მთავარი,სიახლეები

ხანდაზმულთა სახლში 2 მოხუცის ხანძრის შედეგად დაღუპვას სახალხო დამცველი ეხმიანება

07.11.2024
ხანდაზმულთა სახლში 2 მოხუცის ხანძრის შედეგად დაღუპვას სახალხო დამცველი ეხმიანება

სახალხო დამცველი ხანდაზმულთა სახლში, „მუხრანის სავანეში“ ხანძრის შედეგად დაღუპულ ხანდაზმულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ დაწესებულებებში უსაფრთხოების პირობების მაღალი სტანდარტის დაცვა.

…დადგენილი საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების თანახმად, ბენეფიციარები მომსახურებას უნდა იღებდნენ უსაფრთხო გარემოში, დაცული უნდა იყოს ხანდაზმული ბენეფიციარების საცხოვრებელი და მიმდებარე გარემოს უსაფრთხოება.

აუცილებელია, შესაბამისმა უწყებებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წარმართონ დროული და ეფექტიანი გამოძიება, რათა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები და გატარდეს შესაბამისი ზომები მომავალში მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად“ – წერს სახალხო დამცველი.

მუხრანში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს ორი ხანდაზმული გუშინ, 6 ნოემბერს ემსხვერპლა. გარდა ამისა, დაშავდა კიდევ 2 ადამიანი, რომლებიც ამ ეტაპზე საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: