელშეკრულება გამიფორმეო… ეგ კი არა, ერთხელ, წინა წლებში მქონდა კონტრაქტი 6 თვით, იქ ეწერა, რომ კვირაში 40 საათი უნდა მემუშავა და ზოგჯერ 80 საათს მამუშავებდნენ… არც ზეგანაკვეთური მოუცია ვინმეს. უბრალოდ, იცი, რომ თუ არ მოგწონს ეს პირობები, უნდა წამოხვიდე, სხვაგანაც იგივე მდგომარეობაა… მეც ბარმენი ვარ, ბათუმში ვმუშაობ.

არ გამიგია, რომ ჩემს ირგვლივ ვინმე კომპენსაცია მიეღოს, არადა ძალიან ბევრს ვიცნობ. პანდემიის დროს ყველა უმუშევარი დავრჩით და იმედი გვქონდა, ამ 200 ლარს მაინც მივიღებდით. პანდემიის დროს ჩვენთან სამზარეულო არ გაჩერებულა და რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, მაგრამ არც მანამდე და არც პანდემიის დროს არავის არაფერი შეუმოწმებია.

მე სულ ეგ მიკვირს – როცა ამბობენ, რომ არსებობს შრომის კოდექსი, კანონები, ვინმეს როგორ არ უჩნდება სურვილი, ეს ყველაფერი გააკონტროლოს? თუ ეს ადამიანები გადასახადებს მალავენ, რატომ არ აინტერესებს ეს სახელმწიფოს?

შრომის კოდექსი არ არსებობს ჩვენთვის, საქართველოსთვის… სასამართლოში შეიძლება მოიგო დავა, მაგრამ მეორედ ვეღარ იმუშავებ საერთოდ. გაგაშავებენ და ვის უნდა ასეთი ბარმენი, თავის რესტორანს რომ სასამართლოში უჩივლებს და მერე დავას მოუგებს კიდეც?

ახლა არაფერი ხდება. ახლა პირობები უარესდება. არ ვიცით, რა გველოდება, იქნებიან თუ არა ტურისტები, არჩევანის საშუალება ახლა კიდევ უფრო ნაკლებია, ვერსად წახვალ. ადრეც არავინ იღებდა ხმას და ახლა…“

„პანდემიის დაწყებამდე და ახლაც მპასუხობენ, პროცესშია კონტრაქტების გაფორმებაო“ 

„პანდემიის დაწყებამდე გვეუბნებოდნენ, რომ პროცესშია კონტრაქტების გაფორმება… მერე ორი თვე უმუშევარი დავრჩი. ახლა ისევ დავბრუნდი, მაგრამ არაა კონტარქტები, მზადდებაო,“ – ამას საბა ამბობს. იგი ბათუმში ერთ-ერთ კაფეში მიმტანად მუშაობს.

საბას თქმით, კომპანიაში, სადაც ის ახლა მუშაობს, წლის დასაწყისში შეიცვალა მფლობელი. კომპანიას თანამშრომლებისთვის ხელშეკრულებები არ გაუფორმებიათ. საბას თქმით, წინა დამსაქმებელთან მას ხელშეკრულება ჰქონდა.

„პრემიერმა როცა განცხადება გააკეთა კომპენსაციებზე, თავიდან მქონდა იმედი, რომ მივიღებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არაფერი გამოვა – ხელშეკრულებები არ გვქონდა, გადასახადებს არ იხდიდნენ… მე არ გამიგია ვინმეს ჩვენთან კომპენსაცია მიეღოს, ჩვენთან დაახლოებით 15 ადამიანი მუშაობს. არც სხვაგან გამიგია, ამ სფეროში ვინმეს ესარგებლა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარებით,“ – გვითხრა საბამ.

შეთანხმდება თუ ვერა ოპოზიცია აჭარაში ერთიან კანდიდატებზე – არჩევნები 2020

შეთანხმდება თუ ვერ ოპოზიცია ბათუმში ერთიან კანდიდატებზე 2020 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე? – დაზუსტებული პასუხი ამ კითხვაზე აჭარაში ჯერ არცერთ პარტიაში არ აქვთ. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი თბილისის შემთხვევაში უკვე გადაწყდა, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ბათუმში არჩევნების ჩატარების ფორმა უფრო აინტერესებთ.

ოპოზიციაში არ მოსწონთ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის მიერ 25 ივნისს ბრიფინგზე გაჟღერებული შეთავაზება შერეულ სისტემაზე, რაც 18 დეპუტატის პროპორციული წესით, ხოლო სამის მაჟორიტარული წესით არჩევას გულისხმობს.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ უფრო გამართლებული იქნებოდა, თუ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დააყენებდნენ კენჭისყრაზე, რადგან ეს მოდელი ყველა წესის დაცვით აქვთ განხილული.

„სწორედ ამაზე გვქონდა კონსულტაციები, მოლაპარაკებები და შემდეგ სახალხო განხილვებიც ჩატარდა. ახლა კი გაბაიძეს ასე მარტივად უნდა, რომ 18/3-ზე მიიღოს, რაც არარეალურია. ეს უკანონო იქნება, რადგან ყველა პროცედურა, რაც ამ დრომდე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შედგა, გულისხმობდა პროპორციული არჩევნების ჩატარებას“, – ამბობს გიორგი კირთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი.

ის გულისხმობს გასულ წელს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეთანხმებით მომზადებულ  საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე. გასულ წელს ამ პროექტმა გაიარა სახალხო განხილვა და შემდეგ უმაღლესი საბჭოს საკომიტეტო მოსმენები. თუმცა პლენარულ სხდომაზე საკითხი არ გავიდა, რადგან საქართველოს პარლამენტში უმრავლესობამ პროპორციული არჩევნების საკითხი ჩააგდო.

ამის შემდეგ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე ამბობდა, რომ მათი გადაწყვეტილება ცენტრში მიღებული გადაწყვეტილების იდენტური უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ რეგიონში ერთიანი კანდიდატურის წარდგენას, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ოპოზიციაში კონსულტაციები მიდის, როგორც თბილისში, ისე ადგილობრივ დონეზე, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ  აჭარაში ოპოზიციური პარტიებს თავიანთი კანდიდატები ეყოლებათ: „უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც გვაქვს და ყველა პარტია შეეცდება, მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატი ჰყავდეს“.

ამ შემთხვევაში შესაძლოა განიხილონ ერთმანეთის მხარდაჭერა მეორე ტურში.

შეთანხმების იდეას ცალსახად ემხრობიან „რესპუბლიკელები“ და „ევროპული საქართველო“, თუმცა არჩევნების ჩატარების ფორმა მათთვისაც კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას.

„ახლა გავიგე, რომ უმაღლესი საბჭო აპირებს შერეული სისტემით არჩევნების ჩატარებას, ჩვენ ამაზე მოლაპარაკებები არ გვქონია. მას შემდეგ, რაც თითქოს ურჩმა დეპუტატებმა ეს საკითხი ჩააგდეს საქართველოს პარლამენტში, აქაც მიივიწყეს და მიაფუჩეჩეს ეს თემა. თუ ეს სიტემა დარჩა, ოპოზიცია დაინტერესებულია, რომ დააყენოს კონკურენტუნარიანი კანდიდატი. ჩვენ დავუჭერთ მხარს საუკეთესო ვარიანტს“, – ამბობს „რესპუბლიკელების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმღვანელი ირაკლი ჩავლეიშვილი.

თითქმის იგივე პოზიცია აქვს პარტია „ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერს, პეტრე ზამბახიძეს: „ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატებით უნდა შეძლოს მოიპოვოს უმრავლესობა და შემდეგ უკვე ხელისუფლება გაუშვას ოპოზიციაში. ამ მიმართულებით ჯერ ცენტრალურ დონეზე მუშაობენ“.

პეტრე ზამბახიძემ „ბათუმელებთან“ არ ადასტურებს, რომ „ევროპული საქართველო“ თავის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავს „ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელს“ ტარიელ ნაკაიძეს. „ჯერ კვოტირება უნდა განისაზღვროს, რომ კანდიდატებზე ვიმსჯელოთ“, – გვითხრა მან.

გაერთიანების აუცილებლობაზე  მკვეთრი და ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს „ლელოს“ და ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“.

„ლელოს“ ლიდერი აჭარაში, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ამ დრომდე ოპოზიციაში ერთიანი კანდიდატის წარდგენაზე მოლაპარაკება არ ჰქონიათ. „ჩვენ ველოდით, თუ როგორ გადაწყდებოდა მაჟორიტარული და პროპორციული თანაფარდობა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. როგორც ვხედავთ, ხელისუფლებამ აირჩია ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება – 18/3-ზე პროპორციით. ამას ჯობდა 15/6-ზე, ან 21/0-ზე. შემოთავაზებული პრინციპით გვეყოლება 6 მაჟორიტარი კანდიდატი – სამი უმაღლეს საბჭოში და სამი პარლამენტში. ვფიქრობ, რადგან ჯერ მოლაპარაკება არ დაწყებულა, ამაზე საუბარი ნაადრევია. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მისაღები კანდიდატი ეყოლება სხვა ფლანგს“, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

გადაწყვეტილებას კონსულტაციების  შემდეგ მიიღებს ალეკო ელისაშვილის „სამოქალქო მოძრაობაც“. მათ პარტიად დარეგისტრირებაზე განაცხადი უკვე შეიტანეს და არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავენ. ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის, გენრი დოლიძის თქმით, ოპოზიციასთან კონსულტაციები ექნებათ და შემდეგ გადაწყვეტენ, შეჯერდებიან თუ არა კანდიდატებზე.

მდინარიდან ჯაჭვით თათებშეკრული ძაღლი ამოიყვანეს

ბათუმთან ახლოს, სოფელ მახოში დღეს მდინარეში ძაღლი იპოვეს, რომელსაც თათებზე და კისერზე ჯაჭვი ჰქონდა შემოხვეული, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ძაღლს ვერ ეცურა.

ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძაღლი გადაარჩინა კაცმა, რომელმაც 112-ში დარეკა. ძაღლი თავშესაფარ „აიბოლიტში” გადაიყვანეს, მოხსნეს ჯაჭვები და დროებით, გამოჯანმრთელებამდე, თავშესაფარში დარჩება.

ცხოველთა თავშესაფარ „აიბოლიტის” წარმომადგენელი, ჯემალ გოგიტიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მუშაობის განმავლობაში არ ახსენდება ცხოველის მიმართ გამოჩენილი მსგავსი სისასტიკე:

„ზუსტად ვერ ვიტყვი, ეს საყელურის ჯაჭვი იყო თუ სპეციალურად შეკრული, თუმცა კაცმა, რომელმაც ძაღლი მოიყვანა, თქვა, რომ ამოყვანისას ძაღლი სპეციალურად ასე შეკრულს ჰგავდა. ისე მაგრად იყო მოჭერილი, ჯაჭვი ძვლამდე იყო ჩასული“.

მან გვითხრა, რომ ძაღლს ფეხი აქვს დაზიანებული, მაგრამ მალე მორჩება და გავლას შეძლებს.

მისივე თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა პატრონი საკუთარ ძაღლს ქუჩაში აგდებს.  „პანდემიის პირობებში შევნიშნეთ, რომ განსაკუთრებით გაიზარდა ჯიშიანი ძაღლების, ჰასკების რაოდენობა ქუჩაში, როცა საკუთარ ძაღლს ქუჩაში აგდებ, ეს საშინელი უპასუხისმგებლობაა, არ შეიძლება ასე“ – ამბობს ჯემალ გოგიტიძე.

„ბათუმელები“ შს სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, დაიწყო თუ არა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა ან გამოძიება. სამინისტროს პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

______________

ფოტოზე: კადრები ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეომასალიდან

„ვიცავთ იმას, რაც ჩვენია“ – ბათუმში აჭარის ტელევიზიასთან აქცია გაიმართა

დღეს, 26 ივნისს, ბათუმში, აჭარის ტელევიზიის წინ აქცია გაიმართა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დასაცავად. აქციის ორგანიზატორი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანებაა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შეწყდეს თანამშრომელთა დევნა და სამსახურში აღადგინონ ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ახალმა მენეჯმენტმა გაათავისუფლა ტელევიზიიდან ან პოზიცია შეუცვალა.

აქცია აჭარის ტელევიზიასთან. 26 ივნისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
აქცია აჭარის ტელევიზიასთან. 26 ივნისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
აქცია აჭარის ტელევიზიასთან. 26 ივნისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
აქცია აჭარის ტელევიზიასთან. 26 ივნისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
ფოტო: „ბათუმელები“/როინ გუნდაძე

აჭარის ტელევიზიაში უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს ცვლილებები, რასაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილი და საქართველოში არსებული მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა უწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის პროცესს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, მოსვლის დღიდან არაერთი ჟურნალისტი და რედაქტორი ჩამოაშორა სარედაქციო პოლიტიკას. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი, მათ შორის ალტერნატიული პროფკავშირიც, მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო კარგავს სარედაქციო დამოუკიდებლობას და მიმდინარეობს არხის პროსახელისუფლებო ტელევიზიად გადაკეთება, და, ამასთანავე, ამ პროცესს მხარს უჭერს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო.

რამდენი იქნება სახელმწიფო დახმარება იპოთეკური სესხის პროცენტზე – ახალი პროგრამა

მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა − „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ დაამტკიცა, რომელიც 2020 წლის 26 ივნისიდან უკვე ძალაში შევიდა. პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს:

  • სუბსიდირების კომპონენტი – იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების კომპონენტი 
  • საგარანტიო კომპონენტი – იპოთეკური კრედიტის საგარანტიო კომპონენტი.

პროგრამის ფარგლებში ერთ სესხთან მიმართებით კომპონენტები ფიზიკური პირებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ერთობლივად, ისე ცალ-ცალკე. პროგრამა მოქმედებს ლარში გაცემულ იპოთეკურ კრედიტებზე [სესხებზე].

პროგრამის სუბსიდირების კომპონენტით სარგებლობა შეუძლია იმ ფიზიკურ პირს, რომლის მიერ კომერციულ ბანკთან ბინის შეძენის მიზნით იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდება და შესაბამისი კრედიტი გაიცემა 2020 წლის 26 ივნისიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის შესაძლებლობა კი აქვს იმ ფიზიკურ პირს, რომლის მიერ კომერციულ ბანკთან ბინის შეძენის მიზნით იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდება და შესაბამისი კრედიტი გაიცემა 2020 წლის 26 ივნისიდან 2020 წლის 15  დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარის მიერ ასათვისებელი სესხ(ებ)ის ჯამური მაქსიმალური მოცულობაა 200 000 ლარი. ამასთან, ერთი და იმავე ბინის შესაძენად გაცემული სესხ(ებ)ის ჯამური მაქსიმალური მოცულობაა 200 000 ლარი.

როგორ და რამდენი პროცენტით მოხდება იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება

პროგრამის მიხედვით:

მუხლი 5. იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების კომპონენტის (სუბსიდირების კომპონენტი) აღსრულების პროცედურა:

1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ფიზიკური პირი, სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს.

2. კომერციული ბანკი ამოწმებს ფიზიკური პირის შესაბამისობას კომპონენტის კრიტერიუმებთან და შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სესხი ითვლება დამტკიცებულად კომპონენტის ფარგლებში.

3. კომერციული ბანკი უფლებამოსილია კომპონენტის ფარგლებში სესხი გასცეს როგორც ფიქსირებულ, ასევე მცურავ საპროცენტო განაკვეთში.

4. კომერციული ბანკის მიერ ამ კომპონენტის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო, ამავე მუხლით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ კომპონენტის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, სესხის გაცემიდან 60 (სამოცი) თვის განმავლობაში (ამასთან, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 60 (სამოცი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით), არაუმეტეს 4 %-ის ოდენობით, შემდეგი წესით:

ა) მცურავ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხ(ებ)ის შემთხვევაში – სესხის პროცენტის გადახდის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25 პროცენტის ოდენობით. ამასთან, იმ დრომდე სანამ რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5 %-ს;

ბ) ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხ(ებ)ის შემთხვევაში – ფიქსირებულად, კრედიტის გაცემის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25 პროცენტის ოდენობით;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემული სესხის მცურავ საპროცენტო განაკვეთში გადაყვანის შემთხვევაში – გადახდის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25 პროცენტის ოდენობით. ამასთან, იმ დრომდე სანამ რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5%-ს.

5. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს თანადაფინანსების წილი განისაზღვრება შეცვლილი რეფინანსირების განაკვეთისთვის გამოკლებული 4.25%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტს 4%-ისა.

6. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება არ იწვევს სააგენტოს თანადაფინანსების წილის ცვლილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტით განსაზღვრული ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით გაცემულ სესხებზე.

7. რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირების შედეგად სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“  ქვეპუნქტების შესაბამისად გაცემული სესხისთვის შეწყვეტილი თანადაფინანსება განახლდება რეფინანსირების განაკვეთის 5%-ზე მეტად გაზრდისთანავე, თანადაფინანსების დარჩენილი ვადით.

8. კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კომპონენტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ კრედიტის, პარალელური კრედიტის შემთხვევაში − კრედიტების მთლიანი მოცულობა აღემატება, პროგრამით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობას, ამ კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსება გავრცელდება მხოლოდ კომპონენტის ფარგლებში აღებულ იმ სესხ(ებ)ზე, რომელთა (ჯამური) მოცულობა არ აღემატება პროგრამით განსაზღვრულ სესხის მაქსიმალურ მოცულობას.

9. სააგენტო კომერციული ბანკის მიერ კომპონენტის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს სააგენტოში ბანკის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ბანკისათვის სპეციალურად აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე გადარიცხვით, ხოლო ბანკი ახორციელებს ბენეფიციარის სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად.

10. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, პროგრამის მოქმედების პერიოდში სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, კომპონენტის ბენეფიციარს კომერციული ბანკის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა;

ბ) კომერციული ბანკის მიერ ამ კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა იზრდებოდეს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა ან/და სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების დარჩენილი ჯამური მოცულობა;

გ) სხვა კომერციული ბანკის მიერ კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში იმოქმედებს არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიო განაკვეთი;

დ) გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომერციული ბანკი უფლებამოსილია, მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს კომპონენტის ბენეფიციარს ჯარიმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული თანხის 0.1 (ნული მთელი და ერთი მეათედი) პროცენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ე) კრედიტის გაცემისას დარღვევების დაფიქსირების, მათ შორის, კრედიტის გაცემისას ამ კომპონენტით ან/და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, კომერციულ ბანკს ეკისრება ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმა;

ვ) კომერციული ბანკის მიერ პროგრამით განსაზღვრული კრედიტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში დასაშვებია პარალელური კრედიტის გაცემა, რომლის დროსაც კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება თავიდან;

ზ) კომერციული ბანკის ვალდებულება იპოთეკის საგანთან დაკავშირებით საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების ან/და ყადაღის) რეგისტრაციის შემთხვევაში უზრუნველყოს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის აღმოჩენის დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში  სააგენტოს  ინფორმირება.

11. ბანკი ვალდებულია, ბენეფიციარისათვის გათვალისწინებული თანხის ამ მუხლის მე-9 პუნქტით  განსაზღვრულ ანგარიშზე ზედმეტობის წარმოშობის შემთხვევაში რიცხული ნაშთი (ზედმეტობა) დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.

12. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, სუბსიდირების კომპონენტთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკებისათვის მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

 

[toggle title=”პროგრამა სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ:”]

სახელმწიფო პროგრამა − „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“

ზოგადი ნაწილი

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
სახელმწიფო პროგრამის „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროგრამა − სახელმწიფო პროგრამის „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანდაფინანსების კომპონენტი (სუბისიდირების კომპონენტი) ან/და იპოთეკური კრედიტის საგარანტიო კომპონენტი (საგარანტიო კომპონენტი) კონტექსტის შესაბამისად;

ბ) ფიზიკური პირი – 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე;

გ) ბენეფიციარი – ფიზიკური პირი, რომელმაც მიიღო პროგრამით ან/და მისი რომელიმე კომპონენტით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებისა და ლიმიტების ფარგლებში;

დ) სესხი − კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამისა და ხელშეკრულების ფარგლებში ბენეფიციარზე დეველოპერული კომპანიისგან საცხოვრებელი ბინის შესყიდვის მიზნით გაცემული საბანკო კრედიტი/სესხი, რომლის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებად გამოყენებულია ან გამოყენებულ იქნება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის/კომპლექსის მშენებლობის/რეკონსტრუქციის დასრულებისთანავე მსესხებლის მიერ წინამდებარე სესხით შესაძენი უძრავი ქონება/იპოთეკის საგანი ან/და მოთხოვნის უფლება ამ ქონებაზე;

ე) დეველოპერული კომპანია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის მქონე ახალი მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის განმახორციელებელი პირი, რომელიც აწარმოებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის/კომპლექსის ახალ მშენებლობას/რეკონსტრუქციას შესაბამისი დამტკიცებული/შეთანხმებული სანებართვო დოკუმენტაციის საფუძველზე;

ვ) ბინა – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ინდივიდუალური საკუთრება – ბინა და ბინასთან დაკავშირებული არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, რომელსაც მიენიჭება ერთი საკადასტრო კოდი. აგრეთვე, ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ან/და დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.)მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება დადგენილება, თუ ისინი შეძენილი იქნება საცხოვრებელ ბინასთან ერთად;

ზ) პროექტის თანადაფინანსება – სახელმწიფო პროგრამის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში სააგენტოს მხრიდან კომერციული ბანკის მიერ გაცემულ იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის პროგრამით განსაზღვრული პირობებით დაფარვა;

თ) კომერციული ბანკი – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში, სუბსიდირების კომპონენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის და საგარანტიო კომპონენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაფორმებულია სათანადო ხელშეკრულება;

ი) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

კ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში;

ლ) რეფინანსირება − ბენეფიციარის მიერ საკუთარი, მიმდინარე კრედიტის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა/გაზრდა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული ახალი კრედიტით;

მ) იპოთეკა – უძრავი ნივთის ან/და უძრავ ნივთზე მოთხოვნის უფლების ისეთი დატვირთვა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით;

ნ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის ამ პროგრამის (მისი ორივე კომპონენტის ან ერთ-ერთის მაინც) ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება;

ო) პორტფელი – პროგრამის საგარანტიო კომპონენტის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხების ჯამური მოცულობა, რომელიც დროის კონკრეტული მომენტისათვის განისაზღვრება კომპონენტის ფარგლებში გაცემული მხოლოდ მიმდინარე/აქტიური სესხების მოცულობების ჯამით;

პ) დეფოლტი – საგარანტიო კომპონეტის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ ბანკის წინაშე პროგრამის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის სესხის თანხის სრულად დაბრუნების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ან ბენეფიციარის გადახდისუუნარობის საქმის დაწყება და ბანკის მიერ სესხის ამოღების მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელების დაწყება, მათ შორის და არამხოლოდ, სასამართლოსთვის ან/და არბიტრაჟისთვის მიმართვა, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით ნოტარიუსისთვის მიმართვა, აღსრულების ორგანოსთვის ან/და კერძო აღმასრულებლისთვის მიმართვა ან/და ქონების დასაკუთრების/რეალიზაციის პროცედურის დაწყების მიზნით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადახდევინების მიქცევის სხვა პროცედურის დაწყების მიზნით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისთვის მიმართვა;

ჟ) ხაზინა − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური;

რ) მიმართვის ფორმა – საგარანტიო კომპონენტის ფარგლებში, სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი ფორმით კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტი, სადეპოზიტო ანგარიშზე პორტფელის შემადგენელი სესხისთვის გათვალისწინებული საგარანტიო თანხის ჩარიცხვის თაობაზე;

ს) მიმართვა – სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი ფორმით პროგრამის ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე;

ტ) განაცხადი – სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი ფორმით სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი/ინფორმაცია მის პორტფელში კომპონენტით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სესხებისათვის, თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვის თაობაზე, იმ ბენფიციარების მიხედვით, რომელთაც განაცხადის წარდგენის დღისათვის შესრულებული აქვთ ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებები.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი და აღწერა

1. პროგრამის მიზანია დეველოპერულ სექტორში ახალი კორონავირუსის (ჩOVID 19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დაძლევა, უძრავ ქონებაზე წვდომის გაუმჯობესება იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები (სრულად ან ნაწილობრივ), ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშეწყობა და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირება სხვადასხვა კომპონენტის მეშვეობით.

2. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.

3. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.

4. პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს: სუბსიდირების კომპონენტი – იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების კომპონენტი და საგარანტიო კომპონენტი – იპოთეკური კრედიტის საგარანტიო კომპონენტი.

5. პროგრამის ფარგლებში ერთ სესხთან მიმართებით კომპონენტები ფიზიკური პირებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ერთობლივად, ისე ცალ-ცალკე.

6. სახელმწიფო პროგრამის „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ ფარგლებში კრედიტ(ებ)ი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში − ლარში.

7. პროგრამის სუბსიდირების კომპონენტით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს იმ ფიზიკურ პირს, რომლის მიერ კომპონენტის ფარგლებში კომერციულ ბანკთან ბინის შეძენის მიზნით იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდება და შესაბამისი კრედიტი გაიცემა წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

8. პროგრამის საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს იმ ფიზიკურ პირს, რომლის მიერ კომპონენტის ფარგლებში კომერციულ ბანკთან ბინის შეძენის მიზნით იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდება და შესაბამისი კრედიტი გაიცემა წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

9. პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს იმ ფიზიკურ პირს, რომელიც კომერციული ბანკისგან იღებს სესხს ბინის შესაძენად, რომლის გამსხვისებელიც წინამდებარე განმარტების შესაბამისად არის დეველოპერული კომპანია. ამასთან, პროგრამის მიზნებისათვის შესაძლებელია მხოლოდ იმ ბინის შესაძენად გაცემული იპოთეკური კრედიტის თანადაფინანსება/გარანტიით უზრუნველყოფა, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში ჩაშვების შემდეგ პირველად, პროგრამის ფარგლებში გახდა ნასყიდობის ხელშეკრულების ობიექტი და მისი პირველი შემძენი არის პროგრამის ბენეფიციარი. ასევე, პროგრამის მიზნებისათვის პირველად გასხვისებას უთანაბრდება ნასყიდობა გადახდის განვადებით, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში დეველოპერის საკუთრებაში დაბრუნებული ბინის იმავე დეველოპერის მიერ ხელმეორედ გასხვისება პროგრამის ფარგლებში.

10. სააგენტო უფლებამოსილია, ფიზიკურ პირს უარი უთხრას პროგრამაში მონაწილეობაზე, თუკი იგი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში ან/და გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება.

11. კომერციული ბანკი ვალდებულია შეამოწმოს პროგრამაში ჩართვის მსურველი ფიზიკური პირის მოქალაქეობა და მოქალაქეობის არქონის შემთხვევაში უარი უთხრას მას პროგრამაში მონაწილეობაზე.

12. პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარის მიერ ასათვისებელი სესხ(ებ)ის ჯამური მაქსიმალური მოცულობაა 200 000 ლარი. ამასთან, ერთი და იმავე ბინის შესაძენად გაცემული სესხ(ებ)ის ჯამური მაქსიმალური მოცულობაა 200 000 ლარი.

13. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

სუბსიდირების კომპონენტი

(იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების კომპონენტი)

მუხლი 4. კომპონენტის განმახორციელებელ სუბიექტთა უფლებამოსილება

1. სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამტკიცებული პროექტებისათვის უზრუნველყოფს:

ა) კომერციული ბანკის მიერ კომპონენტის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში განსაზღვრული კრიტერიუმებისა და ლიმიტების შესაბამისად;

ბ) სუბსიდირების კომპონენტის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას.

2. სააგენტოსა და კომერციულ ბანკებს შორის სუბსიდირების კომპონენტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.

3. კომერციული ბანკი, ამ პროგრამისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილია, ამ კომპონენტის ფარგლებში გასცეს სესხი ბენეფიციარზე.

მუხლი 5. იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების კომპონენტის (სუბსიდირების კომპონენტი) აღსრულების პროცედურა

1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ფიზიკური პირი, სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს.

2. კომერციული ბანკი ამოწმებს ფიზიკური პირის შესაბამისობას კომპონენტის კრიტერიუმებთან და შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სესხი ითვლება დამტკიცებულად კომპონენტის ფარგლებში.

3. კომერციული ბანკი უფლებამოსილია კომპონენტის ფარგლებში სესხი გასცეს როგორც ფიქსირებულ, ასევე მცურავ საპროცენტო განაკვეთში.

4. კომერციული ბანკის მიერ ამ კომპონენტის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო, ამავე მუხლით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ კომპონენტის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, სესხის გაცემიდან 60 (სამოცი) თვის განმავლობაში (ამასთან, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 60 (სამოცი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით), არაუმეტეს 4 %-ის ოდენობით, შემდეგი წესით:

ა) მცურავ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხ(ებ)ის შემთხვევაში – სესხის პროცენტის გადახდის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25 პროცენტის ოდენობით. ამასთან, იმ დრომდე სანამ რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5 %-ს;

ბ) ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხ(ებ)ის შემთხვევაში – ფიქსირებულად, კრედიტის გაცემის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25 პროცენტის ოდენობით;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემული სესხის მცურავ საპროცენტო განაკვეთში გადაყვანის შემთხვევაში – გადახდის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25 პროცენტის ოდენობით. ამასთან, იმ დრომდე სანამ რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5%-ს.

5. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს თანადაფინანსების წილი განისაზღვრება შეცვლილი რეფინანსირების განაკვეთისთვის გამოკლებული 4.25%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტს 4%-ისა.

6. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება არ იწვევს საგენტოს თანადაფინანსების წილის ცვლილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტით განსაზღვრული ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით გაცემულ სესხებზე.

7. რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირების შედეგად სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად გაცემული სესხისთვის შეწყვეტილი თანადაფინანსება განახლდება რეფინანსირების განაკვეთის 5%-ზე მეტად გაზრდისთანავე, თანადაფინანსების დარჩენილი ვადით.

8. კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კომპონენტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ კრედიტის, პარალელური კრედიტის შემთხვევაში − კრედიტების მთლიანი მოცულობა აღემატება, პროგრამით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობას, ამ კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსება გავრცელდება მხოლოდ კომპონენტის ფარგლებში აღებულ იმ სესხ(ებ)ზე, რომელთა (ჯამური) მოცულობა არ აღემატება პროგრამით განსაზღვრულ სესხის მაქსიმალურ მოცულობას.

9. სააგენტო კომერციული ბანკის მიერ კომპონენტის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს სააგენტოში ბანკის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ბანკისათვის სპეციალურად აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე გადარიცხვით, ხოლო ბანკი ახორციელებს ბენეფიციარის სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად.

10. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, პროგრამის მოქმედების პერიოდში სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, კომპონენტის ბენეფიციარს კომერციული ბანკის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა;

ბ) კომერციული ბანკის მიერ ამ კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა იზრდებოდეს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა ან/და სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების დარჩენილი ჯამური მოცულობა;

გ) სხვა კომერციული ბანკის მიერ კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში იმოქმედებს არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიო განაკვეთი;

დ) გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომერციული ბანკი უფლებამოსილია, მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს კომპონენტის ბენეფიციარს ჯარიმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული თანხის 0.1 (ნული მთელი და ერთი მეათედი) პროცენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ე) კრედიტის გაცემისას დარღვევების დაფიქსირების, მათ შორის, კრედიტის გაცემისას ამ კომპონენტით ან/და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, კომერციულ ბანკს ეკისრება ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმა;

ვ) კომერციული ბანკის მიერ პროგრამით განსაზღვრული კრედიტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში დასაშვებია პარალელური კრედიტის გაცემა, რომლის დროსაც კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება თავიდან;

ზ) კომერციული ბანკის ვალდებულება იპოთეკის საგანთან დაკავშირებით საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების ან/და ყადაღის) რეგისტრაციის შემთხვევაში უზრუნველყოს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის აღმოჩენის დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს ინფორმირება.

11. ბანკი ვალდებულია, ბენეფიციარისათვის გათვალისწინებული თანხის ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ანგარიშზე ზედმეტობის წარმოშობის შემთხვევაში რიცხული ნაშთი (ზედმეტობა) დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.

12. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, სუბსიდირების კომპონენტთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკებისათვის მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

მუხლი 6. სააგენტოს თანადაფინანსების შეწყვეტის პირობები

1. პროგრამის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში, კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება სააგენტოს მიერ წყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) ამ კომპონენტით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკის და კომპონენტის ბენეფიციარის მიერ ამავე კომპონენტით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად შესრულებისას;

ბ) კომპონენტის ბენეფიციარის მიერ შესაბამის კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას, კერძოდ, სესხის გრაფიკით გათვალისწინებული მინიმალური შენატანის 120 (ას ოცი) დღეზე მეტი ვადაგადაცილების ან/და კომერციული ბანკის სააღსრულებო ფურცლის მიღებისას;

გ) კომპონენტის ფარგლებში გაცემული კრედიტის კომპონენტით განსაზღვრული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია/რეფინანსირებისას;

დ) კომპონენტის ბენეფიციარის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

ე) იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმებისას;

ვ) სესხის ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტისას.

2. პროგრამის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში, კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება სააგენტოს მიერ შეიძლება, შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3. პროგრამის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება სააგენტოს მიერ წყდება, თუ აღნიშნულ კრედიტთან მიმართებით ბენეფიციარი იყენებს ამავე პროგრამის საგარანტიო კომპონენტსაც და ამ კომპონენტის ფარგლებში დადგა სესხის დეფოლტის შემთხვევა.

მუხლი 7. დამატებითი პირობები

ამ კომპონენტზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, კრედიტის დამტკიცების ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრით.

საგარანტიო კომპონენტი

(იპოთეკური კრედიტის საგარანტიო კომპონენტი)

მუხლი 8. კომპონენტის განხორციელება

1. სააგენტო, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს კომერციული ბანკების მიერ კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხებიდან გამომდინარე კომერციული ბანკების ფინანსური რისკის გადანაწილებას, ამ პროგრამის მე-9 მუხლით განსაზღვრული პირობებისა და ლიმიტების შესაბამისად.

2. სააგენტოსა და კომერციულ ბანკებს შორის, იპოთეკური კრედიტის საგარანტიო კომპონენტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.

3. კომერციული ბანკი ამ კომპონენტისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილია, ამ კომპონენტის ფარგლებში გასცეს სესხი.

4. იპოთეკური კრედიტის საგარანტიო კომპონენტის ფარგლებში აკრძალულია წინამდებარე კომპონენტის შესაბამისად გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული იპოთეკის საგნის ან/და იპოთეკის საგანზე არსებული მოთხოვნის ნებისმიერ სხვა ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენება.

მუხლი 9. გარანტია

1. გარანტია წარმოადგენს სააგენტოსა და კომერციულ ბანკებს შორის კომერციული ბანკ(ებ)ის მიერ საგარანტიო კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხების დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების ინსტრუმენტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული კომპონენტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და კომპონენტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. კომპონენტში მონაწილე თითოეული კომერციული ბანკისათვის საკრედიტო გარანტია გაიცემა:

ა) კომპონენტის ფარგლებში პორტფელის არაუმეტს 20 პროცენტის ოდენობაზე;

ბ) კომპონენტის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე სესხის ძირი თანხის არაუმეტს 20 პროცენტის ოდენობაზე.

3. კომერციული ბანკის მიერ სესხებისთვის საგარანტიო თანხის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში გახსნას სადეპოზიტო ანგარიში;

ბ) სამინისტრო, კომპონენტით განსაზღვრული ასიგნების ფარგლებში, უზრუნველყოფს სააგენტოსათვის თანხის გადარიცხვას, სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფის მიზნით, ამ კომპონენტით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით;

გ) სააგენტო ვალდებულია, ამ კომპონენტით განსაზღვრული წესის დაცვით, სახელმწიფო ხაზინაში მის ანგარიშზე, კომპონენტის ფარგლებში ჩარიცხული თანხა განათავსოს კომერციულ ბანკში, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე. ამ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი ეკუთვნის სახელმწიფო ბიუჯეტს და ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში გადაირიცხება ხაზინის ერთიან ანგარიშზე და მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში. სახელმწიფო ბიუჯეტში ასევე მიიმართება კომპონენტის ფარგლებში აუთვისებელი (უკან მობრუნებული) თანხები.

4. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტისა და კომერციულ ბანკს და სააგენტოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დადგენილი წესის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე არსებულ საგარანტიო თანხაზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვას ყოველდღიურად, რეფინანსირების განაკვეთის შესაბამისად.

5. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, სადეპოზიტო ანგარიშზე პროცენტის ცვლილება ხორცილდება რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების მომდევნო სამუშაო დღეს.

6. კომპონენტის ფარგლებში საკრედიტო გარანტია შესაძლოა გაიცეს მხოლოდ იმ სესხების მიმართ, რომელთა მსესხებელი ფიზიკური პირები აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ პირობებს.

7. პროგრამის ფარგლებში სესხის აღება არ შეუძლიათ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც სესხის გაცემის მომენტისთვის გააჩნიათ სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და რეგისტრირებულნი არიან მოვალეთა რეესტრში.

მუხლი 10. საგარანტიო კომპონენტის ბენეფიციარები

1. კომპონენტის ფარგლებში გარანტია გაიცემა მხოლოდ იმ ფიზიკური პირების მიერ აღებულ სესხებზე, რომელთა მიერ კომპონენტში ჩართვის მომენტისათვის უკვე გადახდილია ბინის ღირებულების პირველადი შენატანი, რომლის მოცულობა განისაზღვრება ბინის სრული ღირებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობით.

2. ბენეფიციართან შეთანხმებით, კომერციული ბანკი უფლებამოსილია, სრულად ან ნაწილობრივ უარი თქვას გარანტიაზე ან/და ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, კომერციული ბანკი უფლებამოსილია, სრულად ან ნაწილობრივ ჩაანაცვლოს გარანტია სხვა უზრუნველყოფით.

მუხლი 11. მოთხოვნები კომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებთან მიმართებით

1. კომერციული ბანკის მიერ კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გაცემულ სესხზე სააგენტო ახორციელებს გარანტიის უზრუნველყოფას დადგენილი ლიმიტების შესაბამისად.

2. კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კომპონენტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ კრედიტის, პარალელური კრედიტის შემთხვევაში − კრედიტების მთლიანი მოცულობა აღემატება, პროგრამით განსაზღვრულ სესხის მაქსიმალურ მოცულობას, ამ პროგრამით გათვალისწინებული გარანტიით უზრუნველყოფა გავრცელდება მხოლოდ კომპონენტის ფარგლებში აღებულ იმ კრედიტ(ებ)ზე რომელთა ჯამური ოდენობა არ აჭარბებს პროგრამით დადგენილ სესხის მაქსიმალურ ოდენობას.

3. გარანტია მოქმედებს სესხის გაცემიდან არაუმეტს 5 წლის განმავლობაში.

4. საგარანტიო კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, თუ სესხის მოცულობა აჭარბებს პროგრამით დადგენილ მაქსიმალურ მოცულობას, გარანტიის გამოყენება ხდება სესხის თავდაპირველი მახასიათებლ(ებ)ის შესაბამისად.

მუხლი 12. კომპონენტის განხორციელების პროცესი

1. კომპონენტში მონაწილეობის მიღების მსურველი ფიზიკური პირი მიმართავს შესაბამის ბანკს.

2. კომერციული ბანკი ამოწმებს ფიზიკური პირის შესაბამისობას დადგენილების მოთხოვნებთან და დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სააგენტოს უგზავნის მიმართვის ფორმასა და საგარანტიო თანხის ჩარიცხვის მოთხოვნას.

3. სააგენტო უზრუნველყოფს კომერციული ბანკის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისობის შემოწმებას კომპონენტის კრიტერიუმებსა და პირობებთან.

4. კომერციული ბანკის მიერ სესხის ძირითადი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტო ადასტურებს ან უარყოფს სესხის ძირითადი მახასიათებლების შესაბამისობას პროგრამის კომპონენტის კრიტერიუმებსა და პირობებთან. სააგენტოს დასტურის შემთხვევაში სესხი ითვლება პროგრამის კომპონენტის ფარგლებში დამტკიცებულად.

5. სააგენტოს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში სადეპოზიტო ანგარიშზე განსათავსებელი საგარანტიო თანხის ოდენობა განისაზღვრება კომერციულ ბანკის მიერ წინა თვის განმავლობაში კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხების ჯამური მოცულობის 4 პროცენტის ოდენობით.

6. სააგენტო გარანტიის თანხის ჩარიცხვას უზრუნველყოფს წინამდებარე კომპონენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კომერციულ ბანკებში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე ყოველი თვის 15 რიცხვამდე.

7. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში გაცემული სესხის მოცულობის (სესხის რა მოცულობაზეც მოხდა გარანტიის გაცემა) 4 პროცენტის ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სააგენტოს სხვა შემოსავლების ანგარიშზე, გარანტიის ვადის ამოწურვიდან, გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან, 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

8. კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის დეფოლტის შემთხვევაში, სააგენტოსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, კომერციული ბანკი მოახდენს სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან ასათვისებელი თანხის ჩამოჭრას კომპონენტის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

9. კომერციულ ბანკში ამ კომპონენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არსებულ სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული ნაშთი არ ექვემდებარება ფისკალური წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტში უკან დაბრუნებას.

10. კომერციული ბანკი ყოველი თვის 15 რიცხვამდე უზრუნველყოფს მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშებზე დეპოზიტის საპროცენტო სარგებლის თანხის ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

11. კომერციული ბანკი მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმითა (წერილობით, ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფით) და პერიოდულობით უზრუნველყოფს სააგენტოსთვის პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

12. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმითა (წერილობით, ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფით) და პერიოდულობით კომერციული ბანკი აწვდის სააგენტოს განახლებულ ინფორმაციას კომპონენტის ფარგლებში არსებული პორტფელის შესახებ, სესხის დაფარვების, ვადაგადაცილებების, დეფოლტისა და ახალი სესხების შესახებ.

მუხლი 13. ხელშეკრულებით გასათვალისწინებელი პირობები

მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე სააგენტოსა და კომერციულ ბანკებს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში, მხარეთა შორის შეთანხმებულ სხვა პირობებთან ერთად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს:

ა) კომერციული ბანკის ვალდებულება იპოთეკის საგანთან დაკავშირებით საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების ან/და ყადაღის) რეგისტრაციის შემთხვევაში უზრუნველყოს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის აღმოჩენის დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს ინფორმირება;

ბ) სანქცია, რომელიც დაეკისრება კომერციულ ბანკს ამ კომპონენტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კერძოდ სესხის მიზნობრიობის დარღვევით გაცემის შემთხვევაში;

გ) კომერციული ბანკსა და სააგენტოს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი და ფორმა.

მუხლი 14. გარანტიის აღსრულების პროცედურა დეფოლტის დადგომის შემდეგ

1. კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხების დეფოლტის დადგომის შემდეგ, მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული საგარანტიო თანხიდან კომერციული ბანკის მიერ ხდება გარანტიის ათვისება კომპონენტით გათვალისწინებული ლიმიტების ფარგლებში, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. დეფოლტის დადგომის თაობაზე კომერციული ბანკი დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს და აწვდის ინფორმაციას გარანტიის თანხიდან ასათვისებელი თანხის ოდენობის თაობაზე (შემდგომში − ასათვისებელი თანხა).

3. ასათვისებელი თანხა წარმოადგენს კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების მიზნით კომერციული ბანკის მიერ სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან ჩამოსაჭრელი თანხის მოცულობას, რომელიც განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

4. ასათვისებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება გადეფოლტებული სესხის (გადასახდელი პროცენტებისა და საკომისიოს გარეშე) გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, დეფოლტის მომენტისთვის არსებული კომერციული ბანკის პორტფელის არაუმეტეს 20 პროცენტის ოდენობაზე. ამ პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, გადეფოლტებული სესხ(ებ)ი ანაზღაურდება მანამ, სანამ თითოეული კომერციული ბანკისთვის კომპონენტის ფარგლებში გადეფოლტებული სესხების ჯამური მოცულობა მიაღწევს კომპონენტის ფარგლებში არსებული პორტფელის 20 პროცენტს.

5. კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სააგენტოს მიერ ასათვისებელი თანხის ოდენობის სისწორის დადასტურების შემდეგ, კომერციული ბანკი უფლებამოსილია, ჩამოჭრას სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული თანხიდან ასათვისებელი თანხის ოდენობა.

6. დეფოლტის დადგომის საფუძველზე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს გადეფოლტებული სესხის ამოღების მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელებას.

7. სესხის ამოღების შედეგად ამონაგები თანხიდან პირველ რიგში სრულად დაკმაყოფილდება ბანკის მოთხოვნა და თანხის დარჩენის შემთხვევაში დარჩენილი თანხის ფარგლებში მოხდება სააგენტოს მოთხოვნის დაკმაყოფილება ჩარიცხული საგარანტიო თანხის ოდენობით.

8. სესხის ამოღების შედეგად ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებული თანხის გადანაწილების საფუძველზე, ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადარიცხული თანხა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშიდან კომერციული ბანკის მიერ ჩამოჭრილი ასათვისებელი თანხის ფაქტობრივ ოდენობას.

9. თუ სესხის ამოღების პროცესში ვერ მოხდა იპოთეკით უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაცია და, აქედან გამომდინარე, განხორციელდა კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარის ქონების დასაკუთრება, კომერციული ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში. სააგენტოსთვის კუთვნილი ნაწილის ჩარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე განხორციელდება კომერციული ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაციის შემდეგ, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.

10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია, აღნიშნული ქონების სალიკვიდაციო ღირებულების ხელახალი შეფასების საფუძველზე, ორი თვის განმავლობაში კომერციული ბანკი უზრუნველყოფს სააგენტოს კუთვნილი ნაწილის ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.

მუხლი 15. კომპონენტის შეწყვეტის პირობები

1. კომპონენტის მოქმედება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ კომპონენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. კომპონენტის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში გაცემული გარანტიების ანაზღაურება მოხდება გარანტიის გაცემისას, კომპონენტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

მუხლი 16. მონიტორინგი, გამჭვირვალობა და ანგარიშგება

1. სააგენტო ახორციელებს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის, მათ შორის, კომპონენტის ფარგლებში არსებული პორტფელის ხარისხისა და დეფოლტის მაჩვენებლების ანალიზს (საკმარისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში), საჭიროების შემთხვევაში ამზადებს რეკომენდაციებს საგარანტიო კომპონენტში ცვლილებების შეტანის შესახებ და წარუდგენს სამინისტროს.

2. კომპონენტის ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია, კომერციული ბანკისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა.

მუხლი 17. დამატებითი პირობები

კომპონენტზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე კომპონენტით დადგენილი წესით, შესაბამისი მიმართვის ფორმის სააგენტოში წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2020 წლის 20 დეკემბრით.

[/toggle]

 

 

მეკობრეობა – ვინ და როგორ მუშაობს დატყვევებული მეზღვაურების გათავისუფლებაზე

ბოლო 7 თვის განმავლობაში სამი შემთხვევა იყო, როდესაც მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს. სამივე შემთხვევა დასავლეთ აფრიკაში მოხდა. გატაცების ფაქტის გახმაურების შემდეგ, მედიისთვის მშრალი ფაქტების გარდა, ღია წყაროებით არანაირი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. გატარებულ დღეებზე არც ტყვეობიდან დაბრუნებული მეზღვაურები ლაპარაკობენ ღიად. პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ მიზეზი ორია – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და  დამსაქმებელი კომპანია, რომელიც  მათ დეტალების გაუთქმელობის  პირობას ართმევს.

„დილის ორი საათი იყო, როცა მეკობრეები გემზე ამოვიდნენ. ცხრა მეზღვაური გაგვიტაცეს. ოთხი ქართველი, ოთხი  ფილიპინელი და ერთიც უკრაინელი. სწრაფმავალი კატერები ჰყავთ. ცხრა მეკობრე იყო კატერზე. ეკიპაჟის 23 წევრიდან ოფიცრები შეგვარჩიეს და წაგვიყვანეს. არც ტვირთს შეხებიან, არც არაფერს. შეიარაღებულები იყვნენ, თორემ ჩვენი ნებით არ გავყვებოდით. წაგვიყვანეს ჯუნგლებში და ორი კვირა გავატარეთ იქ. შემდეგ მოხდა მოლაპარაკება კომპანიასა და მეკობრეებს შორის და გამოგვიშვეს.

ტყვეობის პერიოდში მეკობრეები ცუდად არ გვექცეოდნენ. ხის ქოხები იყო, სადაც ღამეს ვათევდით. დღე ჩვეულებრივ შეგვეძლო გარეთ გამოსვლა და სეირნობა მცირე მანძილზე. გაქცევის შანსი არ იყო. ეს ქოხები მდინარესთან ახლოს იდგა, ვერსად გაიქცეოდი,“ – იხსენებს „ბათუმელებთან“  ერთ-ერთი მეზღვაური, რომელიც ინტერვიუზე იმ პირობით დაგვთანხმდა, რომ მის ვინაობას არ გავასაჯაროებდით.

გემი, რომლიდანაც 9 მეზღვაური გაიტაცეს, ევროპიდან მიცურავდა დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის ნავსადგურში. გემს არ ჰყავდა სპეციალური დაცვა, რომელიც აუცილებელია საფრთხის შემცველ რეგიონებში ტვირთის გადაზიდვის დროს. ტყვეობიდან დაბრუნებული მეზღვაური ამბობს, რომ როდესაც მეკობრეების ტყვეობაში აღმოჩნდები, საკუთარი ძალებით თავის დაღწევის არანაირი შანსი არ არის. მისი თქმით, გამოსავალი არის კონფიდენციალობის დაცვა და ლოდინი – დამსაქმებელი კომპანია იწყებს მოლაპარაკებას მეკობრეებთან.

თუ 2011 წელს მეკობრეობის მხრივ საფრთხის შემცველ რეგიონად სომალი მიიჩნეოდა, 2020 წელს ცხელმა წერტილებმა დასავლეთ აფრიკაში, გვინეის ყურეშიც გადაინაცვლა.  ბოლო სამი ფაქტი, რომლებიც ქართველ მეზღვაურებს შეეხო, სწორედ ამ რეგიონში დაფიქსირდა.

როგორ რეაგირებს სახელმწიფო, როდესაც მეზღვაურებს იტაცებენ, რა დროში იღებენ შეტყობინებას ფაქტის შესახებ და რატომ იხურება ინფორმაცია მედიისთვის. აქვთ თუ არა მეზღვაურებს შრომისათვის სათანადო პირობები და რამდენად არის მათი უსაფრთხოება დაცული საფრთხის შემცველ რეგიონებში ნაოსნობისას? – ეს იყო ის კითხვები, რომლებიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, თამარ იოსელიანს დავუსვით.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში არსებობს კრიზისების მართვის ჯგუფი – როდესაც გატაცების შესახებ ინფორმაცია შემოდის, ერთვება საგარეო საქმეთა სამინისტრო  და ჩვენი დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ. სრულ კოორდინაციაში ვართ გემთმფლობელთან, დროშის სახელმწიფოსთან და სანაპირო სახელმწიფოსთან – ერთად ვმართავთ მეკობრეობის ცალკეულ შემთხვევებს. ძალიან მნიშვნელოვანია გემთმფლობელის ჩართულობა. ჩვენს შემთხვევაში, სამივეჯერ გემთმფლობელი იყო პასუხისმგებლიანი, მაღალი რეპუტაციის მქონე და სრულ კოორდინაციაში ჩვენთან. გასულ  წლებში მეკობრეები იტაცებდნენ გემის ეკიპაჟს გემით და ტვირთით. შესაბამისად, მეკობრეები კონცენტრირებულები იყვნენ ტვირთზე და არა ადამიანებზე. სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათი ინტერესი გახდა უფრო მეზღვაურების გატაცება. აღარ იტაცებენ ეკიპაჟს გემით და ტვირთით, მხოლოდ მეზღვაურებს იტაცებენ ახლა,“ – ამბობს თამარ იოსელიანი.

კითხვაზე, მეზღვაურების გატაცებიდან რამდენ ხანში იგებს ქართული მხარე ფაქტის შესახებ, თამარ იოსელიანი პასუხობს, რომ მალე. თუმცა ინფორმაციას საზოგადოებისა თუ მედიისთვის არ ასაჯაროებენ.

„სენსიტიურია გატაცების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ამიტომ სანამ სრულად არ გადამოწმდება ყველა ინფორმაცია, ყველას პირადი მონაცემი, ვინ არის გემზე, ვინ გაიტაცეს, სანამ არ გავალთ გემთან კავშირზე, სანამ არ გვექნება სრული ინფორმაცია, განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაკეთებთ, არ გვინდა შეცდომები დავუშვათ.

ძირითადად მეკობრეებს საქმე აქვთ დამსაქმებელთან, ანუ გემთმფლობელთან. შესაბამისად, პირველ რიგში, ინფორმაცია მისდის გემთმფლობელს. დამსაქმებლისგან იგებს სახელმწიფო – საგარეო  საქმეთა სამინისტრო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. მსგავსი ტიპის ქეისებს მართავს კრიზისების მართვის კომპანია, რომელსაც ქირაობს გემთმფლობელი. სამივე შემთხვევაში გემთმფლობელი იყო ჩართული კრიზისების მართვის ჯგუფთან ერთად და ჩვენც – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ოჯახებიც, ვმოქმედებდით ამ კომპანიასთან კოორდინაციაში,“ – ამბობს თამარ იოსელიანი.

რატომ არ ასაჯაროებს მეზღვაურთა გატაცების შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო?

„შედეგები ხომ მოწმობენ, რატომ იხურება გატაცების შესახებ ინფორმაცია?“ – კითხვას კითხვით  პასუხობს თამარ იოსელიანი.

მისი თქმით, ინფორმაცია იხურება იმიტომ, რომ მოკლე ვადაში გამოიხსნან გატაცებული მეზღვაური.

„ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. როდესაც ვქირაობთ კრიზისების მართვის კომპანიას და, შესაბამისად, ამ კრიზისს ის მართავს, მთავარია, იქითა მხარე (მეკობრეები) იგებდეს ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყაროდან. სწორედ ამიტომ იხურება ინფორმაცია. ჩვენთვის მთავარია, რაიმე მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არ გავრცელდეს. ჩვენ ვასაჯაროებთ მხოლოდ სტატისტიკურ ინფორმაციას, რამდენი მეზღვაურია გატაცებული და სად.

როდესაც მეკობრეები მეზღვაურებს იტაცებენ, შესაბამისად, იგებენ მათ მოქალაქეობას და შემდეგ აკვირდებიან იმ ქვეყნების მედიას, საიდანაც ეს მეზღვაურები არიან. მათ აქვთ თავისი სპეციფიკა მოლაპარაკების. ამ სპეციფიკას რომ არ შეეშალოს ხელი და, ზოგადად, პროცესს, მკაცრად გვთხოვს გემთმფლობელი კომპანიის მიერ დაქირავებული კრიზისების მართვის  ჯგუფი, რომ ინფორმაცია არ გავასაჯაროოთ.

ინფორმაციის გაჟონვა და გათავისუფლების თარიღის გადაწევა პირდაპირპროპორციულია. ჩვენ გვქონია შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი გატაცებულის ოჯახის წევრი ჩვენს მითითებას არ დაემორჩილა, მედიაზე არაა საუბარი. ოჯახს ჰქონდა მითითება, რომ ინფორმაცია არ უნდა გაემჟღავნებინა, მაგრამ ეს ინფორმაცია მაინც გაავრცელეს. შესაბამისად, ჩვენ „დავისაჯეთ“ – რამდენიმე დღე არ გამოვიდნენ მეკობრეები კავშირზე. ჩვენ არ ვიცოდით ისინი როგორ იყვნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ იყო და ა.შ.

მეზღვაურთა გათავისუფლების პროცესი მართვადია, მაგრამ ძალიან სენსიტიური. აქედან გამომდინარე ჩვენ ინფორმაციას ძალიან ვუფრთხილდებით. თითოეული მეზღვაურის სიცოცხლე არის უმნიშვნელოვანესი.

გემთმფლობელსაც არ ვასახელებთ, თუ სადმე არ გაჟონა ამ ინფორმაციამ, რადგან გემთმფლობელსაც სჭირდება დაცვა. იცით, რომ გამოსასყიდზეა საუბარი.

ბოლო შემთხვევაში ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იყო გადანაწილებული – საბერძნეთში, ლონდონში, დასავლეთ აფრიკაში. რამდენიმე რაიონში და ეს გუნდი მართავდა ამ პროცესს.

როდესაც მეზღვაურები გათავისუფლდებიან, ჩვენ ამაზე ვერც მერე ვსაუბრობთ. წინა წლებში მომხდარ საქმეებზეც რომ დამისვათ კითხვა, ვერც ამაზე ვისაუბრებ დღეს: ეს საკითხი არის კონფიდენციალური. შეთანხმება სწორედ ამაზე დგება. რომ დაირღვეს ეს შეთანხმება, შეიძლება ამ კომპანიას და სხვა მეზღვაურებს შეექმნათ შემდგომში პრობლემები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს საკითხი არის დახურული და, შესაბამისად, ვემორჩილებით იმ დაუწერელ წესებს“, –  ასე ხსნის საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მიზეზს, რის გამოც საზოგადოება ნაკლებად იგებს იმ მეზღვაურთა ვინაობას, ვინც მეკობრეების ტყვეობაში აღმოჩნდაა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, არის თუ არა დაცული მეზღვაურთა უსაფრთხოება და რამდენად იციან მეზღვაურებმა, რომ საფრთხის შემცველ რეგიონებში მიდიან სამუშაოდ.

„როდესაც მეზღვაური საქმდება გემზე, რომელიც დაცურავს საფრთხის შემცველ რეგიონში, მან ეს თავიდანვე იცის. შესაბამისად, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. უსაფრთხოების წვრთნებს როდესაც  გადიან, ეს კომპონენტიც მოიაზრება მათ წვრთნაში.

მიზეზის, რის გამოც მეკობრეები ტვირთის გატაცებიდან გადავიდნენ ადამიანების გატაცებაზე არის ის, რომ ნავთობტანკერებიც და კონტეინერმზიდებიც უკვე აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებით. ეს მეკობრეებს აღარ აძლევს საშუალებას, ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში მარტივად გადმოცალონ ტვირთი გემებიდან. ჩუმი განგაშის სისტემა, ყველაფერი მუშაობს და მეზღვაურებიც გათვითცნობიერებული არიან ამ საკითხში.

დაცვაზეც რომ ვისაუბროთ, ესეც არ არის სრული თავდაცვის მექანიზმი. იყო შემთხვევა, როდესაც გემს ოთხი პირი იცავდა, მაგრამ მაინც მოახერხეს გემზე ასვლა მეკობრეებმა და გემის გატაცება.

რისკის ზონად წინა წელს ითვლებოდა 70 მილი ნაპირიდან. თუმცა ბოლო შემთხვევაში ნაპირიდან 200 მილზე გაიტაცეს გემი. გათამამდნენ მეკობრეები და ღრმად შედიან ზღვაში. ამასთან, კლიმატური  პირობებიც უწყობს ხელს მეკობრეებს. განსაკუთრებით ბნელი ღამეებია და შესაძლოა ვახტაზე მყოფმა მეზღვაურმა ვერ შეამჩნიოს თავდამსხმელები. სწრაფმავალი კატარღები აქვთ, რითაც მისდევენ გემს და ესხმიან თავს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია დაზღვევის კომპონენტი. ამ ზონაში რომ მიდის გემი, დაზღვეულია როგორც გემი, ისე მეზღვაური,“  – ამბობს თამარ იოსელიანი.

თურქეთში ორი დღით, გარკვეულ საათებში, სახლიდან გასვლა იკრძალება

საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

„თურქული მხარის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ 27 ივნისს 09:30 საათიდან 15:00 საათამდე, ხოლო 28 ივნისს –  09:30 საათიდან 18:30 საათამდე.  ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება,“ – აღნიშნულია საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მუშაობას გააგრძელებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები: სურსათის მაღაზიები, აფთიაქები, საავადმყოფოები, ზოომაღაზიები, საცხობები და ა.შ.

შეზღუდვა კორონავირუსის პანდემიის პრევენციითაა გამოწვეული.

_________________

ფოტო: ევროპის პრესსაგენტო. EPA/ERDEM SAHIN

 

„თქვენ გინდათ დაასახელოთ ჩემი მოწმეები“ – აჭარა TV-დან გაშვებული რედაქტორის პროცესი დაიწყო

აჭარის ტელევიზიას ჩამოშორებული ჟურნალისტებიდან ერთ-ერთის – მაია მერკვილაძის საქმის განხილვა დღეს, 26 ივნისს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დაიწყო. მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი. იგი 24 თებერვალს გაათავისუფლეს. მაია მერკვილაძე იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც მისი შტატი ტელევიზიაში საერთოდ გააუქმეს.

მოსამზადებელ სხდომაზე EMC-ის იურისტმა და მაია მერკვილაძის ინტერესების დამცველმა, ლელა გვიშიანმა მოწმეების სახით შორენა ღლონტის და გიორგი მურვანიძის დაბარება ითხოვა. შორენა ღლონტი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო და ისიც სასამართლოში დავობს, გიორგი მურვანიძე კი შემოქმედებითი სამსახურის უფროსის მოადგილეა.

„შორენა ღლონტი მიკერძოებული იქნება, მას ორი დავა აქვს აჭარის ტელევიზიის და რადიოს მიმართ,” – უთხრა მოსამართლეს აჭარის ტელევიზიის ინტერესების დამცველმა იურისტმა, ნინო უსტიაშვილმა. მას უნდოდა, რომ არც გიორგი მურვანიძე დაეკითხათ სასამართლოში.

“უფრო მიზანშეწონილი იქნება სამსახურის უფროსის დაკითხვა,” – თქვა ტელევიზიის ინტერესების კიდევ ერთმა დამცველმა იურისტმა, ემზარ პაქსაძემ.

“გამოდის, თქვენ გინდათ დაასახელოთ ჩვენი მოწმეებიც,” – რეპლიკით ისარგებლა მაია მერკვილაძემ.

ტელევიზიის ინტერესების დამცველებმა ასევე უარი თქვეს ამ საქმისთვის სახალხო დამცველის იმ რეკომენდაციის დართვაზე, სადაც კრიტიკულად შეფასდა აჭარის ტელევიზიაში ახალი მენეჯმენტის დროს მიღებული გადაწყვეტილებები.

“ეს არანაირ ფაქტობრივ გარემოებას არ ადასტურებს,” – აღნიშნა იურისტმა ემზარ პაქსაძემ სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე.

საბოლოოდ, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მაია მერკვილაძის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

მოწმეების დაკითხვა ითხოვეს ტელევიზიის ადმინისტრაციის ინტერესების დამცველებმაც. მათ მოწმეებად ფინანსური ეფექტიანობის სამსახურის უფროსი – რაულ ბერიძე და ადმინისტრაციის წინა უფროსი – ეკატერინე შაინიძე დაასახელეს.

“ეს რა დოკუმენტია, თავსართი სადაა, რა ეწოდება ამ დოკუმენტს?” – იკითხა მოსამართლემ დოკუმენტზე, რომელიც ტელევიზიის ინტერესების დამცველებმა წარმოადგინეს. მათი განმარტებით, დოკუმენტი თავსართის გარეშე კომპანია “სინერჯის” მიერ მომზადებული სამუშაო დოკუმენტია და აღწერს ტელევიზიაში შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებებს.

“ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში მოფიქრებული არ ყოფილა,” – თქვა იურისტმა ემზარ პაქსაძემ.

მოსამართლემ ეს დოკუმენტიც დაურთო საქმეს იმის მიუხედავად, რომ გაურკვეველია, ვინ მოამზადა ეს დოკუმენტი და რატომ.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ უკვე 11 სარჩელია შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 14 თვის გასვლის მიუხედავად, ამ დრომდე არ დაუწყია სასამართლოს ნათია კაპანაძის საქმის განხილვა. იგი აჭარის ტელევიზიის დირექტორი იყო და იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს.

ტელევიზიას ჩამოშორებული ჟურნალისტების ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს.

საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეფასებით, აჭარის ტელევიზიაზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება. კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ კი მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი “მაუწყებლობის შესახებ” კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს.

ხულოში აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

ხულოში ცენტრალური მაგისტრალი დაახლოებით ორი საათით იყო გადაკეტილი. რიყეთის მონაკვეთის გადაკეტვით აქციის მონაწილეებმა უგზოობა გააპროტესტეს.

„გზა არის, მაგრამ ორმოებია საშინელი, მხოლოდ ორხიდიანი მანქანით თუ გაივლი, ისე ვერა, ძალიან რთულია გადაადგილება ხულოდან დანისპარაულამდე. სულ გვპირდებიან, ვაკეთებთო და მერე არაფერი,“ – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, ოთარ ანთაძემ. იგი სოფელ რიყეთში ცხოვრობს.

ცენტრალური გზა მას შემდეგ გაიხსნა, როცა აქციაზე ხულოს მერი გამოჩნდა. ხულოს მერმა მოსახლეობას უთხრა, რომ ხულო-გოდერძის გზის რეაბილიტაცია აგვისტოდან დაიწყება.

ამ თემაზე:

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

 

კომპანიებისგან ბინებს სახელმწიფო კონკურსის წესით შეისყიდის – ამისთვის 200 მილიონი დაიხარჯება

საქართველოს მთავრობამ, 25 ივნისს, „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ დადგენილება მიიღო, რომელიც დღეიდან, 26 ივნისიდან ამოქმედდა.

პროგრამის მიზანია „ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს შეფერხებული ეკონომიკური აქტივობის სამშენებლო სექტორზე უარყოფითი გავლენის მინიმიზაცია და უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობის ხელშეწყობა – სახელმწიფოს მიერ მენაშენეებთან საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ოფციის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების საშუალებით“, ამ პროგრამით დადგენილი წესითა და პირობებით.

პროგრამის მიხედვით, კონკურსის წესით შერჩეულ უნდა იქნეს ის მენაშენე(ები), რომლებთანაც გაფორმდება საცხოვრებელი ფართ(ებ)ის გაყიდვის ხელშეკრულება.

სახელმწიფოს წარმომადგენლად კი, პროგრამით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განისაზღვრა.

პროგრამის პირობები:

გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო, კონკურსში გამარჯვებული მენაშენისაგან შეთავაზებულ ფასად, გამოისყიდის მის მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლ(ებ)ში არსებულ საცხოვრებელ ფართებს, მაგრამ არაუმეტეს კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თითოეული მრავალბინიანი სახლის მთლიანი საცხოვრებელი ფართის 30%-ისა.

საკონკურსო კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით განსაზღვრული საკონკურსო ბიუჯეტით. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს რამდენიმეჯერ თუმცა იმ პირობით, რომ ჯამში საკონკურსო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 200 მილიონ ლარს.

შეთავაზებული ფასის ზედა ზღვარის დადგენის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრება ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებისათვის ინდივიდუალური, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტისათვის –  საერთო კოეფიციენტი.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მენაშენეებს. კომისია, გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებით პირობად მიიჩნევს ყველაზე დაბალ შეთავაზებულ ფასს. კონკურსში გამარჯვებულად ცხადდება ყველაზე დაბალი შეთავაზებული ფასის ავტორი იმდენი მონაწილე (რიგითობის მიხედვით), რამდენი მონაწილის მიერ გაყიდვის ოფციით სარგებლობის შემთხვევაშიც შესასყიდი ბინების საფასური დაიფარება საკონკურსო ბიუჯეტით.

თუ კონკურსში გამარჯვებულმა დაარღვია ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობა, იგი ავტომატურად კარგავს კონკურსში გამარჯვებულის სტატუსს. ამ შემთხვევაში კომისია იმსჯელებს შემდგომი ყველაზე დაბალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი კონკურსანტის გამოვლენაზე შემდეგი წესით:

ა) თუ არსებობს შემდგომი ყველაზე დაბალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი მხოლოდ ერთი კონკურსანტი, მას ეგზავნება შეტყობინება კონკურსში გამარჯვების თაობაზე და მოწვევა გაყიდვის ოფციის გასაფორმებლად საკონკურსო ბიუჯეტის ფარგლებში;

ბ) თუ არსებობს შემდგომი ყველაზე დაბალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი რამდენიმე კონკურსანტი, მათ მიეცემათ წინადადება ხელახლა წარმოადგინონ საკონკურსო წინადადებები, მათგან ყველაზე დაბალი შეთავაზებული ფასის წარმდგენი კონკურსანტის გამოვლენის მიზნით ამავე პროგრამით განსაზღვრულ ვადებში.

უწყებათაშორისი საკონკურსო კომისია შეიქმნა შემდეგი შემადგენლობით:
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე  − კომისიის თავმჯდომარე;
  • ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე  − კომისიის წევრი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი − კომისიის წევრი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი.
  • ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეთხოვა, რომ მის მიერ განსაზღვრულმა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ხმის უფლების მქონე კომისიის წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში.

[toggle title=”გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების პირობებს და სხვა დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:“]

„სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. მიზანი და განხორციელების პრინციპები

1. ამ პროგრამის მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს შეფერხებული ეკონომიკური აქტივობის სამშენებლო სექტორზე უარყოფითი გავლენის მინიმიზაცია და უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობის ხელშეწყობა, სახელმწიფოს მიერ (წარმოდგენილი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახით) მენაშენეებთან საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ოფციის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების საშუალებით, სახელმწიფო პროგრამით (შემდგომში – პროგრამა) დადგენილი წესითა და პირობებით.

2. კონკურსის წესით შერჩეულ უნდა იქნეს ის მენაშენე(ები), რომლებთანაც გაფორმდება საცხოვრებელი ფართ(ებ)ის გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ პროგრამის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

ბ) კომისია – საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კომისია, რომელიც უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებული მენაშენე(ებ)ის გამოვლენას, რომელთანაც უნდა გაფორმდეს საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება;

გ) მენაშენე ნებისმიერი კერძო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ამხანაგობა, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოპოვებული აქვს მოქმედი მშენებლობის ნებართვა მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მიზნით  უძრავ ქონებაზე, რომელიც საკუთრებაში/თანასაკუთრებაში აქვს მას ან რომლის მესაკუთრესთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომელიც უფლებას ანიჭებს აწარმოოს მშენებლობა ამავე უძრავ ქონებაზე. ამასთან, ამ პროგრამის მიზნებისთვის მენაშენეს არ წარმოადგენს პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაცემულია შესაბამისი მრავალბინიანი სახლის მშენებლობის ნებართვა, გადაცემული აქვს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის წინაშე ვალდებულებების შესრულების პირობით და ვალდებულებების შესრულება არ არის დადასტურებული;

დ) საკონკურსო წინადადება – კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, მენაშენის მიერ კომისიისათვის წარდგენილი განაცხადი, რომელიც შეიცავს ამ პროგრამის მე-4 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციას;

ე) საცხოვრებელი ფართი – სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული და მენაშენის მიერ მშენებლობის დასრულების შემდგომ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი;

ვ) საექსპერტო დასკვნა – სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა;

ზ) აუდიტორული კომპანია – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ფირმა;

თ) შეთავაზებული ფასი – კონკურსის მონაწილის მიერ საკონკურსო წინადადებით შეთავაზებული 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის ფასი, თბილისში არაუმეტეს 1700 (ათას შვიდასი) ლარისა, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში 1700 (ათას შვიდასი) ლარისა და ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლის ოდენობით;

ი) გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება – სააგენტოსა და კონკურსში გამარჯვებულ შესაბამის მენაშენეს შორის ამ პროგრამის მე-7 მუხლით განსაზღვრული პირობებით გაფორმებული საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება.

მუხლი 3. პროგრამის პირობები

1. გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო, კონკურსში გამარჯვებული მენაშენისაგან შეთავაზებულ ფასად, გამოისყიდის მის მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლ(ებ)ში არსებულ საცხოვრებელ ფართებს, მაგრამ არაუმეტეს კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თითოეული მრავალბინიანი სახლის მთლიანი საცხოვრებელი ფართის 30%-ისა.

2. საკონკურსო კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით განსაზღვრული საკონკურსო ბიუჯეტით. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს რამდენიმეჯერ თუმცა იმ პირობით, რომ ჯამში საკონკურსო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 200 (ორასი) მილიონ ლარს.

3. შეთავაზებული ფასის ზედა ზღვარის დადგენის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრება ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებისათვის ინდივიდუალური, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტისათვის –  საერთო კოეფიციენტი.

4. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მენაშენეებს. კომისია, გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებით პირობად მიიჩნევს ყველაზე დაბალ შეთავაზებულ ფასს. კონკურსში გამარჯვებულად ცხადდება ყველაზე დაბალი შეთავაზებული ფასის ავტორი იმდენი მონაწილე (რიგითობის მიხედვით), რამდენი მონაწილის მიერ გაყიდვის ოფციით სარგებლობის შემთხვევაშიც შესასყიდი ბინების საფასური დაიფარება საკონკურსო ბიუჯეტით.

5. თუ კონკურსში გამარჯვებულმა დაარღვია ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობა, იგი ავტომატურად კარგავს კონკურსში გამარჯვებულის სტატუსს. ამ შემთხვევაში კომისია იმსჯელებს შემდგომი ყველაზე დაბალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი კონკურსანტის გამოვლენაზე შემდეგი წესით:

ა) თუ არსებობს შემდგომი ყველაზე დაბალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი მხოლოდ ერთი კონკურსანტი, მას ეგზავნება შეტყობინება კონკურსში გამარჯვების თაობაზე და მოწვევა გაყიდვის ოფციის გასაფორმებლად საკონკურსო ბიუჯეტის ფარგლებში;

ბ) თუ არსებობს შემდგომი ყველაზე დაბალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი რამდენიმე კონკურსანტი, მათ მიეცემათ წინადადება ხელახლა წარმოადგინონ საკონკურსო წინადადებები, მათგან ყველაზე დაბალი შეთავაზებული ფასის წარმდგენი კონკურსანტის გამოვლენის მიზნით ამავე პროგრამით განსაზღვრულ ვადებში.

მუხლი 4. საკონკურსო წინადადება და მენაშენის მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია

1. საკონკურსო წინადადება უნდა შეიცავდეს მენაშენის მიერ ასაშენებელ მრავალბინიან სახლ(ებ)ში არსებული საცხოვრებელი ფართების 1 კვადრატული მეტრის გასაყიდი ფასის შეთავაზებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ პროგრამის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ოდენობას.

2. საკონკურსო განაცხადში მითითებული უნდა იყოს კონკურსში მონაწილის ელექტრონული ფოსტის მისამართი და განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის:

ა.ა) წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

ა.ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ა.გ) უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილება კონკურსში მონაწილეობის თანხმობის თაობაზე;

ა.დ) ცნობა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია;

ა.ე) ცნობა სასამართლოდან, რომ იურიდიული პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

ა.ვ) ცნობა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;

ა.ზ) ცნობა მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე;

ა.თ) ცნობა სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ;

ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ამხანაგობებისათვის:

ბ.ა) ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

ბ.ბ) ხელშეკრულებით უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილება კონკურსში მონაწილეობის თანხმობის თაობაზე;

ბ.გ) ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან ამხანაგობის რეგისტრაციისა და მის რეორგანიზაციაზე/ლიკვიდაციაზე საქმის წარმოების არ მიმდინარეობის თაობაზე;

ბ.დ) ცნობა სასამართლოდან, რომ ამხანაგობის მიმართ არმიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

ბ.ე) ცნობა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამხანაგობის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;

ბ.ვ) ცნობა მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე;

ბ.ზ) ცნობა სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ;

გ) კონკურსში მონაწილეობისათვის მენაშენეების მიერ წარსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია:

გ.ა) მოქმედი მშენებლობის ნებართვის ასლი და შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაცია, მათ შორის, უძრავ ქონებაზე მენაშენის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ.ბ) მშენებლობის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით ჩაწერილი CD დისკზე);

გ.გ) მშენებლობის დასასრულებლად აუცილებელი, დარჩენილი სამუშაოების ჩამონათვალი და ამ სამუშაოთა შესრულების მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ვადები;

გ.დ) საექსპერტო დასკვნა მიმდინარე ან დასრულებული მშენებლობის კონსტრუქციული მდგრადობისა და მშენებლობის პროექტთან შესაბამისობის შესახებ.

3. კონკურსის მონაწილე, საკონკურსო წინადადების შეტანით, ამავდროულად ადასტურებს თანხმობას კონკურსის პირობებზე.

მუხლი 5კონკურსის ჩატარების წესი

1. საკონკურსო ბიუჯეტის საფუძველზე კონკურსს აცხადებს და ორგანიზებას უწევს სააგენტო. კონკურსი ცხადდება სააგენტოს ოფიციალური ელექტრონული გვერდის (www.nasp.gov.ge) საშუალებით. კონკურსი ასევე, შესაძლებელია გამოცხადდეს ნებისმიერი სხვა ინტერნეტ გვერდისა ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით.

2. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება:

ა) საკონკურსო წინადადებების წარდგენის წესი, ვადები და საკონკურსო ბიუჯეტი;

ბ) საკონკურსო წინადადებების განხილვის ვადები;

გ) ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია.

3. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებების საფუძველზე, კონკურსში გამარჯვებულ(ებ)ს გამოავლენს კომისია.

4. კონკურსის მონაწილეს საკონკურსო წინადადება შეაქვს სააგენტოში (მისამართი: ქ. თბილისი, 0179, გამზირი ი. ჭავჭავაძე, №49ა.) დალუქული კონვერტით.

5. კომისიის სხდომის ჩატარებამდე დალუქული კონვერტები ინახება სააგენტოში. საკონკურსო წინადადება გადაეცემა კომისიას, რომელიც ხსნის კონვერტებს და შეისწავლის, თუ რამდენად სრულყოფილად არის წარდგენილი თითოეული საკონკურსო წინადადება.

6. საკონკურსო წინადადებების შესწავლის შედეგად, კომისია უფლებამოსილია, ელექტრონული ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით მოსთხოვოს მენაშენეს საკონკურსო წინადადების/დოკუმენტაციის დაზუსტება  შეტყობინების გაგზავნიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, რაც არ აჩერებს საკონკურსო განაცხადების განხილვის ვადას. ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის სააგენტოში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მენაშენის საკონკურსო წინადადება ეთიშება კონკურსს.

7. სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიხედვით შეთავაზებული ფასის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს შორის შედარებადობის უზრუნველყოფის მიზნით, საკონკურსო კომისია, საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის საექსპერტო დასკვნის დაკვეთის თაობაზე. სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს საკონკურსო კომისიის ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელება.

8. სრულყოფილი დოკუმენტაციის მქონე საკონკურსო წინადადებების საფუძველზე, კომისია იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენის თაობაზე.

9. კომისიის გადაწყვეტილება ცხადდება სააგენტოს ოფიციალური ელექტრონული გვერდის (www.nasp.gov.ge) საშუალებით.

10. კონკურსში გამარჯვებულ(ებ)ს ეგზავნებათ მოწვევა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების გასაფორმებლად.

11. კომისიის გადაწყვეტილების შესრულებას უზრუნველყოფს სააგენტო.

12. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მიიღოს კონკურსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულება. კონკურსის შეწყვეტა არ ანიჭებს არანაირ უფლებას/მოთხოვნას (მათ შორის დანახარჯების ანაზღაურების მოთხოვნას) კონკურსში მონაწილეს/კონკურსში გამარჯვებულს. კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალური ელექტრონული გვერდის (www.nasp.gov.ge) საშუალებით.

მუხლი 6. კონკურსში გამარჯვებულ პირთან გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების გაფორმება და ძალაში შესვლა

1. კონკურსში გამარჯვებულის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში კონკურსში გამარჯვებულ მენაშენესა და სააგენტოს შორის ფორმდება საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში კონკურსში გამარჯვებულის მიერ გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების არ გაფორმება მიიჩნევა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარად. ამ შემთხვევაში შესაბამისი მენაშენე კარგავს კონკურსში გამარჯვებულის სტატუსს.

3. კონკურსში გამარჯვებულმა პირმა, სააგენტოსთან გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების დადებიდან 3 (სამი) თვის ვადაში კომისიას უნდა წარუდგინოს აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსში გამარჯვებულ შესაბამის მენაშენეს გააჩნია მშენებლობის პროექტის, რომელზეც მოპოვებულია მშენებლობის ნებართვა, განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების 90%-ზე ხელმისაწვდომობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტოსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის დადებული გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება ავტომატურად კარგავს ძალას, ხოლო კონკურსში გამარჯვებული მენაშენე  – კონკურსში გამარჯვებულის სტატუსს.

მუხლი 7გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების პირობები

1. სააგენტოსა და შესაბამის კონკურსში გამარჯვებულს შორის გასაფორმებელი გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების პირობებად განისაზღვრება სააგენტოს ვალდებულება, სახელმწიფოს სახელით, გააფორმოს კონკურსში გამარჯვებულთან საცხოვრებელი ფართების ნასყიდობის ხელშეკრულება ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით, შემდეგი წინაპირობების არსებობისას:

ა) კონკურსში გამარჯვებულმა სააგენტოს გაყიდვის ოფციის უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინება უნდა წარუდგინოს არაუგვიანეს გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის ვადაში;

ბ) გაყიდვის ოფციის უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინების წარდგენის მომენტისათვის გასხვისებული უნდა იყოს სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მრავალბინიანი სახლის საცხოვრებელი ფართების არანაკლებ 20%;

გ) საცხოვრებელი ფართი შესყიდვის დროისათვის უნდა იყოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მენაშენის საკუთრება, რაც უნდა დადასტურდეს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შესაბამისი ამონაწერით და საცხოვრებელ ფართსა და/ან მის შესაბამის წილობრივ მიწის ნაკვეთზე არ უნდა მიმდინარეობდეს სასამართლო დავა. ამასთან, ამ პროგრამის მიზნებისათვის, საცხოვრებელი ფართის ნივთობრივ და უფლებრივ ნაკლში არ ჩაითვლება კრედიტის გამცემი ფინანსური ინსტიტუტის იპოთეკის უფლება საცხოვრებელ ფართზე, თუკი მენაშენე წარადგენს ფინანსური ინსტიტუტის მიერ წერილობით გაცემულ თანხმობას, ნასყიდობის ღირებულების ფინანსური ინსტიტუტის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში, არაუმეტეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში, საცხოვრებელ ფართზე იპოთეკის მოხსნის შესახებ;

დ) მრავალბინიანი სახლი, უნდა იყოს ექსპლუატაციაში მიღებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) კონკურსში გამარჯვებულის მიერ სააგენტოსათვის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით წარდგენილ წინადადებას თან უნდა დაერთოს:

ე.ა) აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნა(ები) ან საექსპერტო დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ შემოთავაზებული საცხოვრებელი ფართები აკმაყოფილებს ამ პროგრამის მე-8 მუხლით განსაზღვრულ პირობებს და გაყიდვის ოფციის უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინების წარდგენის მომენტისათვის გასხვისებულია სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მრავალბინიანი სახლის საცხოვრებელი ფართების არანაკლებ 20%.

ე.ბ) განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

ე.გ)  ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ე.დ) ინფორმაცია საცხოვრებელ ფართებზე, რომლის გაყიდვის ოფციითაც სარგებლობს კონკურსში გამარჯვებული.

2. გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ შესასყიდი საცხოვრებელი ფართების ჯამური ფართობი, თითოეული კონკურსში გამარჯვებულის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს საკონკურსო წინადადების წარმოდგენის მომენტში სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული  თითოეული მრავალბინიანი სახლის ჯამური საცხოვრებელი ფართის 30%-ს, თუმცა კონკურსში გამარჯვებული უფლებამოსილია ისარგებლოს გაყიდვის ოფციით უფრო მცირე ფართზე.

3. კონკურსში გამარჯვებულის მიერ გაყიდვის ოფციის უფლებით სარგებლობის შემთხვევაში, მის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შემოთავაზებული შესასყიდი საცხოვრებელი ფართების 1 კვ.მ.-ს ფასი განისაზღვრება მის მიერ საკონკურსო წინადადებით შეთავაზებული ფასის ოდენობით.

მუხლი 8.  საცხოვრებელი ფართის ტექნიკური პირობები

გაყიდვის ოფციის საფუძველზე საცხოვრებელი ფართი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ პირობებს:

ა) შესასყიდი საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს საცხოვრებლად მზა მდგომარეობაში, არ უნდა საჭიროებდეს დამატებითი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და საცხოვრებელი ფართის დიზაინი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

ა.ა) იატაკების მოპირკეთება:

ა.ა.ა) ფოიე, საერთო ოთახი, საძილეები – ლამინატი;

ა.ა.ბ) სან. კვანძები, სამზარეულო – კერამიკული ფილები;

ა.ბ) ჭერისა და კედლების მოპირკეთება:

ა.ბ.ა) სან. კვანძები – კერამიკული ფილები, შეკიდული ჭერი;

ა.ბ.ბ) სამზარეულო – კერამიკული ფილები ლოკალურად ხელსაბანებთან;

ა.ბ.გ) სხვა ოთახები – შეღებვა წყალემულსიის საღებავით;

ა.გ) კარ-ფანჯრები:

ა.გ.ა) ლითონ-პლასტმასის ფანჯრები მინა-პაკეტით, სამზარეულოებში სარკმელებით ბუნებრივი ვენტილაციისათვის;

ა.გ.ბ) საცხოვრებელ ფართში შესასვლელი კარები – ლითონის;

ა.გ.გ) საცხოვრებელი ფართის შიგნით ოთახებში შესასვლელი კარები – მდფ;

ა.გ.დ) სან. კვანძებისა და აივნებზე გასასვლელი კარებები – ლითონ-პლასტმასის;

ა.დ) სანტექნიკური მოწყობილობები:

ა.დ.ა) სამზარეულო – სამრეცხაო ნიჟარა შემრევით;

ა.დ.ბ) სან. კვანძები – აბაზანა ან შხაპის ქვესადგამი შხაპით, შემრევითა და სიფონით, უნიტაზი, ტრაპი, ხელსაბანი ნიჟარა შემრევით;

ა.ე) ელ. ტექნიკური მასალები:

ა.ე.ა) სხვადასხვა ტიპის პლაფონები (სანათი, ჩამოსაკიდი);

ა.ე.ბ) ავტომატები, ამომრთველები და როზეტები – სამშენებლო ნორმების მიხედვით;

ა.ვ) ვენტილაცია – გამწოვი ვენტილატორები სააბაზანოებსა და სამზარეულოებში;

ა.ზ) ინდივიდუალური მრიცხველები – დამონტაჟებული უნდა იყოს წყლის, ბუნებრივი აირისა და ელ. ენერგიის გარე ქსელებთან მიერთებული ინდივიდუალური მრიცხველები.

მუხლი 9. ნასყიდობის ფასის გადახდა

საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის ფასის გადახდა განხორციელდება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ერთი წლისა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის საამისოდ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

მუხლი 10. კონკურსის შედეგების გასაჩივრება

კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

მუხლი 11. შეტყობინებები

1. კონკურსში მონაწილე პირებს ამ პროგრამით გათვალისწინებული შეტყობინებები ეგზავნებათ მათ მიერ საკონკურსო წინადადების წარმოდგენისას მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად გაგზავნის მომენტიდან.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესის მიუხედავად, კონკურსის მონაწილე პირთა მიერ ამ პროგრამით გათვალისწინებული ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მათ შორის, საკონკურსო წინადადების, წარმოდგენა უნდა განხორციელდეს სააგენტოში (მისამართი: ქ. თბილისი, 0179, გამზირი ი. ჭავჭავაძე, №49ა).

მუხლი 12. კომისიის საქმიანობა

1. კომისია იკრიბება სააგენტოს შეტყობინების საფუძველზე.

2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. კომისიის მდივანი არის სააგენტოს წარმომადგენელი, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარის წარდგინებით, ნიშნავს კომისია.

4. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა, სათათბირო ხმის უფლებით, კომისიის გადაწყვეტილებით, შეიძლება ეთხოვოთ სხვა სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს.

5. კომისიის სხდომისათვის განსახილველი საკითხების მომზადებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ვალდებულია, კომისიის სხდომაზე განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის წარადგინოს ამ პროგრამით გათვალისწინებული, კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა საკითხი და დოკუმენტაცია.

6. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა აღრიცხვას;

ბ) ამზადებს კომისიის სხდომის ოქმ(ებ)ს;

გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგს;

დ) განსახილველ საკითხ(ებ)თან დაკავშირებით, კომისიის წევრების პოზიციას აფიქსირებს კომისიის სხდომის ოქმში.

7. კონკურსში მონაწილეთა მიერ ამ პროგრამის შესაბამისად წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებების/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მენაშენის გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე;

ბ) კონკურსის არშემდგარად გამოცხადების თაობაზე.

8. კომისია უფლებამოსილია, თუ კომისიის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

9. კომისიის თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით, გარდა კომისიის მდივნისა, რომელსაც ხმის უფლება არ გააჩნია.

10. კომისიის მიერ განხილული თითოეული საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.

11. კომისიის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და კომისიის სხდომის მდივანი.

12. კომისიის მუშაობის სხვა ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე.

[/toggle]

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ხედი /2020 წლის ივნისი / ფოტო: „ბათუმელები“

რა გახდა 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი – 17 დაკავებული და გამოძიების ვერსია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, რომლის ცხედარიც ოთხდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს, 17 პირი დააკავა, რომელთა შორის, რამდენიმე არასრულწლოვანია.

შს სამინისტროს განცხადებით, დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.

გამოძიების ვერსიით, 2020 წლის 18 ივნისს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში, რის შემდეგაც, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში:

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება,” – აცხადებენ უწყებაში.

შს სამინისტროს ცნობით, ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით:

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის ,,ბ“ და ”გ“ ქვეპუნქტებით დაკავებული არიან: ს.ჩ., ს.გ. და ი.წ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ; სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.; 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებული არიან: ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ“ – აცხადებენ უწყებაში.

ერთი ოჯახის მუზეუმი ბათუმთან ახლოს 

მუზეუმი „ბორჯღალო“ სხვა მუზეუმებისგან იმით განსხვავდება, რომ ერთი კაცის დაარსებულია და მის ოჯახს ეკუთვნის. ქემალ თურმანიძე წლობით აგროვებდა სოფელ-სოფელ ძველ ნივთებს, სამოსს, სამუშაო იარაღებს და ბოლოს იმდენმა ნივთმა მოიყარა თავი ერთად, რომ მუზეუმის გახსნაც შესაძლებელი გახდა. თავიდან ძველ ბათუმში,  ერთ პატარა სახლში ჰქონდა ყველაფერი გამოფენილი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპოზიციისთვის სივრცე პატარა და მოუხერხებელი იყო, მუზეუმს ვიზიტორები არასდროს აკლდა.

მერე მუზეუმი გაფართოვდა, სხვაგან გადავიდა და იმავე საქმით ქემალ თურმანიძის შვილები – გვანცა და თამთაც დაინტერესდნენ.

გვანცა ფინანსისტია, კრედიტოფიცრად მუშაობდა ბანკში, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი თამთა კი რეპეტიტორი იყო. ორივე მიხვდა, რომ მათი ოჯახის ყველა წევრისთვის წლების განმავლობაში სწორედ მუზეუმი იქცა ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ, რასაც გაძლიერება და განვითარება სჭირდებოდა. ორივემ მიატოვა სამსახური და მთელი ძალისხმევა მამამ და შვილებმა მუზეუმისკენ მიმართეს.

„ჩვენს მუზეუმს არასდროს აკლდა ტურისტები, ახლა კი ცარიელი მუზეუმიდან გესაუბრებით,“ – გვითხრა გვანცა თურმანიძემ. კორონავირუსის პანდემიის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმი ღიაა, აქაურობა ცარიელია. „ბორჯღალო“ აქამდე ძირითადად უცხოელ ტურისტებს მასპინძლობდა, მათი შთაბეჭდილებები და შეფასებები კარგად ჩანს tripadvisor-ზეც.

მუზეუმი ბათუმიდან 10 წუთის სავალზეა, ხელვაჩაურისკენ.

უცხოელი ტურისტები მუზეუმში „ბორჯღალო”

აქ ვიზიტორები ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და ყოფა-ცხოვრების დეტალებს ეცნობიან. საუკუნის წინანდელი ცხოვრება 62 მანეკენითაა გაცოცხლებული.

მუზეუმი 3000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა განთავსებული, აქვს თავისი ინფრასტრუქტურა, გამწვანება, სავალი ბილიკები, აქვეა 11 მეტრი სიმაღლის ხელოვნური ჩანჩქერი, ღია და დახურული სივრცეები, არაორდინალურ მუზეუმში ტურისტები ისვენებენ, ფოტოებს იღებენ და მწვანე ეზოში ატარებენ დროს.

ტურისტები თურმანიძეების მუზეუმში

ქემალ თურმანიძემ საქართველოში გავრცელებული საქმიანობების ნუსხა შეადგინა და ყველა პროფესიის მანეკენი შექმნა საკუთარი ხელსაწყოებით, დამახასიათებელი სამოსით, გარემოთი და სივრცით. აქ შეგიძლიათ ნახოთ როგორი იყო აჭარელი მეთამბაქოეების, დურგლების, თერძების, მეთუნუქეების, მჭედლებისა და სხვათა სამუშაო გარემო და სივრცე.

აქვეა საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, ასევე ბათუმში მოქმედ სალოცავთა მაკეტები: მეჩეთის, საკათედრო ტაძრის, კათოლიკური და სომხური ეკლესიების მაკეტები, დაათვალიერებთ, როგორც ცხოვრობდნენ შეძლებული, ღარიბი და საშუალო შეძლების ოჯახები საუკუნეების წინ საქართველოში.

ქემალ თურმანიძე ხეზე კვეთის ოსტატია, ყველა მაკეტი და ნაგებობა მუზეუმში მისი დამზადებულია.

„ბაბუაც დურგალი იყო და მამასაც გამოჰყვა ხეზე კვეთის სიყვარული. ბავშვობიდან არჩევდა სხვადასხვა ხეს ერთმანეთისგან, იცოდა რა რისთვის გამოდგებოდა. „ბორჯღალო“ არატრადიციული, ინტერაქტიული მუზეუმია, ტურში შედის მამას ხეზე კვეთის სახელოსნოს მონახულებაც, მუზეუმის ეზოშივეა. აქ მამა დღედაღამ მუშაობს ახალ ექსპონატებზე, ტურისტები ინტერესდებიან როგორ შექმნა მან მუზეუმი, რომელი ნივთი სად შეიძინა, როგორ აწყობს მაკეტებს და ა.შ.

ყველაზე ძველი ექსპონატი ჩვენთან ძველებური ხალიჩაა, რომელზეც მოქსოვის თარიღი ამოუქარგავთ – 1812 წელი. ერთხელ მუზეუმის ექსპონატების შესყიდვაც შემოგვთავაზეს, მაგრამ რომ დავფიქრდით, ამის შექმნაში მთელი ჩვენი დანაზოგი, მამას ცხოვრების დიდი ნაწილი და დროა ჩადებული, არ გავყიდეთ. მამა დღემდე მთელი დღე მუშაობს ხეზე, ღამით კი ფიქრობს მეორე დღეს რა გააკეთოს და იდეებს ამუშავებს, ამ საქმეში მთელი მისი ცხოვრებაა ჩადებული. არც სპონსორი გვყოლია, გრანტიც არ გვქონია, ისე გავაკეთეთ მუზეუმი, ამხელა ტერიტორია 4 წლის განმავლობაში გავმართეთ. იმ სახით, რაც ახლა გვაქვს, მუზეუმი 2016 წლიდან ფუნქციონირებს,“ – ამბობს გვანცა.

ქემალ თურმანიძე

მას შემდეგ, რაც ბანკში მუშაობას დაანება თავი, გვანცამ მუზეუმის გიდობა დაიწყო, ინგლისურად უძღვებოდა ექსკურსიებს, მოგვიანებით ფინანსები და ბუღალტერია ჩაიბარა, გიდებად სხვები დაასაქმა მუზეუმში. მისი და, თამთა კი, მუზეუმის რეკლამირებას ეწევა უცხოურ ტურისტულ სააგენტოებთან.

„ბორჯღალოს“ განსაკუთრებით ბევრი ტურისტი ჰყავდა პანდემიამდე ისრაელიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, ესტონეთიდან, არაბული ქვეყნებიდან – გვანცას თქმით, ენის ბარიერის მქონე ტურისტებიც კი იგებენ მუზეუმში ყველაფერს, იმდენად ნათლად და თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი ყველაფერი.

„ბორჯღალოში“ აქვთ სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ტურებიც, რომელსაც კითხვა-პასუხის რეჟიმით და თამაშის მეთოდით წარმართავენ.

„ერთია გააკეთო მუზეუმი და სულ სხვა საქმეა, ისწავლო ვის როგორ მიაწოდო ინფორმაცია და წარუდგინო რაც გაქვს. ხშირად ჩვენგან წასული კმაყოფილი ტურისტები გვიგზავნიან სხვა ტურისტებს და ეს მიგვანიშნებს, რომ სწორად ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ,“ – ამბობს გვანცა.

გვანცა და თამთა თურმანიძეები

გოდერძის ჩანჩქერი აჭარის პატარა სოფელში [ფოტოამბავი]

სოფელი მეძიბნა ქედაში მდებარეობს. ბათუმიდან დაახლოებით საათ-ნახევარია ავტომობილით საჭირო ამ სოფელში მისასვლელად. სოფელში 45-50 კომლი ცხოვრობს.

სწორედ ამ პატარა სოფელში მდებარეობს წყალუხვი ჩანჩქერი, რომელსაც „გოდერძის ჩანჩქერს“ ეძახიან. ჩანჩქერი ორ სოფელს, მეძიბნასა და ოქტომბერს ესაზღვრება და, მართალია, ქედაში მის შესახებ იციან, თუმცა ბევრი ტურისტისთვის ეს ახალი, უცნობი ადგილია აჭარაში.

ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 30 მეტრია. ჩანჩქერის უკან,  ქვაში, არის ბუნებრივი ღრმული, სადაც 10-მდე ადამიანს შეუძლია მოთავსება.

სოფელში გვითხრეს, რომ ბოლო წლებში ამ ადგილის სტუმრები უკვე ტურისტებიც არიან. ქედის მერიამ გასულ წელს ჩანჩქერთან მისასვლელი კიბეც მოაწყო.

გოდერძის ჩანჩქერი იმ 15 ჩანჩქერს  შორისაა, რომლებიც ქედისა და ხელვაჩაურის ტურისტული პოტენციალის კვლევისას შეისწავლეს.

ჩანჩქერი მეძიბნაში. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
ჩანჩქერი მეძიბნაში. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
ჩანჩქერი მეძიბნაში. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

_________________

შეცდომის გასწორება: შეცვლილია მთავარი ფოტო, რომელზეც მერისის ჩანჩქერი იყო გამოსახული. 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 ივნისის 21 საათიდან 27 ივნისის 21 საათამდე ბათუმში და აჭარის მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 -20 გრადუსი 
  • ღამით: 8-13 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 24 გრადუსია.

მომდევნო 2 დღეს, 27 -28 ივნისს, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო კახიშვილი

გომისმთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კურორტ გომისმთასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციოდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. დაახლოებით 20 კილომეტრი გზის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 23 837 700 ლარია გამოყოფილი.

გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ 12+300-ზე, ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე შესასვლელი ჭიშკართან და მთავრდება გომის მთის საკურორტო დასახლებაში მშენებარე ეკლესიის მიმდებარედ.

პროექტით დაგეგმილია ამ მონაკვეთზე გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების [მილების, ზედა და ქვედა საყრდენი კედლების] შეკეთება და ახლების მოწყობა, ცალკეულ მონაკვეთებში გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, მიერთებების ახლიდან მოწყობა, ავტობუსის გასაჩერებელი ჯიბეების და მოსაცდელების მოწყობა, სავალი ნაწილის მონიშვნა.

„საგზაო ნიშნების და შემოფარგვლის მოწყობა უზრუნველყოფს ავტომობილების, ფეხით მოსიარულე ტურისტების და სეზონური დამსვენებლების უსაფრთხო და კომფორტულ მოძრაობას,“ – აღნიშნულია პროექტში.

გომისმთამდე მისასვლელი სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთები / ფოტო პროექტიდან

არსებული გზის აღწერა პროექტიდან:

სარეაბილიტაციო მონაკვეთი განთავსებულია დაუსახლებელ, ციცაბოფერდებიან და ხშირი ფოთლოვანი ტყით დაფარულ ტერიტორიაზე. არსებული გზის მიწის ვაკისის სიგანე დასაწყისში შეადგენს 8-9 მ-ს, მოხრეშილი სავალი ნაწილის სიგანე – 5.5-6 მ-ს. სარეაბილიტაციო მონაკვეთის უკვე მე-13-ე კმ-დან პრაქტიკულად ტრასის ბოლომდე მიწის ვაკისის სიგანე მცირდება 6.0-6.5 მ-მდე, მოხრეშილი სავალი ნაწილი გრძელდება მხოლოდ 24-ე კმ-მდე, ხოლო შემდეგ არსებული გზა მოუხრეშავია.

არსებული გზის ტექნიკური პარამეტრები, არსებული წყალგამტარი მილები, საყრდენი კედლები და სხვა ხელოვნური ნაგებობები ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.

სარეაბილიტაციო გზის კმ 12+300 – კმ 16+500 მონაკვეთი განთავსებულია მდ. ბჟუჟის მარჯვენა მხარეს, მთის ციცაბო ფერდზე მოწყობილ თაროზე, ხოლო შემდეგ ტრასის ბოლომდე გზა შორდება მდ. ბჟუჟის ხეობას, გადადის-რა ლოკალური წყალგამყოფი ქედის სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ ციცაბო ფერდზე და უშუალოდ ქედის თავზეც.

ტრასის ბოლოს კმ 29+600-დან არსებული გზა გადის გომის მთის საკურორტო ზონის პლატოზე, სადაც ტყის მასივი უკვე აღარ არის და რელიეფი დაფარულია საზაფხულო საძოვრებით და მინდვრებით. გომის მთის საკურორტო ზონის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 2034 მ-ს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის კმ 12+300 – კმ კმ 13+750 განთავსებულია ხშირი ფოთლოვანი ტყით დაფარულ, მთის ციცაბო ფერდებზე მოწყობილ კლდოვან თაროზე. მიწის ვაკისი მდგრადია, ხელოვნური ნაგებობები ძირითადად ამორტიზებულია. სავალი ნაწილი ხრეშოვანია.“

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 26 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება, სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე.

ამასთან, არ უნდა ჩაიკეტოს ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, ჯერ გზის ერთ ნახევარზე, მეორე ნახევარზე ტრანსპორტის მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი – პირიქით.

კონტრაქტორმა კომპანიამ, სხვა ვალდებულებებთან ერთად, უნდა აიღოს ინერტული მასალების მოპოვების ლიცენზია ან მასალები შეიძინოს ლიცენზირებული მომწოდებლისაგან; ასევე, აიღოს ასფალტის ქარხნის გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, თუ ასფალტს აწარმოებს თავად ან შეიძინოს ასფალტის ქარხნიდან, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ნებართვა.

ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2020 წლის 22 ივლისს და მთავრდება 27 ივლისს.

გომისმთა / ფოტო: ჯაბა ანანიძე/„ბათუმელები“

გომისმთას სტატუსი ოზურგეთის საკრებულოს 2020 წლის 31 მარტის განკარგულებით მიენიჭა [ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე „ისტორიულად ჩამოყალიბებულ უბანს“ [საკურორტო ადგილს] „გომისმთა“ ეწოდა]. განკარგულება ძალაში 6 აპრილს შევიდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ოზურგეთის მერიამ „ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს საჭირო ღონისძიებების განხორციელება“.

გომისმთის მიმდებარედ სახლები წლებია მოქალაქეებს იმ ტერიტორიაზეც აქვთ, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, კონკრეტულად კი, ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებშია. ვრცლად ნახეთ ბმულზე: გომისმთას ოზურგეთმა სტატუსი მიანიჭა – როგორ დააკანონებენ სახლებს

ამავე თემაზე:

მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება

 

ბათუმში 532 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე, უარყოფითია – ახალი მონაცემები

26 ივნისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 532 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 39 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 19 666 პირს.

ამჟამად აჭარაში კარანტინში იმყოფება 1018 პირი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 4 პაციენტი.

სულ საქართველოში Covid 19-ის 919 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 780 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.

2 ახალი შემთხვევა, 4 განკურნებული პაციენტი – კორონავირუსის სტატისტიკა დღეს

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ორი ახალი შემთხვევა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.

26 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 919 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 780 პაციენტი უკვე განიკურნა, 14 კი – გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2687 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.

ბათუმის სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულ პირებს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად, დიდი ოდენობით და ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის 22 სექტემბერს, ბათუმში თ.ე.-მ, მ.ე.-მ და ა.ხ.-მ მოტყუებით, ჯგუფურად შეაღწიეს ო.ყ.-ს საცხოვრებელ ბინაში, თავს დაესხნენ დაზარალებულს,  ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ ო.ყ.-ს კუთვნილ თანხას, სხვადასხვა დასახელების ოქროს ნაკეთობებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაზარალებულს დიდი ოდენობით, 35 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა თ.ე. და მ.ე. 2019 წლის 25 სექტემბერს ბათუმში, ხოლო ა.ხ. 2019 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

300 ლარი კომპენსაციის მისაღებად ცნობების გაყალბებისთვის 2 პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300- ლარიანი კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, 5 მოქალაქეს დაუმზადეს ყალბი ცნობები და ქვეიჯარის ხელშეკრულებები, თითქოსდა ისინი თბილისში, კომპანიისაგან ქვეიჯარით აღებულ დახლზე ეწეოდნენ ძვირფასი ლითონებითა და საიუველირო ნაკეთობებით ვაჭრობას. ბრალდებულებმა, თითოეული ასეთი ცნობა გაასაღეს 100 ლარის საფასურად,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

Exit mobile version