მთავარი,სიახლეები

ქართველები ბათუმის ოლქიდან – გერმანელი ეთნოლოგის უცნობი ფოტოები

24.06.2021
ქართველები ბათუმის ოლქიდან – გერმანელი ეთნოლოგის უცნობი ფოტოები

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გერმანელი ენათმეცნიერის, ეთნოლოგისა და ფოტოგრაფის, ადოლფ დირის (1867 – 1930) უნიკალური ფოტოებია გამოფენილი.

გამოფენა ორგანიზებულია ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ გოეთეს ინსტიტუტთან და მიუნხენის ხუთი კონტინენტის მუზეუმთან ერთად.

ადოლფ დირი ტფილისში პირველად 1900 წელს ჩამოვიდა. 1902 წლიდან 1913 წლამდე ცხოვრობდა კავკასიაში, სწავლობდა კავკასიურ ენებსა და კულტურას. 1904 წელს ადოლფ დირმა ქართული და უდიური ენების გრამატიკა გამოსცა. დაწერილი  და გამოცემული აქვს მრავალი წიგნი და  ასობით სტატია.

ადოლფ დირი დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოვიდა 1918 წელს. ჩამოვიდა, როგორც გერმანიის საიმპერატორო დელეგაციის წევრი. გადაღებული აქვს კავკასიის ამსახველი უამრავი ფოტო, რომლებიც მიუნხენის ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული. ამ მუზეუმს ახლა ხუთი კონტინენტის მუზეუმი ჰქვია.

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ადოლფ დირის ფოტოგამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ადოლფ დირის ფოტოები პირველად ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა გახადა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში კი გამოფენა გახსნილია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კამპანიის ფარგლებში – „ძალა ევროპაშია”.

ქართველები ბათუმის ოლქიდან

 

ქართველები ბათუმის ოლქიდან

 

აჭარლები

 

ადოლფ დირი სამეგრელოში

 

გურული

 

ლეზგები, საინგილო

 

ლეზგები, სოფელი სარიბაში, საინგილო

 

სომხები ბორჩალოდან

 

ბოთლიხელები, დაღესტანი

 

წოვათუშები

 

მეგრელი

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: