ბათუმის ცენტრში სასტუმროსთან კაცი დაჭრეს – ქუჩა გადაკეტილია

დღეს, 25 ივნისს, საღამოს, ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე გასროლის ხმა იყო. პირველადი ინფორმაციით, აქ კაცი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. სასტუმრო „ლონდონთან“, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, ქუჩა გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ ვერაფერი გვითხრეს. ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მასალა განახლდება. განახლება: შსს-ს პრესცენტრის …

„გაუსაძლისი სუნია, ფანჯარას ვერ ვაღებთ“ – 7 მლნ ლარი კორპუსებში კანალიზაციის გარეშე

ბათუმში, გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე მძაფრი, უსიამოვნო სუნი დგას. შუა ქუჩაში ამოტეხილი ასფალტიდან საკანალიზაციო წყალი ამოდის. გვერდით, ღია ეზოში, ბავშვები თამაშობენ. „აი, აქ, ამ „ჩანჩქერზე“ იბანდა პატარა ბავშვი სილით დასვრილ ფეხებს,“ – გვეუბნება ნონა ზაქარაძე და შუა ქუჩაში ამოტეხილი ასფალტიდან ამომავალ წყალზე გვანიშნებს. ნონა და მისი 14 მეზობელი გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში 6 თვის …

ბათუმში რეჟისორ გიორგი გოგიბერიძის მემორიალურ დაფას განათავსებენ

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას N53-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე რეჟისორ გიორგი გოგიბერიძის მემორიალურ დაფას განათავსებენ. საკითხს ბათუმის საკრებულო 2025 წლის 30 მაისის სხდომაზე განიხილავს. საკრებულოში წარდგენილი შესაბამისი პროექტის ავტორი ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიაა, ხოლო ინიციატორი – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი. „გიორგი გოგიბერიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ქალაქ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N53-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს …

ბათუმის ცენტრალურ პარკში ტუალეტი არც ამ სეზონზე იქნება – რა უნდა გაკეთდეს 345 ათას ლარად

ბათუმის ცენტრალურ პარკში დაგეგმილია არსებული საპირფარეშოს შენობის რემონტი, პარკის შესასვლელში [კოლონადებთან] მდებარე ხის შენობის დაშლა და ახლის, ლითონისა და სენდვიჩ-პანელების კონსტრუქციით აშენება, პარკში არსებული ერთ-ერთი ჯიხურის რემონტი და დამატებით ერთი კონსტრუქციის, საზოგადოებრივი სივრცის მშენებლობა. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ დაგეგმილი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 345 ათას 269 ლარით გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2025 წლის 12 …

საქალაქო ავტობუსების მარშრუტი ისევ შეიცვალა

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩის მონაკვეთის [მელიქიშვილის ქუჩიდან თავდადებულის ქუჩამდე] გახსნის გამო, ავტობუსების: №1, №1ა, №7, №7ა, №10, №10ა, №11 და №15 მარშრუტი კვლავ შეიცვალა და აღნიშნულ მონაკვეთში იმოძრავებენ. კერძოდ: №1 იმოძრავებს: ხიმშიაშვილის – გორგილაძის – მელიქიშვილის – რუსთაველის – გოგებაშვილის ქუჩები №1ა: გოგებაშვილის – რუსთაველის – მელიქიშვილის – გორგილაძის – ხიმშიაშვილის ქუჩები №7: გრიბოედოვის …

ხელოვნური კუნძულისთვის „ამბასადორი“ ქობულეთში 1,5 მლნ კუბურ მეტრ მასალას მოიპოვებს ულიცენზიოდ

ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ამჯერად ულიცენზიოდ 1,5 მილიონ კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს ქობულეთის სოფელ კვირიკეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვებს. კომპანიას 1 კუბურ მეტრ წიაღისეულში მხოლოდ 24 თეთრის გადახდა მოუწევს. ბათუმში კი კომპანია ტროტუარის გასწვრივ ლითონის ღობეს აწყობს, მათ შორის ქალაქის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზეც. აქვს თუ არა შესაბამისი ნებართვა „ამბასადორს“? – ქალაქის მერიიდან პასუხი …

რა ხდება მდინარე ბარცხანაზე ხიდთან, რომელიც ბათუმის მერიამ გადაკეტა – ფოტოამბავი

ბათუმში, ბონი-გოროდოკის დასახლებაში, მდინარე ბარცხანაზე მდებარე ხიდი ქალაქის მერიის ინფორმაციით ავარიულია და მასზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ეს ხიდი გოროდოკში ერთმანეთს მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩებს აკავშირებს. „ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ამ ეტაპზე, ყველა შესაბამისი სამსახურის ჩართულობით, ხიდის სტრუქტურული მდგრადობის შესწავლა და აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა მიმდინარეობს“ – განაცხადა ბათუმის მერიამ 17 …

ქუთაისი-ბათუმის მატარებელი ლანჩხუთში დაზიანდა

ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელს ლანჩხუთში ცეცხლი გაუჩნდა – ინფორმაციას ამის შესახებ „გურია ტვ“ ფაქტის თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. საქართველოს რკინიგზა ცეცხლის გაჩენას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ მატარებლის გაჩერების მიზეზი დაზიანება გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „გურია ტვ“- ის თანახმად, ცეცხლი ვაგონებსშორის გადაბმაში გაჩნდა და მისი ჩაქრობა მემანქანეებმა და ლანჩხუთის რკინიგზის სადგურის თანამშრომლებმა ერთობლივად შეძლეს. ფოტოებზე, რომელიც …

„ფულის კეთება არ მორჩა“ – ყოფილმა მერმა გენგეგმის დასრულება ვერ შეძლო

ყოფილმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ვერ შეძლო ბათუმის გენგეგმის დასრულება. შემდეგი მერიც ალბათ იმავეს დაჰპირდება ამომრჩეველს. ან სულაც წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ მესიჯად შეიძლება გაიხადოს ის, რომ დაწყებულს დაასრულებს, ან ყველაფერ დაწყებულს დაასრულებს. მეორე უფრო მომხიბვლელი დაპირება იქნება. ხომ გახსოვთ ოდესღაც „ოცნების“ პრემიერი, გიორგი გახარია რომ უმტკიცებდა ამომრჩეველს „მორჩა ფულის კეთების დრო, ბათუმს სჭირდება გენგეგმაო“. როგორც ჩანს …

ვინ არის გიორგი მურვანიძე, ვის დანიშვნასაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად აპირებენ 

ბათუმის მერის მოვალეობას სავარაუდოდ გიორგი მურვანიძე შეასრულებს. მისი წარდგენა მერის მოვალეობის შემსრულებლად ხვალ, 14 მაისს იგეგმება. მერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დღეს, 13 მაისს, ბათუმის არჩეულმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ფეისბუქზე პოსტი დაწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. არჩილ ჩიქოვანს სამი მოადგილე ჰყავდა – ნუკრი დეკანაძე, რომელიც ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა, სოფო ხალვაში და ლელა სურმანიძე. როგორც …

ბათუმში ორდღიანი ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 228 ათასი ლარი დაიხარჯება

ფესტივალის – „ზაფხული იწყება აქ“ ორგანიზებისთვის წელს აჭარის ბიუჯეტიდან 228 ათასი ლარი დაიხარჯება. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ორი ტენდერი უკვე გამოაცხადა – ცალკე სცენის და ცალკე – სანახაობის მოწყობაზე. ფესტივალი 2025 წლის ივნისში ჩატარდება თუმცა კონკრეტული დღეები ამ დროისთვის უცნობია. 130 ათასი ლარითაა გამოცხადებული ტენდერი სცენისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვაზე, „რაც გულისხმობს მასშტაბური სცენის მოწყობას, …

პიაცასთან ქარმა რკინის კონსტრუქცია მოანგრია, რომელიც ორ მოქალაქეს დაეცა

ბათუმში, გვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, პიაცასთან ქარმა რკინის კონსტრუქცია მოანგრია, რომელიც ორ მოქალაქეს დაეცა. მოქალაქეები ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს. როგორც “ბათუმელებს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, შემთხვევის შედეგად ორივე მოქალაქემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ისინი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. გარდა მოქალაქეებისა დაზიანებულია გორგასლის ქუჩაზე მდგარი ავტომობილებიც. შემთხვევის ადგილას პოლიციაა მობილიზებული.  

ძლიერი ქარის გამო ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის ავიარეისი ვერ ჯდება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო სტამბული-ბათუმის ავიარეისი ვერ ჯდება. Flight Radar-ის მონაცემებით, სტამბოლი-ბათუმი ბათუმის აეროპორტში 9:30 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა იმის გამო რომ ქარია, თვითმფრინავი ერთ საათზე მეტია შავი ზღვის თავზე წრეს არტყამს. ძლიერი ქარი ბათუმში დღეს, 10 მაისის საღამოს ამოვარდა.

„ვიხრჩობით მტვერში“ – ჩახერგილი და დანაგვიანებული ქუჩები ბათუმში

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათ წელზე მეტია ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა ბათუმის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ყველაზე დიდი ფულიც სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება, მოქალაქეები ჩივიან, რომ ქალაქი დანაგვიანებულია და ამის მიზეზი, ძირითადად, სამშენებლო კომპანიების და კომერციული ობიექტების დაუდევრობაა. „არ შეიძლება მშენებელმა ტროტუარი, თავისი შესასვლელი გარეცხოს და ცემენტიანი არ დატოვოს?“ – გვეკითხება ნოდარ ბედინაძე, პენსიონერი. მას ჭავჭავაძის …

რას ფიქრობს ხალხი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე? – გამოკითხვა ბათუმში

რას ფიქრობს ხალხი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე ბათუმში? – ნახეთ ქუჩის გამოკითხვა.

ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო 45 ძირ ხეს მოჭრიან

ბათუმში, ზღვაში მშენებარე ხელოვნური კუნძულის გამო ბარცხანის პლაჟი უკვე გაქრა, პლაჟთან მდებარე მრავალწლოვანი ხეები კი გაჩეხის მოლოდინშია. ტყეკაფის პასპორტის მიხედვით, მოსაჭრელად 45 ძირი ხეა აღრიცხული. აქედან მხოლოდ ერთი ძირია ზეხმელი, დანარჩენი – ჯანსაღია. ამავე დოკუმენტის მიხედვით: „ტყითმოსარგებლე“ არის შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“; ჭრის სახედ მითითებულია – „სპეციალური“; ტყეკაფის გახსნის [ათვისების] თარიღის გასწვრივ კი გრაფა ცარიელია. …

4 ბავშვი დაიღუპა ბათუმში სახიფათო ინფრასტრუქტურის გამო ბოლო 2 თვეში – მოუწესრიგებელი ხალვაშის გამზირი

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ცუდად დაპროექტებული გზები და უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა ქალაქებს ბავშვებისთვის სახიფათო ადგილად აქცევს. ურბანული გარემოს უსაფრთხოების საკითხი ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მხოლოდ ბოლო ორ თვეში, ბათუმში სახიფათო ინფრასტრუქტურის გამო სამი ბავშვი დაიღუპა.  ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ბარცხანაში მოხდა, 8 აპრილს – მატარებელი 13 წლის დათუნას დაეჯახა, რომელიც სკოლიდან სახლში …

8 მარტს ბათუმში ქალების მარში გაიმართება – „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“

„ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“ – 8 მარტს, საღამოს 6 საათზე, ბათუმში ქალების მარში იგეგმება. მარშის მონაწილეები მსვლელობას გამოცემა „ბათუმელების“ ოფისიდან დაიწყებენ მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად. „ბათუმელი ქალები ვერთიანდებით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს და ეს ხმა შენია! 2025 წლის 8 მარტს საქართველოში პირველად ვხვდებით ქალ პოლიტპატიმართან ერთად – მზია ამაღლობელი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი …

„4 მეტრი სიღრმის თხრილია ღიად დატოვებული, შეიძლება ბავშვი ჩავარდეს“ – მოქალაქე ოცნების ქალაქიდან

„4 მეტრი სიღრმის თხრილია ნახევრად ღიად დატოვებული, ნებისმიერ დროს შეიძლება აქ ბავშვი ჩავარდეს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – ამბობს ვეფხვია ბერიძე. ის „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს, სადაც 15 თებერვალს, თხრილში ორი ბავშვი დაიღუპა. მოქალაქის თქმით, „ოცნების ქალაქში“, ამჯერად მის საცხოვრებელ ბარაკთან ახლოს, 4-მეტრი სიღრმის კანალიზაციის თხრილია. „ოცნების ქალაქში“ ასობით ოჯახი წლებია კანალიზაციის სისტემის გარეშე ცხოვრობს. გუშინ, …

„ოცნების“ დეპუტატის კომპანია გონიოში კოტეჯების ნაცვლად კორპუსებს ააშენებს – ცვლილება პროექტში

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ ბათუმში კოტეჯების ნაცვლად მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს. განაშენიანების დეტალურ გეგმაში [გდგ] ცვლილებების შეტანაზე კომპანიამ ბათუმის მერიას ერთი თვის წინ მიმართა. კომპანიის წინადადებას მერია დათანხმდა, ცვლილებები კი ბათუმის საკრებულომ დღეს, 27 თებერვალს დაამტკიცა. გეგმარებითი ერთეულის [მათ შორის მიწის ნაკვეთების] საერთო ფართობი 25 773 კვადრატული მეტრია და ბათუმში, …

ბათუმში მეტაქსას ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა, ყველა მცხოვრები გადარჩა

ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, სახლის სახურავი ჩაინგრა. შემთხვევა ღამით მოხდა. როგორც  “ბათუმელებს” სახლის მეპატრონემ უთხრა, “სამაშველო დროულად მივიდა და ყველა მცხოვრებლის უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლო”. ოჯახი ამჟამად ბათუმის მერიისგან ელოდება დახმარებას. მერია ვალდებულია  მსგავსი შემთხვევების დროს დაზარალებულ ოჯახებს დაეხმაროს. რამდენიმე დღეა ბათუმში დიდთოვლობაა. თოვლის საფარმა ჩაანგრია ბათუმის აეროპორტის შესასვლელი. თითქმის მთელს ქალაქში დაზიანებულია მსუბუქი გადახურვები. …

ბათუმის ქუჩებში ურნებს ნაგვისგან ვერ ცლიან

ბათუმის ქუჩებში განთავსებული ნაგვის ურნები და მიმდებარე ტერიტორია ნაგვითაა გადავსებული. ქალაქში მეხუთე დღეა თოვლიანი ამინდია. ბოლო დღეებია დასუფთავების სამსახურს ნაგავი ვერ გააქვს. „ბათუმელები“ სანდასუფთავების სამსახურს დაუკავშირდა შეკითხვით – როდის დაიწყებენ ნაგვის ურნების დაცლას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში მასალა განახლდება.

თოვლის შედეგად ბათუმში აეროპორტის შესასვლელი ჩამოინგრა

ბათუმში დიდთოვლობის გამო აეროპორტის შენობის შესასვლელი ჩამოინგრა. როგორც დღეს, 25 თებერვალს, აეროპორტში მისულ “ბათუმელებს” ადგილზე მომუშავე მუშებმა განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებული ფასადის აღდგენითი სამუშაოები. დიდთოვლობამ ქალაქში არაერთი შენობა-ნაგებობის ფასადი დააზიანა. თოვლის სიმძიმის გამო ჩამოინგრა აზერბაიჯანის საკონსულოს აივნის სახურავი.

4 500 აბონენტს ბათუმში გაზი ისევ არ მიეწოდება – რას ამბობენ „სოკარში“

ბათუმში 4 500 აბონენტს გაზი ისევ არ მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ გვითხრეს, რომ გაზის მიწოდება დღეს, 25 თებერვალს, დღის ბოლომდე აღდგება. „სოკარის“ ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეწყვეტა დიდთოვლობის დროს მომხდარ ავარიულ დაზიანებებს უკავშირდება. ამ თემაზე: ბათუმში 380-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

24 თებერვლის თოვლიანი დილა ბათუმში | ფოტორეპორტაჟი

დღეს, 24 თებერვალს, უკვე მესამე დღეა, რაც ბათუმში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარის სიმაღლე, 24 თებერვლის დილის მონაცემებით, ნახევარ მეტრს აღემატება. 2016 წლის ზამთრის შემდეგ, წელს პირველი შემთხვევაა, როცა ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ ნახევარ მეტრს გადააჭარბა. ნახეთ, ფოტორეპორტაჟი თოვლიანი ბათუმიდან.

100 ტონა მარილი ბათუმის ქუჩებში – თოვლისგან გზების გასაწმენდად 224 ათასი ლარია ქალაქის ბიუჯეტში

ბათუმში დღეს, 21 თებერვალს დილიდან თოვს. თოვლის საფარმა ქალაქის ქუჩებში გადაადგილების პრობლემა უკვე შექმნა. სინოპტიკოსების პროგნოზით ბათუმში თოვა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, ამასთან, სანაპირო ზოლში ღამით 1-5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზის გაწმენდის სამუშაოები წუხელ ღამით დაიწყო და გრძელდება. „მერიის ყველა სამსახური არის მობილიზებული და საჭიროებისამებრ ჩართულია სამუშაოებში. მათ შორის უკვე გაწმენდილ გზის …

ბათუმში აქციის 26 მონაწილეს სასამართლოში ზებრაზე გადასვლისთვის იბარებენ

ბათუმში პროევროპული აქციების 26 მონაწილეს გზის გადაკეტვას ედავებიან და სასამართლოში იბარებენ. „ბათუმელებს“ ამის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დაუდასტურეს. აქციის მონაწილეებს ინტერესებს სასამართლოში სწორედ საია დაიცავს. საიას ცნობით, სასამართლოში დაბარებულ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ედავებიან – „სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – …

ბათუმში „თანასწორობის კუთხის“ გახსნაზე მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე ქალთა უფლებებზე ისაუბრებს

2025 წლის 20 თებერვალს, ბათუმში, „თავისუფალ სივრცეში“ გაიხსნება „თანასწორობის კუთხე“ ინიციატივის – „დაე იკითხოს თავისუფლებამ“ – ფარგლებში.  გახსნის ღონისძიებაზე, „თავისუფალ სივრცეში“, ზვიად გამსახურდიას 6 ნომერში, 20 თებერვალს, 15 საათზე, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე,  ქალების და გოგოების გაძლიერებასა და უფლებებზე ისაუბრებს მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე. ღონისძიების მოდერატორი გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი და  გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის …

„ბათუმში მერია რომ ქალაქის იერსახის დამახინჯებას დაგაბრალებს“ – რას წერენ საჯარიმო ოქმებში

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინეს – მათ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავება. მოქალაქეებს ამის შესახებ დღეს, 13 თებერვალს შეატყობინეს. მათ შორის ერთ-ერთია ბათუმელი სტუდენტი, მათე ცენტერაძე. მისი თქმით, უკვე მიიღო უწყება, სადაც ნათქვამია: „გაცნობებთ, რომ თქვენს მიმართ ა[ა]იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება 2025 წლის 31 იანვარს …

ორმხრივი გახდება ჭავჭავაძის, ნინოშვილის და გრიბოედოვის ქუჩები ბათუმში – ჩაიკეტება რუსთაველი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2025 წლის მაისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე – ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში. ამავე პერიოდში კი, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რუსთაველის ქუჩის ჩაკეტვა [გრიბოედოვისა და თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში] ორშაბათიდან, 10 თებერვლიდან იგეგმება. შესაბამისად, სავარაუდოდ, ასევე …

ნახეთ ხუთი ამბავი სტუდენტებზე ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში – ანონსი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები 6 თებერვალს, საღამოს 20:00 საათზე, უნივერსიტეტის ფოიეში „თეატრის ენით სტუდენტების პრობლემებზე“ მოჰყვებიან. სტუდენტები ამბობენ, რომ ელიან ყველას, ვისთვისაც ახალგაზრდები, სტუდენტები და მათი სათქმელი მნიშვნელოვანია. „ეს სპექტაკლი არ დაიდგმება მხოლოდ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, ამ სპექტაკლს დავდგამთ ყველა იმ უნივერსიტეტის ფოიეში, სადაც სტუდენტებს დაკავებული აქვთ ფოიე. ყველას შეუძლია მოვიდეს და დააკავშიროს ჩვენი …

31 იანვარს ბათუმში პროტესტისა და სოლიდარობის მარში გაიმართება

პარასკევს, 31 იანვარს, ბათუმში პროტესტისა და სოლიდარობის მარში გაიმართება პროევროპულ აქციებზე უსამართლოდ დაკავებული, დაჯარიმებული და ციხეში მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად. საპროტესტო მარში შეიკრიბება პარასკევს, 31 იანვარს, 16 საათზე, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარედ. გაიმართება მსვლელობა ქალაქის ქუჩებში.  მარშში მონაწილეობა შეუძლია ყველას: ვინც სოლიდარობას უცხადებს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაში მონაწილე დაკავებულ, დაჯარიმებულ და დაშავებულ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებსა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 იანვრის 21 საათიდან 23 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 9 – 14 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო ღამით: 0 – …

ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა

ბათუმში, ქარიშხალმა კობალაძის ქუჩაზე კორპუსს სახურავი მოგლიჯა. როგორც ამ ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე „ბათუმელებს“ ატყობინებს, მოგლეჯილი სახურავი კორპუსის წინ ავტომანქანებს დაეცა. „დაზიანდა სამი ავტომობილი“- ამბობს მოქალაქე. დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმში დილიდან ავდარია. დასავლეთის ქარის სიჩქარე პერიოდულად 17-25 მეტრს აღწევს წამში.

დღეს, 6 დეკემბერს, ბათუმში აქცია და მუსიკალური პერფორმანსი საღამოს 7 საათზე დაიწყება

დღეს, 6 დეკემბერს, ბათუმში აქცია-პერფორმანსი გაიმართება. საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე საღამოს 7 საათზე დაიწყება. აქციის პარალელურად კი, მუსიკალური პერფორმანსი გაიმართება. საპროტესტო აქციის მხარდასაჭერად ევროპის მოედანზე გამოვლენ მუსიკოსები: აკე პატარაია, ანრი გუჩმანიძე, გიორგი ფუტკარაძე, თორნიკე აბრამიშვილი, გოგა გორდელაძე. სია განახლებადია. ——— რა ხდება. საქართველოში მეცხრე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ …

ბათუმში საპროტესტო აქცია 6 საათიდან განახლდება

ბათუმში საპროტესტო აქცია დღეს, 4 დეკემბერს, საღამოს 6 საათიდან განახლდება. აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან. დღეს პოლიცია რამდენიმე აქტივისტის სახლსა და ოპოზიციური პარტიების ოფისებში შევიდა ჩხრეკის ჩასატარებლად. ჩხრეკისა და დაკავებების პროცესი ამ დრომდე გრძელდება. დააკავეს პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია. დაკავებულია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაიაც. ასევე სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე.  …

Exit mobile version