საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
„თურქული მხარის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ 27 ივნისს 09:30 საათიდან 15:00 საათამდე, ხოლო 28 ივნისს – 09:30 საათიდან 18:30 საათამდე. ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება,“ – აღნიშნულია საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მუშაობას გააგრძელებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები: სურსათის მაღაზიები, აფთიაქები, საავადმყოფოები, ზოომაღაზიები, საცხობები და ა.შ.
შეზღუდვა კორონავირუსის პანდემიის პრევენციითაა გამოწვეული.
_________________
ფოტო: ევროპის პრესსაგენტო. EPA/ERDEM SAHIN