უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 671 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
- ტანკი – 8 988 ერთეული [+13]
- ჯავშანტექნიკა – 17 939 ერთეული [+44]
- საარტილერიო სისტემა – 19 430 ერთეული [+9]
- MLRS – 1 231 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 978 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 019 ერთეული [+10]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 620 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 26 654 ერთეული [+32]
- სპეცტექნიკა – 3 441 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 646 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 33 648 უპილოტო საფრენი აპარატი
- 582 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 18 629 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 472 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 16 186 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 27 265 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე: