„დასაქმებული მქვია. ჩემი ხელფასი მხოლოდ 400 ლარია. წლებია მრეცხავად ვმუშაობ. პანდემიის დროს უმუშევარი დავრჩი. ადრე ყოველ მეორე დღეს ვისვენებდი და ხელფასი 400 ლარი მქონდა. ახლა ყოველდღე ვმუშაობ, ხელფასი იგივეა. ბიზნესსაც გაუჭირდა,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები დარიკო ბასილაძე. ის დასაქმების ფორუმში მონაწილეობდა, მაგრამ მისთვის ხელსაყრელი არაფერი გამოჩნდა.
ბათუმში 15 ივნისს დასაქმების ფორუმი მოეწყო. ფორუმში სულ 65 კომპანია მონაწილეობდა. კომპანიებმა 243 ვაკანსია წარმოადგინეს და 1008 სამუშაო ადგილი. სამსახურის მაძიებლად 1008 სამუშაო ადგილზე 450 პირი დარეგისტრირდა სამუშაოს მაძიებლად. 24 ივნისის მონაცემებით, ამ 450 ადამიანიდან დაახლოებით ნახევარი დასაქმდა. აჭარის დასაქმების სააგენტოში ჯერ შედეგებზე ზუსტი მონაცემი არ აქვთ.
„თუკი უმუშევრობაა მთავარი პრობლემა, მაშინ მინიმუმ ეს ადამიანები ფორუმზე უნდა მოსულიყვნენ, გასაუბრებოდნენ დამსაქმებლებს. ინფორმაცია გავავრცელეთ, ვაკანსიები იყო თითქმის ყველა სეგმენტზე,“ – გვითხრა აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ კახიძემ. მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა ყოფილიყო ბევრად მცირე, ვიდრე გამოცხადებული ვაკანსია.
დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, ვაკანსია არსებობს როგორც დაბალანაზღაურებად პროფესიებზე, ასევე, მაგალითად, მენეჯერის პოზიციებზე, სადაც საშუალო ხელფასი 2 ათასი ლარია.
„ბათუმელები“ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა, ვისაც დასაქმება სურს და ფორუმში მონაწილეობდა. თუკი ამ ადამიანებს მოუსმენთ, გასაგები ხდება, რატომ შეიძლება აღემატებოდეს ვაკანსია დასაქმების მსურველთა რაოდენობას. რატომ შეიძლება არ მიდიოდნენ ადამიანები დასაქმების ფორუმზე ქვეყანაში, სადაც გერმანიაში გამოცხადებულ 500 ვაკანსიაზე განაცხადი 86 395-მა ადამიანმა შეავსო.
„უმუშევრობას ჯობია და ესაა, თორემ რაა 400 ლარი? უყურებთ მაღაზიებში რა ფასებია?“ – კითხულობს დარიკო ბასილაძე. მისი თქმით, ფორუმში მონაწილეობის შემდეგ მან ახალი შეთავაზება მიიღო ისევ მრეცხავის პოზიციაზე, მაგრამ უარი თქვა.
„ისევ 400 ლარი მითხრეს, ახლა სადაც ვმუშაობ, ის ჩემს სახლთან ახლოსაა. ერთმა მითხრა ცოტა მეტი, მაგრამ მგზავრობის ხარჯი ხომ მექნება? – შორია ჩემგან. პანდემიის დროს სულ უმუშევარი ვიყავი… არ ვიცი, როგორ გადავრჩით, როგორ მოვედით აქამდე. ჩემი ქმარი მუშაობს სანდასუფთავებაში და ესაა. პანდემიამდე სასტუმროში ორი ქალი ვიყავით მრეცხავი და დღეჩაგდებით გვიწევდა, პანდემიის მერე გაიხსნა სასტუმრო, მაგრამ მესაკუთრემ მითხრა, ორ მრეცხავს ვეღარ გადავუხდი ხელფასსო,“ – დაასრულა დარიკო ბასილაძემ.
„ფორუმზე ვიყავი და კომპანიის წარმომადგენლებთან გასაუბრების შემდეგ 6 მათგანს დავუტოვე ჩემი CV. დამიკავშრიდნენ კი, მაგრამ ძირითადად ხელფასი 500 ლარია,“ – ამბობს ნინო ნაკაშიძე. ისიც მონაწილეობდა ბათუმის დასაქმების ფორუმში.
ნინო ნაკაშიძე პროფესიით ბიზნესის ადმინისტრატორია და სამუშაო გამოცდილებაც აქვს. სულ რამდენიმე კვირაა, რაც უმუშევარია და ახალ სამსახურს ეძებს.
„მაგალითად, შემომთავაზეს მარკეტში მუშაობა სამ დღეში ერთხელ 24 საათი… ველოდები, იქნებ სხვები დამიკავშირდნენ. ვმუშაობდი „მაკდონალდსში“ მოლარედ, კონტროლიორად სამქარგველო ფაბრიკაში, ბოლოს ბანკში ვმუშაობდი განვადების ოფიცრად, შემდეგ კი, ოპერატორად, მაქვს ბუღალტერიის კურსიც გავლილი,“ – წინა სამუშაო ადგილებიც ჩამოგვითვალა ნინო ნაკაშიძე.
„იყო შედარებით მაღალი ხელფასებიც, მაგრამ ყველა ითხოვს გამოცდილებას. მე გამოცდილება ჯერჯერობით არ მაქვს. ამიტომაც, მირჩევნია რაღაც ეტაპზე ამ ხელფასზე ვიმუშაო,“ – გვითხრა ინეზა რიჟვაძემ. ის „მედცენტრში“ იმუშავებს კოორდინატორად ყოველ სამუშაო დღეს დილის 9-დან საღამოს 5-მდე.
მნიშვნელოვანი დეტალი: ინეზამ ტურიზმის ფაკულტეტი დაამთავრა და დასაქმება სამედიცინო სფეროში მოუწია. რატომ ხდება ასე? – ესეც ვკითხეთ დასაქმებულს და თან ფორუმის ოფიციალური მაჩვენებელი ვუხსენეთ, როცა ვაკანსია ბევრად მეტია, ვიდრე დასაქმების მსურველი.
„ძირითადად ასეთ სამსახურს თუ ნახავ, ესაა, თორემ ისე, როგორც ამბობენ, ყველგან ახლობელია საჭირო. არ მჯერა, რომ ფორუმით შეიძლება კარგი სამსახურის პოვნა,“ – მიიჩნევს ინეზა რიჟვაძე.
აჭარის მთავრობა გასაყიდი მიწებიდან ჯერარმიღებული ფულით ბიუჯეტს ზრდის და სხვადასხვა პროგრამის დასაფინანსებლად ანაწილებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კი, ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვისპირას, მიწის ნაკვეთს მესამე წელია ვერ ყიდის.
11 235 კვ.მ ფართობის მიწა გასაყიდად სამინისტრომ აუქციონზე უკვე მერვედ გამოიტანა. ამჯერად 20-პროცენტიანი ფასდაკლებით მეორედ, ვინაიდან იმავე ფასად წინა აუქციონზე ეს ნაკვეთი არ გაიყიდა – მონაწილეობა არავინ მიიღო.
მიმდინარე აუქციონი 9 ივლისს დასრულდება. მიწის საწყისი გასაყიდი ფასი, წინა აუქციონის მსგავსად, კვლავ 4 360 000 ლარია, ბიჯი კი – 100 ათასი ლარი.
მიწა პირობებით იყიდება – მთავარი პირობაა მომავალმა მესაკუთრემ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წელში აამოქმედოს არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ან/და სარეაბილიტაციო ცენტრი, მოაწყოს არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი და სკვერი.
[toggle title=”აუქციონის პირობები სრულად ნახეთ აქ:“]
საბოლოო საპრივატიზებო საფასურის (“ბე“-ს (საწყისი საპრივატიზებო საფასურის 25%-ის ოდენობით) გამოკლებით) გადახდა აუქციონის დასრულებიდან 2 ეტაპად, კერძოდ:
2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე არანაკლებ 25%-ის გადახდა;
2022 წლის 1-ელ დეკემბრამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში არანაკლებ ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების 1%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტის გაბარიტები ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით), მათ შორის ზღვაზე გადასასვლელი ბილიკის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა (3 ეგზემპლარად);
ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის ნებართვის მიღება, სადაც მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან/და სარეაბილიტაციო ცენტრს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის ნულოვანი ნიშნულის დასრულება;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მზიდი კონსტრუქციის (კარკასი) მშენებლობის დასრულება;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში შენობა-ნაგებობ(ებ)ის, (რომელიც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 100 (ასი)-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან/და სარეაბილიტაციო ცენტრს, არანაკლებ 60 (სამოცი) ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს) ამოქმედება და არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 20 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
[/toggle]
სამინისტრომ ეს ნაკვეთი ერთ-ერთ აუქციონზე 75%-იანი ფასდაკლებითაც კი გაყიდა – 1 146 250 ლარად [ერთ-ერთი პირობით მყიდველს არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო]. მყიდველი შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანი“ იყო, რომელმაც ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, უქციონი გაუქმდა.
ამის შემდეგ, მიმდინარე წლის თებერვალში, ეს ნაკვეთი 5 450 000 ლარად იყო გამოტანილი [თუმცა მყიდველს ამჯერად არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა]. აუქციონი არ შედგა.
მიმდინარე წლის აპრილში კი, სამინისტრომ მიწა 20-პროცენტიანი ფასდაკლებით [ანუ 1 მილიონით ნაკლებად] გამოიტანა პირობებიან აუქციონზე, რომელიც ასევე არ შედგა.
აჭარის მთავრობა 2021 წელს, დაგეგმილთან შედარებით, დამატებით 62 მილიონ ლარს მარტო მიწის გაყიდვიდან ელის, ამ პროგნოზის საფუძველზე კი ბიუჯეტი გაზარდა.
რა არის მთავრობის როლი, როცა ბიუჯეტი მიწების გაყიდვის ხარჯზე იზრდება? –
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ საპრივატიზაციო ობიექტს, გარდა იმისა, რომ მისი პრივატიზების შედეგად მოხდება ბიუჯეტში თანხების შევსება, თვითონ ეს ობიექტები მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით. აბსოლუტური უმრავლესობა ამ მიწის ნაკვეთებისა, რომელიც ჩვენ შეთავაზებული გვაქვს, ითვალისწინებს შესაბამის ვალდებულებებს,“ – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ბათუმის დრამატული თეატრის შენობაში გამართულ მთავრობის სხდომაზე.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გერმანელი ენათმეცნიერის, ეთნოლოგისა და ფოტოგრაფის, ადოლფ დირის (1867 – 1930) უნიკალური ფოტოებია გამოფენილი.
გამოფენა ორგანიზებულია ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ გოეთეს ინსტიტუტთან და მიუნხენის ხუთი კონტინენტის მუზეუმთან ერთად.
ადოლფ დირი ტფილისში პირველად 1900 წელს ჩამოვიდა. 1902 წლიდან 1913 წლამდე ცხოვრობდა კავკასიაში, სწავლობდა კავკასიურ ენებსა და კულტურას. 1904 წელს ადოლფ დირმა ქართული და უდიური ენების გრამატიკა გამოსცა. დაწერილი და გამოცემული აქვს მრავალი წიგნი და ასობით სტატია.
ადოლფ დირი დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოვიდა 1918 წელს. ჩამოვიდა, როგორც გერმანიის საიმპერატორო დელეგაციის წევრი. გადაღებული აქვს კავკასიის ამსახველი უამრავი ფოტო, რომლებიც მიუნხენის ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული. ამ მუზეუმს ახლა ხუთი კონტინენტის მუზეუმი ჰქვია.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ადოლფ დირის ფოტოგამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ადოლფ დირის ფოტოები პირველად ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა გახადა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში კი გამოფენა გახსნილია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კამპანიის ფარგლებში – „ძალა ევროპაშია”.
Google-მა შეიმუშავა ინსტრუმენტი, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის შესაფასებლად ატვირთულ ფოტოებზე დაყრდნობით.
„დერმატოლოგიის დამხმარე ინსტრუმენტი“, როგორც მას მოიხსენიებენ, უკვე წლის ბოლოს ამოქმედდება საპილოტე რეჟიმში. აპლიკაციას შეუძლია აღმოაჩინოს კანის 288 დაავადება, მაგრამ ის არ გამოიყენება სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის და მკურნალობისთვის“ – ვკითხულობთ Google-ის ოფიციალურ ბლოგზე.
გარდა იმისა, რომ აპლიკაცია აკვირდება სურათებს, ის ასევე პაციენტებს პასუხობს რიგ შეკითხვებზე ონლაინრეჟიმში. აპლიკაცია ემყარება Google-ის მიერ შემუშავებულ აქამდე არსებულ ინსტრუმენტებს, თუმცა ამჟამად, არც ერთი ინსტრუმენტი არ არის დამტკიცებული, როგორც ადამიანის დიაგნოსტირების ალტერნატივა და ეს აპლიკაცია დერმატოლოგს ვერ შეცვლის.
აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ ტელეფონით უნდა გადაიღოთ კანის, ფრჩხილის ან თმის 3 ფოტო სხვადასხვა რაკურსით და უნდა უპასუხოთ კითხვებს სიმპტომების შესახებ. ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს ამ ინფორმაციას და გთავაზობთ შესაძლო დამთხვევების ჩამონათვალს. აპლიკაცია ითვალისწინებს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა კანის ტიპი და ფერი, ასაკი, სქესი და ა.შ.
აპლიკაციის შექმნას სამი წელი დასჭირდა, მომზადდა დიაგნოსტირებული მდგომარეობების 65000 ფოტოსურათის მონაცემთა ბაზაზე, და, ასევე მილიონობით სურათზე დაყრდნობით. Google-ის ფოტოალბომები დიდ მასალას იძლევა კვლევისთვის. აქ ვხვდებით იმ ადამიანების ფოტოებს, რომლებსაც საკუთარი კანის სიჯანსაღეში ეპარებათ ეჭვი. მეორე მხრივ, იტვირთება ჯანსაღი კანის ათასობით სურათი, ყველა ჩრდილსა და ტონალობაში.
Google აცხადებს, რომ მის საძიებო სისტემაში ყოველწლიურად 10 მილიარდჯერ იძებნება კანის, თმის და ფრჩხილების საკითხებზე ინფორმაცია.
პროფესორი ტიმ ანდერვუდი, საუთჰემპტონის უნივერსიტეტის კიბოს მეცნიერებათა ხელმძღვანელი, BBC-სთან ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, როგორც ონკოლოგიაში, ასევე მედიცინის სხვა სფეროებში, ცნობებს იძლევა იმის შესახებ, თუ რა დიაგნოზი შეიძლება დაისვას და რა მკურნალობა უნდა გაეწიოს ადამიანს.
აპლიკაცია დაჯილდოვდა CE ნიშნით [მარკირება ევროკავშირში] სამედიცინო ინსტრუმენტად გამოყენებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში.
Google-ის ახალ ინსტრუმენტს ჯერ არ მიუღია აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ნებართვა აშშ-ში გამოყენებისთვის, თუმცა მსგავსი მანქანური სწავლების ბრიტანული კომპანიის მიერ შექმნილი მოდელი FDA-მ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა ასისტენტად გამოსაყენებლად ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებისთვის.
როგორ გამოიყენებს საზოგადოება Google-ის ინსტრუმენტს, ეს სხვა საკითხია – ცნობილია, რომ ინტერნეტი არის ცრუ ინფორმაციის წყაროც, თუმცა ეს აპლიკაცია მიზნად ისახავს უსაფრთხოების პრიორიტეტულობას.
„საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდობის ცენტრმა“ ქვეყნის პრეზიდენტს 18 ივნისს მიმართა და ქართველი კათოლიკე ახალგაზრდების სახელით სალომე ზურაბიშვილს შეახსენა იმ „6 ტაძარის შესახებ, რომლებსაც საპატრიარქო დღემდე არ უბრუნებს კათოლიკეებს“. კათოლიკე ახალგაზრდების სახელით გავრცელებულ წერილში ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ პრეზიდენტს არასდროს გახსენებია ქვეყანაში მცხოვრები კათოლიკეები.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა წერილის ავტორებს და ჰკითხა, გამოეხმაურა თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია მათ ღია მიმართვას. ახალგაზრდული ცენტრიდან გვაცნობეს რომ – არა.
პრეზიდენტისადმი „საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდობის ცენტრის“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ვხედავთ, თქვენი ვიზიტი ვატიკანში წარმატებული გამოდგა რომში მცხოვრები მართლმადიდებლებისთვის, თუმცა ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრები კათოლიკეებისთვის, უშედეგო და ცარიელი!
მაშინ, როცა ასეთი ზარ-ზეიმით აღნიშნეთ პაპის საჩუქარი, ნუთუ არ გაგახსენდათ ქართველი კათოლიკეების ის ექვსი ტაძარი, რომლებსაც საპატრიარქო დღემდე არ გვიბრუნებს, ნუთუ არ გაგახსენდათ ის, რომ თქვენი პრეზიდენტობის რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ერთხელაც არ გაგხსენებივართ, როცა დიდი სიამაყით უცქერდით ვატიკანის არქივში დაცულ მასალებს საქართველოს შესახებ, მაშინ იქნებ გეფიქრათ, რას შეინახავენ 100 წლის შემდეგ, ალბათ იმას, რომ ჩვენ ქართველი კათოლიკეებს ისე გვექცევიან, თითქოს სტუმრები ვიყოთ ჩვენსავე სამშობლოში!
დიახ სტუმრები, უუფლებო სტუმრები, რომლებსაც არც ძველ ეკლესიებს უბრუნებენ, არც ახლის აშენების უფლებას აძლევენ, და არც იმას უკანონებენ, რაც მათია (აქ შევჩერდებით, ყველა პრობლემის ჩამოთვლას რამდენიმე სქელტომიანი ნაშრომი დასჭირდება)
ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ, ქართველი კათოლიკეები, აი იმ დიდი წინაპრების შთამომავლები ვართ, რომელთა ღვაწლი თქვენთვის კარგადაა ცნობილი. იმედია, გახსოვთ ფალიაშვილი, ზუბალაშვილები, ოცხელები, მელიქიშვილი და სხვა მრავალნი.
პაპის საჩუქარი, რომელმაც ამხელა სიხარული გამოიწვია, თქვენთვის, ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი საპატრიარქოსთვის, ვფიქრობთ მინიშნებაა. იმედს ვიტოვებთ, თქვენ მიხვდებით, რისი თქმა უნდოდა პაპს თქვენთვის!
პატივისცემით ქართველი კათოლიკე ახალგაზრდები“.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში 16 ივნისს გაემგზავრა. ის შეხვდა პაპ ფრანცისკეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დასრულდა მე-9 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი.
სამინისტროს ინფორმაციით, გრიფირების პროცესში სხვადასხვა საგანზე 54 განაცხადი იყო, თუმცა 53 განაცხადი გადავიდა რეცენზირებისა და საჩივრების განხილვის ეტაპზე, რომელთაგან მხოლოდ 34-მა სახელმძღვანელომ მიიღო გრიფი, 19 სახელმძღვანელო კი გრიფის გარეშე დარჩა.
განაცხადები არ შესულა შემდეგ საგნებში:
აფხაზური ენა და ლიტერატურა (V-IX კლასი);
რუსული/სომხური/აზერბაიჯანული, როგორც მშობლიური ენა და ლიტერატურა (I-IX კლასი);
ფიზიკური აღზრდა და სპორტი (IX კლასი).
გრიფირებული სახელმძღვანელოები არ შეირჩა შემდეგ საგნებში:
ქართული, როგორც მეორე ენა (IX კლასი).
მეორე უცხოური ენა – რუსული ენა (IX კლასი).
„აღნიშნულ საგნებში მომავალ წელს თავიდან გამოცხადდება კონკურსი, მე-10 კლასის სახელმძღვანელოებთან ერთად“, – აცხადებს სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, შემფასებელთა ჯგუფში წარმოდგენილნი იყვნენ როგორც პრაქტიკული გამოცდილების მქონე მასწავლებლები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, კურიკულუმის ექსპერტი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით.
„საგნობრივ შემფასებლებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით, ჩაუტარდათ ტრენინგები შემდეგი მიმართულებით: ადამიანის უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, დისკრიმინაცია, სტიგმა, თანასწორობა, უმცირესობების უფლებები, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, ბავშვთა უფლებები, ქალთა უფლებები და ა. შ“, – აცხადებს სამინისტრო.
ამავე წყაროს ცნობით, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში გათვალისწინებული იყო სახალხო დამცველის რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის დაცული გენდერული ბალანსი ტექსტებსა და ილუსტრაციებში, რამდენად თავისუფალია სახელმძღვანელო სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული ელემენტებისგან და ასე შემდეგ.
სკოლებს გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის შესაძლებლობა 21 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით აქვთ.
„აწი თუ დავარღვევ, რა მოხდება?“ – კითხულობს ლაშა ხიმშიაშვილი. ეს ის ბიჭია, რომელსაც 28 აპრილს პირბადის არქონის გამო დაჯარიმებას უპირებდნენ, მაგრამ ლაშა პოლიციელს გაექცა.
დღეს, 24 ივნისს, მთავრობამ თქვა, რომ იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმებს მოქალაქეები აღარ გადაიხდიან.
საუბარია დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.
ლაშა ხიმშიაშვილის თქმით, მისთვის ჯარიმის ამსახველი ქვითარი ამ დრომდე არ ჩაუბარებიათ და არც ჯარიმა გადაუხდია.
„ოჯახში ყოფილან მოსულები. მითხრეს, რომ სასამართლოში მიბარებდნენ ჯარიმის გამო და პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის. უთქვამთ, რომ თუკი სასამართლოშიც არ გამოვცხადდები, გამოუცხადებლად მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, მაგრამ მერე არაფერი მოსულა,“ – გვითხრა ლაშა ხიმშიაშვილმა.
ის ამნისტიამდეც აცხადებდა, რომ არ აპირებდა გამოწერილი ჯარიმის გადახდას.
შპს „პირველი საინვესტიციო კომპანია საქართველო“ ჩაქვის პლაჟზე, აღმაშენებლის #836-ის მიმდებარედ, 4964 კვ.მეტრ ტერიტორიას სარგებლობის უფლებით ითხოვს. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, კომპანია მოთხოვნილ პლაჟს მოაწესრიგებს და მსუბუქ კონსტრუქციებს, საპლაჟო ინვენტარს განათავსებს.
კომპანია პლაჟის ასათვისებლად მრავალწლიან ხელშეკრულებას ითხოვდა, თუმცა მერიამ გადაწყვიტა მოთხოვნილი ტერიტორია იჯარის წესით 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ვადით გაასხვისოს. სამომავლოდ კი არც იმას გამორიცხავენ, რომ მრავალწლიანი ხელშეკრულების საკითხი ისევ განიხილონ.
ნაკვეთის შპს „პირველი საინვესტიციო კომპანია საქართველოსთვის“ გადაცემის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, შესაბამისი განკარგულების პროექტი მერმა მირიან ქათამაძემ საკრებულოში დასამტკიცებლად უკვე გადააგზავნა, საკრებულო მას დღეს დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე განიხილავს.
საიჯარო ფასი 5000 ლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია ზღვის სანაპიროზე ერთი კვადრატული მეტრის 4 თვეზე მეტი პერიოდით სარგებლობისთვის 1 ლარს გადაიხდის.
შპს „პირველი საინვესტიციო კომპანია საქართველო“ 2019 წელს ჩეხურმა კომპანიამ დააფუძნა.
ტოიოტას ახალი ცენტრი ბათუმში, 2 მლნ ლარამდე ინვესტიცია და ათეულობით ადგილობრივი დასაქმებული.
23 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, ტოიოტა კავკასიის და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლობა ტოიოტა ცენტრ ბათუმს ესტუმრნენ. სტუმრებმა, კომპანიის მენეჯმენტთან ერთად შოურუმი და სერვისცენტრი დაათვალიერეს და ისაუბრეს აღნიშნული პროექტის როლზე რეგიონული ეკონომიკის განვითარებაში.
პროექტში 2 მლნ. ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და ათეულობით ადგილობრივი დასაქმდა. ცენტრი მოიცავს ადმინისტრაციულ ოფისს, შოურუმს და სერვისცენტრს.
ტოიტა ცენტრი ბათუმში
„ტოიოტა ცენტრი – ბათუმი“ „თეგეტა მოტორსის“ შვილობილ კომპანიებს შორის რიგით მეორე „ტოიოტას ავტორიზებული ცენტრია „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ შემდეგ, რომელიც 2014 წლიდან წარმოადგენს „ტოიოტა კავკასიას“ ოფიციალურ დილერს საქართველოში.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ მონობრენდულია და სრულად შექმნილია ტოიოტას სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურით და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების სრულ სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და სრულ ავტოსერვისს. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით. რომლებმაც სპეციალიზირებული ტრენინგები გაიარეს.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმი ტოიოტას ახალი კონფეფციით არის შექმნილი. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთაც ტრენინგი ტოიოტას სპეციალისტებმა ჩაუტარეს. ჩვენს ცენტრში უკვე დანერგილია ვიზიტზე წინასწარ ჩაწერის სერვისი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ თქვენთვის ასე ძვირფასი დრო. ცენტრში მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ ტოიოტას მარკის ნებისმიერ ავტომობილზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ ავტომობილი შეძენილი გყავთ სხვაგან. ჩვენი მიზანია, ჩვენი მომხმარებელს შევთავაზოთ კომფორტული და მაღალი ხარისხის მომსახურება, ისე როგორც ეს ტოიოტას ფილოსოფიას შეეფერება“ – განაცხადა თეგეტა მოტორსის მსუბუქი ავტომობილების ბიზნესის დირექტომა დავით ჭეიშვილმა.
შეგახენებთ, რომ ტოიოტას ავტორიზებული სერვის ცენტრი – „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ თეგეტა მოტორსმა 2020 წლის ბოლოს გახსნა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმებს მოქალაქეები აღარ გადაიხდიან. საუბარია დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ და სახდელისგან გათავისუფლდებიან. როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინიციატივა შეეხება 245 ათასზე მეტ მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს. საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.“ – აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პანდემიის პერიოდში არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა, 2020 წელი ძალიან რთული იყო და აღნიშნული სახდელები მათთვის დამატებითი ტვირთია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს აუცილებელია რეგულაციების დაცვა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და ეს ინიციატივა სწორედ ამით არის განპირობებული. ასე, რომ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პარლამენტს, მე მქონდა კომუნიკაცია ჩვენს გუნდთან, ჩვენს პოლიტსაბჭოსთან, უმრავლესობასთან და აღნიშნული ინიციატივა უახლოეს დღეებში იქნება მიღებული და დამტკიცებული“, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ყოფილი დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის საჩივარი. სასამართლოს განჩინების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აიკრძალა სსიპ ,,ბათუმის ბულვარის“ დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება. ირაკლი ჯინჭარაძის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] ავრცელებს.
ირაკლი ჯინჭარაძე აჭარის მთავრობის განკარგულებით 2021 წლის 11 აპრილს გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლებას წინ უსწრებდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის სხდომა, სადაც ირაკლი ჯინჭარაძე არ დაეთანხმა დაახლოებით 4500 კვ/მ ფართობის პლაჟის გრძელვადიანი იჯარით სასტუმროებისთვის გადაცემის ინიციატივას.
ირაკლი ჯინჭარაძე სარჩელით ითხოვს გათავისუფლების შესახებ მიღებული განკარგულების გაბათილებას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. თუმცა არსებობდა იმის რეალური საფრთხე, რომ დავის დასრულებამდე დირექტორის თანამდებობას სხვა პირი დაიკავებდა, რითაც ხელი შეეშლებოდა ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურში აღდგენას.
საიას განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განჩინებით უზრუნველყოფილია, რომ შრომითი დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ირაკლი ჯინჭარაძე დაუბრუნდეს თანამდებობას.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება. 22 ივნისს კი, ჯანდაცვის სამინისტრომ განაახლა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით განსაზღვრულია აბიტურიენტთა გამოცდაზე დაშვების პირობები, როცა მას 370С ან მეტი ტემპერატურა აღენიშნება.
თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები:
„რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა №100);
თუ გამოსაცდელს 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმოთ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37.50С-მდე (37.40С -ის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდუარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება;
თუ გამოსაცდელს არა აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტა ხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ:
თუ სიცხის გარდა არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში;)
იმ შემთხვევაში, თუ 370С-დან 37.40С-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელი განთავსდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე;
37.50С ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.
ტემპერატურის 37.50С -ზე მეტის შემთხვევაში:
თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდუარყოფითი შედეგით, იგი განთავსდება სამმხრივი გამჭვირვალე დამცავი ფარის/ ბარიერის მქონე სამუშაო მაგიდასთან, რომელიც დაშორებულია არანაკლებ ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან (მაგიდებს შორის დაშორება ყველა მხრიდან უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა) ამასთან, ეძლევა რეკომენდაცია, რომ შემდეგ გამოცდამდე მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.
თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდუარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.
თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდუარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელის განთავსება ხდება სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ამასთან, ეძლევა რეკომენდაცია, რომ მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით; მისი დაშვება შემდეგ გამოცდაზე მოხდეს არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე ჩატარებული PCR-ტესტირების კოვიდ-უარყოფითი შედეგის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში“.
ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული რეკომენდაციით, გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო სივრცეში ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 300С-ს.
რეკომენდაციების მიხედვით აბიტურიენტი ვალდებულია:
„საგამოცდო ცენტრში არ შეიტანოს ზედმეტი ნივთები (გარდა გელიანი კალმისა და აუცილებელი ნივთებისა). სხვა შემთხვევაში ნივთები დატოვოს ამ ნივთების შენახვისათვის განკუთვნილ ადგილას;
საგამოცდო ცენტრში ვალდებულია ეკეთოს სამედიცინო ნიღაბი;
მითითების შემთხვევაში, დაიმუშაოს ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
მაქსიმალურად დაიცვას სოციალური დისტანცია;
დაიცვას წესები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან“.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კორონავირუსი დაუდასტურდებათ, საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან. მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს ორი კვირის შემდეგ, გეოგრაფიული დაფარვის გათვალისწინებით:
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის თქმით, 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე აუცილებელი მოთხოვნაა, აპლიკანტს გამოცდის პროცესში ეკეთოს მხოლოდ სამედიცინო პირბადე:
საქართველოს მთავრობის დადგენილებით ცვლილება შევუდა „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“, სადაც მე-3 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-7 – მე-11 პუნქტები:
„7. ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირი (შემდგომში – გამოსაცდელი), რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ის ინფექცია, უფლებამოსილი არ არის, გამოცდაზე გავიდეს დიაგნოზის დადასტურებიდან 14-დღიანი ვადის გასვლამდე.
8. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ პირთა იდენტიფიცირებისას ეყრდნობა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით, გამოცდის წინა დღეს მიაწოდოს შესაბამის გამოცდაზე გამსვლელი გამოსაცდელების თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. საგამოცდო პერიოდში სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ყოველდღიურად დაცული ფორმით მიიღოს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ გამოსაცდელს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 14 დღის განმავლობაში. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და ეცნობება დაცული ფორმით მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრის შესაბამის თანამშრომელს, სადაც აბარებს გამოცდას გამოსაცდელი. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოსაცდელისათვის COVID-19-ის ინფექციის დადასტურების შესახებ მიღებული ინფორმაცია სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება.
9. გამოსაცდელი, რომელიც იმყოფება საკარანტინე სივრცეში ან, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ უნდა გადავიდეს კარანტინში, უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს გამოცდაში 72 საათით ადრე პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით ტესტირების შემდეგ. გამოცდებს შორის პერიოდში პირი უნდა დაბრუნდეს საკარანტინე სივრცეში.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გამოსაცდელი უფლებამოსილია, გამოცდაზე დაშვების მოთხოვნით მიმართოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ან საკარანტინე სივრცის ადმინისტრაციას. საკარანტინე სივრცის ადმინისტრაციას გამოსაცდელმა უნდა წარუდგინოს საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი. თუ საკარანტინე სივრცეში მყოფი გამოსაცდელი სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართავს გამოცდაზე დაშვების მოთხოვნით, სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ურთიერთშეთანხმებული, დაცული ფორმატით, მიაწოდოს გამოსაცდელის თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამოცდის თარიღი) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რომელიც ასევე შეთანხმებული, დაცული ფორმატით გასცემს შესაბამის ინფორმაციას.
11. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის წარდგენის შემთხვევაში, გამოსაცდელის ტესტირების საკითხი რეგულირდება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების შესაბამისად.“.
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატს ფეხბურთში უკვე ჰყავს თავისი აუტსაიდერი ნაკრებები – რუსეთი, თურქეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, შოტლანდია.
მერვედფინალში გადასასვლელად ცოტა დააკლდა ორ ნაკრებს – ფინეთსა და სლოვაკეთს. ჯამში ჩემპიონატს უკვე გამოეთიშა 8 ნაკრები, ხოლო ბრძოლას გააგრძელებს 16 ნაკრები.
ნაკრებები, რომლებიც მერვედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
უელსი – დანია, 26 ივნისი [ამსტერდამი]
იტალია – ავსტრია, 26 ივნისი [ლონდონი]
ნიდერლანდები – ჩეხეთი, 27 ივნისი [ბუდაპეშტი]
ბელგია – პორტუგალია, 27 ივნისი [სევილია]
ხორვატია – ესპანეთი, 28 ივნისი [კოპენჰაგენი]
საფრანგეთი – შვეიცარია, 28 ივნისი [ბუქარესტი]
ინგლისი – გერმანია, 29 ივნისი [ლონდონი]
შვედეთი – უკრაინა, 29 ივნისი [გლაზგო]
___
რაც შეეხება შემდეგ ეტაპებს – კოპენჰაგენისა და ბუქარესტის მატჩების გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან სანკტ პეტრებურგში. მატჩი 2 ივლისს გაიმართება.
სევილიასა და ლონდონში [1] გამართული მატჩების გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან მიუნხენში. მატჩი 2 ივლისს გაიმართება.
ბუდაპეშტსა და ამსტერდამში გამართული მატჩების გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან ბაქოში. მატჩი 3 ივლისს გაიმართება.
გლაზგოსა და ლონდონში [2] გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან რომში. მატჩი 3 ივლისს გაიმართება.
მეოთხედფინალის მატჩები გაიმართება 6 ივლისს, ნახევარფინალის შეხვედრა კი – 7 ივლისს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 11 ივლისს ლონდონში გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 24 ივნისის 21 საათიდან 25 ივნისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 25-30 გრადუსი
ღამით: 15-20 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 20-25 გრადუსი სითბო
ღამით: 10-15 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 26-27 ივნისს, აჭარაში საღამოს და ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებული პროგრამით წელს 14 სტუდენტი გაემგზავრება საფრანგეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად. პროგრამით მათი სწავლის საფასური [5000 ევრო] და 10 თვის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია [770 ევრო] დაფინანსდება.
კონკურსით წელს 7 სტუდენტი შეირჩა, ისინი მაგისტრატურის პირველ საფეხურზე დაიწყებენ სწავლას საფრანგეთში. გასულ წელს ამავე კონკურსში გამარჯვებული 7 სტუდენტი გააგრძელებს უკვე მაგისტრატურის მეორე საფეხურზე სწავლას. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველოდან 14 სტუდენტი გაემგზავრება საფრანგეთში ამ პროგრამით სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.
ანა გვასალია, გურამ ქერეჭაშვილი და ხატია მერაბიშვილიც ამ 14 სტუდენტს შორის არიან. სამივე მაგისტრატურის პირველ საფეხურზე დაიწყებს წელს სწავლას შემოდგომიდან.
26 წლის ანა გვასალიამ აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი დაამთავრა საქართველოში, ევროპული ქვეყნების, ევრომასტერის პროგრამით მიიღეს მაგისტრატურის პირველ საფეხურზე საფრანგეთის, მონპელიეს უნივერსიტეტში.
ამ პროგრამით მაგისტრატურის პირველ წელს ანა მონპელიეში ისწავლის, მეორე წელს კი შეეძლება პორტუგალიის, გერმანიის, ესპანეთის ან იტალიის სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა – პროგრამის პარტნიორ უნივერსიტეტებში.
მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის საფასურსა და სტიპენდიას განათლების საერთაშორისო ცენტრი და კამპუს ფრანსეზი უფინანსებს.
ერთი თვით ერთი სასწავლო მოდულის გავლა ანას ბორდოს უნივერსიტეტშიც მოუწევს.
ანა გვასალია
„სამწუხაროდ, არ მაქვს ვენახი და ოჯახური წარმოების ისტორია. მაინტერესებს, ზოგადად, სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელისა და კვების ტექნოლოგიური ნაწილი.
ამ ინტერესებმა მიმიყვანეს აგრარულ უნივერსიტეტამდე.
სხვა ქვეყნებს ჩვენ ღვინის წარმოებისას რაოდენობით კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ ხარისხითა და კონცეფციით ნამდვილად შეგვიძლია ვიყოთ კონკურენტები სხვებისთვის.
გვაქვს სამეცნიერო კვლევები იმ თვალსაზრისით, რომ უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა ვართ, გვაქვს აღდგენითი კვლევები, თუმცა ბევრი სხვადასხვა რესურსი არ გვაქვს, თუნდაც ქვევრის ტექნოლოგიის საკვლევი, რაც ძალიან აქტუალურია საერთაშორისო ბაზარზე.
მაინტერესებს მეღვინეობის სამეცნიერო მიმართულება. მაგისტრატურა იქნება შესაძლებლობა, რომ კვლევის მეთოდები შევისწავლო. ყველა მეღვინისთვის მნიშვნელოვანია გამოცდილების მიღება სხვადასხვა ქვეყანაში, თუნდაც იმიტომ, რომ ღვინის თითოეულ ქვეყანას აქვს ის ტექნოლოგიური მიმართულებები, რაც სხვა ქვეყანას შეიძლება არ ჰქონდეს.
ყურძნის, ვენახის იმ ჯიშებთან, რასთანაც საქართველოში ვერ ვიმუშავებ – ვიმუშავებ საფრანგეთში ან პორტუგალიაში“, – ამბობს ანა გვასალია.
მისი თქმით, მეღვინისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია პრაქტიკული გამოცდილება, რასაც ის ფრანგული ღვინის ქარხნებსა და ვენახებში მიიღებს. მონპელიეს უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სამაგისტრო საფეხურზე ასეთი პრაქტიკაც გათვალისწინებულია სტუდენტებისთვის.
22 წლის ხატია პარიზის საკლეის უნივერსიტეტში ჩაირიცხა ფარმაკოლოგიის მიმართულებაზე. მისი სასწავლო პროგრამა წამლების შექმნასა და ჯანმრთელობის პროდუქტების წარმოებას შეეხება. ის ქიმიასა და ბიოტექნოლოგიის სხვადასხვა მიმართულებას შეისწავლის.
ხატიამ ბაკალავრიატის საფეხური სან დიეგოს უნივერსიტეტში დაამთავრა ბიოქიმიის განხრით, ახლაც მუშაობს ვეტერინარული წამლების მწარმოებელ ერთ-ერთ კომპანიაში, რამაც პრაქტიკული საქმიანობის საშუალება მისცა.
ხატია მერაბიშვილი
„როცა ფარმაკოლოგიას სწავლობ, ან წამლების ინდუსტრიული წარმოებით უნდა დაინტერესდე, ან კვლევებით. ჩემი მიზნები უფრო კვლევებს უკავშირდება. ვფიქრობ, ბიოტექნოლოგიურ ნაშრომებზე ვიმუშავებ სამომავლოდ, ჩემი შემდგომი ნაშრომი ცოცხალი ორგანიზმების რეცეპტორულ ორგანიზმებს შეეხება.
სამაგისტრო პროგრამა მომცემს შესაძლებლობას, გამოვკვეთო ჩემი შემდგომი მუშაობის უფრო კონკრეტული მიზნები“, – ამბობს ხატია.
გურამ ქერეჭაშვილიც წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. გურამმაც გრანტი განათლების საერთაშორისო ცენტრიდან და საფრანგეთის სახელმწიფოს დახმარებით მოიპოვა. მაგისტრატურაში სწავლა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე კარგ ტექნიკურ სასწავლებელში, პარიზის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში უნდა განაგრძოს. იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და განვითარებაზე.
„მომავალი ძლიერი ან სუპერჭკვიანი ინტელექტისაა, სწორედ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ამ ეტაპზე მუშაობს ახლა მსოფლიო, როცა ერთ პროგრამას სხვადასხვა დავალების შესრულება შეეძლება, ადამიანის მსგავსად ან კიდევ უკეთესად.
პროგრამას, მაგალითად, შეუძლია დააგენერიროს ტექსტი სხვადასხვა მოვლენიდან ავტომატურად და სტატიის დამწერი შეიძლება აღარც იყოს საჭირო. როცა რაღაც მოხდება, ავტომატი შეიმუშავებს ტექსტს სხვადასხვა წყაროს შეჯერებით და მიაწოდებს მკითხველს ინფორმაციას.
აქტუალური მიმართულებაა თვითმავალი მანქანები, მათ შეუძლიათ მძღოლის გარეშე გადაადგილება. მაგრამ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ბევრი საფრთხისშემცველი გარემოც ჩნდება, ვდგებით ეთიკური პრობლემების წინაშე, ცოტა ხნის წინ ასეთი მანქანა დაეჯახა ველოსიპედისტს, შემთხვევა ფატალურად დასრულდა. გაურკვეველია, ვინ უნდა აიღოს ასეთ დროს პასუხისმგებლობა? ალგორითმის დამწერმა, მანქანის მწარმოებელმა თუ კომპანიამ, რომელიც ამუშავებს მანქანას?“ – ამბობს ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე გურამ ქერეჭაშვილი.
გურამ ქერეჭაშვილი
გურამი გვიამბობს ასევე, რომ აშშ-ში ხელოვნური ინტელექტი ეხმარებოდა სამართალდამცავებს გამოერკვიათ, ჩაიდენდა თუ არა დანაშაულს რომელიმე პატიმარი ხელახლა. ხელოვნური ინტელექტი წყვეტდა, გაეშვათ თუ არა ციხიდან, შეეწყალებინათ თუ არა მსჯავრდებული. ეს მეთოდი დიდი განხილვის საგნად იქცა, რადგან ფერადკანიანებს ხელოვნური ინტელექტი ხშირად მომავალში პოტენციურ დამნაშავეებად აღიქვამდა.
პროგრამის გადაწყვეტილებები მიკერძოებულად და დისკრიმინაციულად იქნა მიჩნეული.
„ხელოვნურ ინტელექტს ხანდახან black box-ს [შავ ყუთს] ეძახიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვიცით რის საფუძველზე იღებს ხოლმე გადაწყვეტილებას ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი, რას ეყრდნობა მისი დასკვნები. ახლა მიდის მუშაობა იმაზე, რომ ნათელი გახდეს პროგრამის მიერ გამოტანილი დასკვნების მოტივი და ახსნადი, ნათელი გახდეს მისი მუშაობის პროცესი“, – ამბობს გურამ ქერეჭაშვილი.
სამაგისტრო საფეხურზე სასწავლებლად ის სექტემბრიდან გაემგზავრება საფრანგეთში.
საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი პროგრამა 2015 წლიდან მოქმედებს.
შემუშავებულია პრიორიტეტული მიმართულებები. ამ მიმართულებებზე ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასური და ყოველთვიური სტიპენდია უფინანსდებათ. პროგრამა კამპუს ფრანსის დახმარებით ხორციელდება, რომელიც საფრანგეთის უმაღლესი განათლების, საგარეო საქმეთა და ევროპის სამინისტროს ექვემდებარება.
ახალი სახელი სტადიონს 5 წლის განმავლობაში ერქმევა.
შპს ,,აჭარის პროექტების მართვის” კომპანიის მიერ გამოცხადებული აუქციონი შედგა. გამარჯვებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევისა და რეკლამის განთავსების უფლებით ისარგებლებს, რაც წლიურად 1 მლნ 750 ათას ლარს შეადგენს.
აუქციონში გამარჯვებულს მხოლოდ სახელისა და რეკლამის განთავსების უფლებები ექნება და არ იქნება შემხებლობაში სტადიონის მართვასთან.
ბათუმის სტადიონის სახელის ფორმულირება მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკას უნდა შეესაბამებოდეს და უნდა მოიცავდეს სიტყვა ,,არენას“. საბოლოო დამტკიცებისთვის სახელი სტადიონის მესაკუთრეს უნდა წარუდგინოს.
2021 წლის 1-ლი ივლისიდან ქვეყნის მასშტაბით [თბილისის გარდა], „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად დენის მომწოდებელი იქნება ახალი სააქციო საზოგადოება „ეპ ჯორჯია მიწოდება“, რომელიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შვილობილი კომპანიაა.
ვინ წაიკითხავს მრიცხველის ჩვენებებს ივნისის ბოლოს? შეიცვლება თუ არა დენის საფასურის გადახდის მექანიზმი მომხმარებლებისთვის? რა ფორმით უნდა გაფორმდეს ახალ კომპანიასთან ხელშეკრულებები? – ამ და სხვა კითხვებით „ბათუმელები“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაუკავშირდა.
ვინ წაიკითხავს მრიცხველის ჩვენებებს
„მოხმარებული ელექტროენერგიის შესახებ ჩვენების აღებას – მრიცხველის წაკითხვას ყოველთვის უზრუნველყოფს ქსელის ოპერატორი, გამანაწილებელი კომპანია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“. უბრალოდ აგვისტოში, უკვე ივლისის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარს აბონენტები მიიღებენ სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“-სგან“ – მოგვწერეს „ენერგო-პროდან“.
ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, „მომხმარებელს ექნება საშუალება და არა ვალდებულება თავადაც წაიკითხოს ჩვენება და მიაწოდოს ორივე კომპანიას. თუმცა, საუბარია მხოლოდ ივნისის ჩვენებაზე.
შეიცვლება თუ არა გადახდის მექანიზმი და ანგარიშის ნომრები
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, „ანგარიშის ნომრები შეიცვლება აგვისტოში, ივლისის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდისას. ამის შესახებ ინფორმაცია ასახული იქნება ქვითრებში. სწრაფი გადახდის აპარატებში კი, ავტომატურად შეცვლილი იქნება ანგარიშის ნომრები.“
ბათუმში დენის გადასახადზე მიბმულია სანდასუფთავების გადასახადიც და აქ იცვლება თუ არა რამე მომხმარებლისთვის? – კომპანიის განცხადებით, ის მხოლოდ ბილინგს აწარმოებს და აქაც „არაფერი შეიცვლება მომხმარებლისთვის. ვთქვათ, დასუფთავების გადაუხდელობის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება არც აქამდე ეზღუდებოდა და არც ახლა შეეზღუდება“.
როგორ გაფორმდება ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან
ყველა აბონენტმა ინდივიდუალურად უნდა გააფორმოს თუ არა ხელშეკრულება ახალ კომპანია „ეპ ჯორჯია მოწოდებასთან“? რა პერიოდში და დასჭირდებათ თუ არა აბონენტებს მისვლა კომპანიის ოფისში? როდის გვეცოდინება ახალი კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია?
„საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება. სემეკთან შეთანხმებით, შემუშავდა სტანდარტული ხელშეკრულება, რომელიც აიტვირთება ჩვენს საიტზე, შესაბამისად, ხელშეკრულება მიმწოდებელსა და საყოფაცხოვრებო აბონენტს შორის ავტომატუტად დადებულად ჩაითვლება. იმუშავებს ორი ცხელი ხაზი, „ენერგო-პრო ჯორჯიასი“ – 0322471707, რომელიც ახლაც ფუნქციონირებს, ხოლო „ეპ ჯორჯია მოწოდების“ ცხელი ხაზის ნომერი მოგვიანებით გამოცხადდება. აბონენტს ორივეგან დარეკვა შეეძლება, სადაც გადაამისამართებენ შესაბამის ოპერატორთან. ჩვენი და ახალი კომპანიის ოფისი ჯერჯერობით იქნება იგივე [ანუ „ენერგო-პროს“ ოფისი]“ – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.
სემეკის განმარტებით:
ელექტროენერგეტიკის სექტორში ე.წ. გარდამავალი პერიოდისთვის არის ცვლილებები, რომლებიც უნდა იცოდნენ ელექტროენერგიის მომხმარებლებმა:
ქ. თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებლებმა მიიღეს სმს შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც 30 ივნისის მდგომარეობით მოხმარებული ელექტროენერგიის ჩვენება მრიცხველზე სს “თელასს” უნდა მიაწოდონ სმს-ში მითითებული ბმულის საშუალებით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფენ 30 ივნისს სმს-ში მითითებულ ბმულზე მრიცხველის ჩვენების გაგზავნას კომპანიისთვის, ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაერიცხებათ მათ მიერ საშუალოდ, დღიურად მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად.
[პირველი ივლისიდან თბილისის შემთხვევაში, „თელასის“ ნაცვლად, ახალი მიმწოდებელი კომპანია იქნება მისივე შვილობილი შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო)].
თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ან მცირე საწარმოს წარდგენილი აქვთ დეპოზიტი სს „თელასისათვის“ ან „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“, უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ თანხის უკან დაბრუნება საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან მიმწოდებლისთვის [თელმიკო, ეპ ჯორჯია მოწოდება] გადაცემა მათ [მომხმარებელი, მცირე საწარმო] ახალ სააბონენტო ბარათზე განსათავსებლად.
თუ მომხმარებლებს ან მცირე საწარმოს პირად ბარათზე აქვთ დადებითი ბალანსი, ისინი უფლებამოსილნი არიან, მოითხოვონ მისი მიმწოდებლისათვის [თელმიკო, ეპ ჯორჯია მიწოდება] გადაცემა ან საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა.
„თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მომხმარებლის ინფორმირება დადებითი ბალანსის/დეპოზიტის არსებობის შესახებ მისი დაბრუნების ან მიმწოდებლისათვის [თელმიკო, ეპ ჯორჯია მიწოდება] გადაცემის უფლების მითითებით.
თუ მომხმარებლები წერილობით გამოხატავენ დეპოზიტის ან დადებითი ბალანსის მიმწოდებლისათვის გადაცემის ნებას, „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ უზრუნველყოფენ ბალანსის გადაცემას;
თუ მომხმარებლები მოითხოვენ თანხის დაბრუნებას – „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ უზრუნველყოფენ დეპოზიტზე განთავსებული თანხის მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვას.
„თელასთან“ და „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ არსებული განწილვადების ხელშეკრულების შემთხვევაში ვალდებულებები უცვლელად აისახება ქვითარში, რომელსაც მომხმარებელი მიიღებს შემდგომ პერიოდში „თელმიკოს“ ან „ეპ ჯორჯია მიწოდებისგან“. გადანაწილებულ თანხას მომხმარებელი იმავე პრინციპითა და ოდენობით გადაიხდის.
ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმების მიუხედავად, როგორც სემეკში აცხადებენ, მომხმარებლებისთვის დენის ტარიფი არ შეიცვლება.
ბათუმის ბულვარში შპს „ამბასადორი ბათუმის“ მიმდინარე მშენებლობის შეჩერებაზე მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა. ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის შეჩერებას „ბათომი“ ითხოვდა. მის ინტერესებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.
„ბათომმა“ ძველ ბულვარში 16-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა გაასაჩივრა და მშენებლობის შეჩერებას დავის დასრულებამდე ითხოვდა.
თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილის განჩინება.
სასამართლო დავების პარალელურად მშენებლობა ბულვარში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ამ დროისთვის კომპანიას უკვე მე-14 სართულს აშენებს.
„ბათომი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიიჩნევენ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა და შეუქცევად ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს – ბათუმის ბულვარს.
შპს „ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა 2018 წელს მოიპოვა. ეს ნებართვა მაშინ 4-სართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა.
2019 წლის დასაწყისში კომპანიამ თავისი ტერიტორიის ბულვარის საზღვრებიდან ამოღება სცადა, რაზეც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ უარი უთხრა.
2019 წლიდან „ამბასადორი“ ორჯერ დაჯარიმდა პროექტის დარღვევით მშენებლობისთვის, კერძოდ, მაღლივი შენობისთვის განკუთვნილი ხიმინჯოვანი საძირკვლების მოწყობისთვის, რაც იმთავითვე აჩვენებდა კომპანიის განზრახვას შენობის საძირკველი, სათანადო ნებართვის არქონის მიუხედავად მაღლივი შენობისთვის მოემზადებინა. იმის შესახებ, რომ კომპანიას სხვა გაზრახვა ჰქონდა, მუდმივად ვრცელდებოდა მოსაზრებები, თუმცა ამ საკითხზე კომპანიაში კითხვებს არ პასუხობდნენ.
2019 წლის ბოლოს, „ამბასადორი ბათუმმა“ სანებართვო პირობებში ცვლილების შეტანა და ოთხსართულიანი კონსტრუქციის 15 სართულამდე გაზრდა მოითხოვა. სააგენტომ ძეგლის ინტერესების გათვალისწინებით კომპანიას პროექტის შეცვლაზე უარი უთხრა, თუმცა, სააგენტომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა 2021 წლის 21 იანვარს და „ამბასადორს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე 19-სართულიანი [აქედან, 3 სართული განლაგდება მიწის ქვემოთ] სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის უფლება მისცა არსებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის გზით.
„ამბასადორის“ განცხადება სააგენტომ განიხილა, როგორც არსებულ საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა, მაშინ როდესაც პროექტი არსებითად შეიცვალა და ის ახალ ნებართვას საჭიროებდა.
საქართველო განათლების მდგრადი განვითარების მაჩვენებლით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ტოპათეულშია, ხოლო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობით უსწრებს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და ასე შემდეგ – ამის შესახებ ინფორმაციას პროსახელისუფლებო მედია ავრცელებს. განათლების კოალიციის პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერი, განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია უკიდურესად შეურაცხმყოფელია, რადგან შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება.
ბატონო რევაზ, განათლების სამინისტრო საუბრობს, რომ წამყვანი ქვეყნების ტოპათეულში ვართ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებით. რა კვლევაზეა საუბარი თუ იცით და რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?
მდგრადი განვითარების მიზნები ეს არის გლობალური მიზნები, რომლებსაც ძალიან ბევრი ქვეყანა ისახავს მიზნად. ყველა ქვეყანა ამოდის მისი კონკრეტული საჭიროებიდან და შემდეგ აქედან აკეთებენ ეროვნულ მიზნებს, რისი მიღწევაც სურთ გარკვეული დროის შემდეგ.
მაგალითად, განათლების სამინისტრო ამ მიზნებში წერს, რომ წერა-კითხვა და არითმეტიკა იციან ბავშვებმა. აქ მინიმუმ იმაზე მაინც უნდა ყოფილიყო საუბარი, რომ წაკითხულის გააზრება შეუძლიათ ბავშვებს, ან საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებებში აქვთ მიღწევები.
შესაძლოა, რომელიმე განუვითარებელი ქვეყნისთვის ეს იყოს მდგრადი მიზანი, რომ წერა-კითხვა და არითმეტიკა იცოდნენ ბავშვებმა, მაგრამ საქართველოსთვის ეს საკითხი ვერ იქნება აქტუალური.
სამინისტროს მდგრადი განვითარების მიზნებში ასევე წერია, რომ „არსებული მდგომარეობა უკეთესია“, – რაც ალოგიკურია. გამოდის, ჩვენ იმაზე დავსახეთ მიზანი, რისი შედეგიც უკვე გვაქვს? იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მიზნებს აფასებენ, თავშიც კი არ მოუვათ აზრად, რომ შენ ატყუებ ან თავს იტყუება, რადგან მდგრადი განვითარების მიზნების დასახვა რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება. ამას არავინ გახვევს თავს, ქვეყნები თვითონ ასახელებენ საკუთარ მიზნებს საკუთარი საჭიროებებიდან.
განათლების სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გვითხრა, რომ აქვთ შიდა შეფასებები, რომლებითაც განსაზღვრავენ განვითარებას…
რას ნიშნავს შიდა შეფასებები. ან ეს დახურულობა და კრიტიკის მიუღებლობა, ინფორმაციის დამალვა რას ნიშნავს. რამე სადაზვერვო დაწესებულებაა განათლების სამინისტრო, თუ რა საქმიანობას ეწევიან. რას ნიშნავს შიდა მოხმარების დოკუმენტები და შიდა შეფასებები, რატომ არ არის საჯარო, ჩვენ ხომ ვუხდით ფულს მათ, რატომ არ გვაბარებენ ანგარიშს, თუ რა შედეგებზე გადიან. ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ რეალური მიზნები დავისახოთ და მივაღწიოთ.
ან როგორ ვამბობთ, რომ კარგი შედეგები გვაქვს? საერთაშორისო კვლევებს რომ თავი დავანებოთ, შეხედონ ეროვნულ შეფასებას, გაიხედონ აქეთ-იქეთ, ამ პლანეტაზე ხომ ცხოვრობენ ეს ადამიანები? სწორედ ამიტომ ვართ ასეთ მდგომარეობაში, რომ ხელისუფლებას პრობლემებზე ლაპარაკი არ უნდა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ გაკვეთილი ნორმალურად არ ტარდება, სასწავლო პროცესი მოშლილია, ბავშვებს ელემენტარული ცოდნა არ აქვთ და ამ დროს გვეუბნებიან, რომ მდგრად მიზნებში წარმატებული ვართ. უთავმოყვარეობაა სხვა თუ არაფერი.
განათლების სამინისტრო ამბობს, რომ წარმატებული რეფორმები აქვს ზოგადი განათლების, პროფესიული და უმაღლესი განათლების დონეზე. თქვენ ასე არ ფიქრობთ?
რა რეფორმებზე ლაპარაკობს სამინისტრო, „ახალი სკოლის მოდელზეა“ საუბარი? რომლის არანაირი შედეგი არ ვიცით. ჯერ ერთი, ეს მოდელი არ ვრცელდება ყველა სკოლაზე, მხოლოდ სკოლების ნაწილშია შესული და აქაც მხოლოდ მასწავლებლების ნაწილია ჩართული. აქედანაც, ნაწილი აკეთებს რაღაცას და არც ის ვიცით, რა ხარისხით.
არც პილოტირების შეფასებები გაუკეთებიათ, არც მიმდინარე პროცესის შეფასება აქვთ. არც ის ვიცით, ექსპერტებს რა ნიშნით არჩევენ, როცა არავის არ ჰქონია მანამდე ამ მოდელის გამოცდილება. როგორ ჩამოაყალიბეს ექსპერტთა ჯგუფები, როცა ამ ექსპერტებს პრაქტიკულ დონეზე ეს არ განუხორციელებიათ, რა კონსულტაციას უწევენ მასწავლებლებს? და ამ რეფორმაზეა ლაპარაკი, რომ წარმატებულია?
სად არის მასწავლებლების როტაციის პროგრამა? რატომ გაჩერდა, იქნებ ახლაც სურთ პენსიონერ მასწავლებლებს ჯილდოს სანაცვლოდ სისტემიდან გასვლა და ვინც გამოცდა ჩააბარა, ის უფრო არ იმსახურებს ჯილდოს?
რატომ გააჩერეს დეცენტრალიზაციის პროგრამა, რატომ არ აქვთ სერვისები გატანილი და რატომ არის „მასწავლებლის სახლი“ მონოპოლისტი?
რატომ არის, რომ ერთკრედიტიანი მასწავლებლები, რომლებმაც საკუთარი საგანი და პედაგოგიური უნარები მინიმალური ზღვარით იციან, ყველაზე დაწინაურებული მასწავლებლები გახდნენ? მათ შორის მენტორებში რატომ გვყავს ასეთი ადამიანები, ვისაც ერთი კრედიტი აქვს აღებული?
ბევრი მასწავლებელი ამბობს, რომ სადოქტოროს იცავს და ამის გამო ენიჭება სტატუსები.
გინდ სადოქტორო დაიცვან და გინდ სხვა რამ. როგორ შეიძლება საკუთარ საგანში და პროფესიაში გამოცდას ვერ აბარებდე და წამყვანი გახდე. მაშინ ის დისერტაციაც გადასახედია, თუ აქვს დაწერილი.
თქვენი აზრით, რა მიზნები უნდა დაესახა საქართველოს, რას გვინდა მივაღწიოთ 2030 წლისთვის განათლებაში?
რაშიც გვაქვს პრობლემა, იმაზე უნდა გაკეთებულიყო აქცენტი. თუნდაც ის, რომ ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში გვქონდეს მიღწევები, რომ გვაქვს ამბიცია იმაზე, რომ მაღალი კოგნიტური უნარების განვითარება შეგვიძლია, რომ ბავშვებს წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეუძლიათ, რომ უცხო ენები კარგად იცოდნენ, კარგად ფლობდნენ ტექნოლოგიებს, რომ მაღალი კომპეტენციები გვქონდეს ამ სფეროებში და არა ის, რაზეც სამინისტრო საუბრობს: წერა-კითხვა გვცოდნია და 100-ის ფარგლებში მიმატება-გამოკლება. ეს არ არის ჩვენი მიზანი.
მაგალითად, სამინისტრო ამ მიზნებში წერს, რომ ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს საუნივერსიტეტო განათლება ან რაიმე პროფესიული გადამზადება. საქართველოში კი მასწავლებლების 100 პროცენტს აქვს უმაღლესი განათლებაო. რა არის ეს? ანუ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ყველა მასწავლებელს დიპლომი აქვს? ოდესღაც რომ ვიღაცას პუშკინის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, ჩვენ ეს რას გვაძლევს. ან ტრენინგი თუ აქვს გავლილი, ეს რას გვეუბნება. შედეგი ხომ მაინც არ გვაქვს.
ფურცლებზეა ყველაფერი მხოლოდ, ამიტომ ვემსგავსებით ბრეჟნევის პერიოდს, როცა გეგმის შესასრულებლად წყალს ვურევდით ღვინოში.
ახლაც გავაზავეთ ეს ყველაფერი სისულელეებით, დავსახეთ ისეთი მიზნები, რომლებიც, ფაქტობრივად, შესრულებული გვაქვს და ასი ლიტრის ნაცვლად მივიღეთ 1000 ლიტრი ღვინო. მაგრამ რომ დავლიეთ, ხომ მივხვდით, რომ მთხლე იყო შიგნით.
გამოდის, განათლების სამინისტროს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, როცა ავრცელებს ინფორმაციას, რომ წარმატებულია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში?
ის, რაზეც სამინისტრო საუბრობს, რომ წარმატებული პოზიცია გვაქვს მდგრად განვითარებაში, აბსოლუტურად დამახინჯებული ინფორმაციაა, რომელსაც თვითონ უნდა ებრძოდეს განათლების სამინისტრო, უნდა ასწავლიდეს მედიაწიგნიერებაში ყალბი ინფორმაციის ამოცნობას ადამიანებს და ახლა თვითონ არის ასეთი ინფორმაციის გამავრცელებელი.
განათლების მინისტრმა, რომელიც გამოვიდა ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე, ერთი პრობლემა არ დაასახელა, ისე ილაპარაკა. მიღწევები და წარმატებები გვაქვსო, მარტო ამას იძახდა.
ბოლონიის პროცესი რომ დაიწყო, ერთიანი საუნივერსიტეტო სივრცის შექმნა, საქართველო პირველი იყო ყველა მონაცემებით, მაგრამ უმაღლესი განათლების სისტემით პირველი ვართ? კემბრიჯში ვერც კი წარმოიდგენენ, რომ ჩვენ რაღაც მონაცემების მანიპულირებით ვცდილობთ მიზნების დამახინჯებას, რომ კარგად წარმოვაჩინოთ თავი. ეს მიზნები იმისთვის არის, რომ ქვეყნები განვითარდეს. მაგრამ ჩვენ მთავრობას, სამწუხაროდ, ქვეყნის განვითარება არ აინტერესებს, მხოლოდ მოჩვენებითი თავის მოწონება, რომ თავისი უმაქნისობა გაამართლოს. ეს არის დანაშაული ქვეყნის და მომავალი თაობის წინაშე, რადგან ჩვენი შვილების გაჭირვება და სიღარიბე ასეთი დამოკიდებულების ბრალია.
„ხშირ შემთხვევაში მოსწავლეები სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებით ინფორმაციას ინტერნეტიდან იღებენ. ეს კი, რა თქმა უნდა, არაჯანსაღია… შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით მასწავლებლების დატრენინგება და არაჯანსაღი შეხედულებების ცვლილება“, – ამბობს მარიკა ფუტკარაძე, რომელიც „ახალგაზრდების განვითარების ქსელის“ დამფუძნებელია.
მარიკა ფუტკარაძემ ნაადრევ ქორწინებაზე, მის უარყოფით შედეგებსა და სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე მახინჯაურის საჯარო სკოლაში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა, რომელსაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც ესწრებოდნენ.
დისკუსია მახინჯაურის საჯარო სკოლაში
დისკუსიის თემა მახინჯაურის საჯარო სკოლის პედაგოგების, ეთერ კაკალაძისა და ლალი ჯაფარიძის იდეებს აერთიანებდა. ის ნაადრევ ქორწინებას, მის უარყოფით შედეგებს და ამასთან, სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა.
შეხვედრაზე დასწრების სურვილი პედაგოგებმაც გამოთქვეს. დისკუსიის პროცესში მოსწავლეებთან ერთად ისინიც აქტიურობდნენ.
დისკუსია მახინჯაურის საჯარო სკოლაში
შეხვედრაზე ისაუბრა და მოხსენება მოამზადა მოწვეულმა სტუმარმა – მარიკა ფუტკარაძემ, რომელიც „ახალგაზრდების განვითარების ქსელის“ დამფუძნებელი და სექსუალური და რეპროდუქციული განათლებისა და უფლებების მიმართულების ტრენერია.
დისკუსია მახინჯაურის საჯარო სკოლაში
მარიკა ფუტკარაძე: „შეხვედრის საწყის ეტაპზე ავხსენი კონკრეტული დეტალები ნაადრევი ქორწინების და სქესობრივი აღზრდის შესახებ. თავიდანვე გამოიკვეთა კონკრეტული მასწავლებლების სკეპტიკური და ფაქტობრივად, არაჯანსაღი დამოკიდებულება თემის ირგვლივ. შეხვედრის პროცესში გამოჩნდა, თუ რამდენად დიდი ინტერესი არსებობს მოსწავლეებში კონკრეტული თემების ირგვლივ. გამოჩნდა ისიც, თუ რამდენად ნაკლები ინფორმაცია აქვთ მოსწავლეებს „ნაადრევი ქორწინების და სქესობრივი აღზრდის“ შესახებ. სამწუხაროდ, უმეტესად აზრის გამოთქმასაც მოერიდნენ, მაგრამ იყო რამდენიმე მოსწავლე, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს თავიანთი აზრი“.
დისკუსია მახინჯაურის საჯარო სკოლაში
ამავე სკოლის პედაგოგი და შეხვედრის იდეის ერთ-ერთი ავტორი, ეთერ კაკალაძე ამბობს, რომ ის დიდი ხანია მუშაობს ამ კუთხით სასკოლო სახელმძღვანელოს მომზადებაზე: „ჩემი სახელმძღვანელო „სასკოლო საოჯახო ეთიკა და ფსიქოლოგია“ განკუთვნილია მე-8-9-10 კლასებისთვის. ერთ-ერთი თავი არის ნაადრევი ქორწინება და სქესობრივი აღზრდა. ჩემი მიზანია, მივაჩვიო მოზარდები ფიქრს, სწორი არჩევანის გაკეთებას. აქ წამოწეულია ურთიერთობები ადამიანებთან, ოჯახში და საზოგადოებასთან. ჩემი აზრით, ეს საგანი მოსწავლეებს უნდა ასწავლოს დამრიგებელმა, შესაბამისი დატრენინგების შემდეგ.“
შეხვედრაზე მოსწავლეებთან ერთად კითხვებს პედაგოგებიც აქტიურად სვამდნენ, მოჰყავდათ ნაადრევი ქორწინების მაგალითები და ჰყვებოდნენ უარყოფითი შედეგების შესახებ.
განხილულ საკითხებს შორის იყო: ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული მოსაზრებები, გავრცელებული სტერეოტიპები, გოგონებისა და ბიჭების ქცევის მიმართ საზოგადოებაში არსებული განსხვავებული მოლოდინები, საზოგადოების წნეხის გავლენა ნაადრევი ქორწინების შემთხვევებზე.
„მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მსგავს თემებზე აუცილებლად უნდა იყოს ხშირი ტრენინგები, რადგან ხშირ შემთხვევაში მოსწავლეები სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებით ინფორმაციას ინტერნეტიდან იღებენ. ეს კი, რა თქმა უნდა, არაჯანსაღია. საბოლოო ჯამში, შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს უკვე ჰქონდათ ბაზისური ცოდნა კონკრეტული თემის ირგვლივ. დავრწმუნდი, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით მასწავლებლების დატრენინგება და არაჯანსაღი შეხედულებების ცვლილება“, – ამბობს მარიკა ფუტკარაძე.
მახინჯაურის საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 10 სკოლიდან აჭარაში, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ კონკურსის წესით შეარჩია.
მახინჯაურის საჯარო სკოლაში შეხვედრა დაიგეგმა და განხორციელდა პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ მსგავსი შეხვედრების ჩატარება მიზნად ისახავს რეალურ დროში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული პრობლემების ანალიზს, მათი გადაწყვეტის შესახებ დისკუსიის წამოჭრის შესაძლებლობას და მოსწავლეთა და მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებას.
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არისაუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდესდონორიორგანიზაციისშეხედულებებს.
„საეთერო ბადიდან სერიალების და მხატვრული ფილმების ამოღებამ გამოიწვია რეიტინგის კლება. ეს წინასწარ ვიცოდით და ვეუბნებოდით კიდეც, რომ ასე იქნებოდა, რადგან ვიცით, სატელევიზიო მედიის ყველაზე ლოიალური სეგმენტი პენსიონერი ქალბატონები არიან,“ – უთხრა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს „ტრი მედია ინტელიჯენსის“ ანალიტიკოსმა, თამარ მოცრიძემ. ეს კომპანია ტელევიზიების რეიტინგებს ითვლის. თამარ მოცრიძემ დღეს, 23 ივნისს, როგორც სპეციალისტმა, ისე მისცა ჩვენება სასამართლოს „ნათია კაპანაძის საქმეზე“.
სპეციალიტის ჩვენებით, მკაფიოდ გამოჩნდა: ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში აჭარის ტელევიზიის რეიტინგის კლება მხატვრული ფილმებისა და სერიალების ამოღებას გამოუწვევია – ამ პერიოდში სერიალები და მხატვრული ფილმები საავტორო გადაცემებით ჩაანაცვლეს. რეიტინგის კლება კი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც ნათია კაპანაძეს 2019 წელს იმპიჩმენტი მოუწყვეს.
ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ აჭარის ტელევიზია რეიტინგებს აღარ ითვლის – კომპანიას, რომელიც ამ მაჩვენებლებს ზომავს, ტელევიზიასთან ხელშეკრულება აღარ აქვს.
„არის ისე ცნობილი, როგორია დღეს ეს რეიტინგი?“ – დაინტერესდა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე.
„ზუსტ ციფრებს ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ 2016 წელს ჰქონდა აჭარის ტელევიზიას კარგი პოზიცია, 2017 წლიდან დაიწყო კლება და ეს დღემდე გრძელდება,“ – აღნიშნა ანალიტიკოსმა თამარ მოცრიძემ. მან თქვა, რომ აჭარის ტელევიზიასთან აღარ თანამშრომლობს, მისთვის ამ არხის რეიტინგის ძირითადი ტენდენციის შესახებ ცნობილია.
თამარ მოცრიძე ჩვენების მიცემის დროს, ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე ასევე იკითხა, როგორ ზომავენ რეიტინგს და საიდან დგინდება, ვინ რას უყურებს:
„ადრე, მაგალითად, ერთი ტელევიზია იყო სულ და ყველა იმას ვუყურებდით. ეს არაა მხედველობაში მისაღები, თუკი ტელევიზიის რეიტინგი შემცირდა?“ – იკითხა ჯუმბერ ბეჟანიძემ. მას სპეციალისტმა განუმარტა, რომ საქართველოს 6 დიდ ქალაქში საზომი ე.წ. „ფიფლმეტრებია“ მოწყობილი და ამით ითვლიან მაჩვენებლებს ყოველდღიურ რეჟიმში.
„ალბათ ინტერნეტთან კონკურენციის გამო ხო,“ – ჩაურთო მოსამართლემ.
თამარ მოცრიძემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ნათია კაპანაძემ და მისმა გუნდმა წინასწარ, 2017 წელსაც იცოდა, რეიტინგი რომ შემცირდებოდა.
„მაყურებელი ასე ცვალებადი არ არის. მას თუ ურჩევნია სერიალი და შენ გამორთავ სერიალს, ის სერიალს მოძებნის სხვა არხზე,“ – განმარტა სპეციალისტმა.
უკან არ დაიხია გიგა ჩხარტიშვილი. ის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო და ახლა უკვე თავმჯდომარეა:
„მენეჯერს კომერციული ტელევიზიები ქირაობენ იმისთვის, რომ თავისი წილი გაზარდონ ბაზარზე. როცა ასე მცირდება რეიტინგი, ეს ნიშნავს, რომ შენ რაღაც არასწორად გააკეთე,“ – თქვა გიგა ჩხარტიშვილმა. ის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატორი იყო და ამის ერთ-ერთ არგუმენტად რეიტინგის ვარდნა მოჰყავდა.
ბორდის პრეტენზია შეეხებოდა იმასაც, რომ როცა ერთი კომპანია რეიტინგს ითვლიდა, ნათია კაპანაძემ რეიტინგის დადგენა ბაზარზე არსებულ კიდევ ერთ კომპანიას დაუკვეთა.
„ეს დარღვევაა, რადგან იდენტურ საქმიანობაში, რასაც ტენდერში გამოვლენილი კომპანია ახორციელებდა, გაფორმდა ერთ პირთან მოლაპარაკება,“ – აღნიშნა აჭარის ტელევიზიის იურისტმა.
„აუდიტს არ უთქვამს, რომ ეს არასწორი იყო,“ – მოპასუხე მხარეს გახედა ნათია კაპანაძემ, აჭარის ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა და განმარტა, რომ მეორე კომპანია სხვა მიზნებით კონკრეტულად კი, წლიური, კრებსითი რეიტინგების დასადგენად, ერთჯერადად, წლის ბოლოს დაიქირავა ტელევიზიის მენეჯმენტმა. ეს სპეციალისტის სახით დაბარალებულმა პირმაც დაადასტურა – თამარ მოცრიძის თქმით, მისი კომპანია ვერ შეადარებდა აჭარის ტელევიზიის სარეიტინგო მაჩვენებლებს, მაგალითად, 2015 წელთან, რადგან ამ დროს მისი კომპანია არ არსებობდა. საქართველოში კი, სულ ორი კომპანიაა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ.
სპეციალისტის ჩვენებით გამოჩნდა ისიც, რომ უცნობია, რამდენად დაიწყო აჭარის ტელევიზიის მაყურებელმა აქტიურად ამ ტელევიზიის ინტერნეტპლატფორმის გამოყენება.
„შესაძელებელია, ეს მაყურებელი აჭარის ტელევიზიის ინტერნეტგვერდის მომხმარებელი გახდა?“ – იკითხა საია-ს იურისტმა პაატა დიასამიძემ, ის ნათია კაპანაძის ინტერესებს იცავს.
„შესაძლებელია, ჩვენ ამას ვერ ვითვლით,“ – თქვა სპეციალისტის სტატუსით სასამართლოში დაბარებულმა თამარ მოცრიძემ.
„რეიტინგზე არ არის საერთოდ დამოკიდებული საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. რეიტინგის საკითხს მე იმპიჩმენტის დროს არ ვეთანხმებოდი,“ – უთხრა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატა იმედაშვილმა. მან მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს.
ნატა იმედაშვილმა თქვა, რომ მან ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს სხვა მიზეზების გამო დაუჭირა მხარი და ეს უკავშირდებოდა პრიორიტეტების შეუსრულებლობას, ასევე კომუნიკაციის სირთულეს და „სამართლიან სახელფასო კალათს“.
„თქვენ ახლა ისე ისაუბრეთ, რომ მე დამარწმუნეთ, რომ რეიტინგი არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანი. გააჟღერეთ ეს იდეები 19 აპრილის სხდომაზე, როცა ნათია კაპანაძე გადააყენეთ? იქნებ დაგერწმუნებიათ ბორდის სხვა წევრები?“ – მიმართა ნატა იმედაშვილს საია-ს იურისტმა ილონა დიასამიძემ მას შემდეგ, როცა ნატა იმედაშვილმა ისაუბრა, რატომ შეიძლება არ იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მაღალი რეიტინგი ამოცანა.
„არ გამიჟღერებია, ეს აღარ იყო მნიშვნელოვანი, პროგრამული პრიორიტეტები არ სრულდებოდა“, – თქვა ნატა იმედაშვილმა.
„თქვენ ადრეც იყავით მრჩეველთა საბჭოში, ვიდრე ნათია კაპანაძე დირექტორი გახდებოდა. ადრე იდეალურად სრულდებოდა ეს პრიორტეტები და კაპანაძის დროს აღარ სრულდებოდა?“ – მოწმეს მიმართა იურისტმა პაატა დიასამიძემ.
„იცით, პრიორიტეტი შესაძლოა ვერ შესრულდეს, მაგრამ უნდა არსებობდეს ამის დასაბუთება, რატომ ვერ სრულდება, თუკი თანხა არ არის საკმარისი, ან ადამიანური რესურსი არასაკმარისია,“ – აღნიშნა ნატა იმედაშვილმა.
ნატა იმედაშვილმა მოსამართლესთან ის თქვა, რასაც აქამდე ამბობდა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის არგუმენტად: „არ შესრულდა განათლების და საბავშვო გადაცემების მიმართულებებით პროგრამული პრიორიტეტი.“
„ეს იყო სამუშაო პროცესი, პრიორიტეტები სრულდებოდა ეტაპობრივად, შემოქმედებითი პროცესია, ერთდროულად ყველაფრის ამოქმედების რესურსი არ არის,“ – უთხრა მოსამართლეს ნათია კაპანაძემ.
ნატა იმედაშვილმა კი მოსამართლეს აუხსნა, რომ ნათია კაპანაძეს ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ მისი არჩევის დროს გაცემული დაპირებები შეესრულებინა.
„ისე გამოვიდა, რომ სიტყვის თავისუფლების მედროშეს გამოვართვი დროშა. ვიცოდი, რომ ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ჩემთვის ზიანის მომტანი იქნებოდა…“ – უთხრა მოსამართლეს ნატა იმედაშვილმა. თუმცა ვერ განმარტა, რა საზოგადოებრივი სიკეთის გადარჩენა შეძლო ნათია კაპანაძის იმპიჩმენტისთვის მხარის დაჭერით, ან რა გამორკვეულ საფუძვლებს დაეყრდნო, როცა მის გადადგომას დაუჭირა მხარი.
„ეს უკვე საქმეს არ ეხება…“, – შეაჩერა მოწმე მოსამართლემ, როცა ნატა იმედაშვილმა საუბარი დაიწყო, პრაქტიკულად როგორ უჭერდა მხარს სიტყვის თავისუფლებას.
„ყველაზე რთული დღე ეს არაა ჩემთვის, ბატონო მოსამართლევ, არც ის დღე იყო ყველაზე რთული, როცა იმპიჩმენტი მომიწყეს,“ – მიმართა მოსამართლეს ნათია კაპანაძემ. მისი თქმით, მან ამ პროცესის სირთულე მაშინ გააცნობიერა, როცა 2016 წელს აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო.
„ისიც მესმოდა, რომ აქ, სასამართლოში, მომიწევდა მოსვლა…“ – განაგრძო ნათია კაპანაძემ. – „მე ყოველთვის ვეყრდნობოდი მხოლოდ კანონს მაუწყებლობის შესახებ. დღესაც ვაგრძელებ მედიის და სიტყვის თავისუფლების დაცვას… ჩემთვის ახლა ისაა მნიშვნელოვანი, რომ ეს დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური გადაწყვეტილება ბათილად იქნას ცნობილი. მრჩეველთა საბჭოს არ აქვს უფლებამოსილება, ასე დაუსაბუთებლად დასდოს ბრალი დირექტორს და მერე კიდევ პროკურატურას მიმართოს სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად… ნათია კაპანაძის საქმე ახლაც პროკურატურის თაროზეა შემოდებული, რომ როცა დასჭირდებათ გააქტიურონ.
ასე ხდება ძირითადად რუსეთში. ასე ხდება საქართველოშიც… მე მეყოფა გამბედაობა ბოლომდე მივყვე ამ პროცესს… მე ვრჩები საზოგადოებრივი მაუწყებლის გულშემატკივრად. ამ პროცესში კი, ახლა მთავარი როლი სასამართლოს აქვს,“ – დაასრულა ნათია კაპანაძემ.
„თქვენ ეუთო ოდირის ბოლო პოზიტიურ დასკვნებს თუ გაეცანით? 2020 წლის არჩევნებზე იქ მოხსენებულია აჭარის ტელევიზია, როგორც ნეიტრალური გამშუქებელი,“ – მიმართა მოსარჩელე მხარეს გიგა ჩხარტიშვილმა, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ.
„ვნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებიც და ისიც, თუ რას წერს სახალხო დამცველი,“ – უპასუხა ბორდის ხელმძღვანელს ნათია კაპანაძემ და მოსამართლეს შეახსენა, რომ გიგა ჩხარტიშვილი მრჩეველთა საბჭოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, ხოლო სასამართლო სხდომებზე მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების დაცვის მორიგ მაგალითს ვიხილავთ.
სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა დღევანდელი ქადაგებისას სხალთის ეპარქიაში სამღვდელოებას აუკრძალა იმ 15 ოპოზიციური პარტიის წევრების ზიარება, რომლებმაც ლგბტ უფლებების შესახებ ხელი მოაწერეს საერთო შეთანხმებას.
მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ჰომოფობიური გამოსვლისას თქვა, რომ ლგბტ თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერების ზიარება კატეგორიულად ეკრძალება სხალთის სამღვდელოებას: “თუ არ შეინანეს … არ შეიძლება მათი ზიარება… მე ღვთისგან მოცემული ძალაუფლებით და ჩვენი დედაეკლესიისგან მოცემული ძალაუფლებით, ჩვენ ეპარქიაში კატეგორიულად გიკრძალავთ ზიარებას იმათსას, ვინც არიან იმ პარტიის წევრები, რომლებმაც ხელი მოწერს ჰომოსექსუალისტებთან კავშირს. მათ უნდა შეინანონ, მათ უნდა გამოვიდნენ იმ პარტიიდან ან იმ პარტიამ უნდა შეინანოს და დიდი სინანულის შემდეგ, მერე შეიძლება მაგის ზიარება… აი, აქა ხართ სამღვდელოება და ამას კატეგორიულად გიკრძალავთ.
16 მაისს 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმებას მოაწერა ხელი. მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ეს პარტიები შეაჩვენა.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის სახელის დარქმევისთვის დღევანდელ აუქციონში გამარჯვებული ყოველწლიურად აჭარის ბიუჯეტში 1 750 000 ლარს გადაიხდის, თუ მასთან აუქციონის პირობების შესაბამისად ხელშეკრულება გაფორმდება. ახალი სახელი სტადიონს 5 წლის განმავლობაში ერქმევა. შესაბამისად, ამ პერიოდში, აუქციონში გამარჯვებული, ჯამში 8 750 000 ლარს გადაიხდის.
ვინ არის აუქციონში გამარჯვებული? – „ბათუმელები“ პასუხს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიისგან“ ელოდება.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევის, რეკლამისა და სხვა სახის უფლებებით 5 წლით სარგებლობაზე აუქციონი „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ საწყისი თანხით [წლიური საიჯარო ქირა], 1 მილიონი ლარით გამოაცხადა, ხოლო ვაჭრობის ბიჯი – 25 ათასი ლარი იყო.
აუქციონზე საბოლოო თანხა 30-ე ბიჯით დაფიქსირდა. აუქციონში 3 პრეტენდენტი ვაჭრობდა.
აუქციონის პირობის მიხედვით: „აუქციონში გამარჯვებულის მიერ სტადიონისათვის სახელის დარქმევის მიზნით შერჩეული სახელის ფორმულირება უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკას, უნდა მოიცავდეს სიტყვა „არენას“ და საბოლოო დამტკიცებისათვის უნდა წარედგინოს სტადიონის მესაკუთრეს“.
გარდა სტადიონისთვის სახელის დარქმევისა, აუქციონში გამარჯვებული სხვა უფლებებითაც ისარგებლებს.
პანდემიის დაწყებიდან აჭარაში კოვიდით ინფიცირების სულ 45 443 შემთხვევა დადასტურდა. აჭარაში კოვიდის გავრცელების 2020 – 2021 წლის [5 თვის] სტატისტიკური მონაცემების ანგარიში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, დადებითობის მაჩვენებლის მატება აჭარაში დაიწყო 2020 წლის სექტებრიდან, მკვეთრი ზრდის ტენდენცია გრძელდებოდა ნოემბრის ბოლომდე (ორკვირიანი საშუალო მაქსიმალური მნიშვნელობა – 47%). შემდეგ დაიწყო მკვეთრი კლება და 2021 წლის თებერვლის დასაწყისიდან ორკვირიანი საშუალო მაჩვენებელი 2%-ზე ნაკლები იყო. აპრილის ბოლოს ისევ აღინიშნებოდა მატება (მაქსიმალური ორკვირიანი საშუალო მაჩვენებელი – 4,2%), მაისის პირველი ნახევრიდან ისევ დაიკლო და მაისის ბოლოს იყო 1,8%.
აჭარაში კოვიდ19-ის დიაგნოზით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა 2020 წლის აპრილსა და მაისში, ე.წ. „პირველი ტალღის“ დროს. ლეტალური გამოსავლის მომდევნო შემთხვევები დაიწყო სექტემბრის თვიდან ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, დადასტურებულ შემთხვევათა შორის 13% იყო 18 წლამდე ასაკში (მათ შორის 0,5% 1 წლამდე ასაკის). მოზრდილთა შორის, რომელიც საერთო შემთხვევების 87%-ს შეადგენს, შემთხვევები ყველაზე მეტად გავრცელებულია 30-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში.
2020 -2021 [5 თვე] წლების განმავლობაში დადასტურებულ შემთხვევათა შორის 57% იყო ქალი.
კოვიდ19-ის დიაგნოზით გარდაცვლილთა ასაკი მერყეობდა 22-დან 100 წლის ფარგლებში. აბსოლუტურ რიცხვებში ყველაზე მაღალია გარდაცვლილთა რიცხვი 70-79 წლის ასაკობრივ ჯგუფში, მაგრამ თუ შევადარებთ ასაკობრივ ლეტალობას, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად იზრდება, ყველაზე მაღალია (21,6%) 90-100 წლის ასაკში.
ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვალების შემთხვევათა შორის 56% (444) იყო კაცი. შესაბამისად, გარდაცვლილთა 44% ქალია ანუ 349 [გარდაცვლილი ქალების ზუსტი რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებში არ არის ასახული. შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის გამოანგარიშებით მივიღეთ გარდაცვლილი ქალების რაოდენობა – 349. – რედ].
მუნიციპალიტეტების მიხედვით, აბსოლუტურ შემთხვევათა 57% გამოვლინდა ბათუმში, 20% – ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხელვაჩაურში – 12%, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში შესაბამისად – 4%, 3% და 4%.
23 ივნისის მონაცემებთ, დღემდე კოვიდით ქვეყანაში 5 211 ადამიანი დაიღუპა.
ესპანეთში დაკავებული ოთხი მეზღვაურის მშობლები მთავრობას დახმარებას სთხოვენ. მშობლები ამბობენ, რომ შვილებთან კომუნიკაცია უკვე ერთი კვირა არ ჰქონიათ. ოთხი მეზღვაური ესპანეთში ხუთი თვის წინ დააკავეს. ასევე დაკავებულია 5 თურქი მეზღვაური.
გავრცელებული ინფორმაციით, გემს, რომელზეც ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ, 3000 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა.
მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილები რიგითი მეზღვაურები არიან და არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტვირთი გადაჰქონდათ გემით.
„ვთხოვთ საქართველოს პრემიერს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, რომ დაგვეხმარონ. იქ ჩვენს შვილებს დაუნიშნეს სახაზინო ადვოკატები, რომლებიც, ფაქტობრივად, ვერაფერს აკეთებენ. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ იქ ადვოკატი დავიქირავოთ, ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული,“ – ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის დედა ხათუნა დავითაძე.
ერთ-ერთი მშობლის თქმით, დაკავებულ მეზღვაურებს დამქირავებელმა კომპანიამ ციხეში დარჩენის სანაცვლოდ 500 ევრო შესთავაზა.
„კომპანიამ გაუშვა თავისი ადვოკატი და შესთავაზა 500 ევრო და 4 წელი ესპანეთში, ციხეში დაჯდომა, ოთხი საქართველოში – ასეთ შემთხვევაში გაგიყვანთ აქედანო. თუ დამნაშავეები არიან, თანხა რატომ შესთავაზა კომპანიამ. ტვირთის მეპატრონე ჰყავთ დაკავებული, მეტი რაღა ფაქტი უნდათ. ამიტომ ვითხოვთ, ან ადვოკატი დაიქირავონ, ან თავიანთი მოქალაქე დაიცვან. ჩვენ მეტი არაფერი გვინდა, გადაამოწმონ, როგორი კანონმორჩილია ჩემი შვილი, პატრულს მისთვის ჯარიმაც კი არასდროს დაუწერია. რომც დაენახათ ჩვენს შვილებს, რომ ნარკოტიკი ჩატვირთეს, შუა ზღვაში რა უნდა გაეკეთებინა უბრალო მატროსს? – ტელეფონები ჩამორთმეული ჰქონდათ“, – ამბობს მარად ცეცხლაძე, ერთ-ერთი დაკავებულის მამა.
დაკავებული მეზღვაურების მშობლებმა დღეს, 23 ივნისს, ბრიფინგი „ლელოს“ ოფისში, პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ირაკლი კუპრაძესთან ერთად გამართეს.
როგორც ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე გააჟღერა, „ლელო“ მეზღვაურების გასათავისუფლებლად პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტროს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჩართვას ითხოვს.
მეზღვაურების მშობლების მოთხოვნაზე „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზეც გაახმოვანა და მოითხოვა საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.
მოსწავლეებს, რომლებიც აიტერესებთ ლიტერატურა, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მარათონში, რომელიც 2022 სასწავლი წლისთვის გაიმართება. ამისათვის მზადება მოსწავლეებმა ახლავე უნდა დაიწყონ, რადგან საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ლიტერატურული ნაწარმოებების წაკითხვა მოუწევთ.
ლიტერატურულ მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეშვიდე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით:
I კატეგორია – VII – IX კლასები
II კატეგორია – X – XII კლასები
ლიტერატურული მარათონი ჩატარდება ორ ტურად. პირველი ტური ჩატარდება ელექტრონულად აჭარის განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებვერდზე განთავსებული ტესტების საფუძველზე, ხოლო მეორე ტური ჩატარდება წამყვანთან ერთად წერილობით, პირისპირ შერკინების ფორმით.
მათ, ვისაც სურთ მონაწილეობა მიიღონ 2022 წლის ლიტერატურულ მარათონში, შემდეგი ნაწარმოებები უნდა წაიკითხონ:
მსოფლიოში სიბრმავის შემთხვევათა 51% სწორედ კატარაქტაზე მოდის, შესაბამისად ხშირად მიმართავენ კატარაქტას ქირურგიულ მკურნალობას. როგორც წესი, კატარაქტა მოხუცებულობისას ვლინდება, თუმცა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი ანა დვალიშვილი ამბობს, რომ ასაკით გამოწვეულიკატარაქტა საკმაოდგაახალგაზრდავდადაუკვე 35-40 წლის ადამიანებშიც გვხვდება ხშირად.
კატარაქტა უმეტესად ნელა ვითარდება. თავდაპირველად, უფრო ძლიერი განათება და სათვალე დაგეხმარებათ კატარაქტასთან გამკლავებაში. მაგრამ როცა კატარაქტით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება ხელს უშლის თქვენს ჩვეულ საქმიანობას, საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა, რომელიც საკმაოდ უსაფრთხო და ეფექტურ პროცედურად მიიჩნევა.
Mayoclinic
ქალბატონო ანა, რა არის კატარაქტა?
კატარაქტაანუ იგივებროლისშემღვრევასიბრმავის ძირითადი მიზეზია. ამ დროს პაციენტისმხედველობათანდათანობით, უმტკივნეულოდუარესდებადასაბოლოოდსრულსიბრმავემდემიდის.
კატარაქტა არსებობს თანდაყოლილიდაშეძენილი. თანდაყოლილი,როგორცწესი, განპირობებულიადედისორსულობისასგადატანილიინფექციურიდაავადებებითა ან/დასამშობიაროტრავმით. ამდროსორივეთვალიადაზიანებული.
რაც შეეხება შეძენილ კატარაქტას, იგი შეიძლება გამოიწვიოს თვალის ტრავმამ, ზოგიერთმა დაავადებამ და მედიკამენტმა, თუმცა კატარაქტა ძირითადად ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ხელს უწყობს კატარაქტას განვითარებას:
55 წლის ასაკიდან
დიაბეტი
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
ულტრაიისფერი დასხივება (დიდი დოზით მზის ქვეშ ყოფნა)
თვალის დაზიანება ან თვალის დაავადებები
ჭარბი წონა
თამბაქოს მოხმარება
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება
როგორ ამოვიცნოთ კატარაქტა ადრეულ ეტაპზე?
ამდაავადებისადრეულეტაპზეგამოვლენა შესაძლებელია, თუ პაციენტი ყურადღებით იქნება. კერძოდ,შენიშნავთდღისსინათლეზემხედველობისგაუარესებას,საღამოს კი თითქოსუფროუკეთხედავთ. ხშირად პაციენტები უჩივიან მხედველობის გაუარესებას როგორც ახლო, ასევე შორ მანძილზე. ასე, მაგალითად, ადამიანი ამბობს, რომ ხედავს საგნებს გაორებულად ან ბუნდოვნად, უჭირს კონტურების გამოკვეთა, გაუარესებულია ფერების აღქმა. ამიტომ თუკი შეამჩნევთ მხედველობის თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებას, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
ბუნდოვანი ან დაბინდული მხედველობა
ღამით მხედველობის გართულება
მგრძნობელობა სინათლისა და მბზინვარების მიმართ
გჭირდებათ უფრო ნათელი შუქი კითხვის და სხვა აქტივობებისას
შუქის გარშემო „ნათებების“ დანახვა
ფერების გახუნება ან გაყვითლება
გაორებული ხედვა ერთ თვალში
როგორ მკურნალობენ კატარაქტას?
კატარაქტასმკურნალობისერთადერთიგზაოპერაციაა, რომელიცგულისხმობსმხედველობისსიმახვილისდაბრუნებასრამდენიმე წუთში. ოპერაციისასძველი, შემღვრეულიბროლი იცვლება ახალი, ხელოვნურიბროლით. პროცესიუმტკივნეულოა, ოპერაციისას გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია – ანუ ტკივილგამაყუჩებელი წვეთები. კეთდება მცირე ზომის განაკვეთი, საიდანაც გამოგვაქვს შემღვრეული ბროლი და მის ადგილას ვსვამთ ახალ – ხელოვნურ ბროლს.
——————————————————————
MayoClinic წერს, რომ კატარაქტას პრევენცია ან მისი პროგრესირების შენელება კვლევებით დადასტურებული არ არის. თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი სტრატეგია შესაძლოა ეფექტური იყოს ამ მხრივ. კერძოდ, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა, კვების რაციონის გამდიდრება ფერადი ხილ-ბოსტნეულით, “რადგან ხილსა და ბოსტნეულს აქვს მრავალი ანტიოქსიდანტი, რაც ხელს უწყობს თქვენი თვალების ჯანმრთელობის შენარჩუნებას”.
გამოკვლევებმა არ დაადასტურა, რომ ანტიოქსიდანტებს აბის სახით შეუძლია კატარაქტას პრევენცია. მაგრამ, მოსახლეობის დიდმა კვლევამ ცოტა ხნის წინ აჩვენა, რომ ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი ჯანსაღი კვება ასოცირდება კატარაქტას განვითარების რისკის შემცირებასთან.
ასევე, გარეთ ყოფნის დროს ატარეთ მზის სათვალე, რომელიც დაბლოკავს ულტრაიისფერ B (UV-B) სხივებს.
NCDC: დადგენილია, რომ ულტრიისფერი სხივებით ექსპოზირებისა და თამბაქოს მოხმარების შემცირება ერთმნიშვნელოვნად ამცირებს კატარაქტით ავადობის რისკს. ცნობილია, რომ შაქრიანი დიაბეტი და ჭარბი წონა ხელს უწყობს კატარაქტას განვითარებას.
23 ივნისის მდგომარეობით საქართველოში ბოლო 24 საათში 773 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გარდაიცვალა 12 პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში სულ აცრილია 24 544 მოქალაქე, აქედან ფაიზერით – 3 414, ასტრაზენეკათი – 5 568, სინოფარმით – 8 042, ხოლო სინოვაკით – 7 520.
23 ივნისის მდგომარეობით საქართველოში ბოლო 24 საათში 773 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გარდაიცვალა 12 პაციენტი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 23 ივნისის დილის მდგომარეობით საქართველოში: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 360 828, ბოლო 24 საათში – 773.
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 346 792 , ბოლო 24 საათში – 575
მათ შორის გარდაცვლილი – 5 211 , ბოლო 24 საათში – 12
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 37 923, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 636, PCR ტესტით – 17 287
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,04%, ბოლო 14 დღის – 2,42%, ბოლო 7 დღის – 2,49%
სულ აცრილია – 242 451, დღიურად აცრილია – 3 957
კარანტინშია 33 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 633, ხოლო კლინიკურ სასტუმროში – 583.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარაში – 24, იმერეთში – 69, ქვემო ქართლში – 50, შიდა ქართლში – 29, გურიაში – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 50, კახეთში – 59, მცხეთა-მთიანეთში – 5, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 799, საიდანაც: 2 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 428, აჭარაში – 171, იმერეთში – 348.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 674 პირი, მათ შორის, თბილისში – 304, აჭარაში – 48, იმერეთში -150.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 174 პირი, მათგან თბილისში – 113, აჭარაში – 8, იმერეთში – 12.
583 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 357 – თბილისში, 218- აჭარაში.
5 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 29, ხოლო აჭარაში – 4.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 619 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 837, პირი, აჭარაში – 829, იმერეთში – 1 119.
რომანისთვის „კომპასი” ფრანგ მწერალს, მატიას ენარს პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო – გონკური მიენიჭა. წიგნი ფრანგულიდან ქართულ ენაზე პაატა ჯავახიშვილმა თარგმნა. სიუჟეტი ერთ ღამეში ვითარდება, მთავარი გმირი, ფრანც რიტერი, საყვარელ ქალზე, სარაზე მოგონებებში ეფლობა. ისინი დაუსრულებლად საუბრობენ აღმოსავლეთსა და დასავლეთზე, ამ ორი სამყაროს მსგავსებებსა და განსხვავებებზე, ლიტერატურაზე, პოეზიაზე, არქეოლოგიასა თუ ხელოვნებაზე.
სარა და ფრანცი ხან პოულობენ ერთმანეთს, ხანაც კარგავენ, მათი ურთიერთობის კომპასი მუდმივად აღმოსავლეთისკენაა მიმართული. სად მოუწევთ შეხვედრა შეყვარებულებს და უწერიათ თუ არა საერთოდ ერთმანეთის კიდევ ერთხელ ნახვა?
მეტაფორულ რომანში „თამაში რიოში მარგალიტებით“ ჩანს ნობელიანტი მწერლის, გერმანელ-შვეიცარიელი ჰერმან ჰესეს დამოკიდებულება მე-20 საუკუნის დასაწყისის გერმანის მდგომარეობაზე, პოლიტიკურ, ინტელექტუალურ თუ მორალურ კრიზისზე. ლოგიკურია, რომ ამ ტექსტის ავტორი ვერ ეგუებოდა ნაციზმის ავტორიტარულობას და შვეიცარიაში მოუწია გადასახლება.
რომანის მთავარი გმირი იოზეფ კნეხტია, რომელიც ურთიერთსაპირისპირო საწყისებს ებრძვის. ამერიკელი ფსიქოლოგი, ტიმოთი ლირი მიიჩნევდა, რომ ჰერმან ჰესემ ამ რომანით ინტელექტუალური მანქანის გამოგონება იწინასწარმეტყველა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდებოდა აზრების ციფრულ ნიშნებად გარდაქმნა.
„თამაში რიოში მარგალიტებით“ ჰესეს ბოლო რომანია. წიგნი გერმანულიდან ნანა გოგოლაშვილმა თარგმნა.
[red_box]ზაირა არსენიშვილი „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ [/red_box]
მკითხველი უკვე იცნობს ზაირა არსენიშვილის რომანს „ვა, სოფელო” და მოთხრობების კრებულს „კენჭები”, თუმცა „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის” მისი პირველი რომანია.
ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალგაზრდა მევიოლინე ცდილობს წარმოიდგინოს როგორი იყო მისი უფროსი კოლეგა მუსიკოსების ცხოვრება წლების წინ, დიდი ტერორის დროს.
სხვების მონათხრობით, მის გონებაში ცოცხლდება მუსიკოსების ცხოვრება საშიშ წლებში, როგორ უყვარდათ, რით არსებობდნენ, რაზე ოცნებობდნენ… ის წლები თითქოს ჩავლილია და საფრთხე აღარავის ემუქრება, მაგრამ ნამდვილად უსაფრთხო სამყაროში ვცხოვრობთ? მკითხველს ავტორი სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ამზადებს.
[red_box]რობერტ მუზილი „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“[/red_box]
„ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ უდიდესი ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის პირველი რომანია, რომელიც 1906 წელს გამოიცა. მწერალი უაღრესად ზუსტად და ფაქიზად აღწერს მშობლებისგან გამოყოფის ერთდროულად მტანჯველ და სასიამოვნო განცდებს მოზარდობისას.
ინტერნატში სასწავლებლად გამგზავრებულ, მარტო დარჩენილ ტერლესს ახალი საყრდენი და ემოციები სჭირდება. პირველ ვნებებს სირცხვილისა და სიამოვნების მტანჯველი შეგრძნებებიც ახლავს თან. ტერლესი აღმოაჩენს, რომ ინტერნატის ერთ-ერთი მოწაფის მიმართ აქამდე უცნობ ლტოლვას გრძნობს. მაგრამ ეს მხოლოდ მოზარდის მელანქოლიური, არავისკენ მიმართული უმიზნო მგრძნობიარობაა, რომელსაც საბაბი სჭირდება ჯებირების გასანგრევად.
რა ბედი ეწევა ტერლესს, რომლის თვითგამორკვევის რთული პროცესი სასტიკ, ძალადობრივ გარემოში მიმდინარეობს? რა შინაგანი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს მას, როცა თანატოლ მოძალადეებს დაუპირისპირდება? და გაითავისებს თუ არა მოსაზრებას, რომ „სამყაროს დიდებულ მექანიზმში ზოგი ადამიანის არსებობა შემთხვევითი და გაუთვალისწინებელია“?
1966 წელს გერმანელმა რეჟისორმა ფოლკერ შლენდორფმა რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი სახელწოდებით „ახალგაზრდა ტერლესი“. წიგნი გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ.
მე-20 საუკუნის დასაწყისის გამორჩეულმა მოაზროვნემ, ერიხ ფრომმა ნაცისტური გერმანია დატოვა და ამერიკაში გადასახლდა. „თავისუფლებისგან გაქცევა“ ფრომმა სწორედ ამერიკაში დაწერა და 1941 წელს გამოიცა. წიგნი თანამედროვე ადამიანისთვის თავისუფლების მნიშვნელობას შეეხება. ფრომი განიხილავს, საიდან იწყება ადამიანის თავისუფლება და სვამს კითხვას, არის თუ არა თანამედროვე ადამიანი უფრო თავისუფალი, ვიდრე გლეხი, რომელიც ფეოდალურ წყობილებაში ცხოვრობდა?
იმან ჰუმაიდან იუნისი თანამედროვე ლიბანელი მწერალი ქალია. „ველური თუთა” 2021 წელს გამოცემული მისი მეორე რომანია, რომელიც ქართულად წელს პირველად გამოიცემა. წიგნი არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ.
წიგნის მთავარი გმირის, სარას მონათხრობით, მკითხველი ლიბანის დრუზების თემის ცხოვრებას ეცნობა, მკითხველისთვის ეს ტექსტი ლიბანის მთიან სოფლებში მოგზაურობის ტოლფასია.
მთავარი გმირი საკუთარი თავის ძიების პროცესშია და მკითხველი დეტალურად აკვირდება, როგორ ეძებს და პოულობს სარა საყრდენს ცხოვრებაში, რასაც მისი განვითარება უნდა დაეფუძნოს, რამაც უნდა მისცეს ძალა ცხოვრების გასაგრძელებლად.
[red_box]თამარ ბართაია „ფერფლი“[/red_box]
როგორც თამარ ბართაია ამბობს, „ფერფლი“ მისი პირველი და ბოლო რომანია. წიგნი ავტორმა სამ თვეში დაწერა, მაგრამ რაც ტექსტშია, მისივე თქმით, 30 წლის ნაფიქრალია და სწორედ ამ რომანში მოაქცია მან ყველაფერი, რისი თქმაც ხმამაღლა სურდა, რაც სცენარებსა და პიესებში ვერ ჩატია.
„ვინც გაიკეთა „ასტრაზენეკათი“ პირველი აცრა, ვადაში ჩაჯდება. პანიკის საფუძველი არ არსებობს,“ – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი. მას ვკითხეთ „ასტრაზენეკას“ დეფიციტზე – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში ჩამოტანილი ვაქცინის ნაწილი უკან, თბილისში წაიღეს. ამის შესახებ დღეს, მას შემდეგ შეიტყეს ბათუმის კლინიკებმა, როცა დაგეგმილ აცრაზე მივიდნენ მოქალაქეები, მაგრამ საჭირო რაოდენობის დოზა არ აღმოაჩნდათ.
„ასტრაზენეკას“ დეფიციტზე დღეს, 22 ივნისს ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, „მოწოდებაში სერიოზული პრობლემაა“, ხოლო უახლოეს პერიოდში ამ ადამიანებს მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რადგან ივლისის თვიდან დაგეგმილია 3 მილიონზე მეტი ვაქცინის მოწოდება ქვეყნისთვის.
„ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრის პრობლემა კლინიკებში დღეს შეიქმნა.
რატომ წაიღეს ბათუმში ჩამოტანილი ვაქცინა თბილისის რესპუბლიკურში? – კითხვის პასუხად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა გვითხრა, რომ მეორე ვაქცინის გვიან გაკეთება უკეთესია.
„ამაზე სულ იყო ლაპარაკი, რომ მე-10, მე-11, მე-12 კვირის პერიოდში უმჯობესია მეორე დოზის გაკეთება. მე უამრავი ადამიანი მირეკავდა, რომ სურდა ამ მიზეზით ჯავშნის გადატანა… ეს არის ცენტრალიზებული მართვა და ხდება გეგმაზომიერად. არცერთი ადამიანი ვაქცინის გარეშე არ დარჩება,“ – გვითხრა რუსუდან შავიშვილმა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა გამქრალ ვაქცინებზე პასუხის გაცემას არჩია პასუხისმგებლობის იმ მოქალაქეებზე დაკისრება, რომლებსაც ჯავშანი ჰქონდათ და ვაქცინა არ გაიკეთეს.
„ფაიზერს და ასტრაზენეკას აქვს მრავალრაოდენობრივი ფლაკონი, რომელშიც შეიძლება იყოს დანაკარგი, მაგალითად, არს 10 ადამიანის დოზა და 10 ჩაწერილი ადამიანიდან საქმე საქმეზე რომ მივიდოდა, მოვიდოდა 6, ან 5 ადამიანი, ვზარალობდით ამ ვაქცინას. აი, ამან გამოიწვია ეს. იქნებ ამაზეც ვისაუბროთ? … თუ არ უნდა გაკეთება, არ უნდა დაჯავშნო მაშინ,“ – აღნიშნა რუსუდან შავიშვილმა.
სატელეფონო საუბრის ბოლოს რუსუდან შავიშვილს ისევ ვთხოვეთ ფაქტის დადასტურება, ან უარყოფა – წაიღეს თუ არა ბათუმში ჩამოტანილი ვაქცინა უკან?
„თქვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი არის ის, რომ ყველა მიიღებს ვაქცინას, დაჯავშნილ ადამიანს გადაუტანეს ეს ჯავშანი,“ – მოუცლელობის მიზეზით დაგვემშვიდობა რუსუდან შავიშვილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის, ნინო გუგუშვილის თქმით, გუშინ ბათუმში არსებული ვაქცინები კიდევ ერთხელ დაითვალეს. „გუშინ ნამდვილად დავთავლეთ სად რა იყო. … ჩემთან ერთად ვითვლიდით ყველაფერს… მანქანა არ გასულა, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით. მე არ ვარ მაგაზე პასუხისმგებელი“.
ლუკა ხაჩიძე, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაიზარდა და რომელმაც იქ არსებული ძალადობის შემთხვევებზე პროკურატურაში განაცხადა, ამბობს, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ხიჭაურის უნივერსიტეტში სწავლას აღარ გააგრძელებს.
ლუკა ხიჭაურში, ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლობს და უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელშიც ცხოვრობდა, თუმცა ძალადობაზე საუბრის შემდეგ მას უთხრეს, რომ საერთო საცხოვრებელი უნდა დაეტოვებინა.
„უნივერსიტეტიდან ვერ გამრიცხავდნენ, რადგან ეროვნული გამოცდებით ვარ ჩარიცხული, საერთო საცხოვრებლიდან კი გამიშვეს. მითხრეს, ჩაალაგე და წადიო და მეც წამოვედი. მეტი ამ საკითხზე საუბარი არ გვქონია,“ – ამბობს ლუკა.
მისი თქმით, სასწავლებლის ადმინისტრაციისგან ეს ერთგვარი ზეწოლა იყო, რაც შესაძლოა მას შემდეგაც გაგრძელდეს, თუ ის ამ უნივერსიტეტში სწავლას გააგრძელებს.
„ახლა დისტანციურად ვსწავლობ და ყველა ლექციას ვესწრები. არ მივცემ საბაბს, რომ რაიმე პრობლემა შემიქმნან. თავიდან იყო ერთი-ორი შემთხვევა სიტყვიერი ზეწოლის, თუმცა ახლა არავინ არაფერს მაგრძნობინებს.
ერთადერთი ცვლილება ის არის, რომ თუ ადრე ერთი ადამიანი აკვირდებოდა ლექციებზე დასწრებას, ახლა სამი ადამიანი გვაკვირდება. წელს პირველ კურსს ვასრულებ, საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე ვსწავლობ და ვმუშაობ იმაზე, რომ სექტემბრიდან სხვა უნივერსიტეტში გავაგრძელო სწავლა“, – გვითხრა ლუკა ხაჩიძემ.
ხიჭაურის უნივერსიტეტს სახელმწიფო აფინანსებს, ამიტომ იქ სწავლა სტუდენტებისთვის უფასოა. იმ შემთხვევაში, თუ ლუკა სხვა სასწავლებელში გადავა, მას სწავლის საფასურის გადახდა მოუწევს. ის 18 წელი ბავშვთა სახლში ცხოვრობდა.
ლუკას თბილისში, სადაც ახლა იმყოფება, საცხოვრებელი არ აქვს, ამიტომ ბინის ქირაობაც მოუწევს. მას შემდეგ, რაც ლუკამ პროკურატურას ჩვენება მისცა, ის სახელმწიფო თავშესაფარში გადაიყვანეს. „ალბათ მომიწევს მუშაობა, რომ სწავლის საფასური გადავიხადო,“ – გვითხრა ლუკამ.
დღეს, 22 ივნისს, ლუკა ხაჩიძე ექსპერტიზაზეც დაიბარეს. მისი თქმით, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა გავლენა იქონია ბავშვობისდრინდელმა ძალადობის შემთხვევებმა ლუკაზე. „ფიზიკური ძალადობის კვალს ბუნებრივია ექსპერტიზა ახლა ვერ დაადგენს. ფსიქოლოგიურ ექსპერტიზაზეა საუბარი“, – გვეუბნება ლუკა.
ლუკა ხაჩიძემ პროკურატურას იმ პირების შესახებ მისცა ჩვენება, რომლებიც არასრულწლოვან ბავშვებზე ძალადობდნენ ნინოწმინდის პანსიონში.
„სწორედ ამ ჩვენების მიცემის გამო მითხრეს, წადიო.
მამაო მომიგზავნა მეუფემ (მთავარეპისკოპოსი სპირიდონი), მითხრა, – შეიძლება ლუკა მართალია, მაგრამ სჯობს სამართალდამცავებს არაფერი უთხრასო. მე მაინც ვუამბე მათ ყველაფერი. შემდეგ რაც მოხდა, ფაქტია, იმ ღამესვე დამატოვებინეს საცხოვრებელი,“- ამბობს ლუკა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებაც არსებობს. ძალადობის ფაქტების გახმაურების შემდეგ საპატრიარქომ პანსიონის ხელმძღვანელობა შეცვალა და სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ბოდბელი ეპისკოპოსით, იაკობით ჩაანაცვლა.