ბათუმი,მთავარი,სიახლეები

210 ათასი ლარი ბენზეს ხიდის გაფართოებისთვის – საცობში გაჭედილი ბათუმის შემოსასვლელი

09.08.2024
210 ათასი ლარი ბენზეს ხიდის გაფართოებისთვის – საცობში გაჭედილი ბათუმის შემოსასვლელი

ბათუმის შემოსასვლელში მდინარე ყოროლისწყალზე მდებარე ხიდის რეკონსტრუქციაში, რაშიც 2 წლის წინ ქვეყნის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ამჯერად დამატებით 210 ათასი ლარი დაიხარჯება, ოღონდ ქალაქის ბიუჯეტიდან. ხიდს სავარაუდოდ გააფართოებენ.

თამარის დასახლებაში აღნიშნული ხიდის რეკონსტრუქციამ საცობის პრობლემა ვერ მოაგვარა. მეტიც, არაერთი პირი ამბობს, რომ ხიდის სავალი ნაწილი რეკონსტრუქციის შემდეგ კიდევ უფრო დაავიწროვეს, რის გამოც ხიდს „ძაბრიხიდიც“ კი დაარქვეს და კიდევ უფო დიდი

ვრცლად: გააფართოებენ თუ არა ხიდს ბათუმის შემოსასვლელში – რეაბილიტირებული „ძაბრიხიდი“

2023 წლის ბოლოს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან მოგვწერეს, რომ სამმართველო „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით გეგმავდა მდინარე ყოროლისწყალზე მდებარე ხიდის გაფართოებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას“.

თუმცა, ქალაქის ბიუჯეტში „მდ. ყოროლისწყლის ხიდის რეკონსტრუქცია“ მხოლოდ დღეს, 2024 წლის 9 აგვისტოს აისახა.

ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებით უშუალოდ ამ ხიდის რეკონსტრუქციისთვის 210 ათას 334 ლარია გამოყოფილი. ცვლილებები ქალაქის საკრებულომ დღეს დაამტკიცა.

საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ კიდევ ერთხელ ისაუბრა ქალაქში არსებული საცობების პრობლემაზე. ქალაქის მერიას და აჭარის მთავრობას ამ პრობლემის მოგვარების კონკრეტული გეგმა არ აქვს.

ზოგადად საცობები მხოლოდ ბათუმის შემოსასვლელის, ანუ თამარის დასახლებისა და მახინჯაურის პრობლემა კარგა ხანია აღარ არის, უბრალოდ, ქალაქის შემოსასვლელ-გასასვლელში ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას.

_____

თემაზე ვრცლად:

საცობში გაჭედილი ბათუმი – ქარავანი აღარ მიდის

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: