კვირის ამბები

ბათუმი საბჭოთა პერიოდის კინოში

01.03.2014 • 2634
ბათუმი საბჭოთა პერიოდის კინოში

 

 

ერთ-ერთი ასეთი ფილმია “თხუთმეტი წლის კაპიტანი”, ჟიულ ვერნის ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელიც 1946 წელს ვასილ ჟურავლიოვმა გადაიღო.  ფილმში პატარა ჯეკის როლის შემსრულებელი, აზარი მესერერი, თავის მემუარებში ჟურავლიოვის სიტყვებს იხსენებს – “მსახიობები, ეკვატორული აფრიკის აბორიგენების რიტუალების და ყოველდღიური ყოფის ამსახველ ფოტოებს სწავლობდნენ, დიზაინერები კოსტიუმებს კერავდნენ, აკეთებდნენ მძივებს, სირაქლემას ბუმბულებს. ბუტაფორისტები მუშაობდნენ შუბებზე, მშვილდებსა და ფარებზე, დურგლების ჯგუფი გემის სცენის დეკორაციებზე მუშაობდა – ბათუმში შავკანიანების სოფელი შენდებოდა”.

ბათუმშია გადაღებული “რობინზონ კრუზოს” საბჭოური ვერსია, რომელიც 1947 წელს ალექსანდრე ანდრიევსკიმ გადაიღო. ეს იყო პირველი სტერეოფილმი საბჭოთა კავშირში, რომლის გადაღება ბათუმის ბულვარსა და ბოტანიკურ ბაღში მიმდინარეობდა. რობინზონის დედის როლი კი ქართველმა მსახიობმა, ელენე სანიკიძემ შეასრულა.

 

ილფი და პეტროვის “12 სკამის” ეკრანიზაციაში ზღვის, მთებისა და რესტორნების ეპიზოდებიც ბათუმსა და ბოტანიკურ ბაღშია გადაღებული. გადამღები ჯგუფი შტორმს მთელი თვე ელოდა იმ კადრის გადასაღებად, სადაც აბობოქრებული ტალღების ფონზე მამა ფიოდორი (მსახიობი მიხაილ პუგოვკინი), ნაჯახით ჩეხს სკამებს. უშუალოდ ამ კადრის გადაღებას  რამდენიმე დღე დასჭირდა, რის შემდეგაც მსახიობი რადიკულიტის მწვავე შეტევით ჩაწვა ლოგინად.

საბჭოთა დროის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული კომედიის “Любовь и голуби”-ს საკურორტო სცენებიც სწორედ ბათუმშია გადაღებული. იმის გამო, რომ გადაღებები  ცოტათი გაიწელა, საზაფხულო სცენების გადაღება შემოდგომაზე მოუწიათ. სწორედ აქ გაიცნო რაისამ (მსახიობ ლუდმილა გურჩენკოს პერსონაჟი) კადრების განყოფილებიდან ვასილი კუზიაკინი. მაშინ, როცა ზღვის სცენებს იღებდნენ, წყლის ტემპერატურა სულ რაღაც 14 გრადუსი იყო და როგორც ფილმის ოპერატორი, იური ნევსკი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს,  ზღვაში გადამხტარ კუზიაკინს, სიცივისგან ტექსტიც კი დავიწყებია.

 

ბათუმში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეზოშია გადაღებული გადაღებული თენგიზ აბულაძის “მონანიების” რამდენიმე სცენა, მათ შორის გულიკოს ცეკვა ვარლამის კუბოსთან.

გარდა ბათუმში გადაღებული ყველასთვის ცნობილი ფილმებისა – “მანანა”, “ჰელადოს”, “ზღვის შვლები”, “მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ”, “მოცურავე” და სხვები – ბათუმური ეპიზოდები ძალიან ბევრ, რუსულენოვან ფილმშიც გვხვდება, მაგალითად, “Близкий враг”, “Земля, до востребования”, “Я-Черноморец”, “Освобождение”, “Соленый пес”, “Катала”, “Похищение”,  “Савойи”, “Вый¬ти замуж за капитана”  და სხვები.

გადაბეჭდვის წესი