თურქეთში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 16 ოქტომბერს,  5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა აღმოსავლეთ თურქეთში.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მალათია იყო.

თურქული მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი, რომელიც ადგილობრივი დროით 10:46 საათზე მოხდა, მალათიის კალეს რაიონი იყო.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

____________

ფოტო: „ანადოლუ“

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 672 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 450]
  • ტანკი – 8 997 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 17 969 ერთეული [+30]
  • საარტილერიო სისტემა – 19 459 ერთეული [+29]
  • MLRS – 1 231 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 978 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 050 ერთეული [+31]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 620 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 732 ერთეული [+78]
  • სპეცტექნიკა – 3 441 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 33 704 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 582 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 632 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 472 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 16 246 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 295 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში ჩრდილოეთ კორეელებისგან ბატალიონი შექმნეს, 18 ჯარისკაცი უკვე გაიქცა – მედია

რუსეთმა ქართველ მებრძოლს 14 წელი მიუსაჯა დაუსწრებლად მკაცრი რეჟიმის კოლონიაში

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბავშვებისთვის სახიფათო გადასასვლელი „დინამო ბათუმის“ აკადემიასთან – მერიაში კითხვას არ პასუხობენ | ვიდეო

„დინამო ბათუმის“ საფეხბურთო აკადემიის წინ, სადაც ასეულობით ბავშვი ვარჯიშობს ფეხბურთში, ყოველდღიურად ბავშვები ქუჩას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილების ნაკადში კვეთენ.

„დინამო ბათუმის“ საფეხბურთო აკადემიის ბაზა, ბათუმი-სარფის დამაკავშირებელი საერთაშორისო მაგისტრალის E70-ის ნაპირას მდებარეობს. გზა ჩქაროსნულია. ის მონაკვეთი, სადაც აკადემიის აღსაზრდელები თუ პერსონალი აეროპორტის გზატკეცილს კვეთს, არაა მონიშნული ზებრა გადასასვლელით. გზატკეცილის ამ მონაკვეთზე არც შუქნიშანია და არც სიჩქარის შემზღუდველი ნიშნულები.

„ჩემი შვილი 12 წლისაა. ბავშვი მარტოც გაგვიშვია, მაგრამ შიშის ფაქტორი გვაქვს. ყველამ იცის, რომ ეს არის სახიფათო გადასასვლელი. მართალია, ბავშვების გადასვლისას მანქანები აჩერებენ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ავარიები ყველაზე ხშირად მაგ მონაკვეთში ხდება. მე არავისთვის არ მიმიმართავს ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სხვა მშობლებს სხვა გამოცდილება ჰქონდეთ“, განუცხადა „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა, მარინა წითელაძემ.

ბათუმელები“ კიდევ ერთ მშობელს, ლანა ვარშანიძეს ესაუბრა, რომელიც ბავშვებისთვის უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას ითხოვს:

„ძალიან ვდარდობთ გადასასვლელის გამო – ყოველთვის შიშის ქვეშ ვართ. მოხარული ვიქნებით, თუ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნას და ზებრას მაინც მოაწყობენ. საერთოდ კი, უმჯობესია გადასასვლელი ხიდი გააკეთონ.

ჩემი შვილი სამი წელია დადის. აქამდე მე დამყავდა ბავშვი, მაგრამ ახლა უკვე დამოუკიდებლად მიდის და ძალიან მეშინია.

ჩვენ არ მიგვიმართავს არავისთვის, გარდა იმისა, რასაც საერთო ჩათებში ვწერთ. ჩვენი მოთხოვნის შესახებ თუ მიაწვდით მთავრობას ინფორმაციას, ძალიან კარგი იქნება. წელს გადასახადი გაიზარდა – ახალმისული ბავშვებისთვის 250 ლარია, ძველი ბავშვებისთვის კი 200 ლარი გახდა. ძალიან კარგი იქნება, თუ თანხის ზრდასთან ერთად უსაფრთხოებასაც თუ მიაქცევენ ყურადღებას“.

მაგისტრალის ამ მონაკვეთში ზებრა გადასასვლელის არ არსებობა საფრთხეს უქმნის არამხოლოდ აკადემიის აღსაზრდელებს, არამედ აქ მომსახურე პერსონალსაც.

ბათუმის „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა, რომელ ბაზაზეც საფეხბურთო აკადემიაც ფუნქციონირებს 2018 წელს საზეიმოდ გაიხსნა. პრობლემა სწორედ იმ დროიდან არსებობს.

ბავშვებისთვის სახიფათო გადასასვლელი „დინამო ბათუმის“ აკადემიასთან - მერიაში კითხვას არ პასუხობენ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აკადემიის ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიმართა შესაბამის უწყებას, თუმცა საკითხი დღემდე არაა მოგვარებული.

„ეს საკითხი დაახლოებით 5 წელია, რაც პრობლემური თემაა. არამარტო ბავშვებისთვის, დიდებისთვისაც. რამდენჯერმე ჰქონდა „დინამო“ ბათუმს მიმართვა [გაეკეთებინათ ზებრა გადასასვლელი]. პირველ მიმართვაზე გვითხრეს, საერთაშორისო მნიშვნელობის გზააო და მანდ გადასასვლელის გაკეთებას ძალიან ბევრი რამე სჭირდებაო, რამდენიმე ინსტანციის გავლაო.

ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს არის ის, რომ მომზადებულია რაღაც პროექტი, მიწისზედა გადასასვლელი ხიდების მოსაწყობად. ჯერ ტენდერი არაა გამოცხადებული, მაგრამ წინასწარი სამუშაოები დაწყებულია. ჩაქვიდან კვარიათამდე 18 ხიდი უნდა გაკეთდეს და ერთ-ერთი ეგ მონაკვეთიც არისო – ასე გვითხრეს. შემოვლითი გზის გახსნას ველოდებოდით, რომ ზუსტად გვცოდნოდა რა საჭიროებები იქნებოდაო,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ „დინამოს ბათუმის“ პრესსამსახურში.

აეროპორტის გზატკეცილზე ზებრა გადასასვლელის მოწყობა ბათუმის ავტოტრანსპორტის პრეროგატივაა. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის ავტოტრანსპორტს. ვკითხეთ – იცოდნენ თუ არა აღნიშნული პრობლემის შესახებ და როდის აპირებდნენ მის მოგვარებას.

ბათუმის ავტოტრანსპორტში გვითხრეს, რომ მათთვის ცნობილი იყო აღნიშნული პრობლემის შესახებ და ოფიციალური კომენტარის გაკეთებას დაგვპირდნენ. მოგვიანებით ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.

თუკი ბათუმის ავტოტრანსპორტი ოფიციალურ განმარტებას გააკეთებს, მას აქვე შემოგთავაზებთ.

 

ფარულად მოპოვებული ფაილები „ოცნების“ ოფისიდან

„ქართული ოცნება“  პარტიის ოფისებში წინასაარჩევნოდ დეტალურად ამუშავებს ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს. ეს ინფორმირებული პირის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული დოკუმენტებით დასტურდება.

მაგალითად: ნარკოტიკებზე ხარ დამოკიდებული, ან ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს? რა ბიზნესს ეწევი? რამდენად სცემ პატივს „ავტორიტეტებს“? რომელი პარტიის მხარდამჭერი ხარ? ოპერაცია ხომ არ გაგიკეთებია ან რამე ბიზნესიდეა ხომ არ დაგიფინანსა სახელმწიფომ? 

  • რა არ იცის „ქართულმა ოცნებამ“ თქვენ შესახებ 

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილისა, უნდა აღინიშნოს, რომ არც სახელმწიფოს და არც რომელიმე პარტიას არ შეუძლია იმის გაგება, თუ ვის მისცემთ ხმას საარჩევნო უბანზე. ეს ექსკლუზიურად თქვენი გადაწყვეტილებაა, რომლის ფარულობაც სრულად დაცულია.

  • რა იცის „ქართულმა ოცნებამ“ თქვენ შესახებ 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ოფისიდან ჩვენთვის ფარულად მოწოდებული დოკუმენტებში ასახული მონაცემთა ხასიათი და უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბი ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ ფლობს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების ფორმულად იყენებს. მონაცემები, რასაც მმართველი პარტია აგროვებს და ამუშავებს, მკაცრად არის დაცული პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონით და მას მხოლოდ სახელმწიფო უწყებები უნდა ფლობდნენ.

არ არსებობს კანონიერი გზა, რომლითაც პოლიტიკურ პარტიას შეუძლია ამ მოცულობისა და შინაარსის მონაცემების შეგროვება და დამუშავება. 

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტები ცხადყოფს, რომ მმართველ პარტიას მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს აწვდიან იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროები. სწორედ ეს სამინისტროები არიან იმ ტიპის მონაცემთა შეგროვება-შენახვასა და დამუშავებაზე პასუხისმგებელნი, რასაც მმართველი პარტიის ოფისები ამომრჩეველთა ინდივიდუალური და მასობრივი პროფილირებისთვის იყენებენ.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ, სანამ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, მმართველი პარტიის ოფისში თქვენი და თქვენი ახლობლების შესახებ ამუშავებენ მონაცემებს, რომლებიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ:

  • ხართ თუ არა დასაქმებული; სტუდენტი; სოციალურად დაუცველი; პენსიონერი; დევნილი
  • გისარგებლიათ თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ამ დრომდე ზუსტად რამდენი ლარის მომსახურებით
  • რა ტიპის და რაოდენობის დახმარება, შემწეობა თუ კომპენსაცია მიგიღიათ სახელმწიფოსგან
  • რომელი სუბსიდირების პროგრამით დაგიმუშავებიათ მიწა
  • რამდენია თქვენი სარეიტინგო ქულა
  • რა ტიპის ორგანიზაციას წარმოადგენს თქვენი დამსაქმებელი
  • ოდესმე მოხვედრილხართ თუ არა საპატიმრო დაწესებულებაში
  • ყოფილხართ თუ არა პრობაციონერი; ნასამართლევი; ძებნაში მყოფი
  • გაქვთ თუ არა ნარკომანიასთან დაკავშირებული პრობლემა 

ამასთან ერთად, „ოცნებას“ აინტერესებს თქვენი პოლიტიკური გემოვნება და ბოლო წლებში არჩევნებზე აქტივობის ტენდენციაც.

ეს ყველაფერი არაა.

თქვენი სახელის გასწვრივ მითითებულია ე.წ. „გავლენის მქონე პირი“, რომელიც ზოგის შემთხვევაში კონკრეტული პიროვნებაა, ზოგის შემთხვევაში – სკოლის დირექტორი, ზოგის შემთხვევაში კი – კონკრეტული სახელმწიფო ორგანო და ა.შ.

  • რა წერია მონაცემთა ბაზაში

სქემის მასშტაბის საჩვენებლად „ბათუმელებმა“ შეისწავლა ერთი რეგიონის ამომრჩეველთა შესახებ შექმნილი მონაცემთა ბაზა. წყაროს კონფიდენციალობის უზრუნველსაყოფად, წყაროს თხოვნითვე, რიცხვები შეცვლილია საერთო სურათის დამახინჯების გარეშე.

მმართველი პარტიის ოფისიდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემთა ბაზა მოიცავს რეგიონში რეგისტრირებული ყველა – 57 308 ამომრჩევლის დეტალურ მონაცემს. პირველი განყოფილება საარჩევნო სიის ასლია – სახელი-გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი, საარჩევნო უბანი და ზუსტი ინფორმაცია იმაზე, მონაწილეობდა თუ არა ამომრჩეველი ამა თუ იმ წლის არჩევნებში. ეს ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციაში შედის.

შემდეგ უკვე, სავარაუდოდ, პარტიული საქმიანობით მოპოვებული ინფორმაციაა – სხვადასხვა წლის „კარდაკარის“ დროს დაფიქსირებული პოლიტიკური არჩევანის შესახებ.

მაგალითად, ამ მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ რეგიონში 23892 გადაუწყვეტელი ამომრჩეველია მონიშნული, 17406 – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, 6342 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და 1046 – „ევროპული საქართველოს“. ამ მონაცემს თუ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს შევადარებთ, საბოლოოდ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მხარდამჭერებიდან 12562 ამომრჩევლის ხმა მიიღო, რაც რეგიონში საერთო აქტივობის 49%-ია.

მონაცემებში ასევე არის ტელეფონის ნომრების გრაფა.

შემდეგი მონაცემი მოიცავს ინფორმაციას კრიმინალური სტატუსის შესახებ. ინფორმაციის ხასიათიდან გამომდინარე, ეს მონაცემები პარტიას შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ან/და სასამართლოსგან უნდა მიეღო.

მონაცემების მიხედვით აღნიშნულ რეგიონში:

1820 ადამიანი მოხვედრილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, მათგან 634 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, 816 კი – გადაუწყვეტელი.

მონაცემთა შეგროვების დროისთვის რეგიონში 294 პრობაციონერი იყო, 1274 კი – ყოფილი პრობაციონერი. მათგან სულ 534 (93 მაშინ მოქმედი პრობაციონერი, 441 ყოფილი) ჰყავდა პარტიას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად მონიშნული, 690 (144 მაშინ მოქმედი პრობაციონერი, 546 ყოფილი) კი – გადაუწყვეტელ ამომრჩევლად.

როგორც აღმოჩნდა, ამ დროისთვის რეგიონში 7 ამომრჩეველი ძებნილი იყო, თუმცა პარტიას ამ ამომრჩევლებიდან ხუთი „კარდაკარში“ გადაუწყვეტლად მოუნიშნავს, ერთი კი – ენმ-ს მხარდამჭერად. გარდა ამისა, რეგიონში იდენტიფიცირებულია 146 ყოფილი ძებნილი, მათგან 48 „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, 73 კი – გადაუწყვეტელი.

სულ 3630 ამომრჩეველს ჰქონია ნასამართლობა და მათგან 1294 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, ხოლო 1552 – გადაუწყვეტელი.

940 ამომრჩეველი ამ რეგიონში საპატიმრო დაწესებულებაში იყო მოხვედრილი, მათგან მმართველ პარტიას თავის მხარდამჭერად 325 მიუთვლია, 453 კი გადაუწყვეტელ ამომრჩევლად მოუნიშნავს.

შემდეგი მონაცემი ნარკომანიას ეხება და იდენტიფიცირებულია „კი“ და „არას“ მიხედვით; ეს მონაცემი შესაძლოა მეტადონის პროგრამიდანაც იყოს, თუმცა რამდენადაც კრიმინალურ სტატუსებში არის გაერთიანებული, უფრო სავარაუდოა, რომ შსს-ს ან სასჯელაღსრულების მონაცემია. ყოველ შემთხვევაში, ნარკომანიის გრაფა დადებითად 943 ამომრჩეველს უფიქსირდება. მათგან 367 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, 391 – გადაუწყვეტელი.

საერთო ჯამში, როგორც ირკვევა, აღნიშნულ რეგიონში იმ დროისთვის 4506 ამომრჩეველს უფიქსირდებოდა ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი კრიმინალური სტატუსი მაინც. მათგან 1614 ამომრჩეველს „ქართული ოცნება“ თავის მხარდამჭერად, ხოლო 1912-ს გადაუწყვეტლად მიიჩნევდა.

მონაცემთა ბაზის მეორე განყოფილება უკვე ამომრჩეველთა სოციალურ სტატუსებს აკონკრეტებს და წარმოადგენს ისეთ ინფორმაციას, რაზე ხელმისაწვდომობაც ჯანდაცვის, განათლების, ფინანსთა, შემოსავლების სამინისტროებს აქვთ, ისევე როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

მონაცემების მიხედვით, რეგიონში: 

132 დევნილია, მათგან 5 „ოცნების“ მხარდამჭერი, 105 – გადაუწყვეტელი. აქ კონკრეტულად არის მითითებული, დევნილებისთვის განკუთვნილი რა პროგრამით ვის უსარგებლია, ან აქვს განაცხადი, რომელიმე პროგრამით სარგებლობაზე, მაგალითად, 35 მათგანს იმ დროისთვის ჰქონდა მიმდინარე განაცხადი (27-ს დევნილობის სტატუსი არ აქვს, ამიტომ სავარაუდოდ სწორედ სტატუსზეა განაცხადი). 110 კი სახელმწიფოსგან ყოფილა ბინით უზრუნველყოფილი.

შემდეგ დეტალურად არის განხილული, თუ რომელ ამომრჩეველს რა სახელმწიფო გასაცემელი მიუღია. ისეთი, ვისაც ერთი მათგანი მაინც მიუღია 11293 ამომრჩეველია, მათგან 4171 – „ქართული ოცნების“ ამომრჩევლად, 436 კი გადაუწყვეტლად არის იდენტიფიცირებული.

სახელმწიფო გასაცემლებში დაკონკრეტებულია:

  • სახელმწიფო კომპენსაცია – ასაკით
  • სახელმწიფო კომპენსაცია – ოჯახის წევრის დაკარგვის გამო
  • სახელმწიფო კომპენსაცია – შესაძლებლობის შეზღუდვის გამო
  • სახელმწიფო კომპენსაცია – წელთა ნამსახურებით
  • სახელმწიფო პენსია – ასაკით
  • რეგრესის პენსია
  • საყოფაცხოვრებო სუბსიდია
  • სოციალური პაკეტი
  • სოციალური პაკეტი კომპენსაციის მიმღებთათვის
  • სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში
  • სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა დანამატი.

მაგალითად, 39 ამომრჩეველთან დაკავშირებით წერია, ვის მიუღია კომპენსაცია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო. მათგან 18 „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, 12 – გადაუწყვეტელი.

253 ამომრჩეველს, ვისაც სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა დანამატი მიუღია, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლად აიდენტიფიცირებს პარტია, ასეთ 186-ს კი –  გადაუწყვეტლად. სულ ასეთი 568 ამომრჩეველია.

2503 პირი სოციალური პაკეტის მიმღებია, მათგან 879 „ქართული ოცნების“ ამომრჩევლად ფიქსირდება, 999 – გადაუწყვეტლად.

შემდეგი მონაცემი სოციალურად დაუცველობას ეხება; როგორც აღმოჩნდა, ამ რეგიონში სულ 4780 ამომრჩეველი იყო სოციალურად დაუცველი, რომელთაგან 1932 „ქართულ ოცნების“ ამომრჩევლად არის იდენტიფიცირებული, 2504 კი – გადაუწყვეტლად.

შემდეგი მონაცემი ასახავს კონკრეტულ თანხას, რაც თითოეული ამომრჩევლისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილა – ანუ, მაგალითად ოპერაციის, ვიზიტის, ანალიზის და ა.შ. სხვადასხვა სერვისისთვის, რითაც გისარგებლიათ, სულ რამდენი თანხა დაიხარჯა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამიდან. როგორც ჩანს, 29667 ამომრჩეველს ამ რეგიონში უსარგებლია პროგრამით.

მათგან 417 ადამიანის შემთხვევაში თანხა ათი ათასზე მეტი ლარია. მათგან 170 „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, 145 – გადაუწყვეტელი.

ამ რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით თითოეულ ამომრჩეველზე დახარჯული თანხიდან ყველაზე ცოტა 5 ლარია, ყველაზე მეტი კი ერთ ამომრჩეველზე – 204 981 ლარი. ეს კონკრეტული ამომრჩეველი გადაუწყვეტელია თავის პოლიტიკურ არჩევანში.

შემდეგ მონაცემში მოცემულია სოციალური შემწეობა, რომელიც მოცულობის კატეგორიებადაა ჩამოთვლილი, მაგალითად:

  • 41 ლარამდე – 143 ამომრჩეველი: 50 „ქართული ოცნება“; 59 გადაუწყვეტელი
  • 41-დან 51-მდე – 2 ამომრჩეველი: „ქართული ოცნება“
  • 11-დან 101-მდე – 208 ამომრჩეველი: 78 „ქართული ოცნება“; 86 გადაუწყვეტელი
  • 101 და მეტი –  10940 ამომრჩეველი: 4041 „ქართული ოცნება“; 4253 გადაუწყვეტელი

სულ – 11293.

ასევე მითითებულია 5736 ამომრჩევლის სარეიტინგო ქულა:

  • <30001 – 685 ამომრჩეველი: 232 „ქართული ოცნება“, 406 გადაუწყვეტელი
  • 30001-57001 – 1373 ამომრჩეველი: 418 „ქართული ოცნება“, 660 გადაუწყვეტელი
  • 57001-60001 – 184 ამომრჩეველი: 73 „ქართული ოცნება“, 74 გადაუწყვეტელი
  • 60001-65001 – 397 ამომრჩეველი: 148 „ქართული ოცნება“, 151 გადაუწყვეტელი
  • >65001 – 2960 ამომრჩეველი: 1062 „ქართული ოცნება“, 1232 გადაუწყვეტელი

შემდეგ უკვე მოდის ინფორმაცია იმაზე, თუ რა სუბსიდირების პროგრამებით უსარგებლიათ ამომრჩევლებს. როგორც ირკვევა 5728 ადამიანს უსარგებლია ამა თუ იმ სუბსიდირების პროგრამით.

5728 ამომრჩეველთაგან, ვისაც ერთ-ერთი პროგრამით მაინც უსარგებლია, 2545 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერადაა მონიშნული, 1874 კი – გადაუწყვეტლად.

დავინტერესდით, რა ხდებოდა ყველაზე პოპულარული პროგრამის შემთხვევაში – „აწარმოე საქართველოში“. ამ რეგიონში 53 ამომრჩეველს უსარგებლია აღნიშნული პროგრამით, მათგან 19 „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, 24 – გადაუწყვეტელი.

ასევე ცალკე არიან გამოყოფილი ასაკით პენსიონერები. სულ 9218 ამომრჩეველი ყოფილა ასაკით პენსიონერი; მათგან მხოლოდ 3372 ამომრჩეველი ფიქსირდებოდა, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, 3646 კი გადაუწყვეტელი იყო.

შემდეგი მონაცემები უკვე ეხება განათლების სამინისტროს, აქ მოცემულია ინფორმაცია სტუდენტის სტატუსსა (საფეხური) და უმაღლეს სასწავლებელზე – აღნიშნულ რეგიონში 1235 ამომრჩეველი ყოფილა სტუდენტი, მათგან 376 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად, 568 კი გადაუწყვეტელ ამომრჩევლადაა იდენტიფიცირებული. სულ 10 სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტია წარმოდგენილი.

ასევე გვხვდება ინფორმაცია საზღვრის კვეთაზე, ამ დროისთვის რეგიონიდან 3920 ამომრჩეველი ქვეყანაში არ იმყოფებოდა, საზღვარგარეთ მყოფი ამ ამომრჩეველთაგან 527-ს პარტია თავის ამომრჩევლად თვლიდა, 2618-ს კი გადაუწყვეტლად.

შემდეგი მონაცემი უკვე დასაქმების სტატუსია: 38122 დაუსაქმებელი (11607 „ქართული ოცნება“ ; 17623 გადაუწყვეტელი) და 15587 დასაქმებული (5798 „ქართული ოცნება“; 6269 გადაუწყვეტელი).

გარდა დასაქმების სტატუსისა, 15587-ვე ამომრჩევლის შემთხვევაში მითითებულია დამსაქმებელი ორგანიზაციის დასახელება, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმეებიც. მათ შორის, ამ რეგიონში 1800 ამომრჩეველი სსიპ-ში ყოფილა დასაქმებული. მათგან 806 „ქართული ოცნების“ ამომრჩევლადაა მონიშნული, 555 კი –  გადაუწყვეტლად. გარდა იმისა, რომ დამსაქმებელი ორგანიზაციებია დასახელებული, ცალკე არის ამ ორგანიზაციების ტიპები კლასიფიცირებული, მაგალითად: კერძო, სახელმწიფო, სკოლა, ბაღები, სახელმწიფო შპს.

სკოლებში დასაქმებული 1131 ადამიანიდან 522 „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, 316 – გადაუწყვეტელი. 2923 ამომრჩევლიდან, რომელთა ერთი სამსახური მაინც არის რომელიმე სახელმწიფო ფორმის (სსიპ ან/და შპს და ა.შ), 959 გადაუწყვეტელია, 1336 „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.

შემდეგი ინფორმაციაც, სავარაუდოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან უნდა იყოს მოპოვებული. აქ მითითებულია, 2012 წლიდან თუ ყოფილხართ საარჩევნო მოხელე (მათ შორის დამკვირვებელი, აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტი და ა.შ.) და რომელ წელს რა პოზიციაზე; ასეთი 4681 ადამიანი აღმოჩნდა. მათგან 1704 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, 1564 – გადაუწყვეტელი.

საბოლოოდ მონაცემთა ბაზას ერთვის საინტერესო სვეტი, სადაც მოცემულია „გავლენის მქონე პირი“. ამ სვეტში ვხვდებით ადამიანებს, სახელმწიფო უწყებებს, კომპანიებს, აგიტატორებს და ა.შ. ყველა „გავლენის მქონე პირის“ საქმიანობა არ არის დაკონკრეტებული, რიგ შემთხვევაში ერთ ამომრჩეველზე რამდენიმე გავლენის მქონე პირი მოდის.

„ქართული ოცნების“ პარტიულ ოფისში ამ რეგიონში სულ 8068 ამომრჩევლისთვის მიუჩენიათ „გავლენის მქონე პირი“. მათგან 697 ამომრჩეველს ერთხელ მაინც ჰქონია კანონთან პრობლემა.(სულ ასეთი ამ რეგიონში 4506 ფიქსირდება). საერთო ჯამში, ამ ამომრჩეველთაგან, რომლებთანაც გავლენის მქონე პირმა იმუშავა, 1792 პარტიას საკუთარ ამომრჩევლად ჰყავს იდენტიფიცირებული, 4565 კი – გადაუწყვეტლად.

ერთ-ერთ გავლენის მქონე პირს ვხედავთ 67 ისეთი ამომრჩევლის შემთხვევაში, ვისაც კანონთან პრობლემები უფიქსირდება, ასევეა მითითებული სხვა პიროვნება 70 მსგავს ამომრჩეველთან.

ყველაზე „გავლენიან“ პირს კი 154 ამომრჩეველზე ჰქონია გავლენა. 

უცნობია, ეს გავლენის მქონე პირები როგორ და რა მეთოდებით ახდენდნენ გავლენას, განსაკუთრებით როგორაა ესა თუ ის სახელმწიფო ორგანო, მაგალითად „სასაზღვრო პოლიცია“ გამოყენებული გავლენის მქონედ.

თუმცა ცხადია, რომ უპრეცედენტო მასშტაბის მონაცემებზე წვდომა პარტიამ სახელმწიფო ინსტიტუტებისგან მიიღო და ამის გამოყენება არა მხოლოდ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისთვის, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის, ვიწრო პარტიული, ბიზნეს თუ კერძო და სხვა ინტერესებისთვის შეუძლია.

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება – სად გაივლის ახალი მაგისტრალი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტს ამუშავებს. ამ ეტაპზე დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოს პროექტის გარემოსდაცვითი სკოპინგის ანგარიშით მიმართა.

სკოპინგის დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] მომზადების წინა ეტაპია. ამ დასკვნით განისაზღვრება გზშ-ის ანგარიშის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს საგზაო პროექტირების სტანდარტების თანახმად, მოდერნიზებული გზის საპროექტო სიჩქარე იქნება 120 კმ/სთ. სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობად განსაზღვრულია დაახლოებით 2 წელი. სამუშაოები კი სავარაუდოდ, 2025 წელს დაიწყება.“

წინასწარი გათვლებით ახალი გზა შეეხება 200-მდე კერძო მიწის ნაკვეთს და 20-ზე მეტ შენობა-ნაგებობას. ქონების საკომპენსაციოდ კი ჯამში 20 მილიონი ლარი იქნება საჭირო.

გარემოსდაცვითი სკოპინგის ანგარიში მომზადებულია ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის საფუძველზე.

ამ თემაზე: შეიძლება ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება? – დეპარტამენტი კვლევას იწყებს

ქობულეთის არსებული შემოვლითი გზის საერთო სიგრძე დაახლოებით 31,3 კმ-ია. ამ გზის პირველი მონაკვეთი [ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან – ქობულეთის სოფელ გვარამდე] 2013 წელს გაიხსნა, ხოლო მეორე მონაკვეთი [ქობულეთის სოფელ გვარადან – მახინჯაურის გვირაბამდე] – 2018 წელს.

ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო.

25 დაღუპული და 209 დაშავებული ქობულეთის შემოვლით გზაზე

გზის გადაკეთების ერთ-ერთი მიზეზი ხშირი ავარიებიც იყო, თუმცა დეპარტამენტი ყოველთვის აცხადებდა, რომ არსებული ორზოლიანი გზა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა.

ამ თემას ეხება სკოპინგის ანგარიშიც, სადაც ქობულეთის შემოვლით გზაზე 2023 წელს მომხდარი ავარიებია განხილული.

„ქობულეთის შემოვლით გზაზე 2023 წელს მომხდარი ავარიების საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტატისტიკა აჩვენებს, რომ პირველ 10 კმ-ზე მხოლოდ 2 ავარია დაფიქსირდა, 4 კი მომდევნო 10 კმ-ზე. ყველა სხვა დაფიქსირებული ავარია [სულ 16] იწყება მე-20 კმ-დან, რომელიც მდებარეობს ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას გზის სატრანსპორტო კვანძის სამხრეთით. ამ მონაკვეთზე დაფიქსირდა 22 ავარია, რომელთაგან 5-ს გარდაცვალება მოჰყვა, სულ კი 26 ადამიანი დაშავდა.

ავარიების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი მოგზაურობის ყველაზე სახიფათო დღეები იყო. ამასთან, აგვისტო ტურისტული სეზონის გამო მოგზაურობის ყველაზე სახიფათო თვეა, ხოლო ზამთრის სეზონი ყველაზე უსაფრთხო.

ავარიის მიზეზები აჩვენებს, რომ ზოლის უყურადღებოდ გადაკვეთა და გასწრება არის ყველაზე გავრცელებული ავარიის მიზეზი. აღრიცხული 22 ავარიიდან 13 შემთხვევაში ავარიის მიზეზია შემხვედრი მოძრაობის ზოლის გადაკვეთა ან გასწრების წესების დარღვევა. ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობაა 7, როცა სხვა მიზეზებზე მხოლოდ 1 შემთხვევა მოდის“, – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში 2018 წლიდან დღემდე ქობულეთის შემოვლით გზაზე 98 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 25 და დაშავდა სულ ცოტა 209 ადამიანი.

ქობულეთის შემოვლით გზაზე 2013 წლის ოქტომბრიდან 2018 წლამდე პერიოდში მომხდარი ავარიების შესახებ კი, მონაცემები არ გვაქვს.

ამ თემაზე: მე-11 დაღუპული – დეპარტამენტში ამბობენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის შემუშავების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი საავტომობილო მაგისტრალის შესაძლო ალტერნატიული მარშრუტების გამოვლენა და მათი შესწავლა-შეფასებაა.

ქობულეთის შემოვლითი გზის გადაკეთების 3 ვარიანტი

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, საპროექტო ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულია 3 ალტერნატიული ვარიანტი.

„გზშ-ს ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რომელი ალტერნატიული ვარიანტის მიხედვით განვითარდება პროექტი. თუმცა როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური, ასევე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით შეფასებულია ალტერნატივების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პროექტის ტექნიკური მახასიათებლები, განსაკუთრებით შერჩეული ალტერნატიული დერეფნის პარამეტრები, დაზუსტდება დეტალური პროექტის დონეზე და წარმოდგენილი იქნება გზშ-ს ანგარიშში“, – წერს გზების დეპარტამენტი.

  • ალტერნატიული ვარიანტი I – მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან. მისი სიგრძე არის 30.38 კმ.
  • ალტერნატიული ვარიანტი II – მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს მრუდების გაუმჯობესების მიზნით. მისი სიგრძეა 30.37 კმ.
  • ალტერნატიული ვარიანტი III – მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით. მისი სიგრძეა 30.09 კმ.

„გზის საფარის ალტერნატივებში შესაძლებელია განხილული იყოს ბეტონის ან ასფალტბეტონის საფარის მოწყობა. არსებული შემოვლითი გზა მოწყობილია ბეტონის საფარით. კვლევის ამ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება ბეტონის საფარის მოწყობას. საჭიროების შემთხვევაში გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი იქნება ალტერნატიული ვარიანტის დამატებითი ანალიზი“, – წერია ანგარიშში.

ახალი გვირაბები ქობულეთის შემოვლით გზაზე

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, არსებულ შემოვლით გზაზე უკვე მოწყობილია 7 კვანძი; შესაბამისად, ახალი დამატებითი ზოლის მოწყობის შემთხვევაში საჭირო გახდება არსებული კვანძების მოდერნიზაცია, ხოლო ორ ადგილას, იმისათვის, რომ სრულად გაიხსნას კვანძი, საჭიროა დამატებით 2 ახალი დაერთების მოწყობა.

საპროექტო სატრანსპორტო კვანძების [ასევე ასაშენებელი ხიდების] ადგილმდებარეობა, კონსტრუქციული გადაწყვეტები და შესაბამისი საპროექტო ნახაზები წარმოდგენილი იქნება გზშ-ს ეტაპზე.

სოფ. ქვედა აჭყვასთან და დაბა ჩაქვთან არსებული გვირაბების პარალელურად კი გათვალისწინებულია ახალი 2-ზოლიანი გვირაბების გაყვანა. პირველი გვირაბის [ქვედა აჭყვა] საპროექტო სიგრძე 250 მეტრია, ხოლო მეორე გვირაბის [დაბა ჩაქვი] სიგრძე 164 მეტრი.

„პროექტირების ეტაპზე აუცილებელია პირუტყვის მიერ გზის გადაკვეთის უზრუნველყოფა იმგვარად, რომ არ შეფერხდეს საავტომობილო მოძრაობა. პირუტყვის გამტარის სტანდარტული ზომებია 4,0 x 2.5 მ. მათი განლაგება, კონსტრუქცია და ზუსტი ზომები გადაწყდება არსებულ გზაზე მდებარე ანალოგიური გამტარების მიხედვით და დაზუსტებული იქნება პროექტირების შემდგომ ეტაპზე“, – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, „მაგისტრალის ახალი მეორე ზოლის მოწყობა,ზოგიერთ ადგილას იწვევს არსებული უკვე მოწყობილი შიდა გზების გადაფარვას, რის გამოც აუცილებელია მოხდეს ამ გზების ლოკაციების გადაადგილება და შესაბამისად ახალი გზების მოწყობა. ასევე ზოგიერთ ადგილას იმის გათვალისწინებით, რომ სრულყოფილი და კომფორტული გახდეს სოფლის მოსახლეობის გადაადგილება ავტობანთან მიმართებაში და ასევე ავტობანის გვერდის ავლით ერთმანეთს დაუკავშირდეს მაგისტრალის ორივე მხარეს არსებული დასახლებები, საჭიროა დამატებით შიდა გზების მოწყობა.“

ზემოქმედება კერძო საკუთრებაზე და ბიზნესზე

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, საპროექტო ავტომაგისტრალის დერეფანი კვეთს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, შენობა-ნაგებობებს, მცირე რაოდენობის ბიზნეს ობიექტებს და სხვ. კერძო საკუთრებასა და ბიზნესზე ზემოქმედების მნიშვნელობას ამცირებს ის გარემოება, რომ პროექტი შეეხება არსებული გზის გაფართოებას.

აქედან საწყისი მონაკვეთი თავის დროზე მოეწყო პერსპექტივაში გაფართოების გათვალისწინებით და ამ პერიოდის განმავლობაში გავლენის ზონაში ახალი ობიექტების მშენებლობა შეზღუდული იყო.

დღეისათვის ქობულეთის შემოვლით გზაზე გზისპირა ბიზნესი მინიმალურად არის განვითარებული და შესაბამისად ზემოქმედების რეცეპტორების რაოდენობრივი მაჩვენებელი არ არის მაღალი. ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ბიზნესები შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს:

  • საშუალო და დიდი ბიზნესის განთავსების ადგილები, რომლებიც დამოკიდებულია მგზავრებზე და მათ სამომხმარებლო მოთხოვნებზე – ბენზინგასამართი სადგურები, საშუალო ზომის მაღაზიები, საწყობები და ა.შ.
  • მეორე ჯგუფს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ვაჭრობს ადგილობრივი პროდუქტით. გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მაღალსიჩქარიანი მაგისტრალის პირობებში გზისპირა ვაჭრობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.
  • მესამე ჯგუფს წარმოადგენს ის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც კვეთს მაგისტრალს საკუთარ მიწის ნაკვეთთან მისასვლელად ან გადაჰყავს საქონელი საძოვარზე გასარეკად.

პროექტირების ამ ეტაპზე თითოეული ალტერნატივისთვის განსაზღვრული იქნა ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი მიწის ნაკვეთების სტატისტიკური მონაცემები:

ალტერნატივა 1

სულ ზემოქმედების ქვეშ ხვდება – 568 მიწის ნაკვეთი ფართობით – 9 560 208 კვ.მ.

  • კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობა – 188; მთლიანი ფართობი – 2 086 560 კვ.მ; ზემოქმედების ფართობი – 142 800 კვ.მ. ღირებულებით – 5 176 048 ლარი. ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი შენობების რაოდენობა – 22, ღირებულებით – 1 611 700 ლარი. ჯამური საკომპენსაციო ღირებულება – 6 787 748 ლარი.
  • სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობა – 140; მთლიანი ფართობი – 6 221 757 კვ.მ; ზემოქმედების ფართობი – 350 541 კვ.მ. ღირებულებით – 11 315 982 ლარი. ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი შენობების რაოდენობა – 4, ღირებულებით – 30 800 ლარი. ჯამური საკომპენსაციო ღირებულება – 11 346 782 ლარი.
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე გამოსყიდული ნაკვეთები – 240.

სულ ალტერნატივა 1-ის სავარაუდო განსახლების ღირებულება შეადგენს – 18 134 530 ლარს.

ალტერნატივა 2

სულ ზემოქმედების ქვეშ ხვდება – 581 მიწის ნაკვეთი ფართობით – 10 031 191 კვ.მ.

  • კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობა – 193; მთლიანი ფართობი – 2 491 944 კვ.მ; ზემოქმედების ფართობი – 153 538 კვ.მ. ღირებულებით – 5 448 923 ლარი. ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი შენობების რაოდენობა – 21 ღირებულებით – 1 511 200ლარი. ჯამური საკომპენსაციო ღირებულება – 6 960 123 ლარი.
  • სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობა – 142; მთლიანი ფართობი – 6 279 269 კვ.მ; ზემოქმედების ფართობი – 383 873 კვ.მ. ღირებულებით – 12 266 562 ლარი. ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი შენობების რაოდენობა – 3, ღირებულებით – 25 800ლარი. ჯამური საკომპენსაციო ღირებულება – 12 292 362 ლარი.
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე გამოსყიდული ნაკვეთები – 246.

სულ ალტერნატივა 2-ის სავარაუდო განსახლების ღირებულება შეადგენს – 19 252 485 ლარს.

ალტერნატივა 3

სულ ზემოქმედების ქვეშ ხვდება – 599 მიწის ნაკვეთი ფართობით – 10 913 138 კვ.მ.

  • კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობა – 205; მთლიანი ფართობი – 3 046 092 კვ.მ; ზემოქმედების ფართობი – 235 044 კვ.მ. ღირებულებით – 7 753 509 ლარი. ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი შენობების რაოდენობა – 25, ღირებულებით – 2 077 200 ლარი. ჯამური საკომპენსაციო ღირებულება – 9 830 709 ლარი.
  • სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობა – 149; მთლიანი ფართობი – 6 606 139 კვ.მ; ზემოქმედების ფართობი – 415 361 კვ.მ. ღირებულებით 13 074 471 ლარი. ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი შენობების რაოდენობა – 3, ღირებულებით 532 200 ლარი. ჯამური საკომპენსაციო ღირებულება 13 606 671 ლარი.
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე გამოსყიდული ნაკვეთები – 245.

სულ ალტერნატივა 3-ის სავარაუდო განსახლების ღირებულება შეადგენს – 23 437 380 ლარს.

სკოპინგის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „გზშ-ს ეტაპზე დაზუსტებული იქნება პირდაპირი ზემოქმედების არეალში მოყოლილი კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტები და ზემოთ წარმოდგენილი სხვა მონაცემები შერჩეული ალტერნატიული ვარიანტისთვის. ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პირებისთვის ზარალის ანაზღაურება და კომპენსაციის გადახდა მოხდება სრული ხარჯით, განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადებისა და განხორციელების ყველა ხარჯი, კომპენსაციისა და განსახლების ადმინისტრაციის ჩათვლით, გათვალისწინებული იქნება პროექტის ბიუჯეტში.

მიწის შეძენა ექსპროპრიაციის გზით განხორციელდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებთან მოლაპარაკებები ჩაიშლება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სავაჭრო ობიექტები, რომლებიც განთავსებულია არსებული გზის პირას, დაკარგავს ამჟამინდელ ფუნქციას, შეიცვლის პროფილს და გახდება ადგილობრივ მოსახლეობაზე ორიენტირებული. მნიშვნელოვნად შემცირდება ბაზრის მოცულობაც, რადგან ადგილობრივი მოთხოვნა ამჟამად არსებულზე გაცილებით დაბალია.

მნიშვნელოვანია ბიზნესის მფლობელს მიეწოდოს წინასწარი ინფორმაცია პროექტის შესაძლო ზემოქმედების შესახებ, რათა მან მოასწროს მომზადება მოსალოდნელი ცვლილებებისთვის.

განსახლების სამოქმედო გეგმაში გაწერილი იქნება ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პირებისთვის გასაჩივრების მექანიზმები. გასაჩივრების მექანიზმი ხელმისაწვდომი იქნება, რათა ზემოქმედების ქვეშ მოქცეულმა პირებმა შეძლონ ნებისმიერი გადაწყვეტილების გასაჩივრება, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სრულად იქნებიან ინფორმირებული თავიანთი უფლებებისა და იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც მიმართავენ საჩივრებს, სიტყვიერად ან წერილობით, კონსულტაციის, გამოკითხვის დროს და კომპენსაციის მიღების დროს.

პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მიღებული იქნება ზომები პრეტენზიების თავიდან ასაცილებლად. ეს ზომები მიიღება ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პირების და ადგილობრივი თემების სრული მონაწილეობისა და მათთან კონსულტაციის გზით.“

ზემოქმედება დაცულ ტერიტორიებზე

პროექტის ზემოქმედების წინასწარი შეფასების მიხედვით, „საპროექტო დერეფანი და მისი ალტერნატიული ვარიანტები არ გადის ეროვნული კანონმდებლობით ან საერთაშორისო კონვენციებით დაცული ტერიტორიების საზღვრებში. შესაბამისად, დაცულ ტერიტორიებზე პირდაპირ ზემოქმედებას ადგილი არ ექნება.

თუმცა სიახლოვიდან გამომდინარე საყურადღებოა და შესაბამისად შემდგომი, უფრო დეტალური კვლევის საგანია ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე, ახლომდებარე ზურმუხტის ქსელის უბნებზე, ფრინველებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე ირიბი ზემოქმედების საკითხი.

დეტალური კვლევის ფარგლებში გადამოწმებას საჭიროებს საპროექტო დერეფანში გხვდება თუ არა დაცული ტერიტორიებისთვის დამახასიათებელი [ან მსგავსი] ჰაბიტატები და ცხოველთა მნიშვნელოვანი სახეობების საბინადრო ადგილები.“

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილებია:

  • 2024 წლის 30 ოქტომბერი, 12:00 საათი, ქობულეთის დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
  • 2024 წლის 30 ოქტომბერი, 15:00 საათი, ქობულეთის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლის შენობა
  • 2024 წლის 31 ოქტომბერი, 12:00 საათი, ქობულეთის სოფელ ბობოყვათის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
  • 2024 წლის 31 ოქტომბერი, 15:00 საათი, ქობულეთის სოფელ ციხისძირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
  • 2024 წლის 1 ნოემბერი, 12:00 საათი, ქობულეთის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის შენობა
  • 2024 წლის 1 ნოემბერი, 15:00 საათი, ქობულეთის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის შენობა

ცენტრის ინფორმაციით, „საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ ასევე წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge [შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითეთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს].

მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ამავე ცენტრს [ტელ: (+995 322) 112023, ელფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ].

ქობულეთის 4-ზოლიანი გზის გაგრძელება ბათუმის 2-ზოლიანი გზა იქნება

 

ბათუმის შემოვლითი გზა / 12.10.2024

საქართველოს მთავრობა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში ახალი გზის მონაკვეთებს ეტაპობრივად ხსნის, თუმცა ეს გზა ზოგან 4-ზოლიანია, ზოგან კი 2-ზოლიანი.

მთავრობამ თავის დროზე ქუთაისის 2-ზოლიანი შემოვლითი გზაც გახსნა, თუმცა, უსაფრთხოების გამო იძულებული გახდა ეს გზა ჯერ ცალმხრივი გაეხადა, შემდეგ კი 4-ზოლიანად გადაეკეთებინა.

მთავრობამ 11 ოქტომბერს კიდევ ერთი ბათუმის შემოვლითი გზა გახსნა, რომელიც 2-ზოლიანია და რომელიც ქობულეთის შემოვლითი გზის გაგრძელებაა.

გახსნის ცერემონიაზე პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ „დაიწყება ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი, ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობაც. საბოლოო ჯამში, თბილისი და ბათუმი ერთმანეთს დაუკავშირდება 4-ზოლიანი მაგისტრალით.“

ირაკლი კობახიძეს არ დაუსახელებია დრო, როცა „საბოლოო ჯამში“ თბილისიდან ბათუმში ჩამოსვლა 4-ზოლიანი მაგისტრალით იქნება შესაძლებელი [დასასრულებელია გზის მონაკვეთები რიკოთზე, ასევე სამტრედია-გრიგოლეთის გზა. უცნობია, როდის დაიწყება ქობულეთის გზის მეორე ზოლის მშენებლობაც].

და კიდევ, პრემიერის განცხადებით თბილისიდან ბათუმამდე 4-ზოლიანი გზა „საბოლოო ჯამში“ ალბათ ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან დასრულდება, ვინაიდან ბათუმის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთებაზე განცხადება არც პრემიერს გაუკეთებია და არც შესაბამის სამსახურებს.

დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა“ – ეს „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი დაპირება იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პარტიამ თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა. ამ დაპირებით ავტობანის მშენებლობა მინიმუმ 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო მთლიანად, თუმცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც უცნობია, როდის დასრულდება მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

 

რუსეთში ჩრდილოეთ კორეელებისგან ბატალიონი შექმნეს, 18 ჯარისკაცი უკვე გაიქცა – მედია

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში შექმნილი სპეციალური, „ბურიატის ბატალიონი“ ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებით დააკომპლექტეს და 18 ჩრდილოეთ კორეელი უკვე გაიქცა ბრიანსკის და კურსკის რეგიონების საზღვარზე მდებარე პოზიციებიდან.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, შემთხვევა უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 7 კილომეტრში მოხდა.

„უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ჩრდილოეთ კორეელების გაქცევის მოტივები უცნობია და საოკუპაციო არმიამ მათ ძებნა დაიწყო. „ამავდროულად, რუსი ოკუპანტები ცდილობენ ამ ინფორმაციის დამალვას უმაღლესი სარდლობისგან“ – წერს გამოცემა.

13 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არა მხოლოდ იარაღს, არამედ, სავარაუდოდ, ჯარისკაცებითაც ამარაგებს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის არმიაში „სპეციალური ბურიატის ბატალიონის“ შექმნის შესახებ, რომელიც დაკომპლექტებულია ჩრ. კორეის მოქალაქეებით. პერსონალის სავარაუდო რაოდენობა 3000-მდეა.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/GAVRIIL GRIGOROV

რუსეთმა ქართველ მებრძოლს 14 წელი მიუსაჯა დაუსწრებლად მკაცრი რეჟიმის კოლონიაში

უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველს, ალეკო ხეცურიანს, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლომ დაუსწრებლად გამოიტანა განაჩენი საქართველოს 39 წლის მოქალაქის, ალეკო ხეცურიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე. <…> სასამართლომ ხეცურიანს დაუსწრებლად შეუფარდა განაჩენი – 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით, რომელიც უნდა მოიხადოს მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში“, – იუწყება რუსეთის გენერალური პროკურატურა საკუთარ ტელეგრამის არხზე.

პროპაგანდისტული მედია TASS განმარტავს, რომ მსჯავრდებული დაქირავებული სტატუსით უკრაინის მხარეს საომარ მოქმედებებში 2022 წლის მარტიდან 2024 წლის ივლისამდე მონაწილეობდა.

„2022 წლის 3 მარტიდან ხეცურიანი, [თვითგამოცხადებული] დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნისას, პირადი სარგებლის მიღების მოტივებით, ასრულებდა ქართული ეროვნული ლეგიონის მეთაურების ბრძანებებს, მონაწილეობდა უკრაინის უშიშროების ძალების მხრიდან საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რისთვისაც იღებდა მატერიალურ კომპენსაციას“, – წერს საგამოძიებო კომიტეტი.

მათივე განცხადებით, ხეცურიანზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

 

პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა, დასავლეთი კი ერევა

საქართველოს შესახებ კრემლის აქტიური პროპაგანდის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთი დასავლეთისგან განსხვავებით, არ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში.

„რუსეთი არ ერევა და არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“, – ეს დიმიტრი პესკოვმა დღეს, 15 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს მომავალი არჩევნები და „დასავლეთის განცხადებები რუსეთის იზოლაციის შესახებ“, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის ბრიფინგის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

პუტინის პრესსპიკერის დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, „დასავლეთი ცდილობს გავლენა მოახდინოს საქართველოში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე“, რაც ბოლო დღეებში საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებების იდენტურია.

„რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ ვხედავთ დასავლეთის ქვეყნების დაუფარავ მცდელობებს, განახორციელონ ზეწოლა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე და ჰქონდეთ პირდაპირი, დაუფარავი გავლენა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე.

ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავერევით საქართველოს საშინაო საქმეებში, ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, – თქვა პესკოვმა, რომელიც თავიდანვე პოზიტიურად გამოეხმაურა საქართველოში რუსული კანონის მიღებას.

რუსულ კანონზე საუბრისას პესკოვმა აღნიშნა, რომ „რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში სიტუაცია სტაბილური და პროგნოზირებადი იყოს“.

„საქართველო ჩვენი მეზობელია. თქვენ იცით, რა გართულებებია ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში, რაც ამავდროულად არ აფერხებს ორი ქვეყნის საზოგადოებებსა და ხალხებს შორის ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას“, – თქვა მან. – „ხალხი აგრძელებს რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან რუსეთში მიმოსვლას“.

„ქართული ოცნების“ მიერ დისკრიმინაციული და რეპრესიული კანონების მიღების შედეგად, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის შესაძლო გადახედვის ფონზე, 10 ოქტომბერს, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების კონკრეტული ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა.

პესკოვმა მაშინაც გაავრცელა განცხადება მოწოდებით, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაფართოება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს არ დაუკავშირონ. „სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ერთია, ჰუმანიტარული ურთიერთობები მეორე… დიდი ქართული დიასპორა გვყავს, ჩვენი ტურისტები დადიან იქ“, – თქვა მან.

ამავდროულად რუსეთის საგარეო დაზვერვამ საქართველოსთან დაკავშირებით, მინიმუმ ორი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლებშიც აღწერილი სიუჟეტები საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შესახებ, იმეორებს „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიებს.

გარდა ამისა, ოკუპანტი ქვეყნის პროკრემლისტური მედია, ყოველდღიურ რეჟიმში ავრცელებს პროპაგანდისტულ ცნობებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათ შორის ქართულ ენაზეც.

Leaked Files Reveal Georgian Dream Receives Sensitive Voter Data from State Agencies

The Georgian Dream party is processing the sensitive personal data of tens of thousands of individuals in its offices in the lead-up to the elections. This is confirmed by documents obtained by Batumelebi from a well-informed source.

Examples of the data collected include: Are you struggling with drug addiction or health issues? What is your business? How much do you respect “authorities”? Which party do you support? Have you undergone surgery, or have any of your business ideas received state funding? 

  • What Georgian Dream Doesn’t Know About You

Despite the data gathered, it’s important to note that neither the state nor any political party can know who you actually vote for at the polling station. Your choice remains exclusively yours, and the secrecy of your vote is fully protected.

  • What Georgian Dream Knows About You

The extensive and unprecedented scale of data detailed in the documents secretly provided by the trusted source from one of Georgian Dream’s offices reveals that the party holds sensitive personal data, which it appears to use as part of an election-winning strategy. The information collected and processed by the ruling party is safeguarded by the Personal Data Protection Act as special category data and should be exclusively managed by government agencies.

There is no legal way for a political party to collect and process data of this volume and sensitivity.

The documents obtained by Batumelebi indicate that ministries such as Justice, Health, Education, Internal Affairs, Agriculture, and Finance supply personal data on citizens to the ruling party. These ministries are responsible for the collection, storage, and processing of data, which the ruling party’s offices reportedly use for individual and mass profiling of voters.

As you read this article, the ruling party’s office is processing data about you and your relatives, including detailed information such as:

  • Are you employed, a student, socially vulnerable, a pensioner, or an internally displaced person (IDP)?
  • Have you used the universal healthcare program, and if so, what amount in GEL have you received in services so far?
  • What types and amounts of aid, allowances, or compensation have you received from the state?
  • Under which subsidy program did you cultivate your land?
  • What is your social vulnerability rating score?
  • What type of organization do you work for?
  • Have you ever been detained, on probation, or convicted, or are you currently wanted?
  • Do you struggle with drug addiction?

At the same time, Georgian Dream tracks your political preferences and voting history patterns from recent years.

Notably, the voting history records contained remarks such as “signature missing,” suggesting that the data may have been drawn from voter lists traditionally used by the Central Election Commission (CEC), where voters sign before casting their ballots.

And that’s not all.

Next to your name is an entry for a “Person of Influence.” In some cases, this is a specific individual, while in others, it could be a school director or a particular government agency.

  • What’s in the Database

To illustrate the scale of this scheme, Batumelebi examined the voter database for one region. To protect the source’s confidentiality, the numbers have been adjusted without altering the overall picture.

The database from the ruling party’s office contains detailed information on all 57,308 registered voters in the region. The first section mirrors the official electoral roll – name, personal number, date of birth, address, polling station, and exact records of each voter’s participation in elections in particular years. This information falls under the authority of the Central Election Commission (CEC).

Next, the database includes additional information collected through party activities, such as voters’ political preferences likely recorded during door-to-door visits over various years.

For instance, the data shows that in this region, there are 23,892 undecided voters, 17,406 supporters of Georgian Dream, 6,342 supporters of the United National Movement, and 1,046 supporters of European Georgia. Comparing this data with CEC results reveals that in the last election, Georgian Dream received 12,562 votes from its supporters – 49% of the region’s total voter turnout.

The database also includes phone numbers and criminal status information, which suggests access to data from the Ministry of Internal Affairs, the Penitentiary Department, and/or the courts.

According to the data for this region:

1,820 people have been held in a temporary detention center. Among them, 634 are supporters of the Georgian Dream, and 816 are undecided.

At the time of data collection, there were 294 individuals on probation and 1,274 former probationers. Among these, 534 people (93 current probationers and 441 former) were marked as Georgian Dream supporters, while 690 (144 current and 546 former probationers) were undecided voters.

As it turns out, there were seven wanted individuals in the region by the time of data collection. However, the party lists five of these voters as “undecided” in door-to-door visits, with one marked as a supporter of the United National Movement party. Additionally, 146 former wanted individuals have been identified in the region, of whom 48 are listed as Georgian Dream supporters, and 73 as undecided.

A total of 3,630 voters in the region have criminal records, with 1,294 identified as Georgian Dream supporters and 1,552 as undecided.

Among the 940 people who have been incarcerated, 325 were declared as supporters of the ruling party, while 453 were listed as undecided.

The following data relates to drug addiction and is marked as “yes” or “no.” It may come from a methadone program, though it’s likely from the Ministry of Internal Affairs or Penitentiary Service records, given its inclusion with criminal status records. In total, 943 voters in the region are marked as having drug addiction issues; among them, 367 support Georgian Dream, while 391 are undecided.

At the time of data collection, a total of 4,506 voters in this region had at least one criminal status. Of these, 1,614 were marked as Georgian Dream supporters, and 1,912 as undecided.

The second section of the database outlines voters’ social statuses – information accessible to the Ministries of Health, Education, Finance, and Revenue, as well as the Central Election Commission.

In this region:

132 people are registered as displaced persons, with five identified as Georgian Dream supporters and 105 as undecided. The data includes specifics on ineligibility for certain IDP programs or pending applications for status, with 35 having current applications (27 of whom lack IDP status). Additionally, 110 individuals have received state-provided housing.

The database details which state benefits each voter has received. Among 11,293 voters who obtained at least one benefit, 4,171 are identified as Georgian Dream supporters, while 436 are undecided.

The state benefits listed include:

  • Age-based compensation
  • Family member loss compensation
  • Disability compensation
  • Service-based compensation
  • Age-based state pension
  • Regression pension
  • Household subsidy
  • Social packages
  • Social packages for compensation recipients
  • Social benefits for highland residents
  • Additions for social package recipients

For instance, 39 voters are marked as recipients of disability compensation, of whom 18 are Georgian Dream supporters, and 12 are undecided.

A total of 253 recipients of supplement to the social package are identified as Georgian Dream supporters, and 186 are undecided, making up 568 voters in total.

Among 2,503 social package recipients, 879 are noted as Georgian Dream supporters, while 999 are undecided.

The database also tracks the specific amounts each voter has received under the universal healthcare program for services like surgeries, consultations, and medical tests. Data shows that 29,667 voters in this region have used the program.

417 individuals have received over 10,000 GEL in funding for medical services from the Universal Healthcare System; of these, 170 are Georgian Dream supporters, and 145 are undecided. The minimum recorded funding is 5 GEL, while the maximum is 204,981 GEL, attributed to a voter marked as undecided.

Social allowances are listed by category, for example:

  • Up to 41 GEL – 143 voters: 50 Georgian Dream supporters, 59 undecided
  • 41 to 51 GEL – 2 voters: Georgian Dream
  • 11 to 101 GEL – 208 voters: 78 Georgian Dream supporters, 86 undecided
  • Over 101 GEL – 10,940 voters: 4,041 Georgian Dream supporters, 4,253 undecided

Total: 11,293.

The social vulnerability rating scores of 5,736 voters are also listed:

  • <30,001 – 685 voters: 232 Georgian Dream, 406 undecided
  • 30,001-57,001 – 1,373 voters: 418 Georgian Dream, 660 undecided
  • 57,001-60,001 – 184 voters: 73 Georgian Dream, 74 undecided
  • 60,001-65,001 – 397 voters: 148 Georgian Dream, 151 undecided
  • 65,001 – 2,960 voters: 1,062 Georgian Dream, 1,232 undecided

The final section covers participation in subsidy programs. As it turns out 5,728 voters have participated in at least one of the subsidy programs. 2,545 of them are marked as Georgian Dream supporters, while 1,874 are undecided.

We investigated what was happening with the most popular program, Enterprise Georgia. In this region, 53 voters had benefited from this program; among them, 19 are marked as Georgian Dream supporters, and 24 as undecided.

Age-based pensioners are separately categorized. In total, 9,218 voters are pensioners; of these, 3,372 are registered as Georgian Dream supporters, while 3,646 are undecided.

The data also includes information from the Ministry of Education on student status (level) and higher education institutions. In this region, 1,235 voters are students, with 376 identified as Georgian Dream supporters and 568 as undecided. A total of 10 different state universities are represented.

Border-crossing data is also included; when the data was collected, 3,920 voters from this region were outside the country. Of these, 527 are listed as Georgian Dream supporters, and 2,618 as undecided.

Employment status is also recorded: 38,122 voters are unemployed (11,607 Georgian Dream supporters; 17,623 undecided), and 15,587 are employed (5,798 Georgian Dream supporters; 6,269 undecided).

For all 15,587 employed voters, the names of their employing organizations, including individual entrepreneurs, are listed. Among them, 1,800 voters in this region work for Legal Entities under Public Law (state companies), with 806 marked as Georgian Dream supporters and 555 as undecided. Employers are categorized by type, such as private, state, school, kindergarten, or state-owned LLC.

Among 1,131 people employed in schools, 522 are Georgian Dream supporters, and 316 are undecided. Of the 2,923 voters whose jobs are affiliated with state-owned forms (e.g., LEUPL, LLC), 959 are undecided, and 1,336 support Georgian Dream.

The database also includes information likely sourced from the Central Election Commission, indicating whether individuals have served as election officials since 2012 (e.g., observer, accredited journalist, etc) and specifying roles and years. A total of 4,681 such individuals were found, with 1,704 supporters of Georgian Dream and 1,564 undecided.

An intriguing column in the database lists a “Person of Influence” for each voter. This may be a person, state agency, company, or agitator, and in some cases, several influential figures are associated with a single voter.

In the Georgian Dream office, they have identified “Persons of Influence” for 8,068 voters in this region. Among them, 697 voters had at least one criminal offense. Of the voters influenced by these Person/s, 1,792 identified as Georgian Dream supporters, while 4,565 were undecided.

Some Persons of Influence are assigned to multiple voters with criminal records. For example, one Person of Influence is assigned to 67 such voters, and another to 70.

The most “influential” person is noted as impacting 154 voters.

The exact methods by which these influential figures exerted their influence remain unclear, particularly the role of certain state bodies, such as the Border Police, in this process.

What is evident, however, is that the party obtained data on an unprecedented scale from state institutions. This information can be used not only to sway election outcomes but also to shape public opinion for the targeted political, business, private, and other interests.

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ოქტომბრის 21 საათიდან 16 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – უმეტესად, დღისით – ზოგან წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 17-18 ოქტომბერს აჭარაში მოსალოდნელია წვიმა და ჭექა-ქუხილი, დროგამოშვებით – ზოგან ძლიერი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 671 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
  • ტანკი – 8 988 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 17 939 ერთეული [+44]
  • საარტილერიო სისტემა – 19 430 ერთეული [+9]
  • MLRS – 1 231 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 978 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 019 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 620 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 654 ერთეული [+32]
  • სპეცტექნიკა – 3 441 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 33 648 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 582 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 629 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 472 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 16 186 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 265 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ქედაში პოლიციის სამმართველოს ახალი შენობისთვის 4 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი

დაბა ქედაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობასა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე შსს-მ ტენდერი 4,8 მილიონი ლარით გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით, ქედის რაიონული სამმართველოს შენობის აშენება დაგეგმილია დაბა ქედაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობია 3 450 კვადრატული მეტრი.

ტერიტორია [წითელი ფერით] დაბა ქედაში, სადაც პოლიციის შენობა უნდა ააშენონ
„საპროექტო შენობა წარმოადგენს 2-სართულიან მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ნაგებობას მცირე ქანობიანი გადახურვით. საპროექტო ტერიტორიას ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მდინარე აჭარისწყალი, ხოლო დასავლეთისა და სამხრეთის მხრიდან ასფალტის გზა.

შენობის ფასადის ძირითადი ნაწილები მოპირკეთდება ტრავერტინის ქვით, ასევე გათვალისწინებულია ლესვა და ღებვა ე.წ. მიუნხენის ფაქტურით. ცოკოლზე და კიბის საფეხურებზე გაიკვრება ბაზალტის ფილები. კარ-ფანჯარა და ვიტრაჟები მოეწყობა მუქი ფერის
იზოალუმინით.

ტერიტორიაზე დაირგვება ხე-ნარგავები, მოეწყობა გამწვანებული სივრცეები, ასევე დამხმარე შენობა და ღია პარკინგი. დამონტაჟდება განათებები.

შენობის საერთო ფართი იქნება 1 178.75, ხოლო დამხმარე შენობის ფართობი 111,07 კვადრატული მეტრი“ – აღნიშნულია პროექტში.

პოლიციის შენობა ქედაში / რენდერი პროექტიდან

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 27 ოქტომბერს დაიწყება და პირველ ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 4 813 113 ლარი.

ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები 2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

სამუშაოების ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 400 დღეში უნდა დასრულდეს.

„შესრულებულ სამუშაოებზე, გამოყენებულ მასალებზე, დანადგარებზე და აგრეგატებზე საგარანტიო ვადა განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წლის, დიზელ-გენერატორებზე 4 წლის, სახურავის ვარგისიანობაზე 5 წლის, ხოლო რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზე 25 წლის განმავლობაში“, – აღნიშნულია ტენდერში.

ოცნების აგიტატორი „ოცნებას“ სასამართლოში უჩივის – „ყელიდან ნავთობის სუნი ამომდის“| ვიდეო

„ივანიშვილმა თქვა, ბიუჯეტი გადატენილია, გვაქვს ფულებიო და მე მეუბნებიან, ფული არ არისო… ვიწამლებით ხალხი, გამიყვანონ აქედან, ნავთობის სუნი ამომდის ყელიდან“, – ამბობს ბათუმში, ბარცხანაში მცხოვრები იზოლდა ჯაბნიძე.

ერთ წელზე მეტია, რაც მისი სახლის ეზოში სავარაუდოდ ნავთობის ძველი მილიდან ნავთობის ნარჩენებმა გამოჟონა. ეზოში, სადაც ნავთობის სუნი შესვლისთანავე იგრძნობა, მოქალაქეს სხვადასხვა უწყებიდან მიღებული წერილები გამოაქვს.

„უშედეგოა ყველაფერი, უშედეგო. ყველა ამბობს, მე არ მეხებაო, კაბინეტშიც არ გიშვებენ“, – ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს იზოლდა ჯაბნიძე და ათეულობით წერილს მაგიდაზე გვილაგებს. წერილების გაცნობამდე კი გვთხოვს არხი ვნახოთ, სადაც ნაწვიმარი წყლის ზედაპირზე შემორჩენილი ნავთობი ახლაც ლაპლაპებს.

სანიაღვრე არხი იზოლდა ჯაბნიძის სახლთან, სადაც ნავთობის ნარჩენები პერიოდულად ხვდება

იზოლდა ჯაბნიძე აცხადებს, რომ ის „ქართული ოცნების“ აგიტატორია. მისი მეუღლეც სახელისუფლებო პარტიის სამსახურშია და „ოცნების“ კოორდინატორად მუშაობს ხულოში, თუმცა „ქართული ოცნების“ სამსახურში მყოფ ოჯახსაც კი, „ქართული ოცნება“ ყურადღებას არ აქცევს და პრობლემას არ უგვარებს.

იზოლდა ჯაბნიძეს 211 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი აქვს საკუთრებაში, რომელზეც ორსართულიანი სახლი დგას. მოქალაქე ამბობს, რომ საკუთრების დათმობის სანაცვლოდ 70 კვადრატულ მეტრი ფართობის ბინას სთავაზობენ, ან 45 ათას აშშ დოლარს. იზოლდა ჯაბნიძისთვის ეს ორივე შეთავაზება უსამართლო და მიუღებელია.

„მეუბნებიან, შენი მიწა უვარგისიაო, რატომ არის უვარგისი, ყველაფერი თუ ჩემს ეზოში გადის?  მე ვზივარ ოქროს კუნძულზე, აგერ კიდევ კუნძული შენდება,“ – ზღვისკენ მიგვითითებს „ოცნების“ კოორდინატორი – ხელოვნური კუნძული, რომელსაც ახლა „ამბასადორი“ აწყობს, ჯაბნიძეების ოჯახის უბანშია.

„ოცნების“ აგიტატორი გვიყვება, როგორ დატოვა „ოცნების“ ხელისუფლებამ უყურადღებოდ, საფრთხის შემცველ გარემოში, როგორ ამისამართებენ მოქალაქეს ერთი უწყებიდან მეორეში, წერენ წერილებს, პასუხებს, პრობლემა კი პრობლემად რჩება.

„ოცნების“ კოორდინატორი: მთავრობა ყურადღებას არ მაქცევს - ვიწამლებით 10-სულიანი ოჯახი

„2023 წლის 15 სექტემბერს დილას რომ ავდექი, პირველი სართულის კარი გავაღე და საშინელი სუნი მეცა. გამიკვირდა, ზევით დავუძახე, ბავშვები არ ჩამოიყვანოთ-მეთქი, თურმე სამზარეულოს კუთხიდან გამოჟონილა ნავთობი, რაღაც მაზუთი. ეს ყველამ ნახა მთავრობის ხალხმა,“ – სახლის კუთხეში ეზოს მხრიდან იზოლდა ჯაბნიძე იმ ადგილს გვაჩვენებს, საიდანაც პერიოდულად ისევ ამოდის ნავთობის ნარჩენები ეზოში.

იზოლდა ჯაბნიძის ეზოში რომ ნავთობი ამოდის, ეს დასტურდება, მაგალითად, ბათუმის მერიის მიერ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციისთვის მიწერილი პასუხით.

„აღმოჩნდა, რომ საცხოვრებელი სახლის ქვეშ და ეზოში გადის ნავთობის მილი, საიდანაც ხდებოდა ნარჩენი ნავთობის გაჟონვა, რომლის ნაწილიც გასულ წელს ბათუმის ნავთობტერმინალის მიერ იქნა ამოღებული, მიუხედავად ამისა, ჯაბნიძეების ოჯახი ისევ გამოთქვამს პრეტენზიას ეზოში აუტანელი სუნის გამო,“ – წერს წერილში ბათუმის მერია. თუმცა არ ხსნის, რატომ მიიჩნევს მოქალაქის მოთხოვნას პრეტენზიად, როცა ამავე წერილში თავად მერია ადასტურებს, რომ მხოლოდ „ნაწილია“ ამოღებული.

„ოჯახი ითხოვს დარჩენილი უმოქმედო [ცარიელი] მილების ამოღებას“, – წერს მერია 2024 წლის 27 აგვისტოს მომზადებულ წერილში.

„თავიდან ონკანივით ამოვარდა ნავთობი, ვიფიქრე, რამე მილი ხომ არ დავაზიანეთ- მეთქი. დავრეკეთ 112-ში და მოვიდა პოლიცია, მითხრეს: ქალბატონო, რაშია საქმე?“ – ქრონოლოგიურად გვიყვება იზოლდა ჯაბნიძე, ვინ გამოჩნდა მისი სახლის ეზოში მას აქეთ, რაც იქ ნავთობის ნარჩენების გაჟონვა დადასტურდა.

„ვუთხარი პოლიციას, არ ვიცი, სადღაც ნავთობია თუ მაზუთი, ცეცხლსაშიშროების მეშინია. ვუთხარი, რომ 2009 წლიდან აქ ვცხოვრობთ და აქამდე მსგავსი არაფერი იყო. პოლიციამ მითხრა, რომ ეს ძალიან სერიოზული ამბავია და დაურეკეთ ნავთობტერმინალსო.

დავურეკეთ ტერმინალს და იქიდან მოვიდა ქალბატონი, ლალი ერქვა, გადავთხრი აქაურობას და ვნახოთო. მოვიდა ტრაქტორი, მაგრამ ვერ გადათხარა – ეზოს ამ კუთხეში გადის თურმე ძაბვა, წყლის კანალიზაცია, სხვა კაბელები.

მერე გამოვიძახეთ გარემოს დაცვა. მოვიდნენ და ძალიან დიდხანს იარეს.

მერე ნოდარ თებიძე რომაა, უმოქმედო ნავთობბაზის დირექტორი, მაგიც მოვიდა. მუშები მოიყვანეს – გადათხარეს ეს ეზო და არხიც ღია დამიტოვეს. მთელი ზამთარი და ზაფხული მოვიწამლეთ აქედან ამოსული სუნით.

შემდეგ მივმართეთ მერიას და მთავრობას. თორნიკე რიჟვაძემ გამომიშვაო, მოვიდა კაცი და მითხრა. მან გადაიღო ყველაფერი, ქალბატონო, ძალიან სახიფათო მდგომარეობაში ხართ, სასწრაფოდ ქირით ხართ გადასაყვანი, აქ იწამლებით თქვენო.

ქმარმა ინსულტი მიიღო, წნევა აუმაღლდა, მე მარჯვენა მკერდი მტკივა, ბრონქებიც მაწუხებს, ბავშვებიც ხშირად იწამლებიან… ჩვილით ნუკრი დეკანაძესაც მივაკითხე, ვიცე-მერია, თუ ვინ არის, არ ვიცი, ვიღაც ახალდანიშნულია, მე არ მეხებაო და გამაგზავნა სადღაც სააგენტოში. კაცმა არ შეიწუხა თავი და კაბინეტშიც არ მიმიღო. ხომ შეიძლებოდა, ჩემი გაჭირვება მოესმინა?“ – გვიყვება იზოლდა ჯაბნიძე.

ამ ისტორიის შემდეგ როგორ არის მოქალაქე ისევ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და აგიტატორი? – იზოლდა ჯაბნიძე განმარტავს, რომ „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან უჭერს მხარს და პარტიის ერთგული რჩება, რადგან თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მისი „ხეობის შვილია“.

იზოლდა ჯაბნიძე არის პოლიტიკური პოლარიზების მსხვერპლიც – მას ქირით გაყვანაზეც უარი უთქვამს იმ არგუმენტით, რომ არჩევნების შემდეგ თუ ხელისუფლება შეიცვალა, შესაძლოა, დღევანდელმა ოპოზიციამ მას ქირის ფული აღარ გადაუხადოს.

„ოცნების“ აგიტატორი რომ „ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებული არაა, ამის შესახებ მას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვისაც უთქვამს:

„ამ ხელისუფლებამ რომ გადამიყვანოს ქირით, შემდეგი ხელისუფლება გადამიხდის ქირას? მე ეს ბატონ ჯაბასაც ვუთხარი [ჯაბა ფუტკარაძე – აჭარის ეკონომიკის მინისტრი]. აი, ამხელა ზვავია მომდგარი, თუ ჩამოიარა ამ ზვავმა და თქვენ წაგიღოთ, ვინ გადამიხდის ქირას-მეთქი? „ნაციონალები“ მე ქირას არ გადამიხდიან, კიდევ ამათი იმედი მაქვს,“ – ამბობს იზოლდა ჯაბნიძე.

„ოცნების“ აგიტატორს ბათუმში ჩამოსულ ივანიშვილისთვისაც დაუკრავს ტაში, წერილი კი, დაცვის სამსახურისთვის დაუტოვებია – არ ვიცი, თუ გადასცემენო. მოქალაქე ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლოშიც აპირებს ჩივილს.

„ისტორიული დაბინძურებააო, მაგრამ ისტორიულ დაბინძურებას რამე საშველი არ აქვს? ხალხი აგერ ვიწამლებით, ხალხი აგერ ვკვდებით.

ხვალ-ზეგ აქ რამე რომ მოხდეს, ვინაა პასუხისმგებელი? თუ ჩვენ დავიხოცებით, რა მოხდება მერე? დღე და ღამ აქ გზაზე ვდგავარ, რომ ვინმემ სადმე სიგარეტის ნამწვავი არ დააგდოს, მეშინია, ცოცხლად არ დავიწვათ. 112-დან როცა იყვნენ, მითხრეს, ეს ცეცხლსაშიშიაო, მაგრამ რა ვქნა, დავჯდე და დილამდე ვცავო?

მივმართავ სასამართლოს. რასაც სასამართლო იტყვის, დავეთანხმები. უნდა ვიდავო, მაგრამ მხოლოდ ბათუმის სასამართლოში არა. შეიძლება სტრასბურგის სასამართლომდე ჩავიდე, უნდა მოვძებნო სამართალი,“ – გვითხრა იზოლდა ჯაბნიძემ და მაგიდაზე მიმობნეული სამთავრობო უწყებებიდან მიღებული წერილების ხელახლა დალაგებას შეუდგა.

„სტრასბურგის სასამართლოს და ევროპული ინსტიტუტების რომ არ სჯერა „ოცნებას“, ვისაც თქვენ ეხმარებით? „ოცნება“ ამბობს, რომ ევროპულ ინსტიტუციებს გლობალური ომის პარტია მართავს“, – ვეუბნებით „ოცნების“ აგიტატორს.

„არ ვიცი, ჯერ აქაურ სასამართლოს მივმართავ, თბილისში წავალ, უნდა ვიმოქმედო, სანამ მოვკვდები, ვიწამლებით, ისეთი მოწამლული ვარ, ფეხზე დგომის ძალაც აღარ მაქვს,“ – ისევ სახლის გვერდით მდებარე არხთან ჩერდება იზოლდა ჯაბნიძე.

წერილებით, რაც ჩვენ იზოლდა ჯაბნიძემ გვაჩვენა,  ვერ დასტურდება საფრთხე, რა ელის იზოლდა ჯაბნიძის 10-სულიან ოჯახს გარემოში, სადაც ნავთობი ჟონავს. ამ ოჯახში ცხოვრობენ მცირეწლოვანი ბავშვებიც. იზოლდა ჯაბნიძის თქმით, ამ დრომდე არავის შეუფასებია ზიანი და საფრთხეები.

ხელისუფლებისგან იმედგაცრუებულ „ოცნების“ აგიტატორს თავდაპირველად პროსახელისუფლებო მედიისთვის მიუმართავს, თუმცა უშედეგოდ. მოქალაქეს ვუხსნით, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ის ისევ მხარს უჭერს, მიიღო რუსული კანონი და თუ „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება ჩვენ, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, ვეღარ გავაშუქებთ მისი თუ სხვა მოქალაქეების პრობლემებს.

„მე პოლიტიკოსი არ ვარ, სიღრმეში შედიხართ.

არც „იმედი“ მოვიდა, არც აჭარის ტელევიზია… ჩვენი ტელევიზია მინდოდა, მაგრამ არ მოვიდა. მინდოდა, რომ ხმა მიმეწვდინა, მაგრამ არ მოვიდნენ. თქვენ მოხვედით“, – გვითხრა იზოლდა ჯაბნიძემ.

„ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება,“ არავის არ მოსწონს დასავლეთში და მოსწონთ მხოლოდ კრემლში – უფსკრულშიც რომ წაიყვანოს თორნიკე რიჟვაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა, მაშინაც მისაღები იქნება?“ – ესეც ვკითხეთ საუბრის ბოლოს „ქართული ოცნების“ აგიტატორს.

„მისაღები არ იქნება, მაგრამ თუ წავა, წავყვებით ალბათ. უფსკრულში თუ გადავარდა, ჩვენც წავყვებით, ჩვენი ხეობის შვილია,“ – უკან აღარ დაიხია იზოლდა ჯაბნიძემ.

ავარია ქობულეთში – დაიღუპა ფეხმძიმე ქალი

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ქალი, რომელიც „ბათუმელების“ ინფორმაციით, ფეხმძიმედ იყო.

შემთხვევა დღეს, 14 ოქტომბერს, მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ- ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სარფის საბაჟოზე ორ კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქის სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სალონში არსებულ სათავსოში, ორ შეკვრად დაფასოებული 2,600 კილოგრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 350 723 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ბოლო 6 თვის მონაცემებით, სარფში 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 67 ფაქტი იქნა გამოვლენილი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 1 401 119 ლარი შეადგინა.

რუსეთმა ყირიმის ხიდის აფეთქების ბრალდებით საქართველოს მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა

საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკოზე, რომლებსაც რუსეთის პროკურატურა 2022 წელს, ყირიმის ხიდის დაბომბვაში ადანაშაულებს, რუსეთმა „სახელმწიფოთაშორისო ძებნა“ გამოაცხადა. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია იუწყება.

„ბრალდებულებს ბრალი ედებათ ერთდროულად რამდენიმე დანაშაულში: ტერაქტის ჩადენაში, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენასა და კონტრაბანდაში” – წერს რუსული პროპაგანდისტული მედია „კომერსანტი“.

ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტში 12 ადამიანი მონაწილეობდა.

კრემლისტური მედია 2022 წელს წერდა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე ФСБ-მ 8 ადამიანი დააკავა – 5 რუსეთის მოქალაქე, 3 – უკრაინისა და სომხეთის, „ტერაქტის“ ორგანიზატორად კი უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი დაასახელა.

„ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის სამხედრო დაზვერვა, მისი ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, მისი თანამშრომლები და აგენტურა. ასაფეთქებელი მოწყობილობა შენიღბული იყო რულონებში სამშენებლო პოლიეთილენის ფენით 22 პალეტად, საერთო წონა 22 770 კილოგრამი,“ – წერდა კრემლისტური მედია ФСБ-ზე დაყრდნობით.

რუსეთის სპეცსამსახურები ამტკიცებდნენ, რომ აგვისტოს დასაწყისში ტვირთი ოდესის პორტიდან ჯერ ბულგარეთში გადაიტანეს, იქიდან საქართველოში, ფოთის პორტში, საიდანაც ის სომხეთში მოხვდა. გადატანის პროცესში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები – მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები – სანდრო ინასარიძე, ბროკერი. სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 670 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260]
  • ტანკი – 8 975 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 17 895 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 19 421 ერთეული [+11]
  • MLRS – 1 231 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 978 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 009 ერთეული [+17]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 619 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 622 ერთეული [+38]
  • სპეცტექნიკა – 3 437 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 33 580 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 582 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 619 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 472 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 16 106 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 230 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა ყირიმის ხიდის აფეთქების ბრალდებით საქართველოს მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა ელის საქართველოს და რა – „ოცნებას“, ევროპული რეზოლუციები საარჩევნოდ | 5-12 ოქტომბრის დაიჯესტი  

მოამზადა ნათია კაპანაძემ

___

არჩევნებამდე 13 დღე დარჩა. 

ბუნებრივია, გასული კვირის პოლიტიკური ცხოვრების მთავარი ხაზი საქართველოს პარლამენტის მომავალ შემადგენლობას შეეხებოდა. ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, მათ წარმომადგენლებზე თავდასხმების რიცხვი გაიზარდა. ცნობილი გახდა ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის ფაქტების შესახებ. მათ შორის, რეგიონებში ამომრჩევლებისთვის პირადობის ჩამორთმევის შემთხვევებზე.

გამოქვეყნდა ეუთოს შუალედური დასკვნაც.

მარეგულირებელმა კომისიამ „ქართული ოცნების“ მოთხოვნით, კიდევ ერთხელ დასაჯა კრიტიკული მაუწყებლები.

გასულ კვირას ბათუმში „ქართული ოცნების“ შეხვედრაც ჩატარდა. მმართველი პარტიასთან დაკავშირებული ადამიანები აგრძელებდნენ საუბარს ბოდიშის მოხდაზე. „აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში“ – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ოცნებიდან“, დავით ბაციკაძე ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე ასე პასუხობს კითხვას.

პასუხის შემდეგ ბაციკაძემ „სეპარატისტი“ და „მოღალატე“ უწოდა ჟურნალისტს კითხვის დასმისთვის.

გასულ კვირას, ევროპარლამენტმა 495 ხმით, 73-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ“.

რეზოლუციის პროექტით ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს საქართველოს მთავრობისთვის დახმარების გაყინვის, დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისა და ანტიდემოკრატიული კანონების ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენისკენ.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის – საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა „რუსული კანონის“ მოქმედება, იმ კანონის, რომელიც მედიას და სამოქალაქო სექტორს „აგენტებს“ უწოდებს. 

საარჩევნო პროცესები ბავშვებს უშუალოდ შეეხო – „ეს ყველაფერი, ომის უბედურებები“, „წარმოიდგინეთ, ერთი ტყვიის გავარდნამაც კი, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს“, „გვაიძულებენ, რომ აუცილებლად ჩავერთოთ იმ ბრძოლაში, რომელსაც ომი ჰქვია“, – ამ ფრაზებით აშინებდა 7 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ტიტე აროშიძე ბათუმში პატარა ბავშვებს და მოზარდებს, რომლებიც საგანგებოდ ჰყავდათ შეკრებილი წინასაარჩევნო გზავნილების მოსასმენად.

შეხვედრის ამსახველი ვიდეო „ბათუმელებმა“ გადაიღო. ამდენად, გასულ კვირას, არჩევნების გამოწვევებთან ერთად, წინა პლანზე წამოიწია მთავარი სიკეთის – ბავშვთა უფლებების დაცვის საჭიროებებმა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR-ის ინფორმაციით, სახელმწიფოს დაეკისრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვისთვის, მორალური კომპენსაციის სახით, 12 000 ლარის გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ შშმ ბავშვმა, ლუკამ, ვერ მიიღო მისთვის საჭირო სერვისი სახელმწიფოსგან, რადგან ასეთი სერვისი ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობდა. ამის ნაცვლად მოზარდი 3 თვეზე მეტხანს იძულებით განათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. თუმცა ეს არ სჭირდებოდა.

4-წლიანი განხილვის შემდეგ სასამართლომ „სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის არარსებობა და შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე უარი შეაფასა როგორც სახელმწიფოს უმოქმედობა, რამაც გამოიწვია ლუკას უფლებების დარღვევა წლების განმავლობაში”.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები – ეს საბჭოთა მიდგომა ჯერ კიდევ ცოცხლობს საქართველოში. მსგავსი ამბები სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშით კიდევ ერთხელ დასტურდება.

12 ოქტომბერს, პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი. პენცენტრის სპეციალური პრიზი გადაეცა ლაშა ბუღაძეს წიგნებისთვის: „საქართველო სტალინის წინააღმდეგ“ (სოვლაბი) „საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა). 

ძალადობის მსხვერპლად იქცა ბათუმელი მოზარდიც. ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა. შემთხვევა ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მოხდა. ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდზე ერთი გაკვეთილის განმავლობაში არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა. 

პროკურატურამ ცეკვის მასწავლებელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარის გამო ცეკვის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 2000 ლარის ოდენობით შეუფარდა. 

10 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღე იყო, გოგოები რომ უფრო კარგად სწავლობენ სკოლაში, ამას სხვადასხვა ნაციონალური თუ საერთაშორისო კვლევაც მოწმობს. მაგალითად, PISA-ს კვლევებიც აჩვენებს, რომ გოგოები, იქნება ეს საბუნებისმეტყველო საგნები თუ მათემატიკა, ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე ბიჭები და გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ კითხვაში და წაკითხულის გააზრებაშიც.

საქართველო იმ ათ ქვეყანას შორისაა, სადაც გოგონების საშუალო შედეგი განსაკუთრებით თვალსაჩინოდ აღემატება ბიჭებისას. მსგავსი მონაცემები მიუხედავად, კარიერულ წინსვლაში კაცები მაინც უფრო მეტად მიიწევენ წინ, ვიდრე ქალები. რა განაპირობებს კარიერაში კაცების უპირატესობას? სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქალები მიიჩნევენ, რომ პრობლემა კომპლექსურია.  

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე 13 დღე დარჩა და შემდეგი კვირის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მომავალი შემადგენლობის შესახებ დისკუსიები გამძაფრდება, კვირის ამბად ბათუმში 12 წლის ბავშვზე ძალადობა უნდა დავასახელოთ. ფართო დისკუსიამ სოციალურ ქსელებში, სადაც ადამიანებმა საკუთარი უარყოფითი გამოცდილებები გაიხსენებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბავშვების უსაფრთხოება და კეთილდღეობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ, როგორც საზოგადოებას, პასუხისმგებლობა გვაქვს, შევქმნათ გარემო, სადაც ისინი დაცულნი და უვნებელნი იქნებიან.

რადგან ბავშვთა უფლებებზე ვსაუბრობთ, შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ამერიკაში 21-წლიანი გამოცდილების სპეციალური განათლების პედაგოგი ჩავწერეთ. მან ისაუბრა, თუ რამდენად დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩვენმა არჩევანმა ბავშვთა უფლებებზე.

„საქართველოსა და ამერიკის სახელმწიფოებს შორის პარტნიორობა არის გადამწყვეტი საქართველოში აუტისტური სპექტრის ბავშვების და ოჯახების კეთილდღეობისთვის. როცა ვამბობთ კი ევროპას და არა რუსეთს, აუტისტი ბავშვების ბედითაც უნდა განვსაზღვროთ ჩვენი არჩევანი. ერთ მხარესაა რუსეთი, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებს „ავადმყოფებად“ მიიჩნევს და მეორე მხარესაა ამერიკული და ევროპული სპეციალური სკოლები, რომლებსაც ადრეული ასაკის ჩარევიდან დაწყებული ადამიანზე ზრუნვის და მხარდაჭერის უდიდესი გამოცდილება აქვს“, – ამბობს პედაგოგი.  

თქვენ გაქვთ შანსი აღიდგინოთ კვირის განმავლობაში მომხდარი ამბები ბათუმელები/ნეტგაზეთის ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების მეშვეობით. გასული კვირის მოვლენების კიდევ ერთხელ შეფასება და დეტალური ანალიზი დაგეხმარებათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. 

  • არჩევნები:

 Edison Research: არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს, „ოცნებას“ ხმების 33%, ოპოზიციას კი 60%-ზე მეტი ექნებოდა

ბლინკენის თანაშემწე: რუსეთი და „ოცნება“ ცდილობენ შეზღუდონ პოლიტიკური ოპოზიცია

„ოცნება“ ომით ბათუმში უკვე ბავშვებსაც აშინებს

სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ – ცესკოს ახალი დადგენილება

ეუთოს სადამკვირვებლო მისია არჩევნებზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანონო მეთოდებით ცდილობს – „ჩემი ხმა“

რა გზავნილი აქვს ოპოზიციას იმ საჯარო მოხელის მიმართ, ვისაც არჩევნების შემდეგ სამსახურის დაკარგვის ეშინია

ხელს არ შევუწყობთ „ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელების დაცინვას — ტელევიზიების ერთობლივი განცხადება

“იმედი” უარს ამბობს ოპოზიციის საარჩევნო რეკლამების ეთერში გაშვებაზე

უკრაინის ომზე “ოცნების” რეკლამის გაშვებაზე უარის გამო 3 არხი 5000-5000 ლარით დაჯარიმდა

მედიაკოალიცია: „ოცნებისგან“ რეკლამის გავრცელების მოთხოვნა ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა

საზღვარგარეთ მყოფ ქართველ დევნილებს არჩევნებში მონაწილეობა შეეძლებათ – ცესკო

ისრაელში მცხოვრები ემიგრანტები მოითხოვენ, არ გაუუქმონ საარჩევნო უბანი

არჩევნებისთვის შექმნილი ჯგუფების დაკომპლექტებაში სპეცრაზმელი ხარება მიიღებს მონაწილეობას

„საქართველოსთვის“: თბილისში ჩვენს წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

ენმ-ის განცხადებით, კარდანახში მათ ლიდერებს თავს დაესხნენ

გახარიას პარტია აცხადებს, რომ ახალგაზრდებთან შეხვედრისას დრონით უთვალთვალებდნენ

უგულავას თქმით, ოპოზიციის ამომრჩევლებისთვის პირადობების ჩამორთმევას ქუთაისშიც აპირებენ

საფრანგეთში თანხებს აგროვებენ ემიგრანტების საარჩევნო უბნამდე ტრანსპორტირებისთვის

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს 

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის

ცესკო: საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს

რა ელის „ოცნების“ კოორდინატორს, რომელიც ამომრჩეველს ურეკავს – იურისტის განმარტება 

ცესკო: საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს

არჩევნებს წელს უბნიდან 100 მეტრის რადიუსშიც დააკვირდებიან

„გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე“ – კალაძე ამჯერად ევროკავშირის ელჩს დაესხა თავს

გაპანღურებაზე კომენტარის შემდეგ EU-ის ელჩი მიანიშნებს, რომ მისი გაძევება დღესვე შეუძლიათ

კობახიძის თქმით, 2028 წლისთვის საშუალო ხელფასი 3500 ლარს მიაღწევს

“ოცნება” პრეზიდენტს მეორედ უჩივის და მის იმპიჩმენტს ითხოვს

პრეზიდენტი დროებითი მთავრობის კანდიდატურებზე პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს

საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა

რუსული კანონის შეჩერებაზე უარს NGO-ები მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატად აფასებენ

საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას – თამარ კორძაია

„გადაწყვეტილება აკვარიუმშია“ – აქცია მოსამართლეებს, რომლებმაც რუსული კანონი არ შეაჩერეს 

რას წერენ საკონსტიტუციოს მოსამართლეები რუსულ კანონზე – განსხვავებული აზრი 

სახელმწიფოს შშმ ბავშვისთვის მორალური კომპენსაციის სახით 12 000 ლარის გადახდა დაეკისრა – PHR

„არასწორი ინფორმაციაა“ – პრემიერი აშშ-ის საელჩოს ქარდებს აკრიტიკებს

რუსეთი ცხინვალისგან სამხედრო ბაზისთვის ახალ ტერიტორიას ითხოვს

სოხუმის ე.წ. პარლამენტში რუსების საინვესტიციო საქმიანობაზე შეთანხმების წარდგენაზე მედია არ დაუშვეს – მედია

შამბას თქმით, საქართველოს ბოდიში აქვს მოსახდელი, თუმცა აფხაზეთის სტატუსი არ გადაიხედება

მოქალაქის თქმით, “თბილისობის” ფოიერვერკის შედეგად ავლაბარში ავარიული სახლი ჩამოინგრა

ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც დღეს მთავრობამ გახსნა, მანქანებისთვის გადაკეტილია

რას ამბობენ ბათუმის აქციაზე მისულები „ოცნების“ საარჩევნო დაპირებებზე

„რა ეკონცერტება მთავრობას? კონცერტის ფულით ბინა მოგვცენ“ – უსახლკაროებმა ბათუმში აქცია გამართეს

  • ინტერვიუ: 

აშშ-სთან პარტნიორობა გადამწყვეტია საქართველოში აუტისტური სპექტრის ბავშვებისა და ოჯახებისთვის  

ივანიშვილი ჩიხშია – შესაძლოა დასავლეთში დაკარგოს ყველაფერი, რუსებთან კი არხეინად ვერ იცხოვრებ | ინტერვიუ

არჩევნებში ხმის მისაცემად 8 საათის გზაზე მივდივარ – სტუდენტი ბათუმიდან

  • უცხოეთის ამბები: 

ბუნდესტაგში “ოცნებას” პრორუსული პარტია გამოექომაგა

„რუსეთი საქართველოსთან მაქსიმალურ სავიზო ლიბერალიზაციაზე მიდის“ – რუსეთის ინტერესების სექცია

აზერბაიჯანში “Toplum TV-ის” ექვსი ჟურნალისტი პატიმრობაში რჩება

კიევი: „საქართველოს მთავრობა კრემლის ქსეროქსად გადაიქცა“

EU-სთან ვიზის გაუქმების საფრთხის პარალელურად, პუტინმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა

ოპოზიციამ ფაშინიანი ყარაბაღის ეთნიკური წმენდის თანამონაწილედ გამოაცხადა

პაკისტანმა და ტანზანიამ რუსეთის ფეხბურთის ნაკრებს ამხანაგური შეხვედრის ჩატარებაზე უარი უთხრეს

  • უკრაინა: 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ოქტომბერი

ოკუპირებულ ყირიმში ნავთობის საცავი იწვის – ხანძარი 2500 კვ მეტრზე გავრცელდა

რუსეთმა ისევ დაარტყა ხარკოვს – არიან დაშავებულები, ნანგრევებს ქვეშ ადამიანებს ეძებენ

  • გამოკითხვა:

„შეიძლება ჩვენც დავალაგოთ გლობალური ომის პარტიასთან, გვითხრას ერთი რომელია“ – რას ამბობს ხალხი ბათუმში

გავიდა 12 წელი, დასაპირებელი აღარაფერია“ – რას ამბობენ ხულოში არჩევნების წინ. ნახეთ რა განწყობაა ხულოს სოფელ დიდაჭარაში? – აქ ამბობენ, რომ სოფელში ახალგაზრდები აღარ დარჩნენ, პრობლემა კვლავ გზებია და არჩევნებს ელიან.

30 წლის შშმ ქალი, უსინათლო თაკო საგინაძე ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში ცხოვრობს და წლებია, რაც  ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს “ლოდინში კი გავიდა ნახევარი ცხოვრება პირადად ჩემთვის”, – ამბობს თაკო.

  • კვირის ამბავი:

ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა – დაწყებულია გამოძიება 

„მანქანით 4-5 გზას გავაკეთებ ბრუკლინიდან მანჰეტენზე, ადამიანები რომ წავიყვანო ხმის მისაცემად“

ავტორი: ნათია როყვა

___

თინათინ გიგოლაშვილი წლებია ამერიკაში ცხოვრობს, პროფესიით ექიმია და ნიუ იორკში ერთ-ერთ ამერიკულ კლინიკაში მუშაობს. პარალელურად, ის ადამიანებს ამერიკის ისტორიისა და პოლიტიკის სწავლაში ეხმარება, რაც ამერიკის მოქალაქეობის მისაღებად, გამოცდისთვისაა საჭირო.

თინათინი ამბობს, რომ მისი სწავლების მთავარი ფოკუსია ნათელი გახდეს ამერიკაში არსებული მმართველობის სისტემა, შტატების თვითმმართველობის როლები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების არჩევის გზები და ყველაფერი ის, რაც ქნის მოქალაქეზე ორიენტირებულ სახელმწიფოს.

თინათინს ვთხოვეთ შეადაროს და პარალელი გაავლოს ქართულ და ამერიკულ მმართველობის სისტემებს შორის. სტატიაში ბევრ სამართლებრივ საკითხს შეხვდებით. დაგაინტერესებთ ამერიკული საარჩევნო სისტემის დეტალები ან/და რატომ ირჩევენ გენერალურ პროკურორს მოქალაქეები, რატომ მოქმედებს სხვადასხვა შტატში, ფედერალური მმართველობის პირობებში, სკოლების ატესტატის თუ მართვის მოწმობის გაცემის განსხვავებული წესები.

  • თინათინ, მიდიხარ თუ არა არჩევნებზე 26 ოქტომბერს?  

მე 2013 წლიდან ვცხოვრობ ამერიკაში  და აქამდე, ყველა არჩევნებში ვმონაწილეობდი. თუმცა ეს არჩევანი მორიგი პოლიტიკური პროცესი არ არის, ეს შავსა და თეთრს შორის არჩევას უფრო ჰგავს. მე, როგორც ერთ მოქალაქეს, სრულად გააზრებული მაქვს, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას კი არ ვირჩევთ, მათი პროგრამების მიხედვით, ჩვენ ვიცავთ საქართველოს მომავალს, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივდივართ რუსეთში.

რასაც ახლა „ქართული ოცნება“ გვიკეთებს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებიც უახლოესი 30 წელია ვიბრძვით ვიყოთ განვითარებადი ქვეყნების სიაში, არანაირი საერთო არ აქვს ქართველი ხალხის ისტორიულ გამოცდილებასთან, ცივილიზაციასთან მუდმივი კავშირის სურვილთან. ჩვენმა ხელისუფლებამ უფსკრულის პირას დააყენა ჩვენი ევროპული მომავალი. სახელმწიფოს განვითარება შეჩერებულია.

იცით, ხშირად მსმენია – მე აპოლიტიკური ვარ. რას ნიშნავს არაპოლიტიკური ადამიანი? პოლიტიკაა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მომავალი. ჩვენ ვისთანაც ხმა მიგვიწვდება აგიტაციები უნდა ჩავატაროთ, რატომ არის ამ არჩევნებზე წასვლა აუცილებელი. მე დიდი მანქანა მყავს, 4-5 გზას გავაკეთებ და შევძლებ, რომ ბრუკლინიდან მანჰეტენზე ადამიანები წავიყვანო ხმის მისაცემად. ახლა უნდა გადავარჩინოთ სამშობლო, რომელსაც აქვს უდიდესი შანსი გახდეს ევროკავშირის წევრი. სწორედ ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი.

  • ამერიკაში საარჩევნო უბნები წელსაც არ დაამატეს, ამის გამო უამრავი ადამიანის ხმა იკარგება, თქვენ გარშემო რა პრობლემები აქვთ ადამიანებს, ვისაც ხმის მიცემა უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს?    

ადამიანებს ეზღუდებათ კონსტიტუციით გარანტირებული, ხმის მიცემის უფლება, რადგან საკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნებს არ ხსნიან. ბრუკლინში იმაზე მეტი ქართველი ცხოვრობს, ვიდრე მანჰეტენზე, ერთი საარჩევნო უბანი არ უნდა იყოს ბრუკლინში? ნიუ ჯერსიში, ფლორიდაში, სადაც უამრავი ქართველი ცხოვრობს, არ არის გახსნილი უბნები. არ აწყობს ჩვენ მთავრობას და არ ხსნიან. რადგან ამერიკაში მუდმივად აგებს ხელისუფლება.

  • ვიცი, რომ ემიგრანტებს ამზადებთ ამერიკის მოქალაქეობის გამოცდისთვის. თქვენი ინფორმაციით, ვინც ამერიკის მოქალაქე ხდება, ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას?  

სამასზე მეტი ადამიანი მყავს მომზადებული – ყველა მეკითხება, როგორ შეიძლება შევინარჩუნო საქართველოს მოქალაქეობა? ერთი შეხედვით ეს პროცესი ძალიან მარტივია, თუმცა ისეთი სირთულეა საქართველოს საკონსულოსთან დაკავშირება, ყველას ურჩევნია, გადადოს ეს პროცესი საქართველოში  ჩასვლამდე. ორმაგი მოქალაქეობის სურვილი ყველას აქვს.

ჩემი მიზანია, ადამიანებს ავუხსნა და დავანახო ამერიკის ისტორია, დემოკრატიული მმართველობის სისტემის სიკეთეები, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მოითხოვონ ასეთივე სიკეთეების შექმნა საქართველოში. ხელისუფლებას ხალხი კეთილდღეობის შესაქმნელად ქირაობს.

  • თინა, შეგიძლია ერთი მაგალითი დაგვისახელოთ ამერიკული მმართველობიდან, რომლის ანალოგსაც ისურვებდით საქართველოში? 

კონტროლის და ბალანსის (checking and balance) მექანიზმი, როცა ხელისუფლების სამივე შტო არის თანაბარი. ვფიქრობ, ეს ქმნის დემოკრატიას.

სამწუხაროდ, ამ წინასაარჩევნოდაც კი არავინ ამის საჭიროებაზე არ საუბრობს. თუ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი, საარჩევნო კომისიაც გამართულად იმუშავებს, შეგიძლია წახვიდე და გაასაჩივრო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება. ხელისუფლების სამივე შტოს სანამ არ ექნება თანაბარი უფლება (არ იქნებიან ერთმანეთზე ძლიერი),  ვფიქრობ, ქვეყანა  ვერ განვითარდება.

  • როგორ შეადარებდით ამერიკულ და ქართულ  არჩევნებს?

ამერიკაში საარჩევნო კომისია არ არსებობს. ამერიკაში, ბიულეტენში აღნიშნავ კანდიდატს, რომელსაც ირჩევ, ეს ბიულეტენი შედის სპეციალურ აპარატში  და შედეგი აისახება იმ კანდიდატის საარჩევნო ოფისში, ვისაც მხარს დაუჭერ. 8 საათზე, როცა ხმის მიცემა სრულდება, ითვლიან უბნებზე ხმებს.  არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, აქ ამერიკაში ვიღებთ ელექტრონულ ბარათებს, რომელიც წააგავს ბანკის ბარათებს და ელექტრონული სისტემითაც შეგიძლია ხმის მიცემა. ეს პროცესი იოლია.

არჩევნები რამდენიმე დღეს გრძელდება და მხოლოდ ერთი დღე არ არის განსაზღვრული არჩევნებში მონაწილეობისთვის.

პირველი ეტაპია, როცა  ხალხი ირჩევს კანდიდატს, დემოკრატები  და რესპუბლიკები ატარებენ პრაიმერს. პრაიმერის საშუალებით ირჩევენ პრეზიდენტობის კანდიდატს. პრეზიდენტი ირჩევს ვიცე პრეზიდენტს. არჩევნებში მოსახლეობა ირჩევს ან დემოკრატების ან რესპუბლიკელების კანდიდატს. ხალხის არჩევნები როცა სრულდება, იწყება მეორე ეტაპი, ამომრჩეველთა  კოლეგია. ამომრჩეველთა კოლეგია  შედგება კონგრესის  ორივე  ნაწილისგან. კონგრესი შედგება წარმომადგენლობითი პალატისა და სენატისგან. 435 წევრი წარმომადგენლობით პალატას ემატება სენატორი და ემატება სამი დელეგატი დედაქალაქიდან, Washington DC-დან.

ხმის მიცემის მეორე ეტაპი ამომრჩეველთა კოლეგიის გადაწყვეტილებაა,  270-ზე მეტი ხმა რომელ კანდიდატსაც ექნება, ის ხდება პრეზიდენტი. მაგალითად, როცა ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი მონაწილეობდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში, ხალხის ხმის ოდენობით გაიმარჯვა ჰილარიმ, მაგრამ ამომრჩეველთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ტრამპმა მიიღო 270 ხმაზე მეტი, ამიტომაც ის გახდა პრეზიდენტი.

  • თქვენ იცით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა შეიტანეს სარჩელი „რუსულ კანონის“ გასაუქმებლად, განხილვა დასრულებულია, სასამართლომ არ შეაჩერა კანონის მოქმედება, თუმცა  ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. შეგიძლიათ შეადაროთ ამერიკის და საქართველოს სასამართლო სისტემა?

მთავრობის სამი შტოდან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად  სასამართლოს თანაბარი ძალაუფლება აქვს. მისი უზენაესი წარმომადგენელი უზენაესი სასამართლოა, სადაც 9 უვადო დანიშნული მოსამართლეა. მოსამართლეებს აქვთ დიდი ცნობადობა საზოგადოებაში, ისინი  ცნობადები არიან თავიანთი საქმიანობით, მიღებული განაჩენებით, სასამართლო პროცესებით. მოსამართლეები ირჩევიან. ისინი შეიძლება დაასახელოს პრეზიდენტმა, პარტიებმა, თუმცა მათ ირჩევს მოსახლეობა – კანდიდატურას ამტკიცებს სენატი, რომელიც თავის მხრის შტატების მიხედვით ხალხის ხმაა.

მოსამართლეებს და გენერალურ პროკურორს ხალხი ირჩევს ფედერალური არჩევნების დროს. მათი გადაწყვეტილებები სახელმძღვანელოა. თუმცა როცა გადაწყვეტილებებს მოქალაქეები აპროტესტებენ, ისინი უსმენენ ხალხს. მაგალითად, აბორტის თემასთან დაკავშირებით გადახედეს თავიანთ გადაწყვეტილებებს. ჩვენ, სამწუხაროდ, კლანურ მმართველობა გვაქვს ქართულ სასამართლოში.

  • რატომ ვირჩევთ ევროპას?

განა ასეთი რთულია არჩევანის გაკეთება დამპყრობელსა და მეგობრებს შორის? ევროპას და ამერიკას ჩვენი ტერიტორიები არ დაუპყრია. რუსეთი კი ოკუპანტია, ისინი ჩვენი მტრები არიან. ჩვენი გმირების მკვლელები, რუსეთი არის ძალადობის და პროპაგანდის სახელმწიფო.

ამერიკა გვეხმარება ჩვენი ავთენტურობის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენახვაში, ერთმორწმუნე რუსებმა კი ქართული ფრესკები ჩამორეცხეს და გაანადგურეს, ეკლესიები სააბაზანოდ და სასტუმროებად გადააკეთეს. ადამიანები უნდა დავფიქრდეთ საით უნდა წავიდეთ. ამერიკა და ევროპა არის ის გზა, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.            

  • თინათინ, როგორ გგონიათ, რატომ ცდილობს ხელისუფლება ჩაკლას და გააქროს თავისუფალ სიტყვა საქართველოში?    

სიტყვის თავისუფლების მოსპობა ტოტალიტარული მმართველობის თანმდევია. აი, აქეთკენ მიჰყავთ ქვეყანა. მმართველმა პარტიამ კარგად იცის, რომ დემოკრატიის საწყისი და ფუძეა სიტყვის თავისუფლება, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია.

მედიასთან ერთად, გამოწვევაა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა. ისინი არ არიან სახელმწიფო ბალანსზე, სახელმწიფო ვერ აკონტროლებს მათ. როცა სახელმწიფო მიდის ტოტალიტარული მმართველობისკენ, მტრად ცხადდება დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ურჩევნიათ ხალხს აკონტროლებდნენ და აწვდიდნენ გაფილტრულ ინფორმაციას.

გაბლარონ რეალობა – რაც ახლა ხდება, რუსეთის მსგავსია.

ხშირად ამბობენ ამ კანონზე – რა არის ამაში რუსული? მართალია, რუსეთმაც ისე დაიწყო, როგორც ჩვენი მთავრობა აპირებს. აკონტროლონ, გააუქმონ და გააქრონ ის ორგანიზაციებო, რომლებსაც თავად ვერ აკონტროლებენ. დაარქვეს აგენტები, მიუმატეს ამას უცხო ქვეყნის გავლენა. აგენტი აგენტია, რაც არ უნდა სხვა სინონიმი დაარქვა.

„ფარა“ სულ სხვა კანონია, მაგრამ „ოცნება“ იღებს ერთ პატარა სიმართლის მარცვალს, ურევს ტყუილში და ცდილობენ დააჯერონ ადამიანები. ასე ახდენენ გავლენას მოქალაქეებზე. ვინც  სიმართლეს ლაპარაკობს, მათ არბევენ, სცემენ, ურეკავენ და აშინებენ. დიახ, ასე დაიწყო რუსეთშიც.

ამიტომ მგონია, რომ ჩვენ ახლა შანსი გვაქვს ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა საფრთხისგან, ვიხსნათ არჩევნების გზით. აუცილებელია წავიდეთ არჩევნებზე. ამ მთავრობის და საარჩევნო კომისიის პირობებში აუცილებლად იქნება გაყალბების საფრთხე, მაგრამ ჩვენ აქაც შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ხმები, თუ ვიქნებით ბევრნი, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა ახლა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა.

ამ არჩევნებში მონაწილეობას არ აღვიქვამ როგორც კონსტიტუციურ უფლებას, ეს რაღაც უფრო დიდია. ერთ-ერთ მორიგ ისტორიულ ბრძოლას ჰგავს. მე კი მგონია, რომ ჩემი „ტყვია“ უნდა გავისროლო ჩემი სამშობლოს დასაცავად – წავიდე არჩევნებზე.

___

მთავარი ფოტო: თინათინ გიგოლაშვილი შვილებთან ერთად

ხელვაჩაურში მაღაზია გაქურდეს

ხელვაჩაურში მაღაზია გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტები.

ადგილობრივები რამდენიმე მაღაზიის გაქურდვაზე საუბრობენ, თუმცა პოლიცია მხოლოდ ერთი მაღაზიის გაქურდვის ფაქტს ადასტურებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 177 -ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

ბარცხანაში, შენობაში შეჭრილი უსახლკაროები პოლიციამ იძულებით გამოიყვანა

დღეს, 13 ოქტომბერს, 30 უსახლკარო ადამიანი ბარცხანაში, ნონეშვილის 63 ნომერში, მიტოვებულ შენობაში შეიჭრა. თუმცა უსახლკაროებს შენობა პოლიციამ დაატოვებინა.

„ბათუმელები“ ესაუბრა ერთ-ერთ მოქალაქეს, ნაილი ბეჟანიძეს, რომელიც ამჟამად პოლიციის მიერ გამოსახლებულ უსახლკარო ადამიანებთანაა.

„ეს შენობა ყოფილა კერძო საკუთრება, ამიტომ გამოიყვანა პოლიციამ ეს ხალხი შენობიდან, რადგან ამბობენ, რომ შენობა შპს „საზღვაო ტექსერვისს“ ეკუთვნის.

12:00 საათზე მოვიდა პოლიცია და დაატოვებინეს შენობა ამ ადამიანებს. არც კი ვიცი, სად წავლენ ეს ადამიანები ამ საშინელ წვიმაში“- გვითხრა ნაილი ბეჟანიძემ.

25 უსახლკარო ოჯახი ასევე შეჭრილია ბუკნარში. ისინი რამდენიმე დღეა იმყოფებიან აქ, შენობაში და მოითხოვენ, რომ მთავრობამ დაიწყოს მათთან მოლაპარაკება, თუმცა როგორც უსახლკაროებმა გვითხრეს, ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით რაიმე ხელშესახები ნაბიჯები არ გადადგმულა.

ათეულობით უსახლკარო ადამიანი მთელი წელია საპროტესტო აქციებს მართავს ბათუმის მერიასა და მთავრობის შენობასთან. ისინი ითხოვენ, მერიამ საბინაო ფონდიდან დააკმაყოფილოს უსახლკარო ადამიანები.

უსახლკაროები ასევე ითხოვდნენ გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ კორპუსებში შესახლებასაც. კორპუსები კერძო საკუთრებაა, ამიტომ აქციის მონაწილეები სთხოვდნენ მთავრობას, მოელაპარაკოს მესაკუთრე კომპანიას ამ კორპუსების დათმობაზე, შემდეგ კი ისინი ამ კორპუსებში შეასახლოს.

უსახლკაროებმა მორიგი საპროტესტო აქცია 10 ოქტომბერსაც გამართეს, როდესაც „ქართული ოცნება“ შეხვედრას მართავდა ბათუმში მხარდამჭერებთან. ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასაც ითხოვდნენ, თუმცა უსახლკაროებს მმართველი პარტიის ხელმძღვანელებმა ყურადღება არ მიაქციეს.

 

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 ოქტომბრის 21 საათიდან 14 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელვა-ჭექა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 3-4 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 15 და 16 ოქტომბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელვა-ჭექა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 668 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
  • ტანკი – 8 971 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 17 876 ერთეული [+49]
  • საარტილერიო სისტემა – 19 410 ერთეული [+29]
  • MLRS – 1 231 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 978 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 992 ერთეული [+45]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 619 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 584 ერთეული [+71]
  • სპეცტექნიკა – 3 435 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 33 580 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 582 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 619 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 472 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 16 106 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 230 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მოქალაქეები ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ და დისკუსია ბათუმში

დღეს, 12 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან კამპანია „ამომრჩევლების“ ფარგლებში, დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებმა თავიანთ სფეროებში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „სოლიდარობის თემის“ აქტივისტები, შშმ თემის წარმომადგენლები და აქტივისტები, რომლებმაც ქალაქის ურბანული განვითარების პრობლემებზე ისაუბრეს.

დისკუსიის პარალელურად, გაიმართა აჭარაში არსებული ისტორიული მეჩეთების გამოფენაც. „სოლიდარობის თემის“ წევრებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რა ვითარებაშიცაა დღეს, აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მქონე მეჩეთები.

გამოფენა და დისკუსია ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„ჩვენ, მუსლიმი აქტივისტები ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაცნოთ იმ მრავალფეროვნების რეალური სახე, რითაც ყოველთვის ვამაყობთ საქართველოში.

მოვამზადეთ ტურისტული რუკები, სადაც დატანილია ისტორიული მეჩეთები და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია გამოიყენოს ეს რუკები, როგორც ელექტრონულად, ასევე ბეჭდური სახით. 25 ისტორიული მეჩეთის შესახებ მოვიკვლიეთ მასალები და დავიტანეთ ამ რუკაზე.

ჩვენ, პოლიტიკური დღის წესრიგში ვაყენებთ ამ მეჩეთებზე მზრუნველობის საკითხს, რადგან გვინდა, რომ სახელმწიფომ იზრუნოს მათზე, როგორც ქვეყნის მრავალფეროვნების ნაწილზე.

აჭარის უმაღლეს საბჭოშიც შევიტანეთ პეტიცია, თუმცა სამწუხაროდ, ქმედითი ნაბიჯები ვერ ვიხილეთ მათი მხრიდან.

ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს ამ მეჩეთების გამოჩენა, პირიქით, უფრო ხილული უნდა გავხადოთ ეს მემკვიდრეობა, რადგან ამ მეჩეთებს არა მარტო ქართველი მუსლიმებისთვის აქვს ღირებულება, ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვისაც“, – ამბობს ნესტან ანანიძე.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ქალაქის ურბანული განვითარების საკითხებზე და იმ ქაოსურ მშენებლობებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ურბანულ გარემოს და აღარ ტოვებს თავისუფალ სივრცეებს ადამიანებისთვის.

გამოფენა და დისკუსია ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

კამპანია „ამომრჩევლების“ წარმომადგენელმა, ლევან ლორთქიფანიძემ ასევე ისაუბრა ეკონომიკური განვითარების ფაქტორებზე. მან თქვა, რომ  ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სამართლიანად გადანაწილდება ქვეყნის რესურსები, ქვეყნის სიმდიდრე ხალხზე და ის არ იქნება მიტაცებული ცალკეული ჯგუფების მხრიდან.

კამპანია „ამომრჩევლები“, ივლისის დასაწყისში შეიქმნა და როგორც მისი წარმომადგენლები აცხადებენ, ის მიმართულია ასევე ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ.

„ჩვენი ამოცანაა, შევხვდეთ ადამიანებს, აქტივისტებს, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს და მათთან ერთად ვისაუბროთ იმაზე, როგორ არის ყველა ეს პრობლემა დაკავშირებული ერთპარტიულ მმართველობასთან“, – ამბობს „ამომრჩევლების“ წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე.

დისკუსია ბათუმში

კამპანიის ფარგლებში შეხვედრები იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც გაზეთების და ლიფლეტების დარიგების გარდა სამოქალაქო აქტივისტები დისკუსიას მართავენ ადგილობრივ პრობლემებზე და მსჯელობენ მათი გადაჭრის გზებზე.

შეხვედრაზე ასევე დაგეგმილი იყო ეკა წოწორიას დოკუმენტური ფილმის – „გველეშაპის“ ჩვენება, რომელიც მოგვითხრობს ბალდის პროტესტზე, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო, ფილმის ჩვენება ვერ მოხერხდა.

ქუთაისში მოქალაქეები „ოცნების“ მიერ დაპირებულ პროექტებს, ფანრით ეძებენ

სამოქალაქო მოძრაობის, – „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ წევრებმა, ბერძენი ფილოსოფოსის მეთოდით, ქუთაისში ძებნა გამოაცხადეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ დაჰპირდათ.

სამოქალაქო აქტივისტები ფანრებით ხელში ეძებდნენ რეაბილიტირებულ რიონის პირა სახლებს, ელექტრომობილების ქარხანას, ოცნების ქალაქს, ტექნოლოგიურ ჰაბებს და სხვა პროექტებს, რომელიც წესით დასრულებული უნდა იყოს ამ დროისთვის, თუმცა, ადგილზე ძირითად შემთხვევაში რქოსანი პირუტყვი ბალახობს.

„ჩვენ, დღეს, ფარნებით ვეძებდით „ოცნების” პროექტებს. ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. ის, რომ ქუთაისი დაცლილია, არ არის მხოლოდ ქუთაისის პრობლემა, ეს ალბათ, პირველ რიგში, თბილისის პრობლემაც არის.

მაშინ, როდესაც სახელმწიფო კომპანიების უმეტესობა და სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, თბილისში ფუნქციონირებს, თავისთავად, ეკონომიკაც მთლიანად კონცენტრირებულია თბილისში და მთელი საქართველო, შეიძლება ითქვას, ერთ ქალაქში ცხოვრობს“, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ეკა ფხაკაძე.

მათი თქმით, „ქართული ოცნების” 12-წლიანი მმართველობის განმავლობაში ქუთაისმა დაკარგა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი, განვითარების პერსპექტივა, ქალაქი დატოვა 30 ათასზე მეტმა ადამიანმა და მოსახლეობის რაოდენობით ქუთაისმა მეორე ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა.

აქტივისტები მოუწოდებენ თანაქალაქელებს, საპარლამენტო არჩევნებში  ხმა მისცენ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საქართველოსთვის ევროინტეგრაციის კურსის და ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნების პირობას დადებენ.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 667 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 290]
  • ტანკი – 8 962 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 17 827 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 19 381 ერთეული [+59]
  • MLRS – 1 230 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 976 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 947 ერთეული [+110]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 619 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 513 ერთეული [+115]
  • სპეცტექნიკა – 3 434 ერთეული [+38]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 33 544 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 582 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 611 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 470 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 16 048 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 197 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც დღეს მთავრობამ გახსნა, მანქანებისთვის გადაკეტილია

ბათუმის შემოვლითი გზა საქართველოს მთავრობამ დღეს, 11 ოქტომბერს ოფიციალურად გახსნა, თუმცა „გახსნიდან“ რამდენიმე საათის განმავლობაში გზა ავტოტრანსპორტისთვის ისევ გადაკეტილია.

ამ დროისთვის [18:00 სთ] „ბათუმელებმა“ ვერ დაადგინა, როდის გაიხსნება ახალი გზა ავტოტრანსპორტისთვის.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „ბათუმის შემოვლითი გზა გახსნილია“, დეპარტამენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე კი ჩვენს შეკითხვას საერთოდ არ უპასუხეს.

ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც მთავრობამ დღეს ოფიციალურად გახსნა, ავტომანქანებისთვის ამ დრომდე ჩაკეტილია. 11.10.2024

ახალი გზა დაახლოებით 14 კილომეტრია და ის ქალაქის ცენტრალური უბნების გვერდის ავლით, მახინჯაურის გვირაბიდან ხელვაჩაურში [ფრიდონ ხალვაშის გამზირთან] გადის.

ბათუმის შემოვლითი გზა / ფოტო: გზების დეპარტამენტი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) მიღებული სესხების ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ კი 330 მილიონი ლარი შეადგინა.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელისუფლების თავდაპირველი გათვლებით, 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. ამის შემდეგ მშენებლობის დასრულების თარიღი რამდენჯერმე გადაავადეს და მოგვიანებით 2023 წელიდაასახელეს, ბოლოს კი –2024 წელი.

ბათუმის შემოვლითი გზა / ფოტო: გზების დეპარტამენტი

ახალი გზა 2-ზოლიანია, რომელიც მოიცავს 20 ხიდს და 5 გვირაბს, მოწყობილია 4 სატრანსპორტო კვანძი.

ბათუმის შემოვლითი გზა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან ქობულეთის შემოვლითი გზის გაგრძელებაა.

სამინისტროს განცხადებით ახალი გზა ქალაქს 43 პროცენტით განტვირთავს ავტოტრანსპორტისგან.

შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ სამინისტროდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ შლიან სცენას, რომელიც გახსნის ცერემონიისთვის იყო მოწყობილი უშუალოდ გზის სავალ ნაწილზე. როდის დასრულდება ეს სამუშაოები და როდის გაიხსნება გზა ავტოტრანსპორტისთვის, სამინისტროში ვერ დაგვიკონკრეტეს.

განახლება: 12 ოქტომბრიდან ბათუმის შემოვლითი გზა გახსნილია და ავტოტრანსპორტი თავისუფლად მოძრაობს:

ბათუმის შემოვლითი გზა გახსნილია / საგზაო კვანძი ხალვაშის გამზირთან / 12.10.2024

ბათუმის შემოვლითი გზა გახსნილია / საგზაო კვანძი ხალვაშის გამზირთან / 12.10.2024

სამომავლოდ ბათუმის შემოვლითი გზა ხალვაშის გამზირიდან სარფის საბაჟომდე უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც, პროექტის მიხედვით, დაგეგმილია მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდისა და ასევე, 7,5 კილომეტრიანი გვირაბის აშენება.

ჭოროხი-სარფის ახალი მაგისტრალის პროექტირების დასრულება თავიდან 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება – 2020 წლის გაზაფხულზე, თუმცა, დღეს მშენებლობაზე ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული.

ამ თემაზე ვრცლად:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

 

 

ბათუმის მერია ახალი მიკროავტობუსებისთვის ავტომატური საკეტების ყიდვას აპირებს 

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ახალ მიკროავტობუსებზე კარების საკეტების შეცვლას გეგმავს. უფრო ზუსტად, მიკროავტობუსის კარზე, რომელიც მექანიკურად იღება და იკეტება, ავტომატურ ელექტრონულ საკეტს დაამონტაჟებენ.

რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან საკეტების მონტაჟზე ჯერ უცნობია. „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მიკროავტობუსის კარის ავტომატური საკეტი მექანიზმის მონტაჟის ფასის დასადგენად ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს.

ტექნიკური დავალების მიხედვით: „მგზავრის შესასვლელი კარის ავტომატური საკეტი მექანიზმი წარმოადგენს მოწყობილობას, რომელიც მონტაჟდება უშუალოდ მიკროავტობუსის კარზე და უზრუნველყოფს კარის ავტომატურ გაღება-დაკეტვის პროცესს. მოწყობილობის მართვა ხდება მხოლოდ მძღოლის მიერ ღილაკის მეშვეობით. მგზავრების უსაფრთხოების მიზნით, მექანიზმის ძრავები დაფარული უნდა იყოს ლითონის ფირფიტით.“

დაინტერესებულმა პირებმა „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ თავიანთი წინადადებები – შესასყიდი მომსახურების სავარაუდო ღირებულების შესახებ, 2024 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინონ.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მიკროავტობუსების ტექმომსახურეობის ფასის დასადგენადაც იკვლევს ბაზარს.

100 ახალი მიკროავტობუსის [კატეგორია: M2, ბრენდი: FORD, მოდელი: Transit 460E, გამოშვების წელი: 2024] შესასყიდად ბიუჯეტიდან 16 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. კარის ავტომატური საკეტი კი, ტენდერში თავიდან არ იყო მოთხოვნილი [შესაბამისად, მისი ფასი ამ თანხაში არ შედის].

მიკროავტობუსები ბათუმში 2024 წლის ივლისში შემოიტანეს და წინასაარჩევნოდ ახალ ხაზებზე სექტემბრიდან დანიშნეს.

გარდა იმისა, რომ მუნიციპალური ავტობუსების კარები მექანიკურად იღება და იკეტება, არცერთი ეს მიკროავტობუსი არ არის ადაპტირებული შშმ პირებზე:

ეტლით მოსარგებლე ადამიანები არ გაგვითვალისწინეს – არაადაპტირებული მიკროავტობუსები ბათუმში

ახალი მიკროავტობუსები ბათუმში უკვე არსებულ მუნიციპალურ სამარშრუტო ხაზებზე არ დაუნიშნიათ. მათი ნაწილი ბათუმის ტერიტორიაზე რამდენიმე ახალ ხაზზე მოძრაობს, უმეტესობა კი – ბათუმისა და ხელვაჩაურის სოფლების დამაკავშირებელ ახალ ხაზებზე.

რა მარშრუტით მოძრაობენ ბათუმსა და ხელვაჩაურის სოფლებში მუნიციპალური მიკროავტობუსები

აღსანიშნავია, რომ არსებულ, ანუ „ძველ“ სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ლიცენზიას/ნებართვას ბათუმის მერია კონკურსის წესით გასცემს, სადაც ბოლო წლებში თითქმის ერთი და იგივე კერძო კომპანიები იმარჯვებენ.

ბოლო აუქციონის პირობის მიხედვით ბათუმში ყოველდღიურად ჯამში 250 მიკროავტობუსი უნდა მოძრაობდეს „ძველ“ ხაზებზე, თუმცა მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია და თითქმის არცერთ ხაზზე არ არის დაცული ინტერვალი მიკროავტობუსებს შორის.

ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღეს ხაზებზე ყოველდღიურად დაახლოებით 150-მდე მიკროავტობუსი თუ მოძრაობს, ლიცენზიას კი ვადა პირველ დეკემბრამდე აქვს. შესაბამისად, ახალი კონკურსია გამოსაცხადებელი, რომელიც დეკემბრამდე დასრულებული უნდა იყოს.

მერიაში ამბობენ, რომ კონკურსის პირობებზე მუშაობენ, თუმცა, მოსალოდნელია „ძველი“ სამარშრუტო ხაზების შემცირება, რასაც საკრებულოს დადგენილება სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ „ძველ“ ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსების კარები ავტომატურ საკეტებზეა, მერიაში ამბობენ რომ ეს მათი მოთხოვნა არ ყოფილა. იქნება თუ არა ახალ საკონკურსო პირობებში ავტომატური საკეტის ვალდებულება – ამ კითხვაზე ბათუმის მერიაში ვერ გვიპასუხეს.

რაც შეეხება ბათუმის ტერიტორიაზე მოძრავ ახალ მიკროავტობუსებს, მათი სამარშრუტო ხაზები ჯერ საკრებულოს დამტკიცებული არ აქვს. მერიაში ამბობენ რომ ეს საცდელი ხაზებია და დასამტკიცებლად საკრებულოს ცოტა მოგვიანებით წარუდგენენ.

„რაც შეეხება ხელვაჩაურის სოფლებში მოძრავ მიკროავტობუსებს, ხელშეკრულება ხელვაჩაურის მერიასთან არის გაფორმებული“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

ამავე თემაზე:

ბათუმი 100 მიკროავტობუსს იყიდის

 

 

„ვალდებულებების შესრულებამდე არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა“ – ბრიფინგი ბათუმში

„მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს, ვალდებულებების შესრულებამდე არ გასცეს ცათამბჯენების მშენებლობის ნებართვა,“ – განაცხადა დღეს, 11 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აზა გაბუნიამ, რომელიც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრია.

ბრიფინგზე გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგისკენ მოუწოდეს, რომ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

საუბარია ახალ ცათამბჯენებზე – ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობამდე „ამბასადორი“ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს.

„14 აგვისტოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს  გადაწყვეტილების  ბრძანების შესაბამისად, „ამბასადორ ბათუმი აილენდს” ახალი ვალდებულებები დაეკისრა, ნაწილის შესასრულებლად  სამთვიანი პერიოდი მიეცა, მითითებული ვადის ამოწურვამდე ერთი თვეა დარჩენილი, თუმცა არცერთი ვალდებულება ამ დრომდე  არ არის შესრულებული.

ამ ფონზე კომპანია ნახევრად მშენებარე კუნძულზე 5 ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვას ითხოვს,“ – განაცხადა აზა გაბუნიამ.

„ჩემთვის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრისთვის, ინფორმაცია ამ პროექტზე არის დამალული, დახურული,“ – ამბობს ვაჟა დარჩია, ბათუმის საკრებულოს წევრი და „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრი.

ვაჟა დარჩია და აზა გაბუნია

„ეს კუნძული საერთოდ ამოღებულია ბათუმის გენერალური გეგმის დოკუმენტიდან, ეს დოკუმენტი განსაზღვრავს სამომავლოდ ქალაქის ურბანულ პოლიტიკას და მასში ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან გადახდილია 2 მილიონ ლარზე მეტი.

წარმოუდგენელია ქალაქში შენდებოდეს ცალკე ქალაქი და ის არ იყოს ასახული დოკუმენტში, რომელიც ასახავს ქალაქის სამომავლო ურბანულ პოლიტიკას,“ – განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

ამ თემაზე:

რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია

12 ოქტომბერს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება – „ნოტები შემოდგომიდან“

შაბათს, 12 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის გიორგი გაბრიჩიძის სახელობის ზღვისპირა პარკში ღონისძიება – „ნოტები შემოდგომიდან“ გაიმართება.

12 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისათვის ბაღში შესვლა უფასო იქნება.

ბოტანიკური ბაღის ცნობით, „ნოტები შემოდგომიდან“ წელს ბოტანიკური ბაღის გეგმურ ღონისძიებათა სიაში შევიდა საქართველოს ტრადიციული მეღვინეობა-მევენახეობის დარგის კიდევ უფრო პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, და ამასთან, ბაღის ვიზიტორთა მზარდი ინტერესიდან გამომდინარე.

ღონისძიებაში 30-ამდე კერძო პირი და ორგანიზაცია მონაწილეობს.

ქობულეთში კაცმა მეზობელი წარსულში არსებული უთანხმოების გამო მოკლა – პროკურატურის ვერსია

პროკურატურამ ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა „დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, კიდევ ერთი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობის, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე“.

პროკურატურა წერს, რომ შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ „8 ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი ოჯახური კონფლიქტის დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას, რის შემდგომაც ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამაკაცი წარსულში არსებული უთანხმოების გამო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ბრალდებულმა ასევე მეორე პირის მიმართ მოკვლის განზრახვით გასროლა განახორციელა“.

ბრალდებული იმავე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მკვლელობის იარაღი, და ასევე, ბრალდებულის სახლის ჩხრეკის შედეგად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში – ორი პირის მიმართ), 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

არჩევნებში ხმის მისაცემად 8 საათის გზაზე მივდივარ – სტუდენტი ბათუმიდან

წელს არჩევნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს 18 წლის ნათია ვანაძე. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის მეორე კურსზე სწავლობს.

ნათიას არჩევნებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ. სტუდენტი ამბობს, რომ ერთი სული აქვს, როდის მივა არჩევნებზე.

  • ნათია, რატომაა თქვენთვის არჩევნებზე წასვლა მნიშვნელოვანი?

მინდა ეს მთავრობა დასრულდეს.

ჩემი აზრით, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა არჩევნებზე წასვლა, რადგან ჩვენი ერთი ხმა ყველაფერს ცვლის. ჩვენ ვართ ის, ვისაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია და როცა არ მოგწონს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, უნდა შევცვალოთ.

ვფიქრობ, არ გამოგვადგება ნიჰილისტური დამოკიდებულება თუ გვექნება. თუ ფიქრობ, რომ 3-4 მილიონ ადამიანში ერთი ხმა არაფერს შეცვლის, იმედგაცრუება, პარტიების ხედვებზე ინფორმაციის ნაკლებობა… პირიქით, საზოგადოებას უნდა მოვუწოდოთ, დავარწმუნოთ, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის ბედისთვის.

ჩვენ გვინდა, შევცვალოთ მომავალი. ვიცხოვროთ უკეთეს გარემოში, გვქონდეს უკეთესი განათლება, გვქონდეს ურთიერთობა ევროპის წამყვან ქვეყნებთან და ვფიქრობ, არჩევნები მთავარი ბერკეტია, რომელიც ამ და სხვა დადებით ცვლილებებს მოგვიტანს.

ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვაკეთებთ არჩევანს ევროპასა და რუსეთს შორის. რა გვინდა – ევროპა, როგორც განვითარების სიმბოლო, თუ რუსეთის ჭაობი.

თუ დავრჩებით ამ ხელისუფლების პირობებში, მგონია, რომ არაფერი გამოგვივა და მომავალი წაგვერთმევა ახალგაზრდებს. აუცილებელია, ყველა მივიდეთ არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ვთქვათ რა გვინდა.
  • როგორი განწყობაა ბათუმელ ახალგაზრდებში თქვენი დაკვირვებით? აპირებენ წასვლას?

კი. ჩემი ყველა მეგობარი თუ ნაცნობი მიდის არჩევნებზე. ყველა ძალიან დიდი მოლოდინით ველოდებით არჩევნებს, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით.

ისეთი მონდომებულები არიან ახალგაზრდები… ვიცი, რომ ბევრ პროექტში მონაწილეობენ. მეც ვმონაწილეობ, სადაც ვეცნობი, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მაგალითად, აუცილებლად უნდა გავაფერადოთ და არ შემოვხაზოთ ჩვენი არჩევანი, შემდეგ კი სხვებს ვაცნობთ.

  • უნივერსიტეტში, ლექციებზე თუ საუბრობთ, განიხილავთ მოახლოებულ არჩევნებს?

კი, სხვათა შორის განიხილება. ჩვენ ახლა გვაქვს საუნივერსიტეტო პროექტი და გვინდა, რომ არჩევნებამდე მოვასწროთ. ეს იქნება იმიტირებული არჩევნები უნივერსიტეტში, რაც სტუდენტებს მისცემს ცოდნას.

  • თუ ცდილობთ ოჯახის წევრების, ნათესავების დათანხმებას, ყველა მათგანი წავიდეს არჩევნებზე?

ჩემს მშობლებს და ბებია-ბაბუას ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა მივიდნენ არჩევნებზე. აქ არ ვარ ჩაწერილი და ხმის მისაცემად მივდივარ სოფელში, რომელიც 8 საათის მანძილზეა. არჩევნებზე წავალ ბებოსთან ერთად ნინოწმინდაში, სოფელ სპასოვკაში.

  • მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რას ეტყოდი?

რატომ აკეთებენ ამას? – ჩემი პირველი კითხვა ეს არის.

რატომ გვართმევენ გამიზნულად მომავალს?

სად არიან მათი შვილები? – ევროპაში. სად იღებენ განათლებას? – ევროპაში. „დაბალ რგოლებს“ გვჩაგრავენ და ჩვენთვის არ ემეტებათ?!

  • პირველ რიგში რა გინდათ შეიცვალოს არჩევნების შემდეგ?

პირველ რიგში განათლების სისტემას მოვაწესრიგებდი. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია კორუფციის აღმოფხვრა. ეს მინდა, რომ შეიცვალოს.

  • რა როლი აქვთ ამ პროცესში უნივერსიტეტებს?

უნივერსიტეტები უნდა იყვნენ მობილიზებული, რომ გაავრცელონ არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ჩაატარონ შეხვედრები, ტრენინგ-კურსები, რომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მაგრამ ეს ჩვენ უნივერსიტეტში არ იგრძნობა და თვითმმართველობიდან ხომ – საერთოდ.

ჩვენ ევროპული მომავლისკენ მივისწრაფვით. დიდი განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის, თუ როგორი თავისუფლები არიან… ჩვენ ამისთვის ვიბრძვით ახლა და ვფიქრობ, ბოლომდე ვიბრძოლებთ.

უნივერსიტეტების თვითმმართველობები აქტიურები უნდა იყვნენ ახლა, აღელვებდეთ მიმდინარე პროცესები და ჩვენთან ერთად იბრძოდნენ.

  • თუ იყავით რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე?

აქციებზე მისვლით გამოვხატავდი, რა მინდა. გამოვხატავდი, რომ ევროპული მომავლისთვის ვიბრძვი. ისევ წავალ აქციებზე, თუ ამის საჭიროება გახდება.

ვფიქრობ, ყველა უნდა გავიდეს აქციებზე, ვისაც შინაგანი პროტესტი აქვს და დადგეს ხალხის გვერდით. არ უნდა მოვექცეთ „ზემოდან“ ზეწოლის ქვეშ. არ უნდა შეგვეშინდეს.

ამავე თემაზე:

რატომ მივდივარ არჩევნებზე – ბათუმელი სტუდენტები, რომლებიც არჩევნებში პირველად მონაწილეობენ

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ოქტომბრის 21 საათიდან 12 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან და მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია წვიმა და ელვა-ჭექა.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 666 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
  • ტანკი – 8 953 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 17 800 ერთეული [+35]
  • საარტილერიო სისტემა – 19 322 ერთეული [+59]
  • MLRS – 1 229 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 976 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 837 ერთეული [+70]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 619 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 398 ერთეული [+84]
  • სპეცტექნიკა – 3 396 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 33 419 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 582 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 607 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 470 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 988 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 145 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რას წერენ საკონსტიტუციოს მოსამართლეები რუსულ კანონზე – განსხვავებული აზრი

ორი მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძისა და თემურ ტუღუშის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს რუსული კანონი უნდა შეეჩერებინა. ამ მოსამართლეებმა „რუსული კანონის საქმეს“ განსხავებული აზრი დაურთეს.

ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს სარჩელს რუსული კანონის წინააღმდეგ, მას ამ კანონის შეჩერება შეეძლო, თუმცა 2024 წლის 9 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებაზე უარი თქვა. რუსული კანონი ძალაში დატოვეს შემდეგმა მოსამართლეებმა: ვასილ როინიშვილმა, მერაბ ტურავამ, მანანა კობახიძემ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა და ხვიჩა კიკალიშვილმა. კიდევ ერთი მოსამართლე, ირინა იმერლიშვილი კი, სარჩელის განხილვაში არ მონაწილეობდა.

რატომ მიიჩნია ორმა მოსამართლემ, რომ რუსული კანონი უნდა შეჩერებულიყო? – „ბათუმელები“ მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თემურ ტუღუშის „განსხვავებულ აზრს“ სრულად გთავაზობთ:

გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 4 ოქტომბრის №3/3/1828,1829,1834,1837 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს: ა) გასაჩივრებულ კანონს დაქვემდებარებული (მედია) ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად სახელდებისა და ამავე სტატუსით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას და ბ) (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას.

2. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმ (მედია) ორგანიზაციების ჩამონათვალს, რომელთაც მოეთხოვებათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით, ორგანიზაციის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი კი ითვალისწინებს (მედია) ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტებად არანებაყოფლობით რეგისტრაციის შესაძლებლობას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე.

3. რაც შეეხება (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების განმსაზღვრელ ნორმებს, ამ კუთხით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-6 მუხლი ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის განაცხადისა და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას.

გასაჩივრებული ნორმა ადგენს, თუ რა კატეგორიის ინფორმაცია უნდა აისახოს ხსენებულ დეკლარაციაში, ხოლო მისი ფორმა მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ და მასში დეტალურად მიეთითება ინფორმაცია, ორგანიზაციის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ, მათ შორის, ორგანიზაციის მიერ გაწეული ხარჯების მიმღებ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, სახელწოდება და სამართლებრივი ფორმა). საფინანსო დეკლარაცია ქვეყნდება საჯაროდ.

ამავე დროს, სადავო კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას, კანონით დადგენილი ვალდებულებების სათანადოდ შესრულების შემოწმების მიზნით, ჰქონდეს წვდომა ორგანიზაციაში არსებულ ნებისმიერ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა. აღნიშნული მიზნით კი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საჭირო ინფორმაცია, სავალდებულო წესით მოითხოვოს, ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისგან, ასევე, სახელმწიფო დაწესებულებისგან.

4. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინები, მათი ნეგატიური შინაარსის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ აყენებს მისი მოქმედების სფეროში მოქცეული სუბიექტების დამოუკიდებლობას და წარმოაჩენს მათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, ხსენებული სახელდება იწვევს (მედია) ორგანიზაციებისათვის რეპუტაციის შელახვას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და სანდოობას და ხელს უშლის ორგანიზაციების ეფექტიან ფუნქციონირებას. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, ორგანიზაციებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, მოუწევთ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსით ფუნქციონირება, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მათ რეპუტაციას და ხელს შეუშლის საქმიანობის განხორციელებაში.

ამგვარი ზიანის გამოსწორება კი, თავის მხრივ, შეუძლებელი იქნება შემდგომში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი.

5. ორგანიზაციაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისა და პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების კონტექსტში, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე აპელირებდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება, მოიპოვოს და გაასაჯაროოს ნებისმიერი ხასიათის პერსონალური მონაცემი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა. აღნიშნული კი წარმოშობს როგორც ორგანიზაციაში დასაქმებულთა, ასევე მესამე პირთა პირადი ცხოვრების ხელყოფისა და ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეშლის რისკებს.

6. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე და მიიჩნია, რომ სადავო ნორმების მოქმედების პერიოდში, (მედია) ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსით საქმიანობა არ წარმოადგენს შეუქცევად, გამოუსწორებელ ზიანს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, აღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, მოხდება დამდგარი შედეგების უკუქცევა და იმ მდგომარეობის აღდგენა, რაც არსებობდა სადავო ნორმების ამოქმედებამდე. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, სადავო რეგულირებებისათვის მოქმედების ძალის შენარჩუნება იმგვარად შეარყევს ამ ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების ნდობას და დააზიანებს მათ რეპუტაციას, რომ, შედეგად, მოხდება მათი საქმიანობის პარალიზება (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 57-ე–58-ე პარაგრაფები).

ორგანიზაციაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საკანონმდებლო ბაზის სისტემური ანალიზის, სადავო კანონის აღსასრულებლად გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილებებისა და სადავო რეგულირების პრაქტიკაში გამოყენების გათვალისწინებით, არ იკვეთება მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული პირადი ინფორმაციის გასაჯაროების გამო, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეუქცევადად დარღვევის საფრთხე და, შესაბამისად, არ არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საფუძველი (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 69-ე–74-ე პარაგრაფები).

7. მიგვაჩნია, რომ ჩვენმა კოლეგებმა, წინამდებარე საქმის ფარგლებში, არასწორად შეაფასეს ის შედეგები, რომლებიც შეიძლება, მოჰყვეს (მედია) ორგანიზაციებისათვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასა და ამ სახელით რეესტრში რეგისტრაციას.

სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, სახელმწიფოს მიერ (მედია) ორგანიზაციებისთვის ცალსახად ნეგატიური კონოტაციის მქონე სახელის დარქმევა და ამავე სახელწოდებით რეესტრში რეგისტრაციის დავალდებულება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას, a priori მოიაზრებს რა მათ სხვა სუბიექტების ინტერესების გამტარებელ პირებად, რაც ფუნდამენტურად აზიანებს (მედია) ორგანიზაციების საქმიან რეპუტაციას, სანდოობას და საზოგადოებაში აჩენს მათდამი მტრულ, მასტიგმატიზებელ დამოკიდებულებას.

მიგვაჩნია, რომ ნდობისა და რეპუტაციის შემლახავი სახელწოდებით, სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის გავლის ვალდებულებას, სახელმწიფოს მიერ/მისი სახელით შექმნილი სტიგმის ქვეშ ფუნქციონირებას, ნამდვილად გააჩნია იმის პოტენციალი, რომ შეუქცევადად დაარღვიოს (მედია) ორგანიზაციების უფლებები, რომელთა აღდგენა ვერ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი.

8. გარდა ამისა, ჩვენი პოზიციით, საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე უნდა შეეჩერებინა იმ სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას.

ამ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სადავო ნორმების მოქმედების არშეჩერების არგუმენტად გამოიყენა, მათ შორის, კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებები და სხვა საკანონმდებლო აქტები, რომელთა ანალიზის შედეგადაც დაასკვნა, რომ მოსარჩელე მხარეს აღარ მოეთხოვება მისთვის პრობლემური პირადი მონაცემების წარდგენა/გასაჯაროება.

რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით ჩვენი კოლეგების პოზიციას, რომ სადავო კანონის შინაარსი და ფარგლები შეიძლება შემცირდეს მის აღსასრულებლად გამოცემულ კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად. ამასთანავე, სადავო კანონით (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის ფარგლებს ვერ ამცირებს სხვა საკანონმდებლო აქტებში არსებული მოწესრიგება, რამდენადაც სადავო ნორმები ინფორმაციის მოპოვების უფლებასა და ფარგლებს დამოუკიდებლად აწესრიგებს.

ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, სადავო ნორმებიდან მომდინარე შეზღუდვის შინაარსთან და სახელმწიფოს მიერ მოპოვებადი/გამოქვეყნებადი ინფორმაციის ფარგლებთან მიმართებით, არსებითად მცდარია. მივიჩნევთ, რომ სადავო ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ეძლევა, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების და საჯაროდ გამოქვეყნების უფლება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მყისიერი და შეუქცევადად დარღვევის საფრთხე.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხზე მსჯელობისას უნდა დადგინდეს, შეიცავს თუ არა სადავო ნორმების მოქმედება გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რეალურ და მყისიერ საფრთხეს, შესაძლებელია თუ არა, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების გზით, ამგვარი საფრთხის თავიდან აცილება, რამდენად არსებობს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის თავიდან აცილების სხვა, ალტერნატიული შესაძლებლობა, ისევე, როგორც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით, სხვა პირების უფლებებისა და საჯარო ინტერესების შეზღუდვის საფრთხეც (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

ხსენებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, განსხვავებული აზრის ავტორები, ცალ-ცალკე შევაფასებთ სადავო ნორმების მოქმედების საჭიროებას, როგორც სუბიექტთა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად სახელდებისა და ამავე სახელით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების, ისე საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების საკითხთან მიმართებით.

1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად სახელდებისა და ამავე სახელით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება

10. მოსარჩელეთა პოზიციით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსის მინიჭება იწვევს (მედია) ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და სანდოობას, აგრეთვე ხელს უშლის ორგანიზაციების ეფექტიან ფუნქციონირებას, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს მათი უფლებებისა და თავისუფლებების შეუქცევადად დარღვევას.

11. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად, აუცილებელია, უპირველესად, გაანალიზდეს სადავო კანონის მოქმედების სფეროში მოქცეული სუბიექტების – (მედია) ორგანიზაციების ინსტიტუციური მახასიათებლები, როლი და ფუნქცია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო შემდეგ შეფასდეს, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ საქმიანობაზე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსის მინიჭებასა და ამ სახელით რეგისტრაციის ვალდებულებას.

12. სადავო კანონის მოქმედება ვრცელდება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და მედია ორგანიზაციებზე. საქართველოს კანონმდებლობით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი წარმოადგენს საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილ ორგანიზაციას, რომელიც საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს.

ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებს/მასში გაერთიანებულ პირებს ამოძრავებთ საერთო იდეების რეალიზებისა და მიზნების მიღწევის სურვილი, ხოლო ამ მიზნების მიღწევის ეფექტიან, ხშირ შემთხვევაში კი, უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს გარკვეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბება და ადამიანური თუ ფინანსური რესურსების გაერთიანება/მოზიდვა, სხვაგვარად, დამოუკიდებელი სუბიექტუნარიანობის მქონე იურიდიული პირის დაფუძნება. სათანადო ფორმით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი მისი დამფუძნებლების, თანამშრომლების, ისევე როგორც მასთან საქმიან თუ სხვა ტიპის ურთიერთობაში მყოფი პირების მხრიდან აღიქმება/უნდა აღიქმებოდეს როგორც წესდებით განსაზღვრული, საკუთარი მიზნების მისაღწევად შექმნილი დამოუკიდებელი სუბიექტი.

13. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი შესაძლოა, შეიქმნას მრავალი სხვადასხვა მიზნის მისაღწევად, იქნება ეს ადამიანის უფლებების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვა და ადვოკატირება, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მმართველობით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა თუ სხვა.

ამ მიზნების მიღწევა კი შეუძლებელია იზოლირებულად, სახელმწიფო სტრუქტურებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თუ პირებთან თანამშრომლობის, საზოგადოების წევრებთან კომუნიკაციისა და მათი ჩართულობის გარეშე.

როგორც ზემოხსენებული ორგანიზაციები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს დემოკრატიული საზოგადოებების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებაში, ისე საზოგადოებრივი აზრი, სოციუმის დამოკიდებულება ამ ორგანიზაციებისადმი ახდენს ფუნდამენტურ გავლენას მათ რეპუტაციასა და საქმიანობის ეფექტიანობაზე.

14. ამდენად, (მედია) ორგანიზაციების ფუნქციონირების იმანენტური ნაწილია თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, საკუთარი სახელით, დამოუკიდებლად მოქმედება/პოზიციონირება და საზოგადოების მხრიდან მათი ამგვარად აღქმადობა. სხვა შემთხვევაში, საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიმწოდებელი მედია საშუალებების, ისევე, როგორც სოციალურ ურთიერთობებში ჩართული თუ ხელისუფლების საქმიანობის გარედან შემფასებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიმართ დამოუკიდებლობის აღქმადობის დაკარგვამ შესაძლოა, გამოიწვიოს მათი საქმიანი რეპუტაციისა და ავტორიტეტის შელახვა, პროფესიული უნარებისა და შესაძლებლობების დაკნინება, დისკრედიტაცია და „საზოგადოებრივი დარაჯის როლის“ ეფექტიანად შესრულების შეფერხება.

15. ამ კუთხით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მისი მოქმედების სფეროში მოქცეულ სუბიექტებს – (მედია) ორგანიზაციებს ანიჭებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს. სხვისი ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად მოხსენიება, თავისთავად, იწვევს ასოციაციას, რომ ესა თუ ის პირი მოქმედებს არა დამოუკიდებლად, თვითდასახული მიზნების მისაღწევად, არამედ სხვა პირის მითითებით/დავალებით.

16. სადავო ნორმებში გამოყენებული ტერმინების მკვეთრად უარყოფით შინაარსზე მიუთითებდა განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული სპეციალისტიც – ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ენობრივი მონაცემების კომპიუტერული დამუშავების განყოფილების გამგე – მარინა ბერიძე.

კერძოდ, სპეციალისტის განმარტებების, ისევე, როგორც მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი კვლევის – „საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ლინგვისტური ანალიზის“ თანახმად, ტერმინოლოგიური და კორპუსლინგვისტური მეთოდებით ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სადავო კანონში გამოყენებულ ძირითად ტერმინებს: „უცხოურ ძალას“ და „ინტერესების გამტარებელს“ ქართულ ენობრივ და სოციალურ-კულტურულ სივრცეში გააჩნიათ მკვეთრად უარყოფითი/ნეგატიური მნიშვნელობა.

17. სადავოდ გამხდარი ტერმინები, პრაქტიკულად, ახდენს განურჩევლად ყველა ორგანიზაციის მიკერძოებულ სუბიექტებად წარმოჩენას, ხაზს უსვამს რა ამ ორგანიზაციების სხვაზე დამოკიდებულებას და გამორიცხავს ორგანიზაციის/მისი დამფუძნებლების ავტონომიურ ნებელობას. ნორმატიულ დონეზე სახელმწიფოს ამგვარმა პოზიციონირებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს (მედია) ორგანიზაციების საქმიანი რეპუტაცია, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მათი სანდოობა და საზოგადოებაში გაჩნდეს მათდამი მტრული, მასტიგმატიზებელი დამოკიდებულება.

18. ანალოგიური პოზიციაა გამოთქმული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თაობაზე“ ვენეციის კომისიის 2024 წლის 21 მაისის დაჩქარებული წესით მომზადებულ დასკვნაში, რომლის თანახმადაც, კანონს შემოაქვს სპეციფიკური კატეგორია და იარლიყი იმ სუბიექტებისათვის, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ, ცალკეული სუბიექტების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ გამოყოფამ კი შესაძლოა, შელახოს მათი რეპუტაცია და მათ მიმართ უნდობლობის ატმოსფერო გააჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ დაფინანსება გავლენის ტოლფასია, უბრალო იარლიყიც კი საკმარისი იქნება ორგანიზაციის სტიგმატიზაციისა და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მისთვის ძირის გამოთხრისათვის (იხ., ხსენებული დასკვნის 71-ე–72-ე პარაგრაფები).

19. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სახელდება არა მხოლოდ უარყოფს (მედია) ორგანიზაციების დამოუკიდებლობას, არამედ მათ წარმოაჩენს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად. ზემოხსენებული სტატუსის მინიჭებით, სადავო კანონის რეგულირების ქვეშ მოქცეული ორგანიზაციები წარმოჩენილია, როგორც სხვაზე დამოკიდებული სუბიექტები, რომლებიც ასრულებენ/შეასრულებენ უცხო ძალის მითითებებს და იმოქმედებენ, მათ შორის, საქართველოს ინტერესებთან შეუსაბამოდ.

20. არ გამოირიცხება, რომ რიგი (მედია) ორგანიზაციები, კონკრეტულ შემთხვევებში, მართლაც ასრულებდნენ უცხოური ძალის მითითებებს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ისევე, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ბუნებრივი მდგომარეობა არის საკუთარი მიზნების შესაბამისად საქმიანობა. ასეთად ქმნის მას კანონმდებლობა და, შესაბამისად, როგორც წესი, ამ განწყობით მოქმედებენ მისი დამფუძნებლები და ასეთია მათ მიმართ საზოგადოების აღქმა.

მაგალითად, ერთ-ერთი მოსარჩელის ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ინსტიტუტის მისიას წარმოადგენს საზოგადოების გაძლიერება და მისი ინკლუზიურობისა და ინფორმირებულობის გაზრდა. ამ მიზნით, ინსტიტუტი მუშაობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, იცავს ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობს კარგი მმართველობის დანერგვას და ამზადებს ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებს და რეკომენდაციებს; ინსტიტუტი ადვოკატირებას უწევს ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს.

მიუხედავად იმისა, რომ ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ გააჩნია საკუთარი, მკვეთრად გამოხატული მიზნები და ამოცანები, როგორც კი იგი მოექცევა სადავო კანონის მოქმედების სფეროში, მიიჩნევა, რომ ამ ორგანიზაციის მიზნები ნიველირდება და იგი მოქმედებას იწყებს სხვა პირის მითითებებით/მისი ინტერესებისათვის.

21. სადავო კანონი შემოსავლის (20%-ზე მეტი) წყაროს ინტერესებსა და ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებს შორის ტოლობის ნიშნის დასმით, დამოუკიდებელი ორგანიზაციების სანდოობისა და ობიექტურობის პრეზუმფციის უარყოფას ახდენს, რამდენადაც ასეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ან/და მედია ორგანიზაციებისათვის დაფინანსების მიღება წარმოადგენს (და ასეთად აღიქმება კიდეც) საკუთარი მიზნების განხორციელებაში ხელშეწყობის მექანიზმს და არა სხვისი მიზნების მსახურების ინსტრუმენტს.

22. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიუთითებს, რომ საქართველოში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ უცხოეთიდან დაფინანსების მიღება შესაძლებელია განხორციელდეს განსხვავებული მოტივაციითა და მიზნებით (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 51-ე პარაგრაფი). რიგ შემთხვევებში, კონკრეტული (მედია) ორგანიზაციების დაფინანსების მიზანი შეიძლება მართლაც იყოს უცხოელი დამფინანსებლის ინტერესების გატარება/ლობირება. ამგვარი ორგანიზაციებისათვის სადავო კანონში მითითებული სახელდების – უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსის მინიჭებას, შესაძლოა, ჰქონდეს სოციუმის ინფორმირების მიზანი, რათა საზოგადოების წევრები გაფრთხილებული იყვნენ, იცოდნენ, რომ კონკრეტული ორგანიზაცია ქმედებებს ახორციელებს სხვა, უცხოური ძალის სახელით/მისი მითითებების შესაბამისად.

თუმცა სადავო კანონში გამოყენებული ტერმინები, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების ფაქტს, ყველა შემთხვევაში, აიგივებს უცხოური ძალის ინტერესების გატარებასთან და ერთ სიბრტყეში მოიაზრებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რეალურად მოქმედებენ სხვა, უცხოური სუბიექტების მითითებით/დავალებით და იმ (მედია) ორგანიზაციებს, რომლებიც დამოუკიდებლად, საკუთარი მიზნების მისაღწევად საქმიანობენ.

შედეგად, ის საერთო ფასეულობები, იდეები და ინტერესები, რომლის გარშემოც პირები ერთიანდებიან და ნებაყოფლობით პლატფორმას ქმნიან, სადავო ტერმინოლოგიით დაკნინებულია, არ იწოდება ეროვნულად, ორგანიზაციების საქმიანობა დაყვანილია დამფინანსებლებისათვის მარტოოდენ მომსახურების გაწევამდე.

23. ამდენად, სადავო ტერმინოლოგიით, კანონის ფარგლებში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ასოცირდებიან არა ეროვნული ფასეულობების დამცველ, საზოგადოებისა და დემოკრატიისათვის აუცილებელ ელემენტებად, არამედ ცხადდებიან უცხოური ინტერესების მსახურებად და ამ ძალას დაქვემდებარებულ სუბიექტებად.

24. ამასთანავე, სადავო ნორმები არა მხოლოდ ახდენს (მედია) ორგანიზაციების ნეგატიურ კონტექსტში სახელდებას, არამედ ასევე მოითხოვს მათგან, თავად მიმართონ სახელმწიფო ორგანოებს, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსის მისაღებად.

როგორც აღინიშნა, ხსენებული სახელდება დამოუკიდებელი ორგანიზაციებისათვის რეპუტაციის შემლახველია, აქვს მათი ობიექტურობისა და სანდოობის შელახვის და ამ ორგანიზაციების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეშლის პოტენციალი. აღნიშნულის აღქმადობა კიდევ უფრო მწვავდება, როდესაც (მედია) ორგანიზაციას აიძულებენ, თავად მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, სადავოდ ქცეული სტატუსის მისაღებად და დარეგისტრირდეს სპეციალურ რეესტრში, მაშასადამე, ასეთად მოახდინოს თვითიდენტიფიცირება/თვითაღიარება.

25. ამდენად, სადავო ნორმების მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში, ორგანიზაციებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში მოუწევთ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსით საქმიანობა. ხსენებულმა კი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს მათი რეპუტაცია და ხელი შეუშალოს საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას.

26. მასტიგმატიზებელი ტერმინების ენაში განგრძობადად გამოყენების შესაძლო შედეგებზე ასევე მიუთითებდა სპეციალისტი მარინა ბერიძე, რომელმაც განმარტა, რომ ენობრივ კორპუსში ტერმინების ამა თუ იმ შინაარსით დამკვიდრებას ხელს უწყობს მათი მრავალჯერადი გამოყენება, ხოლო, თუკი უარყოფითი კონოტაციის მქონე ტერმინი ასოცირდა კონკრეტულ სუბიექტთან, ძალიან დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს სოციუმის ცნობიერებიდან ამ ასოციაციური კავშირის გაქრობას.

ნორმატიულ დონეზე სუბიექტთა კონკრეტული კატეგორიისათვის მასტიგმატიზებელი სახელდების მინიჭება და, მით უფრო, ამავე სახელწოდებით რეესტრში რეგისტრაცია, ბუნებრივად ზრდის მათი გამოყენების სიხშირეს, შედეგად კი, ხელს უწყობს ენაში კონკრეტული ტერმინების/ამ ტერმინთან დაკავშირებული ასოციაციების ჩამოყალიბებას და საზოგადოების ცნობიერებაში დამკვიდრებას.

27. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევა გააჩნია სრულყოფილი დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბების, სამართლის უზენაესობისა თუ კონსტიტუციური უფლებების სათანადოდ რეალიზების თვალსაზრისით.

ამგვარი ტიპის ქვეყნებში (მედია) ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლიათ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების/განვითარების, საჯარო გადაწყვეტილებების მიღებისა და მმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის/ინფორმირებულობის კუთხით, თუმცა ამ პროცესებში აქტიური ჩართულობა, მით უფრო, საზოგადოების რიგითი წევრების მონაწილეობის უზრუნველყოფა რთული ან შეუძლებელი იქნება, თუკი სოციუმში არ იარსებებს (მედია) ორგანიზაციებისადმი ნდობა, რწმენა იმისა, რომ ეს ორგანიზაციები მოქმედებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.

საზოგადოების მხრიდან ნდობის მოპოვება და არსებული ნიჰილისტური დამოკიდებულების დაძლევა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ამის საპირისპიროდ, ისედაც ფრაგმენტირებულ საზოგადოებაში, შედარებით მარტივია (მედია) ორგანიზაციების დამოუკიდებლობისა და სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებით, მათდამი ნდობის გაქრობა და მტრული გარემოს შექმნა.

28. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ (მედია) ორგანიზაციებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს ანიჭებს სახელმწიფო. უდავოა, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა და საჯაროდ გაცხადებული პოზიციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესზე.

ბუნებრივია, რომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ნდობა სახელმწიფოს სახელით შესრულებული მოქმედებების მიმართ და არსებობდეს მათი სისწორის პრეზუმფცია. შესაბამისად, სახელმწიფოს ოფიციალურ ქმედებებს და გამოხატულ პოზიციებს აქვთ საზოგადოების აზრზე, მის ფორმირებაზე ზემოქმედების პრეტენზია/პოტენციალი.

სახელმწიფოს მიერ კონკრეტული (მედია) ორგანიზაციებისათვის უარყოფითი კონოტაციის მქონე სახელის დარქმევამ, მათი დამოუკიდებლობის უარყოფამ და ყველა მათგანის უცხოური ძალების მითითებების/ინტერესების შემსრულებლებად წარმოჩენამ, შესაძლოა, საზოგადოებაში გააჩინოს (მედია) ორგანიზაციებისადმი მასტიგმატიზებელი დამოკიდებულება, ხოლო ამ ნეგატიური დამოკიდებულების, სოციუმის ცნობიერში დამკვიდრებული უარყოფითი ასოციაციების შეცვლა შესაძლოა, ვერ მოხდეს ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

29. ამასთან ერთად, სადავო კანონით, იმ (მედია) ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საკუთარი ნებით არ დარეგისტრირდებიან მათი რეპუტაციის შემლახავი სტატუსით, ითვალისწინებს როგორც ამ სტატუსის იძულებით მინიჭებას, ისე კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო, მკაცრი ფინანსური სანქციების დაკისრების შესაძლებლობას.

შედეგად, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, კანონის მოქმედების სფეროში მოქცეულ სუბიექტებს, მათი ნებითა თუ ნების საწინააღმდეგოდ, მაინც ენიჭებათ მასტიგმატიზებელი სახელი და ამ სტატუსით უწევთ ფუნქციონირება. ამასთანავე, მათ შეიძლება დაეკისროთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ფინანსური სანქციები და ამით დამატებით შეფერხდეს მათი საქმიანობა.

ამდენად, აშკარაა, რომ სადავო კანონში გამოყენებულმა უარყოფითი კონოტაციის მქონე ტერმინებმა, ამგვარი სახელით რეესტრში რეგისტრაციამ და რეპუტაციის შემლახავი სტატუსის ხანგრძლივმა ასოცირებამ (მედია) ორგანიზაციებთან, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს (მედია) ორგანიზაციების სანდოობა, ხელი შეუშალოს მათ საქმიანობას და, რიგ შემთხვევებში, გამოიწვიოს კიდეც მათი პარალიზება, რაც, საბოლოო ჯამში, მიუთითებს გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაზე.

30. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად სახელდებისა და ამავე სახელით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების დამდგენი ნორმების შეჩერების საკითხთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის პოზიცია ბუნდოვანია, რამდენადაც საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილში წარმოდგენილია არა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელი სამართლებრივი მსჯელობა, საკუთარი შეფასება, არამედ იმის აღწერა, თუ რა მიაჩნია მოსარჩელე მხარეს უფლების შეზღუდვად.

კონსტიტუციურ სარჩელებსა და განმწესრიგებელ სხდომაზე გამოთქმული არგუმენტების რეზიუმირების მიღმა, არ იკვეთება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია, თუ რა ასპექტში ხდება სადავო ნორმებში გამოყენებული ტერმინებით მოსარჩელეთა უფლებების შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გაქარწყლდება ყველა ის ნეგატიური შედეგი, რაც, მოსარჩელის აღქმით, შეიძლება მოჰყვეს სადავო კანონის მოქმედებას (უარყოფითი კონოტაციის მქონე სტატუსის ქვეშ საქმიანობა, რაც საფრთხეს უქმნის მათ დამოუკიდებლობას, არყევს მათდამი ნდობას და აზიანებს საქმიან რეპუტაციას) და აღდგება პირვანდელი მდგომარეობა (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 57-ე პარაგრაფი).

ამ მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს დამატებით არ დაუსაბუთებია, თუ როგორ შეიძლება გამოსწორდეს მოსარჩელეთათვის, თვეების ან წლების განმავლობაში მასტიგმატიზებელი სტატუსით რეგისტრაციის შედეგად შელახული რეპუტაცია და საქმიანობის შეფერხებით გამოწვეული ზიანი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შეუჩერებლობა განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც განმწესრიგებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარემაც კი ვერ დაასახელა, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს (მედია) ორგანიზაციების ამ კონკრეტული ტერმინით სახელდება/რეგისტრაცია, ამის საპირისპიროდ კი, მოსარჩელეები მკაფიოდ მიუთითებდნენ მათი უფლებების შეზღუდვის ფაქტებსა და შეუქცევადი ზიანის მიყენების რისკზე.

31. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელეები, გამოუსწორებელი ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ, მათ შორის, (მედია) ორგანიზაციების როლზე უახლოს მომავალში გასამართი არჩევნების დაკვირვების/გაშუქების პროცესში. უფრო კონკრეტულად კი, მიუთითებდნენ, რომ სადავო ნორმები მიზნად ისახავს მათ სტიგმატიზებას, რათა მათ მიერ საარჩევნო პროცესის დაკვირვება/გაშუქება და აზრის გამოთქმა საზოგადოებაში აღქმული არ იყოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანიზაციის პოზიციონირებად.

32. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ზოგადად, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების პრაქტიკული უზრუნველყოფა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ამომრჩეველი ჯეროვნად არის ინფორმირებული მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და პოლიტიკური აქტორების თაობაზე, რაც მას აძლევს შესაძლებლობას, არჩევნებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი, განსხვავებული და, მათ შორის, საპირისპირო მოსაზრებებისა და ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პოლიტიკური არჩევანის შესახებ.

ამ მხრივ, მედია ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს, ვინაიდან სწორედ ის გვევლინება უმთავრეს ინფორმაციულ წყაროდ ამომრჩევლებისთვის, რომელიც ქმნის წინაპირობებს ფართო ინფორმაციაზე დაყრდნობილი ინდივიდუალური პოლიტიკური არჩევანის ჩამოყალიბებისთვის. საარჩევნო გარემო მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად, როდესაც საზოგადოება ფართოდ არის ინფორმირებული და მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში განუწყვეტლივ იღებს სხვადასხვა ინფორმაციასა და განსხვავებულ მოსაზრებებს მიმდინარე თემებზე, მათ შორის, ცხადია, პოლიტიკური საარჩევნო სუბიექტების შესახებ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/4/1483 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-35).

33. სწორედ საარჩევნო პერიოდში ერთიორად იზრდება (მედია) ორგანიზაციების მიერ კონსტიტუციური საჯარო წესრიგით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების გზით, „საზოგადოებრივი დარაჯის როლის“ ეფექტიანად შესრულების საჭიროებაცა და მნიშვნელობაც. კანონის მოქმედების სფეროში მოქცეული ორგანიზაციების მიერ საკუთარი თავის უცხოური ინტერესების გამტარებლად თვითიდენტიფიცირებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს მათი ობიექტურად აღქმა, ხელი შეუშალოს მათ სანდოობას. ხსენებულმა კი, შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის, დაკვირვების შედეგების და პოზიციის მიმართ საზოგადოების ნდობა.

34. ამდენად, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, ნეგატიური კონოტაციის სახელით რეგისტრაციის ვალდებულებით, შესაძლოა, შეუქცევადად დაზიანდეს (მედია) ორგანიზაციების რეპუტაცია და ხელი შეეშალოს მათი საქმიანობის განხორციელებას. გამოუსწორებელი და მყისიერი ზიანის საფრთხე კი, განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება არჩევნების პროცესის დაკვირვების/გაშუქების და „საზოგადოებრივი დარაჯის როლის“ ეფექტიანად შესრულების შესაძლო შეფერხების კუთხით, რამდენადაც სადავო კანონით გათვალისწინებული სახელით რეგისტრაციას შესაძლოა, მოჰყვეს (მედია) ორგანიზაციების სტიგმატიზება, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობას, მათ მიმართ კონკრეტული სანქციების გამოყენება, რამაც, ასევე შესაძლოა, ხელი შეუშალოს მათ საქმიანობას.

ამასთანავე, ცხადია ისიც, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება გამორიცხავს უარყოფითი კონოტაციის მქონე სახელით ორგანიზაციების რეგისტრაციას, რაც არსებითად შეამცირებს სადავო ნორმების მასტიგმატიზებელ პოტენციალს.

35. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილების მიღებისას საკონსტიტუციო სასამართლო, გამოუსწორებელი შედეგის დადგომის შესაძლებლობასთან ერთად, მხედველობაში იღებს იმ ინტერესებს, რომლებიც შესაძლოა, შეილახოს/საფრთხის ქვეშ დადგეს ნორმის/ნორმების მოქმედების შეჩერებით. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება რაიმე ინტერესი, რომელსაც შეიძლება ემსახურებოდეს სადავო კანონის მოქმედების სფეროში მოქცეული ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად სახელდება და ამ სახელით რეესტრში რეგისტრაცია.

განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ ხსენებული სახელის გამოყენება რაიმე მიზანს არ ემსახურება და სადავო კანონის მიზნები თანაბრად მიიღწევა ნებისმიერი ნეიტრალური კონოტაციის სახელის გამოყენებით.

36. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო კანონით გათვალისწინებული სახელდება არის თვითმიზნური ხასიათის და რაიმე ლეგიტიმური ინტერესის მიღწევას არ ემსახურება. უფრო მეტიც, ნეიტრალური ტერმინოლოგიის ნაცვლად, მკაფიოდ უარყოფითი კონოტაციის მქონე სახელწოდებით მოხსენიება, ბუნებრივად მიანიშნებს სტიგმატიზაციისა და საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბების სურვილზე.

სადავო ნორმების მოქმედების პირობებში კი, ნდობისა და რეპუტაციის შემლახავი სახელწოდებით სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის გავლის ვალდებულება, ნამდვილად შეუქცევადად დაარღვევს (მედია) ორგანიზაციების უფლებებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შესაძლო არაკონსტიტუციურად ცნობა ვერ გამოიწვევს შეუქცევადად დარღვეული უფლებების აღდგენას.

2. (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნება

37. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარე ითხოვდა, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ რიგი ნორმების მოქმედების შეჩერებას, რომლებიც არეგულირებს (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისა და პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების საკითხებს.

სადავო ნორმები აწესრიგებს, ერთი მხრივ, ორგანიზაციის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში, რეგისტრაციას დაქვემდებარებული სუბიექტის მიერ სახელმწიფოსათვის გარკვეული ინფორმაციის (სარეგისტრაციოდ განკუთვნილი განაცხადი, ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია) წარდგენის ვალდებულებას, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილებას/ვალდებულებას, გამოიკვლიოს და შეისწავლოს აღნიშნული ინფორმაცია და უზრუნველყოს მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

იმავდროულად, განაცხადის/საფინანსო ინფორმაციის შესწავლა-გამოკვლევის მიზნით, ისევე, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან/და სადავო კანონის მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის მიზნებისათვის, სადავო ნორმები აგრეთვე განსაზღვრავს სახელმწიფოს შესაძლებლობას, მოიძიოს ყველა საჭირო ინფორმაცია, პირის განსაკუთრებული კატეგორიის/სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ჩათვლით.

თავის მხრივ, ყველა პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ ორგანოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია.

38. განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარე აღნიშნავდა, რომ სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისგან, ისევე, როგორც სახელმწიფო დაწესებულებისგან, შეუძლია, სავალდებულო წესით მოითხოვოს, პრაქტიკულად, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მიღება.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო მოწესრიგება ხელს უშლის (მედია) ორგანიზაციების საქმიანობას, თუმცა, ამავდროულად, წარმოშობს კონფიდენციალური და პირადი ხასიათის ინფორმაციის გასაჯაროებისა და, შედეგად, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით დაცული სფეროს გამოუსწორებელი დაზიანების საფრთხეს, როგორც (მედია) ორგანიზაციებში დასაქმებულთათვის, ასევე საქმიანი პარტნიორებისა და მესამე პირთათვის.

39. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სადავო ნორმების მოქმედების არშეჩერების არგუმენტად გამოიყენა, მათ შორის, კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებები და მიუთითა, რომ აღნიშნულის შედეგად მოსარჩელე მხარეს აღარ მოეთხოვება იმ პირადი მონაცემების წარდგენა/გასაჯაროება, რომელსაც მიიჩნევდა პრობლემურად.

რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით ჩვენი კოლეგების პოზიციას, რომ სადავო კანონის შინაარსი და ფარგლები შეიძლება შემცირდეს მის აღსასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად. (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის საკითხს სადავო ნორმები დამოუკიდებლად აწესრიგებს, მათ შორის, ადგენს, რომ უფლებამოსილ პირს შეუძლია, კონკრეტული მიზნებისათვის, მოითხოვოს/მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია.

იმ პირობებში, როდესაც სადავო ნორმებით მკაფიოდაა დადგენილი უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებადი ინფორმაციის შინაარსი და ფარგლები, გაუგებარია რა გავლენას ახდენს მასზე კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებები. ასევე ვერ დავეთანხმებით საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას სადავო ნორმებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების ურთიერთმიმართების თაობაზე, რამდენადაც იგი არსებითად მცდარია.

40. ამ კუთხით, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხის სრულყოფილად გადასაწყვეტად, აუცილებელია, შეფასდეს თუ რა ტიპის ინფორმაციაზე წვდომა გააჩნია სახელმწიფოს, კანონში არსებობს თუ არა რაიმე ქმედითი მექანიზმი პირთა სენსიტიურ ინფორმაციაზე სახელმწიფოს წვდომის/ამ ინფორმაციის გასაჯაროების პრევენციისათვის და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამგვარი ინფორმაციის სახელმწიფოს ხელში აღმოჩენას და შემდგომში მის გასაჯაროებას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეუქცევადად დარღვევის ჭრილში.

2.1. ვისგან და რა ინფორმაციის მოპოვება/გამოქვეყნება შეუძლია სახელმწიფოს

41. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სხვადასხვა პროცედურას, რომლის მიზანიცაა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია, ამგვარი ორგანიზაციების გამოვლენა და კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგი. თითოეულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უჩნდება საჭირო ინფორმაციის შესწავლის/მოძიების უფლებამოსილება, ხოლო, შესაბამის სუბიექტს განაცხადის, დეკლარაციისა თუ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება.

42. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს (კომერციულ და არაკომერციულ იურიდიულ პირებს) უდგენს რეესტრში სარეგისტრაციო განაცხადის (რომელიც იმავდროულად არის სუბიექტის საფინანსო დეკლარაცია) წარდგენის ვალდებულებას.

აღნიშნულ განაცხადში უნდა აისახოს ინფორმაცია განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემების, ადგილსამყოფლის მისამართის, ვებგვერდის მისამართის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის, ისევე, როგორც წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ და განაცხადის შევსების თარიღი.

თავის მხრივ, სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირების შემთხვევაში, წარდგენილი განაცხადი და მასში დაფიქსირებული ზემოთ მითითებული ინფორმაცია სათანადო ვებგვერდზე უნდა განთავსდეს და საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი. ამ კუთხით, განაცხადში მითითებული ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალურად მომზადებულ ვებგვერდზე საჯაროდ ხდება ხელმისაწვდომი და შეიძლება მოიცავდეს, მათ შორის, სახელშეკრულებო, ფინანსურ თუ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სენსიტიურ ინფორმაციას.

43. ამასთანავე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი განაცხადის/ფინანსური დეკლარაციის შესწავლა-გამოკვლევისათვის, აგრეთვე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის ფარგლებში, უფლებამოსილ პირს შეუძლია, მოიძიოს საჭირო ინფორმაცია.

44. სადავო ნორმების თანახმად, უფლებამოსილი პირის მიერ ინფორმაციის მოძიება გულისხმობს, მათ შორის, ინფორმაციის მოთხოვნას ნებისმიერი პირის, ორგანოს, ორგანიზაციის და დაწესებულებისათვის, ხოლო ამ უკანასკნელთ ევალებათ თავის ხელთ არსებული ინფორმაციის წარდგენა.

ამდენად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზი მიუთითებს, რომ იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც აკმაყოფილებენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსს, სახელმწიფოს აქვს როგორც მათი რეგისტრაციის მიზნებისათვის ინფორმაციის მოძიების უფლებამოსილება, ისე მოძიებული ინფორმაციის ნაწილის (მათ შორის, ხსენებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემების) ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულება.

ამის მიღმა, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი განაცხადის/ფინანსური დეკლარაციის შესწავლა-გამოკვლევისათვის, აგრეთვე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგისათვის, სახელმწიფოს შეუძლია, ინფორმაცია მოსთხოვოს ნებისმიერ პირს. ამდენად, ფაქტობრივად, შეუზღუდავია იმ სუბიექტთა წრე, რომლისგანაც სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაციის წარდგენა.

45. ამასთანავე, თავად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი ზემოხსენებული მუხლები განსაზღვრავს თუ რა ტიპის ინფორმაციის მოთხოვნა შეუძლია უფლებამოსილ პირს კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

კერძოდ, უფლებამოსილ პირს შეუძლია, მოიძიოს ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. თავის მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი კი უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება.

46. ამდენად, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი განაცხადის/ფინანსური დეკლარაციის შესწავლა-გამოკვლევისათვის, აგრეთვე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის ფარგლებში, უფლებამოსილ პირს შეუძლია, მოიძიოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კომერციული ინტერესების შემცველი ინფორმაცია და ისეთი სენსიტიური კატეგორიის მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას და სქესობრივ ცხოვრებას. ხოლო ერთადერთი ინფორმაცია, რომლის მოძიება/მოთხოვნაც უფლებამოსილ პირს არ შეუძლია, ესაა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოება.

47. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, ვერ გავიზიარებთ ჩვენი კოლეგების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო კანონის აღსასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ან/და სხვა საკანონმდებლო აქტებში არსებული მოწესრიგებებიდან გამომდინარე, რამენაირად მცირდება იმ ინფორმაციის მოცულობა/კატეგორია, რომელზე წვდომაც სახელმწიფოს გააჩნია.

48. რაც შეეხება სხვა საკანონმდებლო აქტებზე მითითებას, რომლებითაც დაცულია ჟურნალისტური წყაროს, იურიდიული დახმარების მიმღები პირისა თუ პაციენტის უფლებები, ამ მხრივ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო მუხლები ექსპლიციტურად მიუთითებს, რომ კანონის მიზნებისათვის უფლებამოსილ პირს შეუძლია, მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი (ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია პირის ჯანმრთელობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, რელიგიასთან და ა.შ.), გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა. რადგანაც არც ჟურნალისტური წყაროს, იურიდიული დახმარების მიმღები პირისა თუ პაციენტის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით, იმთავითვე არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ცხადია, რომ სადავო კანონი უფლებამოსილ პირს ანიჭებს მისი მოთხოვნის უფლებას.

ამასთანავე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არ დაუსაბუთებია, რომ არსებობს მოსარჩელე მხარის მიერ პრობლემურად მიჩნეული სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაზე, მათ შორის, ჟურნალისტური წყაროს, იურიდიული დახმარების მიმღები პირისა თუ პაციენტის შესახებ მონაცემებზე წვდომის ამკრძალავი, სადავო კანონზე უფრო გვიანდელი ან უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტი.

49. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვერ გავიზიარებთ ჩვენი კოლეგების პოზიციას, სადავო ნორმების საფუძველზე მოპოვებული/გამოქვეყნებული ინფორმაციის ფარგლებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული დებულებები, კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, უშვებს ნებისმიერი პირისაგან ყველა კატეგორიის ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა.

2.2. ინფორმაციის მოპოვების/გასაჯაროების შედეგად პირთა უფლებების შეუქცევადი დარღვევის საფრთხე

50. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმების საფუძველზე, სახელმწიფოს შეუძლია, ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოდ მოსთხოვოს, არა მხოლოდ იმ სუბიექტს, რომელიც აკმაყოფილებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, არამედ ნებისმიერ პირს, ორგანოს, ორგანიზაციას და დაწესებულებას. ხოლო, მოთხოვნილი ინფორმაცია შეზღუდული არაა რაიმე კატეგორიით და, მათ შორის, შეიძლება, ეხებოდეს პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების სენსიტიურ ასპექტებს, კომერციულ და პროფესიულ საიდუმლოებას, ჟურნალისტურ წყაროსა და საქართველოს კონსტიტუციით განსაკუთრებულად დაცულ მონაცემებს.

გარდა ამისა, რეესტრში საჯაროდ გამოქვეყნებას ექვემდებარება კანონში მითითებული მთელი რიგი მონაცემები, რომლებიც, თავის მხრივ, შესაძლოა, უკავშირდებოდეს სახელშეკრულებო, ფინანსურ თუ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ და კომერციული ინტერესების შემცველ ინფორმაციას.

51. ამდენად, აშკარაა, რომ ზემოხსენებული სადავო ნორმები სახელმწიფოს წვდომას უქვემდებარებს ინდივიდთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების საკმაოდ მგრძნობიარე და უაღრესად პერსონალურ სპექტრს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით განსაკუთრებული ხარისხით დაცულ, ინტიმურ განზომილებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, მე-19 მუხლით გარანტირებულ კომერციული ინტერესის შემცველ მონაცემებს და სხვა.

ამგვარი ინფორმაციის სახელმწიფოს ხელში გადასვლა, რომ აღარაფერი ითქვას მათ გასაჯაროებაზე, როგორც წესი, კრიტიკულად ამცირებს ინდივიდების ავტონომიურობის, დაცულობის შეგრძნებას. სახელმწიფოს მიერ კონტროლის განცდამ და ინდივიდების ღრმად პირადული ინფორმაციის საზოგადოების წინაშე გასაჯაროების საფრთხემ, თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს ადამიანების მხრიდან საკუთარი ქმედებებისათვის მომეტებული თვითკონტროლის დაწესება (მაგალითად, მათ შორის, ჟურნალისტურ წყაროდ გახდომაზე უარის თქმა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების (მათ შორის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული სერვისების) საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან მიღებისაგან თავის შეკავება და სხვა).

52. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის უპირობო მოთხოვნაა, დაიცვას ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება და, აღნიშნული უფლებების განხორციელება დააზღვიოს სახელმწიფოს, საზოგადოებისა თუ სხვა, ნებისმიერი გარეშე პირების ჩარევისაგან, რათა შესაძლებელი გახდეს ინდივიდის მიერ საკუთარი ცხოვრების თავისივე შეხედულებისამებრ წარმართვა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-55). ამასთან ერთად, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ინდივიდის შესახებ ინფორმაციის ფლობას/მის დამუშავებას, ამ პროცესიდან მომდინარე თავისთავადი რისკების გათვალისწინებით, აუცილებელია არსებობდეს მყარი გარანტიები, რათა მონაცემების დამუშავება განხორციელდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის №1/2/622 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოდუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-27, 28).

53. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, სადავო კანონმდებლობა არ შეიცავს რაიმე შემზღუდველ, გამფილტრავ მექანიზმს ორგანიზაციებში დაცული ინფორმაციის მოძიების თაობაზე, გარდა სახელმწიფო საიდუმლოების გაცნობის აკრძალვისა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის არც ერთი ნორმა არ შეიცავს გარანტიებს მეტისმეტად პირადი ხასიათის ინფორმაციის სახელმწიფოს ხელში გადასვლის/გასაჯაროების პრევენციისათვის.

54. ჩვენმა კოლეგებმა, სადავო ნორმებიდან მომდინარე რისკების არარსებობის საილუსტრაციოდ, მიუთითეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კონკრეტულ მაგალითებზე. მათი განმარტებით, ცალკეულმა ორგანიზაციებმა, როგორც ჩანს, პირთა უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე, დაფარეს რიგი პერსონალური მონაცემები იმგვარად, რათა ვერ მოხდეს პირთა იდენტიფიცირება. მაგალითად, ააიპ „საზოგადოება მომავალი თაობისთვის“ ხარჯების უწყისში ანაზღაურების მიმღები ფიზიკური პირის სახელი და გვარი მხოლოდ ინიციალებით – „თ.ა“ არის აღნიშნული.

გარდა ამისა, არის შემთხვევები, სადაც სათანადო გრაფაში კონკრეტული ფიზიკური პირის სახელის და გვარის ნაცვლად გაკეთებულია პირის არამაიდენტიფიცირებელი ჩანაწერი, მაგალითად, ააიპ „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ უწყისში ვხვდებით ჩანაწერს – „აფხაზური მხარის კონსულტანტი“ (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 70-ე პარაგრაფი).

55. რა თქმა უნდა, ვეთანხმებით კოლეგების სულისკვეთებას, რომ მონაცემთა გამოქვეყნებისას უნდა მოხდეს პირთა უფლებების დაცვა და არ გასაჯაროვდეს სენსიტიური ინფორმაცია, პირის უფლებების/ინტერესების დამაზიანებელი მონაცემები. თუმცა, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ პოზიციას, რომ ამა თუ იმ ფორმით ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნება, რაიმენაირად ცვლის სადავო ნორმებით დადგენილ ნორმატიულ წესრიგს ან ანეიტრალებს მისგან მომდინარე საფრთხეებს. დღევანდელი მოცემულობითაც, სახელმწიფოს, სადავო ნორმების საფუძველზე, შეუძლია, კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ნებისმიერ პირს მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია (გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა) და შემდგომ გაასაჯაროოს კანონში მითითებული მონაცემები ყოველგვარი დაფარვისა თუ დაშტრიხვის გარეშე.

უფრო მეტიც, სადავო კანონში საერთოდ არ იკითხება გასაჯაროებას დაქვემდებარებული ინფორმაციის რაიმე ფორმით დაფარვის ვალდებულება და ამგვარი ქმედება შეიძლება, კანონსაწინააღმდეგოდ იქნეს მიჩნეული. სათანადო საკანონმდებლო გარანტიების ნორმატიულ დონეზე რეგლამენტირების გარეშე, მხოლოდ კანონის მოქმედებას დაქვემდებარებულ სუბიექტთა მიერ ნორმის გამოყენების პრაქტიკაზე მითითება ვერ გამოდგება პირთა უფლებების დარღვევის საფრთხის არარსებობის სადემონსტრაციოდ.

ზოგადად, ის ფაქტი, რომ კონკრეტულმა ორგანიზაციამ არ მიუთითა თანხის მიმღები სუბიექტის სახელი და გვარი, ბუნებრივია, თავისთავად, არ ნიშნავს, რომ კანონი მას ხსენებულ შესაძლებლობას აძლევდა. მეტი თვალსაჩინოებისათვის, აღვნიშნავთ, რომ №1829 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელედ მითითებული 122 სუბიექტიდან არც ერთმა არა თუ წარუდგინა რაიმე სახის ინფორმაცია საჯარო რეესტრს, არამედ, ამ დრომდე, საერთოდ უარი თქვა რეგისტრაციაზე. შესაბამისად, ჩვენს კოლეგებს ხსენებული ფაქტი იმავე წარმატებით შეეძლოთ გამოეყენებინათ იმის არგუმენტად, რომ კანონი არ ადგენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას.

56. სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად რეგისტრაციის შესახებ წარდგენილი განაცხადების საჯაროდ ხელმისაწვდომობა, ყოველგვარი ინფორმაციის დიფერენცირების, გადარჩევისა თუ რაიმე ფორმით გამიჯვნის გარეშე. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და შესაბამის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა რიგი (მედია) ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია.

ამასთანავე, გარდა იმ (მედია) ორგანიზაციებისა, რომლებმაც ნებაყოფლობით მიმართეს შესაბამის უწყებას რეგისტრაციის გავლის შესახებ, სადავო კანონი, ასევე ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში ნებისმიერი პირისაგან ინფორმაციის მოთხოვნის შესაძლებლობას. ამდენად, ცალსახაა, რომ სადავო ნორმებით, არათუ იქმნება პირის უფლებების შეუქცევადად დარღვევის საფრთხე, არამედ, რიგ შემთხვევებში, იგი რეალიზდა კიდეც.

57. მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ამა თუ იმ პირის შემოსვლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია ან/და სახელმწიფო ორგანოებისა და ფართო საზოგადოებისათვის გამჟღავნდება ჟურნალისტური წყაროსა თუ ბენეფიციართა ვინაობა, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურადაც რომ ცნოს, ხსენებული ინფორმაცია გამჟღავნებულად დარჩება.

იმავდროულად, გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულების ამოქმედების მომენტიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტამდე, დროის სვლასთან ერთად, იზრდება როგორც სახელმწიფოსათვის გადაცემული და შემდგომში გასაჯაროებას დაქვემდებარებული/გასაჯაროებული ინფორმაციის მოცულობა, აგრეთვე ამგვარი ინფორმაციით საზოგადოებაში გავრცელების მასშტაბი.

აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ხსენებული განაცხადების გამოქვეყნება, ისევე, როგორც საჯარო რეესტრის მხრიდან კონფიდენციალურ და სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა, მით უმეტეს, გასაჩივრებული კანონით გათვალისწინებული ფორმითა და მასშტაბებით, კონსტიტუციურ უფლებებში ისეთ ჩარევას წარმოადგენს, რომელიც ქმნის გამოუსწორებელ ზიანს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს გასაჯაროებული ინფორმაციის საჯარო სივრციდან და საზოგადოების ცნობიერებიდან გაქრობას.

58. ერთმნიშვნელოვანია ისიც, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, ხსენებული ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოებისათვის მიწოდების ვალდებულება აღარ ექნება სადავო კანონის მოქმედების სფეროში მოქცეულ ორგანიზაციებს. ამდენად, სადავო ნორმების მოქმედების ფარგლებში, მკაფიოდ იკვეთება, პირთა ძირითადი უფლებების შეუქცევადად დარღვევის საფრთხე, ხოლო გასაჩივრებული დებულებების მოქმედების შეჩერება შესაძლებელს გახდის ამ საფრთხის პრევენციას.

2.3. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით მესამე პირების უფლებებისა და საჯარო ინტერესების შეზღუდვის საფრთხე

59. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხესთან ერთად, მხედველობაში იღებს ნორმის შეჩერების შედეგად სხვათა უფლებებისა და საჯარო ინტერესების დაზიანების რისკებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის №1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სადავო ნორმების მოქმედების ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა უცხოური დაფინანსების მიმღები პირების შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

60. უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე მხარე მიუთითებს ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის ზოგად მნიშვნელობაზე და მას განიხილავს, როგორც თვითმიზანს. გამჭვირვალობას, საზოგადოების წვდომას ამა თუ იმ ინფორმაციაზე კონსტიტუცია თავისთავად ფასეულობად მიიჩნევს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციასთან მიმართებით, თუმცა სახელმწიფოს ევალება, ამ შემთხვევაშიც კი, გაითვალისწინოს პირადი ინფორმაციის დაცვის ვალდებულება.

საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციისაგან განსხვავებით, კერძო პირების ხელთ არსებული მონაცემების ხელშეუხებლობა პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სიკეთეს, ამ უფლების არსებობის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს. კონსტიტუცია პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვას – ხსენებული ინფორმაციის მოპოვებასა და გასაჯაროებას, უშვებს მხოლოდ მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით.

61. კონსტიტუციური გადაწყვეტით, კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია არ შეიძლება, გასაჯაროვდეს მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ „გამჭვირვალობა კარგია“. პირადი ცხოვრების კონსტიტუციური უფლებით დაცულ ინფორმაციასთან მიმართებით, მოქმედებს არა ამ ინფორმაციის გამჭვირვალობის, არამედ მისი კონფიდენციალურობის პრეზუმფცია და სახელმწიფოს მხრიდან უნდა დასაბუთდეს არა ის, თუ რატომ უნდა იყოს ეს ინფორმაცია დაცული, არამედ ის, თუ რა მნიშვნელოვანი ინტერესების მისაღწევად ხდება მისი გასაჯაროება.

ბუნებრივია, პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებას სრულად გამოფიტავს და არარად აქცევს მიდგომა, რომლის თანახმადაც, პირადი და ოჯახური ცხოვრების სენსიტიურ ასპექტებთან, კომერციულ და პროფესიულ საიდუმლოებასთან, ფინანსურ თუ პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება, გამოქვეყნდეს მარტოოდენ ინდივიდების პირადი ინტერესის დასაკმაყოფილებლად. ის, რომ ზოგიერთ ადამიანს სხვა პირების ფინანსები აინტერესებთ, სახელმწიფოს არ აძლევს თავისთავად კონსტიტუციურ ლეგიტიმაციას, მათი ინტერესების დასაკმაყოფილებლად მოიპოვოს და საჯარო გახადოს პირადი ინფორმაცია.

62. შესაბამისად, სადავო ნორმის შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა განესაზღვრა ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რამდენად არის მიმართული მნიშვნელოვანი ინტერესის დაცვისაკენ. ხოლო, შემდგომ შეეფასებინა ხსენებული ინტერესი არის თუ არა იმ მნიშვნელობის, რომლის დაუყოვნებლივ, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, მიღწევაც გადაწონიდა სადავო ნორმის მოქმედების შედეგად პირადი ცხოვრების უფლებისათვის პოტენციური გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რისკებს.

63. ჩვენმა კოლეგებმა უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ გარდა გამჭვირვალობის თავისთავადი სარგებლიანობისა, მოპასუხეს არ მიუთითებია რაიმე ინტერესზე, რომელსაც სადავო ნორმები იცავს ან/და საფრთხეებზე, რომელთა პრევენციასაც სადავო ნორმები ახდენს.

ამავე დროს, მრავალი წელია საქართველოში ხსენებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა, თუ რა საფრთხეები შექმნა ხსენებულმა ფაქტმა, რა განაპირობებს ამ ინფორმაციის დაუყოვნებლივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასაჯაროების აუცილებლობას. ფაქტობრივად, სადავო ნორმების შეუჩერებლობით, პირადი ინფორმაციის გასაჯაროება ხდება კონკრეტული მიზნის იდენტიფიცირების გარეშე. ამდენად, აშკარაა, რომ მოცემულ საქმეზე არ გამოკვეთილა მესამე პირების უფლება ან/და საჯარო ინტერესი, რომლის დაზიანების საფრთხის არსებობამაც, შეიძლება, გამორიცხოს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება.

64. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, №3/3/1828,1829,1834,1837 საოქმო ჩანაწერით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს გასაჩივრებულ კანონს დაქვემდებარებული (მედია) ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად სახელდებისა და ამავე სტატუსით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას და (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები

გიორგი კვერენჩხილაძე

თეიმურაზ ტუღუში

Exit mobile version