მთავარი,სიახლეები

როდის იმართება მერვედფინალის მატჩები – 16 ნაკრები ცნობილია

24.06.2021
როდის იმართება მერვედფინალის მატჩები – 16 ნაკრები ცნობილია

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატს ფეხბურთში უკვე ჰყავს თავისი აუტსაიდერი ნაკრებები – რუსეთი, თურქეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, შოტლანდია.

მერვედფინალში გადასასვლელად ცოტა დააკლდა ორ ნაკრებს – ფინეთსა და სლოვაკეთს. ჯამში ჩემპიონატს უკვე გამოეთიშა 8 ნაკრები, ხოლო ბრძოლას გააგრძელებს 16 ნაკრები.

ნაკრებები, რომლებიც მერვედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

უელსი – დანია, 26 ივნისი [ამსტერდამი]

იტალია – ავსტრია, 26 ივნისი [ლონდონი]

ნიდერლანდები – ჩეხეთი, 27 ივნისი [ბუდაპეშტი]

ბელგია – პორტუგალია, 27 ივნისი [სევილია]

ხორვატია – ესპანეთი, 28 ივნისი [კოპენჰაგენი]

საფრანგეთი – შვეიცარია, 28 ივნისი [ბუქარესტი]

ინგლისი – გერმანია, 29 ივნისი [ლონდონი]

შვედეთი – უკრაინა, 29 ივნისი [გლაზგო]

___

რაც შეეხება შემდეგ ეტაპებს – კოპენჰაგენისა და ბუქარესტის მატჩების  გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან სანკტ პეტრებურგში. მატჩი 2 ივლისს გაიმართება.

სევილიასა და ლონდონში [1] გამართული მატჩების გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან მიუნხენში. მატჩი 2 ივლისს გაიმართება.

ბუდაპეშტსა და ამსტერდამში გამართული მატჩების გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან ბაქოში. მატჩი 3 ივლისს გაიმართება.

გლაზგოსა და ლონდონში [2] გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან რომში. მატჩი 3 ივლისს გაიმართება.

მეოთხედფინალის მატჩები გაიმართება 6 ივლისს, ნახევარფინალის შეხვედრა კი – 7 ივლისს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 11 ივლისს ლონდონში გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: