ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ევკალიპტის მრავალწლოვანი ხე წაიქცა. თვითმხილველის თქმით, ხე იქვე მდგომ სატვირთო ავტომანქანას დაეცა. ასევე დაზიანდა გზაზე მიმავალი მსუბუქი ავტომანქანაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხე დღეს, 6 მაისს დილით წაიქცა, რის გამოც გარკვეული დროით გადაკეტილი იყო მოძრაობა ხალვაშის გამზირზე. ამ დროისთვის გზაზე ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილია.
Tag Archives: ბათუმი
„ვიკრიბებით ევროპის მოედანზე, მივდივართ თბილისში“ – აქციას დედაქალაქში ბათუმიდანაც შეუერთდებიან
ბათუმელი აქტივისტები პირველ მაისს თბილისში გამგზავრებას გეგმავენ, რათა შეუერთდნენ აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ. გადაწყვეტილება ამის შესახებ 30 აპრილს იქნა მიღებული, მას შემდეგ რაც გავრცელდა თბილისში მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევის კადრები. პირველ მაისს, ღამის ორ საათზე ბათუმიდან თბილისში გამგზავრების ინიციატორებმა, ჯგუფმა, რომელშიც შედიან მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, ბრიფინგი გამართეს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან. „პირველ მაისს, …
რამდენმა საჯარო მოხელემ აიღო ერთდღიანი შვებულება აჭარაში? – სამინისტროებში არ პასუხობენ
აჭარის სამინისტროებში, აჭარის მთავრობაში, უმაღლეს საბჭოსა და მერიაში არ მალავენ, რომ მათი თანამშრომლების ნაწილი დღეს, 29 აპრილს, თბილისში წავიდნენ „ოცნების“ მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე, თუმცა რაოდენობას არ აზუსტებენ. „ბათუმელები“ ამ შეკითხვით დაუკავშირდა ოთხივე სამინისტროსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს, თუმცა უწყებებში აქციაზე წასული თანამშრომლების რაოდენობას არ აზუსტებენ. აქ გვითხრეს ინფორმაცია წერილობით გამოგვეთხოვა. სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ აჭარის …
ბათუმში ტერიტორია, სადაც 93 000 კუბ/მ სახიფათო ნარჩენია, საცხოვრებელ ზონად განიხილება
ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის [ბნქ] ტერიტორიაზე ბოლო კვლევებით საერთო ჯამში 92 950 კუბური მეტრი სახიფათო ნარჩენი გამოვლინდა. კვლევა ჩეხურმა კომპანია DEKONTA-მ 2022 წელს ჩაატარა. ამავე კვლევით ბნქ-ს ტერიტორიაზე 800 000 ტონაზე მეტი დაბინძურებული ნიადაგია. აქედან, საპილოტე პროექტის ფარგლებში, მხოლოდ 10 ტონა დაბინძურებული ნიადაგის გაწმენდა იგეგმება. საპილოტე პროექტისთვის საჭიროა თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] დოკუმენტის …
„რუსული კანონების ადგილი არ არის ჩვენს ქვეყანაში“ – მომღერალი გიორგი ფუტკარაძე
„მე ვფიქრობ, რომ, როგორც მოქალაქეს უკვე შემეხო ეს რუსული კანონი. მეტი როგორღა უნდა შემეხოს? თუ ფიზიკურად შემეხება, ეგ სხვა ამბავია და მორალურად უკვე შემეხო, იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის ბედი მათ ხელშია, ვინც საბოლოოდ გამყიდველები გამოდიან. ბუნებრივია, მეხება მეც, როგორც ადამიანს და ამ ქვეყნის მოქალაქეს. მეხება ის ფაქტი, რომ აზრად მოუვიდათ ისევ შემოეტანათ ეს კანონი და …
Continue reading “„რუსული კანონების ადგილი არ არის ჩვენს ქვეყანაში“ – მომღერალი გიორგი ფუტკარაძე”
ბათუმის მერია 21 მილიონ ლარად სარაგბო სტადიონის რეაბილიტაციას გეგმავს – ტენდერი
ბათუმის მერია სარაგბო სტადიონის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 21 მილიონზე მეტი ლარი გამოიყოფა. სტადიონი ბათუმში ლეონიძისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარეობს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 21 157 100 ლარით უკვე გამოაცხადა – „ბათუმში, სარაგბო სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე – არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და 2 ახალი სტადიონის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პირობის …
Continue reading “ბათუმის მერია 21 მილიონ ლარად სარაგბო სტადიონის რეაბილიტაციას გეგმავს – ტენდერი”
ბათუმის კონცხის სახიფათო ადგილებიდან ხრეშის გატანას 6 თვე დასჭირდება
ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან ჭარბი მასალის ამოღებისა და მახინჯაურის სანაპიროზე დაყრის სკრინინგის პროცედურა განახლდა. ამ პროცედურით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს დაგეგმილი საქმიანობისთვის არის თუ არა საჭირო გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] დოკუმენტის მომზადება. ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან ამ ეტაპზე, ჯამში, 43 000 კუბური მეტრი ნატანია ამოსაღები. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას და მახინჯაურის სანაპიროზე დაყრას, წინასწარი …
Continue reading “ბათუმის კონცხის სახიფათო ადგილებიდან ხრეშის გატანას 6 თვე დასჭირდება”
რა ქუჩებზე შეწყდება ხვალ გაზის მიწოდება ბათუმში
კომპანია „სოკარის“ ცნობით, 29 მარტს ბათუმის 3 ქუჩაზე გაზი გაითიშება. კერძოდ: 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის #1-ში მცხოვრებ 551 აბონენტს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება დემეტრე თავდადებულის ქუჩის #11-17-ში მცხოვრებ 110 აბონენტს. ამავე პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება ანა კალანდაძის ქუჩაზე მცხოვრებ 135 აბონენტს. „სოკარის“ ცნობით, გაზის …
Continue reading “რა ქუჩებზე შეწყდება ხვალ გაზის მიწოდება ბათუმში”
ბათუმში გაუარესებულია ჰაერში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი
ბათუმში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 2024 წლის 28 მარტის მონაცემებით გაუარესებულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი „ცუდი“ და „დამაკმაყოფილებელია“. ჰაერში მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი წვეთების ჩათვლით, ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – PM10 და PM2.5. 28 მარტის დილის 11 საათის მონაცემებით, ბათუმში PM10-ის …
Continue reading “ბათუმში გაუარესებულია ჰაერში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი”
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე კაცი მოკლეს
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, 23 მარტს, საღამოს მოხდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. განახლება: შსს-ს ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ლ.გ. ქობულეთში დააკავეს.
122 ათასი ლარი დაიხარჯება ბათუმში 2 დღით სცენის მოსაწყობად
ბათუმში საზაფხულო ფესტივალისთვის – „ზაფხული იწყება აქ“ – საკონცერტო სცენის მოსაწყობად აჭარის ბიუჯეტიდან 122 ათასი ლარია გათვალისწინებული. ღონისძიების ჩატარება ანბანის კოშკის მიმდებარედ 2024 წლის ივნისის თვის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. ფესტივალი ორდღიანი იქნება [ტენდერის პირობებში აღნიშნულია, რომ დღეები დაზუსტდება ამინდის გათვალისწინებით და „ზუსტი თარიღი მიმწოდებელს ეცნობება ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში“]. აღნიშნული ფესტივალით ბათუმში 2024 …
Continue reading “122 ათასი ლარი დაიხარჯება ბათუმში 2 დღით სცენის მოსაწყობად”
Wyndham Grand Batumi Gonio – ახალი ჰორიზონტები საქართველოს ტურიზმის სექტორში
Wyndham Hotels & Resorts -ის მსოფლიოში უმსხვილესი სასტუმროების ქსელი აძლიერებს თავის პოზიციებს სტუმართმოყვარეობის გლობალურ ბაზარზე და შემოაქვს საქართველოში განვითარების ახალი გზები. აშშ-ს ნიუ ჯერსის შტატში, პარსიპანიში დაფუძნებულ კომპანიას აქვს დაახლოებით 9300 სასტუმრო, რომლებიც მუშაობს 24 ბრენდის ქვეშ მსოფლიოს 95 ქვეყანაში, რაც ხაზს უსვამს მის მასშტაბებსა და გლობალურ გავლენას. Wyndham Grand Batumi Gonio Wyndham Hotels & …
Continue reading “Wyndham Grand Batumi Gonio – ახალი ჰორიზონტები საქართველოს ტურიზმის სექტორში”
სათამაშო ბიზნესის სახლში მოწყობისთვის აჭარაში 2 პირი დავაკავეთ – საგამოძიებო სამსახური
აჭარაში დააკავეს ორი პირი, რომლებსაც სახლში სათამაშო ბიზნესის ობიექტი ჰქონდათ მოწყობილი. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარის რეგიონში პასუხისგებაში მიეცა ორი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ …
ვის სურს აბაშიძეზე ძეგლის ადგილას კორპუსის აშენება და რას გადაწყვეტს სასამართლო
ხვალ, 7 მარტს, მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელზეც გადაწყდება ბათუმში არსებული კიდევ ერთი ძეგლის ბედი. მომჩივანი მესაკუთრე მემედ აბაშიძის ქუჩაზე არსებული „ფანდეევის სახლის“ ერთი ნაწილისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნას ითხოვს სამშენებლო მიზნებისთვის. აქ მაღლივი კორპუსის ჩადგმის შესაძლებლობას გამორიცხავს ნინო ინაიშვილი – ძეგლების დამცველი აქტივისტი და „ბათომის“ დამფუძნებელი. ნინო ინაიშვილს ვთხოვეთ, შეაფასოს, რა ღირებულებას დაკარგავს ბათუმი, თუ …
Continue reading “ვის სურს აბაშიძეზე ძეგლის ადგილას კორპუსის აშენება და რას გადაწყვეტს სასამართლო”
მილიონები იხარჯება, შშმ პირები კი უსაფრთხოდ მაინც ვერ გადაადგილებიან – მოსწავლეების პეტიცია
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება, ეს რეალურ უსაფრთხო გარემოს შშმ პირებისთვის არ ქმნის. ერთი მხრივ, ეს გარემო ვერ აკმაყოფილებს ხარისხს იმ დონეზე, რომ რაც არის იმის გამოყენება მაინც იყოს შესაძლებელი უსაფრთხოდ, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შესაბამის კონტროლს იმისთვის, რომ შესაბამისი საჭიროების მქონე პირს მისთვის განკუთვნილი გზა, ავტომანქანის …
ვინ ითხოვს ახალი ცათამბჯენების მშენებლობას ბათუმში – მერია და საკრებულო თანახმაა
ბათუმის სამედიცინო ცენტრის [BMC] გვერდით – კახაბრის ქუჩაზე, ახალ ბულვართან – ლორთქიფანიძის ქუჩაზე და სპორტის სასახლის უკან – გაგარინის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაა დაგეგმილი. 40, 27 და 23-სართულიანი სახლების მშენებლობაზე ქალაქის მერია თანახმაა. თანახმაა საკრებულოც, რომელმაც საპროექტო ტერიტორიებისთვის კ2 კოეფიციენტების გაზრდას დაუჭირა მხარი. წესით, კ2 კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ მშენებლებმა ბათუმის მერიას ბინები უნდა გადასცენ. …
Continue reading “ვინ ითხოვს ახალი ცათამბჯენების მშენებლობას ბათუმში – მერია და საკრებულო თანახმაა”
ჯერ რესტორანი, შემდეგ ევაკუატორი – რა შეემთხვა ორ მეგობარს ბათუმში?
რამდენი წლის იყავით, თქვენი პირველი მანქანა რომ გქონდათ? მე 18 წლის ვიყავი. სამწუხაროდ, იმ მანქანის „ცხოვრება“ არცთუ კარგად დასრულდა, ისე მოხდა, რომ ერთდროულად ორ მანქანას დავეჯახე, ყველანი უვნებლები გადავრჩით, გარდა ჩემი მანქანისა. შემდეგ იყო მეორე მანქანა, რომელიც ჩემი ფულით ვიყიდე. სამ ადგილას ვმუშაობდი, სესხიც დავამატე და პატარა, ძალიან პატარა, ორსავარძლიანი მანქანა ვიყიდე. იმდენად პაწუა იყო, …
Continue reading “ჯერ რესტორანი, შემდეგ ევაკუატორი – რა შეემთხვა ორ მეგობარს ბათუმში?”
როგორი იყო ნურის ტბა და პარკი სხვადასხვა დროს
ბათუმის ცენტრალური პარკის მთავარი მშვენება, ნურის ტბა, თავიდან კოღოების ბუდე და მალარიის გავრცელების წყარო იყო ქალაქისთვის. ტბის ირგვლივ პარკის მოწყობა 1881 წელს დაიწყო. პარკს თავიდან რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად „ალექსანდრეს ბაღი“ ერქვა, მერე სახელი ბევრჯერ შეუცვალეს. 1932 წელს კულტურისა და დასვენების პარკად გადააკეთეს, 1933 წელს – ბავშვთა პარკად, მერე – პიონერთა პარკად. 2006 წლიდან კი 6 …
Continue reading “როგორი იყო ნურის ტბა და პარკი სხვადასხვა დროს”
ომის 2 წლისთავი ბათუმის ბულვარში – რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა | ფოტო
დღეს, 24 თებერვალს, 2 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინის დროშები ბათუმის ბულვარში: რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ამ თემაზე: რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში – ორი წლის მთავარი მოვლენები
რა ფუქცია აქვს ლითონის კონსტრუქციებს? – გამოკითხვა ბაგრატიონის ქუჩის ახალ სკვერში
2023 წელს ბათუმში 15 758 ბინა გაიყიდა, ქობულეთში ბინების გაყიდვები გაიზარდა – კვლევა
2023 წელს ბათუმში 15 758 ბინა გაიყიდა – ნათქვამია კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში, რომელიც 13 თებერვალს გამოქვეყნდა. კვლევა ეყრდნობა 2024 წლის იანვარში ჩატარებულ 6 დეველოპერის გამოკითხვას, რომელიც მოიცავდა 19 მიმდინარე სამშენებლო პროექტს ბათუმში. კვლევის თანახმად, 2023 წელს ბათუმში 15 758 ბინა გაიყიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 7.5%-იანი კლებაა. კვლევაში აღნიშნულია, რომ კლება აიხსნება 2022 …
როგორ მიიტაცა 3 თვეში ზღვამ ბათუმის იახტკლუბთან სანაპირო
ბათუმის კონცხზე, იახტკლუბის მიმდებარედ არსებული პლაჟის ნაწილი ზღვამ უკვე მიიტაცა. ფოტოებზე, რომლებიც „ბათუმელებმა“ 2023 წლის ოქტომბერში და 2024 წლის 13 თებერვალს გადაიღო, ნათლად ჩანს, თუ პლაჟის რა ნაწილი წარეცხა ზღვამ 3 თვეში. აკვაპარკის მიმდებარედ არსებულ წყლის სატუმბი სადგურის შენობასთან პლაჟის ნაწილი დღეს წყლითაა დაფარული. ნაწილობრივ ზღვაშია თვითონ სატუმბი სადგურიც, საიდანაც ბათუმის დელფინარიუმი მარაგდება ზღვის წყლით: …
Continue reading “როგორ მიიტაცა 3 თვეში ზღვამ ბათუმის იახტკლუბთან სანაპირო”
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გზშ-ს საჯარო განხილვას ითხოვენ
„ბათუმის თავისუფლების მოედნის“ აქტივისტები ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტზე პასუხისმგებელ ყველა საჯარო უწყებას მიმართავენ. აქტივისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ გააანალიზონ პროექტის რისკები – ეკოლოგიური, ეკონომიკური, ურბანული, სტრატეგიული, უსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებით, დათვალონ პროექტის სარგებელი გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩაატარონ კვალიფიციური, მიუკერძოებელი, სრულყოფილი კვლევები და მოაწყონ საჯარო განხილვები ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის შესახებ. „კუნძულის გზშ-ს განხილვა საახალწლო დღეებში დაინიშნა და …
Continue reading “ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გზშ-ს საჯარო განხილვას ითხოვენ”
ტალახი და გუბეები მესხის ქუჩასთან მდებარე პარკში | ფოტოამბავი
ბათუმში, სერგი მესხის #35-თან მდებარე პარკის ფოტოები „ბათუმელებს“ მკითხველმა მოაწოდა. მოქალაქის თქმით, პარკი წლებია ამ მდგომარეობაში, ატრაქციონები დაზიანებულია, ტერიტორიაზე ტალახი და წყლის გუბეებია და ბავშვების გართობას ვერ ახერხებენ. „მივმართეთ მერიას, მაგრამ არ გვაქცევენ ყურადღებას“ – ამბობს მოქალაქე.
რა ღირს ხამსა – რეპორტაჟი ბათუმის ავტოსადგურიდან და ბაზრიდან
თუ ბათუმში დეკემბრის დასაწყისიდან თებერვლამდე ბაზრობაზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვდებით, აუცილებლად მოკრავთ ყურს ასეთ შეძახილებს: „ხამსა გაიყოლეთ, ზამთარს თევზი უხდება, სუპერი ხამსა იყიდება ჩვენთან“. ახლა ქაფშიას, იგივე ხამსას სეზონია. რა ღირს ხამსა? – „ბათუმელებმა“ ამ პოპულარული თევზის ფასი ბათუმში რამდენიმე ადგილას იკითხა. ვესაუბრეთ გამყიდველებსაც. თევზის გამყიდველების თქმით, 24 იანვრის მონაცემებით, ხამსას ფასი 3-დან 4 ლარის …
Continue reading “რა ღირს ხამსა – რეპორტაჟი ბათუმის ავტოსადგურიდან და ბაზრიდან”
რა ქუჩებზე გაითიშება გაზი ბათუმში 25 იანვარს
კომპანია „სოკარის“ ცნობით, 25 იანვარს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის #34-ის მცხოვრებ 58 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება. ასევე, 25 იანვარს, 13:30 საათიდან 17:30 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება ბათუმში, ანგისის მე-2 ჩიხის #11-ში მცხოვრებ 230 აბონენტს, ხოლო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე – ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრებ 246 აბონენტს. 25 იანვარს გაზი გაეთიშება ინასარიძის ქუჩის #16ა-ში მცხოვრებ …
Continue reading “რა ქუჩებზე გაითიშება გაზი ბათუმში 25 იანვარს”
ბათუმში 4 დიდი სავაჭრო ცენტრი პოლიციის მოთხოვნით დაიკეტა
ბათუმში, ოთხ დიდ სავაჭრო ცენტრში, ევაკუაცია გამოცხადდა. პოლიციის მითითებით სავაჭრო ობიექტები დატოვეს „მეტრო სითის“, „გრანდ მოლის“, „ბათუმი პლაზას“ და „ბათუმი მოლის“ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებმა. „ბათუმელები“ თითოეულ მათგანთან იმყოფებოდა ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტებზე კინოლოგები მუშაობენ. პოლიცია სავაჭრო ცენტრებში დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის მივიდა. “ბათუმელები” შსს სამინისტროდან შეტყობინების მიღებისთანავე ინფორმაციას განაახლებს.
ევაკუაცია ბათუმის პლაზაში, კიდევ 3 ობიექტთან პოლიციაა მობილიზებული
ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „პლაზაში“ ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც „პლაზაში“ დასაქმებულები ამბობენ, მათთან პოლიცია მივიდა და უთხრა, „დაეკეტათ სავაჭრო ობიექტები, რადგან რაღაც უნდა გადაემოწმებინათ“. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში მდებარე კიდევ სამ ობიექტთან არის მობილიზებული პოლიცია და ამ ადგილებშიც ევაკუაციის პროცესი იწყება. „ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს-ს სამინისტროს პრესსამსახურს. ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რას უკავშირდება ობიექტებიდან მოქალაქეთა და დასაქმებულთა ევაკუაცია, შს …
Continue reading “ევაკუაცია ბათუმის პლაზაში, კიდევ 3 ობიექტთან პოლიციაა მობილიზებული”
ბათუმის ავტოტრანსპორტი 25 ახალ ავტობუსს იყიდის
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 25 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. კონსოლიდირებულ ტენდერს ავტობუსების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს, რომელიც ფასის დასადგენად ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. „M3 ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. აღნიშნული ავტობუსები განკუთვნილია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“. გთხოვთ არაუგვიანეს 2024 წლის 24 იანვრისა მოგვაწოდოთ შევსებული ფასების ცხრილი [გთხოვთ მიუთითოთ ასევე ვალუტა] და არსებობის …
Continue reading “ბათუმის ავტოტრანსპორტი 25 ახალ ავტობუსს იყიდის”
შარტავას გამზირზე სამუშაოების დასრულების ვადა და ფასი გაიზარდა | ფოტორეპორტაჟი
ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნისა და საფეხმავლო ხიდების მოწყობა 2024 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა 2024 წლის 20 აპრილამდე გადაიწია. პარალელურად, 1,5 მილიონი ლარით გაიზარდა პროექტის ღირებულებაც. სამუშაოები შარტავას გამზირზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს. ფონდის ინფორმაციით პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა, რაშიც 7 315 132 ლარი დაიხარჯა მეორე ეტაპის სამუშაოებზე კი, ხელშეკრულება …
Continue reading “შარტავას გამზირზე სამუშაოების დასრულების ვადა და ფასი გაიზარდა | ფოტორეპორტაჟი”
რატომ შეიზღუდა იუსტიციასთან მოძრაობა – შეცვლილია 13 და 14 ნომერი ავტობუსების მარშრუტი
ბათუმში 13 და 14 ნომერი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი მეორე დღეა შეცვლილია. მიზეზი შერიფ ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩების კვეთაში მიმდინარე სამუშაოებია. ამ ადგილზე საფეხმავლო ხიდის კონსტრუქციებს ამონტაჟებენ. სამუშაოების გამო შარტავას გამზირზე იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი მხოლოდ „მაკდონალდსის“ [რუსთაველის ქუჩის] მიმართულებით მოძრაობს, ხოლო აქედან ახალი ბულვარის მიმართულებით გზა გადაკეტილია [ავტომანქანით აქ წრეს ვერ გააკეთებ]. ხიმშიაშვილის …
ღამის ბათუმი წინასაახალწლოდ | ფოტორეპორტაჟი
საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში ბათუმის ბიუჯეტიდან წელს 5 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. ბათუმში წელს საახალწლო მანათობელ ახალ კონსტრუქციებსაც ამონტაჟებენ. ქალაქის გაფორმება დაწყებულია. წინასაახალწლოდ განათებული ბათუმი დღეს – მარიამ მუთიძის ფოტორეპორტაჟი ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო, რომელსაც საზეიმოდ 25 დეკემბერს აანთებენ. ნაძვის ხეში, რომელსაც ევროპის მოედანზე აწყობენ, ქალაქის ბიუჯეტიდან გასულ წელს მილიონამდე ლარია გადახდილი. …
Continue reading “ღამის ბათუმი წინასაახალწლოდ | ფოტორეპორტაჟი”
ბათუმის კონცხიდან საფრთხისშემცველი ნატანის ამოსაღებად დაწყებული პროცედურა შეწყდა
ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდიდან ხრეშის ამოღების და მახინჯაურის სანაპიროსთან ჩაყრის პროექტთან დაკავშირებით დაწყებული სკრინინგის პროცედურა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა. პროცედურის შეწყვეტის საფუძველი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის წერილია. „ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო გთხოვთ, არ მისცეთ მსვლელობა ჩვენი მიმდინარე წლის 18 ოქტომბრის წერილს“, – აღნიშნულია აჭარის სამმართველოდან ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილ …
Continue reading “ბათუმის კონცხიდან საფრთხისშემცველი ნატანის ამოსაღებად დაწყებული პროცედურა შეწყდა”
დავა 5-მილიონიანი ტენდერისთვის ბათუმში 60 ლიფტის შესაცვლელად
ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი, ელექტრონული ლიფტების მონტაჟზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 5 264 551 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, თუმცა სამმართველოს უკვე ორი კომპანია უჩივის დავების საბჭოში. შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, შპს „ბათუმი სიტი XXI“, რომელსაც სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა, აცხადებს, რომ მათ წარადგინეს ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებები …
Continue reading “დავა 5-მილიონიანი ტენდერისთვის ბათუმში 60 ლიფტის შესაცვლელად”
რატომ არ ატარებს საკრებულო ღია კარის სხდომას
„რეგლამენტი, დავიცვათ რეგლამენტი“, „პატივი ვცეთ რეგლამენტს“, „არ ვარღვევ, ბატონო თავმჯდომარევ“ – ამ სიტყვებს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხშირად მოისმენთ. ერთი შეხედვით შეიძლება ამომრჩეველს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ საკრებულო რეგლამენტს ზედმიწევნით იცავს. რეგლამენტის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება მწვავე დაპირისპირების საგანიც გამხდარა ოპოზიციასა და „ოცნების“ უმრავლესობის წევრებს შორის. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა ოპოზიცია კონკრეტული საკითხის დამატებას და მის კენჭისყრას …
Continue reading “რატომ არ ატარებს საკრებულო ღია კარის სხდომას”
ბათუმში „სან რემოს“ შენობა და პირსი დაანგრიეს | ფოტოამბავი
ბათუმში რესტორან „სან რემოს“ შენობა და პირსი უკვე დანგრეულია. ამ ადგილზე ახალი შენობისა და პირსის მშენებლობაა დაგეგმილი. ტერიტორია ბათუმის მერიას იჯარით აქვს გაცემული. 2023 წლის 9 დეკემბერს, პლაჟზე დემონტაჟის და მშენებლობის სამუშაოები შეიძლება ითქვას, ერთად მიმდინარეობდა [გრძელდება დემონტაჟი, პარალელურად ეწყობა სამშენებლო ღობე, პლაჟზე შეაქვთ ლოდები, პერიოდულად იკეტება ბულვარში ფეხით მოსიარულეთა სასეირნო ბილიკი…] „სან რემოს“ პირსი …
Continue reading “ბათუმში „სან რემოს“ შენობა და პირსი დაანგრიეს | ფოტოამბავი”