ბათუმის ტაძრებში ნათლისღებას აღნიშნავენ [Photo]

 

ბათუმის საკათედრო ტაძარში  დღეს 150 ადამიანი მოინათლა. მათ შორის ჩვილი ბავშვებიც. საკათედრო ტაძრის დეკანოზ ანდრიას   თქმით გასულ წელს მონათვლის მსურველები უფრო მეტნი იყვნენ. 

ძველ ბათუმში ჭიშკრებისა და კარების დამონტაჟებისთვის 400 ათასი ლარი დაიხარჯება

 

ძველი ბათუმის უბანში ჭიშკრებისა და სადარბაზოს კარების დამონტაჟება წელსაც გაგრძელდება. ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებულმა განვითარების ფონდმა შესაბამისი  ელექტრონული ტენდერები უკვე გამოაცხადა. 

ბათუმის „საოცრებათა პარკი“ დღეს

 

ბათუმის ცენტრში მდებარე  Miracle Park-ის  ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია.  პარკის ტერიტორია  დანაგვიანებულია და  სხვადასხვა ნივთებით არის სავსე. 

 

პარკის მიმდებარედ განთავსებულია ბათუმის დრამატული თეატრი, პოლიციის განყოფილება, სასტუმრო „რედისონი“, ანბანის კოშკი და ეშმაკის ბორბალი. იქვეა ნავსადგური.

 

<!** Image 2 align="middle" width="600" height="1536" >

 

<!** Image 4 align="middle" width="600" height="1536" >

 

<!** Image 7 align="middle" width="600" height="1536" >

 

<!** Image 11 align="middle" width="600" height="1536" >

 

<!** Image 12 align="middle" width="600" height="1536" >

 

<!** Image 17 align="middle" width="600" height="1536" >

 

<!** Image 21 align="middle" width="600" height="1536" >

 

<!** Image 22 align="middle" width="600" height="1536" >

 

<!** Image 23 align="middle" width="600" height="1536" >

უნივერსიტეტის ანსამბლის პრობლემები და წარმატება

 

 

„ეს არის ანსამბლი, რომელიც ენთუზიაზმზე მუშაობს” – ასე აფასებს ბათუმის უნივერსიტეტის სამოცდახუთწლიანი ისტორიის მქონე ანსამბლ „ტბეთს” ქორეოგრაფ-ხელმძღვანელი ზურა სვანაძე. აჭარული, ქალთა ხორუმი, მთიელ ქალ-ვაჟთა ცეკვა, ვაჟთა მოხევური, ფარიკაობა, აფხაზური და თუშური – ეს იმ ცეკვების ჩამონათვალია, რომლებსაც ანსამბლი ასრულებს. 

ზაურ ფუტკარაძე: ციტრუსის სეზონი წარმატებული იყო

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ირაკლი ბარამიძის  დღევანდელ ბრიფინგს  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაურ ფუტკარაძე გამოეხმაურა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

 

სახელისუფლებო პრემიები

 

ზოგიერთი საჯარო დაწესებულებისთვის კვლავაც ძალაშია წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული პრაქტიკა – პრემიის სახით მიღებული თანხის შესახებ ინფორმაციის დამალვა საზოგადოებისთვის. წელს საქართველოს შვიდმილიარდიანი ბიუჯეტიდან ერთ მილიარდზე მეტი ლარი საჯარო მოხელეების ხელფასებსა და პრემიებზე დაიხარჯება.

დელფინები ბათუმის დელფინარიუმიდან

 

ბათუმის დელფინარიუმში 8  დელფინი ცხოვრობს.   მაია, ზორო, ციცი, მონიკა, ნინი, ფლიპერი, კვირია და  მარკო. კვირია და ნინი დელფინებს შორის ყველაზე პატარები არიან. ისინი ბათუმის დელფინარიუმში დაიბადნენ. 

 

ზამთრის სეზონის მიუხედავად დელფინარიუმში შოუები ახლაც მიმდინარეობს.  კვირაში სამჯერ  მსურველებს დელფინების მონაწილეობით შოუ პროგრამის ხილვა შეუძლიათ. 

მთავრობის არაკოორდინირებული მუშაობა საბოტაჟის ეჭვს აჩენს

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მთავრობის არაკოორდინირებულ მუშაობაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ ხელისუფლების შეუთანხმებელი მუშაობა საბოტაჟის ეჭვს აჩენს, რაც ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს. ასოციაციაში თვლიან, რომ სახელმწიფო სტრუქტურების არაკოორდინირებული მუშაობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ჯვარი–ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გარშემო შექმნილი მდგომარეობა.

ნასვამი მძღოლების მომსახურების სერვისი ბათუმსა და ქობულეთში

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="576" > 


ბათუმში ახალი სერვისი ამოქმედდა. ნასვამ მძღოლებს დახმარების გამოძახება შეუძლიათ.  სერვისით სარგებლობა ბათუმის, ჩაქვისა და ქობულეთის არეალში არის შესაძლებელი. 

საქართველოში ქორწინების რეგისტრაციის რაოდენობამ მოიმატა

 

 გასულ წელს 34 394 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკით,  2012 წელს  29 932 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, 2011 წელს – 30 861,  2010 წელს – 34 449, 2009 – 31 796, ხოლო 2008  წელს 24 696 წყვილმა იქორწინა.  

რვა ახალგაზრდა მედიკოსი სასწავლებლად სტამბოლში


<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

„ეს ინიციატივა გაჩნდა ერთი წლის წინ, როცა მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან ერთად ვიყავით თურქეთში. ეს იყო პირველი ვიზიტი. მაშინ დავსვით საკითხი მათ გადაემზადებინათ ჩვენი ექიმები. თანამშრომლობა შედგა ჩვენსა და ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტს შორის. 16-ზე მეტი აპლიკაცია შემოვიდა. როცა პროექტის შემდგომი ეტაპი იქნება, ჩვენ თანმიმდევრულად ჩავრთავთ ყველა ახალგაზრდას მასში“, – განაცხადა შეხვედრისას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნუგზარ სურმანიძემ.

სამედიცინო სფეროში კადრების თურქეთში მომზადების ინიციატორი ნუგზარ სურმანიძეა.

 

ახალგაზრდა მედიკოსებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე შეხვდნენ. მათ გზა დაულოცეს, წარმატებები უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრად თითოეულ მათგანს „ვეფხისტყაოსანი“ გადასცეს.

„გახარებული ვარ ამ პროექტით, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შერჩევის სხვადასხვა ეტაპი გავიარე. საბუთების მიღება, გასაუბრება, საბუთების განხილვა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიო“, – აღნიშნა ფატმა შერვაშიძემ. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა.


სწავლების პერიოდი სამ და მეტ წელს მოიცავს, რადგან ხანგრძლივობა დამოკიდებულია სპეციალობაზე. ნუგზარ სურმანიძის თქმით, წლიური სწავლის საფასურს – დაახლოებით 16 ათას დოლარს  ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტი იღებს. ახალგაზრდა მედიკოსები ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან ბინითა და დღეში ორჯერადი კვებით.

პროექტის გაგრძელება მომავალშიც იგეგმება. წელს პროექტით შემდეგი სტუდენტები ისარგებლებენ:

1. მერი თევზაძე  – რადიოლოგია

2. შორენა ბერიძე – მეან-გინეკოლოგია

3. ფატმან შერვაშიძე – მეან-გინეკოლოგია

4. ირაკლი ოქროპირიძე – კარდიოქირურგია

5. გურამ ჩახვაძე – ნეიროქირურგია

6. მარიტა გორგოშაძე – კარდიოქირურგია

7. გიორგი კერესელიძე – ორთოპედია, ტრამვატოლოგია

8. ვლადიმერ ბაზიაშვილი – ნეიროქირურგია

 

პოლიტიკური სოციალიზაცია


<!** Image 1 align="left" width="300" height="303" >

პოლიტიკური ფასეულობანი საზოგადოებრივი აზრის  საფუძველია. ხალხი იძენს ამ ფასეულობებს პოლიტიკური სოციალიზაციის გზით. ეს არის რთული პროცესი, რომელის შედეგად პიროვნება იძენს ცოდნას პოლიტიკის შესახებ, სწავლობს პოლიტიკურ ფაქტებს და იქმნის პოლიტიკურ ფასეულობებს. ერთი წუთით დაფიქრდით  თქვენივე პოლიტიკური სოციალიზაციის პროცესზე. პირველად როდის დაფიქსირდა თვენს მეხსიერებაში პრეზიდენტი? პირველად როდის გაიგეთ პოლიტიკური პარტიების  შესახებ?

“თუ დამირეკავენ ჩვენი ინტერვიუ შეწყდება”


“მე ვარ ერთი მოუსვენარი ადამიანი” – ასე იწყებს საკუთარ თავზე საუბარს ჟურნალისტი ნინო ხოზრევანიძე. იგი ამბობს, რომ საქმე ყველაფერზე მეტად უყვარს, ახალი ამბავიც ყველგან ეგულება და მუდამ ფხიზლადაა: “როცა ჩემი ტელეფონი რეკავს, სახლში აღარ მეკითხებიან მივდივარ თუ არა, პირდაპირ მისვამენ კითხვას:  ნინო, რა მოხდა? “

ჯინსები, ბებიას გარდერობში ნაპოვნი ტანსაცმელი და გოგონები მაღალ ქუსლებზე

 

 

როგორია ხელოვნების უნივერსიტეტში სტუდენტური ჩაცმის სტილი? –  პირველ რიგში ფერადი! ხელოვნების უნივერსიტეტში თუ იკითხავთ, ვისი ჩაცმის სტილია განსხვავებული, სტუდენტების სახელებს უმალ გეტყვიან. რამდენიმე მათგანს „ბათუმელები”  გაგაცნობთ.

„დეიდა, შენ რამდენ სახლში გიცხოვრია?“ – 8 წლის ბიჭი სოფელ ავრანლოდან

 

 

მოყინულ გზას მივუყვები, მაგრამ არ მეშინია. მარტო არ ვარ. ჩემთან ერთად რამაზია. რამაზი რვა წლისაა. ხალისიანია, ჭკვიანი. უყვარს, როცა საახალწლო მაშხალებს ნაადრევად უშვებს, უყვარს როცა ყინულზე სრიალებს, უყვარს როცა სხვებისგან განსხვავდება… ხალისით მიყვება თავის ცხოვრებაზე, სკოლაზე, მეგობრებზე, ოჯახზე, ოცნებებზე. მიყვება მკაცრ ზამთარზე, თან სოფელს მათვალიერებინებს. 

ავთანდილ ბერიძის მანქანების რემონტში დახარჯული თანხა

 

ავტომანქანების შეკეთებაზე, რომლებიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს ემსახურება, 2013 წლის განმავლობაში 13 121 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

უკანასკნელი დათვი

 

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1643 მურა დათვი ბინადრობს. კვლევა 2012 წელს ჩატარდა. სხვადასხვა კვლევის მიხედვით მეოცე საუკუნის განმავლობაში დათვი გაქრა წალის ტყიდან და აღარ ცხოვრობს ჯავახეთის ზეგანზე, დიდ და მცირე კავკასიონის შორის არ ხდება მდედრი დათვების გადანაცვლება, უფრო დეტალური ინფორმაცია  და მონაცემები კი არ არსებობს. 

“At Tako” – ვინტაჟი, სამკაულები და იდეები

 

 

“მაღაზია არ არის, უფრო სახელოსნოა ჩვენი სივრცე, სადაც ვაკეთებ სამკაულებს, მოგვიანებით კი ვყიდი.” – ასე იწყებს თავის მაღაზია-სახელოსნოზე საუბარს თაკო მასალკინა. “At Tako” ნინა და თაკო მასალკინებმა ოთხი თვის წინ გახსნეს, “ბათუმელები” მათ მაღაზიას ესტუმრა. 

საზღვაო ცენტრი „ანრი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს


<!** Image 6 align="left" width="600" height="740" >ბათუმის საზღვაო სასწავლო ცენტრი „ანრი“ ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს თავის ყველა თანამშრომელს, სტუდენტს, კურსდამთავრებულს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტის  ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს, ბათუმის საზღვაო აკადემიის, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელსა და სტუდენტს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს, აჭარის მთავრობას, უმაღლეს საბჭოს და რა თქმა უნდა საქართველოში მცხოვრებ ყველა  ადამიანს.

 

 

2014 წელი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის ბედნიერების, წარმატების, წინსვლის და ეკონომიკურად გაძლიერების წელიწადი! 


 

საზღვაო სასწავლო ცენტრ „ანრის“ ადმინისტრაცია


ეკომიგრანტები ისევ დახმარების მოლოდინში

 

 

მას შემდეგ, რაც მათთან მოსალაპარაკებლად ბიძინა ივანიშვილი მივიდა და პრობლემის მოგვარების პირობა მისცა, აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართული კარვები  დაშალეს, შიმშილობა შეწყვიტეს და სახლებში დაბრუნდნენ. როგორ ცხოვრობენ დღეს წალკაში დაბრუნებული ეკომიგრატები და შეასრულა თუ არა მთავრობამ დაპირება? – ამის გარკვევას „ბათუმელები“ გასულ კვირას ცდილობდა.

“პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს” – რას უკავშირდება ყოფილი ჟურნალისტის გეგმები

 

 

ერთი წელია ეკრანზე ჟურნალისტისა და დიქტორის ამპლუაში აღარ ჩანს, თუმცა ლიზი თედორაძეს “ტელეარხ 25”-ის მაყურებლები კარგად იცნობენ. ახლა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში მუშაობს და მისი საქმიანობაც ისევ ჟურნალისტებთან ურთიერთობას ითვალისწინებს. ეს სამინისტრო წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის დაჯილდოვდა და მიუხედავად იმისა, რომ ლიზის, როგორც პრესსამსახურის წარმომადგენლის მუშაობით ბევრი ჟურნალისტია კმაყოფილი, იგი ერთ ადგილას ყოფნას დიდხანს არ აპირებს. მისი გეგმები ისევ ჟურნალისტიკას უკავშირდება.    

„ფული ჯანდაცვის სფეროში, განკუთვნილია ღარიბი ადამიანებისთვის“

 

 

2014 წელს აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 9 მილიონ 34 ათასი ლარი იქნება. როგორ გეგმავს მუშაობას სამინისტრო მომავალ წელს, რამდენი ლარით გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასი და რა შედეგი აქვს წელს სამინისტროს – ამის შესახებ „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნუგზარ სურმანიძეს ესაუბრა. 

ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე – რედაქტორის სვეტი

 

<!** Image 1 align="left" width="400" height="960" >ეს ამ წელში „ბათუმელების“  ბოლო ნომერია. მართალია, ერთი ორშაბათი კიდევ გვაქვს წინ, მაგრამ ვიცი, 30 დეკემბერს ჩვენი მკითხველი, ისე როგორც სხვები, საახალწლო სამზადისზე ხართ გადართული, ანუ ამ პერიოდში „მთავარი ამბავი“ სამზარეულოში ხდება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ხნით „ბათუმელებისგან“ დაგასვენოთ. 

აჭარის ტელევიზიის დირექტორად სოსო სტურუა აირჩიეს

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="300" >

 

აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობამ დღეს, 20 დეკემბერს, სოსო სტურუა დირექტორად დაამტკიცა. ხმები ასე გადანაწილდა – ერთი ხმა თინათინ ცისკარაძემ, ხოლო ორი ხმა სოსო სტურუამ მიიღო. სოსო სტურუა ტელევიზიის მოქმედი დირექტორი იყო. საბჭოს წევრებმა უპირატესობა ფარულ კენჭისყრას მიანიჭეს.

 

 

ამ ეტაპზე ტელევიზიის ხუწევრიან სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ სამი წევრი – ნატა იმედაიშვილი, ზაზა ხალვაში და გიორგი ირემაძე მუშაობენ. უმაღლესი საბჭოს მიერ ორ წევრის – ვახტანგ ღლონტსა და ოლღა ჟღენტს დამტკიცება, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 19 ოქტომბერს უკანონოდ სცნო. სასამართლომ ბათილად ცნო აჭარის უმაღლესი საბჭოს ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო მხოლოდ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატებით დაკომპლექტდა. 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უმაღლეს საბჭოს დაავალდებულა გამოსცეს ბრძანება და ტელევიზიის ბორდში „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენილი კანდიდატის, ბეჟან გობაძის დამტკიცებაზე. დღეს, 20 დეკემბერს სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი კანდიდატის, ირაკლი დარცმელიძის საჩივარიც უნდა განეხილა. თუმცა, უმაღლესი საბაჭოს წარმომადგენლის გამოუცხადებულობის გამო სასამართლო პროცესი გადაიდო.

 

უმაღლესი საბჭოს იურისტის, გელა ღოღობერიძის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ სასამართლოს შემდგომ ინსტანციაში.

 

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კონკურსში მონაწილეობდნენ სოსო სტურუა (მოქმედი დირექტორი), მირანდა ჩარკვიანი (სახალხო დამცველის ოფისის ყოფილი თანამშრომელი), ირაკლი თავართქილაძე (საქართველოს ყოფილი ელჩი საბერძნეთში), სულხან მელაძე (კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ყოფილი პრესსპიკერი), თამილა დოლიძე და თინათინ ცისკარაძე (ჟურნალისტები).

აჭარის ახალი პროკურორი „ნაცმოძრაობისდროინდელი“ პრინციპით

 

 

„პრესცენტრს მიმართეთ და გაგცემენ პასუხს“, –  თქვა აჭარის ახალმა პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა და ტელეფონი გათიშა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აჭარის პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირმა „ბათუმელები“  პრესცენტრში გადაამისამართა.

 

ხარვეზები ეროვნულ სასწავლო გეგმაში

 

 

რატომ გაძლიერდა რეპეტიტორების ინსტიტუტი და უკავშირდება თუ არა ეს ხარვეზებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში?- სკოლის პედაგოგები აცხადებენ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები ერთმანეთთან შეუსაბამობაშია, სამინისტრო კი ეროვნული სასწავლო გეგმის ხარვეზებს აღიარებს და მის ცვლილებას გეგმავს.

 

ჩემი კლასელი თემური

 

მახსოვს, ერთხელ მასწავლებელმა გაკვეთილების შემდეგ, სულ რაღაც 15 წუთით დატოვა ერთი ჩემი კლასელი თემური მარტო, რადგან არასდროს სწავლობდა არაფერს. ამ დროს  მე და  რამდენიმე მისი მეგობარი არ წავსულვართ,  ვიცოდით რამდენიმე წუთს გაგრძელდებოდა და ველოდებოდით, როდის გამოუშვებდა. არ დამავიწყდება მისი შეშინებული, უიმედო და ჩამქრალი თვალები, როცა მასწავლებელმა კარი გაუხსნა  და გამოუშვა.

 

ზუსტად ასეთი თვალები ვნახე ამ კვირაში, ოღონდ ბევრი, მთელი ქალაქის.

თეომ ვაკო დაიმახსოვრა

 

„ის ჩემი ადამიანია, მაგრამ არ მგავს, საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს. ბავშვობიდან მოვდივართ, მაგრამ არ დავღლილვართ, ალბათ იმიტომ, რომ ყოველი დღე ახალია, ხშირად რაღაც ახალს აღმოვაჩენ ხოლმე. აღფრთოვანებული? -უფრო გაოცებული ვრჩები, მიკვირს, რომ ამდენი დრო გავიდა და ეს არ ვიცოდი.  ხანდახან ვეკითხები, სად იყავი ან როგორ ცხოვრობდი ჩემამდე? – ვეუბნები, შეიძლება ერთმანეთს ბევრჯერ გვერდით ჩავუარეთ და არ ვიცოდი, რომ შენ იყავი, იმასაც ვეუბნები, შეიძლება მე რაღაც მტკიოდა და შენ ამ დროს ცეკვავდი-მეთქი. ამ დროს მას ეღიმება. მპასუხობს, არ შეიძლებოდა ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედროდითო.“  –  თეო ვაკოზე მიყვება.  ვაკო აფხაზავა ტურიზმის დეპარტამენტის  თანამშრომელია, თეონა დიასამიძე კი  ბათუმის  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ოფისის კოორდინატორი. ცოტა ხნის წინ მათ ოჯახი შექმნეს.

„გარიყულები“ ღამის თავშესაფარში

 

 

ტარიელ ბერიძე უკვე ექვსი წელია ღამის თავშესაფარში ათევს ღამეს. იცის, რომ აქ ყოველთვის დახვდება ცხელი კერძი, პური, სითბო და საწოლი. საერთო ოთახში, სადაც თავშესაფარში მცხოვრებნი საღამოობით იკრიბებიან, ტელევიზორსაც შეუძლია უყუროს და ნაცნობ-მეგობრებს ესაუბროს. აქ ის ადამიანები ათევენ ღამეს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ქუჩაში დარჩნენ. მათ სახლ-კარი არ გააჩნიათ. სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისათვის ღამის თავშესაფარი ბათუმში უკვე ათი წელია არსებობს საქველმოქმედო ფონდის „საქართველოს კარიტასის“ დაფინანსებით. 

ხის ფიცრულებში – ზამთრის პირისპირ

 

ცელოფნებშემოკრული, ოთხკუთხა ფორმის ხის ფიცრულის სიღრმეში, ღია კარში პატარა, თეთრჯემპრიანი, თმაგაჩეჩილი გოგო ჩანს. „კარში გამოდი, კარში, –   ჟურნალისტი მოვიდა და ფოტო უნდა გადაიღოს, იქნებ მერე შეშა მოგცენ,“ – ხუთი შვილის დედა ნინო გუნდაძე მეზობლის ბავშვს გარეთ გამოსასვლელად უხმობს და ამბობს, რომ სიცივესთან, გაჭირვებასთან გამკლავება უჭირთ. ხელვაჩაურში, ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ხის ფიცრულები ერთი წლის წინ გაჩნდა.  მაღალმთიანი აჭარიდან მეწყერს და გაჭირვებას გამოქცეული მოსახლეობა ბარშიც არანაკლებ გაჭირვებაში აღმოჩნდა. 

აჭარის მთა დღეს (ფოტორეპორტაჟი)

 

აჭარის მთებში ჯერ კიდევ ბევრი სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს. სოფლებს არც ელექტროენერგია მიეწოდება. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე ავტომანქანები ერთმანეთს გვერდს იმის გამო ვერ უვლის, რომ საავტომობილო მაგისტრალი სრულყოფილად არ არის თოვლისგან გაწმენდილი. 

თავისუფლების კუნძული

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="5136" >

 

„ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორი და კარგი ეს იქნებოდა.  მხოლოდ ასე შეიძლება სხვისი ცხოვრების გაგება და დადგება დრო, როცა გაგება გახდება მთავარი და არა პრაქტიკული ზრუნვა და დახმარება… იცი რა? ადამიანი ხომ იშვიათად მოქმედებს უანგაროდ. ხშირად ზრუნვასა და სიყვარულში ისეთი ძალადობაა გახვეული, ვერც წარმოიდგენ… და ეს ძალადობა ყველაფერზე საშინელია. ვინც გარჩენს და გემსახურება, თავისუფლებას გართმევს ხშირად, სურს, რომ წაგართვას. შეუგნებლად ებრძვის შენს პიროვნებას და იცი, ერთხელაც, მწარედ, მწარედ გაგიკვირდება, რომ ის, ვინც გზრდიდა, გაჭმევდა, გბანდა, გივლიდა, გაცმევდა, ვერასოდეს ხვდება, რა დარდი გჭამს, რა სატკივარი“, – ეს ვაჟიშვილის აზრებია ნაირა გელაშვილის წიგნიდან `დედის ოთახი“.

 

პირადად მე ძალიან მიყვარს ეს წიგნი. მიზეზი, რატომაც ჩამიძვრა ის სულში და ზღვის იდუმალ ფსკერზე მაგრძნობინა თავი, დამაფიქრა საკუთარ სივრცეზე, არის აზრი, რომელიც გამიჩნდა ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ. პირადი სივრცის შექმნას ასე თუ ისე ყველა ადამიანი ახერხებს, თუმცა, ცხოვრებისეული ვნებათაღელვების გამო უამრავ ცვლილებას განვიცდით და ადამიანმა შეიძლება მისი შენარჩუნება ძნელად შეძლოს.

 

მე ცალკეული ადამიანების კი არა, მშობლების „თავისუფლების კუნძულზე“ მინდა საუბარი. „დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა“ – გვანამუსებს ვაჟა. ჩვენ, შვილებს, მარტივად გამოგვდის საკუთარი სივრცის გამოყოფა, ჩვენს ცხოვრებასა და მშობლების ცხოვრებას შორის გამყოფი ხაზის გავლება. დავფიქრებულვართ ოდესმე, რომ მშობელსაც შეიძლება ჰქონდეს პირადი სივრცე? სივრცე, სადაც შეძლებს საკუთარ თავთან, აზრებთან, მისწრაფებებთან, უბრალოდ თავის ცხოვრებასთან პირისპირ დარჩენას. დარჩენას მარტო, ჩვენ გარეშე…

 

საქართველოში მიჩვეულები ვართ, რომ ოჯახის წევრების პირადი ცხოვრება ხშირად ერთმანეთშია გადახლართული; შვილებს ბუნებრივად მიაჩნიათ მშობლების ზრუნვა, ვალდებულადაც თვლიან მშობლებს, რომ ისინი დაეხმარონ სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში.

 

არასოდეს გაგჩენიათ გრძნობა თითქოს ზღვაში იძირები, უამრავ გრძელ და გადახლართულ წყალმცენარეს ედები, როცა მშობლების, – დედის ან მამის ნივთებს, ოთახს ხედავ? იდუმალს, ჩვენთვის ამოუხსნელს და უცხოს. ამ პატარა დეტალებში თითქოს თავისუფლების კუნძულია დაუცველად განფენილი, რომელსაც მშობლებს ვართმევთ ხოლმე შვილები ჩვენი თავკერძობით, ეგოიზმით. და ისინი კი დაუნანებლად გვითმობენ… პატარა კუნძული, სადაც მშობლები ჩვენ გარეშე რჩებიან სხვაგვარ სიმშვიდეში… ამაზე როცა დავფიქრდი, თავი დამნაშავედ ვიგრძენი და მაშინ შემებრალა ჩემი მშობელი… დავფიქრდი იმაზე, რომ შვილებმა უნდა მივცეთ მშობლებს გარკვეული დოზით თავისუფლების უფლება, რათა სამაგიეროდ მივიღოთ იმავე დოზის თავისუფლების ისეთივე (ან ცოტა მეტი) ულუფა. მათი ცხოვრება ხომ ბოლომდე ჩვენსაშია ისე ჩაქსოვილი, რომ გამოცალკევება შეუძლებელი თუ არა, ძალზე ძნელია.

 

განსაზღვრავს თუ არა ოჯახის ტიპი (ლიბერალური, ინდიფერენტული, ავტორიტეტული და ავტორიტარული) „თავისუფლების კუნძულის“ ქონა-არქონას? ამასთან ერთად გამიჩნდა კითხვა: ნიშნავს თუ არა ლიბერალური ან ინდიფერენტული ოჯახი „თავისუფლების კუნძულის“ ქონას? ეს ორი ტიპი გამოვყავი იმ მიზნით, რომ ავტორიტეტული და ავტორიტარული ოჯახის ტიპები არ გულისხმობს არჩევანის თავისუფლებას, ზემოთ ჩამოთვლილი ორი კი „მსუბუქ ფორმას“ წარმოადგენს.

 

პირადად მე, მგონია, რომ არც ერთი მათგანი, მიუხედავად მათი სიმარტივისა, თავისთავად არ გულისხმობს „თავისუფლების კუნძულის“ არსებობა-არარსებობას. ლიბერალური ოჯახის თვალსაზრისით მშობლები ნაკლებად აკონტროლებენ შვილებს, აძლევენ მათ სრულ თავისუფლებას, თუმცა აქტიურად ადევნებენ თვალ-ყურს მათ ცხოვრებას და ნებისმიერ დროს მზად არიან დახმარება გაუწიონ. რაც შეეხება ინდიფერენტულ ოჯახს, ის მითუმეტეს არ გულისხმობს ამ კუნძულის არსებობას. მშობლები ბოლომდე არიან ჩართულები საკუთარ პრობლემებში და შვილების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვთ. ეს არ გულისხმობს პირადი სივრცის არსებობას.

 

კუნძული მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა არსებობს ადგილი შვილებისთვის და პატარა თავშესაფარი, საკუჭნაო გამოყოფილია მშობლის საკუთარი „მე“-სთვის, სადაც მას შეუძლია მარტოობაც, განტვირთვაც. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს შვილებზე უარის თქმას, პირიქით, ამ კუნძულის წყალობით მშობლებისა და შვილების ურთიერთობა უფრო სისხლსავსე და მრავალფეროვანი უნდა გახდეს.

 

კიდევ ერთი კითხვა არ მასვენებს: იქნებ კონკრეტულ ინდივიდზეა დამოკიდებული ჰქონდეს თუ არა პირადი სივრცე და საკუთარი კუნძული? იქნებ ამ კითხვაზე პასუხის სირთულე მშობლისა და შვილის უპირობო სიყვარულში უნდა ვეძებოთ: შვილის გაჩენის დღიდან მშობელი ჩართულია მის მოვლა-პატრონობაში, მისთვის სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში ცხოვრების ორგანიზებაში.  შვილები იზრდებიან, მშობლები ასაკში შედიან, ეს კავშირი კი უწყვეტია. ალბათ, ამ პირობებში რთულია თავისუფლების კუნძულის „კვება“, რათა ის საბოლოოდ არ გაქრეს ნისლივით. როგორ შეიძლება შეინარჩუნო საკუთარი, პირადი სამყარო, კუნძული, როცა შვილის ცხოვრებაში მუდამ ახალი ეპოქების მონაცვლეობა იწყება.     

რკინის მოაჯირები 200 ათასად რუსთაველის გამზირზე

 

ბათუმის მერია ქალაქის ცენტრში არსებული გაზონების დეკორატიული, რკინის მასალით შემოღობვას იწყებს. ახალი პროექტისთვის  მერია ბიუჯეტიდან 258 998 ათას ლარს დახარჯავს.  მომავალი წლიდან კი რკინის მოაჯირებს გოგებაშვილის ქუჩაზეც გააკეთებენ.

საბავშვო ჯოჯოხეთი უილიამ გოლდინგისგან

 

მარტივად, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, უილიამ გოლდინგის  „ბუზთა ბატონი“ ბავშვებზეა. პატარა ბიჭუნებზე, მოზარდებზე, რომლებიც ავიაკატასტროფის შედეგად დაუსახლებელ კუნძულზე აღმოჩნდებიან. მაგრამ ეს არ არის მხიარული ისტორია „ოთხ რობინზონზე“, ან ტომ სოიერსა და ჰეკლბერი ფინის მსგავს ონავრებზე, არც ჰარი პოტერის, რომ უისლისა და ჰერმიონ გრეინჯერის მსგავსი ბავშვების მეგობრობა აქვს გოლდინგს აღწერილი. ეს  სხვანაირი ბავშვების სამყაროა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გოლდინდის ჯოჯოხეთში.

მანდარინები

 

 

სხვანაირია მამაჩემი, მანდარინობის დროს როცა მირეკავს. ტრადიციად იქცა: ამ დროს უიმედობა ემართება. აინტერესებს, ხომ არ ვიცი იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ჩემი გადაცემის სტუმრები ეთერში ამბობენ. არ სჯერა, რომ კამერებს მიღმაც ქართველი ჩინოვნიკების დიდი ნაწილი ხშირად ინარჩუნებს იმ როლს, რასაც პირდაპირ ეთერში ცდილობს, რომ ითამაშოს. სტუმრები ირწმუნებიან, რომ ყველაფერი გენიალურადაა. ასე ამბობენ იმის მიუხედავად, რომ მანდარინის მსურველი არ ჩანს. მამაჩემს არ სჯერა ჩემი სტუმრების, რადგან ბევრჯერ მოუსმენია მანდარინის სიყვითლესავით მკვეთრი დაპირებები, შემდეგ კი – მასაც მდინარისთვის გაუტანებია მანდარინი… 

ვინ უნდა იზრუნოს ქუჩის ძაღლებზე

 

 

გასული კვირის ბოლოს ბათუმის მერიასთან ბათუმის ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს.  მათ  ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილე, „გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილის თქმით ბათუმში მაღალია ცხოველთა მოკვდინების სასტიტი მოპყრობის რიცხვი.

 

Exit mobile version