რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 290 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 806 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 24 274 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 38 746 ერთეული [+51]
  • MLRS – 1 696 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 336 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 196 351 ერთეული [+2 459]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 491 ერთეული [+23]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 85 151 ერთეული [+196]
  • სპეცტექნიკა – 4 098 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსულმა დრონმა ლვივში იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დააზიანა – უკრაინის საგარეო

უკრაინამ რუსეთის ბალტიის ზღვის მთავარ ნავთობტერმინალს დაარტყა

 

 

რუსეთის დაზვერვა ორბანზე მკვლელობის ინსცენირებას გეგმავდა – რას წერს მედია ევროპულ დაზვერვაზე დაყრდნობით

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის ბიუჯეტი იზრდება – ვის შეხვდება ნამატი თანხა

ბათუმის მერია ბიუჯეტს ცვლის – 2026 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 22 მილიონი ლარით იზრდება. იზრდება ბიუჯეტის ნაშთიც.

2026 წლის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილების საპროგნოზო მაჩვენებელი 16 მილიონ 724 ათასი ლარით იზრდება და, საერთო ჯამში, 82 მილიონ 650 ათას ლარს აღწევს.

მერიის განმარტებით, „2025 წლის ბოლოსთვის ნაშთის დაგროვება ბიუჯეტით განსაზღვრული საკუთარი შემოსავლების დაგეგმილ საპროგნოზო მაჩვენებლებზე მეტი ფინანსური სახსრების შემოსვლამ განაპირობა“.

კერძოდ, ქონების გადასახადის ფარგლებში შესრულება 15 მილიონ 370 700 ლარია, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 132 პროცენტია. სხვა შემოსავლებმა კი 28 მილიონ 630 ათასი ლარი, ანუ 127.4% შეადგინა.

გარდა ამისა, ნამატ თანხაში აისახა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში მიღებული ეკონომია. შესაბამისად, ზრდის მერია საპროგნოზო მაჩვენებლებს.

მაგალითად, სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 5 მილიონი ლარით იზრდება, მათ შორის პროცენტები – 2 მილიონ 525 ათასი ლარით. ეს მუნიციპალიტეტის მიერ ბანკში განთავსებულ ფულად სახსრებზე დარიცხული სარგებელია.

ადგილობრივი მოსაკრებლის საპროგნოზო მაჩვენებელი დასუფთავებისთვის 2 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზრდება.

ცვლილებები აისახება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც: მერია რამდენიმე ახალ ღონისძიებას ამატებს, ზრდის მიმდინარე პროექტების დაფინანსებას, ზოგიერთს კი ამცირებს.

850 000 ლარით ამცირებს მერია შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს. ეს ეკონომია მერიამ პროევროპული პეტიციის ხელმომწერი თანამშრომლების სამსახურიდან გაშვების ხარჯზე მიიღო. სამსახური ოცდაათმა თანამშრომელმა დატოვა.

მერიამ ბიუჯეტში 2 მილიონი ლარი დაამატა სტიქიის შედეგად მიღებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებას. 4 მილიონი ლარი გაითვალისწინა მამია ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების [სულაბერიძისა და  ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან  ხალვაშის გამზირამდე] კეთილმოწყობაზე.

ახალი ღონისძიებების ჩამონათვალშია ლერმონტოვის ქუჩაზე ბათუმის მერიის მეორე ადმინისტრაციული შენობის რემონტი – მერიამ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ბიუჯეტში 3 მილიონი ლარი გაითვალისწინა.

გარდა ამისა, გოგებაშვილის ქუჩაზე, თევზის ბაზრის მიმდებარედ საპარკინგე სივრცის მშენებლობას გეგმავენ. ამისთვის ბიუჯეტში 500 000 ლარი გაითვალისწინეს.

საერთო ჯამში, პროექტის ბიუჯეტი 8 მილიონი ლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტი მრავალწლიანია, ბიუჯეტში პროექტის ვადად 2026-2027 წლებია მითითებული. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ვადაში მოახერხონ საპარკინგე სივრცის აშენება, პრაქტიკის გათვალისწინებით.

მერია ასევე გეგმავს სათვალთვალო კამერების შეძენას, რისთვისაც 9 800 ლარი გაითვალისწინა.

გარდა ამისა, მერია რამდენიმე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, ლიფტების შეძენა-მონტაჟსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს.

რამდენიმე დაგეგმილ პროექტს კი აუქმებს იმ მიზეზით, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდს გადასცემს მათ: ამ პროექტების დაფინანსება 6 მილიონი ლარი იყო, მათ შორის „არდაგანის ტბის“ და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რისთვისაც 2 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, ასევე რაგბის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2 ახალი სტადიონის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

მშენებლობის ნებართვებში 9.4 მილიონი გადაიხადეს – 2025 წლის ბათუმის ბიუჯეტის ანგარიში

ბათუმის მერია 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებას გეგმავს და ეკონომიების ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხის გადანაწილების გარდა, ზოგიერთ საპროგნოზო მაჩვენებელს ზრდის – როგორც თავად განმარტავს, „შემოსულობების გათვალისწინებით“.

ცვლილება საკრებულომ 30 მარტს დაგეგმილ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. ამავე სხდომაზე მერიამ საკრებულოს გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც უნდა წარუდგინოს.

ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით ბიუჯეტში ასახულია 89 მილიონ  390 400 ლარი. მათ შორის ყველაზე მეტი – 73 მილიონ 934 ათასი ლარი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელია.

9 მილიონ 408.1 ლარი მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელია. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო კი ბიუჯეტში, ჯარიმის სახით, 1 მილიონ 581 ათასი ლარი შევიდა.

ჯარიმებისა და საურავების სახით ბიუჯეტში მობილიზებულია 19 მილიონ 602 ათასი ლარი, პროგნოზი 10 მილიონი იყო.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 13 მილიონ 676 ათასი ლარია ასახული. მათ შორის უბილეთო მგზავრობის გამო დაჯარიმებულებს ბიუჯეტში 271 600 ათასი ლარი შეუტანიათ, ავტომობილის გაჩერების წესების დარღვევისთვის კი – 56 100 ლარი.

საერთო ჯამში, ბათუმში მძღოლები 22,7 მილიონით დააჯარიმეს მოძრაობის წესების დარღვევისთვის.

ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ 30 მარტს უნდა დაამტკიცოს, მერია განმარტავს, რომ 2025 წლის ბოლოსთვის შემოსავლების გადაჭარბებამ ბიუჯეტში ნაშთის დაგროვება გამოიწვია.

ამ ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 472 მილიონ 982 600 ლარი იყო, შესრულება 475 მილიონ 917 ათასი ლარია.

გადასახადების იმ ნაწილში, რომლითაც მერია ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს, ბიუჯეტი ისევ გაირღვა: გეგმა 565 მილიონ 888 ათასი ლარი იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 486 მილიონ 198 შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტი 85.9%-ით შესრულდა.

2025 წლის ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით 63 მილიონი ლარი შევიდა, გეგმა 48 მილიონი იყო.

2025 წელს სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა 104 მილიონ 603 ათასი ლარი იყო, ფაქტობრივად 133 მილიონ 233 600 ლარი შევიდა ბიუჯეტში, ანუ გეგმა 127.4%-ით შესრულდა.

სხვა შემოსავლების წილი ბათუმის ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 28,0%-ია.

ქობულეთში კიდევ ათობით კომერციულ ობიექტს დაანგრევენ – მერიის განმარტება

ბათუმის შემდეგ ე.წ. უნებართვო ობიექტების ნგრევა ქობულეთში დაიწყეს. დღეს, 24 მარტს, ქობულეთის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დაანგრიეს ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტი.

ქობულეთის მერიის პრესცენტრში განმარტავენ, რომ 30-მდე „უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო და სხვა კომერციული დანიშნულების“ ობიექტის მფლობელი გააფრთხილეს.

„30-ზე მეტ ობიექტის მფლობელს მიეცა შესაბამისი გაფრთხილება, რათა გონივრულ ვადაში გაეთავისუფლებინათ დაკავებული ტერიტორიები. ყველა ობიექტს გასული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები. ობიექტების მფლობელების ძირითადმა ნაწილმა გაფრთხილების საფუძველზე თავად გაათავისუფლა დაკავებული ტერიტორია,“ – მოგვწერეს ქობულეთის მერიის პრესცენტრიდან.

სავაჭრო ობიექტი ქობულეთში, რომელიც დღეს, 24 მარტს დაანგრიეს

დღეს დაშლილი სავაჭრო ობიექტის გვერდით ქობულეთის ცენტრში, მაგალითად, სწრაფი კვების ობიექტია, რომელსაც ტროტუარიც აქვს ნახევრად ათვისებული. ამ ობიექტში „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს, აქვთ თუ არა შესაბამისი ნებართვა.

რას უპირებს ქობულეთის მერია ამ კაფეს ან იმ უკანონო ობიექტებს, რომლებიც ქობულეთის სანაპიროზეა მოწყობილი? – ქობულეთის მერიის პრესცენტრში სწრაფი კვების ობიექტთან დაკავშირებული კონკრეტული შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს. მერიის პრესცენტრში განმარტეს, რომ უკვე აღკვეთეს „გარე ვაჭრობის ფაქტები ბაზრისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე“.

უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესის გააქტიურებამ ბათუმში გააჩინა შეფასება, რომ დემონტაჟის გააქტიურებული პროცესი შერჩევითია.

ამას გარდა, მაგალითად, ბათუმში, სანაპიროზე და ბულვარში აიღეს ის ჯიხურებიც, რომლებზეც წლების წინ მერია ნებართვას გასცემდა და ამ ჯიხურების დიზაინიც მასთან იყო შეთანხმებული. დღეს, 24 მარტს, გოგებაშვილის ქუჩაზე თვითდასაქმებულმა და ახლა უკვე უმუშევრად დარჩენილმა ადამიანებმა აქცია ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის სასტუმროსთან გამართეს შეკვეთილში.

ამ თემაზე:

„აქამდე რიჟვაძეს და ჩიქოვანს ჰქონდათ ბულვარი გადანაწილებული, ახლა – ცინცაძეს და თამაზაშვილს“

უკანონო სამუშაოების დაკანონება – როგორ „აგვარებს“ ბათუმის მერია აბაშიძეზე ქვაფენილის აყრის საკითხს

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის დემონტაჟი ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და არც შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულა. „ბათუმელები“ ამ დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 16 მარტს წერდა და ქალაქის მერიასაც მიმართა. პასუხი დღემდე არ მიგვიღია. პასუხის ნაცვლად, მერიას პრობლემის „მოგვარებაზე“ დაუწყია მუშაობა.

კერძოდ, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შეცვალა სხვა ქუჩებთან დაკავშირებით ადრე დადებული ხელშეკრულება და მასში მემედ აბაშიძის გამზირი ჩაამატა. აღსანიშნავია, რომ ცვლილების/მხარეთა შეთანხმების დოკუმენტი 20 მარტითაა დათარიღებული. მეორე მხარეა შპს „ბონდი-2009“, რომელიც სამუშაოებს ატარებს.

პარალელურად, მერია ცდილობს ცვლილებები შეიტანოს 2026 წლის ბიუჯეტშიც. შესაბამისი პროექტი საკრებულოში უკვე წარდგენილია, რომელსაც ბათუმის საკრებულოს წევრები 30 მარტს განიხილავენ.

ფაქტობრივად, ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრა ისე დაიწყო, ამის შესახებ წინასწარ არც ქალაქის მოსახლეობამ იცოდა და არც საკრებულომ. შესაბამისად, ეს არის თვითნებობა.

ამონარიდი ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტიდან, რომელიც საკრებულომ 2026 წლის 30 მარტის სხდომაზე უნდა განიხილოს [ქუჩების ჩამონათვალში მერია მემედ აბაშიძის ქუჩას ამატებს, სადაც ქვაფენილი უკვე აყარეს]

თუმცა, ვიდრე საკრებულო ცვლილებებს ოფიციალურად დაამტკიცებს, გამზირზე სამუშაოები თითქმის დასრულებულია – ქვაფენილი მთელ პერიმეტრზე უკვე აყრილი, სანიაღვრე სისტემა მოწყობილი და ასფალტიც დაგებულია [დარჩენილია ქუჩის დაახლოებით 80-მეტრიანი მონაკვეთი].

ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი / 24.03.2026

რა ხდება?

მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრის დაწყების შესახებ მერიამ განცხადება 2026 წლის 14 მარტს გაავრცელა.

ბათუმში ქვაფენილის აყრასა და ასფალტბეტონის დაგებაზე მერიის სამმართველოს 2025 წელს ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული 6 432 351 ლარით. ხელშეკრულება კი, ტენდერში გამარჯვებულ ბონდი-2009-სთან 2026 წლის 28 იანვარს გააფორმა 5 649 994 ლარზე.

ამ ტენდერის მიხედვით, ქვაფენილი 15 ქუჩაზე [ან ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებზე] უნდა აეყარათ, თუმცა, მემედ აბაშიძის გამზირი ჩამონათვალში არ იყო.

ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი / 24.03.2026

2026 წლის 20 მარტის „მხარეთა შეთანხმება N1“-ით, მერიის სამმართველო და „ბონდი-2009“ შეთანხმდნენ, რომ 2026 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებაში გარკვეული პუნქტები დაკორექტირდეს – გაუქმდეს გარკვეული სამუშაოები და ჩამონათვალს დაემატოს მემედ აბაშიძის ქუჩა.

ამასთან, „ხელშეკრულების საერთო ღირებულება შემცირდეს 1094,96 ლარით და საბოლოო სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვროს 5 648 899,67 ლარით“, – აღნიშნულია შეთანხმებაში.

„მხარეთა შეთანხმების“ დოკუმენტის მიხედვით:

6 მარტს – სამუშაოების მსვლელობის პროცესში ზედამხედველმა კომპანია „მისტიკ ჯითიმ“ წერილით აცნობა მერიის სამმართველოს, პროექტში არსებული ზოგიერთი საკითხის დაზუსტების შესახებ.
11 მარტს – შპს „გზაპროექტს“ წერილობით ეთხოვა შეეტანა შესაბამისი ცვლილება სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში.
18 მარტს – შპს „გზაპროექტის“ მიერ წარმოდგენილი იქნა წერილი და სიტუაციური გეგმა.
20 მარტს – შპს „ბონდი-2009“-მ სამმართველოს გაუგზავნა კორექტირებული ფასების ცხრილი.
20 მარტს – გაფორმდა მხარეთა შეთანხმება, სადაც ასევე აღნიშნულია:

„არსებულმა გარემოებებმა გამოიწვია ზოგიერთი სამუშაოების გაუქმება, ზოგიერთი სამუშაოების დამატება, კერძოდ, ქუჩების ჩამონათვალს დაემატა მემედ აბაშიძის გამზირი – 26 მაისის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთი.

1. გაუქმდა საფუძვლის სტაბილიზირებული ფენა-ღორღი (ფრ.0-40მმ) (h-15სმ) კომპლექსური შემკვრელით, ცემენტი (4%) და ნაცარის (12%) დანამატით.
2. ნაცარის ტრანსპორტირება 178 კმ.
3. სრული თავი ამორტიზებული ველობილიკების რეაბილიტაცია.
4. დაემატა გზის საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით (0-40მმ), სისქით 18სმ, რაზედაც წარმოდგენილია ინსპექტირების ანგარიში.

შესაბამისად, საჭირო გახდა ზოგიერთი მოცულობის გაზრდა და ზოგიერთის შემცირება, გაიზარდა მოცულობები 1. მოსამზადებელ სამუშაოებში, 2. სანიაღვრე სისტემის მოწყობაში. 3. გზის სამოსის მოწყობა. 4. გზის მონიშვნა. 5. შემცირდა შესასვლელის მოწყობის სამუშაოები“.

აქვე აღსანიშნავია, რომ სამუშაოები ჩატარდა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მელიქიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მონაკვეთშიც, თუმცა ეს მონაკვეთი „შეთანხმებაში“ არ წერია. არ წერია ასევე კლარა ცეტკინის ქუჩაც, რომელიც მერიის 14 თებერვლის განცხადებაში ფიგურირებს.

„ბათუმელები“ ამ დრომდე ელოდება მერიის სამმართველოსგან განმარტებებს ამ საკითხზე. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია აქვე განახლდება.

ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი / 24.03.2026

„ბონდი-2009“ ბათუმში 2009 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის წილებს [თითოეული 25%-ს] ფლობენ: ბადრი ჭაღალიძე, ოთარ ფუტკარაძე, ნუკრი დოლიძე და დავით დევაძე. კომპანიის დირექტორია მამუკა დოლიძე.

კომპანიის ოთხი დამფუძნებლიდან სამი „ოცნების“ შემწირველია.

ოთარ ფუტკარაძემ „ქართულ ოცნებას“ 2021-2025 წლებში ჯამში 207 ათასი ლარი შესწირა, დავით დევაძემ [2023-2025 წლებში] – 170 ათასი ლარი, ხოლო ნუკრი დოლიძემ [2021-2025 წლებში] – ჯამში 228 ათასი ლარი.

ამასთან, ნუკრი დოლიძის შვილი, ლევან დოლიძე ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრია [„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარული სიით]. ასევე არის საკრებულოს ფრაქციის – „ევროპელი სოციალისტების“ წევრი.

ამ თემაზე:

რატომ აქვს ნასვრეტები ბათუმში, რუსთაველზე დაგებულ ახალ ფილებს – „მუჭისოდენა თუა, გამოიცვლება“

 

 

 

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

თიბისი კაპიტალმა, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გამართა. ღონისძიება უკვე მეორედ ჩატარდა და 500-მდე სტუმარს უმასპინძლა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან.

გლობალურ ეკონომიკაში რეგიონის მზარდი როლის ფონზე, გაიზარდა კაპიტალის ბაზრების მიმართ ინტერესიც – ამ პროცესების საპასუხოდ კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, ინვესტორები, ემიტენტები და მარეგულირებლები.

თიბისი კაპიტალის მოწვევით, საქართველოს ესტუმრნენ და კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მათ შორის: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins.

კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია წელს გაფართოებული ფორმატით ჩატარდა – იმსჯელეს გლობალურ და რეგიონულ ტენდენციებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და უზბეკეთზე: მიმოიხილეს საქართველოს კაპიტალის ბაზარი, რომლის მოცულობაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გასამმაგდა და 3 მილიარდ ლარს მიაღწია. ასევე, იმსჯელეს უზბეკეთში მიმდინარე ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე, რომელიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის ინვესტორებისთვის.

„ფასიანი ქაღალდების მიმართ მზარდი ინტერესის ფონზე კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. წელს ღონისძიებას 450-ზე მეტი პარტნიორი და საერთაშორისო ექსპერტი დაესწრო, მათ შორის, მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან.

საქართველოში კაპიტალის ბაზარი მნიშვნელოვნად გააქტიურდა: ბოლო ხუთი წლის საშუალო წლიური ზრდა 29%-ს შეადგენდა, გასულ წელს კი 19%-ით გაიზარდა და საჯარო და კერძო განთავსებების ჯამურმა მოცულობამ 2.9 მილიარდ ლარს მიაღწია. ადგილობრივ ბაზარზე თიბისი კაპიტალი სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და 56%-იანი წილი უჭირავს. რაც შეეხება საერთაშორისო ობლიგაციებს, 2018 წლიდან დღემდე საქართველოდან 16 ევროობლიგაციაა განთავსებული, საიდანაც თიბისი კაპიტალმა 12 ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა.

კაპიტალის ბაზრების კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარებით და წარმატებული მაგალითების განხილვით ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში კაპიტალის ბაზრის ზრდასა და გაძლიერებას“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

“საქართველოს საფინანსო სექტორი კვლავ მყარი, მდგრადი და სტაბილურია, და ისევ გადამწყვეტ როლს თამაშობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.

ამავდროულად, საფინანსო სექტორის შემდგომი დივერსიფიკაცია – განსაკუთრებით კაპიტალის ბაზრების განვითარების გზით – არსებითად მნიშვნელოვანია დაფინანსების წყაროების გასაფართოებლად და გრძელვადიანი, მდგრადი ზრდის მხარდასაჭერად.

საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა, ხოლო 2025 წელი ძლიერი და ხელშესახები პროგრესის კიდევ ერთი წელი იყო.

2025 წლის ბოლოსთვის, მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების მოცულობა წლიურად 33.3%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდ ლარს მიაღწია. გარდა ამისა, 2025 წელი გამოირჩეოდა ემისიის ყველაზე მაღალი აქტივობით ისტორიაში – წლის განმავლობაში 1.58 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი ემისია განხორციელდა”,- ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა პირისპირ შეხვედრები გამართეს საერთაშორისო ბანკებთან და ინსტიტუციურ ინვესტორებთან, რაც ხელს უწყობს რეგიონის კაპიტალის ბაზრების გაძლიერებას, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ზრდასა და ახალი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას.

MIA Challenges Definition of Journalism, Seeks 15-Day Detention for Reporter Despite Wearing Press ID at Protest

The court hearing in the administrative offence case against Tabula journalist Mariam Kuprava has been postponed to March 30 at the request of the Ministry of Internal Affairs (MIA).

Kuprava, along with Mariam Dzidzaria of Netgazeti, is accused of “artificially blocking the road” while performing professional duties. Both journalists face up to 15 days in detention. Kuprava is accused for covering the “Saturday march” on February 7th.

The hearing, initially held on March 23 before Judge Tornike Kapanadze, included presentations of evidence by MIA representative Tamar Kachkachishvili and the defence.

Video footage presented by the MIA shows Kuprava wearing press-identifying symbols, including a press badge and a PRESS armband. However, the short clip submitted by the MIA only shows Kuprava moving on the road and speaking to protesters, without capturing the exact moment she is taking photos or videos. The MIA argued that this proves she was acting as a participant in the protest rather than a journalist.

The MIA claims that the moment she stopped taking photos, she was no longer acting as a journalist, and is demanding the detention of the reporter who was present at the rally covering it while wearing all press badges and symbols.

Kuprava’s lawyer countered that journalistic duties include collecting information and observing the situation, not just taking photos or videos. Defence evidence also includes photo and video material showing Kuprava recording with her phone during the protest.

On February 7, Journalist Mariam Kuprava, wearing all press-identifying symbols, was also seen recording video at the protest. She faces up to 15 days of administrative detention for “artificially blocking the road

“The MIA representative claimed I wasn’t performing journalistic duties because the two-minute video didn’t show me taking photos or videos. When we pointed out the short length of their video evidence, she requested a postponement to submit a longer clip, which, if provided, would show me filming. But journalistic work is not limited to capturing footage,” Kuprava said.

The next hearing is scheduled for March 30 at 11 a.m.


On March 6, Tbilisi City Court also reviewed the case of photographer Giorgi Tarkhnishvili, according to MediaChecker.

The Interior Ministry accuses Tarkhnishvili of obstructing pedestrians by standing on a sidewalk while performing his professional duties on December 18, 2025. The judge postponed the announcement of the ruling in Tarkhnishvili’s case for March 27, the same day as court hearing into the case of Netgazeti journalist Mariam Dzidzaria.

Netgazeti Journalist Faces Up to 15 Days in Detention Over Protest Coverage

ივანიშვილის სასტუმროსთან შეკვეთილში საპროტესტო აქციას მართავენ

“ივანიშვილთან იმიტომ მოვედით, რომ მისი მოყვანილი ხელისუფლებაა და მოგვხედოს” – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც შეკვეთილში, სასტუმრო ,,პარაგრაფთან” აქციას მართავენ.

შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფთან” საპროტესტო აქციას  ბათუმის ბულვარში დასაქმებულები მართავენ, რომლებსაც ბათუმის მერიამ სავაჭრო ჯიხურები წაართვა.

ბათუმის ბულვარში დასაქმებულები საპროტესტო აქციით ცდილობენ ხმა მიაწვდინონ ბიძინა ივანიშვილს, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს.

“აქ ჩამოვედით იმიტომ, რომ ბიძინამ გაიგოს ჩვენ შესახებ და თქვას – “აცადეთ ხალხს მუშაობა”. მოვედით იმიტომ, რომ არც მერი და არც არავინ ხალხის არჩეული არაა. არის ბიძინას არჩეული. ამიტომ უნდა თქვას [ბიძინამ], რომ შეგვეშვან და გვაცადონ მუშაობა,” – უთხრა “ბათუმელებს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზურაბ ლომთაძემ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს აქციის გამართვა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის სახლთან სურდათ, თუმცა დენდროლოგიური პარკის შესასვლელთან, რომელთან ახლოსაც ივანიშვილის სახლი მდებარეობს, მათ პოლიცია დახვდათ მობილიზებული.

ბათუმის ბულვარიდან სუვენირებისა და წვენების ჯიხურები ბათუმის მერიამ 11 თებერვალს აიღო მოტივით, რომ ეს ჯიხურები ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა.

თვითდასაქმებულები აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ და თამაზაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

 

Opposition Leader Elene Khoshtaria Sentenced to 18 Months for Writing “Russian Dream” on Kakha Kaladze Banner

Opposition politician Elene Khoshtaria, leader of Droa party and a member of the Coalition for Change, has been sentenced to one year and six months in prison in connection with an inscription she made on an election campaign banner belonging to Kakha Kaladze of Georgian Dream.

The decision was announced by Judge Giorgi Arevadze.

Khoshtaria was arrested on September 15, 2025. She was charged with damaging another person’s property (Article 187 of the Criminal Code). The case concerns an inscription reading “Russian Dream,” which she wrote with a marker on Kaladze’s campaign banner. According to the prosecution, the damage caused to the banner amounted to 570 GEL.

The court imposed bail of 5,000 GEL as a preventive measure. However, Khoshtaria refused to pay the bail and chose to remain in detention as a form of protest.

In March 2026, the European Parliament adopted a resolution calling for the immediate release of Khoshtaria and other political prisoners. The document emphasizes that the charges against her are politically motivated and aimed at restricting freedom of expression. In her recent letters, Khoshtaria has categorically rejected any negotiations regarding her release, considering them a deal with the regime.

Khoshtaria wrote the inscription on the banner in solidarity with 23-year-old student Megi Diasamidze. Diasamidze is being prosecuted under criminal law for damaging Kaladze’s banner and is currently released on bail of 2,000 GEL since October 28.


Another Georgian Opposition Leader, Elene Khoshtaria, Arrested Over Protest Act

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული დ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში თურქეთის მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული ა.ფ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

პოლიციამ დ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.“ – წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო: შსს

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 289 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 800 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 24 271 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 38 695 ერთეული [+33]
  • MLRS – 1 696 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 336 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 193 892 ერთეული [+1 023]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 468 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 84 955 ერთეული [+180]
  • სპეცტექნიკა – 4 098 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ რუსეთის ბალტიის ზღვის მთავარ ნავთობტერმინალს დაარტყა

 

 

რუსეთის დაზვერვა ორბანზე მკვლელობის ინსცენირებას გეგმავდა – რას წერს მედია ევროპულ დაზვერვაზე დაყრდნობით

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

საკრებულოს თავმჯდომარე სატელეფონო ხარჯებისთვის ფულს 9 000-ლარიანი ხელფასიდან აღარ დახარჯავს

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე მაისურაძემ მოამზადა საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც თავად თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და კომისიების თავმჯდომარეებს სატელეფონო საუბრების ხარჯებს აუნაზღაურებენ.

განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც შემდეგ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ, საკრებულო თანამდებობის პირების უფლებამოსილების განხორციელების ხარჯს გაანაწილებს.

პროექტის მიხედვით, ლიმიტები ასე გადანაწილდა:

საკრებულოს თავმჯდომარე სატელეფონო ხარჯებისთვის ფულს თავისი ხელფასიდან, ანუ 9600 ლარიდან კი არ დახარჯავს, მას ბიუჯეტიდან 70 ლარი ჩაერიცხება თვეში. ერთ წელში ეს თანხა 840 ლარი იქნება. საკრებულოს ორივე მოადგილე ტელეფონისთვის თვეში 60-60 ლარს მიიღებს.

საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეებისთვის 50-50 ლარი განსაზღვრეს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 9600 ლარია, მისი პირველი მოადგილის ხელფასი – 8000 ლარი, მეორე მოადგილის ხელფასი კი 7200 ლარით განსაზღვრეს.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 5600 ლარია. ამდენივეა ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე კი 4000 ლარს იღებს ხელფასის სახით.

ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში 22 წევრი „ოცნებიდან“ შევიდა, ყველა თანამდებობის პირია. ასე მოხერხდა.

3 ოპოზიციონერია.

სხდომა 30 მარტს  უნდა გაიმართოს.

ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში 22 თანამდებობის პირი იმუშავებს – ხელფასები იზრდება

რა ხდება, როცა „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან კავშირის გამო 38 პირს 1 სოფელში აკავებენ – ინტერვიუ

„რაც უფრო მეტია კორუფცია სახელმწიფოში, მით უფრო ძლიერდება ორგანიზებული დანაშაული,“ – ამბობს პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე. მას რამდენიმე დღის წინ, 2026 წლის 19 მარტს ხელვაჩაურში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ვესაუბრეთ: ამ სპეცოპერაციის დროს აჭარაში, ძირითადად კი, ხელვაჩაურში 72 პირი დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით.

72 ბრალდებულთაგან 38 პირი მხოლოდ ერთი სოფლიდან – შარაბიძეებიდანაა.

რაზე მიუთითებს ეს ციფრები? რა მასშტაბის ორგანიზებით გამოირჩევა „ქურდული სამყარო“ საქართველოში?

„როცა ერთ სოფელში აკავებენ ამდენ ადამიანს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, ეს ნიშნავს იმას, რომ სერიოზული ჩავარდნაა.

გაძლიერება არ აწყობს [„ოცნებას“] – ამიტომაც იჭერენ პერიოდულად სხვადასხვა პირს… მგონი, ეს რეჟიმი უფრო აკონტროლებს „ქურდულ სამყაროს“. ამ სამყაროს წარმომადგენლებს აქვთ გარკვეული არეალი საქმიანობის, ხელისუფლებას სჭირდება „კრიმინალური სამყარო“, ვთქვათ, არჩევნების გაყალბების დროს, დაშინებისთვის, „ტიტუშკებად“ და ასე შემდეგ, მაგრამ არ აძლევს მათ აბსოლუტურ თავისუფლებას,“ – გვიყვება ალექსანდრე კუხიანიძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლებია კითხულობს ბაკალავრიატზე სალექციო კურსს: „პოლიტიკური კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული“.

„ბათუმელებმა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების პროფესორთან, ალექსანდრე კუხიანიძესთან, ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ალექსანდრე, ხელვაჩაურში სპეცოპერაციის შედეგად ერთდროულად 72 პირი დააკავეს, მათ შორის, 3 ქალია. რა მასშტაბთან გვაქვს უკვე საქმე?

როგორც კი ბრძოლა სუსტდება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, კრიმინალური სამყარო მაშინვე აქტიურდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ადრე იყო.

ზოგადად, სუბკულტურის მოსპობას სჭირდება რამდენიმე თაობა. საბჭოთა კავშირი დაიშალა 30 წელია, მაგრამ დღესაც მენტალობა იგივეა. ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ არის მუდმივი. როგორც კი სუსტდება ეს ბრძოლა, ეგრევე ორგანიზებული დანაშაული აძლიერებს თავის პოზიციებს.

როცა ერთ სოფელში აკავებენ ამდენ ადამიანს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, ეს ნიშნავს იმას, რომ სერიოზული ჩავარდნაა. მეორე მხრივ კი, ქურდულ სამყაროს დროდადრო აქვს თავისი ეგრეთ წოდებული „სხოდკები“, შეკრებები ფარულად… მე მხოლოდ ზოგადად შემიძლია ვილაპარაკო ხელვაჩაურის ამ შემთხვევაზე, რადგან კონკრეტულად ამ ქეისს არ ვიცნობ კარგად.

როცა სახელმწიფოში გვაქვს კორუფციული სკანდალები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის დონეზე, სამართალდამცავი სტრუქტურების და მინისტრების დონეზე, როცა „ქოლცენტრებს“ მფარველობს სუსი, გასაკვირი არაა, რომ კრიმინალური სამყარო თავისუფლად გრძნობს თავს. რაც უფრო მეტია კორუფცია სახელმწიფოში, მით უფრო ძლიერდება ორგანიზებული დანაშაული.

ალექსანდრე კუხიანიძე

რაც უფრო ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფვის ხელისუფლება, მით უფრო აქტიურად იყენებს კრიმინალურ სამყაროს საკუთარი მიზნებისათვის: ე.წ. ტიტუშკების გააქტიურება არჩევნების დროს და კრიმინალური ელემენტების გამოჩენა – ახალი არაფერი არ არის ამაში.

დღეს განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებში იკიდებს ეს ფეხს. თუ ხედავენ ბავშვები, რომ ვიღაც გავლენიანი პირი, პოლიტიკოსი თუ ქურდული სამყაროს წევრი დადის ძვირადღირებული მანქანით, ჩაფლულია კორუფციაში, კანონგარეშე აყენებს საკუთარ თავს, იღებს კონკრეტულ კანონს, რომელიც მას აწყობს, ატრიალებს კანონმდებლობას თავისი ინტერესების მიხედვით, მაშინ ეს ბავშვები ხედავენ, რომ სამართალი არ არსებობს სახელმწიფოში და უნდათ, რომ ისინიც გავლენიანები გახდნენ. დღეს უკვე ისინი, ბუნებრივია, ფიქრობენ კრიმინალურ სამყაროზე.

საზოგადოების ნაწილს მაინც ნოსტალგია აქვს საბჭოთა ცხოვრებაზე: ვიღაცას კავშირი ჰქონდა „ქურდულ სამყაროსთან“, მშობელი ჰყავდა ქურდი ან შვილი „უბანში“ – ეს კულტურა მოდებული იყო და ახლაც რჩება… ამის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება სისტემატური, მიზანდასახული მუშაობა, ამ გავლენების მინიმიზება რომ შევძლოთ.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ – გარდა იმისა, რომ კანონიერი ქურდების ინსტიტუტის წინააღმდეგ იყო მიღებული კანონები, ზომები გატარდა, დააპატიმრეს კონკრეტული ადამიანები, კონფისკაციაც მოხდა და ასე შემდეგ. ამას გარდა, უამრავი ბავშვისათვის ფეხბურთის მოედანი ან სპორტული მოედანი აშენდა… მაშინ ბავშვებისთვის „კანონიერი ქურდი“ აღარ იყო ისეთი პოპულარული, როგორიც მანამდე. ბავშვებმა დაინახეს, რომ „კანონიერი ქურდი“ თუ იქნები, მოხვდები ციხეში, იქნები სიღარიბეში და ვერ ივლი ძვირადღირებული ჯიპით, მუქი მინებით და გავლენიანი პიროვნება ვერ იქნები.

  • თქვენი დაკვირვებით, რამ შეუწყო ხელი ე.წ. ქურდული სამყაროს არათუ გადარჩენას, არამედ მის გაძლიერებას? 

ის ბავშვები, რომლებიც 90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში ოცნებობდნენ ქურდულ სამყაროზე, ისინი ხომ ცოცხლები არიან? მათი მენტალიტეტი შეიძლება რაღაცით შეიცვალა, მაგრამ თუ ვინმე ჩაბმული იყო ამ კრიმინალურ საქმიანობაში, მენტალობით იგივე დარჩა და ელის მომენტს, როდესაც შეუძლია გააგრძელოს თავისი კრიმინალური საქმიანობა. იარაღის ტარება, მაგალითად, აკრძალულია ჩვენთან კანონით, მაგრამ ბევრს აქვს დამალული: თუ რამე მოხდება და დასუსტდება ხელისუფლება, ის იარაღი შეიძლება ამოქმედდეს ისევ.

ამიტომაც, პოლიცია განსაკუთრებით აქტიური უნდა იყოს ამ ბრძოლაში, თუმცა მხოლოდ პოლიცია ვერ გააკეთებს ამას. საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. მე მიკვირს, როცა სკოლებში აუქმებენ სამოქალაქო განათლებას. გამოდის, არ სჭირდებათ მოქალაქეები და გვჭირდება ბატონყმური ურთიერთობა?

ეს თუ აწყობთ, მაშინ კრიმინალური სამყარო კიდევ უფრო გაძლიერდება.

  • ავტორიტარიზმი ახსენეთ. რა ლოგიკით შეიძლება აწყობდეს ავტორიტარულ მმართველობას, მაგალითად, ივანიშვილს, „ქურდული სამყაროს“ გაძლიერება? 

წინააღმდეგობრივია ეს პროცესი.

თუ თვითონ ავტორიტარული ძალაუფლება არ არის ძალიან მკაცრი და ტოტალური კონტროლი არ არის დაწესებული საზოგადოებაზე, მაშინ კრიმინალური სამყარო დადის თავის ჭკუაზე, მაგრამ დიქტატორს არ აწყობს კონკურენტების. ავტორიტარული ძალაუფლება „ქურდულ სამყაროს“ აყენებს თავის სამსახურში, ხოლო თუ ეს „ქურდული სამყარო“ არ ემორჩილება და თავისი ჭკუით დადის, მაშინ სპობს მას.

ნახეთ, მაგალითად, რუსეთში რა მოხდა: პუტინი თავდაპირველად კრიმინალურ სამყაროსთან იყო დაკავშირებული პეტერბურგში? იქ ბევრი კრიმინალი ხელისუფლებაში მოხვდა, მაგრამ 2000-იან წლებში რუსეთში გაანადგურეს ძირითადი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები, როგორიც არის სოლნცევსკაია, იგივე ტამბოვსკაია, არიხოვსკაია და ასე შემდეგ – ამ ადამიანებმა ციხეში ამოყვეს თავი, მოკლეს, ან რაღაც დამართეს. პუტინს არ სჭირდება კონკურენტები, რადგან ის თვითონ მართავს ქურდულად, მართავს, როგორც, კაგებეშნიკი, ოლიგარქი და პოლიტიკოსი.

ამიტომაც, რაც უფრო ძლიერია ავტორიტარული ხელისუფლება, მით უფრო ცდილობს თავის სამსახურში ჩააყენოს კრიმინალური სამყარო. თუ არ ემორჩილება კრიმინალური სამყარო, მაშინ მას სპობს და ამ ფუნქციას თავადვე ითავსებს დიქტატორი.

  • შეიძლება „ქურდული სამყაროს“ დასუსტება ამ ეტაპზე სჭირდებოდეს ივანიშვილს? 

გაძლიერება არ აწყობს – ამიტომაც იჭერენ პერიოდულად სხვადასხვა პირს….

მე მგონია, ეს რეჟიმი აკონტროლებს „ქურდულ სამყაროს“. ამიტომაც, ამ სამყაროს წარმომადგენლებს აქვთ გარკვეული არეალი საქმიანობის, ხელისუფლებას სჭირდება „კრიმინალური სამყარო“, ვთქვათ, არჩევნების გაყალბების დროს, დაშინებისთვის, „ტიტუშკებად“ და ასე შემდეგ, მაგრამ არ აძლევს ხელისუფლება მათ აბსოლუტურ თავისუფლებას.

ამიტომაც, დროდადრო აწყობს დაკავებებს.

  • „ქურდული სამყაროს“ საქმეებს თუ გადავხედავთ, ჩანს, რომ ბიზნესდავების არსებობის დროს ბიზნესმენები მიმართავენ არა სასამართლოს, არამედ „ქურდულ სამყაროს“. ამის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ სასამართლო გადატვირთულია და ფინანსური დავის განხილვას წლების სჭირდება? 

როდესაც მაღალი თანამდებობის პირები თვითონ არიან ჩაბმული კორუფციაში და მართავენ კრიმინალურ ქსელებს, ვგულისხმობ ისევ „ქოლცენტრებს“, რაც კრიმინალური საქმიანობაა და მაფიები აკონტროლებენ ასეთი ტიპის დანაშაულებრივ საქმიანობის ქსელებს, ცხადია, კრიმინალური სამყაროც გაიზრდება. ამ დროს ნდობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ მცირდება.

ამ დროს იზრდება შიში იმ სამყაროსადმი, რომელსაც შეუძლია ააწიოკოს, მოიტაცოს ან მოკლას ადამიანი, შესაბამისად, იძულებული არიან, რომ კრიმინალური სამყაროს გარკვეული მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

  • მინდა გკითხოთ ქალებზე: ხელვაჩაურის სპეცოპერაციის დროს 3 ქალი დააკავეს და ბრალი წარუდგინეს. ეს ტენდენცია რაზე მიუთითებს? 

წინა მთავრობის დროსაც იყო მსგავსი შემთხვევა, როცა მიიღეს კანონი ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, განსაზღვრეს „ქურდული სამყარო“ და „კანონიერი ქურდი“, ასევე განისაზღვრა მიმართვის შემთხვევაზე პასუხისგებაც. ვიცით, რომ „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა ითვლება მონაწილეობად და მახსოვს, იყო შემთხვევა, როცა დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლები, ბრალდებულების ნათესავმა გოგო-ბიჭებმა კი, შეკრიბეს ფული ციხეში პატიმრების მხარდასაჭერად.

ეს ჩაითვალა, როგორც „ობშიაკი“. მაშინ დააკავეს გოგოებიც.

„ქურდულ სამყაროში“ არის, რომ აი, „ეს არ არის ქალის საქმე“, „ქალი არ უნდა ჩარიო“, „ქალის საქმე არ არის ქურდულ სამყაროში“ და ასე შემდეგ. მაგალითად, დასავლეთ ევროპაში იყო არაერთი შემთხვევა, როცა ქალი მუშაობდა დამლაგებლად იტალიაში, ოჯახში და პარალელურად იყო დაკავშირებული მაფიასთან. არის შემთხვევები დასავლეთ ევროპაში, როცა ქალები მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში, თუმცა არა, როგორც კანონიერი ქურდები.

პრინციპში, „ქურდული სამყაროს“ ტრანსფორმირება მოხდა დიდი ხნის წინ, როდესაც კლასიკურ კანონიერ ქურდებს არ უნდა ეთანამშრომლათ ხელისუფლებასთან, პოლიციასთან, არ უნდა დაეჭირათ ხელში იარაღი, არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა მკვლელობებში, 70-80-იან წლებში კი, გაჩნდა პოზიცია: უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა კრიმინალურ ეკონომიკაში?

შემდეგ კი, ისინი ფაქტობრივად ყიდულობდნენ ამ ტიტულს რუსეთში, ასეთ კანონიერ ქურდებს უწოდებდნენ „აფელინებს“, რაც პრინციპში კლასიკური ქურდების ფილოსოფიას ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება. ტრანსფორმაცია მოხდა სერიოზული, როცა „ქურდული სამყარო“ მონაწილეობს დღეს ეკონომიკაში, კრიმინალურ ან ჩრდილოვან ეკონომიკაში – ისინი ფულის გათეთრების გზით ცდილობენ საკუთარი საქმიანობის ლეგალიზაციას.

„კანონიერი ქურდები“ დღეს მოგვევლინენ, როგორც რესპექტაბელური ბიზნესმენები – მათ თავიანთი ბიზნესი აქვთ. „ქურდული სამყაროს “ლიდერობას სჭირდება გარკვეული ნიჭი, უნარ-ჩვევები, ყველას არ შეუძლია ეს. მათ აქვთ კორუფციული კავშირები ხელისუფლებასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

ეს კავშირები არის უხილავი. არავინ გეტყვის, რომ რომელიმე „კანონიერი ქურდი“ ან მეთვალყურე თანამშრომლობს პარლამენტის რომელიმე წევრთან, მინისტრის მოადგილესთან, მინისტრთან ან პარტიის ლიდერთან, ან რეგიონულ ხელმძღვანელთან, გამგებელთან – არავინ არ მოგცემთ ამის მტკიცებულებას, ხომ?

  • არსებობს ვერსია იგივე ხელვაჩაურის სპეცოპერაციაზე, რომ შესაძლოა რომელიმე გავლენიანი და „ოცნებასთან“ დაახლოებული „კანონიერი ქურდი“ იშორებს სხვა „კანონიერი ქურდის“ დაჯგუფებას… 

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ გავიდა ოცდაათზე მეტი წელი. ვინც იყო, ვთქვათ, ოცდაათი წლის, დღეს სამოცი წლისაა, ვინც იყო ორმოცდაათი წლის, უკვე ცოცხალი აღარ არის. საბჭოთა ქურდების დიდი ნაწილი უკვე აღარ არის ცოცხალი. ეს ადამიანები პრაქტიკულად დიდხანს ვერ ცოცხლობენ: მათ ან კლავენ, ან ბევრ წელს ციხეებში ატარებენ… ამიტომაც, დღეს უკვე საქმე გვაქვს „კანონიერი ქურდების“ ახალ თაობასთან.

ესაა პოსტსაბჭოთა თაობა, რომელიც უფრო აქტიურად მონაწილეობს ეკონომიკაში, უკანონო ბიზნესში. რუსეთშიც ნახეთ, როგორ მოხდა „დედ ხასანის“, ან „იაპონჩიკის“ მკვლელობა – ისინი კლავენ ერთმანეთს, რომ იპოვონ უფრო თბილი ადგილი.

  • რას უნდა აკეთებდეს და არ აკეთებს „ოცნების“ ხელისუფლება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ?

ხელისუფლება უნდა იყოს სუფთა და არ უნდა იყოს რაიმე ფორმით ჩაბმული კორუფციაში. დღევანდელ ხელისუფლებაზე ამის თქმა საკმაოდ რთულია.

ხელისუფლებამ უნდა შექმნას ყველა პირობა, რომ სასამართლო იყოს ნამდვილად დამოუკიდებელი. როცა ლაპარაკია პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებზე, ფაქტობრივად, სასამართლო სისტემა მოშლილია და ეს ნდობა ძალიან დაბალია.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიცია და პროკურატურა იყოს დეპოლიტიზებული.

დაახლოებით 10-15 წლის წინ, როცა ვმუშაობდი ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრის დირექტორად, მაშინ  მოვიწვიეთ თურქეთის ნაციონალური პოლიციის ოფიცრები, რომლებიც კონტრტერორისტულ საკითხებზე მუშაობენ. ყველას ჰქონდა სადოქტორო დაცული ამერიკის შეერთებულ შტატებში. თურქეთის პოლიცია აგზავნიდა თავის კადრებს საუკეთესო უნივერსიტეტებში ევროპასა და ამერიკაში.

პოლიციელი უნდა იყოს განათლებული და ჭკვიანი – კრიმინალურ სამყაროზე უფრო ჭკვიანი უნდა იყოს, კარგად აღჭურვილი, მაღალხელფასიანი და მოტივირებული ბრძოლაზე. პოლიციამ იმას კი არ უნდა უყუროს, ვის მოემსახუროს: მთავრობას თუ კანონს, არამედ მან ცალსახად უნდა იცოდეს თავისი საქმე: ემსახუროს კანონს, ხალხს და არა ოლიგარქს, გარკვეულ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია.

პოლიციას დღეს უზარმაზარი დრო ეკარგება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაზე, დაკავებაზე, დემონსტრაციების დროს შეჯახებაზე და ასე შემდეგ. მაშინ, როცა ეს დრო, ენერგია უნდა დახარჯოს კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ყველაფერი იწყება იქედინ, რომ საზოგადოება უნდა იყოს დემოკრატიული. ნდობა უნდა იყოს პოლიტიკური ჯგუფების მიმართ, რომლებიც არიან სახელმწიფოს სათავეში. მეორე საკითხია განათლება – განათლება არამხოლოდ პოლიციის, არამედ სამოქალაქო განათლება, ხალხის განათლება, ბავშვების განათლება, ანტიკრიმინალური, ანტიკორუფციული განათლებაა საჭირო.

მესამე: ბავშვებისათვის ყველა პირობის შექმნა, რომ დაკავებული იყვნენ სპორტით, მუსიკით, ცეკვით, სიმღერით, სკოლით და არა ის, რომ ქუჩაში ისხდნენ და იფიქრონ, თუ რა გააკეთონ: ნარკოტიკი მოწიონ, თუ გაქურდონ ვიღაც. ასეთი ბავშვები ყოველთვის იოლად ხდებიან კრიმინალური სამყაროს გავლენის მსხვერპლნი.

პოლიციას, პროკურატურას და სასამართლოს აქვს საკვანძო ადგილი ამ პროცესში, მაგრამ მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურები ვერაფერს გააკეთებენ, თუ საზოგადოება არ იქნება ინფორმირებული. პოლიცია უნდა იყოს ღია საზოგადოებისთვის. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის საპარკინგე ზონაში, როცა ძარცვა იყო ხშირი, მოსახლეობამ მიმართა პოლიციას და სამეზობლო ასოციაციამ პოლიციის კონფერენც-დარბაზში შეკრება ჩაატარა. მოქალაქეებმა პოლიციასთან ერთად იმსჯელეს, როგორ ებრძოლოს პოლიციამ დანაშაულს ეფექტურად.

ჩვენთან პირიქითაა – პოლიცია იზოლირებულია საზოგადოებისგან, საზოგადოება უნდობლობით უყურებს პოლიციას, განსაკუთრებით მაშინ, თუ პოლიცია ემსახურება ხელისუფლებას, რომელსაც უზურპირებული აქვს ძალაუფლება. შესაბამისად, ამ დროს ადამიანი პოლიციაში კი არ მიდის, შეიძლება წავიდეს „კრიმინალურ სამყაროში“ დაცვისთვის – თავის გადასარჩენად.

ამ თემაზე:

ძმები წულუკიძეები დააკავეს

მხარდაჭერის ნაცვლად, ბაზებიდან ამორიცხვა – „ოცნების“ სოციალური პოლიტიკა

სოციალურად დაუცველთა ბაზების მასობრივ გადამოწმებას არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება.

ცენტრის განცხადებით, აღნიშნული პროცესი ბევრ კითხვას აჩენს და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უფლებების დარღვევის და მათ მიმართ თვითნებური მოპყრობისა და მინიმალური მხარდაჭერის მიღმა დატოვების რისკებს ქმნის.

საქართველოში საარსებო შემწეობის სისტემა დაახლოებით 20 წელია არსებობს. იგი 2006 წელს უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ადამიანების გადასარჩენად შეიქმნა. თუ ოჯახში 16 წლამდე ერთი ბავშვი მაინც ცხოვრობს, დახმარება გაიცემა 120 001 ქულის მქონე ოჯახებზე, სხვა შემთხვევაში, 65 001 ქულაა.

„16 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე დახმარება 200 ლარს, ხოლო 16 წლის ზემოთ ადამიანებზე 30-დან 60 ლარამდე შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის გათვალისწინებული გასაცემელი პერიოდულად იზრდებოდა. თუმცა, 16 წელს ზემოთ ადამიანებზე გათვალისწინებული გასაცემლის ზედა ზღვარი – 60 ლარი, 2013 წლის ივლისიდან დადგინდა და ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიუხედავად, მისი ოდენობა არ გაზრდილა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სამომხმარებლო ფასების ინდექსის თანახმად, 2013 წლის ივლისის მდგომარეობით, 60 ლარის სამომხმარებლო ღირებულება 2025 წლის ოქტომბრისთვის 106 ლარს შეადგენდა. ამასთან, 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით 60 ლარის სამომხმარებლო ღირებულება 2013 წლის ივლისისთვის მხოლოდ 33.79 ლარის ტოლი იყო. შესაბამისად, მიუხედავად სოციალურ დაცვაზე ბიუჯეტის ყოველწლიური ზრდისა, ინდივიდუალურ დონეზე საარსებო შემწეობის რეალური ოდენობა არა თუ არ გაიზარდა, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა კიდეც“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, წლების განმავლობაში, ქულების დათვლის მეთოდოლოგია შეიცვალა. ამჟამინდელი მოდელი ისეთ ცვლადებზე დაყრდნობით აფასებს საჭიროებებს, როგორიცაა, მაგალითად, ოჯახის შემადგენლობა, უძრავი და მოძრავი ქონება, ცალკეული შინაური ცხოველის ყოლა, შემოსავლები, განათლების დონე და სხვა.

„მაგალითისთვის, ქულის გამოთვლის დროს მხედველობაში მიიღება საცხოვრებელში პარკეტის არსებობის ფაქტი; კომუნალური გადასახადები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, ოჯახმა ეს გადასახადი მინიმალურ საჭიროებებზე უარის თქმის ხარჯზე გადაიხადა ან თუნდაც თანხა ისესხა; მიწის არსებობა, მიუხედავად იმისა, რაიმე ტიპის შემოსავალთან არის თუ არა იგი დაკავშირებული და სხვა.

არსებული სისტემა დღემდე ვერ ახერხებს სიღარიბეში მცხოვრები ყველა ადამიანისა და ოჯახის იდენტიფიცირებას. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმედის არარსებობაა, რომ თხოვნა დაკმაყოფილდება.

კეთილდღეობის ირიბი შეფასების სისტემის გათვალისწინებით, შინამეურნეობების შეფასებისას ყოველთვის ხდება ე.წ. ჩარიცხვისა და ამორიცხვის შეცდომები – საჭიროების მქონე ოჯახები (განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ქრონიკულ სიღარიბეს ჯერ კიდევ არ განიცდიან), შესაძლოა, მხარდაჭერის მიღმა დარჩნენ, ხოლო ამგვარი საჭიროების არმქონე შინამეურნეობები – სისტემაში მოხვდნენ.

აღნიშნული გამოწვევები არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, არამედ ყველა იმ სისტემას ახასიათებს, რომელიც კეთილდღეობის ირიბი შეფასების მეთოდს იყენებს“.

ცენტრის შეფასებით, პროგრამის ბუნდოვანი დიზაინი სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების პოლიტიკური მიზნებით ინსტრუმენტალიზაციისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.

„სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების თვალში სერვისი თვითნებურია. არსებული მეთოდოლოგია მათ არწმუნებს, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, პროგრამით მანიპულაცია შესაძლებელია.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ჩათვლის, რომ მისი კეთილდღეობის ქული უსამართლოდ გამოთვალეს, მას მყისიერი, ხელახალი შეფასების მოთხოვნის შესაძლებლობა არ გააჩნია.

გამონაკლისს წარმოადგენს შეფასებისას დაფიქსირებული ფაქტობრივი შეცდომები, რომელთა კორექტირებაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ხდება.

ამ შემთხვევების მიღმა, ადამიანებმა ხელახალი შეფასებისთვის 1 წელი უნდა მოიცადონ, რაც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, არაპროპორციული და ღირსების შემლახავი შეიძლება იყოს.

სერვისზე წლობით დამოკიდებული ოჯახები სახელმწიფოს მხრიდან ინსტრუმენტალიზაციის მომეტებული რისკების ქვეშ აგრძელებენ ცხოვრებას“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

„ქართული ოცნების“ ამჟამინდელი გადაწყვეტილება არაერთ კითხვას ბადებს და გამოწვევებზე უთითებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, პანდემიის პერიოდი რამდენიმე წლის წინ დასრულდა და გადამოწმებაზე მორატორიუმს თავისი მიზეზები უნდა ჰქონოდა. „ბუნდოვანია, ამდენი წელი რატომ დასჭირდა პროცესის დაწყებას, მით უმეტეს, რომ გადაუმოწმებლობას შესაძლოა მნიშვნელოვანი ფულადი რესურსის არამიზნობრივად ხარჯვა გამოეწვია. ის, რომ ამგვარი გადამოწმება 2024 ან 2025 წელს არ მოხდა, არაპირდაპირ შეიძლება წინასაარჩევნოდ საარსებო შემწეობის მიმღებთა ინსტრუმენტალიზაციაზე უთითებდეს.

2020 წლიდან მოყოლებული, ზემოაღნიშნულ დახმარებაზე 4 მილიარდ ლარამდე დაიხარჯა.

მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ პროცესის მიზანი თანხის დაზოგვა არ არის და იგი მხოლოდ პროგრამის ეფექტიანობის მიღწევას ისახავს ამოცანად. თუმცა, „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, მათ შორის, განათლების რეფორმა თუ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება, არაპირდაპირ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკაზეც უთითებს, რომელიც ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის პროცესში სხვადასხვა წყაროდან (მათ შორის, პარტნიორი ქვეყნებიდან) მიღებული შემოსავლების დაკარგვის ან შემცირების პროცესში გარდაუვალია.

შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი, თუნდაც, მეორეული მიზეზი, შესაძლოა, ფინანსების დაზოგვაც იყოს.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სარჯველაძემ გადამოწმების პროცესი „პოლიტიკური სპეკულაციების“ დასრულებას დაუკავშირა.

წლების განმავლობაში, ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის მაჩვენებლების შემცირება „ქართული ოცნების“ რიტორიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა. პარტიის წარმომადგენლების თქმით, აბსოლუტური სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა (9.4 %) დასული, შესაბამისად, სხვადასხვა აქტორების, მათ შორის, თემაზე მომუშავე პირების მითითება საარსებო შემწეობის მიმღებთა ასევე ისტორიულად მაქსიმალურ რაოდენობაზე, რომელიც სოციალურ მოწყვლადობასთან ერთად, სახელმწიფოზე დამოკიდებული მოქალაქეების დიდ ნაწილზე უთითებდა, მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ პარტიის მტკიცებას ეწინააღმდეგებოდა.

აქედან გამომდინარე, შეფასების ერთ-ერთი მიზეზი სოციალურად დაუცველთა დიდი რაოდენობის შესახებ აპელირების შესაძლებლობის გაქრობა შეიძლება იყოს“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

მათი თქმით, ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის სტატისტიკაზე სიღრმისეული საუბარი წინამდებარე დოკუმენტის მიზანს სცდება, „თუმცა, კვლევებზე დაფუძნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა სულაც არაა ინკლუზიური და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული.

პირიქით, იგი ძირითადად მეორადი მანქანების რუსეთში გაყვანაზე, ტურიზმსა და ემიგრანტების გზავნილებზე დგას. ამგვარი ზრდა, თბილისსა და ბათუმის გარდა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თითქმის არ აისახება.

მეორე მხრივ, სიღარიბის შემცირებაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, მხედველობაში ვიქონიოთ ის არაერთი განზომილება, რაც მას გააჩნია. მაგალითად, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის მიხედვით, სიღარიბე წარმოადგენს ადამიანის მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება იმ რესურსების, შესაძლებლობების, არჩევანის, უსაფრთხოებისა და უფლებამოსილების მდგრადი ან ქრონიკული ჩამორთმევით, რომელიც აუცილებელია ცხოვრების ადეკვატური სტანდარტით სარგებლობისა და სხვა სამოქალაქო, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებების რეალიზაციისათვის.

შესაბამისად, სიღარიბეზე საუბრისას არა მხოლოდ აბსოლუტურ სიღარიბეზე უნდა გამახვილდეს ყურადღება (როგორც ამას “ქართული ოცნება” აკეთებს), რომელიც, ძირითადად, მხოლოდ იმ მოსახლეობაზე ახდენს კონცენტრირებას, რომელიც საკვებითაც კი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ თავს, არამედ სხვა ინდიკატორებზეც.

მათ შორისაა:

საარსებო შემწეობის მიმღებთა და სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა და სისტემაში მათი დარჩენის მაჩვენებლები;

ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც სოციალური მოწყვლადობისა და შემოსავლების უთანასწორობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს და მოიცავს მოსახლეობის იმ წილს, რომელიც მედიანური სამომხმარებლო ხარჯის 60 %-ზე ნაკლებს მოიხმარს.

2024 წლის მონაცემებით, ფარდობითი სიღარიბე ქვეყანაში 18.9% იყო (შედარებისთვის, 2013 წელს იგივე მონაცემი 21.5%-ს უტოლდებოდა). ამ მხრივ, გამოწვევებია სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში, სადაც ფარდობითი სიღარიბე 25 %-ს ტოლია.

ჯინის კოეფიციენტი, რომელიც საზოგადოების შემოსავლებს შორის უთანასწორობის ინდიკატორს წარმოადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 და 2024 წლების მაჩვენებლები 2021 და 2022 წლების მაჩვენებლებს 2 პუნქტით აღემატება, რაც სოციალური უთანასწორობის ზრდის მაჩვენებელია.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოში სიღარიბე კვლავ დიდ პრობლემას წარმოადგენს. კერძოდ, 2024 წლისათვის მოსახლეობის 4.2%-ის მოხმარება დღეში 3 აშშ დოლარზე ნაკლები იყო, 11%-ის – 4.2 აშშ დოლარზე ნაკლები, ხოლო 45.6%-ის – 8.3 აშშ დოლარზე ნაკლები.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ერთობლივი კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა 37.8% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისში ცხოვრობს.

საყურადღებოა ისიც, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ ე.წ. ჩარიცხვის შეცდომებზე საუბრობს და ყურადღებას არ ამახვილებს ამორიცხვის შეცდომებზე, რომელიც ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო პრობლემურია.

სამწუხაროა, რომ სოციალურ პოლიტიკაში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ერთგვარად ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს და ეფექტიანი სისტემის შექმნას არ ისახავს მიზნად.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ საუბრობენ მთლიანი სოციალური დაცვის სისტემის რეფორმირების ხედვებზე. არ საუბრობენ მხარდაჭერის იმ უმნიშვნელოვანესი მექანიზმების შემუშავების კონკრეტულ გეგმებზე, როგორიცაა, მაგალითად, უმუშევრობის დაზღვევა, საბინაო პოლიტიკა, ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესება, დასაქმებისა და განათლების ინკლუზიური პოლიტიკის ჩამოყალიბება და სხვა.

აქედან გამომდინარე ნათელია, რომ ერთიანი და რეალურად მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავებისა და ამგვარი პოლიტიკის განხორციელების ბარიერების იდენტიფიცირების ნაცვლად, “ქართული ოცნება” მხოლოდ ოჯახების შეფასებასა და ბაზიდან ამორიცხვას ისახავს მიზნად.

ის ოჯახები, რომლებიც სისტემაში ჯერჯერობით დარჩებიან, გაორმაგებულ დაუცველობასა და იმის შიშში გააგრძელებენ ცხოვრებას, რომ რაიმე ტიპის დევიაციური ქცევა, შესაძლებელია, მათ მინიმალური მხარდაჭერის დაკარგვად დაუჯდეთ“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

_______________

მთავარი ფოტო: სოციალურად დაუცველი ოჯახი/ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

„დაენარცხება, ვინც გაბედავს გლოვის სათავისოდ გამოყენებას“ – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

„ვინც კი გაბედავს პატრიარქისადმი სიყვარულის და გლოვის სათავისოდ გამოყენებას, პირდაპირ კი არა, ირიბად მაინც, ზნეობრივად ხომ დაენარცხება, მაგრამ წააგებს პოლიტიკურადაც“, – ამბობს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი „ბათუმელებთან“.

ამ დღეებში აშკარა იყო, პროპაგანდა პატრიარქის დაკრძალვაზე მისულ ხალხს   ივანიშვილის ელექტორატად წარმოაჩენდა.

ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ არმაზ ახვლედიანს – თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელს.

  • ბატონო არმაზ, პროპაგანდა ამ დღეებში ისე წარმოაჩენს პატრიარქის დაკრძალვაზე მისულ ხალხს, თითქოს ეს ადამიანები მმართველი ძალის მხარდამჭერები არიან და არაფერი აქვთ საერთო მათთან, ვინც იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს. თქვენ თუ დაგრჩათ იგივე განცდა?

იმდენად დიდი, ისტორიული მნიშვნელობის ამბის მომსწრენი ვართ ახლა ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომ ალბათ კიდევ ბევრი დრო დაგვჭირდება იმისთვის, სრულფასოვნად და სწორად გავიაზროთ რა მოხდა, რა ხდება და რა გველის.

პატრიარქის დაკრძალვა ნამდვილად გადაიქცა საერთო ეროვნულ გლოვად და არა მხოლოდ გლოვად, სხვათა შორის. მეჩვენება, რომ ხალხის ნაკადის ამ უწყვეტობაში არის საზოგადოების დაკვეთაც, რომ ადამიანი იყოს სამყაროს ცენტრში, რომ ადამიანისთვის იყოს ყველა სიკეთე და ეკლესიაც იყოს ადამიანის მსახური, მისი ღმერთთან მიმყვანი. ეს იყო პატრიარქის უწყვეტი ხაზიც, რომელიც  გადიოდა ამ მთავარ მიმართულებაზე ათწლეულების განმავლობაში, მიუხედავად ქარტეხილებისა თუ შეცდომებისა.

აი, ამ კონტექსტში თუ შევხედავთ გუშინდელ დღეს, თავისთავად ძალიან ამაღელვებელს, განსაკუთრებულს, სადაც მთელმა მსოფლიომ მიაგო პატივი საქართველოს უწმინდეს პატრიარქს და ქართველმა ხალხმა, რა თქმა უნდა, დიდი უხერხულობის განცდა გრჩება, როცა ხედავ ამ სათუთი სულიერი, საქვეყნო მნიშვნელობის საქმის ვიწრო პარტიულ-პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას.

ვფიქრობ, ყველამ შეამჩნია და ნებისმიერი, მათ შორის დღევანდელი მმართველი ძალის მხარდამჭერიც ამ უხერხულობას ნამდვილად იგრძნობდა.

ცხადია, ასეთი ცერემონიების დროს ნებისმიერი მმართველი მიდის და სიტყვასაც ამბობს, მაგრამ ასეთი გადაჭარბებული რამ ნამდვილად არ იყო საჭირო, რაც ჩვენ ვნახეთ.

გვიკვირს და გვაოცებს ის, რომ იმ პატრიარქთან დამშვიდობების მომენტში, რომელსაც ყოველთვის – ამას მე გეუბნებით პირადი გამოცდილებით და მასთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობიდან გამომდინარე – ხაზგასმით ჰქონდა დამოკიდებულება, რომ არ არსებობენ ყოფილები და დღევანდელები. ის ყოველთვის ხაზგასმით პატივს სცემდა ყოფილ ხელმძღვანელებს, მიუხედავად იმისა, მათ რა დამსახურებები ან ნაკლი ჰქონდათ. ეს მაინც გაეთვალისწინებინათ, მაგრამ ვერაფერი ვერ გაითვალისწინეს.

  • გულისხმობთ იმას, რომ არ გასცეს საშვი ყოფილ პრეზიდენტებზე – სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი მარგველაშვილზე, მაშინ, როცა საშვით იმყოფებოდნენ დაკრძალვაზე, მაგალითად, ღარიბაშვილის ოჯახის წევრები?

სააკაშვილი ციხეშია… ორი ყოფილი პრეზიდენტი გვყავს – მარგველაშვილი და ზურაბიშვილი, რომლებიც იქ უნდა მდგარიყვნენ პროტოკოლის მიხედვით. ასე ხდება ხოლმე, არსებობს ამის პროტოკოლი და ახალს არაფერს ვიგონებ. ამ საყოველთაო გლოვის ჟამს მაინც უნდა ეჩვენებინათ მინიმალური კეთილგონიერება.

  • ამ გლოვის დღეებში, მაგალითად, ყაველაშვილმა ეს თქვა – „როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება“. რაზე მეტყველებს ეს და რა ტიპის საფრთხეებს ხედავთ იმაში, რაც ივანიშვილის პარტიამ გვაჩვენა ამ დღეებში?

ეს დამოკიდებულება მეტყველებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, ჭეშმარიტებაა ქართული ბრძნული ნათქვამი – „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“.

მეორე – ვინც ამას ამბობს, ყაველაშვილი იქნება ის თუ ნებისმიერი სხვა, აშკარაა, რომ გამოკვეთილად აქვს განათლების დეფიციტი. ოდნავ განათლებული და ოდნავ კულტურული ადამიანი, ცხადია, ამას არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა.

ამ ადამიანებმა არ მოუსმინეს პატრიარქს არც ერთ დროს – როცა ის მოგვიწოდებდა ბოლო მომენტამდე თანხმობისკენ, ერთობისკენ და იმასაც ამბობდა, სხვათა შორის, რომ თანხმობისკენ ასეთ ვითარებაში ნაბიჯს დგამს ის, ვის ხელშიც არის ძალა.

გასაგებად ამბობდა პატრიარქი, მაგრამ არავინ მოუსმინა. აი, ამ მომენტში, გარდაცვლილი პატრიარქის ხსოვნის ამ კულმინაციურ მომენტშიც კი, რაიმე მკრთალი ნიშნები რომ გამოეხატათ ან ერთობის, ან ურთიერთპატივისცემის, ესეც ვერ მოახერხეს. ცხადია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ესენი სასიკეთოდ აზრს არ შეიცვლიან.

  • აღმოჩნდა, რომ საპატრიარქომ მიმართა „ოცნების“ ხელისუფლებას სინდისის პატიმრების გათავისუფლების თხოვნით. ამ დღეებშიც არაერთხელ გაჟღერდა საზოგადოების მხრიდან, რომ თუ მათი გლოვა გულწრფელია და არა თვალთმაქცობა, ახლა მაინც შეეძლოთ შეესრულებინათ პატრიარქის ეს სურვილი, მაგრამ ასე არ მოიქცნენ. „ოცნების“ როგორ სახეს აჩვენებს ეს?

საბჭოთა და მომდევნო პერიოდშიც, ბოლო წუთამდე პატრიარქი ცდილობდა ხელისუფალთათვის აეხსნა, განემარტა, რატომ უნდა გაეთავისუფლებინათ მათ უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები. დატყვევებულების მიმართ მისი სოლიდარობის ცოცხალი მოწმე ვარ მეც. ახლაც კი, აი ამ მართლა უკიდურესი დაუძლურების პირობებშიც, ის მკაფიო სიგნალებს უგზავნიდა მმართველ ძალას, მაგრამ მისი არ შეისმინეს.

იქნებ ახლა მაინც შეისმინოს ვინმემ და თუნდაც ჩაიწერონ პოლიტიკური ქულები ამით – მაგრამ ამ მმართველ ძალას, პოლიტიკური რეჟიმის მესვეურთ, დაბინდული აქვთ გონება და მხოლოდ ერთი დღის წესრიგი აქვთ, როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება და ასე განაგრძონ მომავალში. პატრიარქი არსებითად, აზრობრივად, ერთი დიდი წინააღმდეგობა იყო მათთვის ამ გზაზე.

  • ფიქრობთ, რომ ახალ რეპრესიების წამოიწყებენ. თუ იკვეთება მათი ქმედებებიდან ეს?

საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა, უდიდესი ნაწილი უკვე არის უწყვეტი პოლიტიკური წნეხისა და რეპრესიების ქვეშ. ეს რეპრესიები არც ერთ წუთს არ წყდება ამათი მხრიდან. ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობის რეპრესიული მანქანა – ჯარიმები, უკანონო დაკავებები, არ შეწყვეტილა. ეს მზარდი, უწყვეტი რეპრესიული პროცესია.

მეორე – არის თუ არა იმის შანსი, რომ ეს გააძლიერონ? – ამას ჩვენ დავინახავთ უახლოეს დღეებში, რადგან როგორც ყორანი არ გათეთრდება, ისე არ მოიშლის თავის ცუდ ქცევებს „ოცნება“. ის ამ ცუდ ქცევებზეა მიჯაჭვული.

ეჭვი მეპარება, რომ პრაგმატიზმის ან ადამიანურობის თუნდაც ერთმა პროცენტმა გაიღვიძოს მათში, ამიტომ რეპრესიების ტალღა გაგრძელდება და შეიძლება უარესადაც. ამის მოლოდინი ნამდვილად მაქვს.

  • თქვენ თქვით, რომ პატრიარქი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ბოლო დაბრკოლება იყო. ეს აისახება ეკლესიის დამოუკიდებლობაზეც, როგორ ფიქრობთ?

ეს ჩემი დაკვირვებაა და ამას პირველად არ ვამბობ, მაგრამ ახლა, აი ამ დიდი გლოვის ჟამს ვამბობ პირველად, რომ საქართველოში პრაქტიკულად, საბჭოთა ხელისუფლების ჩათვლით, ყველა ხელისუფლებას სხვადასხვა დოზით, მაგრამ ჰქონდა წინააღმდეგობა პატრიარქთან. თუმცა, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ივანიშვილის და ახლა, ივანიშვილ-კობახიძის ტანდემში არსებული „ოცნების“ რეჟიმის სახით, ვფიქრობ გაუგონარია, რადგან არავის ასეთი ზიანი არ მიუყენებია საქართველოს ეკლესიისთვის, რაც მათ მიაყენეს.

არავის ასე გული არ უტკენია და ასე არ დაუზიანებია კათოლიკოს-პატრიარქის ავტორიტეტი ბოლო 12-13 წლის განმავლობაში, როგორც ამ რეჟიმის პირობებში.

მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, დღეს რეჟიმს სჭირდება საპატრიარქო სრულად გახდეს მისი იდეოლოგიური მხარდამჭერი, რასაც ვერ ახერხებდნენ პატრიარქის სიცოცხლეში. ამ გზაზე პატრიარქი აღარ არის წინააღმდეგობა ამ რეჟიმისთვის.

მათი ამოცანაა წინააღმდეგობის თუნდაც უმნიშვნელო კერა განეიტრალდეს და მომდევნო პატრიარქი იყოს ისეთი, მათ რომ სჭირდებათ: საერთოდაც, პროცესი მათთვის კომფორტულად წარიმართოს – როცა აღარ იარსებებს ერთი დიდი განუზომელი ავტორიტეტი, რომელიც კაცმა არ იცოდა რა მომენტში იტყოდა თავის გადამწყვეტ სიტყვას.

მაგრამ ვფიქრობ, ასე მარტივად ამათ ეს არ გაუვათ და უპირველესად ამის გარანტიას მაძლევს საზოგადოების ის უდიდესი ნაწილი, რომელიც პატრიარქის გამოსამშვიდობებლად მივიდა. ვფიქრობ, ორჯერ უნდა დაფიქრდეს დღევანდელი მმართველი რეჟიმი, ვიდრე ახლა რამე მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით.

  • როგორ შეიძლება უპასუხოთ „ოცნების“ პროპაგანდას – ვინ არის ის ხალხი, ვინც ამ დღეებში ვნახეთ სამებაში? 

პატრიარქს დაემშვიდობა ასიათასობით საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად პარტიული თუ სხვა ნებისმიერი კუთვნილებისა.

დარწმუნებული ვარ, დამშვიდობებისას არც ერთი ადამიანი არ ვფიქრობდით იმაზე, ვინ იდგა ჩვენ გვერდით რამდენიმესაათიან რიგში და ვისი მომხრე იყო ის, რადგან ყველას გვქონდა დიდი სევდა, წუხილი და დიდი სოლიდარობა.

ვინც გაბედავს პატრიარქისადმი სიყვარულის და გლოვის თუნდაც ირიბად სათავისოდ, უკეთურად გამოყენებას – ზნეობრივად ხომ დაენარცხება, მაგრამ დამარცხდება პოლიტიკურადაც.

Google-ში ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოსთან დაკავშირებული ძებნების სიხშირე ისევ დაბალ დონეზეა

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება, რის შედეგადაც საერთაშორისო ბაზრებზე კონფლიქტის შედარებით მოკლე ვადაში რეზოლუციის მოლოდინები მნიშვნელოვნად შემცირებულია. ასეთ დროს, როცა გაურკვევლობა ძალზე მაღალია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მონაცემების რეალურ დროში მოპოვებასა და ანალიზს. თიბისი კაპიტალის გასული კვირის პუბლიკაცია სწორედ ამ თემას დაეთმო, დღევანდელ კვლევაში კი მკითხველს დამატებით უახლეს მონაცემებს ვთავაზობთ. კერძოდ, მიმდინარე მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა შეფასებულია შემდეგ ინდიკატორებზე დაყრდნობით: დეპოზიტების კონვერტაციების დღიური დინამიკა, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დატვირთულობის დონე, Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძებნების სიხშირე, უნაღდო დანახარჯების უახლესი ტენდენციები, საწვავის ფასები და საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთების ცვლილება.

წინა განახლების შემდეგ დეპოზიტების კონვერტაციების მხრივ სურათი შეცვლილია. კერძოდ, ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, გასულ კვირაში ლარიზაცია კვლავ გაიზარდა, რაც უკვე ლარის მხარდამჭერი ფაქტორია. მთლიანობაში, ჩვენი შეფასებით, სავალუტო ბაზარი, დღეის მდგომარეობით, მეტნაკლებად წონასწორობაშია. კონფლიქტის ესკალაციის საწყის დღეებში, სენტიმენტების გაუარესების გამო, უცხოური ვალუტის დეპოზიტებში კონვერტაციები საგრძნობლად გააქტიურდა. შედეგად, აშშ დოლარის მიმართ ლარიც გაუფასურდა. თუმცა, პირველი ტალღის შემდეგ დოლარიზაცია ჯერ შეჩერდა, შემდეგ კი კვლავ შემცირება დაიწყო და, 18 მარტის მდგომარეობით, ომამდე პერიოდის ნიშნულს დაუბრუნდა. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ ეს ფაქტორი, ლარის გაცვლითი კურსის კუთხით, სავალუტო შემოდინებებზე არანაკლები და ხშირად უფრო მეტი მნიშვნელობისაც კია.

საპირისპიროდ, ჯამური უნაღდო ხარჯები, ძლიერი პირველი კვირის მიუხედავად, მარტის მომდევნო დღეებში დასუსტდა, განსაკუთრებით არარეზიდენტების ნაწილში. ადგილობრივი ბარათებით დანახარჯები, რომლებიც თვის დასაწყისში საკმაოდ იყო გაზრდილი, 19 მარტის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, სეზონურად შესწორებულ ჭრილში თითქმის უცვლელია. რაც შეეხება უცხოური ბარათებით ხარჯებს, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზისთვის გამოიყენება, წინა თვესთან შედარებით კლება უკვე აშკარად გამოიკვეთა, როგორც სასტუმროებისა და ავიახაზების, ასევე უფრო ფართო კატეგორიების მხრივაც.

სტუმარმასპინძლობის სექტორში აქტივობის შენელებაზე მიუთითებს Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძებნების სიხშირე და საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობაც, თუმცა თბილისში შედარებით უკეთესი სურათი იკვეთება. კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები (ჩამოფრენებისა და გაფრენების ჯამი) 9 მარტის შემდეგ იზრდება, თუმცა ჯერ კიდევ ომამდე ნიშნულზე ნაკლები რჩება. დაგეგმილ და ფაქტობრივ ფრენებს შორის სხვაობაც, მარტის მეორე ნახევრისკენ, შედარებით შემცირებულია, რაც გაუქმებული რეისების კლებაზე მიუთითებს.

იმავეს ვერ ვიტყვით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან მოთხოვნაზე მეტადაა დამოკიდებული. მარტში ფრენების რაოდენობა, ერთი მხრივ, არა მხოლოდ 2025 წლის, არამედ 2024 წლის მაჩვენებლებსაც ჩამორჩება, ხოლო, მეორე მხრივ, ჯერჯერობით არც გაუმჯობესების ტენდენცია ჩანს, მათ შორის, არც გაუქმებული რეისების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, მიმდინარე მოვლენების შედეგად ფრენების რაოდენობაში საგრძნობი ცვლილება არ ვლინდება, თუმცა 2025 წლის ნოემბრის შემდეგ დატვირთულობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც, სავარაუდოდ, Wizz Air-ის ვენის ბაზის დახურვასა და მასთან დაკავშირებული რეისების გაუქმებას უკავშირდება.

ამავდროულად, Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძებნების სიხშირე ისრაელიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და საუდის არაბეთიდან 28 თებერვლის შემდეგ სტაბილურად დაბალ დონეზე ნარჩუნდება. თიბისი კაპიტალის მკითხველს ახსოვს, რომ ეს ინდიკატორი გასული წლის ივნისში ისრაელიდან ტურისტული ნაკადების როგორც თავდაპირველი კლების, ასევე შემდგომი აღდგენის რეალურ დროში დაკვირვებისთვის ძალზე გამოსადეგი იყო.

ამავე დროს, მართალია ჯერჯერობით კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი რთულია, თუმცა, გარკვეული მონაცემებით, ბოლო პერიოდში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ახლო აღმოსავლეთიდან მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება, რაც მიგრაციის პოტენციური ეფექტების გათვალისწინების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

საყურადღებოა, რომ გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდის პარალელურად, საქართველოში საწვავმა გაძვირება დაიწყო. ზოგიერთ შემთხვევაში, ფასები თვის დასაწყისთან შედარებით 10%-მდეა მომატებული. ამასთან, 28 თებერვლის შემდგომ მსოფლიო ფასი, დაახლოებით, 45%-ითაა გაზრდილი, რაც ადგილობრივ ბაზარზე ფასების შემდგომი ზრდის პოტენციალზე მიუთითებს. როგორც ჩვენს წინა პუბლიკაციაში იყო მითითებული, მხედველობაშია მისაღები აღნიშნულის გავლენა სხვა პროდუქტებზეც, რადგან საწვავის გაძვირება, პირდაპირი ეფექტის გარდა, შუალედურ ხარჯებზეც მოქმედებს. ასევე გასათვალისწინებელია ტრანსპორტირებისა და სასუქების გაზრდილი ღირებულებაც, თუმცა, ამავდროულად, ამ მიზეზების გამო იკვეთება საქართველოს სასაქონლო პროდუქტების ექსპორტის ზრდის პერსპექტივა.

მიმდინარე მოვლენების ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად არის გაზრდილი ინფლაციური მოლოდინები. ეს, თავის მხრივ, უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და, ამდენად, მაღალ საპროცენტო განაკვეთებს მოიაზრებს. ბაზრის უახლესი პროგნოზით, ფედერალური სარეზერვო სისტემა მიმდინარე წელს განაკვეთის შემცირებას ვეღარ შეძლებს, მაშინ როცა 28 თებერვლამდე საბაზო სცენარს 50 პროცენტული პუნქტით კლება წარმოადგენდა. ინგლისისა და ევროპის ცენტრალური ბანკების შემთხვევაში უკვე განაკვეთის ზრდაც კია მოსალოდნელი.

შეცვლილი განწყობები, რასაკვირველია, საქართველოზეც მოქმედებს. ინფლაციის მზარდი რისკები და საპროცენტო განაკვეთების გაფართოებული დიფერენციალი მონეტარული პოლიტიკის შერბილების ალბათობას ამცირებს. წინა განახლებაში აღვნიშნეთ, რომ იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდებოდა, გაზრდილი იყო იმის ალბათობაც, რომ სებ-ს წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით, 7.75%-მდე შეემცირებინა. უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი დეესკალაციის გარეშე, შესაძლოა, განაკვეთის თუნდაც მცირედით შემცირების სივრცეც ნაკლებად გაჩნდეს.

ჯამურად, მაკროეკონომიკურ ჭრილში, მოვლენათა განვითარება მჭიდრო თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინებთან, რომლებზეც 2 მარტის პუბლიკაციაში იყო საუბარი. რა შეგვიძლია ვთქვათ ახლა, უახლესი ინფორმაციის გათვალისწინებით? თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ 2026 წელს 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ჩვენი საბაზო სცენარი, გარკვეული ალბათობით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას ითვალისწინებდა. მიმდინარე მდგომარეობით, სამწუხაროდ, ეს ალბათობა საგრძნობლად შემცირებულია. რეზოლუციის შემდგომ სავალუტო ნაკადების ნაწილობრივ პოტენციური გადინების გადავადება საბაზო სცენარის ზრდის არგუმენტია, თუმცა, მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთის ესკალაცია ახალ უარყოფით შოკს წარმოადგენს. ამავდროულად, მართალია იანვრის ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი გამოდგა, თუმცა თებერვალსა და მარტში უნაღდო ხარჯები საკმაო შენელებაზე მიუთითებს. საერთო ჯამში, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კვლავ, დაახლოებით, 4.5%-ის ფარგლებში ვინარჩუნებთ.

რაც შეეხება ლარს, ჩვენი შეფასება ნეიტრალური რჩება. ახლო აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებამდე თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი 2026 წლის ბოლოსთვის ლარის მცირედი გაუფასურება იყო, დიდწილად ასევე უკრაინის კონფლიქტის დასრულების ალბათობის გათვალისწინებით. ამდენად, როგორც ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულების ალბათობის შემცირებას ახლო აღმოსავლეთში მზარდი ესკალაცია აბალანსებს. გარდა ამისა, 2025 წელს მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შემდეგ, 2026 წელს საბაზო სცენარად საგარეო ბალანსის გარკვეული გაუარესება რჩება.

და ბოლოს, მიმდინარე გაურკვევლობის ფონზე, კვლავ ძალზე აქტუალურია შეკითხვა, თუ რა ვალუტაშია ოპტიმალური სესხის აღება. მართალია, როგორც მკვლევრებს, ერთგვერდიანი შეჯამებები განსაკუთრებულად არ გვხიბლავს. თუმცა, ფართო მოთხოვნის გათვალისწინებით, უახლოეს დღეებში თიბისი კაპიტალი სწორედ ამ ფორმატის პუბლიკაციის გამოქვეყნებას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის პრაქტიკაში უფრო მჭიდროდ დანერგვას.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007447-macro-update-georgia

ბათუმში რძის არალეგალური საწარმოები აღმოაჩინეს – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

ფიზიკური პირი დ.ს. ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ჰიგიენური ნორმებისა  და შენახვის პირობების დარღვევით ახდენდა რძის შემცველი პროდუქტის შესყიდვა-რეალიზაციას. ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა შპს „გურიაც“ ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე.

სააგენტოს ინფორმაციით, რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები ასევე გამოვლინდა კახეთსა და იმერეთში:

„სიღნაღში, სოფელ ჯუგაანში, ყველის საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, როგორც კრიტიკული, ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა.

ვანში, სოფელ სალხინოში, ინდივიდუალური მეწარმე გ.მ. ყველის გადამუშავებას ეწეოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე.

ობიექტზე აღმოჩნდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული სულგუნი და ნადუღი. ამავდროულად, მზა სურსათი არ იყო ეტიკეტირებული.

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა სოფელ ჯალაურთაში, ფიზიკური პირის ა.ხ.-ს კუთვნილ არალეგალურ ყველის საწარმოშიც, რომელიც სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა“.

სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

სიმონიანის თქმით, მის შვილს განუკურნებელი დიაგნოზი დაუსვეს

სომხური წარმოშობის რუსმა პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა, რომელიც  Russia Today-ს მთავარი რედაქტორია, საჯაროდ უკვე იმის შესახებ მოყვა, რომ მისი შვილიც მძიმედ არის ავად.

სიმონიანის მეუღლე ტელეწამყვანი და კრემლის მომხრე რეჟისორი, ტიგრან კეოსაიანი 26 სექტემბერს გარდაიცვალა. სიმონიანის თქმით, შვილის განუკურნებელი დიაგნოზის შესახებ სწორედ მაშინ გაიგო, როცა ქმარი კლინიკაში იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. მალევე კი საკუთარი დიაგნოზის შესახებაც გაიგო – სიმონიანს კიბოს დიაგნოზი აქვს და ქიმია თერაპიის კურსი ჩაიტარა.

„ჩემი საყვარელი ადამიანი კომაში ჩავარდა, სულ რაღაც 40 დღეში კი შვილთან დაკავშირებით ეს ამბავი ირკვევა… უბრალოდ, კატასტროფაა.

ეს იყო ერთადერთი რამ, რამაც მაშინ საავადმყოფოდან გამომიყვანა – როდესაც ტიგრანი კომაში ჩავარდა, მასთან ერთად დავწექი საავადმყოფოში და მეგონა, რომ სულ მასთან ვიქნებოდი.

და აი, ამ ყველაფერს ერთდროულად გავდივართ… სამსახურსა და ოჯახს შორის ვარ გაგლეჯილი, რადგან მარტო დავრჩი და ყველაფრის შენახვა, რჩენა და მოვლა მე მიწევს. შუაში ვარ მოქცეული ქმარს შორის, რომელიც საავადმყოფოში კომაშია და შვილს შორის, რომელიც მთელ ჩემს სულიერ ძალას მოითხოვს.

და პირველ სექტემბერს ვიგებ, რომ მეც კიბო მაქვს“.

სიმონიანის თქმით, საკუთარი დიაგნოზის მოსმენის შემდეგ იცით, როგორი რეაქცია მქონდა? ისტერიული ხარხარი აუტყდა.

დააკავეს პირი, რომელიც მოზარდის პირადი ცხოვრების კადრებს იღებდა და ინახავდა

პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„ბრალდებულმა უკანონოდ გადაიღო და ინახავდა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც შემდგომ საჯარო სკოლების მოსწავლეებში გავრცელდა“.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თვითდასაქმებულები აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ და თამაზაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

ბულვარში და გოგებაშვილის ქუჩაზე თვითდასაქმებული მოქალაქეები აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

უმეტესობა ბათუმის ბულვარში სუვენირებს ჰყიდდა. მოქალაქეები ჰყვებიან, რომ ბათუმის მერიამ მათ ჯიხურები წაართვა და სამსახურის გარეშე დატოვა.

„10 წელია ბათუმის ბულვარში ვმუშაობ. ამ წლების განმავლობაში გვქონდა ნებართვა. თავიდან ხელშეკრულებით 5 წლით გადმოგვეცა. შემდეგ გამოჰქონდათ აუქციონზე, ვიღებდით მონაწილეობას და ნებართვით ვმუშაობდით. მაგრამ შარშან აღარ გამოიტანეს აუქციონზე.

აქამდე თუ შეიძლებოდა ნებართვით, აქამდე თუ გადიოდა აუქციონზე, ე.ი. შეიძლებოდა ხო მუშაობა?

წერილობით მივმართეთ მერიას, განმარტება ვთხოვეთ, მაგრამ არ მიგვიღია პასუხი მერიისგან.

მივდივართ მერიასთან, ვითხოვთ პასუხს, მაგრამ ეს პასუხი არაა,“ – უთხრა თვითდასაქმებულმა ავთანდილ ბასილიძემ „ბათუმელებს“.

თვითდასაქმებულები აქამდე აქციას ბათუმის მერიასთან მართავდნენ, თუმცა დღეს, 23 მარტს, აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართეს.

მათი განმარტებით ამის მიზეზი ისაა, რომ მერიიდან პასუხი ვერ მიიღეს რა ბედი ელით გოგებაშვილის ქუჩაზე თვითდასაქმებულებს.

„ათი წელია ვმუშაობ გოგებაშვილის ქუჩაზე. ჩვენი ერთადერთი წყარო იყო შემოსავლის. სესხები გვაქვს გამოტანილი, რომ შეგვეძინა სუვენირები. მოვიდნენ ერთ დღეს და გვითხრეს აღარ იმუშაოთო.

არ გველაპარაკება ბათუმის მერი, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ცხოვრება.

ორი თვეა უმუშევარი ვარ, ექიმთან ვერ მივსულვარ, წამალი ვერ მიყიდია. რისთვის? ამ ჩვენ ბატონ მერს რაღაცამ მოუარა, დაანგრია რაც დასანგრევი იყო. მაგრამ საარსებო წყაროს რატომ გვინგრევ?

50 ათასი მაქვს გამოტანილი, სუვენირები შევიძინე. სახლში, „კარდონებში“ მიწყვია ეს სუვენირები. რით გადავიხადო ბანკის ვალი?“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა თვითდასაქმებულმა.

ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სუვენირების ჯიხურები გოგებაშვილის ქუჩიდან 11 თებერვალს აიღო.

„ჯიხურებს სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ვადები ამოეწურათ, რის შესახებაც მოვაჭრეები არაერთხელ გააფრთხილა ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

გატანილი კონსტრუქციები მერიის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე დასაწყობდება.

აღნიშნული პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და ქალაქში ყველა უნებართვო და უსახური ჯიხურის გატანა განხორციელდება,“ – ნათქვამია 11 თებერვლით დათარიღებულ მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.

აჭარის მთავრობის სახლის წინ, 23 მარტს გამართული აქციის მონაწილეები ითხოვდნენ შეხვედრას სულხან თამაზაშვილთან.

მათ თამაზაშვილის ნაცვლად აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბესარიონ მარკოიძე შეხვდა.

„ბათუმელებმა“ კითხვით მიმართა ბათუმის მერიას.

დავინტერესდით, რას უპირებს მერია გოგებაშვილის ქუჩაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს.

“ბათუმის მერია სამომავლოდ განიხილავს შესაბამისი ადგილების შერჩევას სარეალიზაციო საქმიანობის მიზნით.

აღნიშნული პროცესის ფარგლებში გამოცხადდება აუქციონი, სადაც პრიორიტეტი მიენიჭება იმ წინადადებებს, რომლებიც ქალაქს შესთავაზებს უკეთეს პირობებს როგორც შემოსავლების, ისე იერსახის ნაწილში.

გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული სავაჭრო ობიექტების განთავსებისა და მათი იერსახის საკითხი წლების წინანდელ პერიოდს უკავშირდება. ქალაქის ურბანული განვითარების დინამიკისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა არსებული ინფრასტრუქტურისა და ვიზუალური გარემოს განახლების აუცილებლობა.

ამასთანავე, არსებული ჯიხურები ამ პერიოდისთვის უნებართვოდ იყო განთავსებული და აცდენილი წლების წინ შეთანხმებულ ვიზუალსა და მდგომარეობას.

მუნიციპალიტეტი მოქმედებს ქალაქის განვითარების გრძელვადიანი ხედვის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტურისტული სივრცეების მოწესრიგებასა და ბათუმის ვიზუალური გარემოს გაუმჯობესებას,” – ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ მოწოდებულ განმარტებაში.

Netgazeti Journalist Faces Up to 15 Days in Detention Over Protest Coverage

A journalist from Netgazeti, Mariam Dzidzaria, is facing up to 15 days of administrative detention after being accused by Georgia’s Interior Ministry of blocking a road while covering a protest, despite clearly displaying press identification.

Dzidzaria and Tabula journalist Mariam Kuprava were both charged with “artificially blocking the road” while reporting from demonstrations on Rustaveli Avenue, Tbilisi. Both were performing their professional duties at the time.

Dzidzaria was covering the January 31 “Saturday March,” wearing visible press markings, including a badge and a “PRESS” armband, and carrying a camera. Kuprava was reporting from a similar protest on February 7.

Despite this, both journalists were issued administrative offense reports, and their cases will be reviewed in court.

Dzidzaria’s hearing is scheduled for March 27 at Tbilisi City Court, to be presided over by Judge Tornike Kapanadze.

The case gained additional attention after the Council of Europe’s Platform for the Safety of Journalists issued an alert, calling for the immediate termination of proceedings against her.

Meanwhile, 43 professors from Caucasus University have appealed to the judge to drop the case against Dzidzaria.

The Georgian Charter of Journalistic Ethics has also condemned the legal action, urging the Interior Ministry to stop prosecuting journalists covering protests.

Under Georgian law, the charge of road blocking carries a penalty of up to 15 days of administrative detention.

On March 6, Tbilisi City Court also reviewed the case of photographer Giorgi Tarkhnishvili, according to MediaChecker.

The Interior Ministry accuses Tarkhnishvili of obstructing pedestrians by standing on a sidewalk while performing his professional duties on December 18, 2025.

His lawyer, Giorgi Tabatadze, told MediaChecker that the defense presented evidence confirming Tarkhnishvili’s status as a journalist. “He had a hat marked ‘PRESS’ and was holding a large camera. This clearly shows he was carrying out his professional duties. Even the video submitted by the Interior Ministry shows him taking photos or video,” the lawyer said.

The judge postponed the announcement of the ruling in Tarkhnishvili’s case.


Mariam Dzidzaria is not the first Batumelebi&Netgazeti journalist to face such threats. In 2025, the company’s co-founder and media manager, Mzia Amaglobeli, was first detained administratively (for placing a poster on a building) and then criminally (for allegedly slapping a police officer, Dgebuadze) and remains in unlawful detention. She was found liable in two administrative offense cases and convicted in a criminal case, receiving a two-year prison sentence on politically motivated charges.

On the same day of Amaglobeli’s arrest, under Dgebuadze’s orders, another Netgazeti journalist, Guram Murvanidze, was administratively detained while covering a protest and performing his professional duties. Despite this, Guram was sentenced to eight days in detention.

As for Mariam’s current case, it is being heard by Judge Tornike Kapanadze, who is known for frequently fining and sending to administrative detention protesters who walk on the roadway or stand on sidewalks during demonstrations.

Mariam Dzidzaria was notified of her court hearing only after it became known that the Council of Europe’s “Journalists’ Safety Platform” had raised an alert regarding her case and demanded its immediate termination.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 მარტის 21 საათიდან 24 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ, ზოგან შესაძლებელია ნისლი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 25 და 26 მარტს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 288 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 794 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 268 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 38 662 ერთეული [+24]
  • MLRS – 1 695 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 336 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 192 869 ერთეული [+1 999]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 468 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 84 775 ერთეული [+136]
  • სპეცტექნიკა – 4 098 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

რუსეთის დაზვერვა ორბანზე მკვლელობის ინსცენირებას გეგმავდა – რას წერს მედია ევროპულ დაზვერვაზე დაყრდნობით

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მეუფე შიოს სიტყვა სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის მსახურებაზე

დღეს, 22 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის მსახურებაზე სამებაში შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომ.

მეუფე შიომ თავდაპირველად მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს.

გთავაზობთ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სიტყვას სრულად:

„თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, შეუძლებელია, რომ ჩვენ არ აღვნიშნოთ თქვენი საოცრად თბილი სიტყვები და ძლიერი და სულიერი სიტყვა. და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. საყოველთაოდ ცნობილია თქვენი სიყვარულის შესახებ და პატივისცემის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასადმი, მისი ღვაწლისადმი.

აი, თქვენ თქვენს სიტყვაში აღნიშნეთ თქვენი მონაწილეობის შესახებ საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების საქმეში. და რა თქმა უნდა, ამ თქვენს დიდ ღვაწლს და მონაწილეობას ქართველი ერი და ეკლესია არასოდეს დაივიწყებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის.

დიდია ჩვენი მწუხარება და გულის ტკივილი.

მძიმე განსაცდელმა გააერთიანა დღეს სრულიად საქართველო – ერი თუ ბერი, დიდი თუ პატარა, ახლობელი თუ შორეული, მართლმადიდებელნი თუ სხვა აღმსარებლობის მქონენი, დაობლებულნი, შვილობრივი სიყვარულით მუხლს ვიყრით და უდიდეს მადლობას ვწირავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდსა მეუფეს, მამასა ჩვენსა ილია მეორეს.

იგი დააკლდა არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელს საქრისტიანოს და საერთოდ მსოფლიოს.

მაგრამ ამ მძიმე წუთებში გვანუგეშებს მაცხოვრის საოცარი სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და ცხოვრება, რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მოღათუ მოკვდეს, ცხონდესვე“.

ამიტომაც ღვთისადმი სასოებით განვიმტკიცებთ გულსა და გვწამს, რომ მისი უწმინდესობა აგრძელებს რა სიცოცხლეს მარადიულობაში, ღვთის წინაშე თავისი მეოხებით მფარველობას არ მოგვაკლებს და უფრო მეტადაც შეგვეწევა.

გვჯერა, ზეციურ სამყოფელში ჩვენ შევიძინეთ უდიდესი სასოებელი.

49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა.

როგორც ბრძანებს მოციქული პავლე: „ღვაწლი კეთილი მოიღვაწა, სრბაი აღასრულა, სარწმუნოება დაიმარხა“.

მთელი მისი ამქვეყნიური ცხოვრება იყო გზა მოწამეობისა, ვითარცა ზეცისა კაცისა და ქვეყანისა ანგელოზისა.

შეწირული ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს.

ამ სამ საუნჯეს იგი მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად ემსახურა, რისი შედეგიც თაობებს გაჰყვება, როგორც მაგალითი ცოცხალი რწმენისა, სიმდაბლისა და სიბრძნისა.

მოგეხსენებათ, მან, როგორც პირველ იერარქმა, მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში დაიწყო.

ჩაიბარა ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული ეკლესია. მისი აღსაყდრებისას მოქმედი იყო მხოლოდ შვიდი ეპარქია, გვყავდა 80-მდე სასულიერო პირი, ფუნქციონირებდა 50-მდე ეკლესია და სამლოცველო.

დღეს გვაქვს 49 ეპარქია, მათ შორის შვიდი საზღვარგარეთ. გვყავს 3000-ზე მეტი სასულიერო პირი და ფუნქციონირებს 2500-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი.

მისი მოღვაწეობის ნაყოფია ყოვლადწმინდა სამების ეს დიდებული ტაძარი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენი პატრიარქის ძალისხმევით წმინდანად შეირაცხა არაერთი საეკლესიო და საერო მოღვაწე.

გაიხსნა თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემია-სემინარიები, ასევე ოთხი სხვა სემინარია.

ამოქმედდა საეკლესიო სკოლა-გიმნაზიები, საპატრიარქოს უნივერსიტეტი, ტელევიზია და რადიო.

აღორძინდა საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული ქართული საეკლესიო გალობა და აღდგა საეკლესიო ხელოვნების პრაქტიკულად ყველა დარგი. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ძალისხმევით მოხდა უძველესი დროიდან არსებული ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტულის აღიარება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, რაც შემდეგ დაამოწმა ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ.

უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადება.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დააწესა შვიდგზის ლოცვები, რასაც იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან ეს ლოცვით აერთიანებდა ჩვენს ერს.

პატრიარქმა იტვირთა ნათლობა ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვისა, რითაც შეცვალა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა. დღეს მისი ნათლულების რიცხვი 50 000-ს აჭარბებს. არაფერს ვამბობთ მრავალ სხვა საქველმოქმედო, მისიონერულ, სამეცნიერო თუ საგამომცემლო საქმიანობაზე.

ასე შეიქმნა გაძლიერებული, აღშენებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში.

სურვილი იმისა, რომ იგი დაკრძალული ყოფილიყო თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, მას არაერთხელ აქვს გაცხადებული.

ეს ბუნებრივიცაა, რადგან აქედან დაიწყო მან პატრიარქობის მოწამებრივი გზა. მოგეხსენებათ, აქ განისვენებენ მისი ინიციატივით წმინდანად შერაცხილი კათოლიკოს-პატრიარქებიც: კირიონი, ამბროსი, კალისტრატე, რომელთა შრომის და ღვაწლის გამორჩეულ გამგრძელებლად იქცა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

არ არის შემთხვევითი, რომ დაკრძალვის დღე წმინდა იოანე სინელის, სათნოებათა კიბის აღმწერლის ხსენებას ემთხვევა.

ამ სათნოებათა საფეხურებზე ამაღლებით მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა უმთავრესი სათნოება – სიყვარული.

სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა, რასაც იგი უშურველად გასცემდა.

და აი შედეგიც: ყველანი მომსწრენი ვართ საოცარი ფაქტისა – ოთხი დღეა ზღვა ხალხი, დიდი თუ პატარა, უზარმაზარ ნაკადად მოედინება სამების საპატრიარქო ტაძრისკენ, რათა თავისი სიყვარული და პატივისცემა გამოხატონ დამაშვრალი სულიერი მამისადმი.

ეს პირველ რიგში არის მადლიერება ღვთისადმი, რომ ჩვენ ასეთი მწყემსმთავარი მოგვივლინა.

ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს.

განსაკუთრებული მადლობა დღეს ამ ტაძრის გარეთ მდგარ ხალხს ეკუთვნის, რომელთაც არ მიეცათ მსახურებაში უშუალო მონაწილეობის საშუალება, მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყვნენ და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდნენ.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ ილია მეორე, გთხოვთ დალოცეთ ჩვენი ერი, თქვენი სამწყსო, დალოცეთ სრულიად საქართველო, საქართველოს ეკლესიის სისავსე, ყოველი ჩვენგანი, დალოცეთ მთელი მსოფლიო.

და ბოლოს, ჩვენს პატრიარქთან მიმართებით მინდა გავიმეორო წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები, წმინდა ბასილი დიდის გარდაცვალების გამო თქმული: მართალია, ჩვენ დაგვტოვე ამ ქვეყნად, გაიხარე და იშვებდე უფალში მარადის, ამინ“.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

მოსაყდრე შიოს სიტყვა კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე

“ეკლესიას მოაკლდა მმართველი ბრძენი მესაჭე” – მსოფლიო პატრიარქის სიტყვა ილია II-ის დაკრძალვაზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს, 22 მარტს, წესი აუგო მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა.

წესის აგების მსახურების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ ხალხს მსოფლიო პატრიარქმა სიტყვით მიმართა და ილია მეორის შესახებ ისაუბრა.

გთავაზობთ კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველის სიტყვას სრულად:

„როგორ არ ვტიროდეთ, უდიდესი ტკივილით ზნეობრიობის, პატივისცემისა და ღვთისმოყვარე ცხოვრების უდიდეს სიმაღლეზე მყოფი პიროვნების, ნეტარხსენებული მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ჩვენგან განშორებას.

აღმოსავლეთის ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ იერარქთა პატივცემული დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ ბრძენ და ბრწყინვალე ძმას.

საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი.

ქვეყნის პატივცემულ წმინდა იერარქიას კი ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვრო გამოცდილების მქონე მისი პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღმრთო მადლი.

პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი ყოვლად კეთილსა და ერისმოყვარე საქმეში. მშვიდობისა და ერთობის დესპანი.

ღვთისმოშიში ქართველი ერი მოაკლდა მზრუნველ და მოსიყვარულე მამას, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფხიზლობდა ღვთისმიერი აღმშენებლობისთვის, სულიერი განმტკიცებისთვის, საზოგადოებრივი წინსვლისა და მისი კეთილდღეობისათვის.

წმინდა მოციქულთასწორი ნინოსა და წმინდა დიდმოწამე გიორგის ღვთისმოსავი მემკვიდრეობა მოკლებულია თავის პატივცემულ მცველსა და ერთგულ გამგრძელებელს. შესაძლოა განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობისმყოფელთან, იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა სულნათელმა პატრიარქმა ილია მეორემ.

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა ილია მეორის დაკრძალვაზე

ჭეშმარიტი სვეტი სიმტკიცისა, როგორც ეკლესიის, ისე თავისი სამშობლოსი, რომელთაც თანაბრად უნაწილებდა სიყვარულს, ერთგულებასა და ყოველდღიურ ზრუნვას. ქრისტესა და მისი ეკლესიის მსახურებას ადრეულ ასაკში მიუძღვნა თავი, როდესაც იდევნებოდა სარწმუნოება, როდესაც ათეიზმი კანონით იყო დამკვიდრებული და ძალადობრივად ბატონობდა.

მან შეძლო შეენარჩუნებინა სიბრძნე და უმანკოება სახარებისეული სიტყვების მიხედვით.

გულმოდგინედ მოღვაწეობდა სათნოებასა და საღვთო მცნებების საქმით აღსრულებაში. იწვრთნებოდა ვითარცა მორწმუნე მსახური ქრისტესი და მნე ღვთის საიდუმლოთა.

მთელი მისი ცხოვრება იყო მრავალმხრივი მოწმობა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და სახარებისეული ჭეშმარიტების ნამდვილი გამოცდილებისა.

ამის გამო ღმერთმა ადრე ერწმუნა მას ჯერ მღვდელმთავრობის, ხოლო ძალიან მალე პატრიარქობის დიდი პასუხისმგებლობა.

ნეტარხსენებული პატრიარქ დავით მეხუთის მემკვიდრედ. განაბრწყინა მან მისი წმინდა სამღვდელმთავრო ომოფორი 63 წლის, ხოლო საქართველოს საპატრიარქო ტახტი 49 წლის განმავლობაში, როგორც ამ ეკლესიის 141-ე საჭეთმპყრობელმა.

არ დარჩენილა საქართველოში ეკლესიური, საზოგადოებრივი და ეროვნული ცხოვრების არცერთი სფერო, სადაც მას მისი პიროვნების თვალსაჩინო და სასარგებლო კვალი არ დაეტოვებინა. ღვთისმოსავი და თავმდაბალი, მლოცველი და ღვთისმსახურების მოყვარე, სასულიერო წოდების ღირსების მქონე, ძმათმოყვარე, მშვიდობისმყოფელი და შემრიგებელი, უშუალო და კეთილგანწყობილი, ტკბილი ქცევითა და სიტყვით, მრავალმხრივ განსწავლული და უაღრესად კეთილშობილი, დახვეწილი და შემოქმედი ბუნების.

გამორჩეული ნიშნით ხატწერაში, ფერწერასა და მუსიკალურ შემოქმედებაში. და ასევე ხუროთმოძღვრებაში.

მტკიცე და შეუვალი რწმენის, ღვთისმოსაობისა და ეკლესიის წმინდა ინტერესების დაცვაში, როგორც ქრისტეს მიბაძვის ჭეშმარიტი სახე და მოციქულთა და წმინდა მამათა ჭეშმარიტი მემკვიდრე.

ღმერთმა იგი ღირსჰყო, რომ 1990 წლის 4 მარტს ჩვენი ნეტარხსენებული წინამორბედის, მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის ინიციატივით, მსოფლიო საპატრიარქოსგან – ერთადერთისგან, რომელსაც წმინდა კანონებიდან და ისტორიული ინსტიტუციური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე – მიეღო საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალიის და საპატრიარქო ღირსების კანონიკური აღიარება.

და ასევე იმავე თვისა და წლის 30 რიცხვში ფანარის წმინდა გიორგის სახელობის ყოვლადპატიოსან საპატრიარქო ტაძარში, მწყემსმთავართა ერთობლივი თანაწირველობის დროს, ოფიციალურად მიეღო საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი.

მოკრძალებულ სიხარულს განვიცდი, რომ ჩვენ მიერ, როგორც იმჟამად ქალკედონის მიტროპოლიტმა და სინოდის წევრმა, ხელმოწერით დავადასტურეთ ეს წმინდა და ისტორიული ტომოსი.

ასევე ღმერთმა ღირსჰყო იგი, რომ გამოეყვანა საქართველოს ეკლესია კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში.

სიმშვიდითა და დამღუპველი შფოთვამღელვარებების გარეშე.

და საძირკვლიდან აღედგინა იგი: სასულიერო დასი, მონაზვნობა, ღვთისმეტყველება, კატეხიზაცია, სასულიერო განათლება, ლიტურგიკული და სულიერად სასარგებლო და თეოლოგიური წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემა.

სოციალური ქველმოქმედება და კაცთმოყვარეობა.

ახალი ტაძრებისა და მონასტრების აშენება ან ძველთა საძირკვლიდან აღდგენა.

ქვეყნის შიგნით მისიონერობა, ერესებისა და უცხო პროპაგანდის წინააღმდეგობის გაწევა. ეკლესიათშორისი, ქრისტიანთშორისი და რელიგიათშორისი ურთიერთობები და დიალოგები. განხეთქილებისათვის დამახასიათებელი ტენდენციების შეკავება და აღკვეთა. შერიგებისა და მეგობრობის ხიდების აგება საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ და ეროვნულ ცხოვრების ჯგუფებს შორის.

ხალხისა და მისი ხელისუფლების მხარდაჭერა კრიტიკულ ვითარებებში, როცა საფრთხე შეექმნა როგორც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ისე საპატრიარქოს იურისდიქციას.

ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ მრავალ მიმართულებათაგანი, რომლებშიც პატრიარქი ილია მეორე ღვთის სიყვარულში დიდად წარემატა.

და ეს ყოველივე არა დიდი ძალით ეკონომიკური თუ ამქვეყნიური, არც ძალაუფლებით, არამედ ყოვლისმპყრობელი უფლის სულით.

ზაქარია წინასწარმეტყველი, მეოთხე თავის მეექვსე მუხლი -“რომელსაც იგი ყოველთვის მიაკუთვნებდა ყოველგვარ მიღწევას კრძალულებით, თავმდაბლური სულითა და მადლიერებით. ამის გამო ღირსეულად დიდად შეიყვარა იგი სასულიერო დასმა და მთელმა ერმა, როგორც ყველასთვის ნამდვილი მამა, მცველი, გამომზრდელი და ეპისკოპოსი. კეთილი მწყემსი, რომელიც ყოველდღიურად თავგანწირვით იღვწოდა თავისი სამწყსოსათვის. ამიტომაც დააფასეს იგი და პატივს მიაგებენ მას ისე, როგორც მცირედ თანამედროვე სახარების მუშაკთაგან.

“ღირსია მუშაკი, რომ მას პატივი მიეგოს” – პირველი ტიმოთე მეხუთე თავის მე-18 მუხლი.

ვინახავთ კეთილ მოგონებებში განსვენებულ წმინდა ძმასთან ჩვენს სასიამოვნოდ ნაყოფიერ ურთიერთობებს, თანამწირველობას.

მართლმადიდებელ მწყემსმთავართა იმ შეკრებების ფარგლებში განხორციელებულ შეხვედრებს, რომელთაც ჩვენ სათანადო წესით პერიოდულად ვიწვევდით.

განსაკუთრებით კი 2014 წლის მარტის შეკრებას, რომელიც ფანარში მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას დიდებული საპატრიარქო თანამსახურებით დაგვირგვინდა. ისევე როგორც ჩვენი სხვა ძმური კავშირები და ურთიერთობები.

მისი უღრმესი პატივისცემა მსოფლიო საპატრიარქოსადმი და ჩვენდამი, მრავალგვარად გამოხატული მისი ძმური სიყვარული სრულად იქნა დაფასებული.

მას ჰქონდა ჩვენდამი განუყოფელი პატივისცემა, გულსავსე სიყვარული და გულწრფელი მეგობრობა. რის გამოც ჩვენს გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არცთუ შორს მიმდინარე მრავალი ცრემლისმომგვრელი ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავით, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან.

რათა ძმური სიყვარულის ყვავილებით დაგვეგვირგვინებინა და ყოველგვარი დიდებითა და პატივით დავკრძალოთ და უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ღვთის რჩეული პიროვნება. ჩვენი ფრიად საყვარელი და პატივცემული ძმა და თანამწირველი, უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე.

არამედ გამხნევდით ძმანო და შვილნო.

თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს.

სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: “მკვდარი ცოცხალია ვამბობ, რამეთუ მართალნი მკვდარნი ცოცხლობენ”.

სადაცაა უხრწნელი ნათელი და ნეტარსახილველნი და ყოველივე წმინდა და უხილავი არს. ე.ი. ცოცხლობს სამება ღმერთის ყოვლადნათელ სასუფეველში, რომლის პატივსაცემად თბილისში წმინდა სამების სახელობის ბრწყინვალე ტაძარი აღიმართა.

იგი ცოცხლობს თავისი ერის წმინდანებთან ერთად: მოციქულთასწორ წმინდა ნინოსთან, ქეთევანთან, ილარიონთან, დავითთან და თბილისში წამებულ ასი ათას მოწამესთან ერთად, ვიდრე მის თანამედროვე და მეგობარ ღირს ახალ გაბრიელ სალოსამდე.

მაშასადამე, ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას, რათა დაგძლიოთ.

კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები.

სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი. და გიხაროდეთ, რამეთუ ახლა თქვენი სულიერი მამა, პატრიარქი ილია მეორე ცოცხალთამანეშია განდიდებული.

იმაზე უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი თქვენს შორის იყო და აქვს მას კადნიერება ღვთის საყდრის წინაშე თქვენთვის უმეტესი შემწეობისა და სიკეთის მომტანი.

მაშ მოწიწებით იამბორეთ მის წმინდა მამობრივ მარჯვენას. გამოითხოვეთ მისი ლოცვა-კურთხევა და ჩვენთან ერთად გამოემშვიდობეთ მას.

შესაძლოა ერთი შეხედვით ლიტურგიკულად არათანმიმდევრულია, თუმცა ამ მწუხარებაში სიხარულიც სრულად შესაფერისია.

მრავალხმიანი, ქუხილის მსგავსი, სიკვდილის განმაქარვებელი და სიხარულის ხმით სავსე: ქრისტე აღდგა!

რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა და მადლიერება, აწ და უკუნითი უკუნისამდე, ამინ”.

სამებაში ილია მეორის წესის აგების მსახურება მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

სამებაში წირვა დილის 9 საათზე დაიწყო. დღის 12 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მივიდა კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოსთან ერთად მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორის წესის აგების მსახურება დაიწყო.

კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის მსახურებას სამებაში 5 მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის  პატრიარქი ესწრება:

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, ბულგარეთის პატრიარქი უწმინდესი დანიელი, სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი იოანე, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი უნეტარესი როსტისლავი და ამერიკის მიტროპოლიტი ტიხონი.

ასევე, სამების საკათედრო ტაძარში დაკრძალვის ცერემონიალს ესწრებიან სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები.

სამებაში კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიას ესწრებიან მთავრობის წევრები და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიები.

ასევე, 22 მარტს, დილით, ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქომ შეცვალა გადაწყვეტილება და რიგით მოქალაქეებსაც შეუძლიათ შევიდნენ სამების საკათედრო ტაძარში და პატივი მიაგონ გარდაცვლილი პატრიარქის ხსოვნას.

გთავაზობთ ფოტოებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერიდან.

ილია II-ის წესის აგების მსახურება სამების საკათედრო ტაძარში, 22 მარტი, 2026 წელი
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი – ილია II-ის წესის აგების მსახურება სამების საკათედრო ტაძარში, 22 მარტი, 2026 წელი
ილია II-ის წესის აგების მსახურება სამების საკათედრო ტაძარში, 22 მარტი, 2026 წელი
ილია II-ის წესის აგების მსახურება სამების საკათედრო ტაძარში, 22 მარტი, 2026 წელი
ილია II-ის წესის აგების მსახურება სამების საკათედრო ტაძარში, 22 მარტი, 2026 წელი
ილია II-ის წესის აგების მსახურება სამების საკათედრო ტაძარში, 22 მარტი, 2026 წელი
ილია II-ის წესის აგების მსახურება სამების საკათედრო ტაძარში, 22 მარტი, 2026 წელი
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი – ილია II-ის წესის აგების მსახურება სამების საკათედრო ტაძარში, 22 მარტი, 2026 წელი
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი – ილია II-ის წესის აგების მსახურება სამების საკათედრო ტაძარში, 22 მარტი, 2026 წელი
ილია II-ის წესის აგების მსახურება სამების საკათედრო ტაძარში, 22 მარტი, 2026 წელი
ილია II-ის წესის აგების მსახურება სამების საკათედრო ტაძარში, 22 მარტი, 2026 წელი
ილია II-ის წესის აგების მსახურება სამების საკათედრო ტაძარში, 22 მარტი, 2026 წელი
ილია II-ის წესის აგების მსახურება სამების საკათედრო ტაძარში, 22 მარტი, 2026 წელი
ილია II-ის წესის აგების მსახურება სამების საკათედრო ტაძარში, 22 მარტი, 2026 წელი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 22 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 287 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 793 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 263 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 38 638 ერთეული [+30]
  • MLRS – 1 694 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 336 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 190 870 ერთეული [+1 885]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 468 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 84 639 ერთეული [+121]
  • სპეცტექნიკა – 4 098 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

რუსეთის დაზვერვა ორბანზე მკვლელობის ინსცენირებას გეგმავდა – რას წერს მედია ევროპულ დაზვერვაზე დაყრდნობით

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რუსეთის დაზვერვა ორბანზე მკვლელობის ინსცენირებას გეგმავდა – რას წერს მედია ევროპულ დაზვერვაზე დაყრდნობით

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР), პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მკვლელობის ინსცენირების ორგანიზება შესთავაზა უნგრეთს. მიზანი – ამ გზით აპრილის საპარლამენტო არჩევნებში მისი რეიტინგის გაუმჯობესება.

ამერიკული გამოცემა The Washington Post ამ ინფორმაციას ევროპული დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გასულ თვეში, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთმა დანაყოფმა განგაში ატეხა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის მკვეთრი შემცირების გამო, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

ევროპის დაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებული რუსი აგენტების შიდა ანგარიშში საუბარია სტრატეგიის შემუშავებაზე, ანუ ორბანზე „მკვლელობის ინსცენირების“ ორგანიზებაზე, რომელსაც შეუძლია „ფუნდამენტურად შეცვალოს საარჩევნო კამპანიის მთელი პარადიგმა“.

„ასეთი ინციდენტი კამპანიის აღქმას სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე რაციონალური ფოკუსიდან ემოციურზე გადაიტანდა. ამ შემთხვევაში მთავარი თემები იქნება სახელმწიფო უსაფრთხოება, სტაბილურობა და პოლიტიკური სისტემის დაცვა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პოლიტიკური გავლენის ოპერაციების მთავარი დანაყოფის ანგარიშში.

გამოცემა წერს იმის შესახებ, რომ ორბანს აქამდე ფიზიკურად თავს არავინ დასხმია. თუმცა, მოყვანილი ფაქტი ხაზს უსვამს, თუ რამდენად მაღალია ფსონები რუსეთისთვის უნგრეთის არჩევნებში.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ანგარიში „დეზინფორმაციას“ წარმოადგენს. ვიქტორ ორბანის პრესსპიკერს კი ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

სხვადასხვა მედიის მიხედვით, რუსეთი ამ არჩევნებში ორბანის გამარჯვების უზრუნველყოფას ცდილობს და ამ მიზნით პოლიტტექნოლოგიების ჯგუფიც კი მიავლინა ბუდაპეშტში.

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 14 აპრილს უნდა გაიმართოს. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ორბანის პარტიის რეიტინგი 40%-მდეა, ხოლო მისი კონკურენტი პარტიის – Tisa-ს რეიტინგი 46%-ზე მეტია.

რაც შეეხება თავდასხმის იდეას, ეს დიდი ალბათობით უნგრეთ-უკრაინის დაძაბული ურთიერთობის ფონზე გაჩნდა. ცოტა ხნის წინ უნგრეთმა ევროკავშირში დაბლოკა უკრაინისთვის სესხის მიცემას, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელ სამხედროებს „ევროკავშირში ერთი ადამიანის მისამართს მისცემს“.

უნგრეთის გაღიზიანება კი თითქოს მილსადენ „დრუჟბას“ უკავშირდება, საიდანაც შეწყდა უნგრეთში იაფი რუსული ნავთობის გადაქაჩვა, რამაც უნგრეთში საწვავზე ფასების ზრდა და, შესაბამისად, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გამოიწვია.

კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვა: სამების ტაძარი დროებით დაიკეტება, დასწრება შეზღუდული იქნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით:

  • “ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიისათვის, ასევე, რათა დაცულ იქნეს დელეგაციების დასწრებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები.
  • კვირას, დილის 8:00 საათიდან, ჩვენგან დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ტაძარში დაშვება მოხდება მხოლოდ საგანგებო საშვებით და გთხოვთ, ამ ფაქტს მოეკიდოთ გაგებით.

წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.

 12:15 საათზე ტაძარში  მობრძანდება კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის  წესის აგების მსახურებას.

  • 15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს  გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.
  •  მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი, ასევე მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ გზაზე დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.

ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას. გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, თუმცა დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან და სხვა ტექნიკური დეტალებიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია,“ – ნათქვამია საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებაში.

„პატრიარქის სურვილი იქნებოდა ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ“ – ზურაბიშვილი სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას ვერ დაესწრება.

სააკაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოთხოვნა 18 მარტს გაუგზავნა და ითხოვა მისი შვილის ნათლიის და მისი მეგობრის გასვენებაში მისვლის ნება მიეცათ.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს თხოვნაზე უარი უთხრა და განმარტა, რომ მესამე პრეზიდენტის მოთხოვნა „პენიტენციური დაწესებულების კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს არ შეესაბამება“.

„პატრიარქის გაცილება იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ შეეშალა ხელი ჩემთვის პატრიარქთან გამომშვიდობებაში რაც მოვითხოვე, როგორც პატრიარქის სულიერმა შვილმა და ასევე პატრიარქის მონათლული ნიკუშას მამამ.

ჩემი მიყვანა მათი მხრიდან იქნებოდა ერთიანობისკენ მიმართული სწორი საქციელი, მაგრამ სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ სახელმწიფო მოღვაწეები, ხოლო ივანიშვილი მოიქცა როგორც ივანიშვილი, ე.ი. როგორც სახელმწიფოებრიობის მტერი.

საერთოდ, სიმართლე ითქვას, ვისაც როგორც უნდა ეწყინოს, ორი ადამიანი აღიზიანებდა ყოველთვის ივანიშვილს ყველაზე მეტად, პატრიარქი, (რომელსაც შენობით მიმართავდა, ხელზე არასდროს მთხვევია და ყველანაირად უთხრიდა ძირს) და მე.

პატრიარქი ჯერ გაანეიტრალა და ახლა საბოლოოდ გათავისუფლდა მისგან და ახლა ჩემი მოშორებაღა დარჩა სრული ბედნიერებისთვის.

ვერ ეღირსება!“ – დაწერა დღეს, 21 მარტს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

მესამე პრეზიდენტი ინფორმაციის გასავრცელებლად პირად სოციალურ გვერდს აქტიურად იყენებს.

“ყველანი ვალდებულები ვართ, კვირას ვიყოთ ერთად – პატრიარქის სურვილი იქნებოდა, საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, ესეც იქნებოდა ერთობის ნიშანი, ამ პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა” – ასე ფიქრობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

"პატრიარქის სურვილი იქნებოდა, საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა  20 მარტს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ვრცლად ისაუბრა, თუ რატომ იქნებოდა სასურველი ყველა პრეზიდენტის ერთად დგომა კათოლიკოს-პატრიარქის გასვენებაში.

„თვით პატრიარქის სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, ესეც იქნებოდა რაღაცა ერთობის ნიშანი მის ირგვლივ, ამ ყველა პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა და ეს იყო მისი მთავარი დამახასიათებელი, რასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში.

სადაც არ უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს ვის ექნება საშვი და ვის არა, კვირას ჩვენ ყველანი ერთნი უნდა ვიყოთ, რადგან ეს იქნება ყველაზე დიდი ნიშანი იმის, რომ ჩვენ მას პატივს ვცემდით და გავიგეთ, რისთვის იყო მოსული ჩვენ შორის და რა იყო მისი მთავარი მიზანი.

ასევე ყველა ნაბიჯი, რაც შეიძლება იყოს იმ დღეს გადადგმული, უნდა იყოს მიძღვნილი ერთობის, მშვიდობის და ერთმანეთის სიყვარულისკენ.

ეს იქნება შეწყალება იმ ადამიანების, რომლებიც სრულიად უსამართლოდ სხედან ციხეში, ეს პატრიარქმა ძალიან კარგად იცოდა, შეიძლება ვეღარ ამბობდა, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა. ამ დღისთვის მისი სურვილი ალბათ ასეთი იქნებოდა, რომ არავინ დარჩენილიყო, ვისაც არ ექნებოდა საშუალება, მისთვის პატივი მიეგო, მოსულიყო სამებაში.

ყველანი ვართ მისი შვილები და ამისთვის ვართ მადლიერები“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ჩუბინიძის თქმით, თუ სააკაშვილს პატრიარქის გასვენებაში მიიყვანენ “უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია”

სამების ტაძარი 22 მარტს დროებით დაიკეტება – კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში მეოთხე დღეა სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.

სამების საკათედრო ტაძარი დღეს, 21 მარტს, მთელი დღე ღია იქნება, ხოლო ხვალ, 22 მარტის 02:00 საათიდან დილის 9:00 საათამდე დაიკეტება.

ამის მიზეზი ტაძრის მსახურებისთვის მომზადებაა.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, 02:00 დან 09:00-მდე მონაკვეთში მოქალაქეებს უფლება ექნებათ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გაჩერდნენ, თუმცა ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II 17 მარტს გარდაიცვალა.

კათოლიკოს-პატრიარქი 18 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.

4 დღეა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათი ღიაა და კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ათასობით ადამიანი უწყვეტად მიდის.

როგორც ცნობილია, სამების საკათედრო ტაძარში მსახურება 22 მარტს დილის 9:00 საათზე დაიწყება და მას მოსაყდრე შიო გაუძღვება სხვა მიტროპოლიტებთან ერთად.

11:00 საათზე ჩამოვა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ეს კვირას, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 286 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 790 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 262 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 38 608 ერთეული [+39]
  • MLRS – 1 691 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 333 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 188 985 ერთეული [+1 781]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 468 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 84 518 ერთეული [+144]
  • სპეცტექნიკა – 4 096 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„უკრაინელებმა 400 კვ.კმ გაათავისუფლეს 2023 წლის შემდეგ პირველად“ – ინტერვიუ გენერალთან

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში უძრავი ქონება კიდევ გაძვირდება

„ბათუმში ახალაშენებული ბინების გაყიდვები ძირითადად უცხოელი მყიდველების ხარჯზე გაიზარდა“, – Colliers Georgia-ს მონაცემებით გასული წლის თებერვალთან შედარებით, 2026 წლის თებერვალში უცხოელი მყიდველების რაოდენობა ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე 53.9%-ით, ხოლო მეორეულ ბაზარზე 47.6%-ით გაიზარდა.

შესაბამისად გაზრდილია უძრავი ქონების ფასიც.

2026 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის თებერვალთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 334 აშშ დოლარია. პირველად ბაზარზე მაჩვენებელი 23.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 6.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

გაყიდვების ეს მაჩვენებელი ხომ არ გვაჩვენებს ტენდენციას, რომ ადგილობრივი ბინას ვეღარ ყიდულობს სიძვირის გამო. გარდა ამისა, საინტერესოა, როგორ შეცვლის ეს გაქირავების ბაზრის ტენდენციებს – ამ თემაზე Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელს ლეო ჩიქავას ვკითხეთ.

  • ბატონო ლეო, ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში ძირითადად უცხოელები ყიდულობენ. ეს საკურორტო სეზონზე და, ზოგადად, წლის განმავლობაში, გაქირავების ბაზრის ტენდენციებს როგორ შეცვლის?

უცხოელები ბათუმში ბინებს ძირითადად საინვესტიციო მიზნით ყიდულობენ. ინვესტორებმა, ვინც ადრე იყიდეს, მოიგეს. შესაბამისად, ახალ მყიდველს აქვს იმედი, რომ მომავალშიც გაიზრდება ფასები. იმ იმედით ყიდულობენ, რომ გააქირავებენ და უკუგება ექნებათ.

მე არ მაქვს მონაცემები ამ ეტაპზე რა შედეგები აქვს გაქირავების ბაზარს ბათუმში, მაგრამ, ზოგადად, პერსპექტივაში გამოწვევები ჩანს – იმიტომ, რომ საკმაოდ დიდია ბრენდული აპარტამენტების მიწოდება, რასაც ახლა აშენებენ დეველოპერები. იმისთვის, რომ უძრავ ქონებას ჰქონდეს დაპირებული შედეგები, საჭიროა ქალაქში ტურიზმის შესაბამისი ზრდაც.

ზოგადად, საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი. გამოირჩეოდა იმით, რომ პირველადი ბაზარი იყო უფრო საინტერესო საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ანუ საერთაშორისო მყიდველები დეველოპერებისგან ყიდულობდნენ ბინებს. 2025 წელს შეიცვალა ეს და მეორეულ ბაზარზეც უკვე აქტიურად ყიდულობენ უცხოელები. უცხოელების წილი ბათუმის შესყიდვებში მზარდი და ეს აისახა თებერვალში.

  • ადგილობრივები ვერ ყიდულობენ ბინებს ახალ კორპუსებში, ასე ჩანს?

ადგილობრივებიც ყიდულობენ ბინებს ბათუმში, მათ შორის საინვესტიციოდ. მათი შესყიდვების რაოდენობა არ შემცირებულა. ტრანზაქციები ზღვისპირა დასახლებებზე, ზღვისპირა პროექტებზე აისახა ძირითადად. საცხოვრებლად საქართველოს მოქალაქეები უფრო ქალაქის შიდა ნაწილში, ზღვიდან დაშორებით ყიდულობენ, რაც უფრო ხელმისაწვდომია მათთვის. ზოგადად კი, უძრავი ქონების ღირებულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილია.

  • ბათუმს ბევრი გამოწვევა აქვს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ტენდენცია, რომ ბინები გასაქირავებლად იყიდება და მხოლოდ ზაფხულობით იქნება დატვირთვა, კიდევ უფრო ხომ არ დაამძიმებს ქალაქს თუნდაც სიმჭიდროვის თვალსაზრისით?

რა თქმა უნდა, როცა სეზონზე ბევრი ადამიანი ჩამოვა. თუმცა, ძალიან დიდი რაოდენობის ტურისტის მიღება შეუძლია ბათუმს სეზონზე. უფრო გადაადგილების პრობლემა არის ხოლმე ყოველ სეზონზე, პარკინგის ადგილები, საცობები…  საქსტატის მიხედვით, 2014-თან შედარებით ბათუმში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ზრდა იყო – არიან უცხოელი მიგრანტები, მთიანი აჭარიდან არიან ალბათ ჩამოსულები…

ლეო ჩიქავა
  • მიუხედავად ამისა, ასობით სამშენებლო ნებართვას გასცემს ყოველ წელს მერია. ეს მომავალში უკუშედეგს არ მოგვცემს?

ამ მხრივ ურბანისტები უკეთ ისაუბრებენ, მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გადაადგილება რომ იყოს შესაძლებელი მანქანის გარეშე, თორემ ნებისმიერ ასეთ ცოცხალ ქალაქში საცობები იქნება გარანტირებული.

  • ფასებს რომ დავუბრუნდეთ – თქვენი აზრით, ბოლო პერიოდის მიხედვით, ბათუმში უძრავი ქონება კიდევ გაძვირდება?

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოკლევადიან პერიოდში კიდევ გაძვირდება ბათუმში ბინები. გრძელვადიან პერიოდში ეს დამოკიდებული იქნება ბათუმის შესახებ საერთაშორისო მყიდველების წარმოდგენაზე. როცა ადამიანები დებენ ინვესტიციას, მათ გარკვეული მოლოდინები აქვთ ბაზრის პერფორმანსზე და რაღაც დოზით ეს პერფორმანსი უნდა დაკმაყოფილდეს… მაგრამ შეიძლება გაუთვალისწინებელი განვითარებაც ჰქონდეს ბაზარს.

თბილისის მაგალითზე რომ ვთქვა, 2022 წელს, როცა ომი დაიწყო უკრაინაში, მაშინ ბევრი მიგრანტი შემოვიდა ქვეყანაში. ამან გამოიწვია ის, რომ იჯარის ფასი გაიზარდა უძრავ ქონებაზე. შესაბამისად, გასაყიდი ფასებიც, ანუ საინვესტიციოდ უფრო საინტერესო გახდა უძრავი ქონება.

2023 -2024 წლებში, როცა რუსი მიგრანტების ნაწილი გავიდა ქვეყნიდან, იყო საშიშროება, რომ ეს ფასებზე უარყოფითად აისახებოდა, მაგრამ ამ პერიოდში გაიზარდა უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ქვეყანაში – ჩანაცვლდა რუსი მიგრანტები საერთაშორისო სტუდენტებით.

ამ ეტაპზე ბათუმში საერთაშორისო მყიდველები ყიდულობენ ბინებს და მათ აქვთ შესაბამისი მოლოდინები უკუგებაზე.

  • ფასების ზრდა განაპირობებს იმას, რომ ქალაქი ქაოსურად შენდება, უამრავი ინფრასტრუქტურული გამოწვევა თუნდაც ახალი ბულვარის გასწვრივ, რაც ჯერ კიდევ ვერ დაძლია ქალაქმა. ეს მომავალში როგორ აისახება ბათუმზე? 

გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. ზოგადად კი ერთს ვიტყოდი – ბათუმისთვის კარგია, რომ მეორეულ ბაზარზეც არის უკვე საერთაშორისო დაინტერესება. ეს ქალაქს ეხმარება კომერციულად წარმატებული იყოს. ეს კარგია საინვესტიციო ბაზრისთვის.

პუტინს სურს ცეცხლის შეწყვეტა, ოღონდ მისთვის მომგებიანი პირობით, თუმცა ჯერ ასეთი პირობა არ ჩანს – ინტერვიუ

„უკრაინელების აქტიურობა არის გაცილებით მაღალი – დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს უკვე… პირველად 2023 წლის შემდეგ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის ზონები შემცირდა 37 კვადრატული კილომეტრით, ანუ უკრაინელებმა უფრო მეტი გაათავისუფლეს, ვიდრე დაკარგეს,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. იგი უკრაინის ფრონტის პარალელურად ირანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებსაც აქტიურად აკვირდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ კულუარული მუშაობენ ახალი ფრანკოს თუ პინოჩეტის მოსაძებნად ირანული სამხედრო შემადგენლობიდან. თუ გამოჩნდა ასეთი, მერე შეიძლება შეიარაღებული ძალებიც გადმოვიდეს ხალხის მხარეს – შეიარაღებულ ძალებს ისედაც დიდი პრეტენზიები აქვთ ზოგადად გუშაგთა კორპუსის მიმართ,“ – თავის მოსაზრებას გვიზიარებს სამხედრო ანალიტიკოსი.

გადამდგარი გენერლის აზრით, ირანში ყველაფერი ისე მიდის, როგორც აშშ-მ დაგეგმა, ირანის ჩამოშორება კი, მნიშვნელოვნად ასუსტებს პუტინს:

„პუტინი მაინც ელის მოლაპარაკებებს, ჩემი აზრით. მას სურს ცეცხლის შეწყვეტა, ოღონდ რუსეთისთვის მომგებიანი პირობებით. პუტინი ოპორტუნისტია და ელოდება იმ პირობების ჩამოყალიბებას, რაც მისთვის ხელსაყრელია, თუმცა ჯერ ასეთი პირობები არ ჩანს,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, დღეს, 20 მარტს, სპარსეთის ყურის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ რაკეტებითა და დრონებით მორიგი შეტევა იყო. ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომ ირანში ომი მალე დასრულდება, სამხედრო ოპერაციები გრძელდება. ჩანს ომის დასასრული?

ჯერ გასულია ორკვირა-ნახევარი. ტრამპმა თავიდანვე თქვა – ალბათ ასეც იყო დაგეგმილი – რომ ეს ოპერაცია ითვალისწინებდა ოთხ-ექვს კვირას. ის ოთხი კვირაც კი, ანუ მინიმალური დროც არ არის გასული. არავინ ამბობდა, რომ ადვილი იქნებოდა ხელისუფლების შეცვლა, გამომდინარე მისი ფესვგადგმული სისტემიდან. სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, ფაქტია.

ახლა არის ამ კამპანიის დომინირების ფაზა. სრულად განადგურდა საჰაერო ძალები, 90%-ით განადგურდა საზღვაო ძალები, უმოქმედოდაა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და ამჟამად მიმდინარეობს დარტყმები რაკეტების გამშვებებზე. ჯერ კიდევ ახერხებს ირანი რაკეტების გაშვებას. გასროლების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირდა.

პირველ დღეებში ისრაელის მიმართულებით გაუშვეს 500 რაკეტა და 800-მდე დრონი. ახლა საუბარია 20-ის ფარგლებში გაშვებულ რაკეტებსა და დრონებზე.

უკვე გამოჩნდა ირანის ცაში A-10-ები Thunderbolt. ესაა ამერიკული მრავალფუნქციური, სახმელეთო კომპონენტის ახლო მხარდამჭერი, უნივერსალური თვითმფრინავები. სამხედროებს ძალიან უყვართ ეს თვითმფრინავები ზოგადად, ავღანეთში მათ „მფარველ ანგელოზებსაც“ ეძახდნენ. მათი მარტო გამოჩენაც კი, იწვევდა იმას, რომ მოჯაჰედები უკანმოუხედავად გარბოდნენ.

ეს არის თვითმფრინავი, რომელიც შექმნილია ახლო მხარდაჭერისთვის, მას აქვს მფრინავის ტიტანის ჯავშნის კაბინა, რომელიც 23-მილიმეტრიან ჭურვებს უძლებს. აღჭურვილია შვიდლულიანი, გატლინგის სისტემის 30 მილიმეტრიანი ქვემეხით GAU-8 /A. როცა იწყებს სროლას, ისეთი სისწრაფით ისვრის და იმ სიმძლავრით, რომ თვითმფრინავი ჰაერში ჩერდება ფაქტობრივად. მას ნებისმიერი ტიპის ბომბების დაკიდება შეუძლია, ასევე მართვადი და უმართავი რაკეტების ძალიან დიდი, მრავალფეროვანი არსენალი გააჩნია.

მას შეუძლია გაცილებით დიდხანს იყოს ჰაერში, ვინაიდან ნელა დაფრინავს გამანადგურებელთან შედარებით, ასევე, უფრო ახლოს, უფრო დაბალ სიმაღლეზე შეუძლია ფრენა, ახლოდან შეუძლია ნებისმიერი გამოვლენილი სამიზნის განადგურება.

ეს თვითმფრინავი რატომ გამოჩნდა ირანის ცაში? – იმიტომ, რომ გაჩნდა საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან თავისუფალი ზონები და თავისუფალი სივრცეები.

ამის გამოჩენა იწვევს იმას, რომ აი, ირანული რაკეტის გაშვებიდან ყველაზე მოკლე დრო მათ სიცოცხლისუნარიანობა გააჩნია 5 წუთი, თუ ახლომახლო არის დრონი ან იგივე ეს თვითმფრინავი, ყველაზე ხანგრძლივი – 20 წუთის განმავლობაში შეიძლება ამ გამშვებმა მიიღოს დარტყმა.

  • ამის მიუხედავად ირანი ახერხებს ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე. რა სახის უპირატესობაა ეს ირანისთვის, რუსეთისთვის? 

ეს არავითარ უპირატესობას არ აძლევს ირანს. ეს არის მცდელობა მოახდინოს ზეგავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე და შესაბამისად, ზეწოლა მოახდინოს ისრაელსა და ამერიკაზე.

ჰორმუზის სრუტე ვიწროა. ვისაც რუკაზე ეს უნახავს, დაინახავს, რომ მისი სიგანე არის 31 საზღვაო მილი [სადღაც 39-40 კილომეტრია მთელი სიგანე]. სრუტეში არის რამდენიმე კუნძული. გემების ნაწილი, რომლებიც შედის სრუტეში, ირანთან ახლოს უნდა გაიაროს და ვინც გამოდის, ომანთან ახლოს უნდა გამოიაროს. ასე მოძრაობდნენ ომამდე ტანკერები.

ბოლო პერიოდში ირანმა არანაკლებ 16 სატრანსპორტო გემს დაარტყა. ირანს ამ სრუტეში შეუძლია გააკეთოს ის, რომ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გამოიყენოს სანაპიროდან, ან ამ კუნძულებზე მდებარე რაღაც მიწისქვეშა ბუნკერიდან გამოვიდეს, ისროლოს და ისევ დაიმალოს.

ყველაზე ძლიერი, რაც ირანის საზღვაო ძალებს აქვთ, ესაა სწრაფმავალი კატერები დიდი რაოდენობით. არ ვიცი, ახლა რამდენია დარჩენილი, მაგრამ მნიშვნელოვნად რომ შემცირებულია, ეს ფაქტია. „ხროვის ტაქტიკით“ ყველა მიმართულებიდან უტევენ ერთ გემს, ერთ სამიზნეს და ყუმბარმტყორცნებიც არის ამ კატერებზე, არის ZU-23-2-ები და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები.

როგორც ტრამპი ამბობს, ფაქტობრივად, განადგურებულია ყველა დამნაღმველი ხომალდი. ეს არ გამორიცხავს, რომ ჩვეულებრივი ნავიდან, ან კატერიდან გაუშვან ნაღმი. მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ის, რომ მოხდეს ამ გემების ესკორტირება სამხედრო ხომალდების საშუალებით.

ასევე, ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის საზღვაო ქვეითები დაიძრნენ ირანისკენ. ეს ნიშნავს, რომ ამ სრული დომინაციის ფაზაში შეიძლება რაღაც ახალი ეტაპი დაიწყოს. არ გამოირიცხება, რომ საზღვაო ქვეითებმა განახორციელონ ამფიბიური ოპერაცია და დაიკავონ ჰორმუზის სრუტის მაკონტროლებელი კუნძულებიდან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქეშემის, ლარაკას და აბუ საიდის კუნძულები, საიდანაც უფრო ეფექტიანად შეძლებენ სრუტის კონტროლს.

  • რამდენად მნიშვნელოვანი იყო ნატოს წევრი ქვეყნების ჩართვა ამ ოპერაციაში, რაც უკავშირდება ჰორმუზის სრუტეს და რა ელოდება ნატოს? ტრამპი უკმაყოფილოა ნატოს წევრი სახელმწიფოების უარით, რომლებსაც ირანის მიერ დაბლოკილი ჰორმუზის სრუტის გახსნაში ჩართვა სთხოვა. ტრამპის თქმით, ეს ნატოს მომავლისთვის „ძალიან ცუდი“ იქნება. 

დღეს ისედაც რთული ვითარება აქვს ამერიკას და ნატოს ერთმანეთში. ეს პოლიტიკურ-დიპლომატიური საკითხია, თუმცა როცა შენ არავის უთანხმებ და ისე იწყებ დარტყმებს, ხოლო როცა გჭირდება, საყვედურობ: რატომ არ დამეხმარეთო, გაუგებარია.

ნატოსთან დისტანცირება ტრამპიდან წამოვიდა და ახლა უცებ გვერდში დგომას ითხოვს. ფაქტობრივად, ტრამპის პოზიცია შემდეგია: რასაც მინდა იმას გავაკეთებ და თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რასაც გეტყვით.

ამ პირობებში არ ვიცი რამდენად დიდხანს გაგრძელდება ეს უარი. შეიძლება, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დაიწყონ ამ გემების გაცილება ნატოს წევრმა ქვეყნებმა, მაგრამ ეს შედეგია ამ ურთიერთობების, რომელიც ტრამპისგან წამოვიდა.

  • ირანში ომის დასრულების რა შესაძლო სცენარებია ყველაზე რეალური თქვენთვის? 

სამხედრო ნაწილი მიღწევადია – განადგურებული იქნება ბირთვული იარაღის შექმნის პოტენციალი, დასუსტებული იქნება ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად, დასუსტებული იქნება პროქსი ქვეყნებისთვის ირანის დახმარების შესაძლებლობა.

ასევე, მნიშვნელოვნად შესუსტდება ირანის ხელისუფლება. დანარჩენი ტრანზიტულ ფაზაში უნდა გამოჩნდეს. დასუსტებული ხელისუფლება უფრო ადვილი შესაცვლელია და უფრო მიდრეკილია ჩამოშლისკენ, ვიდრე შენარჩუნებისკენ. ნებისმიერი ადამიანის დანიშვნა ირანის სულიერი ლიდერის თანამდებობაზე ნიშნავს, შავი ნიშნის მიცემას, როგორც ეს არის სტივენსონის „განძის კუნძულში“ – მას დიდხანს არ უწევს სიცოცხლე“

სამხედრო ობიექტების დარტყმის გარდა, უკვე დარტყმას ახორციელებენ ირანის სახელმწიფოს მართვის ოფისებზე, პოლიციის საგუშაგოებზე. სადაც არიან რევოლუციის დაცვის გუშაგები, მათ ურტყამენ. ეს, რა თქმა უნდა, ასუსტებს სახელმწიფო აპარატს. დარწმუნებული ვარ, რომ კულუარული მუშაობა მიმდინარეობს ახალი ფრანკოს თუ პინოჩეტის მოსაძებნად ირანული სამხედრო შემადგენლობიდან.

თუ გამოჩნდა ასეთი, მერე შეიძლება შეიარაღებული ძალებიც გადმოვიდეს ხალხის მხარეს – შეიარაღებულ ძალებს ისედაც დიდი პრეტენზიები აქვთ გუშაგთა კორპუსის მიმართ. ამ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება გადასვლა გარდამავალ მშვიდობის ფაზაზე. ვნახოთ, ამას რამდენად მოახერხებენ ისრაელი და ამერიკა. მთავარია, სირიიზაცია არ მოხდეს: დაპირისპირება ყველა ყველას წინააღმდეგ!

  • ისევ არსებობს ირანის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმის საფრთხე? რეზონანსული აღმოჩნდა თქვენი განაცხადი იმაზე, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ყველაზე დაუცველი მონაკვეთი საქართველოა და ირანმა შეიძლება საქართველოსაც დაარტყას. თქვენ სუსშიც გამოგკითხეს…  

ჩემი ამ განცხადების მეორე დღეს აზერბაიჯანში დააკავეს დივერსანტთა ჯგუფი, რომელიც გეგმავდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის აფეთქებას და ასევე, სინაგოგაზე თავდასხმას. რამდენჯერმე დაიბომბა თურქეთიც.

საქართველოს, რა თქმა უნდა, უპირატესობა აქვს ის, რომ უშუალოდ არ ვესაზღვრებით ირანს. ვინც წერა-კითხვა იცის და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა შეუძლია, შეუძლია შევიდეს ინტერნეტში და იქ შეადაროს რეგიონში შეიარაღებული ძალების რაოდენობა, შეიარაღება, თავდაცვის ბიუჯეტი და ბოლო წლების საბრძოლო გამოცდილება.

დასკვნის გამოტანა შესაძლებელია მარტივად, მაგალითად, აზერბაიჯანთან და თურქეთთან მიმართებაში როგორია საქართველოს შეიარაღებული ძალების სტატუსი. აქ არაფერი საიდუმლო არ არის, ამას ღია წყაროების ანალიზი ჰქვია და ნებისმიერ წერა-კითხის მცოდნეს შეუძლია ინტერნეტით მოიპოვოს ეს ინფორმაცია.

ასე რომ, ვითარება რთულია მთელი რეგიონისთვის. რაც არ უნდა ვისაუბროთ, რომ ეს არის ამერიკა-ისრაელის დაპირისპირება ირანთან, ბევრი ქვეყანა ჩართულია ამაში.

ყველგან, სადაც კი შემიძლია, ყველასთან ხაზს ვუსვამ, რომ ქართველი მებრძოლის უნარ-ჩვევები და ქართველი მებრძოლის ეფექტიანობა ძალიან მაღალია. მსოფლიოში ორი-სამი ქვეყნის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ასეთი მებრძოლის ხასიათით, როგორიც არის ქართველი სამხედრო, მაგრამ ქართველ მებრძოლს სჭირდება აღჭურვილობა.

აღარ მუშაობს ანდაზა – „ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო“. როდესაც მოწინააღმდეგე დრონის საშუალებით 15-20 კილომეტრიდან გებრძვის, თუ გვიყვარს ჩვენი მებრძოლი და გვინდა მათ გვერდში დგომა, შესაბამისად, ისინი ისე უნდა აღვჭურვოთ, რომ ამოცანის წარმატებით შესრულებაც შეძლონ და ამოცანიდან ცოცხლად დაბრუნებაც.

  • რა ხდება უშუალოდ უკრაინის ფრონტის ხაზზე? წუხელ ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და ორი ადამიანი დაშავდა.

ყურადღება ძირითადად გადავიდა ირანის მიმართულებაზე და ნაკლებად ექცევა ყურადღება უკრაინას, თუმცა იქაც საინტერესო ვითარებაა.

უკრაინელებმა დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს უკვე. საინტერესოა, რომ უკრაინამ ეს შეძლო პირველად 2023 წლის შემდეგ, როდესაც კურსკში შეიჭრნენ უკრაინის ძალები.

2023 წლის შემდეგ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის ზომები შემცირდა 37 კვადრატული კილომეტრით, ანუ უკრაინელებმა უფრო მეტი გაათავისუფლეს, ვიდრე დაკარგეს. ესაა თებერვალი-მარტის პერიოდი.

მიმდინარეობს კონტრშეტევები. 2024-2025 წლებში, როცა გააქტიურდა რუსების შეტევები, მაშინ აქცენტირებულად უტევდნენ უკრაინის სამხრეთ მიმართულებას და დნეპროპეტროვსკ-ზაპოროჟიეს მიჯნას. საწყის ეტაპზე რუსების შეიარაღებულ ძალებს გააჩნდათ გარკვეული წარმატებები, მათ შედარებით ადვილად მიაღწიეს ორიხოვოს, ეს არის თავდაცვითი რაიონი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იცავს ზაპოროჟიეს მისადგომებს.

რუსებმა სცადეს შემოევლოთ გულიაიპოლიდან და სტეფნაგორსკიდან, შემდეგ კი უშუალოდ დაერტყათ ზაპოროჟიესთვის. შეტევები მიმდინარეობდა, როგორც სჩვევიათ რუსებისთვის დამახასიათებელი სამკაციანი, ხუთკაციანი ჯგუფებით – ცდილობდნენ, შემოევლოთ გვერდიდან და უკნიდან უკრაინელების გამაგრებული რაიონებისთვის და წაწეულიყვნენ წინ.

„ფენოვანი ხაჭაპურის“ ვარიანტი ჩამოყალიბდა – ერთმანეთს ენაცვლებოდა პოზიციები უკრაინელების და რუსებისა. ამას თავისი უარყოფითი თვისებებიც აქვს – რუსები სამკაციანი, ხუთკაციანი ჯგუფებით სიღრმეში შედიოდნენ, წყდებოდნენ ძირითად მომარაგების და გაძლიერების ბაზებს, იყვნენ დრონით მიწოდებული მომარაგების იმედად.

ამ პირობებში ჩამოყალიბდა უკრაინელებისთვის კარგი პირობა კონტრშეტევისთვის – დაქსაქსული საბრძოლო ველის პირობებში.

ამას დაემატა ისიც, რომ სტარლინკი გამორთეს, რამაც მისცა საშუალება უკრაინელებს მექანიზებული დარტყმები განეხორციელებინათ დრონების მხარდაჭერით.

უკრაინამ გამოიყენა ალგორითმი: ჯერ დრონები და არტილერია ასუფთავებს მოწინააღმდეგის ახლო ზურგს, შემდეგ კი, მექანიზებული დანაყოფებით შეჰყავს მაქსიმალურად ახლოს ობიექტზე – ქვეითები წმენდენ რაიონს მექანიზებული საშუალებების საცეცხლე მხარდაჭერით, უახლოვდებიან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დრონების ოპერატორები, არტილერია და აგრძელებენ შეტევას.

ამ პირობებში ჯავშანტექნიკის გამოყენება უკრაინელებმა ისევ დააბრუნეს უკან. ამით ფაქტობრივად ის გამოჩნდა, რომ მექანიზებული შეტევები შესაძლებელია, თუკი მოხდება უპილოტოების პოზიციების აღმოჩენა და მათი ჩახშობა.

  • ეს რა მასშტაბის წარმატება უკრაინისთვის, შეიძლება ველოდოთ ფართომასშტაბიან კონტრშეტევას? 

არა. სამწუხაროდ, ფართომასშტაბიანს ვერ ვიტყვით, თუმცა მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური და მორალური თვალსაზრისით ეს წარმატება.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ შეიძლება რუსები ემზადებიან საგაზაფხულო-საზაფხულო კამპანიისთვის და გადაჯგუფებებს აწყობენ. შეიძლება, ამიტომაც არის შემცირებული მათი ინიციატივა და შეტევების ინტენსივობა. დიდი მოლოდინი მე არა მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინელები მიიწევენ წინ და ტაქტიკურ დონეზე კონტრშეტევით ახერხებენ ტერიტორიების დაბრუნებას.

  • კრემლის პრესსპიკერმა, პესკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში სიტუაციური პაუზააო. მას იმედი აქვს, რომ ეს პაუზა შეწყდება. ირანის ომის პირობებში რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკებას რუსეთსა და უკრაინას შორის?

სანამ ეს ომი ირანში რაღაც უფრო სტაციონარულ ფაზაში არ გადავა ან დასრულებისკენ არ წავა, მოლაპარაკებისთვის არ მგონია მოიცალოს ტრამპმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. რუსები კი, მათ გარეშე არ დასხდებიან მოლაპარაკებაზე. შეიძლება, თურქეთმა შეძლოს მოლაპარეკებების ორგანიზება, ვერ გეტყვით.

  • ზელენსკიმ თქვა, რომ მას კარტი უჭირავს ხელში. იგი სავარაუდოდ შაჰიდების წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელი სპეციალისტების ომის ზონაში გაგზავნას გულისხმობდა, რაც აშშ-ს თხოვნა იყო. რა კარტია ეს უკრაინისთვის?

დახმარების კარტია, რომლითაც შეიძლება მერე ელაპარაკოს ამერიკას, რომ აი, მე შენ გეხმარები. ტრამპს რაც არ უნდა მოსწონდეს პუტინი, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ამერიკელი ამომრჩევლისთვის. 200 სპეციალისტი უკვე გაგზავნეს უკრაინიდან და კიდევ 14 სპეციალისტის გაგზავნას აპირებენ, რომ თავის გამოცდილება გაუზიარონ სხვებს:

არაბულ ქვეყნებზეა საუბარი, რომლებიც იღებენ მძიმე დარტყმებს, ვინაიდან მათი შესაძლებლობები ვთქვათ არ არის ისეთი, როგორიც ამერიკის. დარტყმები ხდება მათ მტკივნეულ ობიექტებზე, ძირითადად მაინც ნავთობისა და საწვავის საცავებზე.

უკრაინა მზად არის დაეხმაროს და ეხმარება კიდეც ამერიკელებს. ეს ძალიან სწორი ნაბიჯია უკრაინის მხრიდან.  შაჰედებთან ბრძოლის ეფექტური გამოცდილება უკრაინას ნამდვილად გააჩნია.

  • „არასასიკეთო წინათგრძნობა მაქვს უკრაინაში ომის ზეგავლენის შესახებ“ – განაცხადა ზელენსკიმ. იგი მეფე ჩარლზს და პრემიერ კირ სტარმერს შეხვდა. შეიმჩნევა რამე ცვლილება დასავლეთის მხარდაჭერაში ირანის ომის პირობებში?

უკრაინისთვის ამერიკიდან იარაღის მიწოდებაზე რაღაც შეფერხებები იქნება, ალბათ, მაგრამ ამერიკის გარდა ევროპაც ეხმარება უკრაინას და გააგრძელებს ამ დახმარებას.

გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ომი არც რუსეთს აწყობს, მით უმეტეს, როცა მას ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე აკლდება, რომლისგანაც იღებდა უამრავ დახმარებას. რუსეთი რჩება მარტო, ჩრდილოეთ კორეას თუ არ ჩავთვლით. ჩინეთი რომ მხოლოდ სიტუაციური მოკავშირეა, ეს ფაქტია.

  • რუსეთის რესურსები რამდენად მცირდება ამასობაში, იგივე ადამიანური რესურსი, რომელსაც არ უჩიოდა? შესაძლოა, მობილიზება დაიწყოს რუსეთის დიდ ქალაქებშიც? 

ფარული, ან კვაზი პერმანენტული მობილიზაცია უკვე მიმდინარეობს. ჯერჯერობით პირადი შემადგენლობის შევსებას ახერხებენ. ფაქტია, რომ რუსეთს არ ულხინს, რუსეთმა განსაკუთრებით ვერაფრით ვერ ჩაანაცვლა სტარლინკის შესაძლებლობები. ეს ურთულებს საქმეს რუსებს და უადვილებს – უკრაინელებს.

ამ ტემპით, ხორცის შტურმებით: სამკაციანი და ხუთკაციანი ჯგუფებით შეჟონვა-შეღწევის ოპერაციებით რუსეთს შეუძლია კიდევ წელიწადზე მეტ ხანს აწარმოოს საომარი მოქმედებები, თუმცა საბოლოო ჯამში უჭირს.

მე ვერ ვხედავ ვერანაირ ტექნიკურ სიახლეს რუსეთის მხრიდან: საბრძოლო მანქანას, არტილერიას, თვითმფრინავს, რაც ბრძოლის ველზე გამოჩნდა. მეტიც, ის ვითომდა უახლესი შეიარაღების სისტემები, რომელთაც ამაყად აატარ-ჩაატარებდნენ აღლუმებზე, ბრძოლაში არასიცოცხლისუნარიანები აღმოჩნდნენ. ამ დროს უკრაინაში პირიქით ხდება – მუდმივად ჩნდება ახალი სისტემები, როგორც ევროპიდან მიღებული, ისე მათ მიერ წარმოებული.

პუტინი მაინც ელის მოლაპარაკებებს, ჩემი აზრით. მას სურს ცეცხლის შეწყვეტა, ოღონდ რუსეთისთვის მომგებიანი პირობებით. პუტინი ოპორტუნისტია და ელოდება იმ პირობების ჩამოყალიბებას, რაც მისთვის ხელსაყრელია, თუმცა ჯერ ასეთი პირობები არ ჩანს.

დამეწყრილი სოფელ კურსების დასახმარებლად ფონდი შეიქმნა

სოფელ კურსების მცხოვრებთა დასახმარებლად, სადაც მეწყერმა რამდენიმე ათეული ოჯახი უსახლკაროდ დატოვა, ფონდი შეიქმნა.

ფონდში თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

„ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება.

სწორედ ამიტომ, ვქმნით ფონდს სოფლის მკვიდრი მაცხოვრებლებისთვის, ვინც მეწყერში მუდმივი საცხოვრებელი დაკარგა.

ფონდში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ადგილობრივ მოსახლეობას.

თანხების ტრანზაქცია იქნება გამჭვირვალე და არცერთი თეთრი არ დაიკარგება.

ფონდი შეიქმნა კურსების მცხოვრებლების მიერ და მიზნად ისახავს, ამ ურთულეს დროში ერთმანეთს მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ ტკივილი და გაჭირვება,“ – ნათქვამია ფონდის შემქმნელთა მიმართვაში.

  • თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი – #GE04BG0000000611909718

მიმღები #ხატიაბეროძე

თიბისი ბანკი – #GE42TB7118736010100046

მიმღები #ხატიაბეროძე

ხოლო დოლარის და ევროს ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

Usd #GE05TB7090545161600005

Euro #GE75TB7090545161600006

მიმღები #ანიალფაიძე

#PayPal Khatia Berodze

@KBerodze

ამავე თემაზე:

„თითქოს მიწა ღმუოდა, ისმოდა ხეების ტკაცატკუცი, ისმოდა გუგუნი“- რა ხდებოდა მეწყერის ღამეს კურსებში

რატომ გაურთულა აშშ-მ ვიზების მიღება საქართველოს მოქალაქეებს

აშშ-მ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების მიღების პროცედურა გაართულა. ვიზის მიღების მსურველებს მიმდინარე წლის აპრილიდან აშშ-ის ხაზინაში 5-დან 15 000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტი მოეთხოვებათ.

ამ შეზღუდვით საქართველო ისეთი ქვეყნების სიაში მოხვდა, როგორიცაა: ალჟირი, ანგოლა, ბანგლადეში, კუბა, გვინეა, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და ასე შემდეგ.

საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელზეც აშშ-მ სავიზო შეზღუდვა გაავრცელა.

უკავშირდება თუ არა ეს შეზღუდვები „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ, ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს, დავით სიხარულიძეს ესაუბრა.

  • ბატონო დავით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებიდან ერთადერთია, რომლის მოქალაქეებიც ვეღარ ისარგებლებენ გრძელვადიანი ვიზებით და მოკლევადიან ვიზაშიც ძალიან დიდი დეპოზიტის გადახდა მოუწევთ. რამ განაპირობა აშშ-ს ეს გადაწყვეტილება, როგორ ფიქრობთ?

საქართველოსთვის ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით სწორედ იმაზე, რომ რაც შეიძლება შეგვემსუბუქებინა თავის დროზე სავიზო რეჟიმი და საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც ათწლიანი ვიზები გაიცემოდა. ის, რაც დღეს მივიღეთ, ამაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

საერთოდ, ასეთი გადაწყვეტილებები კომპლექსურია. ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ალბათ იმის ანალიზია, თუ რამდენი ადამიანი დარჩა აშშ-ში ან ვიზას გადააცილა. თუმცა ესეც „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია, ადამიანები ქვეყნიდან რომ გარბიან.

რთულია იპოვო ისეთი ოჯახი, სადაც ერთი წევრი მაინც არ არის ემიგრაციაში, რადგან აქ, ამ კორუმპირებულ სისტემაში უკვე შეუძლებელი ხდება ცხოვრება, სადაც ათეულობით ადამიანი ციხეშია გამოკეტილი მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვა სცადეს.

უამრავი ადამიანი იდევნება, ჯარიმდება წარმოუდგენელი თანხებით და ყველა ხედავს, რომ ამ ქვეყანაში რუსული ტიპის ავტოკრატია მყარდება, რომელიც უსპობს ადამიანებს შესაძლებლობას ნორმალურად იცხოვრონ, თორემ კარგი ცხოვრებისგან არავინ არ გარბის.

  • 2024 წელს, აშშ საქართველოს სთავაზობდა ვიზალიბერალიზაციას და თავისუფალ ეკონომიკურ ვაჭრობას იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ არ მიიღებდა რუსულ კანონებს. თუმცა ფაქტია, რომ ივანიშვილის მთავრობამ ქვეყანას ეს სიკეთეც დააკარგვინა. კიდევ რითი შეიძლება დააზიანოს „ოცნებამ“ საქართველო?

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და გააფუჭა ურთიერთობები საქართველოს ყველა პარტნიორთან. როგორც საშინაო პოლიტიკით, ასევე თავისი საგარეო პოლიტიკით.

ნამდვილად აქვთ იმის ნიჭი, რომ მეგობარი მტრად აქციონ. საქართველო, რომელიც ერთ დროს ლიდერად ითვლებოდა რეგიონში, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ასევე მდგრადი ეკონომიკური განვითარებით და არა იმ ფსევდო ციფრების მანიპულაციით, რასაც დღეს ცდილობენ, რომ შემოგვასაღონ, ნაკლებად განვითარებადი და არადემოკრატიული ქვეყნების სიაში მოახვედრეს.

ამიტომ, ყველა კომპონენტმა თავისი გავლენა იქონია სავიზო პოლიტიკაზე.

აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმება და ხელის მოწერა ჩემ პერიოდში მოხდა, სულ ორი კვირის დასრულებული მქონდა ჩემი, როგორც ელჩის ვადა აშშ-ში და მახსოვს, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ დოკუმენტზე. დემოკრატიის განმტკიცების შემთხვევაში კი შესაძლებელი იყო ვიზების შემდგომი გამარტივება და სავაჭრო ურთიერობის გაფართოება, თუმცა ეს პროცესიც დააზიანეს.

ასეთი საკითხები რომ მოგვარდეს, საქართველომ უნდა ანახოს პროგრესი, ინტერესი და აჩვენოს მზაობა თანამშრომლობის, მაგრამ საქართველოში დემოკრატია რომ განმტკიცდეს, ადამიანები ციხეში არ უნდა ისხდნენ პოლიტიკური შეხედულებების გამო.

არ უნდა ძალადობდეს რეჟიმი ადამიანებზე, არ უნდა სცემდნენ და აწამებდნენ ხალხს და არ ჰყრიდნენ ციხეში საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დაცვის გამო. ეს ყველაფერი უაღრესად მნიშვნელოვანია და დაკავშირებულია ერთმანეთთან.

„ქართულ ოცნებას“ კი დიდი ხანია, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს ქვეყანა ასეთი ვითარებისკენ – გამოაცლის მეგობრებს, გამოაცლის პარტნიორებს და გაცილებით უფრო დაუცველს დატოვებს მისი პირდაპირი მტრის – რუსეთის წინაშე, რომელიც ერთადერთი მკაფიოდ გამოხატული საფრთხეა საქართველოს სახელმწიფოსთვის. ის არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაცვა ამ საფრთხისგან არიან სწორედ ჩვენი მეგობრები, რომელთა ჩამოშორებისთვის ყველაფერს აკეთებს „ოცნება“.

  • 10-15 ათასი დოლარი რომ ჰქონდეთ დეპოზიტზე, ასეთი ადამიანები ალბათ ძალიან ცოტაა ამ ქვეყანაში. ფაქტობრივად, რიგითი მოქალაქეებისთვის იხერგება ამერიკის გზა. თუმცა, ამავე დროს, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება ჩინოვნიკებისთვის, რადგან მათ არ აქვთ ფულის პრობლემა. რამდენად გაიაზრებს ამას ის საზოგადოება, რომელიც „ომის“ შიშით, ჯერ კიდევ ინერტულ მდგომარეობაშია?

იმედი მაქვს, საქართველოს მოქალაქეები აღარ წამოეგებიან „ოცნების“ პროპაგანდის კაუჭზე, რადგან ამ ვითარების შემქმნელი „ქართული ოცნებაა“, რომელიც 14 წელია ხელისუფლებაშია. ჩვენ კი მათგან განსხვავებული მომავალი გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენ გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. სხვამ შეიძლება მხარი დაგვიჭიროს. ამიტომ ძალიან ამაყი ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც სწირავენ თავიანთ თავს, ჯანმრთელობას, თავისუფლებას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი.

  • რამდენად რთული იქნება ამხელა დანაკარგების ფონზე, მივაღწიოთ იმ მიზანს, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია და დავიბრუნოთ დასავლეთის მხარდაჭერაც?

ძალიან ბევრი იქნება სამუშაო. თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადაიდგას – დანგრეულის აშენებას წლები და დიდი ძალისხმევა სჭირდება.

დანგრევა ადვილია, ურთიერთობების გამოსწორებას კი დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება.

  • როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა თუ არა ამ საკითხზე უფრო მეტი მუშაობა თუნდაც ოპოზიციის მხრიდან. თუ შეეძლოთ მათ მეტი კომუნიკაცია ჰქონოდათ აშშ-სთან ვიზების საკითხზე?

არ ვიცი, იყო თუ არა კომუნიკაციის პრობლემა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ 50 ქვეყანას შორის ვართ, სადაც ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.

ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორებთან ასეთი უკუსვლა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რადგან ის ცდილობს ურთიერთობის გაუარესებას.

თუმცა, თუ ფართო სურათზე ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა ვზარალდებით ყველაზე მეტად, რადგან „ოცნებამ“ ჩამოგვაშორა ყველა მეგობარი და პარტნიორი. ღია ტექსტებით ლანძღავენ, კრემლისტური პროპაგანდის გზავნილებით ათას რამეს აბრალებენ დასავლეთს, ევროპას, რაც მთლიანობაში ქვეყანას აზიანებს.

რომ გვქონდეს მომავალი, თავისუფლება, ბოლომდე უნდა დავიცვათ ეს ქვეყანა. სხვა არავინ დაიცავს ჩვენ მაგივრად და ეს ყველაფერი ჩვენი ხელით არის გასაკეთებელი.

Exit mobile version