ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, რომლებიც 14 ნოემბრის შემდეგ უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად ღამეს ათევენ, ფონდი „გუშაგები“ დაარსეს.
„ფონდი „გუშაგები“ შეიქმნა ბათუმელი სტუდენტების მხარდასაჭერად. ფონდში თანხის ჩარიცხვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც საპროტესტო მოძრაობაში ჩართულ სტუდენტებს გულშემატკივრობს და სურვილი აქვს, დაგვეხმაროს.
შემოსული თანხა მოხმარდება პროტესტის საორგანიზაციო ხარჯებს. არ გვსურს, რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე ვიყოთ დამოკიდებული. გვსურს, დავრჩეთ სტუდენტურ მოძრაობად და ამაში მოქალაქეების თანადგომა გვჭირდება.
ფონდში შემოსული თითოეული თეთრი დაიხარჯება გამჭვირვალედ და გაწეული ხარჯების შესახებ ეცნობება საზოგადოებას,“ – ამბობენ სტუდენტები.
საპროტესტო მოძრაობაში ჩართული სტუდენტების მხარდასაჭერად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი:
#GE47BG0000000525726481
თბს ბანკი:
#GE69TB7620645061100136
მიმღები: ლინდა ცინცაძე






