მთავარი,სიახლეები

კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევაზე ჯარიმას აღარ გადაიხდით – მთავრობა 

24.06.2021
კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევაზე ჯარიმას აღარ გადაიხდით – მთავრობა 

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმებს მოქალაქეები აღარ გადაიხდიან. საუბარია დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ და სახდელისგან გათავისუფლდებიან. როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინიციატივა შეეხება 245 ათასზე მეტ მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს. საუბარია  იზოლაციის, კარანტინისა  და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის  გადაუხდელ ჯარიმებზე.“ – აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პანდემიის პერიოდში არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა, 2020 წელი ძალიან რთული იყო და აღნიშნული სახდელები მათთვის დამატებითი ტვირთია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს აუცილებელია რეგულაციების დაცვა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და ეს ინიციატივა სწორედ ამით არის განპირობებული. ასე, რომ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პარლამენტს, მე მქონდა კომუნიკაცია ჩვენს გუნდთან, ჩვენს პოლიტსაბჭოსთან,  უმრავლესობასთან და აღნიშნული ინიციატივა უახლოეს დღეებში იქნება მიღებული და დამტკიცებული“, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: