უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 667 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 290]
- ტანკი – 8 962 ერთეული [+9]
- ჯავშანტექნიკა – 17 827 ერთეული [+27]
- საარტილერიო სისტემა – 19 381 ერთეული [+59]
- MLRS – 1 230 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 976 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 947 ერთეული [+110]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 619 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 26 513 ერთეული [+115]
- სპეცტექნიკა – 3 434 ერთეული [+38]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 646 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 33 544 უპილოტო საფრენი აპარატი
- 582 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 18 611 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 470 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 16 048 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 27 197 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.