მთავარი,სიახლეები

რას ფიქრობს ამნისტიაზე ბიჭი, რომელიც პოლიციელს გაექცა – „აწი თუ დავარღვევ, რა მოხდება?“ 

24.06.2021 • 20135
რას ფიქრობს ამნისტიაზე ბიჭი, რომელიც პოლიციელს გაექცა – „აწი თუ დავარღვევ, რა მოხდება?“ 

„აწი თუ დავარღვევ, რა მოხდება?“ – კითხულობს ლაშა ხიმშიაშვილი. ეს ის ბიჭია, რომელსაც 28 აპრილს პირბადის არქონის გამო დაჯარიმებას უპირებდნენ, მაგრამ ლაშა პოლიციელს გაექცა.

დღეს, 24 ივნისს, მთავრობამ თქვა, რომ იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმებს მოქალაქეები აღარ გადაიხდიან.

საუბარია დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.

ლაშა ხიმშიაშვილის თქმით, მისთვის ჯარიმის ამსახველი ქვითარი ამ დრომდე არ ჩაუბარებიათ და არც ჯარიმა გადაუხდია.

„ოჯახში ყოფილან მოსულები. მითხრეს, რომ სასამართლოში მიბარებდნენ ჯარიმის გამო და პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის. უთქვამთ, რომ თუკი სასამართლოშიც არ გამოვცხადდები, გამოუცხადებლად მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, მაგრამ მერე არაფერი მოსულა,“ – გვითხრა ლაშა ხიმშიაშვილმა.

ის ამნისტიამდეც აცხადებდა, რომ არ აპირებდა გამოწერილი ჯარიმის გადახდას.

___

ამავე თემაზე:

„ისევ გავიქცევი“ – რას ჰყვება კაცი, რომელსაც ქუჩაში პოლიციელი გაეკიდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: