გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება. 22 ივნისს კი, ჯანდაცვის სამინისტრომ განაახლა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით განსაზღვრულია აბიტურიენტთა გამოცდაზე დაშვების პირობები, როცა მას 370С ან მეტი ტემპერატურა აღენიშნება.
„რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა №100);
თუ გამოსაცდელს 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმოთ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37.50С-მდე (37.40С -ის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
- თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდუარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება;
- თუ გამოსაცდელს არა აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტა ხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ:
თუ სიცხის გარდა არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში;)
იმ შემთხვევაში, თუ 370С-დან 37.40С-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელი განთავსდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე;
37.50С ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.
ტემპერატურის 37.50С -ზე მეტის შემთხვევაში:
- თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდუარყოფითი შედეგით, იგი განთავსდება სამმხრივი გამჭვირვალე დამცავი ფარის/ ბარიერის მქონე სამუშაო მაგიდასთან, რომელიც დაშორებულია არანაკლებ ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან (მაგიდებს შორის დაშორება ყველა მხრიდან უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა) ამასთან, ეძლევა რეკომენდაცია, რომ შემდეგ გამოცდამდე მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.
- თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდუარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.
- თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდუარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელის განთავსება ხდება სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ამასთან, ეძლევა რეკომენდაცია, რომ მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით; მისი დაშვება შემდეგ გამოცდაზე მოხდეს არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე ჩატარებული PCR-ტესტირების კოვიდ-უარყოფითი შედეგის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში“.
ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული რეკომენდაციით, გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო სივრცეში ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 300С-ს.
რეკომენდაციების მიხედვით აბიტურიენტი ვალდებულია:
- „საგამოცდო ცენტრში არ შეიტანოს ზედმეტი ნივთები (გარდა გელიანი კალმისა და აუცილებელი ნივთებისა). სხვა შემთხვევაში ნივთები დატოვოს ამ ნივთების შენახვისათვის განკუთვნილ ადგილას;
- საგამოცდო ცენტრში ვალდებულია ეკეთოს სამედიცინო ნიღაბი;
- მითითების შემთხვევაში, დაიმუშაოს ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
- მაქსიმალურად დაიცვას სოციალური დისტანცია;
- დაიცვას წესები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან“.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კორონავირუსი დაუდასტურდებათ, საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან. მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს ორი კვირის შემდეგ, გეოგრაფიული დაფარვის გათვალისწინებით:
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის თქმით, 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე აუცილებელი მოთხოვნაა, აპლიკანტს გამოცდის პროცესში ეკეთოს მხოლოდ სამედიცინო პირბადე:
შენიშვნა:
„7. ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირი (შემდგომში – გამოსაცდელი), რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ის ინფექცია, უფლებამოსილი არ არის, გამოცდაზე გავიდეს დიაგნოზის დადასტურებიდან 14-დღიანი ვადის გასვლამდე.
8. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ პირთა იდენტიფიცირებისას ეყრდნობა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით, გამოცდის წინა დღეს მიაწოდოს შესაბამის გამოცდაზე გამსვლელი გამოსაცდელების თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. საგამოცდო პერიოდში სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ყოველდღიურად დაცული ფორმით მიიღოს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ გამოსაცდელს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 14 დღის განმავლობაში. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და ეცნობება დაცული ფორმით მხოლოდ იმ საგამოცდო ცენტრის შესაბამის თანამშრომელს, სადაც აბარებს გამოცდას გამოსაცდელი. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოსაცდელისათვის COVID-19-ის ინფექციის დადასტურების შესახებ მიღებული ინფორმაცია სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება.
9. გამოსაცდელი, რომელიც იმყოფება საკარანტინე სივრცეში ან, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ უნდა გადავიდეს კარანტინში, უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს გამოცდაში 72 საათით ადრე პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით ტესტირების შემდეგ. გამოცდებს შორის პერიოდში პირი უნდა დაბრუნდეს საკარანტინე სივრცეში.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გამოსაცდელი უფლებამოსილია, გამოცდაზე დაშვების მოთხოვნით მიმართოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ან საკარანტინე სივრცის ადმინისტრაციას. საკარანტინე სივრცის ადმინისტრაციას გამოსაცდელმა უნდა წარუდგინოს საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი. თუ საკარანტინე სივრცეში მყოფი გამოსაცდელი სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართავს გამოცდაზე დაშვების მოთხოვნით, სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ურთიერთშეთანხმებული, დაცული ფორმატით, მიაწოდოს გამოსაცდელის თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამოცდის თარიღი) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რომელიც ასევე შეთანხმებული, დაცული ფორმატით გასცემს შესაბამის ინფორმაციას.
11. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის წარდგენის შემთხვევაში, გამოსაცდელის ტესტირების საკითხი რეგულირდება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულების შესაბამისად.“.
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან