რას შეჰპირდა დღეს ბათუმის მერი სუვენირებით მოვაჭრეებს

სუვენირებითა და ნატურალური წვენებით მოვაჭრეები, რომლებიც 2 თვეზე მეტია რაც ბათუმში საპროტესტო აქციებს მართავენ, დღეს, 27 აპრილს, ბათუმის მერს, გიორგი ცინცაძეს შეხვდნენ. აქციების ერთ-ერთი მონაწილის თქმით მერი მათ დაჰპირდა, რომ აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურა პატარაძეს დაელაპარაკება და ხუთშაბათს, 30 აპრილს, აქციის მონაწილეებისთვის ექნება კონკრეტული პასუხი: „ორ დღეში დამტკიცებული იქნება ახალი თავმჯდომარე, დაველაპარაკები და კონკრეტულ …

ბათუმში რამდენიმე ხაზზე „მარშუტკით“ მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა და 80 თეთრი გახდა

ბათუმში რამდენიმე სამარშრუტო ხაზით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა. დღეს, 21 აპრილს, მგზავრებს 70 თეთრის ნაცვლად 80 თეთრის გადახდა მოუხდათ. ამ ეტაპზე გაძვირებულია #25, #46 და #28 სამარშრუტო ხაზებით მგზავრობა. „გაძვირება უკავშირდება საწვავის გაზრდილ ფასს და სხვა ხარჯებიც მომატებულია. დიდი ხანია თავს ვიკავებთ გაძვირებაზე, მაგრამ ბოლოს მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. გაუჭირდა ხაზებს მუშაობა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნუგზარ …

„აქ ცხოვრება გაუსაძლისია, ტაქსიც კი არ შემოდის“ – რეპორტაჟი ბათუმის ერთი ქუჩიდან

„აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია: გუბეები, ტალახი, მზეში კიდევ საშინელი მტვერია… მთავრობა ყურადღებას არ გვაქცევს, მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით,“ – ამბობს ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრები მანანა ბერიძე. ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში კარგი გზა და მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა წლებია არ აქვთ. ამ ქუჩაზე გვითხრეს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, როცა ამ ქუჩაზე …

გონიოს ხიდიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე ახალ გზას გაიყვანენ – 6,3 მილიონი

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე მონაკვეთში გზის მშენებლობაა დაგეგმილი. ახალი გზა ერთმანეთთან გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიას [ჭოროხის ქუჩას] და ახალი ბულვარის გაგრძელებას [დავით ართმელაძის ქუჩას] დააკავშირებს. ახალი გზა ართმელაძის ქუჩას გამწმენდი ნაგებობის მიმდებარედ შეუერთდება. „ჭოროხის ქუჩის და დავით ართმელაძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობაზე“ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა …

ბათუმში 12 და 13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი 12 და 13 აპრილს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. აღნიშნულ დღეებში უფასოდ მგზავრობა აღდგომის დღესასსწაულს უკავშირდება. ამასთან, „ფერიის სასაფლაომდე შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სერგი მესხის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ცალმხრივი გახდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, №11 სამარშრუტო ხაზი უკუმიმართულებით გადაადგილებისას იმოძრავებს გოგოლისა და სევერიანე აჭარელის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩების გავლით, ხოლო №2 და №2ა …

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის „კეთილმოწყობაც“ იგეგმება – ტენდერი 7 მილიონი ლარით

ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გზის საფარის შეცვლა და სხვადასხვა სამუშაოა დაგეგმილი. ამ და კიდევ რამდენიმე ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთის „კეთილმოწყობაზე“ ქალაქის მერიამ ტენდერი 7 მილიონ 178 ათას 902 ლარით უკვე გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, ჩატარდება შემდეგი სამუშაოები: „შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის [კობალაძის ქუჩიდან შარტავას ქუჩამდე], დავით ხახუტაიშვილის ქუჩის [ფიროსმანის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე] და ინასარიძის …

ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული, სამშენებლო პროცესები ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია

დღეს, 18 მარტს, ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული. დღის 12 საათის მონაცემებით ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი. ამ მონაცემებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური აფიქსირებს, რომელიც ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა განთავსებული. რაც შეეხება ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებულ ანალოგიურ ავტომატურ სადგურს, ის ამ დროისთვის გათიშულია. „ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე …

ბათუმში მძღოლები 22,7 მილიონით დააჯარიმეს მოძრაობის წესების დარღვევისთვის – 2025 წლის მონაცემები

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმებული მძღოლებისგან ბათუმის ბიუჯეტში 2025 წელს 13 მილიონ 676 ათასი ლარი შევიდა. ეს მონაცემი ბათუმის მერიას ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში აქვს დაფიქსირებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აღნიშნული ჯარიმის მხოლოდ 60 პროცენტი შედის, გამოდის, რომ 2025 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბათუმში მძღოლებმა ჯამში 22 მილიონ 793 ათასი …

ბათუმის აეროპორტთან დასაშვები სიმაღლეების დასაზუსტებლად 518 ათასი ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

ბათუმის აეროპორტის დაცვის ზონაში დაბრკოლებათა მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეების დასადგენად კვლევას „საქაერონავიგაცია“ ტენდერის გარეშე შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 518 167 ლარს შეადგენს. კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება“ იქნება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ფრენების უსაფრთხოებას, ასევე ქალაქის „ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას“. აღსანიშნავია, რომ სამი თვის წინ საქართველოში ამოქმედდა სამოქალაქო …

შპრიცები და ანტისანიტარია ბავშვების სათამაშო მოედანთან – მოქალაქე მესხის ჩიხიდან

„ანტისანიტარიას ვინ ამბობს, შპრიცები ვიპოვეთ სათამაშო მოედანთან… არასდროს გვინახავს ეს მოედანი და აქაურობა დალაგებული,“ – მოგვწერეს ბათუმში, ივანე მესხის ჩიხიდან. მოქალაქის თქმით, სხვადასხვა უწყებას არაერთხელ მიმართეს, მათ შორის, ბათუმის მერიას, მაგრამ არაფერი იცვლება. ამ დასახლებაში სანაგვე ურნების დასაცლელადაც კი, შესაბამისი სამსახური იშვიათად ჩნდება. ივანე მესხის ჩიხში მცხოვრები მოქალაქის თქმით, მინი სტადიონი და გამაჯანსაღებელი მოედანი დაახლოებით …

თანამდებობიდან გაათავისუფლეს ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი

ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ბათუმელებთან“ თამარ მესხიძემ აღნიშნა, ის 2026 წლის 27 თებერვალს გაათავისუფლეს. ბრძანება აჭარის კულტურის სამინისტრომ გამოსცა. რა იყო გათავისუფლების საფუძველი, რა ეწერა ბრძანებაში? – ვკითხეთ თამარ მესხიძეს. ყოფილმა დირექტორმა დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია. მას ასევე ვკითხეთ, გათავისუფლებამდე ხომ არ იყო …

უგზო, უტრანსპორტო და დატბორილი ქუჩა ბათუმში – რას ამბობენ მერიაში

ბათუმში, ივანე მესხის ქუჩის მეორე ჩიხში მცხოვრებ ადამიანებს დატბორილ ქუჩაზე უწევთ ცხოვრება. ტბორის გამო ქუჩაზე ფეხით გადაადგილებაც შეუძლებელია. მოქალაქეების თქმით, ივანე მესხის ჩიხს არ აქვს საკანალიზაციო და სანიაღვრე არხები, უბანში არ დგას სანაგვე ურნები, არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. „აქ ბავშვი როგორ გაივლის, როცა ჩვენც ვერ დავდივართ“- ამბობენ „ბათუმელებთან“ საუბარში ამ ქუჩაზე მცხოვრებები. „მე პირადად, სამსახური …

„ერთ დღესაც შეიძლება მატარებელი ჩვენს სახლს დაეცეს“ – ცხოვრება ლიანდაგთან

ბათუმში, ბონის დასახლებაში მცხოვრები 25-ამდე ოჯახი რთულ საცხოვრებელ პირობებზე საუბრობს. ბარაკულ დასახლებაში, სახლებს შორის რკინიგზა გადის. რკინიგზის რელსები დაზიანებულია. მოსახლეობა შიშობს, რომ „ერთ დღესაც შეიძლება მატარებლის ვაგონი გადაბრუნდეს და მათ სახლს დაეცეს“. წმინდა სევერიანე აჭარელის ქუჩა #2 – ეს ბარაკული ტიპის დასახლების მისამართია ბათუმის ცენტრში, ზღვიდან ხუთი წუთის სავალ გზაზე, ბათუმის პორტთან ახლოს. რკინიგზა ორ …

ბათუმში ძეგლის ფასადზე გამათბობლის მილი ჩასვეს – „ორბი“ გააფრთხილეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის #50-ში, ორსართულიან შენობაში, სადაც მსხვილი სამშენებლო კომპანია „ორბის“ ოფისი მდებარეობს, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ სამუშაოების პარალელურად შენობის ფასადზე შავი მილი გაჩნდა, რაც, პრაქტიკულად, ფასადს აზიანებს, თუმცა კომპანია ამბობს, რომ ფასადი არ გაუხვრეტია და აქ მილი ადრეც გადიოდა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მას კანონი იცავს, ძეგლის ხელყოფა ან დაზიანება …

ბათუმში ჯერ არ დაწყებულა ხიდის მშენებლობა, რომელიც უკვე უნდა გახსნილიყო

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა 2026 წლის 16 თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა. ამ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე 9 თვეა შეზღუდულია. ხიდის მოწყობაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2 294 911 ლარის ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებული შპს Construction Service–თან 2025 წლის 22 ოქტომბერს გააფორმა. ტენდერი 2 553 …

„ვაიაფებთო და აძვირებენ“ – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში ფასებსა და მგზავრობის გაძვირებაზე

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 30 თეთრიდან 70 თეთრამდე გაძვირდა. რას ფიქრობს ხალხი ტრანსპორტის გაძვირებაზე, როცა „ოცნების“ მთავრობა საკვები პროდუქტების გაიაფებაზე საუბრობს? ელის ხალხი საკვებზე ფასების კლებას? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.

7,7 მილიონი ბათუმისა და ქობულეთის პლაჟების დროებით შესანარჩუნებლად – დაუცველი სანაპირო

ბათუმისა და ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად 2026 წელს აჭარისა და საქართველოს ბიუჯეტებიდან ჯამში 7,7 მილიონი ლარია გამოყოფილი. თანხა პლაჟების ხელოვნურ კვებას მოხმარდება – სანაპიროზე საერთო ჯამში 250 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა შეიტანონ. აქედან 140 ათასი კუბური მეტრი ქობულეთის პლაჟზე, 110 ათასი კი – ბათუმის პლაჟზე. სპეციალისტები უკვე წლებია აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ მხოლოდ ხრეშის პერიოდული შეტანა …

„მეგონა, პენსიაზე 400 ლარი დაგვიმატეს. რა ბედნიერი ვიყავი იცით?!“ – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში ფასებზე

„ვინ თქვა გაიაფდაო? პირიქით, ძვირდება“ – გვითხრეს ბათუმის ქუჩებში, სადაც მოქალაქეებს დღეს, 19 იანვარს, საკვები პროდუქტების ფასების დაკლებაზე ვკითხეთ. „ოცნების“ პროპაგანდისტები ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებში წერენ, რომ საკვები პროდუქტი საქართველოში უკვე გაიაფდა. მოქალაქეებს ასევე დავუსვით შეკითხვა – რას ნიშნავს, როცა პარლამენტარების და დეპუტატების ხელფასი – ათასობით, პენსია კი 20 ლარით იზრდება?

ბათუმში გოგებაშვილის ქუჩის ცალი მხარე 2 თვით გადაიკეტა – აქ ქვაფენილი უნდა აყარონ

ბათუმში გოგებაშვილის ქუჩის ცალი მხარე [სანაპიროს გასწვრივ], ქალაქის მერიის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტისთვის ორი თვით, 2026 წლის 4 მარტამდე გადაიკეტა. გზა გადაკეტილია ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, საბაგირო გზის სადგურის მიმდებარედ. მიზეზი გზის რეაბილიტაციაა, რომლის ფარგლებშიც გოგებაშვილის ქუჩაზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ. „პროექტის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩებს შორის მონაკვეთში განხორციელდება არსებული ქვაფენილის დემონტაჟი, სანიაღვრე ქსელის, გზაგამყოფი …

ბათუმის აეროპორტთან დასაშვები სიმაღლეების დასაზუსტებლად ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს

ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების სიმაღლეების განსაზღვრაზე 623 ათას 356 ლარით გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. სახელმწიფო შპს-მ,  „საქაერონავიგაციამ“ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ამჯერად საწყისი სატენდერო ფასი გაცილებით დაბალი – 523 ათას 367 ლარია. „ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) მოდიფიკაციის, მორგებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) შემუშავებისა და მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების …

ბათუმში 27%-ით მეტი ბინა გაიყიდა წინა წელთან შედარებით – კვლევა

„საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში ბათუმში 4,893 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 27.0%-ით მეტია“, – ნათქვამია კომპანია „გალტ & თაგარტის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში. „გალტ & თაგარტმა“ ბათუმში 2025 წლის მესამე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ კვარტალური მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2025 წელს, ბათუმის პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები გაიზარდა 2024 წელს შემცირებული …

ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი ძალიან ცუდია

ბათუმში დღეს, 24 ნოემბერს [დილის 11:00 საათის მონაცემებით], ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი და ძალიან ცუდი. ამ მონაცემს ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე მდებარე ავტომატური სადგური აფიქსირებს. ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე სადგურის მონაცემებით კი ეს ორივე მაჩვენებელი არის „ცუდი“. ჰაერში მყარი ნაწილაკების რაოდენობის ზრდა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „უდაბნოს მტვრის მასების …

41 ჰექტარი ტერიტორია ხელოვნური კუნძულისთვის – რა დარღვევებზე წერს გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ისევ აფართოებს ბათუმის სანაპიროზე ხმელეთს კუნძულის მოსაწყობად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კი დარღვევებზე წერს. მაგალითად, იმაზე, რომ კომპანიამ „ინტენსიური წვიმის გავლენაზე“ სააგენტოს არ წარუდგინა დოკუმენტები შესათანხმებლად. ერთი მხრივ, 500, 2000 თუ 5 000-ლარით აჯარიმებს სახელმწიფო კომპანიას, მეორე მხრივ კი, ათავისუფლებს ამ ჯარიმებისა და წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან. კომპანიამ ზღვის აკვატორიაში ხელოვნური ნახევარკუნძულისთვის თავიდან …

„აეროპორტის დაცვის არე ზღუდავს ბათუმის ურბანულ განვითარებას“ – საქაერონავიგაცია ახალ კვლევას იწყებს

სახელმწიფო კომპანია „საქაერონავიგაცია“ გეგმავს ჩაატაროს ახალი კვლევა, იმის განსასაზღვრად, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ბათუმის აეროპორტის მიმდებარედ ტერიტორიის უსაფრთხოების ზონა. კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება“ იქნება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ფრენების უსაფრთხოებას, ასევე ქალაქის „ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას“. ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS)  მოდიფიკაციის, …

ბათუმის პლაჟის შესანარჩუნებლად 2 მილიონი ლარია გამოყოფილი – ზღვის ხელოვნური კვება

2 მილიონი ლარია გათვალისწინებული ბათუმის ახალ ბულვართან პლაჟის ხელოვნურად შენარჩუნებისთვის აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში. პროგრამა პლაჟის ხელოვნურ კვებას ითვალისწინებს, რაც ჭოროხის კალაპოტიდან ხრეშის ამოღებას და ზღვის სანაპიროზე დაყრას გულისხმობს. ხრეშის ხელოვნურად შეტანის გარეშე ბათუმი პლაჟის გარეშე დარჩება. ბათუმის ბულვარის გასწვრივ პლაჟის შენარჩუნებისთვის კი, ბოლო გათვლებით, ყოველწლიურად მინიმუმ 120 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა აუცილებელი. …

„მშენებლობა არ სრულდება, გვატყუებენ“ – კიდევ ერთი დაუსრულებელი კორპუსი ბათუმში

„კორპუსის მშენებლობა არ სრულდება, გვატყუებენ, მივმართეთ პროკურატურას და ვითხოვთ რეაგირებას,“ – ამბობს აკაკი წოწონავა. მის მსგავსად ათეულობით სხვა მოქალაქე ბათუმში, გრიგოლ ლორთქიფანიძის #20-ში მშენებარე კორპუსის დასრულებას ელის. ბინა მყიდველებს 2024 წლის ბოლოს უნდა ჩაბარებოდათ, მაგრამ როგორც მოქალაქეები ჰყვებიან, მშენებლობის აქტიური პროცესი გასული წლის ზაფხულიდან შეწყდა. 27-სართულიან კორპუსს ლორთქიფანიძის #20-ში კომპანია „მჯ გრუპი კონსტრაქშენი“ აშენებს. დაზარალებული …

რას აშენებენ ბათუმის იახტკლუბთან – პროექტი, რომელიც 9 წლის წინ დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა

ლაუნჯი, ყავის ბარი, საქმიანი ზონა, დამხმარე ბლოკი, ტექნიკური და სასაწყობე სივრცეები – სწორედ ამას მოიცავს ნაგებობა, რომლის მშენებლობაც ბათუმის ნავმისადგომთან მიმდინარეობს. მშენებლობა იახტკლუბის განვითარების პროექტის შემადგენელი ნაწილია. ეს პროექტი კი 2017 წელს დაიგეგმა და თავდაპირველი შეთანხმებით, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. აჭარის მთავრობამ  ბათუმის იახტკლუბი 2017 წელს „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად 20-წლიანი …

ბათუმის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება – რა თქვეს კომპანიაში?

დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება. მუნიციპალურ კომპანია „ბათუმის წყალში“ განმარტავენ, რომ მიზეზი ძლიერი წვიმაა და წყლის მიწოდება საღამოს 10 საათიდან აღდგება. „უხვი ნალექის გამო დღეს 11 საათიდან შეგეზღუდებათ წყალმომარაგება,“ – აღნიშნულია სმს შეტყობინებაში, რომელიც ბათუმში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მიიღეს. „ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ სათავე ნაგებობაზე წყლის სიმღვრივის გამო შეუწყდა ბათუმს …

გოროდოკში ხიდი კვლავ ჩაკეტილია – ახლის მოწყობაში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

ხიდი გოროდოკის დასახლებაში, რომელზეც ბათუმის მერიამ ავტოტრანსპორტის მოძრაობა მაისში აკრძალა, კვლავ ჩაკეტილია. მერიის სამმართველოში მაშინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხიდზე მოძრაობა მინიმუმ 3 თვით შეიზღუდა, ანუ სექტემბრამდე, თუმცა ამავე სამმართველომ ხიდის მოწყობაზე ტენდერი მხოლოდ ახლა 12 სექტემბერს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ბათუმში, ნადიმ ნიჟარაძის ქუჩა №10-ის მიმდებარედ ხიდის მოწყობაზე ტენდერი 2 553 386 …

ბათუმში ყოფილი აბანოს მუზეუმად გადაკეთება დასრულდა – ახალი კონკურსი 211 ათასი ლარით

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის მორიგი „რეაბილიტაცია“ დასრულდა. ამ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბათუმის კინო-მუზეუმი ოფიციალურად, შესაძლოა, 4 ოქტომბრამდე გახსნან [ანუ, „ოცნების“ მიერ დანიშნულ არჩევნებამდე], თუმცა, ინტერიერის მოწყობასა და მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობა, როგორც ჩანს, გაგრძელდება. „აჭარის მუზეუმმა“ 3 სექტემბერს „ქ. ბათუმის კინო-მუზეუმის ინტერიერის დიზაინის და კონცეფციის შემუშავებაზე“ კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება …

ჭოროხის დელტა, რომლის დაცვაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს, მთავრობისგანაა დასაცავი

ჭოროხის დელტას ტერიტორია, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ველური სახეობების შენარჩუნებაში და რომლის დაცვაც ხელისუფლების ვალდებულებაა, თანდათან ხელისუფლებისგან დასაცავი ხდება. საფრთხის წინაშეა არა მხოლოდ ჰაბიტატებისთვის საჭირო ბუნებრივი გარემო, არამედ „გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ჭოროხის დელტის ფიზიკურ არსებობასაც შეექმნას საფრთხე“ – ზღვის მიერ სანაპირო ზოლის ეროზიის გამო. მთავარი მიზეზი ჭოროხიდან ხრეშის ამოღებაა, რის აკრძალვაზეც ბოლო რამდენიმე წელია საუბარია …

რუსეთის მოქალაქეებმა ბათუმში გააჩაღეს ბიზნესი საკუთარი მომხმარებლისთვის – სახეზეა პარალელური ეკონომიკა

„საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა აქ საკუთარი ტურისტული სააგენტოები გახსნეს და ერთგვარი „დამოუკიდებლობა“ მოიპოვეს. იქირავეს სასტუმროები, რესტორნები, აღარ სარგებლობდნენ ადგილობრივი სერვისებით. მეტაფორულად რომ ვთქვათ, სათავისოდ შექმნეს ერთგვარი კომფორტული კუნძული, რომელიც ადგილობრივ სინამდვილეს მოსწყდა,“ – ასე აღწერს კულტურის კვლევების დოქტორი, „ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ესმა კუნჭულია ქართულ ტურისტულ და სამომხმარებლო სფეროში არსებულ სიტუაციას. მისი თქმით, …

გმირთა ხეივანი, რომლის მოწყობაზე 25 მილიონი დაიხარჯა, მწყობრიდან გამოსულია

ბათუმში, გმირთა ხეივნის რეაბილიტაციისა და საფეხმავლო გადასასვლელი ხიდების მოწყობის პროექტი 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე დააანონსეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე რეაბილიტირებული ხეივანი პომპეზურად, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით გახსნეს, 2025 წლის ზაფხულში კი ხეივნის ინფრასტრუქტურა უკვე მწყობრიდან გამოსულია. ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან 25 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. 2024 წლის 5 ივნისს საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას ამცნო, რომ ბათუმში …

ევაკუაცია სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლში“ – მიმდინარეობს შემოწმება

სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლში“ მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა და ობიექტს შესაბამისი სამსახურები ამოწმებენ. „დღეს, 13 ივლისს, შემოვიდა სავარაუდოდ ცრუ შეტყობინება და ჩავთვალეთ საჭიროდ ობიექტის დაცლა. დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ „ბათუმი მოლი“ გაიხსნება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სავაჭრო ცენტრში. განახლება: მოგვიანებით დაგვიკავშირდა სავაჭრო ცენტრის მენეჯერი, რომელმაც გვითხრა, რომ „მოხდა სასწავლო ევაკუაცია და სწავლების ფარგლებში ხორციელდება შენობა-ნაგებობის …

გონიოს ყოფილი პოლიგონის გასანაღმად 1,1 მლნ დოლარის ტექნიკას უტენდეროდ იყიდიან

გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ცენტრი „დელტა“ ჩაერთვება. საჭირო სპეცტექნიკას კი „დელტა“ ჯამში 1 184 720 აშშ დოლარად, ტენდერის გარეშე შეისყიდის. „ოცნების“ მთავრობა ყოფილი პოლიგონის ტერიტორიას საინვესტიციოდ არაბულ კომპანიას უმზადებს. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განაღმვითი სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო შეჯავშნული საინჟინრო ტექნიკის დასამზადებლად „დელტას“ ესაჭიროება მუხლუხა ბულდოზერი, CAT D6R2 – 1 ცალი, მუხლუხა …

საქალაქო ავტობუსები ღამის 12 საათამდე იმუშავებს – ბათუმის ავტოტრანსპორტი

პირველი ივლისიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე იმოძრავებს. ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, გრაფიკის ცვლილება [სამუშაო დროის გაზრდა] ზაფხულის სეზონს უკავშირდება: „1-ლი ივლისიდან, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, იზრდება მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო – საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ყოველდღიურად 07:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურება.“ გასული, 2024 წლის ზაფხულში, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების სამუშაო დრო …

Exit mobile version