აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ქართული მხარე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ბავარიის რეგიონის ოლქ რეგენს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავს.
Category Archives: კვირის ამბები
მე უნივერსიტეტს ვირჩევ
რედაქტორის სვეტი
ჯერ რადგანაც მხოლოდ აზრი გაცხადდა და გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ამიტომ ვწერ.
არჩევანის წინაშე დგას საზოგადოება – ან უნივერსიტეტი, ან ბათუმის მერია ერთ ფანჯარაში. „ერთ ფანჯარად“ ბათუმის ბულვარში აგებული შენობა უნდათ აქციონ, რომელიც ერთხელ უკვე გაიხსნა, როგორც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.
ვაკანსია – მასწავლებელი
მასწავლებლის კვალიფიკაციის მისაღებად სასერთიფიკატო გამოცდის ჩაბარებაა საჭირო, თუმცა გამოცდის წარმატებით ჩაბარებაც კი არ არის დასაქმების გარანტია. საჯარო სკოლებში აცხადებენ, რომ ვაკანსია არა აქვთ.
„მთავარია, ხელი არ ჩაიქნიო“
ხმა, რომელიც ყოველდღიურად გვისურვებს ბედნიერ დღეს და გვთავაზობს სასიამოვნო მუსიკალურ პროგრამას – ეს ილო შავიშვილია, რადიო „აჭარის“ წამყვანი და გჯუფ „ნემოს“ მუსიკოსი.
სკოლა, ფეხბურთი და გულშემატკივრები
“-ძმებო აბა თქვენ იცით,სულით და გულით თქვენთან ვარ, იმედია კარგი სანახაობა გველის წინ. სტადიონზე შევხვდებით!“
-აბა… უკვე დროა, სკოლაში მივდივარ, თამაშის გამო ძმების წაყვანა მინდოდა საგულშემატკივროდ, მარა ისევ ძილში არიან. ისე როგორ განწყობაზე ხართ?“
„მშობლები თქვენ არ გებრძვიან“
გარდატეხის ასაკი საკმაოდ რთული ასაკია, როგორც თინეიჯერებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის. ეს ის დროა, როცა ადამიანი გადადის ბავშვობიდან მოზარდის ასაკში და ცდილობს საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში. ამბობენ, რომ თინეიჯერები ხდებიან უმართავები, მოსდით კონფლიქტები მშობლებთან… რატომ ხდება ასე? ამ თემაზე ფსიქოთერაპევტ ირმა ფეიქრიშვილს ვთხოვე საუბარი.
<!** Image 1 align="left" alt="ქეთი მათითაიშვილი " sub="ქეთი მათითაიშვილი " width="300" height="512" >
ეს ნამდვილი ხათაბალაა
დღე იწყება. აბიტურიენტი ვარ. ყოველი დღე წინა დღისაგან არ განსხვავდება: სკოლა, მასწავლებლები, მეცადინეობები და ბოლო გაჩერება სახლი, შემდეგ ძილი. მეთორმეტე კლასი – როდესაც დგება მომავალ პროფესიაზე ფიქრის დრო, ყველაზე დიდი თავსატეხი ჩემთვის და, ზოგადად, აბიტურიენტებისათვის. და აქ იწყება სრული ქაოსი. ყველა თავისი აზრის მოხვევას იწყებს.
მე ვეძებ პროფესიას
„როცა დიდი გავიზრდები, უნდა გამოვიდე…“ – ყველასთვის ნაცნობი ფრაზაა, სხვადასხვა გაგრძელებით – ექიმი, მომღერალი, მასწავლებელი, პოლიციელი და ა.შ. მართლაც და რა მარტივი იყო, გეპასუხა ცნობისმოყვარე უფროსებისთვის, თუ ვინ გინდოდა გამხდარიყავი, რა პროფესიას ირჩევდი. ყველაზე კარგი ალბათ უფრო ის იყო, რომ ნებისმიერ წამს შეგეძლო შენს წარმოსახვაში ქცეულიყავი ახალი პროფესიის სამაგალითო და დამსახურებულ პერსონაჟად!
<!** Image 1 align="left" alt="ირმა დიმიტრაძე" sub="ირმა დიმიტრაძე" width="300" height="2848" >
გოგონები ტაეკვანდოს სექციიდან
„ოლიმპიადაზე 2016-ში საქართველოდან წავალთ მხოლოდ ბათუმელი ტაეკვანდოს მებრძოლები, რადგან სპორტის ეს სახეობა ყველაზე განვითარებული ბათუმშია. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ პირდაპირ ტაეკვანდოს ფორმებით წავალთ რიოს კარნავალზე და კარნავალს შევუერთდებით.“ საქართველოს ჩემპიონები ტაეკვანდოში – ელინა ჯაიანი და თეო ვაშაყმაძე დიდი ხანია ამას გეგმავენ.
ცემეს თუ არა დაკავებულები პოლიციაში
ბათუმის მე-6 განყოფილების პოლიციელებმა სამი პირი დააკავეს. სახალხო დამცველის წარმომადგენლის, გიორგი ჩარკვიანის ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულებს სახეზე აღენიშნება დაზიანება. „ამ პირმა ჩემთან საუბარში არ დაადასტურა, რომ მას პოლიციელებმა სცემეს“, – ამბობს გიორგი ჩარკვიანი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ჩატარებული ატესტაციის შედეგები
2013 წლის 13-14 აპრილს ატესტაცია გასაუბრების ფორმით გაიარა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 44-მა თანამშრომელმა.
ატესტაციის საბოლოო შედეგების მიხედვით ატესტაციას დაქვემდებარებულ პირებს მიეცათ შემდეგი შეფასება:
მოჩქარეს მოუგვიანდა, ანუ ბათუმის მერი პოსტს ინარჩუნებს
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა, „ბათუმელებთან“ მიცემულ ინტერვიუებში ორჯერ დააანონსა მერის გადადგომის თარიღი. `„ანანიძე შვებულებაშია და გამოვა თუ არა, იმავე კვირაში გავიტან მის საკითხს საკრებულოზე“, – ეს განცხადება ირაკლი ჩავლეიშვილმა თებერვლის ბოლო კვირას გააკეთა.
ჯემალ ანანიძე ერთი კვირის შემდეგ, 2 მარტს გამოვიდა სამსახურში და თავის უფლებამოსილებას დღემდე ახორციელებს.
უძველესი ნავი და ღუზა დამშრალი ჭოროხის ფსკერზე
თურქეთის ტერიტორიაზე აშენებულმა ჰესებმა მდინარე ჭოროხში წყლის დონის მკვეთრი კლება გამოიწვია, რასაც სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემა მოჰყვა. თუმცა, ჭოროხის წყლის დონის დაწევის შედეგად, 2010 წელს, სოფელ მარადიდში, მდინარის ფსკერზე ღუზა, ხოლო 2011 წელს, სოფელ კირნათში დასილული ნავი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ნავი უბედური შემთხვევის შედეგად ჩაიძირა, მარადიდში აღმოჩენილი ღუზა კი სწორედ ამ ნავს ეკუთვნის.
უკანონოდ ჩასახლებულების ‘გამაფრთხილებელი აქცია’ 19 აპრილს
აღსრულების ეროვნული ბიურომ დღეს, 16 აპრილს, 39 პოლკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარაკების დემონტაჟს დაიწყო, რასაც იქ დასახლებული მოსახლეობა აპროტესტებს.
`მოძრაობა 19 აპრილი’ – ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია
„მოძრაობა 19 აპრილი“ – ასე ქვია ორგანიზაციას, რომლის დაფუძნების შესახებაც ერთობლივი განცხადება დღეს, 16 აპრილს, ბათუმში ფსიქოლოგმა მალხაზ ფიროსმანაშვილმა, პედაგოგმა შორენა გამისონიამ, იურისტმა ირაკლი მარგველაშვილმა და მხატვარმა ირაკლი ლიქვინაძემ გააკეთეს. მათივე განამარტებით ორგანიზაცია არაპოლიტიკური და არაპარტიულია. თუმცა მისი სახელი და დაგეგმილი დაფუძნების პრეზენტაციის თარიღი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასწარ დაანონსებულ აქციას ემთხვევა.
ადვოკატები საბჭოთა ანაბრების დაბრუნების შესახებ
დღეს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციამ” საბჭოთა ანაბრების საკითხზე კვლევა წარმოადგინა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, რადგან საქართველომ საბჭოთა ანაბრები შიდა ვალად აღიარა, მისი გასტუმრების გზებზეც უნდა იფიქროს.
წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია აჭარაში
აჭარაში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
<!** Image 1 align="left" width="150" height="430" >
სამინისტროს ინფორმაციით, წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, 2013 წლის 31 მაისის ჩათვლით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდება.
ვაქცინაცია ჩაუტარდებათ არასრულად იმუნიზირებული 7 წლამდე ასაკის ბავშვებს, სამედიცინო პერსონალსა და წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, კონტაქტში მყოფ პირებს, მიუხედავად აცრის სტატუსისა.
ამასთან, დაავადების კერებში გამოვლენილ კონტაქტებს ვაქცინით აცრები უტარდებათ: 6-დან 11 თვის ჩათვლით ყველა ბავშვს, 7-დან 40 წლამდე ასაკის ყველა პირს; 2, 3, 4 და 6 წლის ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში არ აქვთ ჩატარებული აცრა, აცრა ასევე ჩაუტარდებათ, 40 წლის და უფროსი ასაკის პირებს მათი თანხმობის შემთხვევაში.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონული პროგრამის კოორდინატორის ამირან გამყრელიძის თქმით, რომელიც მან 3 მარტს განაცხადა, წითელას ვირუსით 2 ადამიანი – 11 თვის ჩვილი და 19 წლის მოზრდილი გარდაიცვალა.
ეპისკოპოსის ქალიშვილის ცხოვრება დიდ ბრიტანეთში
ანა შიოლაშვილი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის შვილია. იგი 9 წლის განმავლობაში წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში სწავლობდა. ერთ დღესაც, როცა ანა გამოცდისთვის ემზადებოდა, მამამ დაურეკა და უთხრა, რომ სექტემბრიდან ლონდონში გააგრძელებდა სწავლას.
<!** Image 1 align="middle" alt="ანა შიოლაშვილი " sub="ანა შიოლაშვილი " width="400" height="960" >
პროკურორი გელა მახარაძე დააკავეს
მთავარი პროკურატურის პრესცენტრმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა ინფორმაცია, აჭარის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსის, გამომძიებელ გელა მახარაძის დაკავების შესახებ. გელა მახარაძე ის გამომძიებელია, რომელიც 2009 წლიდან „ბათუმელების“ ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის დაშანტაჟების ფაქტს უშედეგოდ იძიებდა. „ბათუმელებმა“ პირველად სწორედ გელა მახარაძეს აცნობა 2011 წლის 20 ნოემბერს იმის შესახებ, რომ იპოვა შანტაჟისტი სპეცსამსახურის თანამშრომელი დავით დევნოზაშვილიმისსავე სახლში და დაუყოვნებელი რეაგირება …