“ვისაც არ ვიცნობ, იტყვიან: ერთი უჟმური გოგოაო”

 

 

როკჯგუფ „ინდიგო ბავშვების” ყოფილი წევრი მარიამ ქიქავა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობს. მარიამი მეორე კურსზეა, პროფესიის თვალსაზრისით დიდი გეგმები აქვს, თუმცა ამბობს, რომ მუსიკა კვლავაც დიდ ადგილს იჭერს მის ცხოვრებაში. ჯგუფიდან წამოსვლის შემდეგ სოლოშემსრულებლად აგრძელებს მუშაობას, უფრო მეტად საკუთარი „ჭიის გასახარებლად”, ჯერჯერობით ასეა, მერე კი ღია ცის ქვეშ აკუსტიკური მუსიკის საღამოს მოწყობაზე ოცნებობს.

ტურიზმის ფაკულტეტი – მიღწევები და გამოწვევები

 

<!** Image 4 align="left" width="300" height="755" >ყველაფერი 3 წლის წინ დაიწყო, როდესაც აჭარის ა.რ. მთავრობისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძალისხმევით ტურიზმის ფაკულტეტი შეიქმნა. გადაწყვეტილების მიღება რეგიონში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების აუცილებლობამ განაპირობა.  

სოციალურად დაუცველი ფეხმძიმე მოქალაქეობის გარეშე

 

ოქსანა ზაიცევამ და სოსლან თურაძემ თავიანთი ქორწინება ოფიციალურად 2013 წლის 22 იანვარს დაარეგისტრირეს. ბათუმის იუსტიციის სახლში მათ საქორწინო მოწმობას მინიჭებული აქვს ნომერი: 77131000136. ოქსანა რუსეთის, ხოლო მისი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა. ოქსანა სამ თვეში შვილს ელოდება, სოციალურად დაუცველ მეუღლეს კი იმის ფული არ აქვს, რომ საკეისრო კვეთა დააფინანსოს

აქედან სხვანაირად ჩანს

 

 

ნანა ჩემი მეგობარია. ახლო მეგობარი. მიყვარს მასთან საუბარი – მშვიდია, პროგრესულად მოაზროვნე, უყვარს კითხვა და ზღვა. მისი პატარა საბა სამი წლისაა. ცელქი, ჯიუტი, თავისნათქვამა… ერთხელ, როცა მათთან სტუმრად ვიყავი, საბამ დედა ისე გააბრაზა, რომ მწარედ გაილახა… 

ვის მოხვდება „მწვანე მუშტი“

 

„დროა, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის“  – ეს სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ დევიზია. „მწვანე მუშტს“ არ ჰყავს ლიდერი, არ არის ორგანიზაციულ სტრუქტურად ჩამოყალიბებული. დაახლოებით 100 სტუდენტი ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა და საქართველოში უპრეცედენტო, სტუდენტური მწვანე მოძრაობა დაიწყო. 

მშენებლობა, კანონდარღვევა და ჯარიმები

 

35 მეტრი სიგრძის ხიდი – პირსი ბათუმის ბულვარის პლაჟზე, რომელიც შპს „ბატუნნ“-მა მერიის ქონების მართვის სამსახურთან შეთანხმებით ააშენა, ამავე უწყების ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით შესაძლოა დაანგრიონ. ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობა ბათუმის ბულვარში სამი წლის დაგვიანებით აღმოაჩინა.

„მკვდარი ჩვილი ვაგონიდან გადააგდეს“

 

1951 წელს ნოდარ ირემაძის ოჯახი ხულოში, სოფელ ღორჯომში ცხოვრობდა. მისი მშობლები, ბებია-ბაბუა და 12 წლის მამიდა შუაღამით სამხედრო პირებმა სატვირთო ავტომანქანაში ჩასვეს და სოფლიდან წაიყვანეს. ნოდარ ირემაძის ოჯახთან ერთად იმ ღამით მათი სანათესაო და სოფელში მცხოვრები კიდევ რამდენიმე ოჯახი გაასახლეს.

“ასწავლე საქართველოსთვის” – მთაში

 

„ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიანეთში, იქ, სადაც სხვადასხვა საგნის სპეციალისტთა ნაკლებობაა, პედაგოგები სამუშაოდ მიდიან. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ხუთწლიანი პროგრამა და ხომ არ აპირებს სახელმწიფო სპეციალური პროგრამით მის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს მშობლიურ სოფლებში გარკვეული პერიოდით სამუშაოდ წასვლა დაავალოს. 

როგორ აისახება პროსტატიტი კაცის სექსუალურ ჯანმრთელობაზე

 

 

პროსტატიტს, მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებას, ბევრი  უკავშირებს სექსუალური ცხოვრების სხვადასხვა პრობლემებს. სტატისტიკის თანახმად, პროსტატიტი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის, 30 წლის შემდეგ პროსტატიტით მამაკაცების 30% ავადდება. ეს მაჩვენებელი ასაკი მატებასთან ერთად იზრდება.  

აუდიტის სამსახური აჭარის სამინისტროებს აკრიტიკებს – არამიზნობრივი ხარჯვა ბიუჯეტიდან

 

2012-2013 წლების ფინანსური მონიტორინგის ანგარიშებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის სამინისტროებს არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ მიუთითა. შეფასებაში სიტყვები: „სარისკო“, „არამიზნობრივი“, „გადახრა“ და „უხარისხო“  სჭარბობდა. 

“ერი”, რომელსაც თვლემს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერბათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი

უნივერსიტეტის რექტორის შესახებ

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის,

საერთაშორისო ურთიერთობების მე-4 კურსის სტუდენტი

 

შეზღუდული გარემო

 

 

დემოკრატიის მთხრობელთა სკოლის მსმენელთა შეხვედრას აჭარის ავტონომიური რექსპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, სადისკუსიო კლუბმა „პრესკაფე“ უმასპინძლა.

ჯარიმები ხე-ტყისა და ხრეშის უკანონო მოპოვებისთვის

 

შუახევის მუციპალიტეტში, სოფელ პაპოშვილებში, გარემოს დამცველებმა 1500 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე, რომელმაც ბებიის სასაფლაოს მოსაპირკეთებლად მდინარიდან ქვა-ღორღი ამოიღო. გასული სამი წლის განმავლობაში ინერტული მასალისა და გათბობის მიზნით ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის გამო აჭარაში ათეულობით ადამიანი დააჯარიმეს. ჯარიმების ოდენობა საშუალოდ ნახევარ-მილიონზე მეტი ლარია.  

მიწა გლეხს თუ კომპანიას-სახელმწიფოს არჩევანი

 

საჯარო რეესტრი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კირნათში, მარადიდსა და აჭარისწყალში ასამდე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის კანონიერებას სწავლობს. სააგენტო საჯარო განხილვებს ბათუმის იუსტიციის სახლში აწყობს. შეხვედრებს მესაკუთრეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. სასამართლოში იმავე ნაკვეთებზე

საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს კომპანია „აჭარ-ენერჯი- 2007“, რომელიც მდინარე ჭოროხზე ჰესს აშენებს. მოსახლეობის თქმით,
საკუთრების უფლების გაუქმებით ისინი მიწის ნაკვეთებისა და შესაბამისი კომპენსაციის გარეშე დარჩებიან. ეს ნაკვეთები მათ 2012 წელს დაუკანონდათ. „ბათუმელების“ კითხვებს საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, თინათინ ყოლბაიამ უპასუხა.

სამსაუკუნოვანი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში

 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილების ხის, კოჭებიანი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. 25-მეტრიანი სიგრძის ხის ხიდი სამი საუკუნის ისტორიას ითვლის. 

„რაც კარგები ვართ…“

 

„რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“, „ჰუმანური ერი ვართ“, „ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე მორწმუნე და ზნეობრივი“, „ყველაზე ტოლერანტი“,  –  ჩვენი ცხოვრების გარკვეულ რეფრენად იქცა. ამ ნომრის „სტერეოტიპის“ თემაა, როდის უჩნდება ერს მსხვერპლად ყოფნის განცდა და რა სტერეოტიპები წარმოშობს ნარცისიზმს? 

საბაჟოზე განადგურებული და უკან გაბრუნებული საქონელი

 

რუსეთიდან და სომხეთიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ძაღლი და თუთიყუშები დოკუმენტების არქონის გამო საქართველოს საზღვრიდან უკან გააბრუნეს. შესაბამისი საბუთების არარსებობის გამო უნგრეთიდან იმპორტირებული ერთი დღის დაბადებული წიწილები კი  გაანადგურეს.

 

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისგან „ბათუმელებმა“ 2012, 2013 და 2014 წლის 10 მარტამდე პერიოდში ფიტოსანიტარულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ლაბორატორიული კვლევების, ასევე, გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

უთხარი არა რასიზმს

 

„კანის ფერი არ განსაზღვრავს ურთიერთობებს“, „უთხარი არა რასიზმს“, „თეთრი და შავი მხოლოდ ფერებია“ –   დღეს ბათუმში, “ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა” რასიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნა. 

ნახევარი სოფელი გადასახლებაში

 

ხულოდან, სოფელ ფაჩხადან ზანდარაძეების ათი და ლაზების შვიდი ოჯახი გაასახლეს. გასახლების დროს სატვირთო ეშელონში ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ნოდარ ზანდარაძის პატარა და იყო. გადასახლება მთელ მათ გვარს შეეხო. პატარა გოგონას საფლავი არავინ იცის, არც იმ ადამიანების, რომლებიც უმძიმესი პირობების გამო ვაგონებში გარდაიცვალნენ. 

აზერბაიჯანის მოქალაქე მარგველაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

 

 

აღალარლი დაშგინიმ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გააგზავნა წერილი ციხიდან. მას აზერბაიჯანის ხელისუფლება გადასახადების დამალვისთვის ეძებს, ლტოლვილი კი ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნიან. აზერბაიჯანში გადასახადების დამალვის მოტივით პოლიტიკურ ოპონენტებს ხშირად რომ ასამართლებენ, ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. ბრალდებულის ადვოკატი პაატა ბერიძე მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის მოქალაქე უკანონოდ დააპატიმრა.

როგორ იქცევიან ცხოველები მონადირის დანახვისას – მონადირეების ნაამბობი

 

საფრთხის მოახლოებისთანავე ცხოველები თავდასაცავად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მონადირე იმ ტერიტორიას უახლოვდება, სადაც მათი ნაშიერი იმყოფება. აი, რას ყვებიან მონადირეები. 

ტერორიზმი თუ რელიგიური ნიშნით დევნა – სასამართლო პროცესიდან

 

განსასჯელები: ფირუზ წულუკიძე, თემურ ბახუნტარიძე, იუსუფ ლაკაევი (ლაკაევი სასამართლო სხდომას არ ესწრება).

პროკურორი: ლადო თურმანიძე

ადვოკატები: ირაკლი შავაძე, გიორგი ხიმშიაშვილი, გია ტაბლიაშვილი

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, დიდი წარსულისა და პოტენციის მქონე ფაკულტეტია.

„ნატვრის ხე“ ბათუმის ნაგავსაყარზე

 

თორნიკე სკოლაში სწავლობს, შაბათ-კვირას  მამას და ბიძაშვილს მიჰყვება სამუშაოდ ბათუმის ნაგავსაყარზე. ისინი, სხვა ათეულობით ოჯახის მსგავსად, აქ შეგროვებული პოლიეთილენის ბოთლების  და ჯართის ჩაბარებით გამომუშავებული ფულით არსებობენ.  დედა სახლში ელოდება, პატარა ძმას უვლის. თორნიკე მიამბობს, რომ საღამოობით მანქანა მოდის, რომელსაც შეგროვებულ ბოთლებს აბარებენ. 

ბაბილონი: ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც მოძრაობს და არ მოძრაობს

 

 

ზუსტად ერთი წლის წინ ზურა, ლაშა, გიორგი და რომა ჯგუფმა “ბაბილონმა” გააერთიანა. მართალია, ადრეც მეგობრობდნენ, თუმცა საყვარელ საქმეს ცალ-ცალკე აკეთებდნენ: უკრავდნენ, წერდნენ, რეპს კითხულობდნენ… მერე მიხვდნენ, რომ ერთად უკეთ გამოუვიდოდათ და რეპჯგუფი შექმნეს.

25 ათასი საათი სკოლაში

 

 

მოსწავლეები ამბობენ, რომ გიჟდებიან თენგიზ კუჭავაზე, მათი მათემატიკის მასწავლებელზე. უყვართ, რადგან კარგად ასწავლის. უყვართ იმიტომ, რომ არ ბრაზდება, არ უყვირის და არ ლანძღავს. უყვართ, რადგან არ არსებობს მოსწავლე, ვისაც მათემატიკა არ შეაყვარა. თენგიზ კუჭავა 38 წელია მასწავლებელია. ჯამში სკოლაში 25 ათასზე მეტი საათი აქვს გატარებული. 

“ყველა კანდიდატს ჩემთან მოუწევს კონკურენცია”

 

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის საკითხი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში არაერთხელ იქცა დიდ პრობლემად. 2006-2008 წლებში ექვსი რექტორი გამოიცვალა. ხშირი საკადრო ცვლილებები დიდ რყევებს იწვევდა უნივერსიტეტის ცხოვრებაში. ამას წერტილი უნდა დასმოდა, რაც მოხდა კიდეც 2008 წლის რექტორის არჩევნების დროს და ვამაყობ, რომ ამაში გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის, როგორც რექტორობის კანდიდატს და აკადემიური საბჭოს წევრს.

რას იწვევს იოდის დეფიციტი მოზარდებში

 

ძილიანობა, მოდუნება, წონაში მატება, უხასიათობა, მახსოვრობის დაქვეითება, თმის ცვენა და კანის სიმშრალე – თუ მოზარდს ამ სიმპტომებს ამჩნევთ, ნუ იჩქარებთ ეს გარდატეხის ასაკს ან სიზარმაცეს დააბრალოთ, რადგან ყველა ეს სიმპტომი შესაძლოა იმაზე მიუთითებეს, რომ მოზარდის ორგანიზმს იოდი აკლია.

„ვფიქრობ, სტალინმა დიდი ცოდვა ჩაიდინა“

 

 

დიდი ბოროტების წლები

 

აიშე გოგიტიძე ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე ცხოვრობს. ის 86 წლისაა. სტალინური რეპრესიები მის ოჯახსაც შეეხო, გადაასახლეს მისი მეუღლე რემზი სეიდიშვილი, მაზლი და დედამთილ-მამამთილი. „მე და ჩემს შვილებს გადასახლება არ შეგვეხო. ვერ გეტყვით რატომ. ჩემი მამამთილი ბოლშევიკების მხარდამჭერ პროკლამაციებს ავრცელებდა, მაგრამ მაინც გადაასახლეს… შვიდი წლის შემდეგ კი უთხრეს, რომ `შეცდომით მოხდა მისი გადასახლება“.

ძალადობა სკოლაში

 

ზოგიერთი ბავშვისთვის სკოლა ტანჯვისა და სტრესის მიზეზია. ამის მიზეზი ხშირად ხდება დაცინვისა და აბუჩად აგდების შემთხვევები, რაც პირდაპირ ან ირიბ ტერორში გამოიხატება: თანატოლთა ან  უფროსკლასელთა მხრიდან მუდმივი ძალადობა – ცემა, მუქარა, დამცირება, ჭორების გავრცელება.  

აჭარის მთავრობა „სამხედრო ბინებს“ დააკანონებს

 

 

ყოფილ სამხედრო დასახლებებში მცხოვრებ ოჯახებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართობები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ. აჭარის სამთავრობო კომისიამ უკვე განსაზღვრა კრიტერიუმები, რის მიხედვითაც პირველ და მეორე ეტაპზე  „დასაკმაყოფილებელთა“ განცხადებებს გადაარჩევენ. კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს, „ბათუმელებს“ კომისიის თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესაუბრა. 

როგორ წავიდეთ სასწავლებლად ამერიკაში

 

 

როგორ უნდა მიიღო განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სად შეიძლება მოიძიო დაფინანსება, როგორ უნდა შეარჩიო სასურველი კოლეჯი ან უნივერსიტეტი – ამ თემაზე „ბათუმელებთან“  საერთაშორისო განათლების ცენტრის ამერიკული განათლების კონსულტანტმა დალი ხომერიკმა ისაუბრა. 

ერთი სიუჟეტის ისტორია

 

„მორალს მიკითხავ?“ –  მითხრა ჩემი საუბრით გაღიზიანებულმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა, როცა საკუთარი მოვალეობა შევახსენე. დავით წეროძეს მანამდე არ ვიცნობდი, მასთან დაკავშირება ამავე სამსახურის სპეციალისტმა დალი მახარაძემ მთხოვა, რომელსაც მანამდე დავურეკე. დალი ფიქრობდა, რომ დავით წეროძეს უკეთ ავუხსნიდი, რა თემაზე მსურდა კომენტარი სამმართველოს თანამშრომლებისგან. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბატონი დავითი ყოველნაირად ცდილობდა თავიდან მოვეშორებინე… ასეც მოხდა.

1500 ლარით დაჯარიმებული 80 წლის პენსიონერი

 

ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა ბადრი ლორთქიფანიძე მოძრაობისას პრიორიტეტული ნიშნის – „დაუთმე გზა“ – მოთხოვნის დარღვევისთვის 250 ლარით დააჯარიმეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ავტოსაზგაო შემთხვევის დროს დაზიანდა ოსმან ხინკილაძის კუთვნილი მანქანა. ოსმან ხინკილაძემ მატერიალური ზარალის ანაზღაურებისთვის სასამართლოს მიმართა. 

მოსაზრება: რას ურჩევენ სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციას

 

 

<!** Image 2 align="left" width="300" height="537" >თეონა ბოლქვაძე: უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ვურჩევდი, უფრო მეტად ინფორმირებულები იყვნენ. როცა ადმინისტრაციაში რამის საკითხავად მივდივართ, ათას ადგილას გვამისამართებენ. უკვე მეოთხე კურსზე ვარ, ოთხი წელია მესმის, რომ უნდა შეიქმნას ელექტრონული ჟურნალი, თუმცა ამას ვერა და ვერ მოაბეს თავი. დღემდე ქულების გაგება კედელზე გამოკრულ სიებში გვიწევს, რაც არაკომფორტულიცაა და უხერხულიც. არც შეფასების სისტემა მომწონს, საკმაოდ დიდი ჯგუფები გვაქვს, ამის მიუხედავად მინიმალურად ათი შეფასება უნდა დააგროვო, რაც იმ სისტემაში რაც ჩვენთანაა, შეუძლებელია. ფაქტიურად ვერ ასწრებ დაგროვებას მაშინაც კი, როცა არ აცდენ, მერე კი მაღალი აკადემიური შეფასება არ გაქვს. სიებთან დაკავშირებით ადმინისტრაციას ვურჩევდი დროულად შეადგინონ სიები, ხშირად გამოცდებიც კი ერთმანეთს ემთხვევა, სტუდენტს არჩევანის გაკეთება გიწევს, რომელს დაესწრო და რომელი გადაბარებისთვის მოიტოვო. ასევე პრობლემურია საგამოცდო დრო, შეიძლება რაღაც საგნებისთვის ნორმალურია ორი საათი, თუმცა მე პირადად ვსწავლობ საგნებს რომელთათვის ორი საათი პრობლემურია, მეტისმეტად ცოტა დროა იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინო.

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="720" >გური ბურჭულაძე: პირველ რიგში მინდა ვურჩიო, რომ გააცნობიერონ საკუთარი მოვალეობა, ადგილი და ასევე როლი. მოვალეობაში ვგულისხმობ მომსახურების იმ მინიმალური სტანდარტების დაცვას, რომელიც მოეთხოვება ნებისმიერს, ვინც სტუდენტებისგან ფულს იღებს. კიდევ ვურჩევდი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელსაც უნივერსიტეტი მიიღებს, აუცილებლად იყოს შეთანხმებული სტუდენტებთან, ინფორმაციის დონეზე მაინც მიეწოდოს სტუდენტს გონივრულ ვადებში და არა უშუალოდ იმ დროს, როგორც ხდება ძირითადად ახლა, როცა სტუდენტებს ფაქტის წინაშე გვაყენებენ მხოლოდ. კიდევ, თუ თავისუფალი მოდული არსებობს, დაე რეალურად იარსებოს, ერთი სტუდენტიც თუ იქნება, რომელსაც ექნება სურვილი, გაიაროს მაგალითად ევროპისმცოდნეობა, ამ ერთი სტუდენტის სურვილი უნდა დაკმაყოფილდეს. მინდა, რომ უფრო მეტად თავისუფალი გახდეს დასწრება ლექციებზე და სემინარებზე, არ მიექცეს ყურადღება მიმდინარე შეფასებას და იყოს მკაცრად კონტრორილებადი და ამავდროულად 50% + 1 საბოლოო გამოცდა.

 

<!** Image 3 align="left" width="300" height="720" >დიანა ბაუჟაძე: უპირველეს ყოვლისა ადმინისტრაციას ვურჩევდი ღია კომუნიკაციას სტუდენტებთან, გამომდინარე იქედან, რომ მათი საქმიანობა, მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად სტუდენტებისა და ლექტორების შეუთანხმებლად ხდება. ასევე ვურჩევდი, რომ ხარისხის ამაღლების მიზნით უვარგის ექსპერიმენტებს თავი დაანებონ და რეალური, ქმედითი ნაბიჯები გადადგან ამ კუთხით, მოკლედ გამჭირვალე, ღია სისტემის ჩამოყალიბებას ვურჩევდი.

 

ადმინისტრაცია ვალდებულია ყოველი სტუდენტის წინაშე ანგარიში ჩააბროს, თუ რა გააკეტა ერთი წლის განმავლობაში, როგორ მოხდა პრიორიტეტების გადანაწილება. ყურადღება უნდა მიაქციოს ინფრასტრუქტურის გავითარებასაც, ის რომ გათბობა და ელემენტარული პირობები არ არსებობს გეპეიში და მწვანე კონცხზე, ეს არის ადმინისტრაციის ბრალი.

Exit mobile version