შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა.
მოთხოვნად საგნებს შორის არის ასევე ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ფიზიკა, ლიტერატურა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება:
- ისტორია აირჩია 19 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- მათემატიკა აირჩია 15 400-ზე აბიტურიენტმა;
- ბიოლოგია აირჩია 4 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ქიმია აირჩია 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- სამოქალაქო განათლება აირჩია 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- გეოგრაფია აირჩია 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ლიტერატურა აირჩია 1 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ფიზიკა აირჩია 1 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება აირჩია 280-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
ცენტრის შეფასებით, განსაკუთრებული მოთხოვნა ისტორიისა და მათემატიკის მიმართ წინა წლის მსგავსად კვლავ შენარჩუნებულია.
წელს, ეროვნულ გამოცდებზე 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.






