მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბულვარის დირექტორს თანამდებობა დაატოვებინეს – „ეს ამბავი აჭარის ტელევიზიით გავიგე“

12.04.2021
ბათუმის ბულვარის დირექტორს თანამდებობა დაატოვებინეს – „ეს ამბავი აჭარის ტელევიზიით გავიგე“

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ თანამდებობა დატოვა, მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დაასახლეს.

თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ თავად ირაკლი ჯინჭარაძემაც აჭარის ტელევიზიით შეიტყო.

„ტელევიზიით გავიგე. როგორ გაიგო ტელევიზიამ ჩემზე ადრე? – საინტერესოა ძალიან. მოგვიანებით კი ფინანსთა სამინისტროს აპარატის უფროსმა მაცნობა სიტყვიერად. რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, იქ არის საუბარი ტექნიკურ შეცდომაზე და არა ქრთამის აღებაზე, ან რაიმე მნიშვნელოვან დარღვევაზე. ორი წელია ამ საქმეს ანტიკორუფციული სწავლობს და ისეთი არაფერი აღმოუჩენია.“

ჯინჭარაძის ინფორმაციით საუბარია ორი წლის წინ გამოქვეყნებულ დასკვნაზე, სადაც აუდიტი ეხება კონკრეტულ შესყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ  ხარვეზებს, ხოლო ეს შესყიდვა განხორციელდა მაშინ, როცა ის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე იყო.

ირაკლი ჯინჭარაძის შესაძლო დათხოვნაზე საუბარი მაშინ დაიწყო, როცა ის შპს „ბათუმი თაუერისთის“ პლაჟის ტერიტორიის  გრძელვადიანი იჯარის წესით გადაცემას ღიად შეეწინააღმდეგა.

ამ ფაქტის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბულვარში მორატორიუმი გამოაცხადა, თუმცა  ბულვარში მიმდინარე სამშენებლო პროექტები არ შეჩერებულა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: