ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად ნატალია ძიძიგური დანიშნეს. ნატალია ძიძიგური ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოში გახარია პარტიის „საქართველოსთვის“ პარტიული სიით მოხვდა და შემდეგ ხელი შეუწყო ოპოზიციის პროტესტის ჩაშლას. მაგალითად, 2023 წლის 24 ოქტომბერს ნატალია ძიძიგური არ შეუერთდა ოპოზიციის პროტესტს, არ დატოვა საკრებულოს სხდომა და ხმა მისცა „ოცნების“ მიერ დაყენებულ ყველა იმ საკითხს, რის გამოც ოპოზიციამ სხდომა დატოვა. …
Tag Archives: ბათუმის მერია
სოფლის მეურნეობის მინისტრის ცოლი ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს
ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი იწყება. ცვლილებები ადმინისტრაციული სამსახურიდან დაიწყო – ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსად ბათუმის მერმა მარიამ ხაზარაძე დანიშნა. ადმინისტრაციის ახალი უფროსის დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი გიორგი ცინცაძემ 2025 წლის 17 დეკემბერს მოაწერა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მარიამ ხაზარაძე „ინვეტ ჯგუფში“ იურიდიული დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ამ ორგანიზაციის საქმიანობის სფეროა ვეტერინარული მედიკამენტების, ვაქცინების, საკვების, …
Continue reading “სოფლის მეურნეობის მინისტრის ცოლი ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს”
ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან საინფორმაციო დაფას განათავსებენ
ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან, ქალაქის მერია საინფორმაციო დაფის განთავსებას გეგმავს, რომელზეც 9 აპრილს დაღუპულთა სახელები იქნება ქართულ და ინგლისურ ენაზე. ეს მემორიალი შარტავას გამზირზე უკვე მეშვიდე წელია რაც მოწყობილია. პროექტის მიხედვით საინფორმაციო დაფა მემორიალის უკანა მხარეს განთავსდება. „გმირთა ხეივანში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან საინფორმაციო დაფის მოწყობაზე“ ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს …
Continue reading “ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან საინფორმაციო დაფას განათავსებენ”
ვინ რა ჰონორარი მიიღო 428 ათასი ლარიდან – ბათუმში საახალწლო კონცერტები დასრულდა
ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 7 იანვარს დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილე სოლო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ჯგუფების, დიჯეებისა და სხვა მონაწილეთა ჰონორარებში ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 428 ათასი ლარი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიხარჯება. თავდაპირველად ჰონორარის მიმღებთა სიაში სულ 96 მუსიკოსი, ჯგუფი თუ დიჯეი იყო. კონცერტებში მონაწილეებთან [ჰონორარის მიმღებ პირებთან თუ მათ მენეჯერებთან] გაფორმებულ ხელშეკრულებებს ბათუმის კულტურის ცენტრი ეტაპობრივად აქვეყნებს …
Continue reading “ვინ რა ჰონორარი მიიღო 428 ათასი ლარიდან – ბათუმში საახალწლო კონცერტები დასრულდა”
ბათუმის მერმა რეორგანიზაცია გამოაცხადა – ვინ დაკარგავს სამსახურს
ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ რეორგანიზაცია გამოაცხადა. მერის ბრძანების მიხედვით ცვლილებები შეეხებათ მერიის ორგანიზაციებსაც. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მერი სავარაუდოდ მხოლოდ გადაადგილებებით არ შემოიფარგლება და ათეულობით თანამშრომელმა შესაძლოა სამსახური დაკარგოს. განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2024 წლის ბოლოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გაემიჯნა. ამ ინფორმაციის გადამოწმება მერიაში ვცადეთ, თუმცა – უშედეგოდ. მერიიდან მოგვწერეს, რომ ჯერ რეორგანიზაციის გეგმაა შესამუშავებელი: „ამ …
Continue reading “ბათუმის მერმა რეორგანიზაცია გამოაცხადა – ვინ დაკარგავს სამსახურს”
რას უპირებს ბათუმის მერია დაზიანებულ მოსაცდელებს
ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებების ბევრ ადგილას არ არის მოსაცდელები; ზოგან ისინი საერთოდ აიღეს, ზოგან კი კონსტრუქციები დაზიანებულია და თვეების განმავლობაში არავინ აკეთებს. ქალაქის მერიაში დღეს, 9 იანვარს, „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „მუშავდება ახალი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე არსებული ყველა დაზიანებული მოსაცდელი ჩანაცვლდება“. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებისთვის 2026 წლის ქალაქის …
Continue reading “რას უპირებს ბათუმის მერია დაზიანებულ მოსაცდელებს”
ვის რამდენი შეხვდა 428 ათასი ლარიდან – საახალწლო კონცერტების ჰონორარები ბათუმში
ბათუმის მერია ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებების გამართვას, რომელიც 2025 წლის 20 დეკემბრიდან დაიწყო, 2026 წლის 7 იანვრის ჩათვლით პერიოდში გეგმავს. ღონისძიებაში მონაწილე სოლო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ჯგუფების, დიჯეებისა და სხვა მონაწილეთა ჰონორარებში ჯამში 428 ათასი ლარი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიხარჯება. ჰონორარის მიმღებთა სიაში სულ 96 მუსიკოსი, ჯგუფი თუ დიჯეია. შესაბამის ხელშეკრულებებს ბათუმის კულტურის …
Continue reading “ვის რამდენი შეხვდა 428 ათასი ლარიდან – საახალწლო კონცერტების ჰონორარები ბათუმში”
ბათუმში №7 და №7ა რამდენიმე თვით მარშრუტს შეიცვლის
ბათუმში 3 იანვრიდან დროებით იზღუდება მოძრაობა მამია ვარშანიძის ქუჩაზე, ლუკა ასათიანის ქუჩიდან სულაბერიძის ქუჩამდე მონაკვეთში და შესაბამისად, №7 და №7ა მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ სხვა მარშრუტით. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცნობით, №7 იმოძრავებს შემდეგ მარშრუტზე: სულაბერიძის ქუჩა → ბაგრატიონის ქუჩა → ასათიანის ქუჩა → ვარშანიძის ქუჩა. ხოლო №7ა შემდეგ მარშრუტზე: ვარშანიძის ქუჩა → ასათიანის ქუჩა → ბაგრატიონის ქუჩა …
Continue reading “ბათუმში №7 და №7ა რამდენიმე თვით მარშრუტს შეიცვლის”
ბათუმში შეიზღუდება მოძრაობა გოგებაშვილის ქუჩის მარჯვენა მხარეს და ვარშანიძის მონაკვეთში
ბათუმში 3 იანვრიდან მარტის ბოლომდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მამია ვარშანიძის ქუჩაზე, ლუკა ასათიანის ქუჩიდან სულაბერიძის ქუჩამდე მონაკვეთში. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეზღუდვა მამია ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების კეთილმოწყობის პროექტს უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ მონაკვეთზე განხორციელდება სანიაღვრე ქსელისა და ტროტუარის მოწყობა, განათების სისტემის რეაბილიტაცია და ასფალტის საფარის დაგება. „ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 იანვრიდან …
1.57 ლარი დღეში ერთ ადამიანს – რა თანხას ხარჯავს ბათუმის მერია უფასო სასადილოში ხალხის კვებაზე
ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტომ უფასო სასადილოების დაფინანსება სრულად ვერ აითვისა – 610 000 ლარი მორჩა. მერიაში ირწმუნებიან, რომ ერთი ბენეფიციარის კვებისთვის, სპეციალისტების მიერ გამოთვლილი კალორაჟის შესაბამისად, 3 ლარი და 60 თეთრი აქვთ დღეში გათვალისწინებული. დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც „ბათუმელებმა“ შეისწავლა, ხარჯი ერთ ადამიანზე დღეში 2 ლარზე ნაკლებია. სინამდვილეში კი 1 ლარსა და 57 თეთრს ხარჯავენ. ეკონომია …
ბათუმის მერია 9 წელია ახალ სასაფლაოს ვერ ხსნის, მაგრამ იქ უპატრონო მიცვალებულებს კრძალავს
ბათუმში ახალი სასაფლაოს გახსნა უკვე მეათე წელია ჭიანურდება. ქალაქის მოქმედ სასაფლაოებზე კი თავისუფალი ადგილები, ფაქტობრივად, აღარ არის. ახალი სასაფლაოსთვის 168 300 კვადრატული მეტრი [16,8 ჰექტარი] ტერიტორიაა გამოყოფილი და მის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან სულ ცოტა 3,5 მილიონი ლარია დახარჯული. სასაფლაო ჩაქვის დასახლებაში 2017 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა ქალაქის მერია იქ მხოლოდ უპატრონო მიცვალებულებს კრძალავს. ბათუმის 2026 …
საახალწლოდ ბათუმში მუსიკოსების ჰონორარებში 428 ათასი ლარი დაიხარჯება
ბათუმის მერია ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებების გამართვას 20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პერიოდში გეგმავს. ღონისძიებაში მონაწილე სოლოშემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ჯგუფების, დიჯეებისა და სხვა მონაწილეთა ჰონორარებში კი 428 ათასი ლარი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიხარჯება. ახალი წლის ღონისძიებებისთვის ბათუმში დაიხარჯება მთლიანობაში 1 მილიონ 667 ათას 609 ლარი. მათ შორის: ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ტენდერში გამარჯვებულ …
Continue reading “საახალწლოდ ბათუმში მუსიკოსების ჰონორარებში 428 ათასი ლარი დაიხარჯება”
„საბავშვო ბაღის რიგშია 776 ბავშვი“ – რატომ არ აშენებს ბათუმის მერია ახალ ბაღებს?
ბათუმში 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით არც ერთი ახალი საბავშვო ბაღი არ აშენდება. ამ დროს ათასობით ბავშვი საბავშვო ბაღის მიღმაა, კერძო ბაღის საფასური კი, თვეში მინიმუმ 450 ლარიდან იწყება. პრობლემის შესახებ კარგად იციან ბათუმის მერიაში, თუმცა აქ წელს, მაგალითად, ხელფასების გაზრდა არჩიეს – 6,7 მილიონით – საბავშვო ბაღის აშენებას. საბავშვო ბაღების პრობლემაზე ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ არ …
Continue reading “„საბავშვო ბაღის რიგშია 776 ბავშვი“ – რატომ არ აშენებს ბათუმის მერია ახალ ბაღებს?”
„დინამო ბათუმს“ ამჯერად 1 ლარად ყიდიან ინვესტიციის ჩადების პირობით – ვინ იქნება მყიდველი
მას შემდეგ, რაც შპს „ლამინთან“ ხელშეკრულება მოშალეს, „დინამო ბათუმის“ გასხვისებას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით გეგმავენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, კლუბის შეძენით სააქციო საზოგადოება [სს] „საფეხბურთო კლუბი დბ 1923“-ია დაინტერესებული [დბ – იგივე დინამო ბათუმი]. სს „საფეხბურთო კლუბი დბ 1923“ კლუბის გადაცემას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ითხოვს და მთავრობას 30-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას ჰპირდება. …
ბათუმის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი იზრდება და 9600 ლარი იქნება
იანვრიდან ბათუმის მერის ხელფასი 9600 ლარი იქნება, გაიზრდება და ამდენივე იქნება საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი. ამ დრომდე ბათუმის მერის ხელფასი 8760 ლარი იყო. ბათუმის წინა არჩეული მერი უფლებამოსილების მიწურულს გადადგა. იმის წინაც გადადგა, ისე რომ ამომრჩევლისთვის გადადგომის მიზეზი არ აუხსნია. ეს ფორმალურად, სინამდვილეში კი ბათუმში ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ მათ გადადგომა მოსთხოვეს, გადააყენეს, ფორმალურად კი განცხადებები …
Continue reading “ბათუმის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი იზრდება და 9600 ლარი იქნება”
ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრა-ასფალტის დაგებაზე ტენდერი 6,4 მილიონი ლარით გამოაცხადეს
ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრასა და ასფალტბეტონის დაგებაზე მერიის სამმართველომ ტენდერი 6 432 351 ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით სამუშაოები 2027 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს. ქვაფენილს ამჯერად შემდეგ ქუჩებზე აყრიან: დემეტრე თავდადებულის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, 26 მაისის, დავით კლდიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ხარიტონ ახვლედიანის, სტეფანე ზუბალაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, ჰაიდარ აბაშიძის, იორდან მეტაქსას, სელიმ ხიმშიაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, მიხეილ …
უსახლკაროები: ბათუმის მერიამ ქირის ფულს მოგცემთო, მაგრამ მესაკუთრეები ხელშეკრულებას არ გვიფორმებენ
„მთელი ქალაქი დავიარე, გასაქირავებელ ყველა ბინაში მივედი, ერთი მესაკუთრეც კი ვერ ვნახე, რომელიც თანახმაა ხელშეკრულების გაფორმებაზე,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე. ის ერთ-ერთია ბათუმელ უსახლკაროებს შორის, რომელიც წლებია ყურადღებას ითხოვენ. უსახლკაროები ბათუმის ახალი მერის, გიორგი ცინცაძის მიდგომაზე ჰყვებიან: მერიას ამჯერადაც არ აქვს კონკრეტული პროგრამა, უსახლკაროებს არც ბინებს აძლევენ მერიის საბინაო ფონდიდან, მაგრამ გიორგი ცინცაძე უსახლკაროებს სთავაზობს …
ახალ საბავშვო ბაღებს ბათუმის მერია 2026 წელს არ ააშენებს
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქალაქში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. მომავალ წელს მერია ორი ბაღის შენობის, სამი ბაღის ეზოს კეთილმოწყობას და ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულებას გეგმავს „ოცნების ქალაქში“. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მუნიციპალური საბავშვო ბაღების ნაკლებობაა და ამას მერიაც აღიარებს, ახალი ბაღის მშენებლობისთვის თანხა მაინც არ გაითვალისწინეს. მიზეზს …
Continue reading “ახალ საბავშვო ბაღებს ბათუმის მერია 2026 წელს არ ააშენებს”
ბათუმში ისტორიული სახლის გადარჩენის ოპერაცია დანგრევით დასრულდა – მერია დუმს
ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ისტორიული სახლი ჯერ უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრეს, შემდეგ კი „მიწასთან გაასწორეს“. ასე გათავისუფლდა ადგილი ბათუმის ისტორიულ ზონაში სამშენებლოდ. ერთ კვირაზე მეტია, რაც „ბათუმელები“ მერიისგან ელოდება პასუხს კითხვებზე: ვინ გადაწყვიტა შენობის საბოლოოდ დანგრევა და რას ეყრდნობოდა ეს გადაწყვეტილება? არსებობს თუ არა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა? მერია კითხვებს არ პასუხობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მერია …
Continue reading “ბათუმში ისტორიული სახლის გადარჩენის ოპერაცია დანგრევით დასრულდა – მერია დუმს”
ბათუმის მერია შსს-ს 10 საგუშაგოს გადასცემს, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 338 ათასი ლარი დაიხარჯა
ბათუმის ზღვისპირა ზოლში განთავსებულ 10 ახალ სტაციონარულ საგუშაგოს მერია შსს-ს გადასცემს. ამ საგუშაგოების [სამაშველო კოშკურების] მოწყობაში ქალაქის ბიუჯეტიდან 338 ათას 223 ლარი დაიხარჯა. ქონების გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო 1-ელი დეკემბრის სხდომაზე განიხილავს. 10 ახალი სამაშველო კოშკურა, ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტის მიხედვით გადანაწილებულია კვარიათის, გონიოს, ბათუმის ახალი და ძველი ბულვარის, ასევე მახინჯაურისა და მწვანე კონცხის პლაჟებზე. „სტაციონალური …
გეგმავს თუ არა ბათუმის მერია სოციალური სახლის აშენებას – რა წერია 2026 წლის ბიუჯეტში
გეგმავს თუ არა ბათუმის მერია სოციალური სახლის მშენებლობას იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ გამოსყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ? – ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ერთი მხრივ ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს მერია მომავალ წელს ახალი სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს, თუმცა, როგორც ირკვევა, ახალი სოციალური სახლის მშენებლობა კი არა, ისევ ე.წ. ხელმისაწვდომი საცხოვრისის, ანუ „იაფი სახლის“ მშენებლობაა დაგეგმილი. ბევრი …
რატომ ვერ ააშენეს ახალი გზა ბათუმში, რომელმაც ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩები უნდა შეაერთოს
ბათუმში ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ ორი ქუჩის დასაკავშირებლად ხელშეკრულება ბათუმის მერიას 2025 წლის თებერვალში აქვს გაფორმებული ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი-2009“-თან, ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში კი ამისათვის 2,3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამავე კომპანიას ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების დამაკავშირებელი გზაც უნდა აეშენებინა, რისთვისაც ბიუჯეტში დამატებით 1,3 …
38-სართულიანი კორპუსი 140 ავტომანქანის ადგილით – პროექტი ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე
ბათუმში, ავტოსადგურთან, შავშეთისა და სევერიანე აჭარელის ქუჩების კვეთაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას შპს „დურსუნი“ გეგმავს. სამშენებლო ტერიტორია კვარტალს მოიცავს და 9 საკადასტრო ერთეულს აერთიანებს. შავშეთის ქუჩაზე გადის საერთო სარგებლობის შიდა საქალაქო მნიშვნელობის გზა, საკვლევი ტერიტორიის სავალი ნაწილის სიგანე სამშენებლოდ მომზადებული მიწის ნაკვეთების მიმდებარედ 10,8 მეტრია, აქ დაშვებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა. მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით ამ ქუჩაზე …
Continue reading “38-სართულიანი კორპუსი 140 ავტომანქანის ადგილით – პროექტი ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე”
რას სთავაზობს „ოცნების“ შემწირველის კომპანია ბათუმის მერიას და რის სანაცვლოდ
მშენებელი კომპანია ახალი პროექტის მაქსიმალურ სიმაღლეზე [კ2] თანხმობის სანაცვლოდ ბათუმის მერიას სკვერის მოწყობას სთავაზობს. კომპანია სკვერის აშენებას გეგმავს მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთზე, რომელიც ასევე თავისი სხვა კომპანიის სამშენებლო პროექტის წინ მდებარეობს. მერია თანახმაა, ახლა გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს. „მიეცეს დადებითი რეკომენდაცია შპს „ბათომი დეველოპმენტი“-ს მუნიციპალურ მიზნობრივ პროგრამაში ჩართვასა და მის ფარგლებში განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის …
Continue reading “რას სთავაზობს „ოცნების“ შემწირველის კომპანია ბათუმის მერიას და რის სანაცვლოდ”
შსს ბათუმში ჩამონგრეული სახლის ადგილას აშენებულ კორპუსში 256 კვ.მ-ს ითხოვს
ბათუმში, ახალ კორპუსში, რომელიც 26 მაისის 13 ნომერში ჩამონგრეული სახლის ადგილზე ააშენეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო 256 კვადრატულ მეტრ ფართობს ითხოვს. აღნიშნული ფართობი პირველ სართულზე მდებარეობს და ის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. შსს არ აკონკრეტებს, რისთვის სჭირდება აღნიშნული ფართობი. ბათუმის მერია თანახმაა აღნიშნული კომერციული ფართობი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს საკუთრებაში. შესაბამისი პროექტი მერიამ საკრებულოში უკვე შეიტანა. პროექტის ინიციატორია …
Continue reading “შსს ბათუმში ჩამონგრეული სახლის ადგილას აშენებულ კორპუსში 256 კვ.მ-ს ითხოვს”
ბათუმის მერიის ურბანული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა გიორგი წანაწყენიშვილმა თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ „ბათუმელებს“ სამსახურის ყოფილმა უფროსმა თავად დაუდასტურა სატელეფონო საუბარში. მან გვითხრა, რომ დაბრუნდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში სამუშაოდ, სადაც მანამდე მუშაობდა, ვიდრე ბათუმის მერიაში დასაქმდებოდა: „ დიახ, 2 წლის განმავლობაში დავეხმარე ქალაქს და დავბრუნდი“. მის დანიშვნამდე და ახლაც ბათუმის ქაოსური განაშენიანება და მასთან …
Continue reading “ბათუმის მერიის ურბანული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა”
„კომპანია აანაზღაურებს“ – ბათუმის მერიის პასუხი მოქალაქეს, რომელიც სახლის ჩამონგრევის რისკებზე წერს
„განგიმარტავთ, რომ მშენებლობის მიმდინარეობის დროს დამდგარ ზიანთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მშენებლობის ნებართვის მფლობელს, რომელიც ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაუროს ზიანი“, – ასე პასუხობს ბათუმის მერია მოქალაქეს, რომელიც წერილობით ატყობინებს, რომ ავარიული სახლის გვერდით მიმდინარე მშენებლობის მასშტაბის გამო ამ სახლის კედლებს დამატებითი ბზარები გაუჩნდა. ამ ავარიულ სახლში 30 ოჯახი ცხოვრობს. მოქალაქე ნონა ასკურავა თავისი წერილით …
ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის მოწყობაზე ბათუმის მერიამ მორიგი ტენდერი გამოაცხადა
ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობის სამუშაოებზე მერიამ მორიგი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ამჯერად 9 მილიონ 608 515 ლარია. ტენდერით გათვალისწინებული პირობების მიხედვით წინადადებების მიღება 2025 წლის 7 დეკემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 12 დეკემბერს დასრულდება. მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრისა და იპოდრომის მოწყობა ბათუმში იქცა გამოწვევად, რომელსაც ბათუმის მერიამ წლების განმავლობაში თავი ვერ …
Continue reading “ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის მოწყობაზე ბათუმის მერიამ მორიგი ტენდერი გამოაცხადა”
ბათუმის აეროპორტი გაფართოებას აპირებს
ბათუმის მერიამ ვებგვერდზე ატვირთა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც „ბათუმის აეროპორტის“ გენერალური მენეჯერის მოადგილე, მერთ კანდიელი აეროპორტის ექსპლუატაციის ცვლილების პროექტზე წერს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს ელენე ღუბიანურს. ამ წერილში მერთ კანდიელი ეროვნულ სააგენტოს უფროსს სთხოვს გაუზიაროს მოსაზრება აეროპორტის გაფართოების პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჭიროების თაობაზე. იქვე მიუთითებს, რომ სკრინინგის ანგარიში უკვე გაგზავნილია. მერთ კანდიელის ინფორმაციით, ამ წერილს …
ბათუმის მერიამ „ოცნების“ დეპუტატის კომპანია 25 ათასი ლარით დააჯარიმა უნებართვო მშენებლობის გამო
25 ათასი ლარით დააჯარიმა ბათუმის მერიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატის გია ჭყონიას კუთვნილი კომპანია, უნებართვო მშენებლობის გამო. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჭყონია, ბათუმის მერის კაბინეტის ფანჯრების წინ უნებართვოდ აშენებს. 21 ნოემბერს, დაახლოებით შუაღამის 02 საათისთვის ასათიანი/მარჯანიშვილის ქუჩების კუთხეში მდებარე სახლთან ამწე მიიყვანეს და უნებართვოდ აშენებულ 2 სართულს ასევე უნებართვო კონსტრუქცია დაადგეს – კოლონადა, რომელსაც ზედ კოშკი …
რას უპირებს მერია გარემოვაჭრეებს ბათუმში – „თუ საარჩევნოდ შეიძლებოდა, ახლა აღარ შეიძლება?“
„თუ აქამდე შეიძლებოდა, მთელი ზაფხული შეიძლებოდა, საარჩევნოდაც შეიძლებოდა, ახლა აღარ შეიძლება?” – სვამს კითხვას 63 წლის გარემოვაჭრე ნუნუ ბერიძე ბათუმიდან. ის 14 წელია ბათუმში, ბონის ბაზრის წინ, ლიანდაგებთან ვაჭრობს. 18 ნოემბერს ნუნუსთან და სხვა გარემოვაჭრეებთან ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ და გააფრთხილეს. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელთა თქმით, გარევაჭრობა „ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს“. არც ნუნუ ბერიძე და …
1.3 მილიონს გადააჭარბა ბათუმში ახალი წლის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯებმა ჰონორარების გარეშე
საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ჯამში 349 ათას 943 ლარით ორი ტენდერი გამოაცხადა. საახალწლო დღეებში მანათობელი კონსტრუქციებით ბათუმის გაფორმებისთვის კი ტენდერი მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული 976 ათას 60 ლარით. რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებს, ბათუმის მერია ტრადიციულად, ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გასცემს. საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეები და მათი ჰონორარები ჯერ ცნობილი არ არის. …
ბათუმის მერიასთან გზა გადაკეტეს – „ვითხოვთ მერთან შეხვედრას“
დღეს, 19 ნოემბერს, ბათუმის მერიასთან ასამდე მოქალაქე შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მშენებელი კომპანიისგან დაზარალებულები არიან და მერიას სთხოვენ დახმარებას ბინების მიღებაში, რომელთა თანხაც გადახდილი აქვთ, თუმცა მშენებლობა შეჩერებულია. მოქალაქეების თქმით, საქმე ეხება ბათუმში, ბაგრატიონის #113-ში მიმდინარე მშენებლობას, რომელშიც ბინა მოქალაქეებს წლების წინ აქვთ შეძენილი, თუმცა პროექტი რამდენიმე კომპანიაზე გადაიყიდა, საცხოვრებელი კორპუსი …
Continue reading “ბათუმის მერიასთან გზა გადაკეტეს – „ვითხოვთ მერთან შეხვედრას“”
ბათუმის მერია ქვაფენილს კიდევ 15 ქუჩაზე აყრის და ასფალტბეტონს დააგებს
ბათუმის მერია აგრძელებს ქალაქის ქუჩებში ქვაფენილების აყრას და მის ნაცვლად ასფალტბეტონის დაგებას. ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ქვაფენილს კიდევ 15 ქუჩაზე აყრიან. სამუშაოებისთვის კი მომავალ წელს 3 მილიონ 230 ათას 163 ლარია გაწერილი. 2026-2027 წლებში ქვაფენილის აყრა და ასფალტბეტონის საფარის მოწყობა შემდეგ ქუჩებზეა დაგეგმილი: დემეტრე თავდადებულის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, 26 მაისის, დავით კლდიაშვილის, კოტე …
Continue reading “ბათუმის მერია ქვაფენილს კიდევ 15 ქუჩაზე აყრის და ასფალტბეტონს დააგებს”
ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ევკალიპტის ხეები ჩააბეტონეს – რას ამბობს მერია
ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ევკალიპტის და ნაძვის ხეები ჩააბეტონეს. როგორც ამ ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქემ, ლელა ჯაფარიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ჩაბეტონებული ხეები 10 ნოემბერს შენიშნა პირველად. „ხეების წინ კორპუსები აშენდა, ალბათ ამ ხეების მოჭრას აპირებენ და ამიტომ დააბეტონეს“ – ამბობს მოქალაქე. კადრებზე, რომლებიც მოგვაწოდეს, ჩანს 3 ევკალიპტის ხე, რომელთა ფესვებიც მთლიანად ბეტონითაა დაფარული. მოქალაქის თქმით, ევკალიპტის ხეები 50-ზე …
Continue reading “ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ევკალიპტის ხეები ჩააბეტონეს – რას ამბობს მერია”
რა კეთდება ევროპის დახმარებით ბათუმში და რამდენს ვიხდით შეღავათიანი სესხის დასაფარად
სასესხო ვალდებულებების დასაფარად ბათუმის მერიას 2025 წლის ბიუჯეტში 46 მილიონ 933 100 ლარი აქვს გათვალისწინებული. გეგმის მიხედვით, მერიას ამ თანხიდან 17 მილიონ 493 800 ლარი სამ კვარტალში უნდა დაეფარა. მერიამ ეს გეგმა შეასრულა. ამაში შედის როგორც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან [KfW] მიღებული სესხების, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან [EBRD] მიღებული სესხის მომსახურება. სასმელი წყლისა …