უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 357 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 954 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 24 615 ერთეული [+7]
- საარტილერიო სისტემა – 42 751 ერთეული [+64]
- MLRS – 1 804 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 397 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 312 035 ერთეული [+1 790]
- სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 475 ერთეული [+10]
- გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 99 374 ერთეული [+374]
- სპეცტექნიკა – 4 221 ერთეული [+3]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 687 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 670 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
- 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამ თემაზე:
- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალების მიერ უკრაინაში 24 მაისის ღამით განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ მცირე 83 ადამიანი დაშავდა.
„მარიუპოლმა და აზოვსტალმა მასწავლა – სიკვდილი ყველაზე საშინელი რამ არ არის“ – ვოლინა
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა






