გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ივნისის 21 საათიდან 29 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;
29 ივნისს ჰაერის ტემპერატურა:
- აჭარის სანაპირო და შიგამთიან რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 23-28 გრადუსი სითბო;
- მაღალ მთაში – ღამით 8-13, დღისით 15-20 გრადუსი სითბო;
ზღვის პროგნოზი:
- სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში; უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი;
- ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3ბალი);
- ზღვის წყლის ტემპერატურა: +24 გრადუსი.
სამშაბათს და ოთხშაბათს [30 ივნისს და პირველ ივლისს], ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა.