საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, ბათუმის მაჟორიტარის მურმან დუმბაძის მიერ ადლიის სანაპირო ზოლის სტიქიის შედეგად დაზარალების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე გამოეხმაურა.
Tag Archives: ბათუმი
ბათუმის საკრებულოში თავმჯდომარის პირველი მოადგილის გადაყენებაზე მსჯელობენ
„მუშაობის ლათინო – ამერიკული სტილი მაქვს და ამას მიწუნებენ“ – ასე აუხსნა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ კახიძემ „ბათუმელებს“ საკრებულოში მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმის სავარაუდო მიზეზი. ჯუმბერ კახიძის გადაყენებაზე საკრებულო 29 მარტს, პარასკევს, რეგლამენტით გათვალისწინებული მარტის თვის სხდომაზე იმსჯელებს.
ბათუმში სანდასუფთავების გადასახადი მცირდება
ბათუმში დასუფთავების გადასახადი 50 თეთრით მცირდება. ამიერიდან მოსახლეობა 1,80 ლარის ნაცვლად 1, 30 გადაიხდის. ამის შესახებ დღეს ბათუმის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
თოლიები ბათუმის ნავსადგურთან
ფოტორეპორტაჟი
„ნაცმოძრაობის“ წევრები პროექტების დაფინანსებას ითხოვენ
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჯუმბერ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა აქცენტი. ეს პროექტები ეხება ნაპირგამაგრებით სამუშაოებს, ჭოროხის ხიდის მშენებლობას და სტადიონს:
<!** Image 1 align="" width="250" height="250" >
ფრაქცია „მაჟორიტარის” განცხადება
ბათუმის საკრებულოში არსებული ფრაქცია „მაჟორიტარი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ფრაქცია ბათუმის მერის პოსტზე ერთი კანდიდატის წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთვის ამგვარი მიდგომა მიუღებელია:
ორი ახალი ფრაქცია ბათუმის საკრებულოში
საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია, „ბათუმის მომავლისათვის“ და ფრაქცია „ერთობა“ დარეგისტრირდა.
აზიის განვითარების ბაკნის წარმომადგენლების შეხვედრა ბათუმის მერიაში
დღეს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოადგილე აზიის განვითარების ბაკნის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე, რომლებიც შესაძლოა აზიის განვითარების ბანკის მხრიდან დაფინანსდეს.
ბანკის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია ურბანული სექტორის განვითარების შეფასება და თანამშრომლობის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება.
მსგავს შეხვედრებს აზიის განვითარების ბანკი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გამართავს.
მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით
ნოდარ დუმბაძე საკრებულოს თავმჯდომარეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ნოდარ დუმბაძის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარემ გუშინ „ტელეარხ 25“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ე.წ. ჟილინის არხის მშენებლობისათვის დამატებით 4 მილიონის მოძიება იყო საჭირო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ბათუმის მერიამ პლაგიატში დაადანაშაულა
„ბატონო კახა, თურქეთში ქურდობისთვის ხელს აჭრიან ადამიანებს,“- უთხრა ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილემ ტიტე აროშიძემ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს კახა გურგენიძეს, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა „ბათუმის ეკონომიკური განვითარების სტარატეგია“ წარმოადგინა.
ჭაჭა ისევ იქნება
საკურორტო სეზონამდე აჭარაში ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა მათ გარდა ვინც რიგში თითქმის ყოველ ჯერზე ბოთლით ხელში იდგა, ჭაჭის შადრევნის ბედით ცოტა ხნის წინ ბათუმში მყოფი პრეზიდენტიც დაინტერესდა.
„თუ გათოვდა, შეიძლება ვერც ერთი ხე ვერ გადარჩეს”
ახალი კოლექტორის მშენებლობას, რომელიც სათავეს გრიბოედოვის ქუჩიდან იღებს და სასტუმრო „შერატონამდე“ გრძელდება, რვაასამდე ფიჭვისა და ნაძვის ნარგავი შეიძლება შეეწიროს. ნარგავების ამოღებაზე ბულვარის ადმინისტრაციას ნებართვა არ გაუცია, კეთილმოწყობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ „ათი ძირი ხის გამო პროექტს ვერ გააჩერებენ.“
ბათუმი ახალი მერის მოლოდინში
<!** Image 1 align="left" alt="ირაკლი ჩავლეიშვილი " sub="ირაკლი ჩავლეიშვილი" width="400" height="501" >
საკრებულო ბათუმის მერის, ჯემალ ანანიძის გადაყენებაზე იმსჯელებს – ეს ინფორმაცია „ბათუმელებთან“ საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა დაადასტურა. მისი თქმით „ახალ ხელმძღვანელობას ახალი ხედვები და პრიორტეტები აქვს ქალაქის ახლებურად სამართავად“, რომლის განსახორციელებასაც საკრებულო ახალ მერთან ერთად გააგრძელებს.
მორიგი წერილი გიორგი კირთაძეს – შედგება თუ არა იმპიჩმენტი ხვალ
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ იმ დეპუტატებისგან, რომლებიც მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებასა და სანაცვლოდ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის არჩევის საკითხის დასაყენებლად რიგგარეშე სხდომის დანიშვნას უკვე მეორე კვირაა ითხოვენ, მორიგი წერილი მიიღო. ამჯერად საკრებულოს წევრებმა კირთაძისგან რიგგარეშე სხდომის დანიშვნა ხვალ 31 იანვარს, დღის 4 საათისთვის მოითხოვეს.
ბათუმის საკრებულოს დილემა
ლელა დუმბაძე
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნის ოფიციალური წერილი საკრებულოს 12 წევრის ხელმოწერით გასულ კვირას დარეგისტრირდა. საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, მიმდინარე კვირას უნდა დაინიშნოს რიგგარეშე სხდომა, სადაც გიორგი კირთაძის გადადგომის საკითხი დაისმება.
<!** Image 1 align="" alt="ბათუმის საკრებულო" sub="ბათუმის საკრებულო" width="300" height="300" >
295 ათასი ლარი სასაფლაოს რეაბილიტაციისათვის
ფერიის სასაფლაოზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება. შედგენილია პროექტი, რომლის მიხედვითაც სასაფლაოს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა უნდა განხორცელდეს.
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია სასაფლაოს ტერიტორიის კაპიტალური შემოღობვა და ახალი ჭიშკრების მონტაჟი, ასევე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოწესრიგების მიზნით, კაპიტალური საყვავილე ჯიხურების მშენებლობა და სხვა სამუშაოები.
პროექტის განხორციელებისთვის ქალაქის ბიუჯეტში 295 ათასი ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების შემსრულებელი კომპანია თებერვლის შუა რიცხვებში, ტენდერის საშუალებით გამოვლინდება.
მომზადებულია ბათუმის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ პრესრელიზზე დაყრდნობით.
ხვალიდან ბათუმში პანდუსიანი ავტობუსები იმოძრავებს
ხვალიდან ბათუმში ახალი მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებს. #10, #16 და #17 საქალაქო-სამარშრუტო ავტობუსები რუსთაველის, გორგილაძისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე გადანაწილდება.
#10 საქალაქო მარშრუტი რკინიგზის სადგურიდან დაიწყება, რუსთაველისა და ხიმშიაშვილის ქუჩებს გაივლის და აეროპორტთან დასრულდება. პირველ ეტაპზე 6 ახალი ავტობუსი 14- წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.
რაც შეეხება #16 და #17 ავტობუსებს, ისინი საცდელი მარშრუტებით – ახალი ავტოსადგურიდან სარფის გამშვებ პუნქტამდე და ჭავჭავაძის ქუჩიდან აკვაპარკამდე იმოძრავებენ.
საცდელი ხაზები სრული დატვირთვით ახალი სამარშრუტო სქემის ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედდება.
„FAW“ – ის მარკის 21 მაღალი კლასის ავტობუსი ქ. ბათუმის თვითმმართველობამ საერთაშორისო ტენდერის საშუალებით ჩინეთში შეიძინა. აღნიშნულ ავტობუსებში მოწყობილია პანდუსები, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც აძლევს გადაადგილების საშუალებას.
ავტობუსების შეძენისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 3 მლნ. ლარი დაიხარჯა.
მასალა მომზადებულია ბათუმის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ პრესრელიზზე დაყრდნობით.
მაისიდან ბათუმში საცხენოსნო კლუბი ამოქმედდება
ცაგო კახაბერიძე
ბათუმელმა ცხენოსნობის მოყვარულებმა საკრებულოს დახმარებით აიპი დააფუძნეს. თავლისა და საჯინიბოს რეკონსტრუქციისათვის კი, რომლის შენარჩუნებასაც უკვე მეათე წელი მოყვარულები საკუთარი ხარჯებით ცდილობდნენ, ბათუმის ბიუჯეტიდან 150 ათას ლარს მიიღებენ.
საკრებულოს ახალი წევრი და საპატიო ბათუმელები
ლელა დუმბაძე
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს ახალი წევრის, კობა ზაქარაიას უფლებამოსილების საკითხი ცნეს. ზაქარაია საკრებულოში ეკა თარგამაძეს ჩაენაცვლა, რომელსაც დეპუტატის უფლებამოსილება აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის გამო შუწყდა. ცვლილებები შევიდა საკრებულოს კომისიებშიც.
მეკობრეების პირისპირ
„ბერეგზე“ პატარა სასწავლო გემი „კაპიტანი ოთარ ჩახვაძე“ ირწევა. აქ მეზღვაურთა სასწავლო ცენტრის, „ანრის“ კურსანტები გადიან საზღვაო პრაქტიკას. ეკიპაჟს გამოცდილი კაპიტანი ბადრი ბერიძე მეთაურობს. მისი საზღვაო ცხოვრება მდიდარია საინტერესო მოვლენებით. ზოგი მოგონება ისეთია, ფილმის გადაღება მოგინდება კაცს.
ბადრი თევზაძე
მიტოვებული კაფე „რვაფეხა”
სუნი, ანტისანიტარია და აქა-იქ დაზიანებული კედლები. წლების წინ კაფე „რვაფეხა“ ბათუმის სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა, თუმცა დღეს მივიწყებული და უპატრონოა. მისასვლელთან ქვის ლოდების გროვაა, რომელიც ეშმაკის ბორბალის გადატანის შემდეგ გაჩნდა და მათ გატანაზე შესაბამის სამსახურებს არ უზრუნიათ. ნაგებობის ერთ კუთხეში რამდენიმე ახალგაზრდა ზის და მზესუმზირას შეექცევა: „სიბინძურეა, მაგრამ მაინც ვზივართ. რაღაცნაირი სიწყნარეა, არავინ მოდის და ჩვენთვის ვართ“. ლიკა, ლაშა, გიო და ალენი მოსწავლეები არიან, კაფეს გარემონტებას არ ელიან: „ამას ვინ გაარემონტებს, მიგდებულია ამდენი წელი, დაანგრევენ ალბათ“.
ლელა დუმბაძე
პრეზიდენტის მიერ წარმატებულად მოხსენიებულ ბიზნესმენს მოსახლეობა ედავება
ლუკა ასათიანის 13 ნომერში სამშენებლო კომპანია „გლობამშენი“-ის წარმომადგენლებს მოსახლეობა სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების საშუალება არ აძლევს. ინციდენტის ადგილას არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.
ჭაჭის თაუერი ბათუმში
ჭაჭის-თაუერი-ბათუმში
„ახალ თეატრს“ სალონური დატვირთვა ექნება
7 თებერვალს ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტის“ შენობაში გაიხსნა ხელოვანთა დარბაზი „ახალი თეატრის“ სახელწოდებით, რომლის ორგანიზატორებიც ზაზა ფირცხალაიშვილი და ირმა ქობულაძე არიან. თეატრს ჯერჯერობით სპონსორი არ ჰყავს, ორგანიზატორები ყველაფერს ენთუზიაზმით და ინტურისტის დირექტორის თამაზ ხარაზის დახმარებით აკეთებენ. თეატრს სალონური დატვირთვა ექნება, მოეწყობა შეხვედრები, მოწვევით გაიმართება სპექტაკლები. 28 თებერვალს სპექტაკლს გამართავს თბილისის ერთი მსახიობის თეატრი, მსახიობ მურმან …