მთავარი,სიახლეები

უცხოეთიდან საქართველოში 318.7 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა – ფულადი გზავნილები ოქტომბერში

20.11.2025
უცხოეთიდან საქართველოში 318.7 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა – ფულადი გზავნილები ოქტომბერში

უცხოეთიდან საქართველოში 2025 წლის ოქტომბერში 318.71 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა [დაახლოებით 865.6 მილიონი ლარი].

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 13.4%-ით [37.6 მილიონი აშშ დოლარით] მეტია 2024 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.4 პროცენტი იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ  ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა,“ – წერს სებ-ი.

ამასთან, უშუალოდ ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 143.26 მილიონი აშშ დოლარი ჩამოირიცხა, ხოლო დანაჩენი 175.45 მილიონი – სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან.

 2025 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი თანხა საქართველოში შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოირიცხა: 

აშშ – 59.27 მილიონი აშშ დოლარი

იტალია – 53.17 მილიონი აშშ დოლარი

რუსეთი – 41.32 მილიონი აშშ დოლარი

გერმანია – 29.61 მილიონი აშშ დოლარი

საბერძნეთი – 25.81 მილიონი აშშ დოლარი

ისრაელი – 24.06 მილიონი აშშ დოლარი

თურქეთი – 10.71 მილიონი აშშ დოლარი

სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40.8 მილიონი აშშ დოლარი [110.9 მილიონი ლარი] გადაიგზავნა.

————

სამოქალაქო პლატფორმა 2025-ის წარმომადგენელი, ჰიბრიდული ომების მკვლევარი, დავით ძიძიშვილი, რომელიც ამჟამად ბელგიაშია ემიგრაციაში „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ემიგრანტები ქვეყნის ყველაზე მსხვილი დონორები არიან:

„არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, რაღაცა ოდენობის თანხის გადმორიცხვაზე კონტროლი დაწესდეს. ბიძინას არ უნდა, რომ ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი ფული. ამ დროს რეალურად თავისუფალი ფულის ქვეყანაში შემომტანი არის ქართული ემიგრაცია.“

ვრცლად:

2 მიზეზი, რისთვისაც „ოცნება“ ემიგრანტებს ხმის უფლებას ართმევს – ინტერვიუ

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: