დეპრესია სტუდენტის ხედვით



ყოველდღიურად, ნაცნობებისა თუ უცნობებისაგან გვესმის მათი წუხილი დისკომფორტისა თუ არასასურველი მდგომარეობის შესახებ. და მაინც, რა არის დეპრესია? ცუდი ხასიათი თუ დაავადება? დეპრესია თუ სულიერი დისკომფორტი? ყველას აინტერესებს როგორ უნდა გავარჩიოთ ეს მდგომარეობები ერთმანეთისგან, მოვძებნოთ მათი გადაჭრის გზები და საერთოდ რა იწვევს დეპრესიას?

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="490" >

„ჩვენ მოძველებულ სტანდარტებს ვანგრევთ“ – ქალები გემზე

 

„კარგია, როცა უამრავი ქვეყნის პორტში შედიხარ, ეცნობი სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებასა და კულტურას. ჩვენ ქალები ვართ, ეს ბევრისთვის დღესაც საკამათოა, შეიძლება თუ არა ქალი იყოს გემზე, თუმცა ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვანგრევთ მოძველებულ სტანდარტებს, რომ გემი და ზღვა მხოლოდ მამაკაცის საქმეა“, – ეს მომავალი კაპიტნის, ნათია ლაბაძის სიტყვებია. ის პირველი გოგონაა, ორმოცწლიანი ინტერვალის შემდეგ, ვინც ბათუმის საზღვაო აკადემიაში გემთწამყვანის სპეციალობაზე ჩააბარა. წელს კი ამ სპეციალობას კიდევ ერთი გოგონა, ანა ყურშუბაძე შეემატა. 

„გვამებს მიმავალი ვაგონებიდან ყრიდნენ“

 

სტალინური რეპრესიები საქართველოში მილიონობით ადამიანს შეეხო. „ბათუმელები“ რუბრიკაში „სტალინური რეპრესია“ იმ ადამიანების ისტორიებს გაგაცნობთ, რომლებიც თავად გახდნენ რეპრესიების მსხვერპლი. ბათუმელი ვიოლეტა სიმაფორიდის ოჯახი საქართველოდან ყაზახეთში 1949 წელსა გადაასახლეს. ისინი, საბჭოთა ქვეყნისთვის არასაიმედო პირების სტატუსით, ყაზახეთში ხუთი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ. 

ავტობუსის მძღოლებსა და თვითმმართველობას შორის შეთანხმება არ შედგა

 

გაფიცულ ავტობუსის მძღოლებსა და ქალაქის თვითმმართველობას შორის მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა.  ქალაქის თვითმმართველობისა და ბათუმის ავტოტრანსპორტის პროფკავშირის წარმომადგენლბთან შეხვედრა საკრებულოს შენობაში საათნახევრის განმავლობაში მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

„ყველა ქალი ფემინისტია“

გოგონა წითელი პომადით და ვერცხლისფერი შარვლით – ეს მარიამ სალუქვაძეა, მის სტილზე ხშირად ამბობენ, რომ “არაბათუმურია”, უფრო ფრანგული: “ვხუმრობ ხოლმე წეროს შევეშალე, ბათუმში ჩამომაგდო და არა საფრანგეთში. მე არ ვფიქრობ, რომ განსხვავებული სტილი მაქვს. დიდი ამბავი ახლა ვერცხლისფერი შარვალი თუ მაცვია და ხუთი ზომით დიდი მაისური.”

რატომ შეიძლება დაითხოვონ „ბათომის“ დამფუძნებელი სარეკომენდაციო საბჭოდან

 

 

 

ძველი ბათუმის ფოტოკოლექციონერი, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, რეჟისორი შოთა გუჯაბიძე შესაძლოა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს შემადგენლობიდან დაითხოვონ. ეს ინფორმაცია „ბათუმელებთან“ სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბიძინა აფხაზავამ დაადასტურა. შოთა გუჯაბიძის საბჭოდან დათხოვნის მიზეზად მან ის გარემოება დაასახელა, რომ საბჭოში საზოგადოება „ბათომის“ ორი წევრია, შოთა გუჯაბიძე და ნინო ინაიშვილი. თუმცა საბჭოში მყოფი ქალაქის მთავარი არქიტექტორი გია რამიშვილი ასევე საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამცველის დათხოვნა საბჭოდან? „ბათუმელები“  შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა. 

როგორ გავხდე კაპიტანი

 

 

ბათუმის საზღვაო აკადემიის 50 კურსდამთავრებული, ბოლო 15 წლის განმავლობაში, გახდა შორეული ნაოსნობის კაპიტანი. ამ ფაკულტეტზე წელს 300 სტუდენტი სწავლობს. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში იცვლება გენდერული ტენდენციებიც _ კაპიტნის კარიერისთვის საზღვაო აკადემიაში ორი გოგონა ემზადება. რა გზის გავლა უწევთ გემთწამყვანობის მსურველებს და რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგონ კაპიტნობის უფლება? ამ დეტალებზე ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი, ირაკლი შარაბიძე გვესაუბრა.   

აი ია

 

1840 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილი დაიბადა. 1865 წელს გამოვიდა ი. გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, 1876 წელს – „დედა ენა“, მას შემდეგ 138 წელი გავიდა _ საუკუნეზე მეტი, კაცობრიობამ ორი მსოფლიო ომი გამოიარა, ჩვენ საბჭოეთად წოდებულ შავ ხვრელში გავიარეთ, ადამიანმა კოსმოსში იმოგზაურა; კინო, ტელევიზია, რადიო და კომპიუტერი შექმნა;  მოდერნი პოსტმოდერნმა შეცვალა, ციფრულმა ტექნოლოგიებმა და ინტერნეტკომუნიკაციებმა განვითარების იმ ფაზას მიაღწია, რომ პლანეტის მასშტაბით ინფორმაციის გაცვლა წამებში ხდება. 

იზაურა & სავაში

 

იზაურა მაინც სულ სხვაა. ის პირველი შემოიჭრა საბჭოთა ეკრანებზე. მონა იზაურამ ყოფილი კავშირის მილიონობით ამხანაგის გული დაიმონა _ თუმცა, ეს მხოლოდ ლათინო-ამერიკული სერიალებით ცხოვრების დასაწყისი იყო…

იზაურას მოჰყვნენ მარიანები, კასანდრები, ხუანები და ვინ მოთვლის კიდევ სიყვარულისა თუ მუხთალი წუთისოფლისგან განაწამები რამდენი გმირისთის დაიღვარა მაყურებლის უმანკო ცრემლი. 90-იანებში სერიალები გახდა სამეზობლოში, ტრანსპორტსა და სამსახურებში საუბრის მთავარი თემა _ ჩვენ ხომ მაშინ სხვა პრობლემები არ გვაწუხებდა…

„ჩაჭრა“ გასაუბრებაზე, წარმატებული ტესტირების შემდეგ

 

ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორებს შორის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა დირექტორმა, თამთა კვარაცხელიამ დირექტორების შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა. მე-16 საჯარო სკოლის დირექტორს გავლილი ჰქონდა ყველა სახის ტესტირება, რაც კი განათლების სამინისტროს დღემდე ჩაუტარებია პედაგოგებისა და დირექტორებისთვის. დირექტორების გამოცდის პირველ ეტაპზე, სადაც დირექტორობის 800 მსურველი აბარებდა ტესტირებას, მიღებული ქულების მიხედვით, ის ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ხუთეულს შორის მოხვდა. ამის მიუხედავად მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი გასაუბრების ეტაპზე „ჩაჭრეს“. 

დისკვალიფიცირებულები და „შავ სიაში“ მოხვედრილები

 

 

33 თეთრის გამო ჩაშლილი ტენდერი

 

 

33 თეთრით გაზრდილი ჯამი, ტექნიკური ან კომპიუტერული პროგრამების სხვაობასთან დაკავშირებული მცირე ცვლილება და სხვა მსგავსი ტიპის გადაცდომები ტენდერებში შეთანხმების გაუქმების მიზეზი ხშირად ხდება. ელექტრონულ ვაჭრობაზე ყველაზე ხელსაყრელი წინადადების გამო შერჩეული კომპანია შეთანხმების ხელშეკრულების ნაცვლად დისკვალიფიკაციას იღებს. შემსყიდველი კი ტენდერს განმეორებით აცხადებს და სხვა კომპანიასთან უკვე გაზრდილი ფასით თანხმდება.

„ეკლესია უნდა იყოს შემწყნარებელი“

 

 

„შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის… პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა.“  –  ეს ამონარიდია პატრიარქის საშობაო ეპისტოლედან, რომელსაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციაც კი გაიმართა, სადაც მოქალაქეების ჯგუფმა ეპისტოლე გააკრიტიკა, მას „არაქრისტიანული“ უწოდა და სუროგაციითა და ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვების სტიგმატიზაციის საფრთხეზე ისაუბრა.  თემას ბათუმშიც გამოეხმაურნენ. „პრესკაფეში“ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ –  ფარგლებში დისკუსია გაიმართა თემაზე – „საშობაო ეპისტოლე – აქცენტები და მინიშნებები“. 

ფონდი წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად

 

ერთი წლის წინ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ინიციატივით დაფუძნდა სტუდენტთა მხარდაჭერის ფონდი, რომლის მიზანი სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება, სტიპენდიებით უზრუნველყოფა და მათი დასაქმების ხელშეწყობა იყო. მოძიებული რესურსებით – ერთი წლის განმავლობაში 30 ათასი ლარი – უკვე დაფინანსდა 77 სტუდენტი.

ტირილი მეც მახსოვს

 

ვანო მერაბიშვილმა გასულ კვირას იტირა. მისი ტირილის კადრებმა წალეკა ფეისბუქი. ამ ტირილმა სხვა ადამიანები გამახსენა. წლების განმავლობაში ვხვდებოდი მათ. ისინიც ტიროდნენ _ ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები ციხეში მოკლეს წამებით.

აჭარაში ავთვისებიანი დაავადებების რიცხვმა მოიმატა

 

 

დღეს კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში კიბოთი ავადობის შემთხვევებმა იმატა. 2012 წლის მონაცემებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით 670 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2011 წელთან შედარებით 17,7 პროცენტით (ანუ 119 ადამიანით) მეტია. 2013 წლის მონაცემები კი ჯერ დამუშავებული არ არის. 

მხოლოდ „განცხადების დაწერით“ დანიშნული ვიცე-მერი

 

გიორგი ერმაკოვი, რომელსაც პოლიციასა და ფინანსურ სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება აქვს, ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. ის მეორე კადრია ზურაბ პატარაიას შემდეგ, ვინც მერის, ჯემალ ანანიძის შემცვლელად დასახელდა, შემდეგ კი მის მოადგილედ დაინიშნა. ითქვა იმაზეც, რომ პირადად ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღო აჭარის მთავრობამ გიორგი ერმაკოვის მერად დანიშვნაზე მოთხოვნა. თავის მხრივ აჭარის მთავრობამ ეს დავალება საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჩავლეიშვილს გადასცა… ამ ამბავს ყველა უარყოფს. ფაქტი კი ის არის, რომ ამ ეტაპზე გია ერმაკოვის გამერებას დიდწილად ბათუმის საკრებულოს წევრებმა შეუშალეს ხელი.  

ბათუმელი მეთევზეების პრობლემები

 

 

ბათუმი ყოველდღიურად ხუთ ტონა თევზს მოიხმარს. მოსახლეობა, რესტორნები, კაფე-ბარები შავ ზღვაში დაჭერილი თევზით მარაგდება. შავი ზღვის სანაპიროზე 200-მდე თევზმჭერი ბრიგადაა, მათ თევზაობა ლიცენზიის გარეშე შეუძლიათ. თევზჭერის გრძელვადიანი ლიცენზია კი 5 კომპანიას აქვს. მეთევზეთა ორივე ჯგუფს,  ლიცენზიანტებსაც და თევზმჭერ ბრიგადებსაც საერთო პრობლემა აქვთ –  არ ჰყოფნით სივრცე, რომელიც მათ სათევზაოდ აქვთ გამოყოფილი. 

საბჭოური სვირინგების ისტორიები

 

 

სვირინგი საბჭოთა ადამიანის სხეულზე ხშირად სასჯელის მოხდასთანაა გაიგივებული. თუმცა, იმ დროს სვირინგებს მეზღვაურები, სამხედროები, მუსიკოსები ან უბრალოდ, რომანტიკული მოზარდებიც იხატავდნენ. შესაბამისად, საბჭოთა სვირინგი ჟანრობრივად მრავალფეროვანია, სტილისტურად კი _ ერთფეროვანი.

ევრომეიდანი ევროპული გზის ასარჩევად – ბათუმელი ფოტოგრაფი კიევიდან


<!** Image 1 align="left" width="300" height="600" >

რა ხდება კიევში, ევრომაიდანზე, კამერებს მიღმა და როგორია ამ დროისათვის უკრაინელების განწყობა – ამ თემებზე „ბათუმელები“ ფოტოგრაფს, ირაკლი ძნელაძეს ესაუბრა, რომელიც უკვე ორი თვეა ევრომაიდანზე მიმდინარე მოვლენებს ფოტოზე აღბეჭდავს. 

 

 

კონკურსის შედეგი – მოვალეობის შემსრულებლები თანამშრომლებად

 

 

აჭარის მთავრობასა და სამინისტროებში ორმოც ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში, მხოლოდ ცხრა ახალმა კონკურსანტმა შეძლო თანამდებობის დაკავება. 31 ვაკანსიაზე კი თანამდებობა იმ პირებმა შეინარჩუნეს, რომლებიც ვაკანტურ ადგილებზე მოვალეობის შემსრულებლად იყვნენ დანიშნულნი. სამთავრობო უწყებების მიერ გამოცხადებულ კონკურსში 1300  აპლიკანტი დარეგისტრირდა.  

ბათუმის ქუჩები ძველი ბათუმის მიღმა

 

ბათუმის მერია ძველ ბათუმში ქუჩების გაფართოებას აპირებს. დაგეგმილია ქუთაისის, მემედ აბაშიძისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩის სავალი ნაწილების გაფართოება.  “ბათუმელები” გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, თუ  როგორ გამოიყურება ბათუმის ქუჩები ძველი ბათუმის მიღმა.

ტესტი დემოკრატიაში, თავისუფლებასა და სამართლიანობაში

 

ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრება-ში დგება პერიოდი, როდესაც მას უწევს გამოცდის ჩაბარება ღირსებაში, პროფესიონალიზმში, პატიოსნებასა და სამართლიანობაში. ეს საგამოცდო პერიოდი თავისით, უნებლიედ დგება. ამას წინასწარ ვერ გათვლი. სწორედ ამიტომაც არის ასეთი გამოცდა ყველაზე მკაცრი და ამავდროულად ობიექტურიც. 

უსაფრთხოა თუ არა ხორცი ბათუმის ბაზარში

 

ბათუმში ციმბირული წყლულით ადამიანების დაავადების ორი შემთხვევა გასული წლის ბოლოს გამოვლინდა. ფაქტიდან გამომდინარე, სურსათის უვნებლობის სამსახურმა ქალაქის მთავარ ბაზარში ხორცის ყველა სექცია დახურა. ხოლოიმის დასადგენად, მოხდა თუ არა ციმბირული წყლულით დაავადებული ხორცის  ბათუმის ბაზრიდან რეალიზაცია, მონაცემები ლაბორატორიაში გადაიგზავნა. დადასტურდა თუ არა ჯილეხისვირუსის არსებობა ბაზრიდან გაყიდულ ხორცში? _ “ბათუმელების” კითხვებს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს აჭარისრეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელმა ილია სირაბიძემ უპასუხა.

3D ფილმი მხედველობის პრობლემების აღმოსაჩენად

 

თუ თქვენ ან თქვენს შვილს ვერ  გაგიგიათ რატომ კრთება მთელი დარბაზი ჰობიტის ან სხვა 3D ფილმების ყურებისას, რას ნახულობენ გასაოცარს ეკრანზე, მაშინ როცათქვენ თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება და თვალების წვა გაწუხებთ, დროა თქვენი  ბინოკულარული მხედველობა შეამოწმოთ.

ვაკანსიები „ჰილტონ ბათუმში“

 

ჰილტონ ბათუმი პერსონალის შერჩევას იწყებს. ამჟამად 15 ვაკანსიაა გამოცხადებული სხვადასხვა მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე. 

იაფი სახლი უსახლკაროებს ბათუმის მერიისგან

 

იაფი სახლის პროექტის ფარგლებში ბათუმის მერია 200-ბინიან კორპუსს ააშენებს.   პროექტით ისარგებლებენ ის უსახლკარო ოჯახები, რომლებიც ხუთ-შვიდ წელზე მეტ ხანს ცხოვრობენ ბათუმში და საცხოვრებელი სახლი არ აქვთ. მერია მათ შესთავაზებს ბინას თვითღირებულების ფასად, საფასურს კი 10 წელზე გადაუნაწილებს. ამ დროისათვის ბათუმში 1700 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.

„ოღონდ გულგრილი ნუ იქნება..”

 

პასუხი ნებისმიერ კითხვაზე, ნებისმიერი ამბავი, რომლის მოყოლასაც იწყებს, ეკომიგრანტებთან მიდის. ციალას არც ერთი ამბის მოყოლა არ შეუძლია ისე, ეკომიგრანტებს რომ არ დაუკავშიროს, მათგან გაგონილი ან მათთან ნანახი არ გაახსენოს. 27 წლის ციალა ქათამიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ აღმასრულებელი დირექტორი და სამოქალაქო აქტივისტია. უკვე მეოთხე წელია, რაც ის ამ სფეროში მუშაობს და „სადღაც ბოლოსკენ“ საქველმოქმედო ფონდის დაარსებაზე ოცნებობს. 

წერილი საკუთარ თავს – მარიამ კოჩალიძე

 

„(IV) წერილი საკუთარ თავს“, – ასე იწყება წერილი, რომელიც მარიამ კოჩალიძის ოჯახმა ცოტა ხნის წინ, მარიამის პირადი ნივთების დალაგებისას იპოვა. წერილი დალუქული იყო. ლურჯ ფურცელზე მარიამი ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში თავის როლსა და მოქალაქეების გააქტიურების აუცილებლობაზე წერს. 

წიგნები ფასდაკლებით პრესკაფეში

 

20% და 60%-იანი ფასდაკლებით, ბათუმის  პრესკაფე წიგნების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს. 

ნაფიც მსაჯულებმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს

 

  თბილისის საქალაქო სასამართლოში,  თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღო და განსასჯელები ყველა  ბრალდებაში   უდანაშაულოდ სცნო.   

საკუთარი თავის დიზაინერი

“ჩემში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, მრავალფეროვანი ვარ, ხელოვნების გარეშე პრაქტიკულად არ შემიძლია, თუმცა მომავალი პროფესია ამ სფეროს არ დავუკავშირე, ინგლისურ ენას ვსწავლობ. სამწუხაროდ საქართველოში არ არის პერსპექტიული ხელოვნება, ამის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება.” – 21 წლის ანა დიასამიძე მესამე კურსის სტუდენტია, ანას სავიზიტო ბარათი მისი ჩაცმულობის სტილია, ყველასგან გამორჩეული და ელეგანტური. 

ვისია ქუჩა

 

რატომ არის ჩვენი ქალაქის ქუჩები და სადარბაზოები მოუწესრიგებელი და დანაგვიანებული, რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ვიცხოვროთ სუფთა ქალაქში პასუხისმგებელია თუ არა მოქალაქე იზრუნოს გარემოზე –  დღეს ამ საკითხებზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს. დისკუსიას, სახელწოდებით „ქართული საზოგადოება და მისი მოქალაქეობრივი თვითშეგნება“, საზოგადოებრივი საქმიანობით დაინტერესებული მოქალაქეები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. 

 

ბათუმელი “ანჯელინა ჯოლი”

 

 

21 წლის ბათუმელ მარი იორდანაშვილისა და ამერიკელ მსახიობ ანჯელინა ჯოლის მსგავსება ერთი შეხედვითაც ჩანს. თუმცა  მარის არ მოსწონს, ცნობილ მსახიობს რომ ადარებენ: “შევეჩვიე ამ შედარებას, ქუჩაშიც მესმის ხოლმე – როგორ ჰგავს ანჯელინას. მსგავსება შეიძლება მართლაც გვაქვს, მაგრამ მე ვერ ვამჩნევ, არ მომწონს, რომ ჯოლის მადარებენ, ჯობია, არავის ჰგავდე და შენ შენ იყო.” 

სტუდენტი დიზაინერის მოგზაურობა პარიზში

მარი გოგოლიშვილი ტანსაცმლის დიზაინერია, ხელოვნების უნივერსიტეტის მესამე კურსზე სწავლობს. პროფესია ბავშვობაში აირჩია, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თოჯინებისთვის კაბებს კერავდა. „ჩემი თოჯინების ტანსაცმელი არასოდეს მომწონდა, რაიმე ჩემეული უნდა შემეკერა მათთვის. ვზრუნავდი ყველაფერზე, ვარცხნილობაზე, მაკიაჟზე, მაშინ რა თქმა უნდა არ ვფიქრობდი, რომ ამის კეთება ადამიანებისთვისაც მომიწევდა.“ – ამბობს მარი, რომელიც ექსპერიმენტული სპექტაკლის – „მელოტი მომღერალი ქალის“ კოსტიუმების მხატვარი და ვიზაჟისტია და წელს პარიზშიც იმოგზაურა დასთან ერთად.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გასულ წელს 15 271 საქმე განიხილა

 

2013 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო 15 271  სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმე. 

წიგნების ბაზრობა პრესკაფეში

 

ბათუმის პრესკაფეში “წიგნების ბაზრობაა” გამართული.  “ლოგოს პრესის”, “დიოგენეს”, “პალიტრას”, “სულაკაურის” და “ქარჩხაძის” საბავშვო, შემეცნებითი და საკითხავი ლიტერატურა 20%-50% ფასდაკლებით იყიდება.

Exit mobile version