297 ათასი ლარი ბათუმის გაფორმების კონცეფციისთვის – მერია ახალი წლისთვის ემზადება

ბათუმის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის თადარიგს უკვე იჭერს და ქალაქის გაფორმების ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 297 ათას ლარს დახარჯავს. ჯამში, საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის კი, ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ახალი კონცეფცია ქალაქის გაფორმებისთვის უნდა ითვალისწინებდეს როგორც არსებული საახალწლო აქსესუარების გამოყენებას, ასევე ახლის შეძენას. ახალი კონცეფციის საფუძველზე უნდა მომზადდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც. მომსახურებას მერია …

იცით ვინ არის ბათუმის მერი? – „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა

იცით თუ არა, ვინ არის ბათუმის მერი? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა ქალაქის ქუჩებში დაუსვა მოქალაქეებს. ბევრმა მათგანმა ბათუმის მერის ვინაობა ვერ გაიხსენა, თუმცა ის პრობლემები ჩამოთვალეს, რასაც, მათი აზრით, მერია ვერ აგვარებს. რამდენიმე ბათუმელმა ისიც გვითხრა, რომ ყველაფერი მაინც „ცენტრზეა“ დამოკიდებული და თვითმმართველობა დამოუკიდებელი არ არის. „ერთი მაფიაა, ერთი კლანია“…. მათთვის [მერებისთვის] არც მოსვლა უკითხავთ, …

მერია კვარიათში მიწას ყიდის – წინასწარ ცნობილი მყიდველი 17-სართულიანი სასტუმროს აშენებას აპირებს

კვარიათის დასახლებაში, მომაღლო, კარგად გამწვანებულ ადგილზე, ბათუმის მერია 691 კვ.მეტრ ფართობს აუქციონზე 181 500 ლარად ყიდის. ამას დაემატება ბიჯის ოდენობაც. თუმცა კონკურენტული გარემოს შექმნა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, რადგან გასაყიდი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ტერიტორიები კონკრეტულ კომპანიას ეკუთვნის და მას უკვე გაცხადებული გეგმებიც აქვს. ცვლილება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში საკრებულომ 2026 წლის 30 მარტს დაამტკიცა. საწყისი ფასის მიხედვით, …

ბათუმის მერია ჯავახიშვილზე მიწის ნაკვეთს ყიდის, დაინტერესებულია „ოცნების“ შემწირველი

ბათუმის მერია ჯავახიშვილისა და ფიროსმანის, ასევე ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში, ერთ კვარტალში ოთხ საკადასტრო ერთეულ მიწის ნაკვეთს, ჯამში 980 კვ. მეტრს და მასზე მდებარე ძველ შენობებს გაყიდის. ოთხივე ქონება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანეს. ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, ამ ქონებას მერია აუქციონზე ცალ-ცალკე გაიტანს და, საერთო ჯამში, მათი ფასი 4 მილიონ 370 800 …

ვინ აწყობს ოღროჩოღრო ტროტუარს ვარშანიძის ქუჩაზე – ბათუმის მერიაში კითხვებს არ პასუხობენ

„ტალღებია, ბათუმს უხდება“, „ეს თანამედროვე ინჟინერიაა, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს“, „ომი გინდათ?“… – ასე გამოეხმაურა მკითხველი ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე ახალდაგებული ტროტუარის კადრებს, რომელიც „ბათუმელებმა“ 11 აპრილს გამოაქვეყნა. მათ შორის არიან ვარშანიძის ქუჩაზე მცხოვრებლები, რომლებიც წერენ, რომ სხვა შესაძლებლობა არ იყო და ასე უნდა გაეკეთებინათ: „აბა ხალხმა ეზოებში მანქანა როგორ შეიყვანოს?“. ამავე ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილი …

გონიოს ხიდიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე ახალ გზას გაიყვანენ – 6,3 მილიონი

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე მონაკვეთში გზის მშენებლობაა დაგეგმილი. ახალი გზა ერთმანეთთან გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიას [ჭოროხის ქუჩას] და ახალი ბულვარის გაგრძელებას [დავით ართმელაძის ქუჩას] დააკავშირებს. ახალი გზა ართმელაძის ქუჩას გამწმენდი ნაგებობის მიმდებარედ შეუერთდება. „ჭოროხის ქუჩის და დავით ართმელაძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობაზე“ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა …

„ეს აგორებულია“ – ბათუმის მერის პასუხი თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნაზე

„არ არის სწორი, ტყუილია. ამოიღეთ სიები რეორგანიზაციის შედეგად, ვინ არის გაშვებული. ეგ არის ტყუილი,“ – ასე პასუხობს მერი „ბათუმელების“ კითხვას, რატომ გაუშვეს ბათუმის მერიიდან პროევროპული პეტიციის ხელმომწერები. გიორგი ცინცაძის პასუხის შემდეგ ჟურნალისტმა კითხვა დააზუსტა: „როგორ მოხდა, რომ რეორგანიზაცია 90 პროცენტით EU პეტიციის ხელმომწერებს შეეხო?“ მერმა უპასუხა, რომ „ეს არის აგორებული“: „შეადარეთ სხვა სიები. მერიის გარდა …

რა გამოტოვა „ოცნებამ“ ბათუმში 9 აპრილის მემორიალის საინფორმაციო დაფაზე: „არ წერენ, რა მოვლენები იყო“

„რატომ არ წერენ, რა მოვლენები იყო? იქნებ ჩვენ დავღუპეთ ერთმანეთი… ჭყლეტაში მოხდაო, ისიც თქვეს,“ – მოქანდაკე თემურ მახარაძე ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან განთავსებულ საინფორმაციო დაფას აპროტესტებს. იგი 9 აპრილის მემორიალის ავტორია, თუმცა მემორიალთან საინფორმაციო დაფა მასთან შეთანხმების გარეშე განათავსეს. „1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შედეგად დამოუკიდებელი საქართველოსთვის დაღუპული გმირების მემორიალი“, – ასე წერია 9 აპრილის …

დეპუტატის ძმის კომპანია ბათუმში ისტორიულ სახლებს ანგრევს და 29-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს

ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე, დეპუტატ გია ჭყონიას ძმის, სულიკო ჭყონიას კომპანია ისტორიულ სახლებს ანგრევს. პროექტის მიხედვით მეტაქსას ქუჩაზე #3-5-ში შპს „მეტაქსა გორგასალი“ 29-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო ფართობი 880 კვ.მეტრია. პროექტი ავარიული სახლების ათვისების პროგრამის ფარგლებში დაამტკიცეს.        სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, პირველ სართულზე მოაწყობენ სივრცეს კომერციული ობიექტებისთვის. მე-2, მე-3 და მე-4 სართულებზე კი დაგეგმილი …

„ოზთურქის ბინებს“ ბათუმის მერია მოქალაქეებისგან კიდევ 2 თვით დაიცავს – ბიუჯეტიდან 373 ათასი ლარი იხარჯება

ბათუმის მერია ბიზნესმენ გალიფ ოზთურქზე ჩამორთმეული კორპუსების დაცვას კიდევ 2 თვით გააგრძელებს. სახელმწიფო დაცვის პოლიციას კი, დამატებით 186 ათას 930 ლარს გადაუხდიან. მერიის ინფორმაციით, ეს ობიექტის 2 თვის განმავლობაში დაცვისთვის საჭირო ჯამური თანხაა. ბათუმის მერია აღნიშნულ კორპუსებს 2026 წლის თებერვლიდან იცავს, ანუ კიდევ 2 თვით გახანგრძლივებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან დაცვის პოლიციას ჯამში 373 ათას 860 ლარს …

რატომ შემოღობეს ბათუმში 4,6 ჰექტარი ლერმონტოვის ქუჩაზე

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში 46 631 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას კერძო კომპანია „ისთ თაუნ რეზიდენშელი“ ღობავს. კომპანიის ინფორმაციით, აქ სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება. „ჩვენ დეველოპერები ვართ, სპეციალიზებულები სავაჭრო ცენტრზე… Domino ჩვენია, ჩვენს პორტფელშია სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“. მე მგონი ცუდს არაფერს არ გავაკეთებთ, პირიქით, 500-600 ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით. გვინდა, რომ ერთი ლამაზი ობიექტი ვაჩუქოთ კიდევ …

ბათუმში ქვაფენილის დემონტაჟის გამო კიდევ ერთი ქუჩის ნაწილი გადაიკეტა

ბათუმის მერიის ინფრომაციით, 3 აპრილიდან 15 აპრილამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩაზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთში. ამ ქუჩაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ საუბარი მერიამ 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს. ბათუმის მერიამ 2026 წელს მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის დემონტაჟი ისე დაიწყო, …

ბათუმის მერია პარკინგის მშენებლობას გეგმავს, მაგრამ უცნობია, როდის იწყებს – პროექტის ბიუჯეტი 8 მილიონია

30 მარტს ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. ამ ცვლილების მიხედვით, ბიუჯეტი 22 მილიონი ლარით გაიზარდა. ნამატი თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე გადაანაწილეს. ერთ-ერთი ახალი პროექტი, რისთვისაც მერიამ ბიუჯეტში 500 000 ლარი გაითვალისწინა, ბათუმში პარკინგის მშენებლობას ითვალისწინებს. შეცვლილი ბიუჯეტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, პარკინგისთვის ადგილი  გოგებაშვილის ქუჩაზე, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეურჩევიათ. ბიუჯეტის …

საკრებულოს განმარტება – რატომ დააგეს ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე ასფალტი ტენდერის გარეშე

„რატომ არ დაველოდეთ პროცედურებს და რატომ ვიჩქარეთ? ტურისტული სეზონის, გაზაფხულის დღესასწაულების და მათ შორის, ბათუმობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო, რომ სამუშაოები დაწყებულიყო დროულად და დასრულებულიყო შესაბამისად დროულად,“ – დღეს, 30 მარტს, ასე განმარტა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან დავითაძემ მიზეზი, თუ რატომ დაიწყო საკრებულოს გვერდის ავლით ქუჩის რეაბილიტაცია ბათუმის მერიამ. ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის …

ბათუმის საკრებულო ბულვარის გენგემას ისევ ცვლის – „სან-რემო“ ჩაამატეს

ბათუმის საკრებულო დღეს, 30 მარტს, ბულვარის განაშენიანების გენგემაში კიდევ ერთი ცვლილების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც დოკუმენტში სანაპიროზე არსებული რესტორანი „სან-რემოს“ შენობა აისახება, როგორც არსებული ობიექტი. წინა მოწვევის საკრებულომ გენგემიდან ამოიღო „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე ობიექტი, რომელიც თავდაპირველი გენგეგმით ბულვარისთვის შეუსაბამო იყო. მიწის ნაკვეთი სანაპიროზე სადაც რესტორანი „სან-რემო“ ფუნქციონირებდა, მფლობელ კომპანიას, შპს „ხიდი 2006“-ს  იჯარით აქვს გადაცემული. …

ბათუმი-სარფის ახალი გზისთვის ქალაქი ქონებას სახელმწიფოს გადასცემს

ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში მდებარე მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ ნაგებობებს, რომლებიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ქალაქი სახელმწიფოს გადასცემს. მიწის ნაკვეთის ფართობი 7 824, ხოლო შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი 5 992 კვადრატული მეტრია. ქონების გადაცემა, როგორც ბათუმის მერიის მიერ მომზადებულ დოკუმენტებშია აღნიშნული, ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტს უკავშირდება. საკითხი ბათუმის საკრებულომ 30 მარტს სხდომაზე უნდა განიხილოს. ბათუმის მერიის მიერ …

ბათუმში ისევ შეჩერდა მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა – „გრუნტი შესასწავლია“

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მოწყობა ისევ გადაიდო – მშენებლობა დაწყებული იყო, მაგრამ მალევე „აღმოაჩინეს“, რომ შესასწავლია საპროექტო ტერიტორიის გრუნტი, რაც პირდაპირ კავშირშია ასაშენებელი ნაგებობების უსაფრთხოებასთან. ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ 30 მარტს უნდა განიხილოს, ვიგებთ, რომ ტენდერი შეწყვეტილია და პროექტისთვის გამოყოფილი თანხა 8,6 მილიონი ლარი გამოთავისუფლდა. შესყიდვების პორტალზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, ბათუმის მერიამ …

„გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო ფიზიკური ძალადობაც“ – რა ხდება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

„ბოტანიკურ ბაღში“ 10 წელი ვიმუშავე. თუმცა მას შემდეგ, რაც ახალი დირექტორი დაინიშნა, მდგომარეობა შეიცვალა და თანამშრომლები ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდეს. ძალიან უხეშად გველაპარაკებოდა ახალი ხელმძღვანელი და სხვა უფროსებიც უხეშები გახდნენ. არ ითქმის, ისეთი რაღაცები იკადრეს. იყო ფიზიკური ძალადობაც“, – გვეუბნება ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჯერ მებაღედ მუშაობდა, ბოლო წლებში კი – მეფუტკრედ. სამსახურიდან …

ფარნავაზისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთება – ქონების გამოსყიდვაში ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი იხარჯება 

ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტისთვის ბათუმის მერიას კერძო მესაკუთრეებისგან ქონების გამოსასყიდად უკვე გადახდილი აქვს 4,3 მილიონი ლარი. ამავე პროექტის ფარგლებში, მერია დამატებით 572 245 ლარის ღირებულების მიწის გამოსყიდვას გეგმავს, რისთვისაც 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს. ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების სამუშაოები 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით უნდა დამთავრებულიყო, თუმცა ჯერ დაწყებულიც არ …

ბათუმის ბიუჯეტი იზრდება – ვის შეხვდება ნამატი თანხა

ბათუმის მერია ბიუჯეტს ცვლის – 2026 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 22 მილიონი ლარით იზრდება. იზრდება ბიუჯეტის ნაშთიც. 2026 წლის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილების საპროგნოზო მაჩვენებელი 16 მილიონ 724 ათასი ლარით იზრდება და, საერთო ჯამში, 82 მილიონ 650 ათას ლარს აღწევს. მერიის განმარტებით, „2025 წლის ბოლოსთვის ნაშთის დაგროვება ბიუჯეტით განსაზღვრული საკუთარი შემოსავლების დაგეგმილ საპროგნოზო მაჩვენებლებზე მეტი ფინანსური სახსრების …

მშენებლობის ნებართვებში 9.4 მილიონი გადაიხადეს – 2025 წლის ბათუმის ბიუჯეტის ანგარიში

ბათუმის მერია 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებას გეგმავს და ეკონომიების ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხის გადანაწილების გარდა, ზოგიერთ საპროგნოზო მაჩვენებელს ზრდის – როგორც თავად განმარტავს, „შემოსულობების გათვალისწინებით“. ცვლილება საკრებულომ 30 მარტს დაგეგმილ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. ამავე სხდომაზე მერიამ საკრებულოს გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც უნდა წარუდგინოს. ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით ბიუჯეტში ასახულია 89 მილიონ  390 …

უკანონო სამუშაოების დაკანონება – როგორ „აგვარებს“ ბათუმის მერია აბაშიძეზე ქვაფენილის აყრის საკითხს

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის დემონტაჟი ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და არც შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულა. „ბათუმელები“ ამ დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 16 მარტს წერდა და ქალაქის მერიასაც მიმართა. პასუხი დღემდე არ მიგვიღია. პასუხის ნაცვლად, მერიას პრობლემის „მოგვარებაზე“ დაუწყია მუშაობა. კერძოდ, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შეცვალა სხვა ქუჩებთან …

ივანიშვილის სასტუმროსთან შეკვეთილში საპროტესტო აქციას მართავენ

“ივანიშვილთან იმიტომ მოვედით, რომ მისი მოყვანილი ხელისუფლებაა და მოგვხედოს” – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც შეკვეთილში, სასტუმრო ,,პარაგრაფთან” აქციას მართავენ. შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფთან” საპროტესტო აქციას  ბათუმის ბულვარში დასაქმებულები მართავენ, რომლებსაც ბათუმის მერიამ სავაჭრო ჯიხურები წაართვა. ბათუმის ბულვარში დასაქმებულები საპროტესტო აქციით ცდილობენ ხმა მიაწვდინონ ბიძინა ივანიშვილს, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს. “აქ ჩამოვედით იმიტომ, რომ ბიძინამ გაიგოს ჩვენ …

ქვაფენილების აყრის გამო ბათუმში კიდევ ერთი ქუჩა გადაიკეტა

ბათუმში ქვაფენილის აყრა და, შესაბამისად, სხვადასხვა ქუჩის ჩაკეტვა გრძელდება. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, 18 მარტიდან 1-ელ აპრილამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩაზე – მემედ აბაშიძის გამზირიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში. თუმცა 26 მაისის ქუჩაზე მოძრაობა დღეს, 17 მარტს უკვე შეზღუდულია [აბაშიძე-კლდიაშვილის მონაკვეთში. „შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან“, – წერს ბათუმის მერია. ბათუმში …

მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილს ბათუმის მერია ტენდერის გარეშე ყრის

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრა ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტშია გაწერილი და არც სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ფიქსირდება ტენდერი. მიუხედავად იმისა, რომ გამზირი არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ფიგურირებს, ადგილზე სამუშაოებს კერძო კომპანია „ბონდი-2009“ აწარმოებს. მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოდან ამ დრომდე ვერ მივიღეთ განმარტება – რის საფუძველზე მიმდინარეობს სამუშაოები და რა სახსრებით ფინანსდება. ბათუმის …

ბათუმის პარკიდან ქვის სკამებს ხულოში, გოდერძის ალპურ ბაღში წაიღებენ

ბათუმის ცენტრალური პარკიდან ქვის სკამები აიღეს. ცენტრალური პარკისთვის ქვის სკამებისა და სხვა ინვენტარის შესაძენად მერიამ თავის დროზე მილიონ ლარამდე დახარჯა. ქვის სკამებს ბათუმის მერია ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე გოდერძის ალპურ ბაღს გადასცემს, მათ ნაცვლად კი ცენტრალურ პარკში ხის სკამები უკვე განათავსეს. „ქვის სკამები გაირეცხება, მოწესრიგდება და ალპურ ბოტანიკურ ბაღში განთავსდება. რაც შეეხება ხის სკამებს, რომელიც მეტობით …

„ოცნება დისკრიმინაციული ნიშნით გათავისუფლებას აგრძელებს“ – რეორგანიზაცია ბათუმის მერიაში

„საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესები აჩვენებს ხელისუფლების მცდელობას, სრულად დაიმორჩილოს და პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებაროს ინსტიტუტები ამ მიზნით, საჯარო მოხელეთა გათავისუფლების ტალღა ამ დრომდე გრძელდება. ბათუმის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის პროცესიც სწორედ ამ ტენდენციის აშკარა გაგრძელებაა,“ –  ორგანიზაციები „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს ეხმაურებიან. რეორგანიზაცია- რესტრუქტურიზაციის პროცესი …

შპრიცები და ანტისანიტარია ბავშვების სათამაშო მოედანთან – მოქალაქე მესხის ჩიხიდან

„ანტისანიტარიას ვინ ამბობს, შპრიცები ვიპოვეთ სათამაშო მოედანთან… არასდროს გვინახავს ეს მოედანი და აქაურობა დალაგებული,“ – მოგვწერეს ბათუმში, ივანე მესხის ჩიხიდან. მოქალაქის თქმით, სხვადასხვა უწყებას არაერთხელ მიმართეს, მათ შორის, ბათუმის მერიას, მაგრამ არაფერი იცვლება. ამ დასახლებაში სანაგვე ურნების დასაცლელადაც კი, შესაბამისი სამსახური იშვიათად ჩნდება. ივანე მესხის ჩიხში მცხოვრები მოქალაქის თქმით, მინი სტადიონი და გამაჯანსაღებელი მოედანი დაახლოებით …

ბათუმში, თავდადებულზე იზღუდება ტრანსპორტით მოძრაობა ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლების გამო

ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლების გამო, ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მონაკვეთში შეიზღუდება ტრანსპორტით მოძრაობა 8 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით. „საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მარტიდან 15 მარტამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ დღეს, 7 მარტს …

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა 8 მარტს ქალებისთვის უფასო იქნება

ბათუმში, 8 მარტს, მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა ქალებისთვის უფასო იქნება. ინფორმაციას დღეს, 7 მარტს ბათუმის მერია ავრცელებს. „ბათუმის მერია გაცნობებთ, რომ 8 მარტს, ქალთა დღეს, მუნიციპალური ტრანსპორტი ქალ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის მერიის ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი არჩილ გირკელიძე იქნება

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი არჩილ გირკელიძე იქნება. მან სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. საკონკურსო კომისიის ოქმის მიხედვით ის გამარჯვებულად გამოაცხადეს და შესაბამისი სამსახურის უფროსის თანამდებობაზე უკვე დანიშნეს. მერიის ინფორმაციით, „არჩილ გირკელიძეს აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნესის მართვის მიმართულებით. განათლება მიღებული აქვს ჩესტერის უნივერსიტეტში 2010–2011 წლებში. ბაკალავრის ხარისხი მიიღო ფინანსებსა და …

„დღესაც იმავეს გავაკეთებდი“ – ბათუმის მერიის თანამშრომელი პროევროპული განცხადების გამო გათავისუფლებაზე

„ვინც რეორგანიზაციის შედეგად გაგვათავისუფლეს, ერთ წელზე მეტია ველოდით, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. ჯერ კიდევ იანვრამდე იყო დაანონსებული ერთგვარი „გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა“ — ყველამ იცოდა, რომ რეორგანიზაციისას პირველი სამიზნე ე.წ. „პეტიციაზე ხელმომწერები“ და პოლიტიკურად „არასაიმედოები“ იქნებოდნენ“ – წერს ბათუმის მერიის უკვე ყოფილი თამაშრომელი, ნანა ანთაძე ფეისბუქზე.  მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად მას სამსახურის დატოვება მოუწია. ნანა ანთაძე …

რომელ ქუჩებზე შეიზღუდება ბათუმში მოძრაობა 10 დღით

ბათუმის მერია ქვაფენილიანი ქუჩებიდან ქვაფენილის აყრას და მის ასფალტით ჩანაცვლებას აგრძელებს. მერიის განცხადებით, დღეს, 4 მარტის 18 საათიდან 14 მარტის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე, 26 მაისის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში. ასევე, 7 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება პეტრე მელიქიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მონაკვეთში. ბათუმის მერია 15 ქუჩაზე ყრის …

ბათუმის მერიამ 35 პირი გაუშვა სამსახურიდან – ევროპული კურსის მხარდამჭერები

ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის დასასრულს უფრო ცხადი ხდება, რომ მთავარი მიზანი იმ თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა იყო, რომლებიც გაემიჯნნენ 2024 წელს „ოცნების“ პრემიერის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. 2024 წლის დეკემბერში ბათუმის მერიის თანამშრომლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან: „ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც …

“პირადი ნივთები ტრაქტორის ქვეშ ვეძებოთ – ეს სამართალი არ არის” – მუნიციპალური გოგებაშვილზე კაფეებს ანგრევს

დღეს, 28 თებერვალს, გამთენიისას, ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთი კაფე დაანგრიეს, სხვა კაფეების მეპატრონეებს კი დრო მისცეს მათ დასანგრევად. კაფეებს მუნიციპალური ინსპექცია ანგრევს. „მეზობელმა დაგვირეკა, ობიექტი ინგრევაო. პიჟამოებით გამოვიქეცით, ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ – ინვენტარი, კომპიუტერი, დოკუმენტაცია, აბსოლუტურად ყველაფერი არის განადგურებული. ფიზიკურად საშუალება არ მოგვცეს, რომ ჩვენი პირადი ნივთები მაინც აგვეღო. ასე არ შეიძლება, ჩვენ ვცხოვრობთ …

58-სართულიანი შენობები ჩაქვის სანაპიროზე – „ინვესტორი პლაჟს გვიკეტავს“

„დრიმლენდ ოზაისის“ ახალი პროექტი, „დრომლენდ ბოტანიკო“, ჩაქვის ზღვის სანაპიროზე 5 ჰექტრამდე ფართობის ათვისებას გეგმავს. მრავალფუნქციური ობიექტის პროექტი სანაპიროზე, ბათუმის ქუჩის #50-52-ში და მის გაგრძელებაზე, მეზღვაურთა ქუჩის 38-ში 58-სართულიანი შენობების მშენებლობას ითვალისწინებს. „ამ მშენებლობის შემდეგ ჩვენთვის ზღვაზე გასასვლელი ჩაიკეტება, ფაქტობრივად პლაჟით ვეღარ ვისარგებლებთ. ნახეთ ამ კომპანიის მეორე პროექტი, როგორ აქვს ჩაკეტილი პლაჟი და დარწმუნდებით“ – გვითხრა …

Exit mobile version