ბათუმში 87 მძღოლი დააჯარიმეს ავტომობილის მავნე გამონაბოლქვის გამო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2026 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 751 ფაქტი გამოავლინეს. 430 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 173 – ქუთაისში, 87 – ბათუმში, 61 კი – რუსთავში. დეპარტამენტის ცნობით, 649 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 102 შემთხვევაში კი დააჯარიმეს იურიდიული პირები. „425 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 306 …

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სააგენტოს ცნობით, ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ა. ჩ.-ის (მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის 113 ა) ხორცპროდუქტების საწარმო და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს. „ინსპექტირების პროცესში დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ხორცპროდუქტების (მათ შორის შებოლილი ხორცპროდუქტების) წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა …

ჩამონგრეული სახლის ადგილზე აშენებულ ახალ კორპუსში პოლიცია ოფისს ნახევარ მილიონად მოიწყობს

ბათუმში, 26 მაისის 13 ნომერში, ჩამონგრეული სახლის ადგილზე აშენებულ ახალ კორპუსში ქალაქის მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 წლით სარგებლობაში 256 კვადრატული მეტრი საოფისე ფართობი გადასცა. ახალ მისამართზე, როგორც ჩანს, ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილება გადადის, რომელიც ოფიციალურად გორგილაძის 54 ნომერში მდებარე კორპუსშია განთავსებული, თუმცა შესასვლელი ლერმონტოვის ქუჩის მხრიდან აქვს. 26 მაისის 13 ნომერში „ბათუმის საქალაქო სამმართველოს …

ბათუმისა და ხელვაჩაურის საზღვრის შეცვლაზე საკრებულოს სამუშაო ჯგუფი ვადაში ვერ ეტევა

ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაზე ბათუმის საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გაგრძელებას ითხოვს. აღნიშნულ ჯგუფს საზღვრების შეცვლაზე შუამდგომლობა სამი თვის ვადაში, ოქტომბრამდე უნდა მოემზადებინა, თუმცა ეს ვადა ერთი თვით კიდევ გაგრძელდება. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძეა. ვადის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება კი ბათუმის საკრებულომ 2026 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე უნდა …

ბათუმში ფესტივალ „განდაგანას“ ორგანიზებისთვის 375 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმში წელს ფესტივალ „განდაგანას“ ორგანიზებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ჯამში 375 ათას 615 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხაში არ შედის ჰონორარი, რომელსაც ფესტივალში მონაწილე მუსიკოსებს გადასცემენ. მაგალითად, გასულ წელს ჰონორარებში 190 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა. ფესტივალი ორდღიანი იქნება, თუმცა ჯერ ჩატარების თარიღი არ არის დაზუსტებული. ამ დროისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ა[ა]იპ „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს“ ორი ტენდერი აქვს …

მეწყრი გონიო-კვარიათის, ურეხისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე – მერია ამბობს, რომ ზარალს დათვლის და აანაზღაურებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გუშინდელი ძლიერი წვიმის გამო ძლიერი დატბორვა 10-მდე ქუჩაზე დაფიქსირდა. მერიაში დახმარების სათხოვნელად შევიდა 100-ზე მეტი ზარი. ამოტუმბვის სამუშაოები გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში, თუმცა არ დასრულებულა: „დარჩენილ ლოკაციებზე ბათუმის მერის მხრიდან მიმდინარეობს მოსახლეობასთან უკუკავშირი სამუშაოების განხორციელების საჭიროების იდენტიფიცირების მიზნით“, – აცხადებენ მერიაში. წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ დაფიქსირებულა. მეწყრული პროცესები განვითარდა 10-მდე ლოკაციაზე – …

სკოლას, რომელსაც დაგვიანებით ხსნიან, სამინისტრომ ზეიმის ჩატარება დაავალა – დაესწრება ხელისუფლება

ბათუმის ახალ საჯარო სკოლაში, რომელსაც 21-ე ნომერი მიანიჭეს, სწავლის დაწყება 15 სექტემბრისთვის ვერ მოასწრეს. სკოლის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდა, ექსპლუატაციაში მიღების ბრძანება კი, 15 სექტემბერსაა გამოცემული. 15 სექტემბერსვე აჭარაში „ოცნების“ განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი სკოლის დირექტორს უგზავნის წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ ვინაიდან „შესაძლებელია სასწავლო პროცესის კონკრეტული თარიღის განსაზღვრაც, მიზანშეწონილია სკოლის საზეიმო გახსნა და …

15 მილიონი დაიხარჯება ბათუმში ქუჩისთვის, სადაც ადრე 944 ათასი ლარი დახარჯეს

ბათუმში ავგიის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. საუბარია 3,4 კილომეტრი სიგრძის გზაზე, სადაც სამუშაოები აჭარის გზების დეპარტამენტმა სამი წლის წინ დაიწყო, აჭარის ბიუჯეტიდან 944 ათასი ლარიც დაიხარჯა, თუმცა გზა არ გაკეთებულა და ტენდერში გამარჯვებულს ხელშეკრულებაც შეუწყვიტეს. მიზეზი, როგორც ადრე „ბათუმელებმა“ გაარკვია, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის შეუთანხმებლობა იყო. თავის მხრივ, სახელმწიფო უწყებებმა სამუშაოების შეწყვეტაში …

მდინარე ჭოროხზე საფეხმავლო ხიდების კონცეფციები – კონკურსი 5 მილიონით, რომელიც შეწყვიტეს

ბათუმის ბულვარის სარეაბილიტაციო პროექტის შედგენაზე 5,5 მილიონი ლარით გამოცხადებულ კონკურსში მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჯერ გამარჯვებული გამოავლინა, შემდეგ კი ტენდერი შეწყვიტა. კონკურსში გამარჯვებულად შპს „ნს სტუდიო“ გამოავლინეს, თუმცა ფონდს კონკურსში მონაწილე სხვა პრეტენდენტმა – შპს „დვ დეველოპმენტმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში უჩივლა. დავების საბჭომ „დვ დეველოპმენტის“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ფონდს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და …

თამარ მეფის ქუჩაზე კანალიზაციის მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან 4,8 მილიონია გამოყოფილი

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, კანალიზაციის ქსელის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 4,8 მილიონი ლარია გამოყოფილი. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი „ბაქოს ქუჩის, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის თბილისის ქუჩის დასაწყისამდე კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოებზე“ 4 862 296 ლარით გამოაცხადა. თუმცა, ტენდერს ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები მხოლოდ თამარ მეფის ქუჩაზე უნდა ჩატარდეს [თამარ …

ბათუმში ელექტრონული და სახიფათო ნარჩენების დამუშავების საწარმოს გახსნა იგეგმება

ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩებს შორის მდებარე ტერიტორიაზე, კომპანია „კორეან ელექტრონიქსი“ ელექტრონული/სახიფათო ნარჩენების დასაწყობება-დამუშავებას გეგმავს. საუბარია საწარმოზე, რომლის მაქსიმალური წარმადობა იქნება 2 600 ტონა ელექტრონული ნარჩენი წელიწადში. დაგეგმილი საქმიანობა ექვემდებარება სკოპინგის პროცედურის გავლას. სკოპინგის დასკვნით კი, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს, განისაზღვრება გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ის] ანგარიშის საჭირო კვლევებისა და მოსაპოვებელი თუ შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. …

ბინის გაქურდვის მცდელობისთვის ბათუმში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის გაქურდვა სცადა, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, სამართალდამცველებმა ის ადგილზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.“ – წერს შსს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   მთავარი …

ბათუმში ანგისის სტადიონთან გადასასვლელ ხიდს აღარ ააშენებენ – რა შეცვალეს 14 მილიონიან კონტრაქტში

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ახალდაგებული ასფალტის ამოჭრა იმ დროს დაიწყეს, როცა მოსახლეობის ნაწილს სამუშაოები დასრულებული ეგონა. ქალაქის მერიის განმარტებით, „მიმდინარეობს წყალარინების ჭების მოყვანა ნიშნულამდე“, რათა ასფალტის მესამე ფენა დაიგოს. თუმცა, მერიის სამმართველოსა და შპს „პალადას“ შორის დადებული 14-მილიონიანი ხელშეკრულებით სამუშაოები 2026 წლის მაისში მთლიანად უნდა ყოფილიყო დასრულებული. ხელშეკრულებაში ცვლილება რამდენჯერმე შეიტანეს, შშმ პირებისთვის საჭირო ლიფტების დამონტაჟება …

„ოცნება საარჩევნოდ 15 კვადრატის დამატებას დაგვპირდა და გადაგვაგდო“ – რას ჰყვებიან „შანხაის“ დასახლებაში

„ჩემი ბინა 50 კვადრატული მეტრია, ვითხოვდი მინიმუმ 15 კვადრატულის დამატებას, რაზეც უარი გვითხრეს. ამიტომაც ვთქვით უარი ახალ კორპუსზე,“ – ამბობს ბათუმში, ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ მცხოვრები ნაზიბროლა ესებიძე. მის სამეზობლოშიც სხვა ოჯახებსაც უარი უთქვამთ მერიისთვის ე.წ. სოციალურ სახლზე. ბათუმის მერიამ „შანხაის დასახლებაში“ ბიუჯეტში გათვალისწინებული 2 კორპუსიდან მხოლოდ ერთი ააშენა, მეორეს – აღარ აშენებს. „ობიექტურ მიზეზად“ მერია …

სახიფათო სამედიცინო ნარჩენებს რამდენად უსაფრთხოდ ანადგურებენ ბათუმში – „გვწამლავენ ხალხს, რას წვავენ ასეთს?“

„საბაჟოს [გაფორმების ეკონომიკური ზონის] შემდეგ „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის უკან, სადაც ნაგავსაყრელის შესასვლელია, არის ასეთი ჰაერის დაბინძურება. როდესაც გავივლი სულ ასეა და მაინტერესებს ასე უნდა იყოს? ნორმალურია ეს? თითქმის ყოველდღე ასე წამლავენ ხალხს და იქნებ ვინმემ მიხედოს ამას. გზაზე ავტომანქანით გავლისას მინებს თუ არ ამოწევ დაიხრჩობი, ისეთი მძაფრი სუნი აქვს, რას წვავენ ასეთს?“ – მოგვწერა „ბათუმელებს“ …

რა [არ] წერია „არაბულ ინვესტიციაზე“ ბათუმის გენგეგმის პროექტში

ბათუმის გენგეგმა, რომლის შემუშავებაც ქალაქის მერიამ 2021 წელს დაიწყო და ახლა დამტკიცებულიც უნდა ყოფილიყო, მორიგ ეტაპს გადის. ამ პერიოდში კი ქალაქში დაიწყო ან დაანონსეს ისეთი პროექტები, რომლებიც გენგეგმის კონცეფციაში ასახული არ იყო. ამ პროექტებიდან ზოგი ამჯერადაც არ არის ასახული გენგეგმის პროექტში. მაგალითად „მსხვილი არაბული ინვესტიცია“ გონის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ადგილზე. საუბარია 258,8 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც …

რა ხდება ბათუმის ძველ ბულვარში და სანაპიროზე – ფოტო|ვიდეო

წვიმის შემდეგ ბათუმის ძველ ბულვარში შედარებით ხალხმრავალ ადგილად შეიძლება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია მივიჩინოთ. აქ  ტურისტები ჯგუფებად მოდიან, ძირითადად, ალი და ნინოს სანახავად. აქვეა ეშმაკის ბორბალი და ზღვაზე გადამდგარი პირსიც, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ინტერესს მაინც უფრო ალისა და ნინოს მოძრავი სკულპტურა იპყრობს. ამ ტერიტორიაზე ათობით ქვეყნის წარმომადგენელს შეხვდებით და ამდენივე ენაზე წარმოთქმულ ფრაზებსაც მოისმენთ. …

დააკავეს ბათუმში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი, რომელიც იძებნებოდა

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. საუბარია 2026 წლის  22 ივლისს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე – ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან თანამზრახველთან ერთად მიიმალა. ამ საქმეზე 29 ივლისს რუსთავში დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც მოტიციკლით მიიყვანა შემთხვევის ადგილზე კაცი, ვინც გაისროლა. …

ამბავი ლელაზე, რომელმაც 20 წლის ბიჭი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა – „კამერა მივაწოდე, არაფერი მეტი“

„კამერა მივაწოდე, არაფერი მეტი, მალე მოვიდნენ ბიჭებიც და გამოვიყვანეთ“, – ასე გვიყვება ლელა ფარტენაძე ამბავს, რომელზეც საზოგადოება სოციალურ ქსელში აქტიურად წერს და გმირობას უწოდებს, ლელას კი – ამ ამბის გმირს. ლელა ამბობს, რომ „კამერა მიაწოდა და არაფერი მეტი“, მაგრამ თვითმხილველები ფეისბუქზე წერენ, რომ ბიჭის გადარჩენას სხვებიც შეეცადნენ, მაგრამ „ამ გოგომ ყველაზე მეტად გარისკა.“ შემთხვევა საღამო …

ბათუმში უძრავი ქონების მყიდველებში უცხოელების წილი 47%-მდე გაიზარდა – Colliers Georgia

„Colliers Georgia“-ს ახალი კვლევის მიხედვით, 2026 წლის პირველ ნახევარში, ბათუმში, საცხოვრებელი ბინების გაყიდვების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 11.4%-ით გაიზარდა და 7838 ერთეული შეადგინა. ბაზრის ზომა კი 29%-ით 507 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 2026 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის ივნისთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 26.4%-ით იკლო. ტრანზაქციების რაოდენობა 24.5%-ით …

როდის დაიწყება ორმხრივი მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე ბათუმში

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე [ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში] ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობის აღდგენას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება. ეს დრო საგზაო ნიშნების მონტაჟს და შესაბამის მონიშვნებს სჭირდება, რაც მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ უნდა გააკეთოს. „ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენისთვის საჭირო საგზაო ნიშნებისა და გზის მონიშვნის სამუშაოები მიმდინარე კვირიდან უკვე დაწყებულია. სამუშაოები 15 სამუშაო დღეში დასრულდება“, – …

ტაბლო გამორთულია, ავტობუსი კი მოძრაობს – რომელ საათამდე მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო გაიზარდა, თუმცა მოსაცდელებთან, სადაც ელექტროტაბლოებია, საღამოს 11:00 საათის შემდეგ ავტობუსების განრიგი ტაბლოზე ქრება და მხოლოდ საათს აჩვენებს.  წესით ეს იმას ნიშნავს, რომ ავტობუსები აღარ მოძრაობენ, თუმცა ასე არ არის. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 2026 წლის პირველი ივლისიდან „საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ყოველდღიურად 07:00 საათიდან 01:00 საათამდე მოემსახურება“. მოქალაქეები გვწერენ, რომ ხშირად ღამის …

რას უპირებენ მწვანე კონცხზე პირსს, სადაც შესვლაც აკრძალულია

ბათუმში, მწვანე კონცხის პლაჟთან არსებული პირსი, რომელიც ვიზიტორთათვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია და რომლის რეაბილიტაციაში რამდენიმე წლის წინ 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, დღეს ჩაკეტილია. ხიდზე შესასვლელი სპეციალური ბარიერითაა გადაკეტილი და განთავსებულია წარწერები – STOP, „შესვლა აკრძალულია!“. ხიდის შუა ნაწილში კიდევ ერთი ბარიერი და წარწერაა – „ვიზიტორთა შესვლა დროებით შეზღუდულია!“. „ხიდი რამდენიმე თვეა რაც გადაკეტილია და ეს …

2,5 მილიონით ბათუმში „მაგნოლიას“ რეაბილიტაციის პროექტზე კონკურსი გამოაცხადეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუს „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა.  დოკუმენტაციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2,5 მილიონი ლარია დღგ-ს გარეშე. მთლიანობაში რა თანხა იქნება საჭირო „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის, სწორედ ამ დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი. „შენობა-ნაგებობის ამჟამინდელი მდგომარეობა უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებსა და მთლიანად ურბანულ გარემოსა …

ქუჩა ბათუმში, სადაც ასფალტი მხოლოდ დასაწყისში დააგეს – რას ამბობენ ბათუმის მერიაში

„ივანე მესხის მეორე ჩიხში გზა ნახევრად გააკეთეს. როცა ვიკითხეთ, რატომ დატოვეთ ქუჩა გასაკეთებელიო, გვიპასუხეს, ასეთია ბრძანებაო, ამის შემდეგ სხვები დააგებენო, მაგრამ არავინ გამოჩენილა“, – მოგვწერეს ბათუმში, ივანე მესხის მეორე ჩიხიდან. ეს აეროპორტის დასახლებაა. ივანე მესხის მეორეს ჩიხის დასაწყისში ასფალტის ახალი საფარი დაგხვდებათ შესაბამისი საგზაო მონიშვნით, თუმცა როგორც კი რამდენიმე ნაბიჯს გადადგამთ და მოსახვევს შემოუვლით, ისევ …

ვინ იმღერებს საზღვაო სეზონის გახსნაზე ბათუმში – 144,5 ათასი ლარი ჰონორარებში

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „საზღვაო ტურისტული სეზონის“ გახსნის ორდღიანი ფესტივალის „ზაფხული იწყება აქ“ ფარგლებში მოწვეულ 16 DJ-სა და მუსიკალურ ჯგუფს ჰონორარის სახით ჯამში 144 ათას 500 ლარს გადაუხდის. აქედან „ურსას“ – 30 ათასი ლარი, „კახაბერი და ხანუმები“ – 25 ათასი, „სინთეზი“ – 20 ათასი, „მიქსტურა“ – 16 ათასი, New one – 13 ათასი ლარი …

ბათუმის ნაგავსაყართან ახალი გზის აშენებაზე 5,3-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე მონაკვეთში ახალი გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 6,3 მილიონი ლარით ჰქონდა გამოცხადებული, ხელშეკრულება კი შპს „კოხტის ძირი 2010“-თან უნდა გაფორმდეს 5 მილიონ 350 ათას ლარზე. სწორედ ეს თანხა შესთავაზა კომპანიამ სამმართველოს. ახალი გზა ერთმანეთთან გონიოს ხიდის მიმდებარე …

გონიოს ყოფილ პოლიგონს განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა – კობახიძის დადგენილება

ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის, ასევე თბილისსა და გარდაბანში „კრწანისის პარკსა“ და მიმდებარე ნაკვეთებს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. „ოცნების“ მთავრობის განცხადებით, ამ ტერიტორიებზე არაბული ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. სტატუსის მინიჭების შესაბამის დადგენილებებს ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 29 მაისს მოაწერა. უშუალოდ ყოფილი სამხედრო პოლიგონის და მის მიმდებარე მიწის ნაკვეთებს, ჯამში 2 588 888 კვადრატული მეტრი …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 მაისის 21 საათიდან 1-ელი ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უმალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10- 15მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიგამთიან რაიონებში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 20- 25 გრადუსი სითბო, მაღალმთიან ზონაში ღამით 2-7გრ.,დღისით 13-18გრადუსი სითბო ზღვის წყლის ტემპერატურა + 18 გრადუსია. სინოპტიკოსების ცნობით,  …

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება 16 დღით

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 28 მაისიდან 12 ივნისამდე, ბათუმში, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რამდენიმე ქუჩაზე. კერძოდ, მერიის ინფორმაციით, გადაადგილება შეიზღუდება მურად ხინიკაძის ქუჩაზე – ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთში და ლერმონტოვის ქუჩაზე – ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან ცენტრალური პარკის შესასვლელამდე. მერიის ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა უკავშირდება ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტს.

რა ღირს საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა ბათუმში

ბათუმის ცენტრალურ პარკში ბავშვის გასეირნება მშობელს სულ მცირე 20 ლარი მაინც უჯდება. პარკში ერთ ადგილას უფასო საბავშვო მოედანიცაა მოწყობილი, მაგრამ გასართობი ატრაქციონების უმეტესობა 5 ლარი ღირს, ბავშვებს კი ხშირად ატრაქციონით ერთხელ სარგებლობა არ აკმაყოფილებთ და რამდენჯერმე ითხოვენ ხოლმე გასეირნებას ან ახალ ატრაქციონზე გადასვლას. ყველაზე ძვირი მანქანებით გასეირნება ღირს –  3 წუთი 10 ლარი. თვითმფრინავების ატრაქციონით …

„ახალ კორპუსებში მყიდველის 80% უცხოელია“ – რა ხდება ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე

ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე ფასები ისევ მზარდია. ქალაქის ცენტრში და სანაპიროზე ქონებას ძირითადად სარეალიზაციოდ ყიდულობენ, მეორად ზოლში კი,  ე.წ. ჭაობის დასახლებასა და სხვა გარეუბნებში – ძირითადად საცხოვრებლად, თუმცა ფასი ამ ზოლშიც გაზრდილია. საინვესტიციო ფართობების ფასი ზღვის ზოლში 2000 – 3500 დოლარია. აქ ფასი კორპუსის სიმაღლის მიხედვით იზრდება. საცხოვრებელი ბინების ფასი კი მეორად ბაზარზე, ანუ აშენებულ …

12 მაისიდან ყაზბეგის ქუჩაზე ტრანსპორტით მოძრაობა იზღუდება – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისიდან 25 მაისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე. „შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან, რომლის ფარგლებშიც ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლება უკვე დასრულდა 8 ქუჩასა და მონაკვეთზე, ხოლო დაგეგმილია 11-ზე. სამუშაოები, ასევე, სანიაღვრე სისტემის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს“ – წერს მერია. ასევე, 5 მაისიდან 21 მაისამდე …

რატომ დაიკეტა „სანაპირო“ ბათუმში

საკურორტო სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ბათუმში, გოგებაშვილის #9-ში, ძველი ნავსადგურის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაფე-რესტორანი „სანაპირო“ დაკეტილია, შენობის შესასვლელი კი თუნუქის ღობით არის დაცული. ერთი შეხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ შენობა რემონტისთვის მოამზადეს, თუმცა სამუშაოები არ დაუწყიათ. ადგილზე არ არის საინფორმაციო დაფა, დაზიანებული და მოუწესრიგებელია მიმდებარე ინფრასტრუქტურაც. „სანაპირო“ შპს „გამა +“- ის საკუთრებაა. კომპანიას ეკუთვნის …

რას ითხოვდნენ დღეს ბათუმში აქციაზე – „ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბინა ბრძოლით მოიპოვება“

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში, სხვადასხვა სოციალური ჯგუფი გაერთიანდა და საპროტესტო აქცია გამართა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ უსახლკარო ოჯახები, რომლებმაც მოითხოვეს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ყველა ოჯახის ბინით უზრუნველყოფა; იპოთეკით და საბანკო დავალიანებით დაზარალებულები; ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულები; დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულები და მოქალაქეები, რომლებიც ქობულეთში, წინაპრების საკუთრებაში არსებული მიწების აღიარებას ითხოვენ. აქციაზე ყველა ჯგუფს თავისი გზავნილი ჰქონდა. აქციის მონაწილეებმა …

რას შეჰპირდა დღეს ბათუმის მერი სუვენირებით მოვაჭრეებს

სუვენირებითა და ნატურალური წვენებით მოვაჭრეები, რომლებიც 2 თვეზე მეტია რაც ბათუმში საპროტესტო აქციებს მართავენ, დღეს, 27 აპრილს, ბათუმის მერს, გიორგი ცინცაძეს შეხვდნენ. აქციების ერთ-ერთი მონაწილის თქმით მერი მათ დაჰპირდა, რომ აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურა პატარაძეს დაელაპარაკება და ხუთშაბათს, 30 აპრილს, აქციის მონაწილეებისთვის ექნება კონკრეტული პასუხი: „ორ დღეში დამტკიცებული იქნება ახალი თავმჯდომარე, დაველაპარაკები და კონკრეტულ …

Exit mobile version