ბათუმში, ზღვიდან 200 მეტრში სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი ვაითსეილსი მდებარეობს. ზაფხულის სეზონზე ტურისტებით დატვირთულობის დიდი ნაწილი ქალაქის ცენტრზე მოდის. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ქალაქის დეცენტრალიზაცია, კომპლექს ვაითსეილსს კი ახალი ბულვარის განვითარებაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი.
კომპლექსი უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს და 5* ლოკალურ ბრენდ გრანდერს და 4* აპარტოტელ ვაითსეილს რეზიდენშალს აერთიანებს. უნიკალური ინფრასტრუქტურის გამო კომპლექსი იზიდავს როგორც ბათუმელებს, ასევე ლოკალურ და უცხოელ დამსვენებლებსაც.
ვაითსეილსის სტუმრები ყველაზე მეტად კომპლექსის ღია საცურაო აუზს გამოარჩევენ, რომელიც განკუთვნილია როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. კომპლექსი სტუმრებს ასევე სთავაზობს დახურულ აუზს, სატრენაჟორო დარბაზს, ორქიდეა სპას ჰამამით, საუნით და სხვა სპა პროცედურებით.

ვაითსეილსში დასვენება განსაკუთრებით მიმზიდველია ოჯახებისთვის – აქ ბავშვებს სხვადასხვა გასართობი დახვდებათ, მათ შორის ღია საცურაო აუზი და საბავშვო მოედანი. კომპლექსის ტერიტორიაზე რამდენიმე რესტორანი მდებარეობს, სადაც კვება სეზონზეც კი საკმაოდ ბიუჯეტურია, რაც ბათუმისთვის ძალიან იშვიათია.
ვაითსეილსში ეკოლოგიაზეც ზრუნავენ – კომპლექსს საკუთარი უზარმაზარი გამწვანებული ეზო აქვს. ამას გარდა, კომპლექსის გენერალური მენეჯერის, ნათია გოგიძის თქმით, ამ კუთხით სხვადასხვა მინი პროექტების განხორციელებას აპირებენ, მათ შორის, ტრენინგებს პლასტმასის მოხმარების შემცირებაზე.

ვაითსეილსი ასევე არის pet-friendly, სტუმრები ხშირად თავიანთ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ჩამოდიან. ამასთან, ვაითსეილსს შეფარებული ყავს და კვებავს ქუჩის ძაღლებს. სპეციალურად მათთვის კომპანიამ კომპლექსის ტერიტორიაზე ძაღლების სახლები მოაწყო.
აღსანიშნავია, რომ ვაითსეილსი ლოკალური ბრენდია, შესაბამისად, მსგავსი პროექტი ქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული, ასევე დასაქმების კუთხით. ვაითსეილსში დასაქმებულების აბსოლუტური უმრავლესობა აჭარის რეგიონიდანაა. როგორც კომპლექსში ამბობენ, სამსახურის მაძიებლებს ბაზარზე კონკურენტულ პირობებს სთავაზობენ.






