„მანდარინი იყიდება 60-70 თეთრად, ვყიდით მუქთად, თუ ამას კარგად გაყიდვა ჰქვია, როგორც მთავრობა ამბობს… მეციტრუსის ხელში ამ 70 თეთრიდან 20 თეთრი თუ რჩება, მოსაკითხია კიდევ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები კახა ნოღაიდელი. ქობულეთელი მეციტრუსეების თქმით, წინასაახალწლოდ მანდარინის კლიენტები გამოჩნდნენ, თუმცა ფასი ძალიან დაბალია. „წელს იმდენად დაბალი ფასია, ზოგს არც კი დაუკრეფია საერთოდ მანდარინი, …
Category Archives: კვირის ამბები
ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია — ექიმი
ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი ბათუმში, იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ექიმმა “აჭარის” ტელევიზიასთან განაცხადა. “იაშვილში შემოიყვანეს ერთი პაციენტი, წლის და სამი თვის, რომელიც ნგრევის შედეგად არის დაზიანებული. აღენიშნება ზედაპირული დაზიანებები, ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია გითხრათ, აღენიშნება ასევე წვივის ძვლის მოტეხილობა. მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, მიმდინარეობს შემდგომი კვლევა და მონიტორინგი გადაუდებელი …
Continue reading “ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია — ექიმი”
პლატონ გიგინეიშვილი – ბათუმელი ექიმი, რომელიც უფასო რეცეპტს უწერდა ღარიბ პაციენტებს
ავტორი: შოთა გუჯაბიძე ნაწყვეტი წიგნიდან ბათომი ___________________________ ჯერ ერთი ლანდი გამოეყო სიბნელეს, მერე – მეორე, მერე – ბევრი. ხელგაშვერილი მიიკვლევდნენ გზას დილის ბინდში და ფეხაკრეფით შორდებოდნენ ერთმანეთს. თითო კონა თივა ჰქონდათ მკერდში ჩაკრული. ერთდროულად ჩაიმუხლეს. ბღუჯა-ბღუჯად იძრობდნენ თივას მკერდიდან და ქვაფენილზე აფენდნენ უხმოდ. პლატონ გიგინეიშვილი 1879 წლის შობას დაიბადა სოფელ ჯურუყვეთში, ლანჩხუთში. უფროსი შვილი იყო …
ბათუმი – აკა მორჩილაძე
ავტორი: აკა მორჩილაძე ოდესღაც, მგონი 1979 წელს, ბათუმის სამილიციო პატრულმა ღამის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დააკავა. მაშინ კომუნისტების დრო იყო, ხოლო ბათუმი საბჭოეთის სავარაუდო მტრის, თურქეთის საზღვარზე მდებარე ქალაქი გახლდათ. სხვანაირად, ის იყო პირველი დიდი ციხესიმაგრე, მტერს რომ უნდა გადაღობებოდა. ამიტომ, ის მხოლოდ ზღვისპირა ქალაქი არ იყო, არც ზღვისპირა კურორტი, და არც ნავსადგური, სადაც ოდესღაც ჩერჩილი, …
ხანგოშვილის მკვლელობა: რატომ დუმს საქართველო, როცა გერმანია რუს დიპლომატებს აძევებს
ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას გერმანიის გენერალური პროკურატურა ახლა უკვე ოფიციალურად უკავშირებს რუსეთის სახელმწიფო უწყებებს. რა რეაქცია აქვს (ან უნდა ჰქონდეს) საქართველოს სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქის მკვლელობაზე რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან? რა ხდება? რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი დაახლოებით სამი თვის წინ, 23 აგვისტოს, მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი …
თიბისი ლიზინგმა 9 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, Proparco-მ ქვეყნის უმსხვილეს სალიზინგო კომპანიას, თიბისი ლიზინგს, 9 მლნ ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი გამოუყო. აღნიშნულ რესურსს თიბისი ლიზინგი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის აქტივების პირდაპირ დასაფინანსებლად გამოიყენებს, რაც საქართველოს განვითარებადი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება. ამის გარდა, აღნიშნული რესურსი დაეხმარება პირდაპირ ან არაპირდაპირ დაახლოებით 3500-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ან შენარჩუნებას. „Proparco-ს მიზანს განვითარებად …
Continue reading “თიბისი ლიზინგმა 9 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა”
პოლიტიკა, მედია და 2020 წლის არჩევნები – დისკუსია ბათუმში
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე მედიის როლი განსაკუთრებული იქნება. ამასთან დაკავშირებით „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია – „მედია და არჩევნები“, სადაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ისაუბრა. სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე: სატელევიზიო მედია არის ყველაზე დიდი გავლენის მქონე, ყველაზე დიდი რაოდენობის მაყურებლისა და ინფორმაციის გავრცელების წყარო. დღეს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს …
Continue reading “პოლიტიკა, მედია და 2020 წლის არჩევნები – დისკუსია ბათუმში”
როგორ შეუძლიათ სოფლებს მინიმალური თანხით უფასო ინტერნეტი ჩართონ – ახალი პროექტი
საყოველთაო ინტერნეტიზაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხანაში, არის მცირედდასახლებული სოფლები და დაბები, სადაც მსხვილი პროვაიდერები არ შედიან კომერციულად არახელსაყრელი პერსპექტივის გამო. საქართველოში არაერთი ასეთი დაბა და სოფელია, სადაც მცირერიცხოვან მოსახლეობას, გარდა იმისა, რომ გეოგრაფიულადაც მოწყვეტილია ცენტრს, არ აქვს წვდომა ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ახალი ინტერნეტტექნოლოგიის დახმარებით გაუშვეს უფასო ინტერნეტის ქსელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ცენტრში. ამიერიდან მოსახლეობა …
Continue reading “როგორ შეუძლიათ სოფლებს მინიმალური თანხით უფასო ინტერნეტი ჩართონ – ახალი პროექტი”
ძროხა ბათუმის სკვერში – მეპატრონე 20 ლარით დაჯარიმდა [ფოტო]
„სანდასუფთავებამ“ ბათუმში მოქალაქე დააჯარიმა, რომლის ძროხა ყინულის სასახლის მიმდებარე სკვერში ძოვდა ბალახს. ჯარიმა ქალაქის ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყუროდ დატოვების გამო 20 ლარია.
მსხვერპლი რიცხვებში [ინფოგრაფიკა]
1937-1938 წლებში საქართველოში 30 ათასამდე ადამიანი იქნა რეპრესირებული. მათი ნახევარი დახვრიტეს, მეორე ნახევარი კი შრომა-გასწორების ბანაკებში გადაასახლეს. ორი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი აწარმოებდა მასობრივ სადამსჯელო ოპერაციებს, რომელთა მიმდინარეობა გასაიდუმლოებული იყო. საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანები ყოველდღიურად ხედავდნენ, როგორ უჩინარდებოდნენ მათი ნაცნობები, მეგობრები, ოჯახის წევრები, თუმცა შეკითხვების დასმა არ შეეძლოთ, მეტიც, საშიში იყო ამ თემაზე …
რამდენად სახიფათოა ბათუმისთვის კარბამიდის ტერმინალის აშენება გზშ-ს გარეშე
ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, ბათუმის პორტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება გზშ-ს არ ექვემდებარება. ეს ცვლილება, ძირითადად, მე-7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების [გრანულირებული კარბამიდი] გადასატვირთი ტერმინალის მოწყობას და ექსპლუატაციას გულისხმობს. მაგრამ, იქნება თუ არა უსაფრთხო კარბამიდის ტერმინალი ბათუმში? გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“ აცხადებენ, …
Continue reading ” რამდენად სახიფათოა ბათუმისთვის კარბამიდის ტერმინალის აშენება გზშ-ს გარეშე “
საფრანგეთში მცხოვრები ქართველების საჩუქარი ბავშვებს ყოფილი 25-ე ბატალიონის დასახლებიდან
„ქართველები საფრანგეთში“ – ამ ასოციაციის ფინანსური დახმარებითა და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის მეცხრე შესახვევში, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 229 ბავშვმა დღეს, 14 იანვარს, პერსონალური საახალწლო საჩუქარი მიიღო. „დღეს რა ვჭამოთ? – ბავშვები 25-ე ბატალიონიდან“ – ამ სათაურით სტატია „ბათუმელებმა“ გასული წლის ოქტომბერში მოამზადა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ ასოციაცია – „ქართველები …
ახალი წლის ღამეს მუნიციპალური ტრანსპორტი 03:00 საათამდე იმოძრავებს და უფასო იქნება
ბათუმის მერიის განცხადებით, ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება. გახანგრძლივდება ავტობუსების მუშაობის განრიგიც – 22:00 საათიდან 03:00 საათამდე. ავტობუსები სამარშუტო ხაზებზე – #4, #6, #15 იმოძრავებენ 30-წუთიანი ინტერვალით. #4 ავტობუსი აღმაშენებლის, კობალაძის, ინასარიძის, ფიროსმანის, გორგილაძის, ბარათაშვილის, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩებზე იმოძრავებს. #6 ავტობუსი ასათიანის, ლერმონტოვის, ჯავახიშვილის, გორგილაძის ქუჩებსა და თბილისის მოედანზე. …
2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ასტროლოგ რამაზ გიგაურისგან. ვერძი იანვარში სასიკეთო იქნება ადრე დაწყებული პროექტების დასტაბილურება ან დასრულება. იანვრის ბოლოდან წარმატებული პერიოდი დაიწყება და აპრილის მეორე დეკადამდე გასტანს. ამ დროს შეძლებთ საქმიან კავშირების დამყარებას, სამსახურთან და ფინანსებთან წარმატებების მიღწევას. მოიმატებს მოგზაურობის ალბათობა (თუმცა თებერვლის ბოლოს და მარტის პირველ ნახევარში შესაძლოა ძველი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ). …
Continue reading “2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის”
კორეაში ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნა
სეულში, სამხრეთ კორეის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსტიტეტში, ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნა. ქართული ენის კურსს კორეაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ოთარ ბერეჟიანი გაუძღვება. “ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, რადგან მსგავსი პროექტი კორეის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში პირველად ხორციელდება,” – ნათქვამია კორეაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ რელიზში. კორეაში საქართველოს საელჩოს ცნობით, …
Continue reading “კორეაში ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნა”
ბერა ივანიშვილი მარიხუანას ლეგალიზებას ითხოვს
რეპერი ბერა ივანიშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილია, ახალი სიმღერით მარიხუანას ლეგალიზებას ითხოვს. ახალი სიმღერა ბერას youtube გვერდზე დღეს, 13 მაისს, აიტვირთა. სიმღერის ტექსტის მიხედვით, ბერა კონკრეტულად მარიხუანას ლეგალიზებაზე აკეთებს აქცენტს, სხვა ე.წ. “სინთეტიკურ ნარკოტიკებზე” კი ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს. ტექსტში ახსენებს “ბარიგებს, რომლებიც ბევრ ხალხს კლავენ”. სიმღერის ბოლოს ამერიკელი ასტროფიზიკოსის ნილ …
Continue reading “ბერა ივანიშვილი მარიხუანას ლეგალიზებას ითხოვს”
შავკანიანი ბათუმელი – ყადირ გიგინეიშვილი [ფოტოისტორია]
ეს ფოტო, რომელზეც ბათუმში „სობოროს“ ნგრევის სამუშაოებია ასახული, 1932 წელსაა გადაღებული. ფოტოს თუ დააკვირდებით, შავკანიან მამაკაცს შენიშნავთ. სავარაუდოდ იგივე მამაკაცია გამოსახული დაახლოებით იმავე წლებში გადაღებულ კიდევ ერთ ფოტოზე [მარჯვნიდან მეორე]. ორივე ფოტო რეჟისორ შოთა გუჯაბიძის ფოტოკოლექციაში ინახება. ფოტოზე, შესაძლოა, ყადირ გიგინეიშვილი იყოს, რომელიც გურიაში გაიზარდა და ბათუმში ცხოვრობდა. ბათუმელი კახა გიგინეიშვილი ყადირ გიგინეიშვილის შვილიშვილია. იგი …
Continue reading “შავკანიანი ბათუმელი – ყადირ გიგინეიშვილი [ფოტოისტორია]”
მასწავლებელი ქალები ხულოდან | ფოტოისტორია
ამ ძველ ფოტოზე მასწავლებლები: მარო სურგულაძე და მინადორა თალაკვაძე არიან გამოსახული. ფოტო, სავარაუდოდ, გასული საუკუნის 30-იან წლებშია გადაღებული. ფოტოს ციფრული ვერსია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ მატიანეში ინახება, ორიგინალი კი – ხულოში. ძველ, საოჯახო ფოტოალბომში დაცული ეს ფოტო ხულოს კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო განყოფილების უფროსმა, ლია ბოლქვაძემ იპოვა და გააციფრულა: „რელიქვიად ჰქონდათ შენახული ოჯახში. ვთხოვე, …
Continue reading “მასწავლებელი ქალები ხულოდან | ფოტოისტორია”
რამდენადაა დაცული თქვენი პირადი მონაცემები ჯანდაცვის სექტორში?
საქართველოში მოქალაქეებს არ აქვთ განცდა, რომ მათი მონაცემების კონფიდენციალობა სამედიცინო დაწესებულებაში დაცულია, რის გამოც ისინი ზოგჯერ თავს იკავებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისგან, რითაც ფერხდება სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობა. რიგ შემთხვევებში კი, სწორედ ამ მიზეზით ადამიანები თვითმკურნალობასაც ეწევიან, რაც დიდი რისკის ქვეშ აყენებს მათ ჯანმრთელობას. სამედიცინო მომსახურებისას ექიმისთვის გამჟღავნებული ინფორმაცია ისეთ მონაცემებს შეიძლება შეიცავდეს, როგორიცაა …
Continue reading “რამდენადაა დაცული თქვენი პირადი მონაცემები ჯანდაცვის სექტორში?”
ბილ გეითსი: “კრიპტოვალუტა კლავს ადამიანებს”
„კრიპტოვალუტა პირდაპირი მნიშვნელობით კლავს ადამიანებს“,- განაცხადა Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა. მას მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, რომ ციფრულ ვალუტას, კერძოდ კი ბიტკოინს, აქტიურად იყენებენ ფენტალინის – ქიმიური სინთეზით მიღებული ნარკოტიკის საყიდლად. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთ ინტერვიუში ბილ გეითსი აცხადებს, რომ ციფრული ვალუტის ანონიმურობა ნიშნავს მის უშუალო ფინანსურ კავშირს ნარკოტიკებსა და ტერორიზმთან. „კრიპტოვალუტის მთავარი მახასიათებელი …
Continue reading “ბილ გეითსი: “კრიპტოვალუტა კლავს ადამიანებს””
გამოიცანი საჭმელი [ტესტი]
გიყვართ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს კერძების გასინჯვა? მაშინ ეს ტესტი თქვენთვისაა. მონიშნე სწორი პასუხი ფოტოზე და შეამოწმე შენი ცოდნა კულინარიაში.
მანქანების სახელოსნო – ყოფილი პატიმრის ძირითად საქმედ ქცეული გატაცება
გოგი გელაძე (სახელი და გვარი შეცვლილია) საპატიმროდან 2015 წელს გაათავისუფლეს, თუმცა პირობით სასჯელს დღემდე იხდის და კვირაში ერთხელ ვალდებულია ოფიციალურად დაადასტუროს, რომ ფიქსირებული ტერიტორია არ დაუტოვებია. საპატიმროში მოხვედრამდე ყველაფერი სხვაგვარად იყო: ხულოს მუნიციპალიტეტიდან, სხვა ახალგაზრდების მსგავსად, გოგიც თურქეთში დადიოდა ზაფხულობით თხილისა და ჩაის საკრეფად. შრომა ადვილი არ იყო, თუმცა გამომუშავებული თანხა ხუთსულიან ოჯახს მთელი წლის …
Continue reading “მანქანების სახელოსნო – ყოფილი პატიმრის ძირითად საქმედ ქცეული გატაცება”
„იუთუბზე” 17 წლის ემი ვაინჰაუსის უცნობი ჩანაწერი გავრცელდა
კომპოზიტორი და მუსიკოსი გილ კანგი ინტერნეტში ემი ვაინჰაუზის უცნობ დემოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც მომღერალმა ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ჩაწერა ხმის ჩამწერი ლეიბლებისთვის საჩვენებლად. მომღერლის ჩანაწერების დემოვერსიები ძირითადად 2011 წლის შემდეგ, მისი გარდაცვალებისთანავე გაანადგურეს, თუმცა კომპოზიტორსა და მუსიკოსს გილ კანგს ვაინჰაუსის სიმღერის – „My Own Way“-ს დემოვერსიის ასლი აღმოაჩნდა. ინფორმაცია 26 თებერვალს „გარდიანმა” გაავრცელა. 17 წლის …
Continue reading “„იუთუბზე” 17 წლის ემი ვაინჰაუსის უცნობი ჩანაწერი გავრცელდა”
როგორ ვებრძოლოთ ფაროსანას – სპეციალისტის რჩევები
2018 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 14 მილიონ ლარს დახარჯავს. გასული წლის დეკემბერში უკვე დაიხარჯა 35 მილიონი, სამინისტრომ წამალი და ტექნიკა შეიძინა. სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი მილიონი ჰექტარის შეწამვლას აპირებს. დაინერგება მონიტორინგის სისტემა და მოსახლეობას საგანმანათლებლო ბროშურები დაურიგდება. რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და …
Continue reading “როგორ ვებრძოლოთ ფაროსანას – სპეციალისტის რჩევები”
ვაზის გასხვლა სირაბიძეების ვენახში [ვიდეო]
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში სირაბიძეების ოჯახმა ვაზის მოშენება გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. სირაბიძეებს 18-მდე სახეობის ვაზი დაახლოებით 6 ათას მეტრზე აქვთ გაშენებული. ვენახს ფრიდონ სირაბიძე უვლის. ზამთრის მიწურულს ოჯახი ვაზის გასხვლას იწყებს. ტოტებს ინახავენ და ზაფხულში აქ მოსულ ტურისტებს წალამზე შემწვარ მწვადს სთავაზობენ. სირაბიძეებს სახლის მეორე სართულზე საოჯახო სასტუმრო აქვთ, სადაც ერთდროულად 20-მდე ტურისტის …
Continue reading “ვაზის გასხვლა სირაბიძეების ვენახში [ვიდეო]”
ბათუმი თურქულ სერიალში
პოპულარული თურქული სერიალის – „Sen Anlat Karadeniz“ მეოთხე სერიის ერთ-ერთი ეპიზოდი ბათუმში გადაიღეს. ბათუმის პანორამული ხედების გარდა სერიალში ევროპის მოედანზე გადაღებული კადრებიცაა, რომელსაც ფონურ მუსიკად ქართული სიმღერა „დედა მიყვარს ძალიან“ ადევს. თურქი რეჟისორის, ოსმან სინავის, ბოლო ნამუშევარი ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. ცნობილმა თურქულმა არხმა “ Atv“ -მა სერიალის ჩვენება იანვარში დაიწყო. მეოთხე სერია, რომელიც ნაწილობრივ …
ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების შეხვედრა ქობულეთელებთან
2018 წლის 15 თებერვალს სოფელ ქობულეთის კულტურის ცენტრში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომელზეც აჭარის ტელევიზიისა და „ბათუმელების“ წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება გაეცნოთ მოსახლეობისთვის მათი მედიასაშუალებების მიზნები და მუშაობის სპეციფიკა, მოსახლეობას კი ჰქონდა შესაძლებლობა წამოეწია ნებისმიერი თემა და პრობლემა, რომელიც მათ აწუხებთ. აღნიშნულ შეხვედრაზე სხვადასხვა სოციალური პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის …
Continue reading “ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების შეხვედრა ქობულეთელებთან”
ვინ იყვნენ ძველი ბათუმის პირველი ექიმები
1878 წელია ბათუმში. ჭაობებით მოფენილ პატარა ქალაქს ანოფელესი ეხვევა, მალარიის გადამტანი კოღო, ძველი ბათუმელების მთავარი სატანჯველი. მალარიით გამოწვეულ ციებ-ცხელების შეტევებს ბათუმელები ხალხური მედიცინით ებრძვიან, მაგრამ ვერ ერევიან. ცხოვრება განსაკუთრებით ჭირს ზაფხულში. ვისაც საშუალება აქვს, ამ დროს აგარაკებსა და მთებს აფარებს თავს, მაგრამ ასეთი ბევრი არ არის. ქალაქში მხოლოდ ერთი პატარა ჰოსპიტალია, რომელიც სამხედროებს ემსახურება. ბათუმს …
ვინ ავრცელებს ბეჭდურ პრესას ბათუმში
პრესა, ძირითადად, წიგნის მაღაზიებსა და ჯიხურებში იყიდება, თუმცა წვიმაში, ქარსა და თოვლში, ღია ცის ქვეშ გამოფენილი ჟურნალ-გაზეთების დახლებსაც ხშირად წააწყდებით ქუჩაში. ლელა სოსელიას პრესის დახლი ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაშია, ვარდების ბაღთან ახლოს. 14 წელია ამ ადგილზე დგას და გაზეთებს ყიდის. ახალ ამბებს ლელას გაზეთებიდან ისინი იგებენ, ვინც ჯერ ინტერნეტს კარგად ვერ „დაუმეგობრდა“ …
იქნება თუ არა დაცული თქვენი საკუთრება ბახმაროში – ახალი გენგეგმის პირობები
ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე ბახმაროში ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გაჩნდება, რომელიც იქნება „მასშტაბში შემცირებული დაბა ბაკურიანი, კურორტ გოდერძის მსგავსი უხვი ნალექითა და მეტეო-პირობებით, ბაკურიანზე და გოდერძიზე მეტად დახრილი მთის ფერდებით და შეუდარებელი ხედებით.“ საქართველოს მთავრობამ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გასული წლის ივლისში დაამტკიცა. ბახმაროს გენერალურ გეგმაზე „არტსტუდიო პროექტმა“ იმუშავა. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის …
Continue reading “იქნება თუ არა დაცული თქვენი საკუთრება ბახმაროში – ახალი გენგეგმის პირობები”
„აქ მხოლოდ სიკვდილს ველოდები“ – მოხუცი, რომელიც მანქანაში ცხოვრობს
ბესიკის ქუჩაზე ნებისმიერი მიგასწავლით მოხუცს, რომელიც მეოთხე წელია საკუთარ „ვოლგაში“ ცხოვრობს. „თევდორე მქვია მე, ზოიძე ვარ, შუქრის ძე“ – გვითხრა მანქანის სალონში წამოწოლილმა მოხუცმა მაშინვე, როგორც კი შეგვნიშნა, წიგნი, რომელსაც კითხულობდა, გვერდზე გადადო და წამოჯდა. პირველი, რაც თვალში გვხდება, საათებია. მანქანის ოთხივე მხარეს მოხუცს საათები აქვს განთავსებული. კითხვაზე, რატომ ამდენი საათი? მზერას გვარიდებს და რამდენიმეწამიანი …
Continue reading “„აქ მხოლოდ სიკვდილს ველოდები“ – მოხუცი, რომელიც მანქანაში ცხოვრობს”
როგორ გავუმკლავდეთ მშობიარობის შემდგომ დეპრესიას
მსოფლიოს მასშტაბით ორსული ქალების 10 პროცენტს და 13 პროცენტს იმ ქალებისა, რომელთაც ბავშვი გააჩინეს, დეპრესია აქვთ. განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია – 15,6% – ორსულობის დროს და 19,8% – ბავშვის გაჩენის შემდეგ. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო] წერს. დედის ასეთი მდგომარეობა უარყოფითად აისახება ბავშვის ზრდასა და განვითარებაზეც. „მხოლოდ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანმრთელ დედას …
Continue reading “როგორ გავუმკლავდეთ მშობიარობის შემდგომ დეპრესიას”
რატომ ხედავს ბავშვი კოშმარს და როგორ უნდა დაეხმაროთ მას
თუ თქვენი ბავშვი ტირილით იღვიძებს, შეშინებულია და უჭირს დაძინება, დიდი ალბათობით მან კოშმარი ნახა. კოშმარი ცუდი სიზმარია, რომელიც აშინებს და ძილს უფრთხობს ბავშვს. ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ თუკი ბავშვს სრულყოფილად არ სძინავს და ღამით მისი გონება არ ისვენებს, დღის განმავლობაში ამის გამო შესაძლოა, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდეთ. რატომ ესიზმრებათ პატარებს კოშმარი და როგორ დავეხმაროთ მათ ამ შიშის დაძლევაში, “ბათუმელების” კითხვებს …
Continue reading “რატომ ხედავს ბავშვი კოშმარს და როგორ უნდა დაეხმაროთ მას”
ფოთის პორტში ახალი, ღრმაწყლოვანი ტერმინალი აშენდება
ფოთის პორტში ნაყარი ტვირთების ახალი, ღრმაწყლოვანი ტერმინალის აშენებისთვის 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯება. „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ (APM Terminals Poti) და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ (PNTC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 12 იანვარს მოეწერა. თავად ახალი სუბიექტი – „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ოდნავ მოგვიანებით, 2018 წლის 25 იანვარს დარეგისტრირდა. ახალი ტერმინალის აშენება „ეიპიემ …
Continue reading “ფოთის პორტში ახალი, ღრმაწყლოვანი ტერმინალი აშენდება”
„სტალინის სიკვდილი” – რუსეთში აკრძალულ ფილმს საქართველოში აჩვენებენ
შოტლანდიელი რეჟისორის, არმანდო იანუჩის კომედიის – „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება რუსეთში კულტურის სამინისტრომ აკრძალა. საბჭოთა ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ პერიოდზე, სტალინის სიკვდილზე, გადაღებული ფილმი პოლიტიკური შეხლა-შემოხლის კომედიური ვერსიაა. ფილმი შოტლანდიელმა რეჟისორმა, არმანდო იანუჩიმ, ფრანგი სცენარისტის, ფაბიენ ნურის გრაფიკული რომანის მიხედვით შექმნა, რომელიც სტალინის მოულოდნელ სიკვდილს და 1953 წლის შემდეგ გამეფებულ პოლიტიკურ ქაოსს ასახავს. სტალინის …
Continue reading “„სტალინის სიკვდილი” – რუსეთში აკრძალულ ფილმს საქართველოში აჩვენებენ”
რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან
ბოლო პერიოდში აჭარის რეგიონში წითელას მიმართ ეპიდდაძაბული სიტუაციაა, იანვარში აჭარაში წითელას 35-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მთლიან მაჩვენებლზე მეტია. წითელა მწვავე დაავადებაა, რომლის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამიანს ჰაერით გადაეცემა. წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელს გადაცილებულ ადამიანებში შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს. ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ინფექციონისტი ნატო მიშველიძე, …
Continue reading “რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან”