ცისარტყელა ჩემთვის და შენთვის

 

 

რომშიც ბათუმური შხაპუნა წვიმა სცოდნია, მოულოდნელად დაგატყდება თავს და თავშესაფრის ძებნას გაწყებინებს ან იძულებულს გხდის ქალაქის ქუჩებში განთავსებულ სუვენირების მაღაზიებში სასწრაფოდ ქოლგა შეიძინო. ასე მოულოდნელად აღმოვჩნდით თავსხმა წვიმაში მე და ჩემი მეგობრები ორი წლის წინ იტალიაში მოგზაურობის დროს. გადავწყვიტეთ ქოლგა გვეყიდა. ბედნიერები და რომის სილამაზით მოხიბლულები შესანიშნავ განწყობაზე ვიყავით… ხასიათის შესაბამისად რაღაც ფერადი შევარჩიეთ, ისე რომ ბევრი არც გვიფიქრია, ცისარტყელას ფერებში. ბათუმში დაბრუნებულს მინდოდა ის ემოცია და მოგონებები გამომყოლოდა. ამისთვის ქოლგა მე მიწილადეს (გარდა ამისა, ბათუმში ქოლგა ხომ აუცილებელი ატრიბუტია).  

აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლები გააფრთხილეს

 

გაფრთხილებული ვარ მოსალოდნელ გათავისუფლებაზე, შტატების შემცირებასა და გათავისუფლებაზე,  – დაახლოებით ამ შინაარსის გაფრთხილების აქტზე მთავრობის აპარატში დასაქმებულ 128 ადამიანს გასულ კვირას მოაწერინეს ხელი. ცვლილება შეეხება დეპარტამენტის უფროსებსაც, მათ, ვინც „უფლებამოსილების ვადით“ თუ „მუდმივად“ არის დანიშნული. ფაქტთან დაკავშირებებით განმარტებები „ბათუმელებთან“ მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პარმენ ჯალაღონიამ გააკეთა.

საქართველოში – მეექვსე, მსოფლიოში 51 ადგილზე

 

 

„თავიდან გაინტერესებს, მერე გიტაცებს, შემდეგ უკვე შენს სამსახურად იქცევა. საერთო ჯამში, აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს და რომლის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელი ხდება.  ჭადრაკი მხოლოდ სპორტი არ არის, ეს ხელოვნებაა, პარტიის თამაშისას აკეთებ გათვლებს, აჩვენებ შენს შემოქმედებას.” – საერთაშორისო ოსტატის წოდება 26 წლის ბათუმელ მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილს მოპოვებული აქვს როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის. ნინო „ბათუმელების” მკითხველს საკუთარ პროფესიად ქცეულ ჰობზე მოუთხრობს.

საპატრულო პოლიციის უფროსი კრიმინალის შესახებ ბათუმში

 

რამდენიმე დღის წინ ბათუმში, ქალაქის ცენტრში, მამაკაცი დაჭრეს. მოქალაქეების დაკვირვებით, ბოლო პერიოდში ქალაქში იმატა დანაშაულმა. მოიმატა თუ არა კრიმინალურმა შემთხვევებმა ბათუმში და რა გეგმები აქვს საპატრულო პოლიციას დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებით? ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ისაუბრა. 

რა ხდება ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმართველობაში

 

 

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში ცვლილებებია. თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარე, ჯგუფ “აპოლიტიკის” ლიდერი ზურაბ მესხიძე იტალიიდან დაბრუნდა, სადაც გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა. ამ დრომდე მის მოვალეობას თვითმმართველობის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლელა ფაღავა ასრულებდა, თუმცა გასულ კვირას ლელა ფაღავამ თანამდებობა დატოვა და საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით პირველ ვიცე-პრეზიდენტად მინურ პაქსაძე აირჩიეს, რომელიც ასევე „აპოლიტიკის” მხარდამჭერი იყო, მეორე ვიცე-პრეზიდენტად კი უჩა აბრამიშვილი, ყოფილი თვითმმართველობის პრეზიდენტი. ზურაბ მესხიძე თვითმმართველობის პრეზიდენტი კვლავ გახდება სექტემბერში, მას შემდეგ, რაც სტუდენტის სტატუსი აღუდგება, რომელიც აქამდე უცხოეთში სწავლის გამო ჰქონდა შეჩერებული. რა გახდა სტუდენტურ თვითმმართველობაში უთანხმოების მიზეზი? ”ბათუმელები” ყველა მხარის მოსაზრებას გთავაზობთ.

 

“როკი ის არის, რაც მინდოდა”

 

 

“ძალიან, ძალიან შეყვარებული, ხელოვნებასა და მუსიკაზე” – ეს 24 წლის ბათუმელი მომღერალი თეო ჩიტიშვილია. თეო ამბობს, რომ სიმღერა ლაპარაკის დაწყებამდე დაიწყო, ამიტომ მასთან უფრო მეტი რამე აკავშირებს, ვიდრე სხვა რამესთან. მუსიკის გამო ყველაფრის დათმობა შეუძლია.

ბათუმში ჰაერში მტვერი დასაშვებ ნორმაზე მეტია

 

ბათუმში, ატმოსფერულ ჰაერში მტვერი დასაშვებ ნორმაზე მეტია. გარემოს ეროვნული  სააგენტოს მიერ 2014 წლის იანვარში ჩატარებული გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგების  მიხედვით მტვერი დასაშვებ ნორმაზე მეტი საქართველოს კიდევ ოთხ ქალაქშია: თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და რუსთავში. 

საკლასო შეფასების ახალი სისტემა

 

მომავალი წლიდან, ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების და სასკოლო შეფასების სისტემები შემუშავდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 24 ათასამდე მასწავლებელი და ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გადამზადდება.

სადილობა ტკბილეულით

 

„საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ტკბილეულს სადილობამდე მიირთმევენ“ – გვეუბნება ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი სუზანი, რომელიც საქართველოში უკვე ორი წელია ცხოვრობს და ქართველი მოსწავლეების კვების კულტურასაც აკვირდება. როგორ იკვებებიან მოზარდები საქართველოში და რა შედეგები შეიძლება მივიღოთ დროთა განმავლობაში არაჯანსაღი ცხოვრების წესისგან?

სარეკლამო სტატიებში დახარჯული ფული და შედეგები

 

ყოველწლიურად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უცხოეთში ბათუმის, როგორც კურორტის რეკლამირებისთვის, ორ მილიონზე მეტ ლარს ხარჯავს. ფესტივალებისა და სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის გარდა უცხოურ ბეჭდურ ჟურნალებსა და პოპულარულ ტურისტულ საიტებზე გამოქვეყნებული ილუსტრირებული სარეკლამო სტატიები ბათუმზე აჭარის ტურიზმის დეპატამენტის ერთ-ერთი სარეკლამო მიმართულებაა. 

„შუქის გამორთვები უკეთესობისკენ არის მიმართული“

 

უსაფრთხოების წესების დაცვასა და ელექტროენერგიის გახშირებულ გამორთვასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ირაკლი ვახტანგიძე ესაუბრება.

რაზე მიუთითებს ბენზინის დაყნოსვის სურვილი

 

 

რამ შეიძლება გამოიწვიოს რკინადეფიციტური ანემია ანუ სისხლნაკლებობა, რა სიმპტომებით ხასიათდება და რა პროფილაქტიკური ღონისძიებებით შეიძლება ავიცილოთ თავიდან აღნიშნული დაავადება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ჰემატოლოგი, მედიცინის დოქტორი რეზო მიქელაძე ესაუბრა. 

„მე გადასახლებაში დავიბადე“

 

მერი დიასამიძე 1952 წელს ყაზახეთში დაიბადა. დედა – ჰურიე სურმანიძე მასზე ცხრა თვის ორსული იყო, როცა ქმართან – შახბაზ დიასამიძესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად სოფელ ორცვადან გადაასახლეს.

ბრძოლის აზრი

 

არავინ თქვას, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. ვიბრძოლე და გავიმარჯვე!

მართალია, სრულად არა, მაგრამ, რაც მთავარია, ამიერიდან მე ჩემს შვილთან ერთად ვიქნები. არ შემეშინდება ყოველი გაზაფხულის მოსვლის, შვილის გაზრდის, ასაკის მატების.

“იყო ფემინისტი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა”

 

ინტერვიუ გენდერული კვლევების სპეციალისტ, „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის” თანამშრომელ ეთუნა ნოღაიდელთან. 

507 დღე მას შემდეგ, რაც არაფერი დამიწერია

 

რაც ბათუმიდან თბილისში – „გაზეთ ბათუმელებიდან“ „ტელეიმედში“ გადმოვედი სამუშაოდ, არაფერი დამიწერია. წიგნაკი მოყვითალო-მონაცისფრო, გახუნებული ფურცლებით თაროდან რამდენჯერმე ამიღია, მაგრამ არაფერი დამიწერია. ნერვიული მოძრაობით უკან დამიბრუნებია, მინდოდა თუნდაც მედიამანიპულაციების  არქიტექტურაზე მეთქვა,  – მაგრამ  მაინც არაფერი დამიწერია.

ერთი წელი პარლამენტში – მურმან დუმბაძის ანგარიში

 

რა გააკეთა ამომრჩევლისთვის ბათუმის მაჟორიტარმა პარლამენტში მუშაობის ერთი წლის განმავლობაში. მურმან დუმბაძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. 

როგორ გადაანაწილებს კვოტებს “ქართული ოცნება” არჩევნებისთვის

 

საარჩევნო სიის ორმოცდათერთმეტ პროცენტს “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” დააკომპლექტებს, დარჩენილ ადგილებს კი კოალიციაში შემავალი ხუთი პარტია გაინაწილებს. მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით პარტიები მოიპალარაკებენ და გადაწყვეტილებას `უფრო ავტორიტეტული” კანდიდატების სასარგებლოდ მიიღებენ _ ამ ყველაფერზე კოალიციაში შემავალ პარტიებში ჯერ დამოუკიდებლად მსჯელობენ, “ერთიან ფორმულას” კი პოლიტსაბჭო შეიმუშავებს.

25 მოსწავლე ყველა პირველ კლასში

 

საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლი წლიდან საჯარო სკოლებში, კლასებში, მოსწავლეთა რაოდენობა 25-მდე შემცირდება. ახალი სტანდარტი პირველ ეტაპზე მხოლოდ პირვეკლასელებზე გავრცელდება. რას ფიქრობენ საჯარო სკოლის დირექტორები სამინისტროს ინიციატივაზე და როგორ აპირებენ ისინი გადაწყვეტილების შესრულებას.

ინიციატივა -150 ლარი ყოველ მესამე ბავშვზე

 

ორ წელიწადში 14 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს იმ ოჯახებზე, რომლებიც მესამე შვილს გააჩენენ. ფინანსური დახმარება გათვალისწინებული არ არის მეოთხე და შემდგომ შვილზე.  პროექტი, რომელსაც „დემოგრაფიული აღორძინების ფონდი“ ამუშავებს, წელს უნდა ამოქმედდეს. ფონდმა ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ პროექტს მისცა დასრულებული სახე, ორი პროექტი კი, დამუშავების პროცესშია.

„დაბალი ანაზღაურების მქონე ექიმი ვერ უმკურნალებს პაციენტს ნორმალურად”

 

ნეიროქირურგი ლადო ბაზიაშვილი ერთ-ერთია იმ რვა ადამიანს შორის, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს ინიცირებული პროგრამით სტაჟირება თურქეთში გაიარეს. ბათუმელებილადოს მიღებულ გამოცდილებასა და ქართულ და თურქულ სამედიცინო სერვისს შორის განსხვავებაზე ესაუბრა.  

გამოცდები უნივერსტეტში, ხარვეზების ფონზე

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოდგომის სასწავლო სემესტრი დასკვნითი, ორმოცქულიანი გამოცდებით დასრულდა. ზოგიერთი სტუდენტი გამოცდების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს, ადმინისტრაცია კი შეფასებებს პროცესის ანალიზის შემდეგ გააკეთებს. 

გიტარისტი ბათუმიდან

 

გიტარა სამი წლისამ მოითხოვა, მას შემდეგ ამ ინსტრუმენტთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. მამუკა ქათამაძე გიტარას ყველაზე საიმედო მეგობრად მიიჩნევს. თავის პროფესიად ქცეულ ჰობზე იგი სიყვარულით საუბრობს.

 

რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი…

 

ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ვინმეს ცუდი გამიხარდებოდა, მაგრამ ახლა იმაზე უნდა დავწერო, თუ რა დონემდე გაგვანადგურეს ჩვენი ოჯახი, რომ მიტევებისა და შეცოდების გრძნობა საერთოდ დავკარგეთ. ჩემმა ახლობელმა როცა გაიგო, რომ გელა მახარაძე დაიჭირეს, დიდი სიხარულით დამირეკა. მას ჩემი სასამართლო პროცესებიდან კარგად ახსოვს ამ გამომძიებლის გამოსვლები.
მისი დაკავების ამბავი ვერ დავიჯერე და სოციალურ ქსელებში დავიწყე ინფორმაციის ძიება. როცა დავრწმუნდი, რომ მართლაც დაკავებული იყო, მთელმა ოჯახმა ერთხმად შევძახეთ – დაილოცოს ღმერთო შენი სამართალი.

ბათუმი საბჭოთა პერიოდის კინოში

 

ომის შემდეგ საბჭოთა კინემატოგრაფიაში არაპატრიოტული თემატიკის – სათავგადასავლო ჟანრის ფილმების გადაღებაც დაიწყეს. ბათუმის ტროპიკული და სუბტროპიკული ფლორა შესანიშნავი გარემო იყო ეგზოტიკური ჯუნგლებისა თუ უკაცრიელი კუნძულების გადასაღებად, ამიტომაც რეჟისორები შორს არ წასულან და ეკვატორული აფრიკის სოფლებსაც კი,  ბათუმის ბულვარსა და ბოტანიკურ ბაღში  იღებდნენ. 

პატიმრობა 25 წლით და ორი წელი ფსიქიატრიულში

 

ნაზიბროლა პირველი ქობულეთში ცხოვრობს. ის რეპრესირებულია. მამა, ვასილ პირველი, 1918 წელს, სვანეთში მესტიის სოფელ იფარში დაიბადა. 1952 წელს ის აფხაზეთის სასამართლომ საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით გაასამართლა. ნაზიბროლა ოჯახის ისტორიის მოყოლას სვანეთიდან, პირველების საგვარეულოდან იწყებს:

მინისტრებს ძვირადღირებული მანქანების ყიდვა ისევ არ ეკრძალებათ

 

დადგენილება იმის შესახებ, რომ მთავრობის წევრები ვეღარ იყიდიან ძვირადღირებულ ავტომანქანებს, მინისტრებზე არ ვრცელდება. რატომ არ მოხვდნენ მინისტრები ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2014 წლის 6 თებერვალს ხელმოწერილ დადგენილებაში?

ბათუმის ციხის პატიმრების წამების საქმე

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო მე-3 საპყრობილის დირექტორის გიორგი ვეკუასა და მისი მოადგილის ზაზა ჯიქიას სისხლის სამართლის საქმის განიხილვა დაიწყო. ბრალდება ბათუმის ციხეში პატიმრების წამებას ეხება. სასამართლო 116 ადამიანს დაკითხავს, საქმის მასალების მიხედვით, ამ ეტაპზე 50 დაზარალებულია, მათ შორის ციხის თანამშრომლები და პატიმრები.

არასოდეს გამიშვა

 

 

უტოპიური წიგნები ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესოა. დამაინტრიგებელია იმაზე კითხვა, რა შეიძლება მოხდეს, ან როგორ შეიძლებოდა სხვადასხვა ცნობილი მოვლენები განვითარებულიყო. ასეთი წიგნები, როგორც წესი, შემაძრწუნებელ წინასწარმეტყველებებს და გაფრთხილებებს შეიცავს და მძიმე  პრობლემებს ეხება. მაგალითისთვის გამოდგება ბრედბერის “451 გრადუსი ფარენჰეიტით”,  ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო”, ორუელის “1984”… ყველა ეს წიგნი გვაფრთხილებს, რა შეიძლება დაემართოს კაცობრიობას, თუ დროულად არ დაამუხრუჭებს.

გონიოს განძი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში

 

დღეს  ბათუმის რეაბილიტირებული არქეოლოგიური მუზეუმის პირველი სართული  გონიოს განძის გამოფენით გაიხსნა.  საგამოფენო სივრცე ოქროსათვის მუზეუმის პირველ სართულზე, ერთ ოთახშია მოწყობილი.  

„ია გრუზისნკი პარენ“

 

 

გოგიჩა (მამუკა გოგიჩაიშვილი) „იმედის“ ოპერატორია. ჩემ დროსაც იყო და ახლაც იქ მუშაობს. მგონი ყველაზე კარგი ოპერატორია, ვისთანაც მიმუშავია (ამირან ბაბუ, არ გეწყინოს). ერთმანეთი პროფესიულად კიევში გავიცანით. 

ინტერვიუ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან

 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი ერმაკოვი, ინტერვიუს ჩაწერის დროს ჩქარობდა. ინტერვიუ 31 დეკემბრის ქუჩაზე ჩავწერეთ. ქალაქის ამ ტერიტორიაზე გიორგი ერმაკოვი გზის რეაბილიტაციას აკვირდებოდა. “ბათუმელებთან” ერმაკოვმა პრიორიტეტებზე, ასევე რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებსა და მარიხუანას ლეგალიზაციაზე ისაუბრა.

სადაზღვევო კომპანიის ეშმაკობები

 

(რაღაა იგი აბჯარი, თუკი თან ახლავს ხვრელია)

 

წინამდებარე წერილი საქართველოს შრომის, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყოფილი მინისტრის თუ არა, მინიმუმ მისი მოადგილის  კორუფციულ სქემაში აშკარა ჩართულობამ დამაწერინა. 

რეპრესირებული ბებია და შვილიშვილი სტალინზე

 

 

ნუნუ ოქროპირიძე – ბებია.

თეა ჭანტურიშვილი –  შვილიშვილი.

ნუნუ: სტალინს 37 წელი რომ არ ჰქონოდა, ქვეყანა მიჰყავდა წინ, არც სესხები, არც ვალი. სოფლის მეურნეობა განავითარა.

თეა: ნუნუ, არ ეთანხმები იმას, რომ სისხლსა და ცრემლზე აშენება ადვილია?…

ნუნუ: „კაკებეშნიკს“ სახლი უნდოდა. უარი როგორ გაბედაო და მამა დააპატიმრა.

თეა: ბაბუს წერილი სტალინისადმი გაგაგიჟებს, ბოლო წუთამდე სჯეროდა მისი. საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ –  დღემდე მისი დატოვებული ნაღმებით ცხოვრობს ევროპა. ბედნიერი ვარ, რომ ბებია თავის ისტორიას ყვება, თუ მომავალ თაობას არ ეცოდინება ამის შესახებ, ყოველთვის გვექნება იმის საშიშროება, რომ სტალინი განმეორდეს.  

“თუ რაღაც მართლა გინდა, აგისრულდება”

 

 

ნონიკა სურმანიძე ჰიპერაქტიური გოგონაა. ყოველ დილას შვიდ საათზე იღვიძებს, ფიქრობს, რომ რაც უფრო დატვირთული ხარ, მით უფრო მეტი რამის მოსწრება შეგიძლია.

გენმოდიფიცირებული პროდუქტები – აკრძალვები და ფასები

გენეტიკურად მოდიფიცირებულ სურსათზე სპეციალური ნიშნის დატანა მიმდინარე წლიდან სავალდებულოა. ხოლო შესაბამისი კანონის მიღების შემთხვევაში აიკრძალება გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოყვანა საქართველოში. როგორ აისახება ეს ყველაფერი იმპორტსა და ბაზარზე? შეიქმნება თუ არა დეფიციტი და გაძვირდება თუ არა პროდუქტი? 

Exit mobile version