უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 165 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 363 ერთეული [+2]
- ჯავშანტექნიკა – 23 615 ერთეული [+8]
- საარტილერიო სისტემა – 34 585 ერთეული [+26]
- MLRS – 1 549 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 248 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 83 338 ერთეული [+496]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 981 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 67 922 ერთეული [+80]
- სპეცტექნიკა – 4 003 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 668 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 97 933 უპილოტო საფრენი აპარატი
- 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 26 195 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 618 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 31 487 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 47 425 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების 28-პუნქტიანი წინადადების ავტორი შეერთებული შტატებია. „ის შემოთავაზებულია, როგორც მიმდინარე მოლაპარაკებების მყარი ჩარჩო. ის ეფუძნება რუსული მხარის პოზიციას, თუმცა, ის ასევე ეფუძნება უკრაინის წინა და მიმდინარე პოზიციას“, – დაწერა რუბიომ X-ზე.
რას გულისხმობს აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის
უკრაინა რთული არჩევანის წინაშე – ზელენსკის მიმართვა ხალხს
ომის დასრულების თაობაზე კონსულტაციების დასაწყებად ზელენსკიმ დელეგაცია დანიშნა
დამატებით დამუშავებას საჭიროებს – ლიდერების განცხადება აშშ-ს გეგმაზე






