2 მილიონად გაარემონტებენ ბათუმის მერიის შენობას ლერმონტოვის ქუჩაზე

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის 2,2 მილიონი ლარია გამოყოფილი. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი 2 255 186 ლარით გამოაცხადა.  პროექტის რენდერების მიხედვით რეაბილიტაციის შემდეგ შენობაზე წარწერის „ქ. ბათუმის მერია“ ნაცვლად იქნება წარწერა – „ა[ა]იპ – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“. სარეაბილიტაციო პროექტში აღნიშნულია, რომ არსებული …

3 კვ.მეტრი ფართობი ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, 249 995 ლარად გასხვისდა – აუქციონი

ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის #3-ში, ბათუმის მერიამ 3 კვ.მეტრი ფართობი კომერციული დანიშნულებით, აუქციონზე 9 ივნისს გაიტანა. პირობის მიხედვით, მოსარგებლემ, მერიასთან შეთანხმებული ესკიზის შესაბამისად, უნდა მოამზადოს სავაჭრო ჯიხური სუვენირებისთვის. მერია გამარჯვებულთან ხელშეკრულებას აუქციონის დასრულების შემდეგ აფორმებს.   მერიამ 3 კვ.მეტრი ფართობი საიჯარო წესით გასასხვისებლად წლის ბოლომდე გამოიტანა. საწყისი ფასი 620 ლარი, ხოლო ვაჭრობის ბიჯი 19 ლარი იყო. …

როგორ ჩახერგა და დაამახანჯა გონიო-კვარიათის სანაპირო ბათუმის მერიამ – ფოტორეპორტაჟი

„ჩახერგეს და დაამახინჯეს“, „წაართვეს და ვეღარ იბრუნებენ“ – ძირითადად ასეთი რეაქცია აქვთ მოქალაქეებს გონიოში მიმდინარე სამშენებლო პროცესზე საუბრისას. ასეთი რეაქცია აქვთ მათაც, ვინც ადრე ბათუმის მერიას ნებართვების გაცემის გაჭიანურებას საყვედურობდა.  „დიახ, გვინდოდა, სასტუმროც გვინდოდა და რესტორანიც, მაგრამ ასე არა. ყველაფერი მათთვის? ჰაერიც აღარ გვაქვს, გასავლელი არ დაგვრჩა. მოდიან, კიდევ ეძებენ ადგილებს ასაშენებლად, მერია სულ თანახმაა. …

ქუჩა ბათუმში, სადაც ასფალტი მხოლოდ დასაწყისში დააგეს – რას ამბობენ ბათუმის მერიაში

„ივანე მესხის მეორე ჩიხში გზა ნახევრად გააკეთეს. როცა ვიკითხეთ, რატომ დატოვეთ ქუჩა გასაკეთებელიო, გვიპასუხეს, ასეთია ბრძანებაო, ამის შემდეგ სხვები დააგებენო, მაგრამ არავინ გამოჩენილა“, – მოგვწერეს ბათუმში, ივანე მესხის მეორე ჩიხიდან. ეს აეროპორტის დასახლებაა. ივანე მესხის მეორეს ჩიხის დასაწყისში ასფალტის ახალი საფარი დაგხვდებათ შესაბამისი საგზაო მონიშვნით, თუმცა როგორც კი რამდენიმე ნაბიჯს გადადგამთ და მოსახვევს შემოუვლით, ისევ …

ბათუმის მერია გასაყიდად ამზადებს მიწის ნაკვეთს შინდისის ქუჩაზე

ბათუმის მერია შინდისის ქუჩაზე, #9- ის მიმდებარედ მცირე ზომის მიწის ნაკვეთის გაყიდვას უპირობო აუქციონით გეგმავს. ამ საკითხზე საკრებულომაც იმსჯელა და 29 მაიისს სხდომაზე კითხვების გარეშე დაამტკიცა ის. საზოგადოებას კი კითხვები ნამდვილად აქვს და აინტერესებს როგორ პოულობს მერია დაინტერესებული მშენებლებისთვის გასაყიდ მიწის ნაკვეთებს, როცა საბაშვო ბაღის ასაშენებლად ადგილს 2 წელია ეძებს და ვერ პოულობს. 150 კვ.მეტრი …

როგორ გაუყიდეს ოჯახებს კერძო საკუთრებასთან მისასვლელი – მოქალაქეები მერიის წინააღმდეგ

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს #63-ში მცხოვრებ მოქალაქეებს: ანზორ ძირკვაძესა და ლამარა აბაშიძეს მერიამ კომერციულ საკუთრებამდე მისასვლელი გაუყიდა. კომერციული ფართობების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მერიამ ისინი აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის ოჯახის ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ დაჩაგრა. გაყიდული მუნიციპალური ქონებისთვის დავა უფრო და უფრო მწვავდება. „ბათუმელებმა“ ამ თემაზე 22 მაისს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია და ვიდეო მასალაც. ახლახან კომერციული ფართობების …

ბულვართან პლაჟები მაღალი კონკურენციის პირობებში გაასხვისეს – გონიოში კი აუქციონები მეტწილად ჩაიშალა

ბათუმის ბულვარის გასწვრივ მცირე ზომის მიწის ნაკვეთები პლაჟზე მაღალი კონკურენციის პირობებში გაასხვისეს, გონიო კვარიათში, მახინჯაურში და მწვანე კონცხზე კი აუქციონები უმეტესად ჩაიშალა. ბათუმის მერიამ გონიოში, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის პლაჟებზე მცირე ზომის ადგილები კომერციული საქმიანობებისთვის საიჯარო წესით გასასხვისებლად 3 ივნისს გაიტანა ელექტრონულ აუქციონზე. გასხვისდა მხოლოდ რამდენიმე მათგანი, უმეტესწილად აუქციონები არ შედგა იმის გამო, რომ მონაწილეობა …

„დედა, ნაყინი მინდა“ – მარტოხელა 30 წლის დედა 4 შვილით ბარაკში

„მინდა, რომ ჩემს შვილებს სახლი ჰქონდეთ, მეტს არაფერს არ ვითხოვ,“ – ამბობს 30 წლის ირმა მამულაძე. იგი მარტოხელა დედაა, 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ბათუმში, ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობს. ირმა მამულაძე ბინას ითხოვს. იგი რამდენჯერმე იყო ბათუმში გამართულ აქციაზე, სადაც უსახლკაროებმა ბინა მოითხოვეს. მარტოხელა დედის თქმით, 4 შვილთან ერთად მერიასთან მისულ დედასაც კი არ შეხვდა …

ბათუმის მერიამ შინდისის გმირების სკვერის განახლება დაიწყო

ბათუმის მერია შინდისის სკვერში სკამებს აახლებს. მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება ქალაქის სხვა სკვერებშიც. შინდისის პარკიდან ვიდეორეპორტაჟი „ბათუმელებმა“ 8 ივნისს გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენები იყო პარკში არსებული მდგომარეობა – სკამების ნაწილი ამომტვრეულია, ქვის დატეხილი ფილები იქვე ყრია სკვერში, სადაც ბავშვები თამაშობენ, შადრევნიდან წყალი ქვაფენილზე იღვრება და ირგვლივ დატბორილია. მუნიციპალური სერვისების სააგენტო ფეისბუქზე …

ბარცხანის ხიდი 2 დღით ჩაიკეტება – იცვლება ავტობუსების მარშრუტი

ბათუმის მერიის ინფორმაციით 6 ივნისის დილის 9 საათიდან 8 ივნისის დილის 9 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ე.წ. ბარცხანის ხიდზე, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩამდე მონაკვეთში. შეფერხების მიზეზი საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რაც ითვალისწინებს ხიდზე გზის სავალი ნაწილის განახლებას. სამუშაოებთან დაკავშირებით დროებითი ცვლილებები შედის მუნიციპალური ტრანსპორტის შემდეგ სამარშრუტო მიმართულებებში: №8 – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს …

ბათუმის მერიამ გოგებაშვილზე გარე ვაჭრობისთვის ფასი განსაზღვრა – ვის შეხვდება ადგილები

ბათუმის მერიამ გოგებაშვილის ქუჩაზე გარე ვაჭრობისთვის 1. კვ. მეტრის ფასი განსაზღვრა. ამ ქუჩაზე, რესტორან „სანაპიროს“ მიმდებარედ, საქმიანობის უფლებას სუვენირებით და წვენებით მოვაჭრეები ითხოვდნენ. მერიის ინფორმაციით, რაზეც განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერენ, ამ ქუჩაზე საბაზრო ღირებულება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შესაბამისად განსაზღვრეს და 1 კვ.მეტრით სარგებლობის უფლება წლიურად 400 ლარი იქნება. დასკვნის თანახმად, გოგებაშვილის ქუჩაზე 1.კვ …

ბათუმში ერთი კვარტლის ჩანაცვლებას გეგმავენ – რატომ დამალა საკრებულომ პროექტი დამტკიცებამდე

შპს „ოპუს ცენტრი“ ბათუმში ერთი კვარტლის ჩანაცვლებას გეგმავს – გრიბოედოვის ქუჩიდან კომახიძის ქუჩამდე 1,4 განაშენიანებული ჰექტრის ჩანაცვლების პროექტი, [განაშენიანების დეტალური გეგმა – გდგ] ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 130 მილიონი აშშ დოლარია. პროექტი იმდენად მასშტაბურია, რომ მისი დასრულების შემდეგ ის უბანს მნიშვნელოვნად შეცვლის. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ისე დაამტკიცეს, რომ ის საჯარო გაცნობისთვის არ გამოუქვეყნებიათ. …

აეროპორტის გზატკეცილი ნაწილობრივ ჩაიკეტება – იცვლება ავტობუსების მარშრუტი

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 1-ლი ივნისის 00:00 საათიდან 5 ივნისამდე, აეროპორტის გზატკეცილის №1-დან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე მონაკვეთზე [„ვოქსიდან“ ანგისის საავადმყოფომდე] სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ შეცვლილი მარშრუტებით, კერძოდ: №2 ინასარიძის ქ. – კობალაძის ქ. – შ. ხიმშიაშვილის ქ. – კაჩინსკების ქ. – ლორთქიფანიძის ქ. – კოტე აფხაზის …

„ამოტუმბვა ძვირი დაჯდება, ვის გადავახდევინო“ – პენსიონერი ბათუმიდან, სადაც კანალიზაცია ისევ არაა

„კი ამოტუმბავენ, მაგრამ შარშან 130 ლარი დამიჯდა, ახლა უფრო ძვირი დამიჯდება… წამალს ვერ ვყიდულობ, პენსიონერი ვარ, სიმსივნით დაავადებული,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 73 წლის ნაზი თაფაქიძე. ის აეროპორტის გზატკეცილზე ცხოვრობს. მისი სახლის ეზოში მოწყობილი „შამბოდან“ რამდენიმე დღეა კანალიზაცია ეზოში გადმოდის. ამ დასახლებაში კანალიზაციის სისტემა წლებია არ არსებობს. „ოცნებას“ მოსახლეობასთან არც ეს დაპირება არ შეუსრულებია – პირიქით, …

მერიამ ბათუმში ფესტივალების ადგილი და ფასი განსაზღვრა

ბათუმის მერიამ ქალაქის ტერიტორიებზე, საზოგადოებრივ სივრცეებში ფესტივალების ფარგლებში გამოფენა-გაყიდვის მოსაწყობად კონკრეტული ტერიტორიების გადაცემის ფასი განსაზღვრა, საკრებულომ კი დღეს, 29  მაისს სხდომაზე დაამტკიცა. გარდა ამისა, საკრებულომ მერს თანხმობა მისცა, პირდაპირი წესით, „სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით“ განკარგოს კონკრეტული ადგილები ფესტივალების, მოქმედი გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების დასარეგულირებლად.  მერიის განმარტებით, ფასების განსაზღვრა დღის წესრიგში დადგა იმის გამო, რომ „ფესტივალების …

ბათუმის ცენტრალური პარკი სამართავად ბოტანიკურ ბაღს გადასცეს

ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორია მერიამ სამართავად ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკურ ბაღს“ გადასცა. შესაბამისად, პარკში კომერციულ და სხვა საქმიანობებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ეს ა(ა)იპი მიიღებს. შეათანხმა თუ არა მერიამ გადაწყვეტილება საკრებულოს არ ვიცით, საკითხი საჯარო სხდომაზე არ განუხილავთ. ბათუმის საკრებულოს წევრმა „ლელოდან“, ვაჟა დარჩიამ გვითხრა, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს: „პირველად მესმის, ჩვენთან მსგავსი საკითხი არ …

ბათუმის მერიამ უსახლკაროების განაცხადების გადამოწმება დაიწყო

ბათუმის მერია უსახლკარო ოჯახების განცხადებების შესწავლას იწყებს. შესაბამისმა კომისიამ, რომელსაც მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე ხელმძღვანელობს, პირველი სამუშაო სხდომა გამართა. კომისიაში შედიან მერიის სამსახურების უფროსები და საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე. ამ კომისიის წევრია მერაბ ბლადაძეც, რომელიც კომისიაში უსახლკაროებს წარმოადგენს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციის მიზნით განცხადებების მიღება ბათუმის მერიაში მიმდინარე წლის 30 აპრილს …

როდის გაიტანს აუქციონზე გონიო-კვარიათის პლაჟებს მერია, რა იქნება ფასი

საკურორტო სეზონის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მცირე მეწარმეები, რომლებიც გონიო-კვარიათის პლაჟებზე მუშაობენ, წუხან, რომ „გვიანდება“ და თუ აუქციონები დროულად არ გამოაცხადეს, შესაძლოა შესაბამისი ობიექტების გამართვა-მომზადება ვეღარ მოასწრონ. „ბათუმელები“ მათ ტელეფონით ესაუბრა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, გონიო-კვარიათის პლაჟებზე სარგებლობის უფლებით განსაკარგ ქონებას ელექტრონულ აუქციონზე უახლოეს მომავალში გაიტანს. მას შემდეგ, რაც საკრებულო შესაბამის განკარგულებას ხვალ, 29 …

ელექტროსკუტერები ბულვარის ველობილიკზე ისევ ივლიან – ბათუმის მერია აკრძალვას კვლავ აჩერებს

ბათუმის საკრებულო 29 მაისის სხდომაზე ბულვარში ელექტროსკუტერების საკითხს განიხილავს. წელს ბულვარის ტერიტორიაზე ელექტროსკუტერების გამქირავებლებს უთხრეს, რომ სკუტერების გადაადგილება ბულვარში საერთოდ აიკრძალა, რასაც ამ ადამიანების პროტესტი მოჰყვა. სკუტერების მფლობელებმა აკრძალვის შემდეგ ათზე მეტი საპროტესტო აქცია გამართეს და მუშაობის უფლება მოითხოვეს. ვრცლად: რატომ მივიდნენ კვადროციკლების მფლობელები აჭარის მთავრობის წინ პროევროპულ აქციაზე აღსანიშნავია, რომ ბათუმის საკრებულოს 2019 წელს …

ბათუმის საკრებულო „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკების დადგმაზე იმსჯელებს

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერთან „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკებას დადგამენ. შესაბამისი განკარგულების პროექტი უკვე მზად არის და საკრებულო ხვალ, 29 მაისს, მის დამტკიცებას გეგმავს. პროექტის განმარტებითი ბარათი საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, ჯაბა ჭანტურიას მოუმზადებია. ამ ბარათის მიხედვით, ინიციატივა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ეკუთვნის. „ბათუმელები“ განმარტებით ბარათში მოცემული დასაბუთებას უცვლელად გთავაზობთ: …

440 000 ლარი ავანსად გაცემულია, მაგრამ საბავშვო ბაღის მშენებლობა „ოცნების ქალაქში“ ჯერ არ დაწყებულა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, #188-ში, „ოცნების ქალაქთან“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ბათუმის მერიამ 2024 წლის ბოლოს დაგეგმა და 2025 წლის ბიუჯეტში ჩასვა. გასული წლის ბოლოს ამ ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებული გამოავლინა და ავანსიც გასცა. 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შედეგების ანგარიშის მიხედვით კი, ამ დრომდე მშენებლობა არ დაწყებულა. საქმე ისე მიდის, მერია ამ ბაღის …

ბათუმის მერია წელსაც ვერ იწყებს რაგბის სტადიონის ორი წლის წინ დაანონსებულ პროექტს

2 წლის წინ ბათუმის მერია სპორტსმენებს რაგბის რაგბის სტადიონის განახლებას, 2 ახალი სტადიონის მოწყობასა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობას დაჰპირდა, თუმცა დღემდე არ დაუწყია. ახლა კი მერია საკრებულოს სწერს, რომ პროექტი ბიუჯეტიდან უნდა ამოიღოს და მუნიციპალური განვითარების ფონდს გადასცეს. წერს იმასაც, რომ პროექტი ხარვეზიანი და შესაცვლელია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი განხორციელება დროში კიდევ გაიწელება. …

ბათუმის ბიუჯეტში ჯარიმებიდან დაგეგმილზე ორჯერ მეტი თანხა შევიდა

სამ თვეში ჯარიმებისა და საურავების სახით ბათუმის ბიუჯეტში პროგნოზით გათვალისწინებულზე ორჯერ მეტი, 6 მილიონ 480 500 ლარი შევიდა, მერია 3 მილიონ 500 000 ლარის ამოღებას ვარაუდობდა. გეგმა 185. 2 პროცენტით შესრულდა. პირველი კვარტლის ანგარიშში არ იძებნება დეტალური ინფორმაცია კონკრეტულად რა ჯარიმებმა გააორმაგა თანხა, თუმცა რთული გამოსაცნობი არ არის, რომ დიდი წილი საგზაო წესის დარღვევით გამოწვეულ …

ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ ასაშენებლად ადგილი ჯერ ვერ იპოვა

ბათუმის მერიაში ჯერ ისევ არ აქვთ პასუხი კითხვაზე დაიწყება თუ არა 2026 წელს ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობა. „2026 წლის ბიუჯეტის პროექტში 100 ათასი ლარი გათვალისწინებულია ე.წ. იაფი სახლის პროგრამისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისამართების შერჩევა, რის შემდეგაც განხორციელდება პროექტის შესყიდვა“ – ეს პასუხი 2026 წლის აპრილში მივიღეთ. ერთი თვის შემდეგ მერიაში ისევ არ იციან სად და …

ბათუმში 26 მაისს „ურსა“ და მორის მელაძე იმღერებენ – ჰონორარში 27 801 ლარი დაიხარჯება

ბათუმის მერიის კულტურის ცენტრი 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში კონცერტის ორგანიზებას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფი „ურსა“ და მორის მელაძე მიიღებს. მომსახურების შესყიდვას კულტურის ცენტრი გამარტივებული წესით გეგმავს და ჰონორარში 27 ათას 801 ლარს გადაიხდის. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებელი მორის მელაძე და მოწვეული ჯგუფი „ურსა“. აღნიშნული შემსრულებლები შერჩეულ იქნენ „ქალაქისა და …

ვინ და რას აშენებს ბაგრატიონის ქუჩაზე ბათუმში, სადაც საპროტესტო აქციები იმართება

ბათუმში, ბაგრატიონის #131-ში კორპუსის მშენებლობას შპს „ელლე ბაი ბაგრატიონი“ გეგმავს, კომპანიამ აქ არსებული შენობების დემონტაჟი დაასრულა და საძირკვლის მოწყობის სამუშაოებს იწყებს. კომპანია „ელლე ბაი ბაგრატიონის“ მფლობელი და დირექტორი ნუკრი ქართველიშვილია. ის ფლობს ასევე „ბაგრატიონი რეზიდენსს“. მშენებლობას მომიჯნავედ, ნაგრატიონის #129-ში, მაღასართულიან კორპუსში მცხოვრებლები აპროტესტებენ, ისინი აცხადებენ, რომ სამუშაოები მათ კორპუსთან ძალიან ახლოს მიმდინარეობს, არ არის დაცული …

ძველი ბათუმის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა – დაიხარჯა 180 მილიონი ლარი

ძველ ბათუმში ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. შენობების ნაწილი რამდენიმე ქუჩაზე ისევ ხარაჩოებშია ჩასმული. როგორც ადგილზე გვითხრეს, სამუშაოები შეიძლება წლის ბოლომდე გაგრძელდეს: „აივნები დაგვემატა, სადაც წყალი ჩადიოდა.“ პროექტის მენეჯერი კი დასრულებას სექტემბრის ბოლოს ვარაუდობს. 180 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, ხელშეკრულება 200 მილიონ ლარზეა გაფორმებული. სამუშაოები დიზაინ-ბილდინგის მეთოდით მიმდინარეობს.  ამ დროისთვის სრულდება 12 -სართულიანი კორპუსების …

როგორ ნადგურდება აკვარიუმის შენობა ბათუმში – კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც მერიამ თავი ვერ მოაბა [ფოტო]

ბათუმის აკვარიუმის შენობა ისევ სავალალო მდგომარეობაშია, 2024 წელს დაანონსებული განახლების პროექტი ჩავარდა. რუსთაველის ქუჩაზე, #51-ში მდებარე ორსართულიანი შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოების შესასრულებლად ბათუმის მერიამ 2 წლის წინ 6 მილიონ  700 000 ლარი გამოყო. შენობის, აკვარიუმის, აუზებისა და ღობის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. უშედეგოდ. იმის გამო, რომ  არცერთმა კომპანიამ მონაწილეობა არ …

„ბათუმობა“ წელს 6-7 ივნისს ჩატარდება

ბათუმის მერიამ წელს სახალხო დღესასწაულის, „ბათუმობის“ გამართვა 6-7 ივნისისთვის გადადო. ბოლო წლებია „ბათუმობას“ აპრილის ბოლოს მართავდნენ. როგორც მერიაში განგვიმარტეს, წელს „ბათუმობა“ საკურორტო სეზონის გახსნას დაამთხვიეს, ამიტომაც ღონისძიებას ბათუმის მერია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ერთობლივად ჩაატარებენ. 2026 წლის ბათუმის ბიუჯეტში „ბათუმობისთვის“ 400 000 ლარია გათვალისწინებული, ზოგადად, ქალაქში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ხარჯებისთვის კი მერიაში 1 მილიონ 330 …

რას შეჰპირდა დღეს ბათუმის მერი სუვენირებით მოვაჭრეებს

სუვენირებითა და ნატურალური წვენებით მოვაჭრეები, რომლებიც 2 თვეზე მეტია რაც ბათუმში საპროტესტო აქციებს მართავენ, დღეს, 27 აპრილს, ბათუმის მერს, გიორგი ცინცაძეს შეხვდნენ. აქციების ერთ-ერთი მონაწილის თქმით მერი მათ დაჰპირდა, რომ აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურა პატარაძეს დაელაპარაკება და ხუთშაბათს, 30 აპრილს, აქციის მონაწილეებისთვის ექნება კონკრეტული პასუხი: „ორ დღეში დამტკიცებული იქნება ახალი თავმჯდომარე, დაველაპარაკები და კონკრეტულ …

164 მოგებული ტენდერი – ვისია „ბონდი 2009“, რომლის ანგარიშზეც მოდის ქუჩის ჩავარდნა და უსწორმასწორო ტროტუარი

ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩის ერთ მონაკვეთში, ახლად დაგებული ქვაფენილი აყარეს და გრუნტი ქვაფენილის თავიდან დასაგებად მოამზადეს. კომპანია „ბონდი 2009“-მ, რომელიც ვარშანიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, ტროტუარი ოღროჩოღროდ დააგო. უსწორმასწორო ტროტუარის ვიდეოკადრების გასაჯაროების შემდეგ, ბათუმის მერი ვარშანიძის ქუჩაზე მივიდა და თქვა, რომ „სამუშაოებს არ ჩაიბარებდა“. 20 აპრილს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ახლად დაგებული ასფალტის საფარი ჩავარდა …

ადგილს და შენობას, სადაც კაფე „ნეოკაა“ ბათუმის მერია აუქციონზე ასხვისებს

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, #1-ში მდებარე მიწის ნაკვეთს და შენობას ბათუმის მერია ელექტრონულ აუქციონზე საიჯარო წესით გასასხვისებლად გაიტანს.  ბოლო წლების განმავლობაში აქ კაფე „ნეოკა“ ფუნქციონირებდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ყოფილ მოიჯარეს შპს „აჭარა ბათუმს“ საიჯარო ხელშეკრულების ვადა 2025 წლის ივლისამდე ჰქონდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნინოშვილის ქუჩის #1 ში მდებარე ქონებას აუქციონზე ამ ქონების საბაზრო ღირებულების 5 …

კორუფცია – რატომ ვერ ხედავს მერია უკანონო რესტორანს და მდიდარი სტუმრების ავტომანქანებს ბულვარში

ბათუმის ბულვარში 20 ავტომანქანით შესვლის ამბის გახმაურების შემდეგ, აჭარის მთავრობამ გამოაქვეყნა კლიპი, სადაც მოქალაქეებს უამბობენ, თუ რა სამუშაო გასწიეს ქალაქის მთავარი სარეკრეაციო სივრცის იერ-სახის მოსაწესრიგებლად. ამავე კლიპის მიხედვით, ბულვარში ამ დროისთვის ასამდე კომერციული ობიექტი დაანგრიეს: მათ შორის მცირე კომერციული ობიექტი, გასართობი სივრცეები, რესტორნები და ე.წ. ბრენდირებული სანაპიროები. დღემდე ფუნქციონირებს რესტორანი G17, მიუხედავად იმისა, რომ ისიც …

„აქ ცხოვრება გაუსაძლისია, ტაქსიც კი არ შემოდის“ – რეპორტაჟი ბათუმის ერთი ქუჩიდან

„აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია: გუბეები, ტალახი, მზეში კიდევ საშინელი მტვერია… მთავრობა ყურადღებას არ გვაქცევს, მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით,“ – ამბობს ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები მანანა ბერიძე. ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში კარგი გზა და მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა წლებია არ აქვთ. ამ ქუჩაზე გვითხრეს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, როცა ამ ქუჩაზე …

ბათუმის მერია საპატრიარქოს მეორად ქვაფენილს უსასყიდლოდ გადასცემს

ბათუმის მერია საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ 3 300 კვადრატულ მეტრ ქვაფენილს გადასცემს მუდმივ სარგებლობაში. ქონების გადაცემის საკითხს ქალაქის საკრებულო 2026 წლის 22 აპრილს სხდომაზე განიხილავს. საკრებულოს განკარგულების პროექტი და განმარტებითი ბარათი მერიამ მოამზადა. პროექტის მიხედვით საპატრიარქოს „მეორადი ქვაფენილი“ მუდმივ სარგებლობაში გადაეცემა აჭარაში მდებარე ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოსაწყობად. კონკრეტულად: 800 კვ.მ. – სოფელ ზემო აგარის (მტირალას მთის) ჯვართამაღლების …

ბათუმში ახალდაგებული ასფალტი ჩავარდა – რას ამბობს მერია

ბათუმში, რუსთაველისა და 26 მაისის ქუჩების კუთხეში, სადაც ცოტა ხნის წინ ქვაფენილი აყარეს და ასფალტი დააგეს, გზა ჩავარდა და ავტომანქანა ჩაიყოლა. სამუშაოებს კომპანია „ბონდი 2009“ ასრულებს. ამ კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამაა. 26 მაისის ქუჩაზე ჩავარდნილი მანქანა ამწეს საშუალებით ამოიტანეს. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ ჩავარდა ასფალტი, „ბათუმელებმა“ ეს კითხვა ბათუმის …

Exit mobile version