რითი კვებავს შსს აქციის დამშლელ პოლიციელებს 

„ქართული ოცნების“ მიერ 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბება-მიტაცების გამო ხელახალი არჩევნების მოთხოვნით თბილისში ოპოზიციისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები განახლდა. პარალელურად კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციების დაშლა განაახლა.

პოლიციამ თბილისში 19 ნოემბერს, დილით, მშვიდობიანი აქცია დაარბია და ჭავჭავაძის გამზირი მომიტინგეებისგან გაათავისუფლა. 20 ნოემბრის დილით კი, იმავე ადგილზე აქცია შსს-მ მშვიდობიანად დაშალა. საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმი, აქციების დაშლამდე თსუ-ს ტერიტორიაზე იყო განლაგებული.

მშვიდობიანი აქციის დამშლელ პოლიციელებს შსს „საველე პირობებში“ სპეციალური ლანჩით კვებავს, რომელსაც ტენდერით ან უტენდეროდ ყიდულობს.

გაზაფხულზე, ანტირუსული აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობის მიმდებარედ მობილიზებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ლანჩისთვის [2024 წლის აპრილ-მაისში] ჯამში 753 744 ლარი დახარჯა. აქედან ტენდერით მხოლოდ 150 ათასი ლარი, დანარჩენი კი, უტენდეროდ – გამარტივებული წესით.

ვრცლად: შსს-მ სპეცრაზმის ლანჩისთვის 88,5 ათასი ლარი დახარჯა 28 მაისის აქციის დროს

მიმდინარე აქციების დასაშლელად მობილიზებული პოლიციელებისთვის კი საკვებს შსს წესით ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან შეიძენს, რომელთანაც ხელშეკრულება 200 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე შს სამინისტროს მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვაზე“ ხელშეკრულება 2024 წლის 16 ივლისს გაფორმდა სამინისტროსა და კომპანია „სთარ ფუდს“ შორის, რომელსაც ხელს აწერენ: შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორი თია მელაძე და შპს „სთარ ფუდის“ დირექტორი თამარ სულაძე.

ხელშეკრულება ძალაშია 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით, „მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვნად შესრულებამდე“.

შესაბამისად, თუ აქციების დარბევა გაგრძელდება და ტენდერით გათვალისწინებული 200 ათასი ლარი ამოიწურება, პოლიციელთა საკვების შეძენას სამინისტრო უკვე ტენდერის გარეშე გააგრძელებს.

ამ 200 ათასი ლარიდან კი, შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით შსს-ს „სთარ ფუდისთვის“ 4 ნოემბრის ჩათვლით უკვე გადარიცხული აქვს 88 ათას 765 ლარი.

ხელშეკრულების მიხედვით, „სთარ ფუდი“ ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნიდან 12 საათის განმავლობაში მიაწოდოს ლანჩი. კომპანიამ „ერთჯერადად უნდა შეძლოს არანაკლებ 5 000 კომპლექტის დამზადება [მიმწოდებლის თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია შეიცვალოს აღნიშნული რაოდენობა, რაც არ საჭიროებს წერილობით შეთანხმებას]. მომსახურების გაწევის ადგილია თბილისი, ჭიჭინაძის I შესახვევი N3 [შსს-ს მიერ მზა საკვების გატანა მოხდება აღნიშნული მისამართიდან]“.

ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნულია, რომ „კომპანიამ შეკვეთის დამზადებამდე სამინისტროსთან უნდა შეათანხმოს გამაგრილებელი სასმლის და შოკოლადის ნაწარმის [ბატონის ტიპის] მწარმოებელი/ბრენდი“.

კომპანია სამინისტროს ორი სახის ლანჩის კომპლექტს აწვდის, რომელთა შემადგენლობები განსხვავებულია. შესაბამისად, განსხვავებულია ფასებიც. პირველი კომპლექტის მიხედვით 1 ლანჩის ნაკრების ღირებულება 8,85 ლარია, ხოლო მეორე კომპლექტის შემთხვევაში – 11,95 ლარი.

ძირითადი მენიუ უცვლელია: სენდვიჩი – პურით, სულგუნით, შაშხით; შოკოლადი „სნიკერსი“, გაზიანი გამაგრილებელი სასმელი:

ამ შემთხვევაში 1 ლანჩის ნაკრებში შსს 8,85 ლარს იხდის / წყარო: ხელშეკრულება
ამ შემთხვევაში 1 ლანჩის ნაკრებში შსს 11,95 ლარს იხდის / წყარო: ხელშეკრულება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება. აქედან გამომდინარე, უცნობია ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები ამ პერიოდში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „ბათუმელებს“ 6 თვის წინ ზოგადი პასუხი მოგვწერა, რომ შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე ტექნიკური შეფერხება იყო, თუმცა ეს „შეფერხება“ შს სამინისტროსთვის ამ დრომდე გრძელდება, ანუ კვლავ უცნობია, რას, ვისგან და რა ფასად ყიდულობს სამინისტრო ტენდერის გარეშე.

შს სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ „შეკრების/მანიფესტაციის დროს მუშავდება უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სახელმწიფო საიდუმლოების მოთხოვნათა დაცვით.

სამოქმედო გეგმაში, სხვა საკითხებთან ერთად, აისახება შემდეგი მონაცემები: სპეციალური ღონისძიების განხორციელების ადგილზე მყოფი ხელმძღვანელი პირების მონაცემები; სპეციალური ღონისძიების პროცესში მონაწილე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების რაოდენობა, მათი ფუნქციები და მოქმედებათა თანამიმდევრობა; სპეციალური ღონისძიების ჩატარებისთვის სამინისტროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირი/პირები; პირადი შემადგენლობის რაოდენობა; დანაყოფების აღჭურვილობა და სხვა.“

შესაბამისად, შსს ზემოთ აღნიშნულ მონაცემებსაც არ ასაჯაროებს.

„თუ სანქციები იქნება და აქაც პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება, სისტემური რყევები დაიწყება. საბოტაჟი თუ დაიწყო სისტემამ, ბიძინა თვითონ ხომ არ დაიწყებს ქუჩაში სირბილს? ასეთ შემთხვევაში ჩამოიშლებიან და ჩამოიშლებიან ძალიან სწრაფად,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:

„მითოლოგია ბიძინაზე უნდა დაინგრეს, სისტემაში ჯერ კიდევაა ილუზია მის ყოვლისშემძლეობაზე“ – ინტერვიუ

საქართველოს ტურიზმის სამიტი, “ტურისტერი 2024” 6-7 დეკემბერს ბათუმში გაიმართება

საქართველოს ტურიზმის სამიტი (www.tourister.ge) , “ტურისტერი 2024”, 6-7 დეკემბერს, სასტუმრო ჰილტონ ბათუმში გაიმართება. სამიტში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, მათ შორის Booking.com,  AirDNA, Amadeus, და ა.შ.

წლევანდელი სამიტი 3 ძირითად თემატიკას ეთმობა:

  • ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში
  • მდგრადობა
  • წინსვლა

ღონისძიება მოგცემთ საშუალებას ეზიაროთ მსოფლიო ტრენდებს ტურიზმში, გაეცნოთ ტურისტის მოთხოვნის სამომავლო ტენდენციებს გლობალურ და ადგილობრივ დონეზე,  აპარტოტელების და აპარტამენტების მონაცემზე დაყრდნობით ქალაქის პოზიციონირებას,  ადგილობრივი ბაზრის შესაძლებლობებს და ბევრ სხვა საინტერესო საკითხს.

გარდა სიტყვით გამოსვლებისა, სამიტი ასევე მოიცავს თემატურ ვორქშოპებს, პანელურ დისკუსიებს და ნეთვორქინგ საღამოს, სადაც შესაძლებლობა გექნებათ კონტაქტები დაამყაროთ  ტურიზმის ინდუსტრიის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან.

სამიტს დაესწრებიან:

  • სტუმარმასპინძლობის და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები
  • სახელმწიფო ორგანიზაციები
  • აკადემიური სფეროს წარმომადგენლები
  • ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები და ასოციაციები

ტურისტერი 2024-ის ორგანიზატორია ა(ა)იპი „ტურიზმის ინსტიტუტი“  (www.tourisminstitute.ge)  და ციფრული მარკეტინგის სააგენტო „შინდი  (www.shindi.ge ).“

გენერალური სპონსორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი, ბეტა პრინტი. სპონსორები: USAID, სასტუმრო კოლიზეუმ მარინა, გურუ ჰოლდინგი, Exely, TripCamp.

ტურისტერი 2024-ის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე:  https://www.tourister.ge/

ბაიდენმა კიევისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება – ამის შესახებ Washington Post-ი და „ბიბისი“ წერენ წყაროებზე დაყრდნობით.

„ვაშინგტონ პოსტის“ წყაროს ცნობით, ამ საბრძოლო მასალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე.

ბოლო დღეებში ცნობილი გახდა აშშ-ის რამდენიმე გადაწყვეტილება კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ.

17 ნოემბერს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა გააუქმა უკრაინისთვის შორი მოქმედების იარაღით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმის აკრძალვა ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტებით. გარდა ამისა, პენტაგონი უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გაგზავნას გეგმავს.

გუშინ, 19 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ATACMS 6 რაკეტით დაარტყეს რუსეთში, ბრაიანსკის ოლქში მდებარე ობიექტს.

დოკუმენტური ფილმისა და ინკლუზიური სპექტაკლის ჩვენება ბათუმში

ინკლუზიური იდეების პლატფორმა InForm-ი ბათუმში 22-24 ნოემბერს დოკუმენტური ფილმისა და ინკლუზიური თანამედროვე ცეკვის სპექტაკლის ჩვენებას მოაწყობს.

InForm-ი თბილისში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს  საქართველოში ინკლუზიური ხელოვნების განვითარებას და შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აკავშირებს ადგილობრივ და საერთაშორისო  სახელოვნებო სივრცეებთან.

„შემოქმედებითი თანამშრომლობით, ცოდნის გაზიარებით და  ძლიერი, ინკლუზიური სახელოვნებო თემის შექმნით ჩვენ ვისწრაფვით ქართული  სახელოვნებო სივრცე გავხადოთ უფრო მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი და  ინკლუზიური ნებისმიერი შესაძლებლობის ხელოვანისათვის“ – ნათქვამია პრესრელიზში.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

ფილმის ჩვენება გაიმართება 22 ნოემბერს, 17.00 საათზე ბათუმის „თავისუფალ სივრცეში“.

რეჟისორ მარიამ ჭაჭიას ფილმი ასახავს ამავე სახელწოდების ინკლუზიურ სპექტაკლზე  მუშაობის პროცესს, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობისა და ტიპური განვითარების  მქონე პროფესიონალი მოცეკვავეები მონაწილეობენ.

„რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ადამიანების ინტეგრაცია დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის, როგორ შეიძლება ინკლუზიური, მრავალფეროვანი და თანასწორი საზოგადოების მოდელი გადაითარგმნოს თანამედროვე ცეკვის უნივერსალურ ენაზე?! – ფილმი სწორედ ამ კითხვებს სვამს და ნაწილობრივ პოულობს კიდეც მათზე პასუხს ქორეოგრაფიული სპექტაკლის მაგალითზე.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა შემოქმედებით გუნდთან.

ბათუმში ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი გაიმართება.

24 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბათუმის ცირკში გაიმართება ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი „კონტაქტის ზონა“.

„სპექტაკლი სამ ქორეოგრაფიულ დადგმას აერთიანებს, რომელიც თანამედროვე ცეკვისა და  მუსიკის საშუალებით ქმნის კონტაქტის ზონას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, პარალელურ რეალობებში მცხოვრებ ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებს შორის.

„კონტაქტის ზონა“ საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან უნივერსალური ურთიერთობის  ენის ძიებაზე, სხეულთან, იდენტობასთან, ჩვენს შინაგან ქაოსთან კავშირზე მოგვითხრობს,  სადაც ერთი ხმა ბევრ სხვა განსხვავებულ ხმასთან ერთიანდება“- ნათქვამია პრესრელიზში.

ღონისძიება მხარდაჭერილია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

ბათუმში 20 გრადუსამდე დათბება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ნოემბრის 21 საათიდან 21 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 13– 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 22 და 23 ნოემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ჩვენი მოვალეობაა ვიდგეთ თავისუფლებისთვის მებრძოლ სტუდენტებთან – ლექტორების განცხადება 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორ-მასწავლებლები სტუდენტების პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  პროფესორ – მასწავლებლები, ლექტორები  და დოქტორანტები, მკაცრად ვგმობთ 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო სივრცის ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის  ძალის გადამეტებით დაშლას  და თავისუფლების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას.

უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის,  დღეს მისი პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა – კარები ჩაუკეტა მათ  და ძალოვანი სტრუქტურები შეუშვა  მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების დასარბევად. ეს ქმედება შეურაცხყოფს უნივერსიტეტს, როგორც თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლოს, არღვევს აკადემიურ დამოუკიდებლობას  და ეწინააღმდეგება მის ისტორიულ მისიას.

საგანმანათლებლო სივრცეები, განსაკუთრებით კი  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, უნდა იყოს ადგილი, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები,  გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად პირადი მრწამსისა თუ შეხედულებებისა. ეს პრინციპი, რომელიც ყველა  საგანმანათლებლო დაწესებულების  არსებობის ფუნდამენტია, დღეს უხეშად დაირღვა.

ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ადმინისტრაცია, რომელიც უგულებელჰყოფს სტუდენტების უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, მიიღებს აკადემიური საზოგადოების მკაცრ პროტესტს. იმავდროულად მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და რექტორს, რომელიც ამ დრომდე დუმს და განცხადებაც არ გაუკეთებია.

ჩვენ ვიზიარებთ ახალგაზრდა თაობის მტკიცე ნებას, დაიცვან საქართველოს ევროპული კურსი და ქვეყნის დემოკრატიული მომავალი. ეს ბრძოლა მხოლოდ სტუდენტების ბრძოლა არ არის – ეს   ჩვენი საზოგადოების ერთიანი ბრძოლაა, რომელიც ემყარება დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც საქართველოს დამოუკიდებლობისა დათავისუფალი  განვითარების  საფუძველს ქმნის.

ჩვენი მოვალეობაა, ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის.  უნივერსიტეტი ვერ გახდება ჩაკეტილი სივრცე ანდა  ძალადობის თანამონაწილე – იგი უნდა დარჩეს თავისუფლების, კრიტიკული აზროვნებისა და პროგრესის მთავარ კერად“.

_____________________

ამ თემაზე: 

რა შეცვალა სტუდენტურმა პროტესტებმა საქართველოს ისტორიაში

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 725 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 690]
  • ტანკი – 9 390 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 19 119 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 20 681 ერთეული [+49]
  • MLRS – 1 252 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 001 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 202 ერთეული [+91]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 756 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 29 648 ერთეული [+100]
  • სპეცტექნიკა – 3 674 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 648 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 36 400 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 397 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 490 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 248 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 541 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

  • 19 ნოემბერს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1000 დღე გავიდა.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელებს მიმართავს ომის დაწყებიდან მეათასე დღის თავზე

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ვგმობთ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისთვის ხელშეშლას – ონლაინ მედიის განცხადება

ქართული ონლაინმედიები: On.ge, „პუბლიკა“, „ტაბულა“, „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“ ვგმობთ 19 ნოემბერს, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს.

კერძოდ, „მთავარი არხის“ ოპერატორის, სერგი ბარამიძის დაკავებას, მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და საქმიანობაში ხელშეშლას.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძესაც.

პოლიცია გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდა netgazeti.ge-ს კორესპონდენტ გივი ავალიანს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს Publika-ს ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს.

მსგავსი შემთხვევები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში პრესის თავისუფლებას და არღვევს ჟურნალისტის ხელშეუხებლობის უფლებას.

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა, მათ შორის ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით [ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა] გათვალისწინებული დასჯადი ქმედება.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევად მიიჩნევა: ფიზიკური ძალადობა, მუქარა ან სხვა ფორმის ზეწოლა, რომელიც აფერხებს ჟურნალისტის მუშაობას.

საერთაშორისო სამართლის დონეზე ჟურნალისტური საქმიანობა დაცულია ევროპული უფლებების კონვენციით, რომლის მე-10 მუხლი უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას.

ევროსასამართლოში აღიარებული საქართველოს ვალდებულების მიხედვით, ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მათი საქმიანობა არ შეიზღუდოს არასამართლებრივი ძალადობის, მუქარის ან სხვა სახის სამართლებრივი შეზღუდვების შედეგად.

ჟურნალისტების მიმართ წლების განმავლობაში წარმოებული მადისკრედიტირებელი კამპანიის ფონზე, ქვეყანაში სულ უფრო უარესდება პრესის თავისუფლების მაჩვენებელი. გამოვხატავთ უკიდურეს პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობის გამო, მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, დაგვეხმარონ მედიაზე თავდასხმის ქმედით აღკვეთაში.

რუსული პროპაგანდა: პროდასავლური პრეზიდენტი საქართველოს პრობლემაა, ეს უნდა მოაგვარონ

რუსი პროპაგანდისტები კვლავ აქტიურად აკვირდებიან და აფასებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. კრემლის პროპაგანდისტი, პოლიტოლოგი სერგეი მიხეევი, საკუთარ საავტორო გადაცემაში “Железная логика” საქართველოში საპროტესტო მოძრაობის ჩახშობის თავისეულ მეთოდებს აჟღერებს, სადაც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად პროდასავლური პრეზიდენტის ყოლას მიიჩნევს.

“პროდასავლური პრეზიდენტის ყოლა ფრანგულ-ქართველი თანამშრომლის სახით საქართველოს პრობლემაა. საქართველოს ხელისუფლებას კი, თუ მათ სურთ წინსვლა, ეს პრობლემა უნდა მოაგვარონ. ან პრეზიდენტის უფლებამოსილების გადახედვით, ან ხელახალი არჩევნების გზით, ან სხვა რამით“, – ამბობს ის.

საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რუსი პოლიტიკოსებისა და სხვა პროპაგანდისტების მსგავსად, სალომე ზურაბიშვილს უცხოური გავლენის ქვეშ მოქცეულ აგენტად მოიხსენიებენ.

მაგალითად, დღეს, 19 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პრეზიდენტი ზურაბიშვილზე შემდეგი განაცხადა, „როდესაც ხარ აგენტი, სხვა გამოსავალი არ გაქვს, რასაც გეტყვიან ის უნდა გააკეთო“.

კრემლი ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე აქტიურად ადანაშაულებდა სალომე ზურაბიშვილს საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში.

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს“, – თქვა 28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

პრეზიდენტი, არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე,  მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.

ბათუმში პრეზიდენტის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ დღეს, 19 ნოემბერს, შეიტანა.

„ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი მიმართავს იმის გამო, რომ უნდა იყოს ყველა სამართლებრივი სივრცე, ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოყენებული, რათა პრეზიდენტმა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დაიცვას.

სარჩელში საუბარია ორი ძირითადი კონსტიტუციური უფლების დარღვევაზე:

პირველი, ეს არის საყოველთაობის დარღვევა, რაც პირველ რიგში გამოიხატა იმაში, რომ ქვეყნის გარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ შეეზღუდათ, არამედ აეკრძალათ კიდეც და იცით, რომ ათასობით მოქალაქე ვერ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში. ეს არღვევს კონსტიტუციურ უფლებას არჩევნების საყოველთაობის შესახებ და მეორე უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც არის კონსტიტუციაში, ეს არის არჩევნებში ხმის ფარულობის დაცვა.

ამ საკითხთან დაკავშირებითაც არის არაერთი დადასტურებული მტკიცებულება, რომ ხმის ფარულობა დაირღვა, რაც კონსტიტუციური სტანდარტის დარღვევაა.

და კიდევ ერთი საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდავებთ იმ ნორმების კონსტიტუციურობაზე, რომელიც პარლამენტის წევრებს აიძულებს უფლებამოსილების ცნობის პროცედურა გაიარონ და მათ უფლებამოსილების შეწყვეტა არ ხდება იმავე ეტაპზე, რა ეტაპზეც გაცხადებულია ნება, რომ ისინი არ იქნებიან პარლამენტში, რომლის შედეგები გაყალბდა“ – განაცხადა დღეს, 19 ნოემბერს, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, საქართველოში არ არის სასამართლოს მიმართ ნდობა, მაგრამ ეს არის სამართლებრივი გზა და პრეზიდენტი იცავს კონსტიტუციას. ეკა ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე სასურველია სარჩელი სწრაფად იქნეს განხილული.

პრეზიდენტის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში ეკა ბესელია წარმოადგენს.

ეკა ბესელიამ ასევე განაცხადა, რომ კონსტიტუციის თანახმად, ახალი პარლამენტის შეკრება მხოლოდ პრეზიდენტის მიერ დანიშნული თარიღით განისაზღვრება.

პროტესტს ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ

„დაგვიბრუნეთ ჩვენი ხმა!“ – სტუდენტურ პროტესტს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.

„ვუერთდებით იმ საპროტესტო აქციას, რომელიც წამოიწყო ბათუმმა და რომელიც შემდეგ მოედო მთელ საქართველოს. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. პირველი სხდომა თუ ჩაინიშნება, ვფიქრობთ, რომ თბილისში წავიდეთ საპროტესტო აქციაზე.

25 ნოემბრამდე კი ვაპირებთ აქ გათენებას. ვნახოთ, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები.

ახლა უნივერსიტეტში შუალედური გამოცდები მიმდინარეობს, ჩვენც შევდივართ შუალედურ გამოცდებზე და ხელს არავის ვუშლით. დღის განმავლობაში კი, ჩვენი კუთხე გვაქვს მოწყობილი და იქ ვსხედვართ. საღამოობით ვათენებთ და დაახლოებით 15-20 სტუდენტი გვიერთდება.

გვყავს ბევრი გულშემატკივარი, მოდიან მოქალაქეები, ხანდაზმული ადამიანებიც მოდიან, სხვა სტუდენტებიც, სკოლის მოსწავლეებიც და გვამხნევებენ“, – თქვა „ბათუმელებთან“ აკაკი თოლორდავამ.

სტუდენტურ პროტესტს ზუგდიდის უნივერსიტეტიც შეუერთდა.

„არჩევნებმა გაჟონა, „ევროპა არის თავისუფლება, თანასწორობა და მშვიდობა“, „მრავალხმიანობა იწყება ერთი ხმით“, – ამ შინაარსის პოსტერები აქვთ საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებს გამოფენილი უნივერსიტეტში.

დღეს, 19 ნოემბერს, თბილისში პოლიციამ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები დაარბია. დაკავებულია 12-მდე ადამიანი.

პოლიციამ იძალადა ჟურნალისტებზე. დაკავებული იყო „მთავარი არხის“ ოპერატორიც, რომელსაც სცემეს და დაუმტვრიეს კამერა.

საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ არჩევნების დღეს დარღვეული იყო ხმის ფარულობა, ამიტომ ისინი ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

ორი დღის განმავალობაში თსუ-ს წინ გაშლილი იყო კარვები და გადაკეტილი იყო ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩები, თუმცა დღეს, 19 ნოემბერს, პოლიციამ აქციის მონაწილეები დაარბია და ასე გახსნა გზა.

საპროტესტო აქციის დარბევა და დაკავებები – რა ხდება თბილისში

19 ნოემბერს, დილით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ.

დაშლამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციამ ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება, რომ აქციის დაშლას აპირებდნენ და მომიტინგეებს 15-წუთიან ვადას აძლევდნენ ქუჩის გასათავისუფლებლად.

აქციის დაშლის შემდეგ მომიტინგეებმა მელიქიშვილის ქუჩისკენ გადაინაცვლეს, თუმცა პოლიცია მათ თან გაჰყვა და აქციის დარბევა და დაკავებები გააგრძელა.

დარბევის დროს დააკავეს „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე. „ნეტგაზეთის“ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ბარამიძე იმ დროს დააკავეს, როცა ის მშვიდობიანი დემონსტრანტის დაკავებას იღებდა. სერგი ბარამიძე ამბობს, რომ პოლიციამ მას სცემა, ოპერატორს აღენიშნება დაზიანებები თავსა და თვალის არეში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დილის მონაცემებით, აქციაზე დაკავებულია სულ ცოტა 12 ადამიანი და ადვოკატები მათი ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ.

19 ნოემბერი, თბილისი – პოლიცია აკავებს აქციის მშვიდობიან მონაწილეს. ფოტო: „ნეტგაზეთი“

დარბევის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „შეკრების მონაწილეებს საკმარისად მიეცათ დრო, რათა გამოეხატათ საკუთარი აზრი და დაეფიქსირებინათ პროტესტი“.

აქციის დარბევას გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. უწყებაში ამბობენ, რომ მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო აქციის მონაწილეთა დაკავება, აქცია იყო მშვიდობიანი და შეესაბამებოდა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს.

19 ნოემბერი, თბილისი. აქციის მონაწილე პოლიციელების წინ. ფოტო: ნეტგაზეთი
  • რა ხდება 

საქართველოში საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ოპოზიცია, რომელმაც არჩევნების შედეგად გადალახა 5-პროცენტიანი ბარიერი, აცხადებს, რომ არჩევნები მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას.

ამავე დროს, ავტორიტეტული არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არჩევნები უთანასწორო და ძალადობრივ გარემოში ჩატარდა და დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა – მოქალაქის კონსტიტუციური უფლება.

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს თბილისში, 17 ნოემბერს ოპოზიციამ უწყვეტი აქცია დაიწყო თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ.

ასევე, 14 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილმა დაიწყო საპროტესტო აქცია. სტუდენტები აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას, ამ პროცესში აკადემიური სფეროს, უნივერსიტეტის ჩართულობას და ითხოვენ ხელახალ, ვადამდელ არჩევნებს.

თბილისი, 19 ნოემბერი – აქციის მონაწილე თეთრ დროშაზე შავი წერტილით, რაც არჩევნების გაყალბებისა და ფარულობის დარღვევის სიმბოლო გახდა. ფოტო: „ნეტგაზეთი“

მასალა განახლდება. 

 

„ძირს ვეგდე და მირტყამდნენ“ – „მთავარი არხის“ ოპერატორი

„მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე პოლიციამ დღეს, 19 ნოემბერს, მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დააკავა.

დაკავებულებს ვიღებდი და ამ დროს მოხდა ჩემი დაკავება. პოლიციას ხელი შევუშალე თურმე. მეუბნებოდნენ, რომ სავალი ნაწილიდან უნდა გადასულიყავი, მოგიწოდეთო, მაგრამ მე მოწოდება არ გამიგია.

ძალადობა იყო. ნახეთ, თვალიც რას მიგავს, ძირს ვეგდე და მირტყამდნენ. ყველა მირტყამდა ვისაც გაუხარდებოდა. ძალიან ბევრნი იყვნენ“ – ამბობს ოპერატორი სერგი ბარამიძე.

მას დაზიანებები თავსა და თვალის არეში აღენიშნება.

მისი თქმით, ის პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა მას ადვოკატი არ მოუთხოვია.

„მე ჩემს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი, ამიტომ არ მომითხოვია ადვოკატი“- ამბობს სერგი ბარამიძე. მისი თქმით, პოლიციამ ქუჩაში ბევრი აქტივისტი დააკავა.

დღეს, 19 ნოემბერს, პოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩებზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები დაარბია.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, დაკავებულია მინიმუმ 12 ადამიანი.

მოქალაქეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას.

ამავე თემაზე: 

შეწყვიტეთ ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შს სამინისტროს

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 724 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 610]
  • ტანკი – 9 382 ერთეული [+17]
  • ჯავშანტექნიკა – 19 092 ერთეული [+33]
  • საარტილერიო სისტემა – 20 632 ერთეული [+46]
  • MLRS – 1 252 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 999 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 111 ერთეული [+38]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 754 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 29 548 ერთეული [+120]
  • სპეცტექნიკა – 3 672 ერთეული [+17]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 648 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 36 259 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 386 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 490 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 181 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 525 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

  • დღეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1000 დღე გავიდა.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელებს მიმართავს ომის დაწყებიდან მეათასე დღის თავზე

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

შეწყვიტეთ ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შს სამინისტროს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე.

დღეს, 19 ნოემბერს, დილით, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა „მთავარი არხის“ ოპერატორზე, სერგი ბარამიძეზე და დააკავა ის. ოპერატორი მელიქიშვილის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – ის პოლიციელების მიერ აქციის მონაწილის დაკავებას იღებდა. სერგი ბარამიძეს რამდენიმე პოლიციელი განსაკუთრებული სისასტიკით დაუპირისპირდა. ოპერატორს მიღებული აქვს ფიზიკური დაზიანებები. დამტვრეულია კამერა. ამ დროისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება სერგი ბარამიძე.

გამოცემა „პუბლიკას“ ცნობით, პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პუბლიკის“ ჟურნალისტს მინდია გაბაძესაც.

მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, პოლიციამ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა ასევე OC Media-ს ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს და „ნეტგაზეთის“ კორესპონდენტს გივი ავალიანს.

„ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ამ ტელეკომპანიის კორესპონდენტმა გიორგი კვიჟინაძემ თქვა, რომ პოლიციელები მას და მის ოპერატორსაც უშლიდნენ ხელს გადაღებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ასევე მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნელივ დაიწყოს სერგი ბარამიძის და სხვა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება.

მოვუწოდებთ შსს-ს შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა – მედიაომბუდსმენი

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ და სპეცდანიშნულების დაჯგუფებამ აქციის მონაწილეებზე იძალადეს. შს სამინისტროს წარმომადგენლები ასევე არ აძლევენ მედიას მუშაობის საშუალებას.

ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნისა და დაკავების შეტყობინებებით მედიაომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

მედიაომბუდსმენი ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, 19 ნოემბერს, სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს.

სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ Netgazeti კორესპონდენტს გივი ავალიანს.

ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკავეს მთავარი არხი  ოპერატორი სერგი ბარამიძე

სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პუბლიკა ჟურნალისტს მინდია გაბაძეს

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტრო  შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით“.

არჩევნების გაყალბების გამო თბილისში საპროტესტო აქცია გრძელდება.

რა შეცვალა სტუდენტურმა პროტესტებმა საქართველოს ისტორიაში

„დღეს არავინ, არც ერთი სტუდენტი არ შეეგუება საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას, პრორუსული პოლიტიკის გატარებას ამ ქვეყანაში, ევროპასთან ხიდების დაწვას. ამიტომ ეს მუხტი – წინააღმდეგობა და ბრაზი, სტუდენტებს შორის ძალიან დიდია“, – ამბობს პოლიტოლოგი, პოლიტიკის მკვლევარი ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც ბოლო წლებში არაერთი სტუდენტური მოძრაობის სათავეში იყო.

რა შეცვალა სტუდენტურმა მოძრაობებმა საქართველოში უახლესი ისტორიის მანძილზე და რატომ არის სტუდენტების ხმა ხშირად გადამწყვეტი ისტორიულ პროცესებში – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ მას.

  • ბატონო ლევან, როდესაც ქვეყანაში კრიზისული ვითარება იქმნება, ხშირად ისმის კითხვა – „სად არიან სტუდენტები?“ სტუდენტური აქტივიზმი არც თქვენთვის არის უცხო, ამიტომ მინდა გკითხოთ, რატომ აქვს სტუდენტურ მოძრაობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ასეთ დროს?

საერთოდ, სტუდენტების განსაკუთრებული როლი ასეთი პროტესტის დროს, სოციალურ მეცნიერებებში აღიარებულია და ამ განსაკუთრებულობას განაპირობებს მათი სტატუსი.

სტუდენტები ჯერ კიდევ არ არიან გაწევრიანებული იმ საზოგადოებრივ ქსელებში, იერარქიებში, რომლებიც არსებობს ამა თუ იმ სოციუმში, აქვთ უფრო მეტი თავისუფალი დრო, არ არიან მთლიანად დატვირთული ყოველდღიური სამუშაოთი, სწავლისთვისაც აქვთ დრო და სოციალური ცხოვრებისთვისაც.

შესაბამისად, უფრო ადვილია აქტიურები იყვნენ სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მაგრამ ამას თავი რომ დავანებოთ, არსებობს პრეცედენტები, ანუ არსებობს ქვეყნები, სადაც სტუდენტებს არ აქვთ ასეთი მქუხარე სახელი, ძალიან დიდი გავლენა და არ არიან პირველხარისხოვანი როლის შემსრულებელი ისტორიულ პროცესებში, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც პირიქით ხდება. მაგალითად, საქართველოში, სტუდენტები გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ ხოლმე მთელ რიგ მოვლენებში.

  • რა შეცვალა სტუდენტურმა პროტესტებმა ამ ქვეყანაში, თქვენ რას გამოარჩევთ?

რომ მივყვეთ საქართველოს ისტორიას, ჯერ კიდევ 1921 წელს, სტუდენტები მოწინავე ძალა იყვნენ, რომლებიც წინ აღუდგნენ რუსეთის ოკუპაციას. სტუდენტები იყვნენ ჩართულნი 1924 წლის აჯანყებაში და იქაც მნიშვნელოვან სეგმენტს ქმნიდნენ. საქართველოში ეროვნული მოძრაობა 80-იან წლებში საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოვიდა სტუდენტური პროტესტის სახით, დავით გარეჯის მშენებლობის წინააღმდეგ.

დამოუკიდებლობის გამოცხადების დროსაც სტუდენტები მოწინავე ძალა იყვნენ. გავიხსენოთ 2001 წლის პროტესტი, რომლის მოთხოვნა იყო მაშინდელი შს მინისტრის, კახა თარგამაძის გადადგომა, „რუსთავი 2“-ში შეჭრის გაპროტესტება, 2012 წელსაც, როცა „ციხის კადრები“ გამოქვეყნდა, მაშინაც სტუდენტური პროტესტით დაიწყო ყველაფერი.

თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. სტუდენტები ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
ფოტო: ნეტგაზეთი

საქართველოში სტუდენტებს უპრეცედენტო როლი აქვთ შესრულებული სხვადასხვა სოციალურ ცვლილებაში. აღსანიშნავია 2010-იანი წლები, მაშინ მეც აქტიური სტუდენტი ვიყავი და მაშინ იყო აფეთქება სტუდენტური მოძრაობების, ჩამოყალიბდა „ლაბორატორია 1918“, „აუდიტორია 115“, რომელმაც მართლა პოლიტიკურ საკითხად აქცია საქართველოში აკადემიური თავისუფლება, განათლების ხელმისაწვდომობა, განათლების ხარისხი.

მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში. ასე რომ, ძალიან დიდია სტუდენტური მოძრაობებისა და ჯგუფების გავლენა ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ტრადიციაში.

ამას ის აძლიერებს, რომ საქართველოში სრულად დისკრედიტებულია პოლიტიკური კლასი, პოლიტიკური პარტიები და ვინაიდან, პოლიტიკური პარტიებისა და ძალების მიმართ არსებობს დიდი ანტიპათია ჩვენს საზოგადოებაში, ხშირად ჯანსაღ პროტესტად აღიქმება ისეთი პროტესტი, სადაც ავანგარდში სტუდენტური ჯგუფები და მოძრაობები არიან.

  • ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის სუსტი იყო სოციალური პროტესტები, ვიდრე, ვთქვათ, სხვა ქვეყნებში. თქვენი აზრით, რა არის ის თემები, რაზეც არასდროს გაჩუმდებიან ახალგაზრდები?  

მე თვითონაც ხომ ვსწავლობდი თითქმის 13 წელი, სამ სხვადასხვა სასწავლებელშიც ვასწავლი სტუდენტებს და, შესაბამისად, ვაკვირდები ხოლმე. სამწუხაროდ, დღევანდელი სტუდენტობა, მაგალითად, 2010-იანი წლების სტუდენტობასთან შედარებით ძალიან ინდივიდუალიზებულია. ძალიან გათითოკაცებულია, ქართულად რომ ვთქვათ.

მხოლოდ პირადი განვითარების პროექტებით ინტერესდებიან და საერთო, საზოგადო ინტერესს ნაკლებად გამოხატავენ. ამიტომ გვაქვს ნაკლები სოციალური პროტესტი. არ არსებობს არც გარემოსდაცვითი სტუდენტური მოძრაობა და ასე შემდეგ.

მაგრამ არის ერთი თემა, რის გამოც სტუდენტები გამოდიან პირადი კომფორტის სივრციდან, მაგალითად, ჩემი სტუდენტები და ეს ერთი თემა უკავშირდება საქართველოს გეო-პოლიტიკურ არჩევანს. დღეს არავინ, არც ერთი სტუდენტი არ შეეგუება საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას, პრორუსული პოლიტიკის გატარებას ამ ქვეყანაში, ევროპასთან ხიდების დაწვას. ამიტომ ეს მუხტი, წინააღმდეგობა და ბრაზი, სტუდენტებს შორის ძალიან დიდია.

ისინი აპირებენ სხვადასხვა ფორმით ბრძოლას ამ ევროპული არჩევანის დასაცავად. თემა, რომელზეც შეიძლება წარმოიქმნას სტუდენტური პროტესტის ტალღა, ერთადერთია და ეს გახლავთ ევროპის, დასავლური ინტეგრაციის საკითხი.

  • აი, ამ გათითოკაცებას, რაც თქვენ ახსენეთ, ისიც ხომ არ უწყობს ხელს, როცა სტუდენტებს ჩასჩიჩინებენ, რომ პოლიტიკა არ არის მათი საქმე, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს პოლიტიკისგან დაცლილი სივრცე. რა ზიანი მიაყენა ამ პროპაგანდამ სტუდენტურ აქტივიზმს თქვენი აზრით?

როგორ შეიძლება უნივერსიტეტი არ იყოს პოლიტიზებული? ყველა დიდი დებატი, ვთქვათ, აშშ-ს პრეზიდენტებს შორის, ევროპის სხვადასხვა არჩევნების დროს დებატების უმრავლესობა უნივერსიტეტებში იმართება. ყველა დასავლურ უნივერსიტეტში მოქმედებს სხვადასხვა პოლიტიკური ტენდენცია და ჯგუფი. ასე რომ, ეს მიდგომა სრულიად გაუგებარია. უნივერსიტეტში პოლიტიკური მსჯელობა და დისკუსიები უნდა მიმდინარეობდეს.

ცხადია, პარტიულ ოფისებად ვერ აქცევ უნივერსიტეტებს, მაგრამ განხილვებისა და საჯარო დისკუსიებისთვის წესით და რიგით ღია უნდა იყოს.

ხელისუფლებაც ცდილობს უთხრას სტუდენტებს, რომ პოლიტიკა არ არის თქვენი საქმე, რომ თქვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გაქვთ, სტუდენტებსაც აქვთ მეტ-ნაკლები არგუმენტი, რომ, ვთქვათ, პოლიტიკა საქართველოში დაბალი კულტურით ხასიათდება, მაღალია პოლიტიკური სიბინძურე, პოლიტიკური სკანდალები და ამიტომ სტუდენტებიც გაურბიან, მაგრამ ამას ხელისუფლება ხშირად ამატებს ხოლმე მათრახისა და თაფლაკვერის პრინციპს.

თაფლაკვერი არის საბიუჯეტო დაფინანსებები, რომელიც გამოიყოფა მდარე ხარისხისა და შინაარსის კლუბებისა და სტუდენტური აქტივობისთვის და აქვთ მათრახიც, რომელსაც არც მალავენ.

სტუდენტების პროტესტი თბილისში.
ფოტო: ნეტგაზეთი

მაგალითად, 2016 წელს, „აუდიტორია 115“-ის პროტესტის დროს, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო ეგრეთ წოდებული ოდეერის ინსტიტუტის გაუქმება, რომელიც უშიშროების სამსახურის სპეციალური ოფიცრის არსებობას გულისხმობს უნივერსიტეტში. მაშინდელმა რექტორმა პაპავამ დაგვიდასტურა, რომ ასეთი საიდუმლო ინსტიტუტი მართლა არსებობდა, მაგრამ ისე წავიდა მაშინ პროცესები, რომ ეს საკითხი ბოლომდე ვერ მივიყვანეთ.

დარწმუნებული ვარ, ეს ინსტიტუცია ახლაც არსებობს ყველა უმაღლეს სასწავლებელში და ასრულებს სტუდენტური ტალღების კონტროლის ფუნქციას.

ხელისუფლება ამ ყველაფერს უმატებს დაფინანსებებს, რომ არაპოლიტიკურ, არასერიოზულ საქმიანობაში დააკავოს ეს სტუდენტური ენერგია.

  • ძალიან ხშირად, საპროტესტო აქციების ფოტოებზე, ვიდეოებზე არის ხოლმე კომენტარები – „თქვენი საქმე სწავლაა“, „ქუჩაში კი არა აუდიტორიებში უნდა იყოთ“ და ასე შემდეგ. აქვს კი ისეთ განათლებას აზრი, თუკი ქვეყანა ხვალ რუსეთში გაიღვიძებს?

რა თქმა უნდა, სწავლა მხოლოდ რაღაც ტექნიკურ და დარგობრივ ცოდნას არ გულისხმობს. უნივერსიტეტი არის სივრცე, სადაც ადამიანი გადის სოციალიზაციას, იძენს უნარებს, თვისებებს, აცნობიერებს, თუ რა ღირებულებებზეა ეს საზოგადოება დაფუძნებული. თუ უნივერსიტეტში გადიხარ ამ სოციალიზაციის პროცესს და აცნობიერებ, რომელი ღირებულებებია შენი საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ისიც უნდა შეძლო, რომ ეს ღირებულებები დაიცვა.

დაიცვა ქუჩაში პროტესტით და დაიცვა იმ ცოდნით, რომელსაც უნივერსიტეტი გაძლევს. ამიტომ ესეც სახელისუფლებო მითია, რომ თურმე მარტო იურისტი უნდა იყო და არ უნდა იყო მოქალაქე.

„დაიბრუნე ხმა“- სტუდენტების პროტესტი თბილისში.
ფოტო: ნეტგაზეთი

ჩემი პროფესიიდანაც გეტყვით, რომ სოციალური მეცნიერებებისთვის არ არსებობს იმაზე კარგი პრაქტიკა, იმაზე დიდი ლაბორატორია, ვიდრე პროტესტია. თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოხატულებას პროტესტის დროს ხედავენ ხოლმე სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლები.

და კიდევ, არასოდეს 30-40 წლის ადამიანს იმდენი დრო არ ექნება საკუთარი ღირებულებების დასაცავად, რამდენიც აქვს 18 ან 20 წლის სტუდენტს.

ეს არის პერიოდი, როცა ყველაზე მეტი ენერგია აქვთ ადამიანებს, ახალგაზრდებს და ყველაზე მეტად შეუძლიათ ქუჩაში დგომით, პროტესტით გაკეთონ თავიანთი საქმე. თუ ამ დროსაც გაჩერდი, მაშინ 30-40 წლისას უკვე კონფორმიზმი ძვალსა და რბილში იქნება გამჯდარი და მივიღებთ არა აქტიურ და კრიტიკულად განწყობა მოქალაქეს, არამედ ამა თუ იმ პოლიტიკური სისტემის ქვეშევრდომს.

  • რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებიდან მოყოლებული დღემდე, ფაქტობრივად, ორი წელია, მთელი ქვეყანა უწყვეტ საპროტესტო რეჟიმში ცხოვრობს. ახალგაზრდების რაღაც ნაწილი ალბათ გატეხა კიდეც იმედგაცრუებამ, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მაინც გაიტანა რუსული კანონი. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს წინააღმდეგობრივი მოძრაობა, პროტესტის მიზანი რომ იყოს მიღწეული?

ერთ-ერთი ნაკლი საქართველო საპროტესტო მოძრაობებს აქვთ ის, რომ არის სპონტანური, ემოციური, ერთჯერადი და დაუგეგმავი.

პროტესტს სჭირდება ორგანიზება და ინტენსივობა. ენერგია მალე იხარჯება, ამიტომ ეს დრო უნდა გადანაწილდეს. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ ყველა პროტესტი მარცხდებოდა.

მე მაქვს პროტესტის დაგეგმვის გამოცდილება და შემიძლია გითხრათ, რომ კარგი პროტესტის უკან დგას სულ ცოტა 40-50 კაცის დაუღალავი, რუტინული სამუშაო, რომელიც არ ჩანს.

იქ კავშირების მოძებნაა საჭირო, თამაშის წესებზე შეთანხმება, კოორდინაცია, დაგეგმვა – როდის, როგორ, რანაირად, რა ფორმით, რა მეთოდების გამოყენებით მოქმედებ. ცოდნაც არის საჭირო, რადგან მსოფლიოში პროტესტის ბევრი გამოცდილება არსებობს. ჩვენ კი ვიცით მარტო ქუჩაში გამოვარდნა და შევარდნა.

სტუდენტები ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, – საპროტესტო აქცია.
ფოტო: ნეტგაზეთი

დღეს უფრო იკვეთება ორგანიზებულობის ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არსებობს კოორდინაციის პრობლემა, უჭირთ ურთიერთობა პროტესტის ორგანიზატორებს ერთმანეთთან, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით, აცნობიერებენ, რომ იქ ხანგრძლივად კარვების ქალაქის შენარჩუნების რესურსი არ არის და ეს მისასალმებელია.

მისასალმებელია ისიც, როცა თქვეს, რომ ყოველდღე კი არ არის საჭირო გრანდიოზული აქციები, არამედ იქნება რამდენიმე პიკური მომენტი, ვთქვათ, პარლამენტის პირველი სხდომა, მთავრობის დამტკიცება და პრეზიდენტის არჩევა. ახლა მთავარია, ამ სამი მთავარი თარიღისთვის უკეთ მოემზადონ, ბევრი რესურსების მობილიზება შეძლონ და ერთმანეთთან მეტი კოორდინაცია ჰქონდეთ.

  • და ბოლოს, რას ეტყვით სტუდენტებს, მათ, ვინც ქუჩაში დგას ან ჯერ კიდევ არ დგას ამ ქვეყნის მომავლისა და ევროინტეგრაციის გადასარჩენად?

უნდა იბრძოლონ საქართველოს ევროპული მომავლისთვის და როცა ეს ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდება, არ უნდა წავიდნენ სახლში და მხოლოდ „ერაზმუსის“ პროგრამაში გამარჯვებისთვის არ უნდა იბრძოლონ.

საერთოდ, სტუდენტის ცხოვრების 50 პროცენტი უნდა შედგებოდეს სწავლით, 30 პროცენტი გართობით და 20 პროცენტი უნდა დაუთმონ სამოქალაქო აქტივიზმს. თუ ეს პროპორცია დაცული იქნება მშვიდობიანობის დროსაც, მერე აღარ დაგვჭირდება საბედისწერო პროტესტების გადატანა.

„მითოლოგია ბიძინაზე უნდა დაინგრეს, სისტემაში ჯერ კიდევაა ილუზია მის ყოვლისშემძლეობაზე“ – ინტერვიუ

„თუ სანქციები იქნება და აქაც პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება, სისტემური რყევები დაიწყება. საბოტაჟი თუ დაიწყო სისტემამ, ბიძინა თვითონ ხომ არ დაიწყებს ქუჩაში სირბილს? ასეთ შემთხვევაში ჩამოიშლებიან და ჩამოიშლებიან ძალიან სწრაფად,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. იგი საქართველოში სამართლიანობის აღდგენას შესაძლებლად მიიჩნევს, თუ პროტესტის გაძლიერების პარალელურად, დასავლეთი სანქციების პაკეტს აამოქმედებს.

პოლიტოლოგი ასეთ შემთხვევაში სახელისუფლებო სისტემაში ბზარების გაჩენას ელოდება:

„სისტემაში კონფორმიზმიდან გამომდინარე ჯერ კიდევ არის ილუზიები ბიძინას ყოვლისშემძლეობის შესახებ, რომ რაღაც ტრიუკებს ისევ ჩაატარებს. ეს მითოლოგია ბიძინას შესახებ უნდა დაინგრეს“, – გვიყვება პოლიტოლოგი.

გია ხუხაშვილთან საუბარი საზოგადოების განწყობაზე საუბრით დავიწყეთ: რასთან გვაქვს საქმე, როცა გაყალბებული და მიტაცებული არჩევნების შემდეგ ხალხი ერთმანეთზეა უფრო გაბრაზებული, ვიდრე ხელისუფლებაზე?

„ბათუმელებმა“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო გია, თქვენი დაკვირვებით, რასთან გვაქვს საქმე, როცა ხალხი ერთმანეთზე უფროა გაბრაზებული, ვიდრე ხელისუფლებაზე? საარჩევნო დარღვევების ანალიზი აჩვენებს, რომ ამომრჩევლის უმრავლესობამ რეალურად ოპოზიციას დაუჭირა მხარი. 

ჩემი აზრით, ხალხი ხელისუფლებაზეა გაბრაზებული, მაგრამ არის თვითკრიტიკა. ეს განპირობებულია უფრო იმით, რომ გეგმას ვერ ხედავენ: როგორ შეიძლება სამართლიანობის აღდგენა. სკეპტიციზმის და ნიჰილიზმის მორიგმა ტალღამ გადაგვირბინა, შეიძლება ითქვას.

ნებისმიერი პროტესტი რომ შედეგიანი იყოს, მას სჭირდება შესაბამისი ლიდერი მწყობრი გეგმით და დღის წესრიგით. როდესაც ეს არ არის, თვითგვემაზე გადადიხარ, უსუსურობა გიპყრობს, ამ დროს კი, საკუთარ თავში ეძებ პრობლემის მიზეზების ქექვას.

ალბათ ეს არის, ეს ხდება.

  • ჩანს თუ არა მკაფიოდ, რომ „კარუსელების“ გარეშე, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო რესურსის გამოყენებით, ასევე პროპაგანდით „ოცნება“ არჩევნებს აგებდა? 

აგებდა, რა თქმა უნდა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მეთოდი გამოიყენა და ამის მიუხედავად, მას მაინც არ გაუმარჯვია.

რეალურად გამოჩნდა, რომ კიდევ უფრო ცუდი სურათი ჰქონია ხელისუფლებას – ჩემი აზრით, რეალური, ნატურალური ამომრჩეველი, რომელსაც მიაჩნია, რომ „ოცნება“ მოაგვარებს მის პრობლემებს, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს სადღაც 5-10 %. დანარჩენი არის მედროვე, რომელიც სარგებელს ნახულობს, ან წინა ხელისუფლების მუდმივი სიძულვილითაა შეპყრობილი, ეს დაპატარავებული სეგმენტია…

არის კიდევ ერთი ნაწილი, რომელსაც დაუმტკიცეს, რომ ეს ხელისუფლება შეიძლება არ ვარგა, მაგრამ უარესად იქნება საქმე – აუცილებლად დაიწყება ომი. ვფიქრობ, გარკვეულწილად იმუშავა ამ პროპაგანდამ „ომი და მშვიდობა“.

მე წინასაარჩევნოდაც ვსაუბრობდი, რომ ოპოზიციას უნდა ემუშავა ამაზე. როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოაცხადა რეფერენდუმი: დასავლეთი, თუ რუსეთი, „ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ სერიოზული პრობლემა ჰქონდა. მისი ამოცანა იყო ის, რომ რეფერენდუმის შეკითხვა შეეცვალა და ის უნდა შეხებოდა ფუნდამენტურ ღირებულებას. გასაგებია, რომ ევროპის იდეას კონკურენციას ვერ გაუწევდნენ ორი მიმდინარე ღირებულების თვალსაზრისით: კეთილდღეობა და თავისუფლება. ამიტომაც, ისინი ამ კონკურენციაში არ შევიდნენ და შეკითხვის ახალი ფორმულირება მოიფიქრეს: ომი და მშვიდობა.

ეს საბჭოთა კავშირის კაგებეს ჯურღმულებში დამუშავებული ტექნოლოგია იყო. საბჭოთა კავშირის დროსაც ასე იყო, გვიყვებოდნენ იმაზე, რამდენად უსამართლო სამყარო იყო იმპერიალიზმი, თავად პოზიციონირებდნენ, როგორ მშვიდობის მტრედები.

გია ხუხაშვილი

ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“გამოიყენა საბჭოური ტექნოლოგიური მატრიცა და გარკვეული შედეგი მიიღო კიდეც, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი.

მან ყველაფერი გამოიყენა: პროპაგანდა, სიძულვილი და ჰომოფობია, მოსყიდვა, დაშინება, შანტაჟი, სამსახურიდან გათავისუფლების და სოციალური დახმარების მოხსნის შიში… ესეც რომ არ ეყო, საბოლოოდ ბიულეტენსაც გააჟონინა, რომ ჩაენერგა ადამიანებში, რომ მათი არჩევანი იქნებოდა ხილული.

ამ პროცესში ოპოზიციამ დაუშვა ორი შეცდომა: პირველი არის, რომ ვერაფრით ვერ მივიდნენ ამომრჩეველთან პირისპირ და უშუალოდ სალაპარაკოდ. პროპაგანდასთან კონტრპროპაგანდა არ იქნებოდა სწორი, რადგან პროპაგანდას ყოველთვის ბევრი რესურსი აქვს. ამომრჩეველთან ინტერაქციული ურთიერთობაა საჭირო, განსაკუთრებით რეგიონებში. ქალაქებში ხალხი მეტ-ნაკლებად გათვიცნობიერებულია. ჩვენ გვაქვს სოფლები, სადაც ოპოზიცია თვალით არასდროს უნახავთ და სადაც სოფლის გამგებელი სერიოზული ფიგურაა.

ოპოზიციის მეორე შეცდომა კი იყო ის, რომ არ მოხდა კონსოლიდაცია პრეზიდენტის ირგვლივ, გარკვეულწილად დისტანცირებაც კი მოახდინეს პრეზიდენტისგან იგივე ტექნიკური მთავრობის დასახელების პროცესში. ადამიანებს ყოველთვის ურჩევნიათ წინასწარ იყოს გაცხადებული, რა როგორ იქნება. მე მომეჩვენა, რომ ოპოზიცია იყო შეპყრობილი ამბიციით, რომ თითქოს უკვე მოიგეს არჩევნები.

  • როცა ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სახის გაყალბების ჩადენაზეა საუბარი და უზარმაზარ ფინანსურ რესურსებზე, ეს შეცდომები რომ არ ჰქონოდა ოპოზიციას, უშვებთ, რომ „ქართული ოცნება“ წააგებდა? 

ამომრჩევლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა რეფერენდუმის კითხვასთან დაკავშირებით, მაგალითად, სრული კონსოლიდაცია, ერთიანობის დემონსტრირება.

თუ არჩევნების რეალური შედეგი იყო 60/40-ზე ოპოზიციის სასარგებლოდ, ეს სისტემური შეცდომები რომ არ დაეშვათ, უკვე აშკარა იქნებოდა უპირატესობა 70/30-ზე მინიმუმ და ამ შემთხვევაში, ხელისუფლება უკვე ვერაფერს ვეღარ მოახერხებდა. ამ შეცდომებმა განაპირობა ის, რომ დღეს ეს პროტესტი ისევ მაღალია, მაგრამ ის შეყუჟულია სამზარეულოებში.

  • რა შანსია ახლა, ეს პროტესტი გამოვიდეს სამზარეულოებიდან და ხელისუფლებას მოუწიოს უკან დახევა? 

ქუჩა ძალიან სპეციფიკური თემაა, მას შესაბამისი ქარიზმის მატარებელი ლიდერები სჭირდება, ადამიანები ისევ უნდა დაიმუხტონ… მე შიდა ფაქტორებით სერიოზული ცვლილებების მოლოდინი მაღალი არ მაქვს, თუმცა აქ არის ერთი ფაქტორი, რამაც შესაძლოა სინერგია შექმნას: თუ დასავლეთი გადავა რეალურ მოქმედებებზე – საბოლოოდ ძალიან მკვეთრად და გასაგებ ენაზე არ აღიარა არჩევნების შედეგები და გადავიდა სასანქციო პოლიტიკაზე – ეს შექმნიდა სინერგიას და ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა.

იმისთვის, რომ რეჟიმი დაამარცხო, აუცილებელი ელემენტია სისტემაში რყევების დაწყება. ვგულისხმობ სამართალდამცავ სისტემას და საჯარო სექტორს, რომელიც თავისი ბუნებით კონფორმისტია.

ბიძინა ახლა მათ ჯერ კიდევ არწმუნებს, რომ კი, ეს იყო, ის იყო, მაგრამ იმასთანაც დავალაგებთ, ამასთანაც დავალაგებთ. დააკვირდით, ამას ლაპარაკობს ირაკლი კობახიძე, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზანი არის ევროპა. თვითონ სისტემაც პროევროპულად არის განწყობილი – რუსეთში დაბრუნება არავის არ უნდა. ამ კონფორმისტული ბუნებიდან გამომდინარე კი, სისტემა იტყუებს თავს, რომ რაღაც გეგმა აქვს ბიძინას, ამ მამაძაღლობითაც ალბათ უკან კარიდან შევალთ ევროპაში.

თუ იქნება უფრო მკაფიო შეფასებები და დაიწყება დასანქცირება, ეს გააჩენს ბზარს სისტემაში. მაგალითად, თუ დაასანქცირეს ირაკლი კობახიძე, დასანქცირებული კობახიძე ხომ ვეღარ იტყვის, ევროპაში მივდივარო? სისტემა კი იტყვის, ამ ადამიანებს საკუთარი თავისთვის ვერ უშველიათ, ჩვენ როგორღა გვიშველიან? ეს უკვე სისტემის შიგნით საბოტაჟის დაწყებას.

ეს ნანახი გვაქვს 2012 წელს და მანამდეც. ზოგადად, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ხელისუფლების ცვლილებების აუცილებელი კომპონენტია სისტემური რყევები. სისტემა თუ მონოლითური და სტაბილურია, ძალიან ჭირს მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დამარცხება. თუ ახლა პოლიციელი მზადაა, ამ ხელისუფლების გამო უკანონობა ჩაიდინოს, ახალგაზრდა, ბავშვი სცემოს და ვიღაც დაიჭიროს, ძნელია შეცვალო რამე.

2012 წელს იცით რა დროს მივხვდი, რომ არჩევნებს ვიგებდით? – ქუჩაში პატრულმა გამაჩერა, საჭესთან მობილურზე ვსაუბრობდი. პატრულს როცა საბუთები მივაწოდე, უი, თქვენ კი უნდა ისაუბროთ, მიბრძანდითო. ამას ჰქვია საბოტაჟი, როდესაც ხელისუფლების მიმართ პატივისცემა და მორჩილება იკარგება და იგი მეორე მხარეს გადადის.

სისტემაში, კონფორმიზმიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არის ილუზიები ბიძინას ყოვლისშემძლეობის შესახებ, რომ რაღაც ტრიუკებს ისევ ჩაატარებს. ეს მითოლოგია ბიძინას შესახებ უნდა დაინგრეს.

  • არ უშვებთ, რომ სახელისუფლებო სისტემა შეეგუოს რუსულ ორბიტაზე ქვეყნის გადასვლას? 

დიახ, ასეთებიც არიან სისტემაში, მაგრამ არა მგონია, ბევრი იყოს. ყველას შვილი ჰყავს, შვილიშვილი, საბოლოოდ ხომ მათთვის გვინდა ყველაფერი? ყველას კარგად გვესმის, რომ ევროპა გვინდა და ეს ადამიანებიც საკუთარ მომავალს ევროპასთან აკავშირებს. მათ შესაძლოა აიტანონ მურუსიძე სასამართლო, უსამართლობა აიტანონ, მაგრამ მთლად საბჭოთა კავშირში დაბრუნება არ უნდათ.

ვფიქრობ, თუ სანქციები იქნება და აქაც პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება, სისტემური რყევები დაიწყება. საბოტაჟი თუ დაიწყო სისტემამ, ბიძინა თვითონ ხომ არ დაიწყებს ქუჩაში სირბილს? ასეთ შემთხვევაში ჩამოიშლებიან და ჩამოიშლებიან ძალიან სწრაფად.

  • რამდენად შეიძლება ამ ეტაპზე ველოდოთ სანქციებს დასავლეთიდან, როცა ტრამპი იანვრიდან შეუდგება თავისი ვალდებულებების შესრულებას, მანამდე კი, გარდამავალი პერიოდია? 

დიახ, გარდამავალი ხელისუფლებაა, მაგრამ, მაგალითად, გუშინ მიიღეს სტრატეგიული გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ, რომლის მიხედვითაც უკრაინას შეუძლია დასავლეთში წარმოებული რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. ამ გადაწყვეტილებას ბაიდენი მიიღებდა ტრამპთან ერთად.

საქართველოც აშშ-ს სტრატეგიული ინტერესების სფეროში შედის და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებითაც იქნას გადაწყვეტილება მიღებული. შესაძლოა, ეს პროცესი დროში ძალიან გაიწელოს, თუმცა გადაწყვეტილება შესაძლოა სწრაფადაც მიიღონ.

PROტესტი და პოლიტიკა საქართველოში – ორი კვირის დაიჯესტი 

მოამზადა ნათია კაპანაძემ 

__________________________________

11-17 ნოემბრის ქრონიკა

„დემოკრატიისთვის ბრძოლა გვიანი არასდროსაა“ – თქვა შვედმა პარლამენტარმა, ერიკ ოტოსონმა გასულ კვირას რუსთაველის გამზირზე, როცა ევროპელმა დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართეს.

ისინი თბილისში აქციის მონაწილეებისთვის სოლიდარობის გამოსახატად ჩამოვიდნენ. საქართველოს მთავრობას კი მოუწოდეს, არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს დაარღვევს.

მმართველ პარტიას ევროპელი პოლიტიკოსების რჩევები არ გაუთვალისწინებელია. საპასუხოდ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ევროპარლამენტარებს უსაქმურები უწოდა. 

თბილისში იმყოფება ცნობილი შვედი უფლებადამცველიც. შეგიძლიათ გაეცნოთ, რატომ და როგორ ჩამოვიდა გრეტა თუნბერგი საქართველოში.

გასულ კვირას ბათუმში დაიწყო სტუდენტური პროტესტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასა და არადემოკრატიულ მიდგომებს აკრიტიკებს. პროტესტი გადაედო სხვა უნივერსიტეტებსაც. „სოლიდარობა ბათუმელ სტუდენტებს“ – ამბობენ ახალგაზრდები და ეხმიანებიან პროტესტს სხვა უნივერსიტეტებიდან.

ბათუმელი სტუდენტები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებზე ელიან მშობლებისა და ბებია-ბაბუების თაობას უნივერსიტეტთან.

16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კი ცესკომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა და შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.

„შენ ხარ ჩვენი სირცხვილი! შენი რეალური სახე არის შავი ლაქა, შენ ხარ შავი ლაქა!“ – ასე მიმართა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკოში დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს და შავი სითხე შეასხა. ამის შემდეგ ცესკოს სხდომა შეწყდა.

გასულ კვირას ოცმა ორგანიზაციამ რუსული კანონის გამო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია დატოვა. ისინი ამბობენ, რომ ასოციაციის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციად დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება ასოციაციის წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„საქართველოს ტყვედ ჰყავს ჩემი მეუღლე“ – ამბობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა. სადიგოვი თითქმის 60 დღეა შიმშილობს, მან 35 კილო დაიკლო. ექიმების პროგნოზი მძიმეა.

„ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის საქმეზე დაკავებულ პირებს ამნისტია შეეხოთ და პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. საუბარია ამნისტიაზე, რომელიც პარლამენტმა, „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო.

მაუწყებლის ცნობით, ამნისტიით გათავისუფლებულთა შორის არიან ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმისთვის მსჯავრდებულები – დავით კუტალაძე და თორნიკე დავლაშერიძე.

გასულ კვირას მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდა აფხაზეთში. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სოფელ ტამიშში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის, გადადგეს იმის შემდეგ, როცა პროტესტის მონაწილეები სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსს დატოვებენ. გარდა ამისა, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მზად არის, შემდგომ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს.

აფხაზეთში ბჟანიას გადადგომის მოთხოვნას წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტი რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტი უკვე უკან გაიწვიეს.

პროტესტის დროს ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს „სახელმწიფო შენობები“, ასევე შეანგრიეს დე ფაქტო პარლამენტის ჭიშკარი. საპოლიციო ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.

ქვემოთ მითითებული ბმულებით შეგიძლიათ გაიხსენოთ გასული კვირის ამბები და დეტალურად გაეცნოთ საქართველოში მიმდინარე ყველა პროტესტს.

  • არჩევნები

„შენ ხარ შავი ლაქა“ – კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხეს

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა

აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

პრეზიდენტი: „შედგება ახალი არჩევნები, როდის და როგორ – ჯერ ვერ ვიტყვით“

რატომ გათიშეს შუქი და მოხსნეს ფანჯრებს საკეტები ბსუ-ში – რექტორის განმარტება

პროკურატურის თქმით, მას არ აქვს მარაგები ამოსაღები საარჩევნო მასალების დასალუქად

„სოლიდარობა ბათუმელ სტუდენტებს“ – როგორ ეხმიანებიან პროტესტს სხვა უნივერსიტეტებიდან

გაფიცული სტუდენტები: დღეს ველოდებით მშობლების თაობას, ჩვენი ბებია-ბაბუების თაობას უნივერსიტეტთან

მხარს ვუჭერთ ბსუ-ს სტუდენტების ბრძოლას მოპარული ხმისთვის – „ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობა

ჯიპას სტუდენტური მოძრაობის სოლიდარობა ბათუმელ სტუდენტებს

ერთადერთი გზა რჩება – სახალხო დაუმორჩილებლობა – ხაზარაძე

“სააპელაციომ გადაწყვიტა, დისკომფორტი არ შეიქმნას” – საია არჩევნების საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე

პროკურატურა: დაილუქა არჩევნებზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები

მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ – იოსელიანი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმაზე

ილია მეორე „ოცნებას“არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

  • პოლიტიკა

ყოფილი მოსამართლე: ივანიშვილის სახელით ქრთამი შემომთავაზეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წნელისთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

კობახიძე: ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი ძალებით

ბჟანია აცხადებს, რომ გადადგება თუ ოპოზიცია სამთავრობო შენობებს დატოვებს

რუსეთის დროშა ოზურგეთში – კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ეს ფოტოშოფია

რას სთავაზობს სახელმწიფო ღარიბ ადამიანს საქართველოში და რას ბელგიაში

უსახლკაროები უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობაში შეიჭრნენ – „გამოგვიყვანეს, არ დავტოვებთ აქაურობას“

„ბავშვს ყველა გაჭირვება ვანახე“ – როგორ ეხმარება მარტოხელა მშობლებს საქართველო და EU-ს ქვეყნები

როცა სამსახური დაკარგე და სახელმწიფო ხელფასს გიხდის – საქართველო უმუშევრობის დაზღვევის გარეშე და იტალიის გამოცდილება

“ალიევის და ივანიშვილის რეჟიმები ერთ დღეს პასუხს აგებენ მსოფლიოს წინაშე” – აფგან სადიგოვის ცოლი

  • ინტერვიუ

 „გერმანია გვახსენებს საერთო ისტორიას, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია“ – ინტერვიუ

„უკრაინას მნიშვნელოვანი კოზირი აქვს მოლაპარაკების დაწყების წინ“ – ინტერვიუ გენერალთან

  • უცხოეთის ამბები

რუსეთის საგარეო მოქალაქეებს ურჩევს, აფხაზეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

საქართველოს პოლიტიკა შემაშფოთებელია და დიდი სამხედრო პროექტების გაუქმება გამოიწვია — ფიშერი

რუსეთი “აგენტების” შესახებ რეგულაციებს კიდევ უფრო ამძიმებს

ტრამპმა სახელმწიფო მდივნად მარკო რუბიო დაასახელა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: 26 ოქტომბრის არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს

„ჩვენ ყველანი ვიბრძვით თავისუფალი ევროპისთვის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ“ – მიხაელ როთი

გრეგოროვა: თავად შევესწარი გაყალბების ფაქტებს

უნგრელი ევროპარლამენტარი: არჩევნები საქართველოში თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა

ევროპარლამენტარი: 26 ოქტომბერს ამომრჩეველს არ ჰქონდა საშუალება, თავისუფლად გამოეხატა ნება

რასა იუკნევიჩიანე: „ოცნებას“ არჩევნები არ მოუგია

კობახიძის განცხადებების გამო, ქართველი დიპლომატი მოლდოვის საგარეო უწყებაში დაიბარეს

რუსეთში 68 წლის პედიატრს 5,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჯარზე „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით

პოლონეთის პრეზიდენტმა ლუკაშენკოს გამო საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა

უვიზო რეჟიმის შეჩერების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ პოზიცია შევიცვალე — როთი

რა უთხრეს ევროპელმა პარლამენტარებმა რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს

ვაშინგტონ პოსტი: დონალდ ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

  • უკრაინა

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 ნოემბერი

რუსეთი კიევს რაკეტებითა და დრონებით თავს დაესხა 

რუსეთის თავდასხმა კრივოი როგზე – ნანგრევებში 3 ბავშვის ცხედარი იპოვეს

ააფეთქეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდების შტაბის უფროსი – მედია

ზელენსკის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ომი უფრო მალე დამთავრდება

  • კვირის ამბავი

„შენ ხარ შავი ლაქა“ – კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხეს

 

 2-9 ნოემბრის ქრონიკა

2-9 ნოემბრის კვირას საარჩევნო საკითხები საკვანძო თემა იყო. ბევრი ყურადღება მიექცა არჩევნების სანდოობას, პროცესების გამჭვირვალობასა და საარჩევნო დარღვევების შესწავლას.

2024 წელს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, მათ შორის საქართველოს მოსახლეობისთვის უყურადღებოდ არ დარჩენილა მოლდოვაში გამართული პოლიტიკური პროცესები, რომელიც რუსული რყევების ფონზე ორი ტურით ჩატარდა. ამჟამად, მოლდოვას პრეზიდენტი ისევ პროევროპელი მარია სანდუა. ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში კი კამალა ჰარისმა ხმების საკმარისი ოდენობა ვერ დააგროვა და დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა.

ამ კვირაში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქართული არჩევნების ხარვეზებზე საუბრის გამო პროკურატურაში დაიბარეს. „აწიოს ერთი ადგილი“ – ასე თქვა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, კალაძემ პრეზიდენტზე.

არჩევნების შედეგების გამო თბილისში აქციები გრძელდებოდა. „ხალხის ბრძოლის მხარდასაჭერად მოვედი“, – თქვა ცნობილმა შვედმა უფლებადამცველმა გრეტა ტუნბერგმა, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციაზე იმყოფებოდა.

უფლებადამცველები მოსახლეობის არჩევანის თავისუფლების დაცვას ცდილობენ. ამ კვირას თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა ცესკოს სასარგებლოდ იმსჯელეს. საქართველოს სახელით გამოტანილ გადაწყვეტილებებში წერია, რომ არჩევნები არავის მოუპარავს, რომ გაჟონვა არ ნიშნავს დარღვევას.

გამონაკლისი აღმოჩნდა მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა, რომელმაც სასამართლო პროცესზე არჩევნების ტექნიკური ნაწილები დეტალურად გამოიკვლია, ხმის მიცემის აპარატები სასამართლო დარბაზში გადაამოწმა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა მიკერძოებაში დაადანაშაულა. ამის დასასაბუთებლად ცესკო სააპელაციო სასამართლოში ხუჭუას ცოლის, ელზა გურგენიძის ფეისბუქ პოსტები წარადგინა.

სასამართლო სისტემაში კიდევ ერთი განსხვავებული პირი აღმოჩნდა მოსამართლე ნინო გერგაული. მოსამართლემ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ორგანიზაცია ითხოვდა 15 საარჩევნო უბნის შედეგების ხელახლა დათვლასა და ამ უბნების თავმჯდომარეებისა და მთვლელებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.

„თქვით მისი სახელი, დაანახეთ მსოფლიოს მისი უშიშრობა“ – ირანელი სტუდენტი ქალის მდგომარეობა უცნობია. გასულ კვირას სოციალური ქსელები ირანელი ქალი სტუდენტის ამბავმა მოიცვა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გამოდის ახალგაზრდა ირანელი ქალი საცვლებში და გაშლილი თმით უნივერსიტეტის კამპუსის წინ, როგორ გადადის გზაზე და მიუყვება ტრასას, სადაც ცოტა ხანში მანქანა ჩერდება და კაცების ჯგუფი ქალს მანქანაში ტენის.

სტუდენტი ქალის ვინაობა ოფიციალურ წყაროებს არ დაუდასტურებიათ, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის 30 წლის აჰუ დერიაია, რომელიც თეირანში, აზადის ისლამურ უნივერსიტეტში ფრანგულ ენას სწავლობდა. მისი პროტესტი კი უნივერსიტეტში მოხალისე პარამილიტარისტებთან კონფლიქტს მოჰყვა, რომელთაც მისი ჩაცმულობა შარიათთან შეუსაბამოდ მიიჩნიეს.

„თავისი სიმამაცით ის უთვალავი ქალის სახელით ლაპარაკობს, ქალების, რომლებიც უარს ამბობენ მდუმარებაზე, როცა რეპრესიული სისტემა მათ ღირსებასა და უფლებებს თელავს.

უკიდურესად ვღელავთ მის უსაფრთხოებაზე – მისი ბედი უცნობია, შიშის საფუძველი იზრდება. თქვით მისი სახელი ხმამაღლა. გააზიარეთ მისი ამბავი. აჩვენეთ მსოფლიოს მისი უშიშრობა“, – წერს X-ზე ირანელი ქალების გაერთიანება, „სპარსეთის შვილები“.

მკითხველებს კარგად გახსოვთ, ნათია აბულაძე, ქალი ხულოდან, რომელიც მარტო უვლის 30 სულ პირუტყვს და ოცნებობს ჰქონდეს პატარა მიწა, სადაც ცალკე სახლი და ბოსელი ექნება. ნათია „ბათუმელებმა“ მკითხველებს წელს, აგვისტოში გააცნო. მის შესახებ მომზადებულ სტატიას და ვიდეომასალას მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დახმარების სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა.

ნათია აბულაძეს „ბათუმელების“ მკითხველმა, ჯამში, 97 742 ლარი შეუგროვა.

8 ნოემბერს კი ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა.

დიდი პოლიტიკური პროცესების ფონზე, კვირის ამბავი ქალთა ბრძოლაა სიცოცხლისთვის, უკეთესი შესაძლებლობებისთვის, უსამართლობის წინააღმდეგ და სამართლიანობის მხარდასაჭერად. გასული კვირის ამბებიდან მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას ცოლის, ელზა გურგენიძის საჯაროდ დაპირებული მარწყვის ტორტიც დაგვამახსოვრდება. ეს ჯილდო მოსამართლეს სამართლიანობის გამო ერგო. ამ თემაზე ბევრი დაიწერა.

არავინ იცის, რა დაახვედრეს ოჯახის წევრებმა თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს ცესკოს სასარგებლო გადაწყვეტილებებისთვის. ცნობილია, მხოლოდ უარყოფითი შიდა და საერთაშორისო შეფასებები.

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტების ნამუშევრებში გადაამოწმებთ, თუ როგორ ირეკლება საქართველოში მიმდინარე პროცესები მსოფლიოს პოლიტიკურ ტენდენციებში.

  • არჩევნები

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი ხმის ფარულობის დარღვევაზე

„საქართველოს მეგობრების ჯგუფი“ დარღვევების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს

საარჩევნო დავებს “სასამართლო კლანის” წევრად მოაზრებული დიმიტრი გვრიტიშვილიც განიხილავს

ანა ნაცვლიშვილი: ვიწყებთ ახალ კამპანიას ხელახალი არჩევნების მოთხოვნით

სასამართლომ დაუშვებლად ცნო სარჩელი სიების გასაჯაროებაზე – გახარიას პარტია

გორის სასამართლომ ISFED-ის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ ISFED-ის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

ცესკომ მოსამართლე ხუჭუას “მიკერძოების” დასასაბუთებლად საქმეს მისი ცოლის პოსტების სქრინები დაურთო – ქურდოვანიძე

„გირჩი“ ახალი არჩევნების მოთხოვნით შაბათს აქციას გამართავს

პროკურატურა ვერიფიკაციის აპარატების წაღებას ცდილობს — „გახარია საქართველოსთვის“

„საქართველო გადარჩება – ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა“ – სალომე ზურაბიშვილი

ორგანიზაციებმა, რომლებსაც ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდათ, 0 საჩივარი დაწერეს

არჩევნების გაყალბების გამოძიება: პროკურატურამ მეზვრიშვილი დაიბარა

„უნდა დაერთოს?“ – რეპორტაჟი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან საარჩევნო დარღვევებზე

საარჩევნო დავებს განიხილავს მოსამართლე, რომელიც გავლენიანი პოლიციელის მამაა და წარსულში „ოცნების“ დეპუტატი იყო

მოსამართლემ ხელვაჩაურშიც დაადასტურა, რომ მარკერმა გაჟონა, თუმცა სარჩელი არ დააკმაყოფილა

საია 24 სასამართლოში ასაჩივრებს არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევას

რა ჩაწერა გადაწყვეტილებაში მოსამართლემ, რომელმაც უბნების გაბათილებაზე უარი თქვა

„ძლიერმა საქართველომ“ სიების გახსნის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

“ოცნება” თითოეულ უბანზე მიბმული ე.წ. ქოლ-ცენტრით ატარებდა არჩევნებს – TV PIRVELI

ირაკლი ჭეიშვილი ადასტურებს, რომ „ოცნება“ არჩევნებზე ქოლ-ცენტრებით მუშაობდა

“კოორდინატორმა დაინახა, ხმა ვის მივეცი” – რატომ არ გაუგრძელა ქუთაისის მერიამ კონტრაქტი თანამშრომელს??

არ ვაღიარებთ გაყალბების შედეგს, მოვითხოვთ ხელახალ, სამართლიან არჩევნებს – პენცენტრი

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა დასრულდა

“ჩემი ხმა” პროკურატურას სთხოვს, დაიწყოს გამოძიება ცესკოს ხელმძღვანელი პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე

ცესკოს განმარტება ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობაზე

რას ითხოვენ „ბათუმელებისგან“ – პასუხი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს

მტრული გარემო, ძალადობა და აგრესია – რატომ ხდებიან ჟურნალისტები სამიზნე არჩევნებზე

„არა რუსულ არჩევნებს“ | საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში

„გირჩმა“ ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით აქცია გამართა

  • პოლიტიკა

ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

აშშ-ის არცერთი ადმინისტრაცია არ იქნება „ოცნების“ რეჟიმის გვერდით — უსუფაშვილი

საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ნუთუ ესოდენ გეშინიათ?! – სალომე ზურაბიშვილი

გიორგი რურუა სუს-მა „სახელმწიფო გადატრიალების“ საქმეზე მოწმის სტატუსით დაიბარა

„თქვენს დედებს დავეცი“, „არ გადამეყაროთ სადმე“ — საქართველოს ელჩი მოქალაქეებს აგინებს

„მეც ემიგრაციაში წავიდოდი“ – როგორ ეხმარებიან ყოფილ პატიმრებს EU-ში და საქართველოში

როგორ ახალისებენ შობადობას ფინეთში და რა ხდება საქართველოში

„რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“ – ბანერის გამოფენისთვის ორგანიზაცია 4 500 ლარით დააჯარიმეს

როგორ აძლიერებენ ოჯახებს ევროკავშირში და როგორ – საქართველოში: „მე წამლის ფული არ მომცეს“

უსახლკარო ქალმა შშმ შვილთან ერთად მთელი დღე ბათუმის მერიაში გაატარა – მას არავინ შეხვდა

საგარეო არ პასუხობს ლუკაშენკოს კომპანიის მიერ აფხაზეთში მიწის შესაძლო ფლობის შესახებ

ხანდაზმულთა სახლში 2 მოხუცის ხანძრის შედეგად დაღუპვას სახალხო დამცველი ეხმიანება

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა რუკაზე ან ბეჭდურ გამოცემაზე კანონით ისჯება

“ეს ადასტურებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ” – ბიბილოვი დიდი ბრიტანეთის სანქციებზე

POG: სასამართლომ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე სამი პირი დამნაშავედ ცნო

წელს რუსეთიდან 1,489,079 მოქალაქე შემოვიდა – სამი კვარტლის მონაცემები

  • ინტერვიუ

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ხსნის, რატომ ჩაატარა ექსპერიმენტი ხმის ფარულობაზე

რა მოხდება, თუ აშშ და ევროპა არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ? – ინტერვიუ 

მე არ ვაპირებ ჩემი ქვეყნის დათმობას, დავრჩები იქამდე, სანამ ამის ძალა მექნება – აქტივისტი

გადარჩება ლარი გაუფასურებას? – ეროვნულმა ბანკმა 1 თვეში 627,5 მილიონი დოლარი გაყიდა | ინტერვიუ 

  • უცხოეთის ამბები

ეს ნამდვილად იქნება ამერიკის ოქროს ხანა – დონალდ ტრამპი

მოლდოვაში მაია სანდუმ გაიმარჯვა – დიასპორამ გადამწყვეტი როლი ითამაშა

მაკრონი, შოლცი და ტუსკი ხსნიან, რატომ არ დაუჭერენ მხარს EU-ს გზაზე საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლას

აშშ არ მოერიდება დამატებით ზომებს — მეთიუ მილერი საქართველოზე

არჩევნების შემდგომი სიტუაცია საქართველოში შემაშფოთებელია — ურსულა ფონ დერ ლაიენი

მზად ვართ, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება გავაგრძელოთ — ლავროვი

„რეაგირება უნდა მოხდეს დარღვევებზე“ – ბელგიის პრემიერი

ზელენსკი ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ვრცელი ტექსტით ულოცავს

„ზოგიერთი თქვენგანი პუტინს 20 წელია ეხუტება, მაგრამ ამას სიკეთე არ მოუტანია“ — ზელენსკი ბუდაპეშტის სამიტზე

რა თქვა მაკრონმა საქართველოს არჩევნების შესახებ იმ სამიტზე, რომელსაც კობახიძეც ესწრება 

შარლ მიშელის თქმით, სერიოზული ეჭვები არსებობს, რომ არჩევნები საქართველოში გაყალბდა

რა პრიორიტეტები აქვს გაფართოების მომავალ კომისარს საქართველოსთან დაკავშირები

პუტინმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ამსტერდამში ისრაელელებსა და პალესტინის მხარდამჭერებს შორის შეტაკებების შემდეგ 57 ადამიანი დააკავეს

არჩევნები საქართველოში არ ყოფილა თავისუფალი და სამართლიანი — ესტონეთის პრემიერი

რის შესახებ ესაუბრნენ ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ელჩს

გულუბრყვილო მოლოდინია, რომ საქართველოს ინსტიტუტები გამოიძიებენ საარჩევნო დარღვევებს — ნაუსედა

„მოსკოვმა დრო გამონახა საქართველოს თავისი გავლენის ქვეშ მოსაქცევად“ – ევროპარლამენტარი

  • კვირის ამბავი

 „ბათუმელების“ მკითხველმა 97 742 ლარი შეუგროვა ნათიას – ქალი 30 სული პირუტყვით მთაში

„არ ვჭამ ბევრს, მაგრამ ჭამა მაინც ხომ მჭირდება და წამლები“ – 65 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

65 წლის ბათუმელი ნანული ჯაშის ცხოვრება დაახლოებით 14 წლის წინ შეიცვალა, როცა შვილი დაეღუპა.

„უკვე 9 წელი სრულდება, რაც ტვინში სისხლი ჩამექცა, ინსულტი მივიღე. წამალს ვსვამ მარცხენა ხელ-ფეხის შესანარჩუნებლად. ეს დამემართა შვილის დაღუპვის გამო, 21 წლის ბიჭი მომიკლა მანქანამ.

ოთხი წელიწადი ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. შემდეგ ნელ-ნელა, როგორღაც წამოვდექი. ეტლით დავდიოდი გარეთ, თავი რომ მერჩინა. მოწყალებით ვირჩენდი თავს. პენსია საკმარისი არ არის ჩემთვის. მედიკამენტები ბევრი მჭირდება ძალიან და ყველა ძვირი ღირს.

ვიბრძოდი ჩემით, ფეხი ოდნავ მაინც რომ დამედგა. იმდენს ვაღწევდი, რომ საპირფარეშოში შევსულიყავი, ეტლამდე მივსულიყავი.

20 დღეა ლოგინად ვარ ჩავარდნილი. პირველ ნოემბერს რომ წამოვდექი ლოგინიდან, მაღალი წნევა მქონდა, რამაც წამაქცია. დავეცი და მოვიტეხე მენჯ-ბარძაყის ძვალი. 2 ნოემბერს გამიკეთდა ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ოპერაცია დამიფინანსდა”, – გვიყვება ნანული ჯაში. მისი თქმით, მას პირველი ჯგუფის შშმ პირი სტატუსი აქვს.

ქალის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია დაფინანსებით ჩაუტარდა, მაინც ბევრი ხარჯი ჰქონდათ, რისთვისაც მზად ის და მისი ოჯახი არ იყო:

„არანაირი სახსრები არ მქონდა. რაც მქონდა, ძალიან მცირედი, ისიც ამოვწურე. ვინმეს თუ ეჭვი ეპარება ჩემს სიმართლეში, შეგიძლიათ მოხვიდეთ და შემამოწმოთ, თუ როგორ ვცხოვრობ”.

ნანული ოთხ შვილიშვილთან, შვილთან და მის მეუღლესთან ერთად ნაქირავებ ბინაში, ბონში ცხოვრობს.

„ცალკე ქირისთვის გვჭირდება ფული, ცალკე – კომუნალურები უნდა გადავიხადოთ.

არ ვჭამ ბევრს, მაგრამ ჭამა მაინც ხომ მჭირდება… წამლები? საერთოდ ნულზე დავრჩით.

ოჯახში მყავს მცირეწლოვანი შვილიშვილები, მათ თავიანთი საჭიროებები აქვთ. მივლიან შვილი და შვილიშვილი. ამჟამად შეჩერებული გვაქვს სოციალური დახმარებაც. უმცროსი შვილიშვილი რომ შემეძინა და დავამატეთ წევრად, მაგ დროს შეგვიჩერეს სოციალური დახმარება. ისეთ დღეში ჩავვარდით, საჭმლის საშუალებაც კი არ გვქონდა.

ჩემი გოგონას, შვილის მეუღლე ოთხი წელია, რაც დაბრმავდა, საერთოდ ვერ ხედავს. მთელი ოჯახი ჩემი შვილის კმაყოფაზე ვართ. რაღაცებს ყიდის და ამით ვირჩენთ თავს, მაგრამ საკმარისი არ არის. ძალიან, ძალიან მაგრად გაგვიჭირდა – არაფრის ფული არ მქონდა, არც პამპერსის და არც არაფრის”.

ნანულის თქმით, დედმამიშვილებმა ას-ასი ლარი აჩუქეს მხარდასაჭერად, მაგრამ რახან დიდი ოჯახი აქვთ, ეს დახმარება უცებ ამოეწურათ.

„ამიტომ ვითხოვ დახმარებას, იქნებ, როგორმე ხალხმა ცოტათი მაინც დამეხმაროს, სანამ ფეხზე წამოვდგები, ორი თვე რომ გავიტანოთ თავი… როცა ავდგები, მე თვითონ მივხედავ თავს და შევეხიდები ოჯახსაც.

სახლის პატრონი გაგვაგდებს გარეთ. ის არ უყურებს ფეხი რომ მაქვს მოტეხილი. ახლა ისეთი დროა… ორი თვის ქირა, 1000 ლარი გვაქვს გადასახდელი”, – ამბობს ნანული ჯაში.

____________________

ნანული ჯაშის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ ონლაინ ბანკინგის მეშვეობით, მისი პირადი ნომრის მითითებით:

33001009880

მიმღები: ნანული ჯაში 

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენინგი – „როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“ გაიმართება

19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის,  გაიმართება ტრენინგი – ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“.

ტრენინგს ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი გაუძღვება და ის აუდიტორიას, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ ბიზნესები წარმატებულები ელ.კომერციის მიმართულებით.

ორი, ორსაათიანი შეხვედრა ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება და ის ონლაინ გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, შემდეგ საკითხებს გააერთიანებს:

  • ელ.კომერციის ტიპები;
  • ონლაინ ბაზრის ტიპები;
  • ამაზონის მიმოხილვა და ბრენდის პოზიციონირება;
  • SAAS პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სერვისი; Shopify-ზე ვებგვერდის აწყობის პრინციპები;
  • საძიებო სისტემების (SEO) მუშაობის პრინციპები;
  • Google-ის საძიებო სისტემის ალგორითმი;
  • საკვანძო სიტყვების განხილვა და პრაქტიკული ხელსაწყოების გამოყენება.

უსკომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები შეაჯამა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] დღეს, 18 ნოემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები აქციის ფონზე შეაჯამა.

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და უმაღლეს საბჭოშიც არ შევლენ.

ვრცლად: „არ ვაპირებთ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას“ – ოპოზიცია ბათუმში

„საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში და მას გახსნის უსკოს თავმჯდომარე, რომელიც უმაღლეს საბჭოს აცნობებს არჩევნების შედეგებს და გადასცემს უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას.“ – აცხადებს უსკო.

უსკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 317 119. აქედან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 201 572 -მა ამომრჩეველმა. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი 5%-იანი ბარიერი კი გადალახა 5-მა საარჩევნო სუბიექტმა:

N4 – ,,კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა’’ – 1 მანდატი; (16 115 ხმა, 8.4%);
N5 – ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა’’ -4 მანდატი; (27 369 ხმა, 14.26%);
N9 – ,,ძლიერი საქართველო -ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის’’- 1 მანდატი; (12 118 ხმა, 6.32%)
N25 -,,გახარია საქართველოსთვის’’ – 2 მანდატი; (16 555 ხმა. 8.63%)
N41 -,,ქართული ოცნება’’- 13 მანდატი; (110 232 ხმა. 57.45%).

უსკოს შემაჯამებელი ოქმიდან / არჩევნები 2024

41 – ქართული ოცნება

1. დავით გაბაიძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)
2. გოგი ფუტკარაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)
3. ტიტე აროშიძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)
4. რამაზ ჯინჭარაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)
5. ცოტნე ანანიძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)
6. მინდია დიასამიძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)
7. ვახტანგ ბერიძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)
8. მამუკა თურმანიძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)
9. ფრიდონ ფუტკარაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)
10. დავით ბაციკაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)
11. მარინე გვიანიძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)
12. დავით თედორაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)
13. ფატი ხალვაში (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

5 – „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“

1. ელგუჯა ბაგრატიონი (მპგ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“)
2. მიშა ბოლქვაძე (მპგ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“)
3. ედიშერ ჟღენტი (მპგ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“)
4. ლია ჯაყელი (მპგ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“)

25 – „გახარია საქართველოსთვის“

1. გოჩა გუგუნავა („გახარია საქართველოსთვის“)
2. ირაკლი ბოლქვაძე („გახარია საქართველოსთვის“)

4 – კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა

1. მირდატ ქამადაძე (მპგ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“)

9 – „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

1. გენადი თებიძე („ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“)

 

პროცენტები და მანდატები ცესკოს შემაჯამებელი ოქმიდან – არჩევნები 2024

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი 16 ნოემბერს ხმაურის ფონზე დაამტკიცა.

შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო – 3 508 294, არჩევნებში მონაწილეობდა – 2 111 834, ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იყო 34 974. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართულა მარნეულის ოლქის 69-ე უბანზე [1643 ამომრჩეველი].

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა შემაჯამებელი ოქმის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

ცესკოს შემაჯამებელი ოქმიდან / არჩევნები 2024

41 – ქართული ოცნება:

    1. ბიძინა ივანიშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    2. ირაკლი კობახიძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    3. ირაკლი ღარიბაშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    4. შალვა პაპუაშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    5. მამუკა მდინარაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    6. თეა წულუკიანი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    7. ლაშა ტალახაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    8. ვახტანგი თურნავა (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    9. მაკა ბოჭორიშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    10. გენო პეტრიაშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    11. სოზარ სუბარი (უპარტიო)
    12. მარიამ ქვრივიშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    13. ანრი ოხანაშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    14. ნიკოლოზ სამხარაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    15. ეკა ჭიჭინაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    16. შოთა ბერეკაშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    17. ლევან მახაშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    18. მიხეილ ყაველაშვილი (უპარტიო)
    19. გიორგი გაბუნია (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    20. ლიკა შარტავა (მოგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    21. აკაკი ალადაშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    22. არჩილ ბერიძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    23. ანზორ ბოლქვაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    24. ვლადიმერ ბოჟაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    25. ზაურ დარგალი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    26. ზაალ დუგლაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    27. ნიკა ელისაშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    28. გოჩა ენუქიძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    29. გიორგი ვოლსკი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    30. ილია ინჯია (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    31. დავით კაჭარავა (უპარტიო)
    32. პაატა კვიჟინაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    33. დათო კოდუა (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    34. ვარლამ ლიპარტელიანი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    35. ზაზა ლომინაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    36. სამველ მანუკიან (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    37. ანტონ ობოლაშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    38. ზურაბ რურუა (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    39. დავით სონღულაშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    40. ირაკლი ქადაგიშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    41. ზვიადი შალამბერიძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    42. ირაკლი შატაკიშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    43. დავითი შერაზადიშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    44. ვასილ ჩიგოგიძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    45. გივი ჭიჭინაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    46. გიორგი ჭყონია (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    47. გიორგი ხახუბია (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    48. ირაკლი ხელაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    49. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    50. დიმიტრი ხუნდაძე (უპარტიო)
    51. გურამ მაჭარაშვილი (უპარტიო)
    52. ირაკლი ბერაია (უპარტიო)
    53. ეკა სეფაშვილი (უპარტიო)
    54. ზაალ მიქელაძე (უპარტიო)
    55. ვიქტორ ჯაფარიძე (უპარტიო)
    56. გიორგი კახიანი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    57. მაია ბითაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    58. ვიქტორ სანიკიძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    59. მარიამ ლაშხი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    60. დიმიტრი სამხარაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    61. ნინო წილოსანი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    62. რატი იონათამიშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    63. დავითი მათიკაშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    64. ვლადიმერ კახაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    65. ირაკლი მეზურნიშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    66. სავალან მირზოევი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    67. რამინა ბერაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    68. სუმბატ კიურეღიან (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    69. ალექსანდრე ტაბატაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    70. ალუდა ღუდუშაური (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    71. ირმა ზავრადაშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    72. ირაკლი ზარქუა (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    73. გივი მიქანაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    74. გიორგი სოსიაშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    75. ნოდარ ტურძელაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    76. ბეჟან წაქაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    77. ალექსანდრე დალაქიშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    78. ისკო დასენი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    79. ედიშერ თოლორაია (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    80. გოდერძი ჩანქსელიანი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    81. გია ბენაშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    82. შოთა ხაბარელი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    83. გელა სამხარაული (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    84. გიორგი ჩაკვეტაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    85. თენგიზ შარმანაშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    86. ირაკლი კირცხალია (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    87. გიორგი ბარვენაშვილი (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    88. გენრიეტა წიწავა (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
    89. იმედა ნიკურაძე (მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)

 

კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა:

        1. ნანა მალაშხია (უპარტიო)
        2. ნიკანორი მელია (მპგ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა”)
        3. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე (უპარტიო)
        4. გიორგი ლემონჯავა (უპარტიო)
        5. თენგიზ თევზაძე (მპგ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა”)
        6. ცოტნე კობერიძე (უპარტიო)
        7. გიორგი კირთაძე (მპგ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა”)
        8. ივანე ჭყონია (უპარტიო)
        9. ხათუნა სამნიძე (უპარტიო)
        10. ოქტაი ქაზუმოვი (უპარტიო)
        11. მაია კოპალეიშვილი (მპგ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა”)
        12. ბორისი ყურუა (უპარტიო)
        13. ანა გოგოლაძე (მპგ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა”)
        14. გიორგი ბუტიკაშვილი (მპგ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა”)
        15. გიორგი იმედაშვილი (მპგ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა”)
        16. ელენე ხოშტარია (უპარტიო)
        17. სოფია გოლეთიანი (მპგ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა”)
        18. მარიკა არევაძე (მპგ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა”)
        19. ანი ქავთარაძე (მპგ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა”)

 

    1. 5 – „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”:

          1. თინათინ ბოკუჩავა (მპგ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”)
          2. გიორგი ვაშაძე (უპარტიო)
          3. სოფიო ჯაფარიძე (მპგ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”)
          4. კობა ნაყოფია (მპგ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”)
          5. გაიოზ ჯაფარიძე (უპარტიო)
          6. პეტრე ცისკარიშვილი (მპგ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”)
          7. გიორგი წერეთელი (უპარტიო)
          8. ირაკლი ხვადაგიანი (მპგ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”)
          9. თამარ კორძაია (უპარტიო)
          10. ირაკლი ფავლენიშვილი (მპგ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”)
          11. კახაბერ ოქრიაშვილი (უპარტიო)
          12. რამაზ ნიკოლაიშვილი (უპარტიო)
          13. ეკატერინე ხერხეულიძე (მპგ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”)
          14. ლევან ხაბეიშვილი (მპგ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”)
          15. ლაშა ბაქრაძე (უპარტიო)
          16. ანა წითლიძე (მპგ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”)

 

    1. 9 – „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!”:

            1. მამუკა ხაზარაძე („ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!”)
            2. ანა დოლიძე (უპარტიო)
            3. ბადრი ჯაფარიძე („ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!”)
            4. ანა ნაცვლიშვილი („ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!”)
            5. ლევან ცუცქირიძე (უპარტიო)
            6. ირაკლი კუპრაძე („ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!”)
            7. ქეთევან თურაზაშვილი (უპარტიო)
            8. საბა ბუაძე („ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!”)
            9. სალომე სამადაშვილი („ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!”)
            10. დათუნა რაქვიაშვილი (უპარტიო)
            11. თამარ ლალიაშვილი (უპარტიო)
            12. გრიგოლ გეგელია („ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!”)
            13. ლევან სამუშია („ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!”)
            14. ფიქრია ჩიხრაძე („ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!”)

    2. 25 – „გახარია საქართველოსთვის”:

                1. გიორგი გახარია („გახარია საქართველოსთვის”)
                2. ნათია მეზვრიშვილი („გახარია საქართველოსთვის”)
                3. დიმიტრი ცქიტიშვილი („გახარია საქართველოსთვის”)
                4. კახაბერ ქემოკლიძე („გახარია საქართველოსთვის”)
                5. ზვიადი ძიძიგური (უპარტიო)
                6. ზაზა თავაძე („გახარია საქართველოსთვის”)
                7. ანა ბუჩუკური („გახარია საქართველოსთვის”)
                8. ბერდია სიჭინავა („გახარია საქართველოსთვის”)
                9. როინი ქოჩორაშვილი („გახარია საქართველოსთვის”)
                10. ბექა ლილუაშვილი („გახარია საქართველოსთვის”)
                11. თეონა აქუბარდია (უპარტიო)
                12. ლევან გოგიჩაიშვილი („გახარია საქართველოსთვის”)

26 0ქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია და საქართველოს პრეზიდენტი. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აგრძელებს სამართლებრივ დავას 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისთვის. ამჯერად ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოსგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შემაჯამებელ ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს.

ვრცლად: საია ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვს

 

 

სულაკაურის გამომცემლობა აქციის მონაწილეებს წიგნებს ცოცხალი ჯაჭვით მიაწვდის

სულაკაურის გამომცემლობა საპროტესტო აქციაში მონაწილეებისთვის ბიბლიოთეკას მოაწყობს.

ამის შესახებ გამომცემლობა ავრცელებს ინფორმაციას ფეისბუქზე და მოქალაქეებს სთხოვს, ცოცხალი ჯაჭვის შექმნაში მიიღონ მონაწილეობა.

„გვჭირდება თქვენი დახმარება. 16:30 საათზე, სულაკაურის წიგნის მაღაზიიდან უნდა შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც წიგნებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე მიიტანს“- წერს გამომცემლობა.

„დაიბრუნე ხმა“ – თბილისში ახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

თბილისში საპროტესტო აქციები გუშინ, 17 ნოემბერს, განახლდა. მოქალაქეები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ აღიარებენ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს, საპროტესტო აქციებს მართავენ და მოითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კარვებიც გაშალეს და როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, პროტესტი იქნება უწყვეტი და არ დაიშლებიან მანამ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ.

„არ ვაპირებთ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას“ – ოპოზიცია ბათუმში

დღეს, 18 ნოემბერს, აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბერს ჩატარებული აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები გამოაცხადა.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომის პარალელურად, შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციაში მონაწილეობს ოპოზიციაც, რომელიც აცხადებს, რომ არ აპირებს უმაღლეს საბჭოში შესვლას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი, რომლებიც ამ მოპარული არჩევნების შედეგად გახდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები, რა თქმა უნდა, არ შევა უმაღლეს საბჭოში და არ დაჯდება ამ რუს მოღალატეებთან,“ – ამბობს ენმ-ს წარმომადგენელი ელგუჯა ბაგრატიონი.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი გენო თებიძეც აქციაზეა, რომელიც ამბობს, რომ ეს არჩევნები ხელისუფლებამ მოიპარა, „ამიტომ, ჩვენ პროტესტის ნიშნად არ შევალთ უმაღლეს საბჭოში.

ჩვენ ყველანი მოწმე გავხდით იმის, თუ როგორი სპეცოპერაცია ჩაუტარა ქართველ ხალხს რუსმა ივანიშვილმა, რათა ეს ქვეყანა ამცდარიყო იმ უმთავრესს, რასაც ევროპა ჰქვია. ჩვენ არ ვეგუებით და ამ ადამიანებს, ვინც დღეს აქ არიან, ამ მიზანს ვერავინ შეაცვლევინებს.

ჩვენ არ შევუქმნით ლეგიტიმაციას „ქართულ ოცნებას“, რადგანაც ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა არა მარტო ოპოზიციური პარტიების, არამედ თითოეული მოქალაქის. თავისუფლებისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია 30 წლის განმავლობაში, რომ ვიღაც ბიძინა ივანიშვილს მივცეთ საშუალება აკეთოს ის, რაც მას სჭირდება“-ამბობს გენო თებიძე.

აქციაზე იმყოფება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გოჩა გუგუნავაც, რომელიც ასევე ამბობს, რომ უერთდება სხვა პარტიების განცხადებებს და არც ისინი აპირებენ უმაღლეს საბჭოში შესვლას.

„მე მგონი ეს მშვიდი მიმართვები ამათ ხელს არ უშლის, რადგან დღეს უსკო-ში კიდევ ერთ მოღალატეობრივ ოქმს აფორმებენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, წაგვართვან მომავალი.

ეს ადამიანები არიან: პარმენ ჯალაღონია, ნოდარ მელაძე, ირაკლი გვარჯალაძე, მარიამ გუგუნავა, ციალა შავაძე, ზაალ ზალიშვილი, თამარ ქამადაძე და დავით ქარცივაძე. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც გაყიდეთ ქვეყანა და ახლა შიგნით, თბილად მოკალათებული ცდილობთ მოაწეროთ ხელი ოქმს, რომლითაც წაგვართმევთ მომავალს“-ამბობს აქციაზე მყოფი აზა გაბუნია, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება.

დღეს უსკო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს აჯამებს – შენობასთან აქციაა

დღეს, 18 ნოემბერს, 12:00 საათზე, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] სხდომა გაიმართება.

უსკო დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.

სხდომის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიები შენობის წინ აქციას მართავენ.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა და შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.

შემაჯამებელი ოქმისთვის ხელი არ მოუწერიათ ცესკოში ოპოზიციის წარმომადგენლებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომელსაც ცესკოს ოფიციალური შედეგებით 89 მანდატი აქვს მოპოვებული, ოპოზიციას კი – 61. ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და ასევე საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

ცესკოს სხდომა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. სხდომის დასაწყისში ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ შავი სითხე შეასხა და სხდომა შეწყდა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 722 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 560]
  • ტანკი – 9 365 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 19 059 ერთეული [+38]
  • საარტილერიო სისტემა – 20 586 ერთეული [+30]
  • MLRS – 1 252 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 999 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 073 ერთეული [+99]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 753 ერთეული [+112]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 29 428 ერთეული [+107]
  • სპეცტექნიკა – 3 655 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 648 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 36 068 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 361 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 489 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 035 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 465 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

შემაჯამებელი სხდომის პარალელურად უსკოსთან აქცია გაიმართება

18 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) შენობის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას გამართავენ. საპროტესტო აქციას უერთდება ყველა ბარიერგადალახული პარტია.

26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართა. უსკოს თავმჯდომარე არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხვალ მოაწერს ხელს.

საპროტესტო აქცია უსკოსთან 18 ნოემბერს, 11:30-ზე დაიწყება.

ამავე თემაზე:

უსკო 18 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს შეაჯამებს

ბათუმელი სტუდენტების მხარდასაჭერად ფონდი შეიქმნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, რომლებიც 14 ნოემბრის შემდეგ უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად ღამეს ათევენ, ფონდი „გუშაგები“ დაარსეს.

„ფონდი „გუშაგები“ შეიქმნა ბათუმელი სტუდენტების მხარდასაჭერად. ფონდში თანხის ჩარიცხვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც საპროტესტო მოძრაობაში ჩართულ სტუდენტებს გულშემატკივრობს და სურვილი აქვს, დაგვეხმაროს.

შემოსული თანხა მოხმარდება პროტესტის საორგანიზაციო ხარჯებს. არ გვსურს, რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე ვიყოთ დამოკიდებული. გვსურს, დავრჩეთ სტუდენტურ მოძრაობად და ამაში მოქალაქეების თანადგომა გვჭირდება.

ფონდში შემოსული თითოეული თეთრი დაიხარჯება გამჭვირვალედ და გაწეული ხარჯების შესახებ ეცნობება საზოგადოებას,“ –  ამბობენ სტუდენტები.

საპროტესტო მოძრაობაში ჩართული სტუდენტების მხარდასაჭერად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი:

#GE47BG0000000525726481

თბს ბანკი:

#GE69TB7620645061100136

მიმღები: ლინდა ცინცაძე

უსკო 18 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს შეაჯამებს

18 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია (უსკო) სხდომას გამართავს, სადაც არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.

26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც გაიმართა.

უსკოს თავმჯდომარე არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხვალ მოაწერს ხელს.

საარჩევნო კომისიის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

გაფიცული სტუდენტები ლექტორებს საჯარო ლექციების ჩასატარებლად იწვევენ

დღეს, 17 ნოემბერს, 18:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართება.

საჯარო ლექციების გამართვის იდეა გაფიცულ სტუდენტებს ეკუთვნით, რომლებიც მეოთხე დღეა უნივერსიტეტში ათევენ ღამეს და გაყალბებულ, მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ.

„ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი გაფიცული სტუდენტები დღეიდან ვიწყებთ ჩელენჯს და ვიწვევთ ლექტორებს, რომ ჩაგვიტარონ საჯარო ლექციები სხვადასხვა თემაზე.

პირველ რიგში ვიწვევთ მალხაზ ნაკაშიძეს და მას ვთხოვთ, რომ გამოიწვიოს სხვა ლექტორებიც, რადგან ჩვენ ვართ სტუდენტები, რომლებსაც სურთ განათლების მიღება და მთავარი განათლების კერა იქნება ის ადგილი, სადაც ვიქნებით ჩვენ შეკრებილები. ანუ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიე,“ – თქვეს დღეს სტუდენტებმა ვიდეომიმართვაში და მოუწოდეს ლექტორებს საჯარო ლექციების გამართვისკენ.

სტუდენტების გამოწვევა მიიღო ლექტორმა მალხაზ ნაკაშიძემ, რომელიც დღეს, 17 ნოემბერს, წაიკითხავს ლექციას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ.

კონფლიქტი დაცვასთან – სტუდენტები ბსუ-ს მთავარი კორპუსის კარის გაღებას ითხოვენ

დღეს, 17 ნოემბერს ინციდენტი მოხდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცვის წევრებსა და გაფიცულ სტუდენტებს შორის.

სტუდენტებს, რომლებიც 14 ნოემბრის შემდეგ ღამეს უნივერსიტეტში ათევენ და ამ ფორმით აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ყველა კარი ჩაუკეტა.

სტუდენტები პირველ კორპუსში შესასვლელი კარის გაღებას ითხოვდნენ, დაცვა ამაზე არ დათანხმდა. ინციდენტი სწორედ ამ დროს მოხდა.

„დილით უნივერსიტეტის მთავარ ჭიშკარს ედო ბოქლომი, ასევე პირველი კორპუსის შემოსასვლელი კარიც იყო დაკეტილი.

მოვითხოვეთ ამ კარის გახსნა. ბავშვებს უნდოდათ შემოსვლა პროტესტისთვის, ვცდილობდით შემოგვეყვანა, მაგრამ დაცვის პოლიციამ არ შემოგვაყვანინა.

ჩვენ მათ ვუთხარით, რომ თუ კარს არ აღებდნენ მაშინ ფანჯრიდან შემოვიყვანდით. გავაკეთეთ ცოცხალი ჯაჭვი, რა დროსაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაგვესხა დაცვა თავს.

ვიდეოში არ ჩანს გარკვევით და ცუდად ტრიალდება კადრი, გოგო რომ მოდის და დაცვა ხელს უქნევს, ეგ მოქნეული ხელი სახეში მოხვდა სტუდენტს. ასევე დღეს დილით დაცვის ისეთი თანამშრომლები შემოუშვეს, რომლებსაც უნივერსიტეტთან საერთოდ კავშირი არ აქვს. მერიიდან მოიყვანეს დაცვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა მათე ცენტერაძემ.

სტუდენტებმა ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გაავრცელეს. ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი სტუდენტების მიერ გაკეთებული ჯაჭვის გაწყვეტას. კადრში ასევე ჩანს დაცვის პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირიც. სტუდენტების მტკიცებით ამ დაცვის წევრის მიერ „აქნეული ხელი სტუდენტ გოგოს მოხვდა“. თუმცა უშუალოდ ეს მომენტი, გავრცელებულ ვიდეო კადრებში არ ჩანს.

სტუდენტებმა და მათთან ერთად მყოფმა მხარდამჭერებმა კონფლიქტის განმუხტვა თავადვე მოახერხეს და ინციდენტში მონაწილე დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსი დატოვეს.

სტუდენტური პროტესტი გრძელდება.

სტუდენტები ითხოვენ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გახსნას პირველი კორპუსის შესასვლელი კარი და ყველა სტუდენტს მიეცეს საშუალება პროტესტს შეუერთდეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აპირებენ უნივერსიტეტში შესასვლელად მისადგმელი კიბე და ფანჯრები გამოიყენონ.

“თუ არ გააღებენ კარს, ფანჯრებზე კიბეს მივადგამთ და ისე შემოვლენ ბავშვები უნივერსიტეტში,” – უთხრა “ბათუმელებს” მათე ცენტერაძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. დავინტერესდით, ნამდვილად უნივერსიტეტის დაცვის წევრები იყვნენ თუ არა 17 ნოემბრის დილის კონფლიქტში მონაწილე პირები.

„უნივერსიტეტს ხელშეკრულების საფუძველზე იცავს სახელმწიფო დაცვის პოლიცია, შებასამისად პირი აღნიშნული სამსახურის თანამშრომელია, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა ფანჯრიდან არ შემოსულიყვნენ უნივერსიტეტის შიდა სივრცეში,“ – განუმარტეს „ბათუმელებს“ ბსუ-ს ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება ცენტრალური შესასვლელის კარის გაღებას, უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ის ხვალამდე არ გაიღება და სტუდენტებს შეუძლიათ რუსთაველის ქუჩის მხრიდან არსებული შესასვლელით ისარგებლონ.

„სტუდენტები გაფრთხილებულები იყვნენ კვირა დღეს ნინოშვილის მხრიდან კარის დაკეტვის თაობაზე. შემოსასვლელი ღიაა რუსთაველის მხრიდან. ცენტრალური შემოსასვლელი გაიღება ხვალ 8:00 საათიდან 8:30-საათამდე. 9:00 საათზე იწყება სასწავლო პროცესი,“ – განმარტეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ნოემბრის 21 საათიდან 18 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა ღამით 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 19 და 20 ნოემბერს მოსალონელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 720 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 640]
  • ტანკი – 9 350 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 19 021 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 20 556 ერთეული [+36]
  • MLRS – 1 252 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 999 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 974 ერთეული [+60]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 641 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 29 321 ერთეული [+85]
  • სპეცტექნიკა – 3 653 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 648 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 36 068 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 361 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 489 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 035 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 465 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რატომ გათიშეს შუქი და მოხსნეს ფანჯრებს საკეტები ბსუ-ში – რექტორის განმარტება

მესამე დღეა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსტიტეტში სტუდენტები მოპარულ, გაყალბებულ არჩევნებს და წინასაარჩევნო პროცესში უნივერსიტეტის ჩართულობას აპროტესტებენ.

სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტში ათევენ. 14 ნოემბრის ღამეს ბსუ-ს პირველ კორპუსში გაითიშა შუქი და გათბობა, ხოლო წუხელ, 15 ნოემბერს, ფანჯრებს, საიდანაც წინა ღამით საკვებს და წყალს აწვდიდა ხალხი სტუდენტებს, სახელურები მოხსნეს და ჩაკეტეს.

სტუდენტებმა 15 ნოემბრის ღამე პირველი კორპუსის მთავარ შესასვლელში გაათენეს.

დღეს, 16 ნოემბერს ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა ფანჯრების ჩაკეტვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

„სამწუხაროა, როცა ამ თემასთან დაკავშირებით გვიხდება ჩვენ კომენტარის გაკეთება. ეს ის სივრცეა, სადაც პირველ დღეს გაათენეს, ფანჯრები იყო ღია. შემდგომ ლოკაცია შეიცვალეს და მოხდა იმ ფანჯრების ჩაკეტვა, რადგან ეს ფანჯრები გადის პირდაპირ ქუჩაში და ღიად დატოვების შემთხვევაში უნივერსიტეტის შენობის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უსაფრთხოების გამო ჩაიკეტა მხოლოდ ეს ორი ფანჯარა. ახლა სადაც არიან იმ ცენტრალურ სივრცეში ექვსი ფანჯარაა, შემოსასვლელი ცენტრალური კარია, ასე რომ მათ არანაირი პრობლემა საკვების შემოტანის არ აქვთ,“ – თქვა მერაბ ხალვაშმა.

რექტორის კომენტარი უნივერსიტეტის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

რექტორის განმარტებით უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის პროტესტში ხელი არ შეუშლია. რაც შეეხება ელექტროენერგიის გათიშვას, მერაბ ხალვაში ამბობს, რომ 14 ნომებრის ღამეს უნივერსიტეტში შუქის გათიშვა „ქალაქში საერთო გათიშვას“ უკავშირდება და შუქი უნივერსიტეტს მისი ინიციატივით არ გაუთიშავს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ და წინასაარჩევნო პროცესში უნივერსიტეტის ჩართულობას.

სტუდენტების პროტესტი 14 ნოემბერს დაიწყო. ახალგაზრდები მას შემდეგ ღამეს უნივერსიტეტში ათევენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

სტუდენტები ბსუ-ს მთავარ შესასვლელში
16. 11. 2024
Exit mobile version