კუნძულის აშენების შემდეგ ბათუმის მოსახლეობა 70 000-ით გაიზრდება – რას სთხოვს სააგენტო „ამბასადორს“

ბათუმში ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციაზე [გდგ] გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლის 15 ნოემბერს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის დასკვნა გასცა. სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით ხელოვნური კუნძულის გდგ და სგშ-ს განცხადება გარემოს ეროვნულ სააგენტოში სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ წარადგინა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სგშ-ის ანგარიშის მომზადება ამ დასკვნის შესაბამისად ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს. …

ქვესადგურში ხანძრის გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე დენი გაითიშა – როდის აღდგება მიწოდება

ბათუმში, ქვესადგურ „ბათუმი 2“-ში მომხდარი ხანძრის გამო რამდენიმე საათია რაც ასობით აბონენტს დენი არ მიეწოდება. დენის მიწოდება შეწყვეტილია ნაწილობრივ ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, ორბელიანისა და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე დენი არ მიეწოდება ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიის ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, თუმცა ზუსტი დრო, როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება, კომპანიაში ვერ გვითხრეს. „მაქსიმალურად ვცდილობთ მალე აღვადგინოთ. …

„ტიტუშკებს“ ბათუმში დისკომფორტი არავინ შეუქმნა – არჩევნები 2024

ბათუმში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან იდგნენ „ოცნების“ აგიტატორები სიებით ხელში ან ისხდნენ დაბურულშუშიან მიკროავტობუსებში. ისინი პერიოდულად ინაცვლებდნენ უბნების შესასვლელებში, მათგან უმეტესობა იყო აგრესიული. ხელითაც კი იწევდნენ დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისკენ, ჰქონდათ ტელეფონის წართმევის მცდელობა. ისინი დაჟინებით და აგრესიულად ურეკავდნენ ყველას, ვისი სახელისა და გვარის გასწვრივაც მონიშნული ჰქონდათ, რომ ამომრჩეველი უბანზე არ მოსულა. არც ერთი უბნის თავმჯდომარეს, …

კუნძულის მოწყობამდე „ამბასადორი“ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელმაც ბათუმში ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს, გეგმავს, რომ 4-5 ცათამბჯენი უკვე მოწყობილ ნახევარკუნძულზე ააშენოს, დანარჩენ ტერიტორიას კი, რომელიც ხელოვნურად ამის შემდეგ უნდა მოაწყოს ზღვაში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცედურის დასრულების შემდეგ აითვისებს. ბათუმში ხელოვნურ კუნძულსა და ორ ნახევარკუნძულზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] კონცეფციის შეთანხმებას „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ …

ტროტუარების კრიზისი – ქვეითებისთვის ბათუმში ადგილი აღარ არის | ვიდეო

ბათუმში ძნელად მოიძებნება ქუჩა, რომლის ტროტუარიც უკანონოდ გაჩერებული ავტომანქანებით, კაფეების მაგიდებით ან სულაც სამშენებლო კომპანიების მიერ მოწყობილი ოფისებითა და სხვა კონსტრუქციებით არ არის ოკუპირებული. მიტაცებულ ტროტუარებზე მცირე ადგილი რჩება ქვეითებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს ან საბავშვო ეტლით მოძრაობს. ქალაქში პარკირების არასაკმარისი ადგილების გამო მძღოლები ავტომანქანებს ხშირად აჩერებენ ტროტუარებზე. ეს აიძულებს ქვეითებსა და …

როდის დაზიანდა ქანდაკება კოლონადებთან – რაში იხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან 470 ათასი ლარი

ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან მფრინავი ქალის ქანდაკებას ამჟამად დაზიანებული ნაწილი მწებავი ლენტით აქვს დაფიქსირებული. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია ქანდაკება აქ მიმდინარე სამუშაოების მიმდინარეობისას დაზიანდა თუ არა, თუმცა ქალაქის მერიის შესაბამის სამსახურში, რომელიც ქანდაკებების მოვლა-შენახვაზეა პასუხისმგებელი, ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. ცენტრალური პარკის კოლონადებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამჟამად რეაბილიტაცია-რესტავრაცია უტარდება.  რესტავრაცია ჩაუტარდება მფრინავი ქალის ქანდაკებასაც, თუმცა პროექტში, …

„ლიფტში შიშით შევდივართ, წინა არჩევნებზეც დაგვპირდნენ“ – კორპუსი, სადაც „ოცნება“ ხალხს შეხვდა

„შეხვედრას დავესწარი, მაგრამ მე შეკითხვა არ დამისვამს? რა შეკითხვა უნდა დამესვა, დაპირებებს მაინც არავინ ასრულებს,“ – იმ კორპუსიდან გადმოგვძახა ქალმა, რომლის ეზოშიც რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წინასაარჩევნოდ შეხვედრა გამართეს. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის, ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე – რამაზ ჯინჭარაძე და „ქართული ოცნების“ კანდიდატი – …

ეძებენ ქალს, რომლის მობილურიც ბოლოს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დაფიქსირდა

ოჯახი ეძებს ნელიკო მაჩაიძეს, რომელიც 24 საათია ოჯახსა და მეგობრებს არ დაკონტაქტებია. „ტელეფონი გათიშული აქვს. მსგავსი რამ მას არ ახასიათებს, ამიტომაც ოჯახი და ახლობლები ძალიან ღელავენ. ბოლოს მისი ტელეფონი დაფიქსირდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რის შემდეგაც კვალი დაიკარგა,“ – წერენ ახალგაზრდა ქალის მეგობრები ფეისბუქზე. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ნელიკო მაჩაიძის ოჯახის წევრებს, რომელთაც გვითხრეს, რომ პოლიცია საქმის კურსშია. …

„ეს არის ქართველების დასახმარებლად“ – აშშ-ის ელჩმა ბათუმში განახლებული ამერიკული კუთხე გახსნა

დღეს, 10 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ბათუმში განახლებული ამერიკული კუთხე გახსნა. ელჩის განმარტებით, ის ბათუმში ოთხი პროექტის პრეზენტაციაზე იმყოფება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ არის მიმართული. „მოხარული, რომ დავბრუნდი ბათუმში. ეს ჩემი მესამე ვიზიტია და ამ ვიზიტის ფარგლებში მე ვესტუმრე ოთხ პროექტს, რომელიც ხორციელდება ადგილობრივი საზოგადოების, ადგილობრივი ხალხის დახმარებისთვის. პირველი პროექტი სოფლის …

ბათუმში ჭაჭა თაუერს დანგრევა დაიწყეს

ბათუმში, ნავსადგურის მიმდებარედ ჭაჭა თაუერს ანგრევენ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ არსებული სკვერის კონცეფცია ბათუმის მერიას შპს „ბათუმი რივიერამ“ წარუდგინა. კომპანიის განცხადებით, პარკის კონცეფცია, რომელიც „ქალაქის საკუთრება იქნება“ საკრებულომ მოიწონა. ჭაჭა თაუერის დანგრევას სწორედ ეს კონცეფცია ითვალისწინებს. საკრებულოს 2024 წლის 9 აგვისტოს დადგენილების მიხედვით, სკვერის კონცეფცია მოიცავს ე.წ. „ბურუნ-თაბიეს“ ტერიტორიას, რომელიც ერთი მხრიდან …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 აგვისტოს 21 საათიდან 26 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დილით ელვა-ჭექა და წვიმა, დღის მეორე ნახევრიდან – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მთიან …

„არაჩვეულებრივი გამოფენა“ – ბათუმში USAID-ისა და საქართველოს 32 წლიანი თანამშრომლობა აღნიშნეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე USAID – სა და საქართველოს 32 წლიანი თანამშრომლობისთვის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ევროპის მოედანზე გაშლილი იყო ქართული სუფრა, რომელსაც თამადა უძღვებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ის სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებმაც USAID-ის მხარდაჭერით აჭარის რეგიონში სხვადასხვა სფეროში წარმატებული პროექტები განახორციელეს. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები და ის არასამთავრობო ორგანიზაცები, რომლებიც საკუთარ გარემოს, ქალაქს …

შტორმი მუშაობაში ხელს გვიშლის – ამბასადორი ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე 

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელმაც ბათუმთან ზღვაში ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს, ამბობს, რომ შტორმი მუშაობაში ხელს უშლის. კომპანია ამ ეტაპზე ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს. ნებართვა კი 2022 წლის პირველ სექტემბერს, „ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობასთან დაკავშირებულ ნაპირსამაგრი ჯებირის“ მშენებლობაზე გაიცა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტზე. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანებით მშენებლობის ნებართვა ძალაში იყო 2023 წლის …

საბაგიროსთან, სანაპიროზე ორსართულიან რესტორანს აშენებენ – მერია თანახმაა

ბათუმში, საბაგიროს შენობის უკან, ზღვის სანაპიროზე რესტორანს ააშენებენ. ორსართულიანი შენობის პროექტი მერიამ შეითანხმა და 6 აგვისტოს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ბრძანებაც გამოსცა. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა 2026 წლის 20 აგვისტომდეა. ტერიტორია კი მერიას 15-წლიანი იჯარით აქვს გასხვისებული. მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით: „პროექტი ითვალისწინებს ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ბათუმის საბაგიროს მიმდებარედ, კაფე-რესტორნის 2-სართულიან შენობა-ნაგებობას, საპარკინგე სივრცეს 26 ავტომობილზე …

6,7 მილიონი ბათუმის აკვარიუმის შენობის რეაბილიტაციისთვის

ბათუმში აკვარიუმის შენობის სარეაბილიტაციოდ ქალაქის ბიუჯეტიდან 6,7 მილიონი ლარი გამოიყო. შენობის, აკვარიუმის, აუზებისა და ღობის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, ლითონის ღობეს, აკვარიუმსა და ეზოში მდებარე აუზებს დაშლიან და ხელახლა გააკეთებენ; რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთლიანად შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და უკვე წლებია სავალალო მდგომარეობაშია. რუსთაველის ქუჩის №51-ში …

შეზლონგების „ღობე“ კვარიათის სანაპიროზე [ფოტო]

იმის გამო რომ, სამართალდარღვევაზე რეაგირებას არავინ ახდენს, კვარიათში ზღვის სანაპიროზე ვერ ჩამოჯდებით, თუ იქ ჩამომწკრივებულ რომელიმე შეზლონგს არ დაიქირავებთ. ეს პრობლემა წლებია არსებობს ბათუმის სანაპიროზეც – მოიჯარეებს ბათუმის ბულვარი აუქციონის გარეშე იჯარით გადასცემს ტერიტორიას პლაჟზე, მოიჯარეები კი, სანაპიროსთან ახლოს ისე აწყობენ შეზლონგებს, რომ დამსვენებელი ან შეზლონგებს შორის დარჩენილ ვიწრო სივრცეში უნდა მოთავსდეს და ბუნების სილამაზის …

ბათუმის არაერთ უბანში დღეს საღამოს წყლის მიწოდება შეწყდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, „სოკარის“ ბენზინგასამართის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებული ურდულის შეცვლაა აუცილებელი, რის გამოც საჭიროა ჩაქვის რეზერვუარის დაცლა, რაც გამოიწვევს ქალაქისთვის წყლის მიწოდების დროებით შეწყვეტას. კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების ხანგრძლივობა მოიცავს 17 აგვისტოს საღამოს 23:00 საათიდან 18 აგვისტოს დღის 14:00 საათამდე პერიოდს. ამ პერიოდში კი, წყლის მიწოდება შეიზღუდება შემდეგ …

როგორ ემზადება ბათუმში ოპოზიცია არჩევნებისთვის

როგორ მუშაობს ოპოზიცია ბათუმში არჩევნებამდე ორი თვით ადრე? როგორია წინასაარჩევნო გარემო, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები, ყველაზე ხშირად რა ტიპის პრობლემები იკვეთება, როგორია ადგილობრივები მოქალაქეების პოლიტიკური განწყობები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმში ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ესაუბრა. „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ბათუმის ოფისში ამბობენ, რომ ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან მაისიდან დაიწყეს. „ივნისის თვეში დაახლოებით 60 შეხვედრა გვქონდა …

რამდენად უსაფრთხოა ბათუმში საჰაერო ბურთით გასეირნება – ახალი სერვისი ბულვარში 

ბათუმის სანაპიროზე ახალი ტურისტული გასართობი სერვისი გამოჩნდა. ბათუმში ჩამოსულ დამსვენებელს საჰაერო ბურთით გასეირნებას სთავაზობენ. საჰაერო ბურთი ბათუმში თურქულ-ქართულმა კომპანია „ბათუმი ბალონმა“ შემოიტანა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მათი თურქი პარტნიორები კაბადოკიაში მუშაობენ, ბათუმში კი სატესტოდ ჩამოიტანეს საჰაერო ბურთი. „თუ გაამართლებს, უფრო დიდ მასშტაბებზე გავალთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანიის წარმომადგენელმა ნუგზარ მსახურაძემ. „ბათუმელები“ დაინტერესდა რამდენად უსაფრთხოა ახალი …

კუნძული თუ ნავთობტერმინალი, ვის დარჩება ზღვა – სააგენტომ ორივე პროექტის განხილვა შეაჩერა 

ბათუმთან ახლოს ზღვაში დაგეგმილი ორი მსხვილი პროექტის გამო გარემოს ეროვნული სააგენტო შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას აჭიანურებს. საქმე ეხება ზღვაში უნაპირო ნავმისადგომს და ხელოვნურ კუნძულს, რომელთა საპროექტო ტერიტორიები ერთმანეთის გვერდითაა. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ „ტერმინალი1“-ს, რომელიც „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს, ნავთობტერმინალის საქმიანობის გაფართოებაზე მთავრობა, სავარაუდოდ, უარს ეტყვის. გარემოს ეროვნულ სააგენტოს კი, ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან …

ბავშვები ბანაობენ შადრევანში, სადაც წყალქვეშა სანათებია მოწყობილი – დაცულია უსაფრთხოება?

ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, სკვერში არსებულ პატარა შადრევანში ბავშვები ბანაობენ. ფაქტის ამსახველი ფოტოები „ბათუმელებს“ მოქალაქემ მოაწოდა. კადრში ჩანს სამი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც აუზიდან ამოდიან. ტენდერის დოკუმენტების თანახმად, შადრევნის შიგნით 2 წყალქვეშა სანათია დამონტაჟებული, შესაბამისად, არსებობს დენის წყარო, რაც შესაძლოა სახიფათო იყოს ბავშვებისთვის. როგორც თვითმხილველმა გვითხრა, შადრევანში ბავშვების ჩასვლაზე რეაგირება არ მოუხდენია უმაღლესი საბჭოს …

210 ათასი ლარი ბენზეს ხიდის გაფართოებისთვის – საცობში გაჭედილი ბათუმის შემოსასვლელი

ბათუმის შემოსასვლელში მდინარე ყოროლისწყალზე მდებარე ხიდის რეკონსტრუქციაში, რაშიც 2 წლის წინ ქვეყნის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ამჯერად დამატებით 210 ათასი ლარი დაიხარჯება, ოღონდ ქალაქის ბიუჯეტიდან. ხიდს სავარაუდოდ გააფართოებენ. თამარის დასახლებაში აღნიშნული ხიდის რეკონსტრუქციამ საცობის პრობლემა ვერ მოაგვარა. მეტიც, არაერთი პირი ამბობს, რომ ხიდის სავალი ნაწილი რეკონსტრუქციის შემდეგ კიდევ უფრო დაავიწროვეს, რის გამოც ხიდს „ძაბრიხიდიც“ …

16 მილიონი ლარი წყალმომარაგებისთვის მწვანე კონცხზე, სადაც კანალიზაცია არ არის

მწვანე კონცხსა და მახინჯაურში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებისთვის ახალი ქსელი მოეწყობა. ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ 16 მილიონი ლარით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა, ამ დასახლებებში არ არის საკანალიზაციო [წყალარინების] ქსელი. მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებებში, ასევე ბათუმს შემოერთებული ჩაქვის ტერიტორიის ნაწილში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] მეხუთე …

აღმოაჩინე უნიკალური კომპლექსი ბათუმში – White Sails

ბათუმში, ზღვიდან 200 მეტრში სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი ვაითსეილსი მდებარეობს. ზაფხულის სეზონზე ტურისტებით დატვირთულობის დიდი ნაწილი ქალაქის ცენტრზე მოდის. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ქალაქის დეცენტრალიზაცია, კომპლექს ვაითსეილსს კი ახალი ბულვარის განვითარებაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი. კომპლექსი უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს და 5* ლოკალურ ბრენდ გრანდერს და 4* აპარტოტელ ვაითსეილს რეზიდენშალს აერთიანებს. უნიკალური ინფრასტრუქტურის გამო კომპლექსი იზიდავს …

რამ დააბინძურა ზღვა ბათუმში – კადრები, რომელიც მოქალაქემ გადაიღო

„არ ვიცი, რა ჩადიოდა ზღვაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მშენებლობის პროცესში რეცხვის დროს გამოყენებული წყალია,“ – გვითხრა ბათუმში მცხოვრებმა ზურაბ ბოლქვაძე, რომელმაც გუშინ, 18 ივლისის დილით, ბათუმის პლაჟზე ზღვის დაბინძურების ფოტოები გადაიღო. ზურაბ ბოლქვაძის თქმით, ის ბათუმის სანაპიროზე კომპანია „ალიანს ჯგუფის“ მშენებარე სასტუმროს „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, სადაც ზღვას სანიაღვრე არხი უერთდება. გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახურში …

„ტროტუარიც და ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის“ – ინტერვიუ

ბათუმში მარტივად შესამჩნევია, თუ როგორ აქვთ კაფეებს მიტაცებული ტროტუარები, რაც ფეხითმოსიარულეებს, ეტლით მოსარგებლეებსა და ველოსიპედისტებს ხშირად უქმნის პრობლემებს. ზოგიერთი მოქალაქე პრობლემას არ იმჩნევს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ძალებით, აქტივიზმით ცდილობენ უფლებების დაცვას. მათ შორისაა ბათუმელი ანა ნიქაბაძეც. ანამ ტროტუარის მიტაცების ამსახველი ბოლო ფოტო 16 ივლისს გამოაქვეყნა ფეისბუქის პირად გვერდზე და ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას რეაგირებისკენ …

ზღვაში ხრეშის შესატანად წელს 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში ზღვის ხელოვნური კვებისთვის წელს 1,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, სამუშაოების შესყიდვაზე კი ტენდერი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გამოაცხადა. ზღვის სანაპიროზე შესატანად ხრეშს ამჯერადაც მდინარე ჭოროხიდან ამოიღებენ. ვინაიდან შტორმის დროს ზღვა ბათუმის სანაპიროს ანგრევს, ხრეშის ხელოვნურად შეტანაც პერიოდულად აუცილებელია. გასულ წელს ზღვაში 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში შეიტანეს, მიმდინარე …

“სტაბილურადაა” – ექიმები პარაშუტიდან ჩამოვარდნილი კაცის მდგომარეობაზე

“სტაბილურადაა და დღეს სავარაუდოდ გავწერთ. დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა,” – უთხრეს “ბათუმელებს” ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც პარაშუტიდან ჩამოვარდნილი კაცი მკურნალობს. შემთხვევა გუშინ, 4 ივლისის საღამოს მოხდა. ბათუმის სანაპირო ზოლზე, გასართობი პარაშუტიდან ცოლ-ქმარი ჩამოვარდა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მისი გადარჩენა მაშველებმა ვერ შეძლეს, დაშავებული კაცი კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ცოლ-ქმარი უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ისინი ბათუმში …

ბათუმში პარაშუტიდან ჩამოვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, პარაშუტიდან ჩამოვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 4 ივლისს მოხდა. როგორც “ბათუმელებს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ქალი პარაშუტიდან ზღვაში ჩავარდა, მაშველებმა ის გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ასევე დაშავებულია მამაკაცი, რომელიც ქალთან ერთად იმყოფებოდა. ცოლ-ქმარი უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, ისინი ბათუმში დასასვენებლად ჩამოვიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის …

ბათუმში ხვალ აფროსნობის ტურნირი იწყება

21-23 ივნისს ბათუმში აფროსნობის ტურნირი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის, ფოთისა და თბილისის აფროსანთა კლუბები. ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონია, 21 ივნისს, 12 საათზე გაიმართება ე.წ. „მელკიმორიაზე“, ბაქოს ქუჩის 33-ში.  ტურნირის ორგანიზატორია აჭარის აფროსანთა ფედერაცია, რომელიც 2023 წელს დაფუძნდა. პრესრელიზის თანახმად, ფედერაციის მიერ ორგანიზებულ აფროსნობის სკოლაში, მოზარდებს საშუალება აქვთ უფასოდ დაეუფლონ სპორტის ამ სახეობას და მიიღონ …

გააფართოებენ თუ არა ხიდს ბათუმის შემოსასვლელში – რეაბილიტირებული „ძაბრიხიდი“

ხიდი ბათუმის შემოსასვლელში, რომლის რეაბილიტაციაში ორი წლის წინ 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ტრანსპორტის თავისუფლად გატარებას ისევ ვერ უზრუნველყოფს, რაც საცობს წარმოქმნის. 6 თვის წინ ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ „ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები“ ხიდის გაფართოების მიზნით, თუმცა ამ დრომდე არაფერია შეცვლილი. მოქალაქეების ნაწილი თვლის, რომ თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდი რეაბილიტაციის დროს დაავიწროვეს კიდეც, რის გამოც …

ბათუმში, მანთაშევზე, ლიანდაგის ქვეშ მერია საავტომობილო გვირაბის აშენებას გეგმავს

ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე, ე.წ. მანთაშევის შლაგბაუმთან ქალაქის მერია საავტომობილო გვირაბის აშენებას გეგმავს. „საჭიროა გზაგამტარი გვირაბის მოწყობა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს შავშეთის ქუჩაზე გადატვირთული მოძრაობის განტვირთვა, რაც შესაძლებელია გვირაბის მშენებლობით. საპროექტო გვირაბმა უნდა უზრუნველყოს შავშეთის, წერეთლის და მაიაკოვსკის ქუჩებისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების უწყვეტ რეჟიმში შეუფერხებლად გადაადგილება და პირიქით, რითაც საგრძნობლად განიტვირთება, როგორც შავშეთის ქუჩა, ასევე წერეთლის, …

ბათუმში ტროტუარზე კაფეს მოსაწყობად მეტლახი დააგეს და დაფარეს უსინათლოთა ბილიკიც | ფოტოამბავი

ბათუმში, გორგასლისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში ტროტუარი რკინისა და შუშის კონსტრუქციით შემოღობეს. აქ კაფე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, თუმცა როგორც ჩანს, ახლა მისი რეკონსტრუქცია გადაწყვიტეს. ტროტუარზე კაფესთვის ადგილის მოწყობის სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის. ტროტუარზე კაფეს მოსაწყობად აქ მეტლახს აგებენ, კონსტრუქცია კი პირდაპირ უსინათლოთა ბილიკზე დგას. ალბათ მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება ქალაქი, სადაც უსინათლოთა ბილიკის მოსაწყობად ბიუჯეტიდან …

როგორ იგეგმება ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება იგეგმება. ეს პროგრამა [ე.წ. V ფაზა] ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის გაფართოებას ითვალისწინებს ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე. ქალაქის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ ადლიის გამწმენდი ნაგებობის წარმადობის გაზრდისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტთან დაკავშირებით სკოპინგის ანგარიშით გარემოს ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართა. პროექტი ითვალისწინებს როგორც უშუალოდ …

„ერთად ვუთხრათ არა – რუსულ კანონს“ – 11 მაისს, ბათუმში, ნურის ტბის ირგვლივ ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ

შაბათს, 11 მაისს, 18 საათზე, არასამთვრობო ორგანიზაცია „საორსა“ ცოცხალ ჯაჭვს, პერფორმანსს აანონსებს. „11 მაისს, 18:00 საათზე ერთობით ვერთიანდებით, რათა ერთად ვუთხრათ არა – რუსულ კანონს. ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურის ტბის ირგვლივ ერთად შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი, ერთად გავაზიაროთ ევროპული მომავლის შესაძლებლობები. გელოდებით – დროა ჩვენი გაერთიანების: ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, მათი განათლებისთვის, დასაქმებისთვის, ჯანმრთელობისთვის …

Exit mobile version