ბათუმში, იუსტიციის სახლსა და „ალიანს პალასს“ შორის მდებარე 4 224 კვადრატული მეტრი ტერიტორია, სადაც ავტოპარკინგი იყო, შემოღობილია. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და ის „იუსტიციის სახლის“ სარგებლობაში იყო, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ეს ადგილი სახელმწიფომ 49 წლით შპს „ალიანს მენეჯმენტს“ აღნაგობის უფლებით გადასცა. აღნაგობის ხელშეკრულებით „ალიანსი“ ვალდებულია 2024 წლის ივნისამდე ამ ტერიტორიაზე „უზრუნველყოს არანაკლებ 200 ავტომანქანაზე გათვლილი …
Tag Archives: ბათუმი
დაუცველი სანაპირო ბათუმში და დამცავი კედელი, რომელსაც ზღვა შლის | ფოტო
ბათუმში 27 ნოემბერს შტორმმა ახალ ბულვართან სანაპირო ზოლი კიდევ ერთხელ დააზიანა. ამ შტორმის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნაპირის ნგრევა ზღვის მიერ ძველი ბულვარის მიმართულებით ისევ გრძელდება. რა მდგომარეობა იყო უშუალოდ სანაპიროზე შტორმის მეორე დღეს, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: რა ხდება შტორმის შემდეგ ბათუმის ბულვარში | ფოტოამბავი ამჯერად კი, ფოტოებით გვინდა გაჩვენოთ ის დამცავი ნაგებობა, …
Continue reading “დაუცველი სანაპირო ბათუმში და დამცავი კედელი, რომელსაც ზღვა შლის | ფოტო”
ზღვის ხელოვნური კვება ისევ საჭიროა, მაგრამ მდინარეებში აღარაა ინერტული მასალა – ინტერვიუ
„მდინარეების ნაპირებზე რომ გაიაროთ, როცა წყალუხვობა დავარდნილია, ნახავთ, მხოლოდ სილაა, ქვიშას თითქმის ვეღარ დაინახავთ,“ – გვიყვება გეოლოგი ტარიელ ტუსკია, მას ზღვის სანაპირო ზოლის გამაგრებაზე ვესაუბრეთ. რამდენად იცავს პლაჟს მისი ხელოვნური კვება და რა გამოჩნდა 27 ნოემბერს, როცა შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარი ისევ დააზიანა? – სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ზღვის ხელოვნური კვება ყოველწლიურად უნდა გაგრძელდეს, რადგან ამგვარი …
„ბენზეს ხიდს“ გააფართოებენ – მის რეაბილიტაციაში ახლახან 1,8 მილიონი დაიხარჯა
ბათუმში, თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყალზე მდებარე ხიდის გაფართოებაა დაგეგმილი. ამ ხიდის სარეაბილიტაციოდ 2020-22 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,8 მილიონი დაიხარჯა. რეაბილიტაციის შედეგად „ბენზეს ხიდის“ სავალი ნაწილი დაავიწროვეს და ხიდს მძღოლებმა „ძაბრი“ შეარქვეს – აქ ავტომანქანების მუდმივი საცობის გამო. ხიდის გაფართოებისთვის ამჯერად ფული ბათუმის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, თუმცა რამდენი, ჯერ მერიაში არ ამბობენ – უნდა მომზადდეს ხელახალი პროექტი …
Continue reading “„ბენზეს ხიდს“ გააფართოებენ – მის რეაბილიტაციაში ახლახან 1,8 მილიონი დაიხარჯა”
შეთანხმება ან ექსპროპრიაცია – 6 მილიონი კომპენსაციისთვის ბათუმში ქუჩების გასაგრძელებლად
ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტში 6,4 მილიონი ლარი გაითვალისწინეს იმ კერძო საკუთრების გამოსასყიდად, რომელიც ფარნავაზ მეფისა და ინასარიძის ქუჩების გაგრძელებისთვის, ასევე ადლიისა და კაჩინსკების ქუჩების დასაკავშირებლადაა საჭირო. კერძო მესაკუთრეები მერიასთან თუ ვერ შეთანხმდებიან, მათ საკუთრებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. აღნიშნული სამუშაოები ბათუმის მერიას აქვს დაგეგმილი, რაზედაც ქალაქის საკრებულოც თანახმაა. კერძო საკუთრების გამოსყიდვის შემდეგ, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის …
ბათუმში გამოავლინეს კვების 9 ობიექტი, სადაც ქართული მენიუს გარეშე მუშაობენ
„კვების ობიექტებში შესულ მომხმარებლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიეღოთ ინფორმაცია… საცნობარო [კვების] მენიუ შედგენილი და განთავსებული იყო მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე,“ – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ დღეს, 28 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. კონკურენციის სააგენტომ ბათუმში კვების 9 ობიექტს დარღვევა დაუდგინა და მოვაჭრეებს დაავალა, ერთ თვეში სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლის მოთხოვნებს შეუსაბამოს. კონკურენციის …
Continue reading “ბათუმში გამოავლინეს კვების 9 ობიექტი, სადაც ქართული მენიუს გარეშე მუშაობენ”
„მაპოვნინე აბა სხვა ადგილი“ – მძღოლი, რომელმაც მანქანა ზებრაზე გააჩერა
„რატომ იღებ, მერიიდან ხარ?“ – მეკითხება კაცი, რომელმაც გორგასლის ქუჩაზე, მესამე სკოლასთან ახლოს, ავტომანქანა ზებრა-გადასასვლელზე გააჩერა. როცა გაიგო, რომ მერიიდან არ ვიყავი და ფოტოები რეპორტაჟის მოსამზადებლად მინდოდა, თავად დაიწყო კითხვების დასმა. „ადგილი რომ არ არის, მაგაზე წერ?… ამდენი სახლი რომ აშენდა და ეზო არ აქვს, ყველა ქუჩაში რომ აჩერებს მანქანას, მაგაზე წერ? – წამოდი, აბა, …
Continue reading “„მაპოვნინე აბა სხვა ადგილი“ – მძღოლი, რომელმაც მანქანა ზებრაზე გააჩერა”
Harmont & Blaine-მა საქართველოში პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმში გახსნა
იტალიური ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდმა, Harmont & Blaine-მა (ჰარმონტ ენდ ბლეინ) 2023 წლის 3 ნოემბერს საქართველოში, ბათუმში, პირველი ოფიციალური მაღაზია გახსნა რუსთაველის ქუჩის 40 ნომერში. Harmont & Blaine-ი ცნობილია თავისი გამორჩეული Dachshund (ტაქსას) ბლეინის ლოგოთი. კომპანიის სათავო ოფისი კამპანიის რეგიონის ქალაქ ნეაპოლში მდებარეობს და მსოფლიოს 46 ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში ახალი მაღაზიის გახსნით, კომპანია აგრძელებს თავისი გაფართოებისა …
Continue reading “Harmont & Blaine-მა საქართველოში პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმში გახსნა”
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში „თიბისის“ ბარათებითაც გადაიხდით
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში „საქართველოს ბანკისა“ და სპეციალური პლასტიკური ბარათების გარდა მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე „თიბისი“ ბანკის ნებისმიერი ბარათითაა შესაძლებელი. „დაემატა „თიბისი“, არის „საქართველოს ბანკი“ და საერთაშორისო ბანკებიც. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქალაქეების 90 პროცენტს უკვე შესაძლებლობა აქვს მგზავრობის საფასური პირადი ბარათით გადაიხადოს. „ლიბერთი ბანკს“ რაც შეეხება, ვისაც ამ ბანკის ბარათები აქვს, ისინი ჩვენთან ისედაც …
Continue reading “ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში „თიბისის“ ბარათებითაც გადაიხდით”
რუსეთის მოქალაქეების კომპანიამ ბათუმში 13 მილიონიანი ტენდერი მოიგო
ბათუმში ღამის თავშესაფრის შენობის რეკონსტრუქციას 13-მილიონიან ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დს კონსტრაქშენი“ დაასრულებს, რომლის მეწილეები რუსეთის მოქალაქეებიც არიან. ქალაქის მერიამ ამ შენობის რემონტი 2021 წელს დაიწყო და დღემდე ვერ დაასრულა. ტენდერი ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 13 686 164 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. „დს კონსტრაქშენთან“ კი ხელშეკრულება 13 540 019 ლარზეა გაფორმებული. შესყიდვების პორტალის მიხედვით, ტენდერში …
Continue reading “რუსეთის მოქალაქეების კომპანიამ ბათუმში 13 მილიონიანი ტენდერი მოიგო”
სად ჩატარდება ფესტივალი „განდაგანა“ – გამოყოფილია 330 ათასი ლარი
ბათუმში ნოემბრის ბოლოს სოფლის ტურიზმის ფესტივალის „განდაგანას“ ჩატარებაა დაგეგმილი, რისთვისაც ჯამში 330 ათასი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტიდან. ფესტივალი ტრადიციულად ევროპის მოედანზე იმართება, სადაც დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „ევროპის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო, ფესტივალის ტერიტორია შესაძლებელია გადატანილი იქნას სხვა, ალტერნატიულ ლოკაციაზე“ – აღნიშნულია ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობაში. სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფესტივალის …
Continue reading “სად ჩატარდება ფესტივალი „განდაგანა“ – გამოყოფილია 330 ათასი ლარი”
საფრთხე ბათუმის კონცხთან – 43 000 კუბ/მ ხრეშს მახინჯაურში გადაიტანენ
ბათუმის კონცხიდან ამოსაღები ჭარბი ნატანი [ქვიშა-ხრეში] მახინჯაურის სანაპირო ზოლში პლაჟების ხელოვნურად შექმნას მოხმარდება. ასეთია აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს გადაწყვეტილება. პროექტით დაგეგმილია ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდიდან დაგროვილი ჭარბი აკუმულაციური უბნებიდან მასალის ამოღება და მახინჯაურის სანაპირო ზოლზე დაყრა. ბათუმის კონცხიდან ამ ეტაპზე ამოსაღებია ჯამში 43 000 კუბური მეტრი ნატანი. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას …
Continue reading “საფრთხე ბათუმის კონცხთან – 43 000 კუბ/მ ხრეშს მახინჯაურში გადაიტანენ”
ბათუმის პლაჟი დღეს [ფოტო]
ბათუმში დღეს, 22 ოქტომბერს, სითბოა და ზღვის და მზეზე გარუჯვის მოყვარულებიც პლაჟზე არიან. ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია. ბათუმში მზიანი ამინდი ორშაბათსაც შენარჩუნდება. სამშაბათიდან კი, სინოპტიკოსების პროგნოზით, დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ვრცლად: როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
ბათუმში ბინების ყიდვა-გაყიდვა 31%-ით შემცირდა
2023 წლის სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების [ყიდვა-გაყიდვა] რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 31%-ით შემცირდა. შედარებისთვის, თუ გასული წლის სექტემბერში 1 685 ბინა გაიყიდა, წელს გაყიდული ბინების ოდენობა იმავე თვეში 1 163-ია. „ასევე, 30%-ით შემცირდა ბაზრის ზომა და 53 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,“ – ნათქვამია ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში, რომელსაც Recov.ge-ზე Colliers Georgia აქვეყნებს. …
Continue reading “ბათუმში ბინების ყიდვა-გაყიდვა 31%-ით შემცირდა”
ბათუმის სამ კაფეში ქართულ ენაზე არ ემსახურებოდნენ – კონკურენციის სააგენტო
ბათუმის კვების სამ ობიექტში კონკურენციის სააგენტომ დარღვევა დაადგინა. სააგენტოს ინფორმაციით, კვების ობიექტები მომხმარებელს სერვისს ქართულ ენაზე არ აწვდიდნენ. კონკურენციის სააგენტოს ცნობით, ისინი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტს 5 მოვაჭრის მიმართ სწავლობდნენ. „სააგენტოს გადაწყვეტილებით, 3 მოვაჭრის – შპს „ქიზილ 2023“-ის, შპს „გრილ ფუდის“ და შპს „ჰარვიდენტის“ მხრიდან დარღვევის ფაქტი დადასტურდა. საკითხი ეხებოდა …
Continue reading “ბათუმის სამ კაფეში ქართულ ენაზე არ ემსახურებოდნენ – კონკურენციის სააგენტო”
მტვერი ევროპის მოედანზე – სამუშაოები წესების დარღვევით მიმდინარეობს
ბათუმში, ევროპის მოედანზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები კანონდარღვევით მიმდინარეობს. ქალაქის ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილი ორ კვირაზე მეტია პერიოდულად მტვრის ბუღში ეხვევა. კომპანია, რომელმაც თითქმის მილიონ ნახევრიანი ტენდერი მოიგო, ღია სივრცეში სარემონტო სამუშაოების წარმოების წესებს არღვევს. კერძოდ, საწარმოს ნაცვლად ფილებს ევროპის მოედანზე ამუშავებენ. ევროპის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სამუშაოებს კომპანია „მონოლითი …
Continue reading “მტვერი ევროპის მოედანზე – სამუშაოები წესების დარღვევით მიმდინარეობს”
ახალ ბულვარში სკეიტპარკს აშენებენ
ბათუმის ახალ ბულვარში სკეიტპარკს ტენდერში გამარჯვებული შპს „ანაგი“ ააშენებს. ბათუმის ბულვარს კომპანიასთან ხელშეკრულება 3,1 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული. სამუშაოები უკვე დაწყებულია და ხელშეკრულების მიხედვით 2024 წლის 21 თებერვლამდე უნდა დასრულდეს. ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად თავდაპირველი ტენდერი ბულვარის ადმინისტრაციას 1 291 749 ლარით ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. სკეიტპარკის მოწყობაზე …
შენობების იერსახის შენარჩუნება სავალდებულო არ არის – რა იგეგმება ძველ ბათუმში 200 მილიონად
ბათუმის ისტორიულ უბანში საქართველოს მთავრობას სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აქვს დაგეგმილი, თუმცა, რომელ ობიექტებზე – ამ დრომდე არ აკონკრეტებენ. პროექტით კი, სავალდებულო არ არის ობიექტების არსებული იერსახის შენარჩუნება და „საჭიროების შემთხვევაში“ ის შესაძლოა განაახლონ. სამუშაოებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ძველ ბათუმში „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში“ სამუშაოების ჩატარებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება შპს …
ფოლადის ხიმინჯები პლაჟზე, რომლითაც ახალ ბულვართან ნაპირი უნდა გაამაგრონ
ბათუმის ახალ ბულვართან სანაპიროზე ფოლადის ხიმინჯები [შპუნტები] შეაქვთ. ამ 9-მეტრიანი ხიმინჯებით აქ შტორმით დანგრეული სანაპირო ზოლი უნდა გაამაგრონ. ხელშეკრულება კომპანია „გზასთან“ 15,6 მილიონ ლარზეა გაფორმებული, საიდანაც 4,6 მილიონი ლარი კომპანიისთვის ავანსად უკვე გადარიცხულია. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „სექტემბრის ბოლოსთვის განხორციელდება დამუშავებული შპუნტების სამონტაჟო სამუშაოები“, თუმცა …
Continue reading “ფოლადის ხიმინჯები პლაჟზე, რომლითაც ახალ ბულვართან ნაპირი უნდა გაამაგრონ”
„ღვინის დღეები“ ბათუმში – კოლონადებთან ნანი ბრეგვაძე იმღერებს
დღეს, 7 ოქტომბერს, ბათუმში ღვინის ფესტივალი იმართება „ღვინის დღეების“ ფარგლებში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ფესტივალი ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. გაიმართება ღვინის გამოფენა-გაყიდვა და შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაციაც. კვების სივრცეში მზარეული მოამზადებენ ტრადიციულ კერძებს. მომზადდება ფელამუში და ჩურჩხელა, საბავშვო სივრცეში კი ბავშვებს შეეძლებათ ძერწვა, თიხის მოხატვა. საღამოს 19:00-21:00 საათზე, კოლონადების მიმდებარედ დაგეგმილია კონცერტი, …
Continue reading “„ღვინის დღეები“ ბათუმში – კოლონადებთან ნანი ბრეგვაძე იმღერებს”
ბათუმში ხვალ მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონია გაიმართება
29 სექტემბერს ბათუმში მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ღონისძიება, World Travel Awards-ი გაიმართება. აღნიშნული ჯილდო ბათუმმა პირველად 2019 წელს მიიღო. 2022 წელს კი, World Travel Awards-ის ევროპის ჯილდოს მოპოვების შემდეგ, ბათუმმა „ტურიზმის ოსკარი“ [როგორც მას უწოდებენ] მოიპოვა, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ. დღეს, 28 სექტემბერს, World Travel Awards-ის ევროპის დაჯილდოების გალა ცერემონიამდე ერთი დღით ადრე ბათუმი …
Continue reading “ბათუმში ხვალ მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონია გაიმართება”
კორპუსები ბათუმში, სადაც ძველ ლიფტებს ახლით შეცვლიან
ბათუმში სხვადასხვა მისამართზე 59 ძველი ლიფტის დემონტაჟი და ახალი ლიფტის მონტაჟია დაგეგმილი. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო „საცხოვრებელი სახლების სადარბაზოში არსებული ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით“, ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. „შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება და მოთხოვნები მოცემულია დანართში. გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და არაუგვიანეს 2023 წლის …
Continue reading “კორპუსები ბათუმში, სადაც ძველ ლიფტებს ახლით შეცვლიან”
ბათუმის შემოსასვლელი, სადაც ზღვა დამცავ ჯებირს ანგრევს – ვის ევალება ავტომაგისტრალის მოვლა
ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე [მახინჯაურის სარკინიგზო გვირაბთან] მანქანების გადაადგილება რამდენიმე თვეა ფაქტობრივად საფრთხის შემცველია. აქ ზღვა, შტორმის დროს, გზის დამცავ კონსტრუქციას შლის. რკინა-ბეტონის სპეციალური ბლოკები, რითაც აქ ხელოვნური ჯებირია მოწყობილი გზიდან გადავარდნილია. საფრთხის შემცველ ადგილზე ყვითელი ლენტიც გაუბამთ, თუმცა, ზღვას ის ბეტონის ბლოკიც გადაუგდია გზიდან, რომელზეც ეს ლენტი იყო მიბმული. გზის აღნიშნული მონაკვეთი მდებარეობს მიწის …
პოლიციას ესროლა, ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად“, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით 2000 ლარი გასტაცა. ბრალდებული მიმალვის მცდელობისას სამართალდამცველებს …
Continue reading “პოლიციას ესროლა, ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ – შსს”
სროლა და ყაჩაღობის მცდელობა ბათუმში
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, წუხელ, დაახლოებით ღამის 3 საათზე სროლის ხმა იყო. შემთხვევის ადგილზე პოლიციის ათამდე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „უნივერსამში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფულს ითხოვდა, თუმცა მაღაზიიდან მოახერხეს დაცვის პოლიციასთან დაკავშირება. პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ შეიარაღებული პირი გამოვიდა მაღაზიიდან, ისე, რომ არაფერი წაუღია. მან პოლიციელების მისამართით გაისროლა, თუმცა ის დააკავეს. …
გაიცანი შენი ფარმაცევტი – დალი ზოიძე
დალი ზოიძე 33 წელია ფარმაცევტია. ამ დროის განმავლობაში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით ის ეხმარება ადამიანებს და საჭირო ინფორმაციას აწვდის. მას ბათუმში, პსპ-ს #93 აფთიაქში, გორგილაძის #93-ში შევხვდით და ფარმაცევტის პროფესიაზე ვესაუბრეთ. დალი, მოგვიყევით თქვენ შესახებ, ვინ ხართ და რა განათლება გაქვთ ? მე ვარ დალი ზოიძე, პროფესიით ფარმაცევტი. როგორ მოხვდით პსს-ში და რამდენი წელია, …
სად გაივლის ბათუმი-სარფის ავტობანი 7.6 კილომეტრი სიგრძის გვირაბით
საერთაშორისო გზის ბათუმი-სარფის [თურქეთის საზღვარი] მონაკვეთი დაიწყება მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, ბათუმის შემოვლითი გზის კვანძიდან და დამთავრდება სარფში. ახალი გზის სიგრძე 11.4 კილომეტრი იქნება. პროექტის მიხედვით, ჭოროხიდან სარფამდე მოეწყობა 10.2 კილომეტრი სიგრძის ახალი ინფრასტრუქტურა. საპროექტო გზის ბოლო 1.2 კილომეტრი კი სარფში, არსებულ გზას დაემთხვევა. დაახლოებით 1.5 კილომეტრი სიგრძის ხიდით [რომელიც მდინარე ჭოროხზე, ბათუმის სამრეწველო ზონასთან …
Continue reading “სად გაივლის ბათუმი-სარფის ავტობანი 7.6 კილომეტრი სიგრძის გვირაბით”
შაქარწყალზეც კი ვიძინებ, ოღონდ ბავშვებს საჭმელი ჰქონოდეთ – როგორ გააქვს თავი დედა-შვილს ბათუმში
„ყველაზე რთული მარტოობაა, როცა მარტოხელა ხარ და ყველა ზურგს გაქცევს, როცა აღარავის უნდიხარ,“ – თვალზე ცრემლი ადგება ქალს და მზერას გვარიდებს. – „გაჭირვებაა კიდევ უფრო რთული: რამდენჯერ შაქარწყალზე დამიძინია, ოღონდაც ბავშვებს საჭმელი ჰქონოდეთ,“ – გვიყვება მარტოხელა დედა დალი თებიძე. ის 25 წელია ბათუმში ცხოვრობს, ნაქირავებ ბინაში. დალისთან ერთადაა მისი შვილი სოფო, რომელიც ამბობს, რომ მოძალადე …
ჩაბნელებული ქუჩა ბათუმში, ახალ ბულვართან – რას განმარტავენ მერიაში
„ეს ჩაბნელებული დავით მამულაძის ქუჩაა ტურისტებით გადაჭედილ უბანში, ახალ ბულვართან ახლოს“, – ამბობს პარტია „ლელოს“ რეგიონული ლიდერი გენო თებიძე. მან დღეს, პირველ სექტემბერს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ბათუმის ცენტრში მდებარე ამ ჩაბნელებული ქუჩის ღამით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და ბათუმის მერიის ყურადღება ითხოვა. დავით მამულაძის ქუჩა ახალ ბულვარის მიმდებარედაა, გენო თებიძის თქმით, ამ ქუჩაზე, მინიმუმ ერთი წელია, …
Continue reading “ჩაბნელებული ქუჩა ბათუმში, ახალ ბულვართან – რას განმარტავენ მერიაში”
ბათუმში ისტორიული აბანოს შენობის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის ფასადის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამ შენობაში სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმის გახსნა იგეგმება. სამშენებლო სამუშაოებისთვის 1 მილიონ 733 ათას 333 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი სსიპ „აჭარის მუზეუმს“ ჰქონდა გამოცხადებული, გამარჯვებული კი სამშენებლო კომპანია „ივერთმშენია“. ის ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო და მასთან …
Continue reading “ბათუმში ისტორიული აბანოს შენობის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს”
მახინჯაურსა და კახაბერში სასმელი წყლის სისტემა უნდა მოაწყონ – გამოყოფილია 3,5 მილიონი ლარი
მახინჯაურისა და კახაბრის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობაზე შპს „ბათუმის წყალმა“ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 3 564 296 ლარია. „ბათუმის წყალი“ მუნიციპალური კომპანიაა და სამუშაოებისთვის საჭირო თანხას, როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, საკუთარი შემოსავლებით გადაიხდის. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა მახინჯაურში კონკრეტულ მისამართებზე: თამარ მეფის გამზირის III შესახვევის N32-დან N50-მდე; თამარ მეფის გამზირის I შესახვევის …
ეკა ჩავლეიშვილი სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა
ბათუმელი მსახიობი, ეკა ჩავლეიშვილი, სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა. ეკა ჩავლეიშვილმა ჯილდო მიიღო ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი“. ეკა ჩავლეიშვილი ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია. ამავე ფესტივალზე საუკეთესო მხატვრულ ფილმად დასახელდა „შაშვი შაშვი მაყვალი“. ფილმის რეჟისორი ელენე ნავერიანია და ის თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. ეს არ …
Continue reading “ეკა ჩავლეიშვილი სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა”
ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა შესაძლოა ახალშენში გადავიდეს – 10,6 მილიონი რემონტისთვის
ბათუმის N5 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის 10,6 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტერიტორია, სადაც სკოლის შენობა დგას, ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის №58-ში მდებარეობს და მისი ფართობი 6 039 კვადრატული მეტრია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით: „სკოლის შენობის კონსტრუქციული მდგრადობა 2021 წლის სექტემბერში შეისწავლეს. რეკომენდაციები შენობის გამაგრების საჭიროების შესახებ აისახა სკოლის რეაბილიტაციის პროექტში. …
30-დან 200 ლარამდე ბინის დაქირავება – რა ღირს ბათუმში დასვენება, კვება, ზღვაზე გასეირნება
რა ღირს ბათუმში დასვენება, რა ფასები აქვს 2023 წლის საზღვაო სეზონზე სასტუმროებს და ზღვაზე გართობას? ბათუმში დასვენება საკმაოდ ძვირადღირებულ სიამოვნებად იქცა. თუმცა აგვისტოს თვე ყველაზე ძვირადღირებული დროა ყველა საზღვაო ქალაქში. დასვენების დროს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია კვება. შესაბამისად, ყოველ ზაფხულს დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ღირს ბათუმში აჭარული ხაჭაპური, რადგან ბათუმში დასვენებისას საუზმე ხშირად დილის ხაჭაპურით იწყება. …
200 მილიონი ძველი ბათუმისთვის – ქალაქი, რომელიც პლაჟს კარგავს
საქართველოს ხელისუფლება ბათუმში 200 მილიონი ლარის სამუშაოებს გეგმავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში, მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის. სამუშაოები „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში“ უნდა ჩატარდეს და ეს მაშინ, როცა ბათუმი, როგორც ტურისტული ქალაქი, თანდათან პლაჟის გარეშე რჩება. შტორმის დროს ნაპირის ნგრევამ ბათუმში ბოლო წლებში შეუქცევადი ხასიათი მიიღო. წარეცხილ სანაპიროსთან ერთად ნადგურდება საპლაჟო ინფრასტრუქტურაც. სპეციალისტების დასკვნით „ახლო მომავალში აუცილებლად უნდა …
Continue reading “200 მილიონი ძველი ბათუმისთვის – ქალაქი, რომელიც პლაჟს კარგავს”
„სიყვარული მძიმეა“ – ბულვარი ქანდაკებას თავდადებულის ქუჩის დასაწყისში დადგამს
ქანდაკების – „სიყვარული მძიმეა“ დადგმა ბულვარის ადმინისტრაციამ თავდადებულის ქუჩის დასაწყისში გადაწყვიტა. ესკიზის მიხედვით ქანდაკების დამზადება-მონტაჟის სახელმწიფო შესყიდვაზე ბულვარმა ტენდერი 24 ათას 540 ლარით გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 20 აგვისტოს დაიწყება და 22 აგვისტოს დასრულდება. ქანდაკების დამზადება-მონტაჟი, როგორც ტენდერის პირობაშია აღნიშნული, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, ეტაპობრივად, 60 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ბულვარის ადმინისტრაციას 2022 წელს …
Continue reading “„სიყვარული მძიმეა“ – ბულვარი ქანდაკებას თავდადებულის ქუჩის დასაწყისში დადგამს”