ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს. ეს თანამდებობა გუშინ, 3 ნოემბერს დავით მჭედლიძემ დატოვა. მერიის ინფორმაციით, თამაზ ამაღლობელი განათლებით იურისტია: „სამოქალაქო სამართლის მაგისტრი და სამართლის დოქტორანტი. მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. პროფესიული პრაქტიკა გავლილი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და საადვოკატო ბიუროში“, – წერს მერია. მერიაში ასევე …

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი „პირადი განცხადების საფუძველზე“ გადადგა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, დავით მჭედლიძე თანამდებობიდან გადადგა, ამის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალური ინსპექციის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს: „დიახ, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.“ დავით მჭედლიძე ამ თანამდებობაზე ერთი წლის წინ, 2025 წლის ნოემბერში დანიშნეს. როგორც „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, ის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის და მოქმედი შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის კადრია. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე იგი პოლიციაში მუშაობდა. დავით მჭედლიძემ …

ბათუმში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნებისთვის მერია 150 ლარით დაგაჯარიმებთ – ახალი წესი

ბათუმში, საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის, პარკებსა და სკვერებში ძაღლის გასეირნება დასაშვებია მხოლოდ მოკლე საბლით ან ალიკაპით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლებისათვის კი სავალდებულო გახდა როგორც საბლის, ისე ალიკაპის გამოყენება. პირი, რომელიც ამ წესს დაარღვევს, 150 ლარით დაჯარიმდება – ამ ინფორმაციას ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. ქალაქის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი ბათუმის საკრებულომ …

ბიწაძის ოჯახის კომპანიას მერიამ საკუთარი წილიდან ბინები დაუთმო სანაპიროზე – 1 კვ. მეტრი 890 დოლარად

„ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის მეუღლის, მედეა ბოჭორიშვილის კომპანიას ბათუმში, თამარის დასახლებაში უკვე დამტკიცებული სამშენებლო პროექტის ფარგლებში კ2 კოეფიციენტის გაზრდისთვის დაწესებული ნამატი ფართობის 10 პროცენტის მერიისთვის გადაცემა არ სურს. შპს „სიფერლიმ“ მერიას სანაცვლოდ თანხის გადახდა შესთავაზა. ამას კანონიც უშვებს. მედეა ბოჭორიშვილის კომპანიამ – შპს „სიფერლიმ“ და მერმა, გიორგი ცინცაძემ შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გააფორმეს და კომპანიამ …

ბათუმში შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი იცვლება

ბათუმის მერია ქალაქში „შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის“ ახალი წესის დამტკიცებაზე მუშაობს და შესაბამისი დადგენილების პროექტი საკრებულოს უკვე წარუდგინა. ახალი პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადდება 7 თვის წინ მიღებული დადგენილება, რომელიც შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესებს განსაზღვრავს. მერიის განმარტებით, ახალი წესის მიღების მიზეზი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა. კერძოდ, „ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული …

რა შემთხვევაში არ გადაიხდის პარკირების საფასურს ბათუმში შშმ პირი – მერია საცნობ ნიშნებს გასცემს

ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე [შშმ] პირის მართვის ქვეშ მყოფი ან შშმ პირის გადამყვანი ავტომანქანა პარკირების გადასახადისგან გათავისუფლდება, ოღონდ მხოლოდ შშმ პირთათვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე პარკირებისას. ამასთან, ბათუმის მერია გასცემს საცნობ ნიშანს უშუალოდ შშმ პირზე [და არა კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე] და მისი გამოყენება ნებადართული იქნება ნებისმიერ ავტომანქანაზე, რომლითაც მოცემულ მომენტში მგზავრობს ან გადაადგილდება საცნობი ნიშნის მფლობელი …

ფიროსმანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების შეერთება – „ევრო 2000“-თან შეთანხმება არ არის, სამუშაოები კი დაიწყო

ბათუმში ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შემაერთებელი გზის მოსაწყობად სამუშაოები 2025 წლის დეკემბერში დასრულებული უნდა ყოფილიყო, რაც არ გაკეთდა. მიზეზად კერძო მესაკუთრეებისგან ქონების გამოსყიდვის პროცესის გაჭიანურება სახელდება. ამ დრომდე არ არის საბოლოო შეთანხმება მიღწეული „ევრო 2000“-თან ქონების გაცვლაზე, თუმცა, სამშენებლო სამუშაოები მაინც დაიწყო. მერიისა და მშენებელი კომპანიის ბოლო შეთანხმებით სამუშაოების დასრულების ვადა ამჯერად 2026 წლის …

ქალაქის საზღვრის შეცვლაზე ბათუმის საკრებულოში შექმნილი ჯგუფი დამატებით ვადას ისევ ითხოვს

ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაზე ბათუმის საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილების ვადის კიდევ ერთი თვით გაგრძელებას ითხოვს. ამ ჯგუფს 2026 წლის 30 სექტემბერს ვადა ერთხელ უკვე გაუგრძელეს 1 თვით. ვადის ხელახლა გაგრძელებაზე შესაბამისი განკარგულების პროექტი მზადაა და საკითხი საკრებულოს 2026 წლის 30 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. „მიუხედავად სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის ერთხელ …

უზუსტობები ბათუმის მერიის 9 მილიონიან ტენდერში, რომელიც შეწყვიტეს და ხელახლა გამოაცხადეს

ბათუმში, აფხაზეთის დასახლებაში მდებარე #1-16 საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობასა და კომუნალური სისტემების მოწესრიგებაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. თავდაპირველად გამოცხადებული ტენდერი სამმართველომ იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ „დაფიქსირდა გარკვეული ტექნიკური უზუსტობები“. საუბარია თამარის დასახლებაში ე.წ. აფხაზეთის უბანში ჩასატარებელ სამუშაოებზე, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 9 მილიონზე მეტი ლარი უნდა დაიხარჯოს. „იქედან გამომდინარე, რომ შერჩევა-შეფასების …

1 მილიონამდე ლარი ბათუმში საგზაო მოძრაობისა და პარკირების ახალი სტრატეგიისთვის

ბათუმის მერია ქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების ახალი სქემებისა და მულტიმოდალური ქუჩების პროექტირებას, ასევე პარკირების ინვენტარიზაციასა და მართვის სტრატეგიის მომზადებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემებისა და მულტიმოდალური ქუჩების პროექტირებაზე ტენდერი 495 ათასი ლარითაა გამოცხადებული, ხოლო პარკირების ინვენტარიზაციასა და მართვის სტრატეგიის მომზადებაზე – 500 ათასი ლარით. პირველი ტენდერის შემთხვევაში გამარვებულმა …

რა პირობებში და რა ფასად ყიდულობენ ქონებას ბათუმში „ოცნების“ დამფინანსებელი ბიზნესმენები – კვლევა

აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობრის, ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიამ, შპს „ოპუს სიგნიჩარმა“ 2026 წლის 23 აპრილს, უკონკურენტოდ, მინიმალური 10 750 და 38 850 ლარიანი ფასნამატებით, 367 950 და 1 მილიონ 333 550 ლარად მოიგო 238 და 863 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში, გრიბოედოვის ქუჩა #62-ში და ივანე ჯავახიშვილის ქუჩის #31-ში. …

ბათუმის საახალწლოდ განათებისთვის მერიამ 2 ტენდერი, ჯამში 4,89 მილიონით გამოაცხადა

ბათუმის მერიამ საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისათვის კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობის შესყიდვის მიზნით ორი ტენდერი გამოაცხადა. ორივე შესყიდვის საწყისი ღირებულება, ჯამში, 4.89 მილიონი ლარია. პირველი ტენდერი, რომლის საწყისი ღირებულებაც 4 მილიონ 413 822 ლარია, საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობების შესყიდვას ითვალისწინებს. პროექტი, რომლის მიხედვითაც მერიას საახალწლოდ ქალაქის მორთვა სურს, შპს „ღამის …

რას [არ] აკეთებს მერია ბათუმში უსახლკაროებისთვის – ინტერვიუ

2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც ბათუმში მცხოვრებ უსახლკარო ოჯახებს მცირედ იმედს მაინც მისცემდა, რომ ახალ წელს თბილ და უსაფრთხო გარემოში შეხვდებიან. მერიამ ბინის მოთხოვნის შესახებ განაცხადების გადარჩევა დაიწყო, თუმცა უცნობია, რამდენი განცხადებაა განსახილველი და რა ვადაში გეგმავს შესაბამისი კომისია მეორე ეტაპზე გადასვლას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში 3000-ზე მეტი ოჯახი აცხადებს, რომ საცხოვრებელი არ …

ოჯახებს სახლები ენგრევათ, კორპუსის მშენებლობა კი გრძელდება – ბესიკის ქუჩაზე მცხოვრებთა ბრძოლა

„თუ დაზიანდება, ახალს ავაშენებთ“, –  ასე გვიპასუხეს ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე, #75, 77 და 79 – ში მშენებლებმა, როცა მათ სამშენებლო ტერიტორიის მიჯნაზე მდებარე სახლების უსაფრთხოებაზე ვკითხეთ. „ბათუმელებს“ იგივე უთხრა მშენებელი კომპანიის, შპს „ჯეო 2020“-ის ერთ-ერთმა მფლობელმა და დირექტორმა, ბეგლარ ბოლქვაძემ ერთი თვის წინაც. ამ ქუჩაზე მოქალაქეებმა საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა მათი თხოვნა არც …

ბათუმის სანაპიროზე მერიამ კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა გასცა

შპს „სიფერლი“ ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, #27 -ში, სანაპიროსთან ახლოს 47- სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიას უკვე დაწყებული აქვს ამ ადგილას მდებარე, გამოსყიდული ორსართულიანის სახლების დემონტაჟი. სამშენებლო ფართობი 1640 კვ.მეტრია. მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, გასულ წელს დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, 2026 წლის 15 ივლისს გასცა. დამტკიცებული გენგეგმა აქ 3 ცათამბჯენის მშენებლობას …

როდის და ვის გადასცემენ ბათუმში ბინებს გალიფ ოზთურქითვის ჩამორთმეულ კორპუსებში

2026 წლის იანვარში აჭარის მთავრობა უსახლკარო მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებში ბინებს გადასცემდა. ამ ბინების განაწილებისას მთავრობა ბათუმის მერიაში შესული განაცხადებით აპირებს იხელმძღვანელოს. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე აჭარის მთავრობაში განმარტეს, რომ ბინები „გალიფ ოზთურქის კორპუსებში“ ამ დროისთვის საცხოვრებლად გამოსაყენებლად მზად არ არის და შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უნდა გამოცხადდეს. 2026 წლის 7 ოქტომბერს, …

ბათუმის მერიის „დოკუმენტაცია მოიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს“ – რატომ არ ჩანიშნეს გენგეგმის საჯარო განხილვა

ბათუმის გენგეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ს] ანგარიშის განხილვის პროცედურას გარემოს ეროვნული სააგენტო შეწყვეტს. მიზეზი, როგორც სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ისაა, რომ ქალაქის მერიისგან წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია. ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ „მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ მოიცავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჯარო განხილვის ჩატარების ადგილისა და სავარაუდო დროის შესახებაც“. თუმცა, ბათუმის მერის მიერ სააგენტში გაგზავნილ …

მერია ბათუმისთვის სიცხის მიმართ მდგრადობის სტრატეგიაზე მუშაობს

ბათუმისთვის სიცხის მიმართ მდგრადობის სტრატეგიის [Heat Resilience Strategy – HRS] შემუშავების მომსახურებაზე ქალაქის მერიამ 51 ათასი ლარით ტენდერი გამოაცხადა. ტენდერს თან ახლავს ტექნიკური დავალება, რომლის მიხედვითაც მიზანი „ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის პრაქტიკულად გამოყენებადი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და განხორციელებაზე ორიენტირებული სიცხის მიმართ მდგრადობის სტრატეგიის შემუშავებაა. სტრატეგია „LANDLAB-ის მიერ განხორციელებული UHI-ისა და სითბური სტრესის შეფასების, მომზადებული რუკების, ბათუმში ჩატარებული თერმული …

ფიროსმანის და ფარნავაზ მეფის ქუჩების შესაერთებლად სამუშაოები „უახლოეს დღეებში დაიწყება“

ბათუმში ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შემაერთებელი გზის მოსაწყობად სამუშაოები ქალაქის მერიის ინფორმაციით უახლოეს დღეებში დაიწყება. ეს სამუშაოები 2025 წლის დეკემბერში დასრულებული უნდა ყოფილიყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით პროექტი იმ მიზეზით ვერ დაიწყო, რომ დროში გაჭიანურდა კერძო საკუთრების გამოსყიდვა-გადაცვლის პროცესი. ამ თემაზე: ფარნავაზისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთება – ქონების გამოსყიდვაში ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი იხარჯება  ტენდერში …

არც განათება, არც შუქნიშანი, არც ტროტუარი – ხალვაშის გამზირი ბათუმში 20 მილიონის დახარჯვის შემდეგ

„რა გაგიხდათ ეს ლამპიონები, რომ ქუჩა გაანათოთ, ნათურები არ გაქვთ? ნულია განათება“ – წერს მოქალაქე „ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე. იგი ასე ეხმაურება ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მომხდარი მორიგი ავარიის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. ასობით კომენტარი დაწერეს სხვა მოქალაქეებმაც, სადაც ზუსტად აღწერეს, რა გამოწვევებია და რატომ არის სახიფათო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე გადაადგილება. „ფრიდონ ხალვაშის გამზირი არის სასაკლაო. წვიმის …

ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით მანქანების მოძრაობა შეზღუდულია – მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე ჩამოიშალა ფერდობი, რამაც ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდა. „ამ ეტაპზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელია მაგისტრალის გავლით. ბათუმიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გზა გახსნილია,“ – აცხადებს ბათუმის მერია. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის [18:00 სთ] გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. …

ბათუმის მერია 376 სათვალთვალო კამერას იყიდის – ტენდერი 1,9 მილიონი ლარით

ბათუმის მერია დამატებით 376 ვიდეო-სათვალთვალო კამერას ყიდულობს. ქალაქის ტერიტორიაზე ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 1 993 450 ლარით აქვს გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულს კამერებისა და სხვა მოთხოვნილი აპარატურის მონტაჟთან ერთად, მომსახურების პერიოდში მათი მოვლა-პატრონობაც ევალება. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ტენდერებს …

ჩამონგრეული სახლის ადგილზე აშენებულ ახალ კორპუსში პოლიცია ოფისს ნახევარ მილიონად მოიწყობს

ბათუმში, 26 მაისის 13 ნომერში, ჩამონგრეული სახლის ადგილზე აშენებულ ახალ კორპუსში ქალაქის მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 წლით სარგებლობაში 256 კვადრატული მეტრი საოფისე ფართობი გადასცა. ახალ მისამართზე, როგორც ჩანს, ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილება გადადის, რომელიც ოფიციალურად გორგილაძის 54 ნომერში მდებარე კორპუსშია განთავსებული, თუმცა შესასვლელი ლერმონტოვის ქუჩის მხრიდან აქვს. 26 მაისის 13 ნომერში „ბათუმის საქალაქო სამმართველოს …

14-მილიონიანი პროექტის შეფერხების მიზეზად ბათუმის მერია მოსახლეობის ინტერესებს ასახელებს

14-მილიონიანი პროექტის შეფერხების მიზეზად ბათუმის მერია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიურ მოძრაობას და მოსახლეობის ინტერესებს ასახელებს. საუბარია აეროპორტის გზატკეცილის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესზე, გზატკეცილის N1-დან 93-მდე. მერიაში აცხადებენ, რომ 14-მილიონიანი პროექტი მოსახლეობის ინტერესებისა და სატრანსპორტო ნაკადების გამო შეფერხდა. მერიის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის ორ კვარტალში კომპანიას 10 მილიონი ლარი უნდა ჰქონოდა ათვისებული, თუმცა შესრულება მხოლოდ 10 პროცენტი …

ბათუმის მერია ქალაქმშენებლობის სამსახურს აუქმებს – ვინ გასცემს სამშენებლო ნებართვებს?

ბათუმის მერია ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს აუქმებს. მერიის გადაწყვეტილებით, ამ სამსახურის ფუნქციებს გადაიბარებს ახალი სსიპ -ი, რომელიც მერიამ უკვე შექმნა. ამასთან, მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის ელექტრონული საქმისწარმოების წესი. მზად არის სანებართვო მოსაკრებელთან დაკავშირებული ცვლილების პროექტიც. ახალი სსიპ-ის შექმნასა და ამოქმედებასთან დაკავშირებით მერია საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების გადახედვა-დაზუსტებასაც სთხოვს, შესაბამისი ცვლილება …

ჯარიმებით და მოსაკრებლებით ბათუმის ბიუჯეტში 75 მილიონი შევიდა – 6 თვის მონაცემები

2026 წლის ბიუჯეტის 2 კვარტლის ანგარიშის მიხედვით 6 თვეში ბათუმის ბიუჯეტის „სხვა შემოსავლების“ ნაწილში 30 მილიონი ლარით მეტი შევიდა, საპროგნოზო მოცულობა 55 მილიონ 920 ათასი ლარი იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 75 მილიონ 287 000 ლარი შეადგინა, ანუ გეგმის 134.6% . „სხვა შემოსავლები“ ბიუჯეტში ადმინისტრაციულ მოსაკრებლების და საჯარიმო სანქციების შედეგად ასახულ გადასახადებს აერთიანებს და ადგილობრივი ბიუჯეტის …

8,6 მილიონი ლარი დაიხარჯება გონიოში სკვერის მოსაწყობად

გონიოში, ისტორიული ციხის მიმდებარედ, ზღვის მხარეს, ბათუმის მერია სკვერის მოწყობას გეგმავს. სამუშაოები აფსაროსის გზატკეცილის მესამე შესახვევში რამდენიმე მისამართზე უნდა ჩატარდეს. ქალაქის ბიუჯეტიდან ამისათვის 8,6 მილიონი ლარია გამოყოფილი. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ბათუმში [გონიოში], აფსაროსის გზატკეცილი III შესახვევის N1, N2, N4, N8-10, N14, N20-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი 8 664 698 ლარით გამოაცხადა. სატენდერო …

2 მშენებარე საბავშვო ბაღი ბათუმში – პროექტი, რომელშიც სახანძრო და საკანალიზაციო სისტემა გამორჩათ

ბათუმში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2025 წელს უნდა დაესრულებინა კომპანია „არალს“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის სახელს რამდენიმე მიზეზით უკავშირებენ. ამ კომპანიამ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და სამუშაოები ჯერაც არ დაუსრულებია. ბათუმის მერია 2026 წლის ბიუჯეტის 2 კვარტლის ანგარიშში წერს, რომ შპს „არალმა“ 6 თვეში გათვალისწინებული დაფინანსების მხოლოდ 20-23 პროცენტი აითვისა. საქმე ისაა, რომ კომპანიას 10 …

რატომ არ აქვეყნებენ ბათუმის გენგეგმის სგშ-ს საჯარო განხილვის თარიღს – მერია და სააგენტო კანონს არღვევს

ბათუმის გენგეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ს] განხილვასთან დაკავშირებით ბათუმის მერიაც და გარემოს ეროვნული სააგენტოც, გარემოსდაცვით კანონმდებლობას არღვევენ. საქმე ისაა, რომ სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციების მიღების მიზნით განცხადება გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე 2026 წლის 11 აგვისტოს გამოქვეყნდა. კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე გამოქვეყნდა სგშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვის დროის შესახებ განცხადებაც, თუმცა ეს განცხადება პორტალიდან მალევე აიღეს …

ბათუმში ათეულობით მისამართზე კორპუსების სარდაფები დაიტბორა, სახურავებიდან კი წყალი ჩავიდა

„წყლითაა სავსე ჩვენი კორპუსის სარდაფი“ – გუშინდილი ძლიერი წვიმის შემდეგ ბათუმში არაერთ მისამართზე დაიტბორა მრავალბინიანი კორპუსების სარდაფები. „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ ასევე მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ კორპუსების სახურავებში წყალი ჩავიდა და განსაკუთრებით ბოლო სართულებზე მცხოვრებლებს ზიანი მიადგათ. რამდენიმე მოქალაქემ გვითხრა ისიც, რომ სამაშველო სამსახური მათი კორპუსიდან  ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა: „ზოგ ადგილზე გაუჭირდა მანქანას მიდგომა …

#13 მარშრუტზე მოძრავი ელექტროავტობუსების გადაადგილება დროებით შეჩერებულია – მერია

დღეს, 19 სექტემბერს, ბათუმში დილიდან გადაუღებლად წვიმს – მოქალაქეების მიერ უამრავი ფოტო-ვიდეო მასალის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების შემდეგ,დღის ბოლოს, ბათუმის მერიაც გამოჩნდა. მერიამ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერს, რომ უამინდობასთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სამსახური და სპეცტექნიკა მობილიზებულია. დილიდან ამ დრომდე, დატბორვასთან დაკავშირებით შემოსულია 50-მდე ზარი. მათგან დაახლოებით ნახევარზე რეაგირება უკვე განხორციელდაო – იუწყება მერია. „ამოტუმბვითი …

სამშენებლო ნებართვების გაცემით ბათუმის მერიამ 6 თვეში 11,6 მილიონი ლარი ამოიღო

ბათუმში ქაოსური მშენებლობებით გამოწვეული უკმაყოფილების პარალელურად იზრდება ნებართვების სტატისტიკაც, 2026 წლის ორ კვარტალში ბათუმის მერიამ სამშენებლო ნებართვების მოსაკრებლის სახით 11 მილიონ 612 400 ლარი ამოიღო. წლის ბოლომდე სერიოზულ მატებას ისევ უნდა ველოდოთ, რადგან მერიამ ცოტა ხნის წინ სამშენებლო ნებართვების დაჩქარებულად გასაცემად ახალი ფასიანი სერვისი შექმნა, ამ სერვისის და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გასაწევად კი ახალი სიპის …

მერიაში ირწმუნებიან, რომ საბავშვო ბაღებში ყველა ბავშვი მიიღეს – ბათუმში 9 ბაღი არ მუშაობს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბრისთვის ბათუმის საბავშვო ბაღებში 2500 ახალი აღსაზრდელი შევიდა, აღსაზრდელების რაოდენობა კი 7 760-ია. მერია ასევე აცხადებს, რომ წელს ბათუმში საჯარო ბაღში მოხვედრის მსურველი არც ერთი ბავშვი გარეთ არ დარჩენილა. როგორ მოახერხეს ეს, მაშინ, როცა ბათუმში 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა? ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ვაჟა დარჩია ამბობს, რომ ბავშვები …

„სოუქსუზე“ ეკლესიის ფასადს ბათუმის მერია 100 ათას ლარად გაარემონტებს

ბათუმში, სერგი მესხის ქ. N1-ში [„სოუქსუს“ სასაფლაოზე] მდებარე სამების ეკლესიის ფასადის რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერიას 100 ათას 614 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამუშაოებს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ტენდერით შეისყიდის. ტენდერს თან ახლავს პროექტიც, რომელიც ითვალისწინებს „ეკლესიის ფასადის ზედაპირებიდან არსებული საღებავის და ე.წ „ნაშხეფის“ [ზეძირკველზე] ფენების სრულ მოცილებას, არსებული ლესვითი ბზარების დამუშავებას და შევსებას სპეციალური სარემონტო …

ეს ბზარია? – რა ხდება სინამდვილეში ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე კორპუსში 

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა #1-ში მდებარე ორი კორპუსი ერთმანეთთან აივნებითაა დაკავშირებული. კორპუსები 17-სართულიანია. პირველ 7 სართულზე ორ კორპუსს შორის დატოვებულია ვერტიკალური ღარი, ხოლო მერვე სართულიდან აივნები გადაბმულია. ბზარი სწორედ ამ აივნების გადაბმებს შორის გაჩნდა. მერვედან მე-17 სართულის ჩათვლით, გარედან ჩანს, რომ აივნების გადაბმებს შორის ე.წ. ბზარებია. 8 სექტემბერს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც სწორედ ეს ბზარები …

როცა ავტობუსშიც წვიმს და ავტობუსის მოსაცდელშიც – მოკლე რეპორტაჟი ბათუმის ერთი გაჩერებიდან

დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმის #15 მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებაზე ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ქალი, რომელიც ავტობუსს ელოდება, ამბობს, რომ ეს „ფაქტობრივად მობილური გაჩერებაა“. გაჩერებას არც ერთ გვერდზე შუშა არ აქვს, ბათუმური წვიმა ყველა მხრიდან ასხამს, სკამზეც რომ შედგე, მაინც მოგწვდება, ამიტომ, ფაქტობრივად, ავტობუსს წყლის გუბეში ჩამდგარი ელოდები. ამ გაჩერებასთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში 2026 წლის 9 იანვარს …

Exit mobile version