„არავითარი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ჰქონდა,“ – აღნიშნა დღეს, 21 მარტს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს შაქრისა და პურის ფქვილის მარაგთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. მას ჰკითხეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მარაგსა და შაქარზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ისევ გაძვირდა.
მინისტრის განმარტებით, მოსახლეობის ნაწილმა უსაფუძვლოდ მოიმარაგა შაქარი.
„ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან, ვიხილეთ ყველამ ერთად აჟიოტაჟი, რაც გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არასაჭიროდ განახორციელა შესყიდვები მარაგების შექმნის მიზნით. ეს პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ არანაირი შეფერხება არ არსებობს… “,- აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე შაქრისა და ხორბლის, ასევე, პურის ფქვილის მარაგი არსებობს და შეფერხებას არ ელოდებიან.
ახალი აგროკრედიტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 პროცენტით დაფინანსდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 21 მარტს, საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ საქართველოს გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ისაუბრა.
მინისტრის განმარტებით, აგროკრედიტების მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს 18 პროცენტი.
„ფერმერებს საშუალება ექნებათ ერთწლიანი კულტურებისთვის აიღონ შეღავათიანი სესხი, დააფინანსებენ საბრუნავ სახსრებს და ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა: სათესლე მასალის შეძენა, საწვავი, ტექნიკის დაქირავება,“ – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო ასევე 80 პროცენტით დააფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შექმნას. პროექტი ამ შემთხვევაში კოოპერატივის მიერ უნდა იყოს შემუშავებული.
მასშტაბური ნგრევა და რვა დაღუპული – უკრაინის დედაქალაქში, პოდოლსკის რაიონზე, რუსული შეირაღებული ძალების მიერ ღამის სარაკეტო თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„2022 წლის 20 მარტის საღამოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული საბრძოლო საშუალებების გამოყენებით განახორციელეს სარაკეტო შეტევა უკრაინის დედაქალაქის პოდოლსკის რაიონზე.
მტრის დაბომბვისა და ცეცხლის შედეგად სავაჭრო ცენტრი განადგურდა. დაზიანებულია მიმდებარე სახლების ფანჯრები და იქვე გაჩერებული ავტომანქანები. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა რვა ადამიანი,“ – წერია უკრაინის პროკურატურის განცხადებაში.
ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ზუსტდება. დანაშაულის დოკუმენტირებისთვის შემთხვევის ადგილზე ახლაც მუშაობენ მაშველები და სამართალდამცავები.
_______________
ფოტოზე: დაბომბვის შედეგად განადგურებული სავაჭრო ცენტრი კიევში.
აჭარის მთავრობა ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩაზე, #1/4-ის მიმდებარედ, 249 909 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. ამ ნაკვეთის გაგრძელებაზე არსებულ 100 ჰექტრის განაშენიანებისთვის კი მთავრობა განვითარების კონცეფციის მომზადებას გეგმავს – პროექტს „Smart City Kobuleti“ უწოდეს.
„Smart City Kobuleti“ – საცხოვრებელი კორპუსების, სარეკრეაციო და სპორტული ზონების, სავაჭრო ობიექტების, სახელმწიფო და სოციალური მომსახურებისთვის განკუთვნილი საზოგადოებრივი ცენტრის, კლინიკურ-დიაგნოსტიკური, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებების მოწყობას ითვალისწინებს.
შესაბამისი კონცეფციის მომზადებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გასაყიდად გამზადებული ნაკვეთის პოტენციურ მყიდველს ავალდებულებდა. თუმცა ნაკვეთი პირველ ჯერზე არ გაიყიდა, აუქციონი არ შედგა.
გასაყიდი მიწის ნაკვეთი
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ქონებას მთავრობა აუქციონზე ისევ გაიტანს, სავარაუდოდ, შეცვლილი პირობით ან შემცირებული ფასით. თუმცა ცვლილების შესახებ დაზუსტებით ჯერ არ ვიცით.
მიუხედავად იმისა, რომ აუქციონი ჩაიშალა, „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ მთავრობამ მიწის ნაკვეთის შეძენის დაინტერესებული პირის შესახებ იცის და მასთან გარკვეული მოლაპარაკებებიც ჰქონდა. თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ მაინც ვერ შეთანხმდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ინვესტორს აუქციონის პირობებში რამდენიმე დეტალი არ მოეწონა, მაგრამ „მოლაპარაკება გრძელდება.“
კომპანიას, რომელსაც ქობულეთში 24 ჰექტრის შესყიდვა სურს, იგივე სახელი „სმარტ სითი ქობულეთი“ ჰქვია და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გასაყიდად გამოტანილი ნაკვეთის განაშენიანების კონცეფციის მონახაზიც აქვს გამოქვეყნებული. ეს მონახაზი ე.წ. რენდერებს, ვიზუალიზაციასაც მოიცავს.
რენდერი
სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ კომპანიას წინადადება უწყებაში წარდგენილი აქვს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 249 909 კვ.მეტრ ნაკვეთს ქობულეთში, პირველ ჯერზე, 5 მილიონ 250 000 ლარად ყიდდა, რაც კვადრატულ მეტრზე 21 ლარია. აუქციონზე ერთი ბიჯიც კი არავის დაუფიქსირებია, შესაბამისად ის არ შედგა.
შპს „სმარტ სითი“ 2020 წლის ივნისში დააფუძნეს, კომპანიის 100 პროცენტის მფლობელი ნიკა ევგენიძეა. მან განმარტებაზე უარი გვითხრა.
სამინისტროს ინფორმაციით, გასაყიდი ნაკვეთების ნაწილზე განთავსებულია აჭყვის დამშრობი სისტემის არხები, ასვე სამელიორაციო არხი.
აუქციონის პირობების მიხედვით, რომელიც არ შედგა, სამინისტრო ითხოვდა გასაყიდი ნაკვეთის მიმდებარედ არსებული 100 ჰექტრის განაშენიანების კონცეფციის მომზადებას შემდეგი პარამეტრებით: „შენობა-ნაგებობის განთავსების ტერიტორია არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი ტერიტორიის 30%-ს, განსათავსებელი შენობა-ნაგებობების სიმაღლე კი გრუნტიდან არ უნდა აღემატებოდეს 24 მეტრს“.
სამინისტროს მიერ გაწერილი პირობების მიხედვით, 100 ჰექტარზე უნდა დაპროექტდეს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელ ფართობები. პროექტის მოიცავს არანაკლებ 200-ნომრიან სასტუმროებს. კომერციულ ფართობებს [საოფისე სივრცე; საზოგადოებრივი დანიშნულებისა და კვების ობიექტებს; სავაჭრო ცენტრს და ა.შ.], რომელიც უნდა შეადგენდეს ტერიტორიის განაშენიანების საერთო ფართობისა [კ2] და საგანმანათლებლო, სამედიცინო და საჯარო დაწესებულებების განაშენიანების ფართობის სხვაობის არანაკლებ 20%-ს.
საგანმანათლებლო დაწესებულებებს: არანაკლებ 1000 სტუდენტზე გათვლილ უმაღლეს ან/და პროფესიულ ერთ ან რამდენიმე სასწავლებელს [რომელიც შეიძლება მოიცავდეს ტექნოლოგიური პარკის [Tech Park] ბაზაზე არსებულ IT სასწავლებელს – რობოტიკა, კომპიუტერული დიზაინის მიმართულებით.]
არანაკლებ 500 მოსწავლეზე გათვლილ საშუალო და საბაზისო ერთ ან რამდენიმე სასწავლებელს; ჩამოთვლილი დაწესებულებები უნდა მოიცავდეს: სპორტულ მოედნებს, სპორტულ დარბაზს, სპორტული აქტივობებისთვის მოწყობილ ეზოს, დასასვენებელ და სამუშაო სივრცეებს, ბიბლიოთეკისა და ლაბორატორიისათვის განკუთვნილ სივრცეებს, დახურულ ან/და ღია აუზს, არანაკლებ 100 ადამიანზე გათვლილ მოსწავლეთა/სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს, საგანმანათლებლო დაწესებულებები შესაძლებელია დაიგეგმოს კვარტალის სახით; 2.12. საგანმანათლებლო დაწესებულების დაგეგმარება შეთანხმებულ უნდა იქნას პროფილურ სამინისტროსთან.
სამედიცინო დაწესებულებები: არანაკლებ 150 საწოლზე და არანაკლებ 2000 მომხმარებელზე გათვლილ მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებებს (რაც უნდა მოიცავდეს, მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს, კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ცენტრს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და სარეაბილიტაციო ცენტრს, მრავალპროფილიან ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას, ბოქსირებულ მომსახურებას, ასაკობრივი ჯგუფებისთვის გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებას;
სამედიცინო დაწესებულებები შესაძლებელია დაიგეგმოს კვარტალის სახით; სამედიცინო დაწესებულების დაგეგმარება შეთანხმებულ უნდა იქნას პროფილურ სამინისტროსთან. რეკრეაციული ზონა და ინფრასტრუქტურა – მთლიანი მიწის ფართობის არანაკლებ 70%: 4.1. პარკს, სკვერებს; ღია სათამაშო მოედნებს; სასეირნო ბილიკებს, ველობილიკებს, სარბენ ბილიკებს; დასასვენებელ ზონებს, გზებს; პარკინგებს, წყალსაცავებს, წყლის არხებს, აუზებს; კომუნალურ ინფრასტრუქტურას. საჯარო დაწესებულებების (საჯარო სერვისების) სივრცეები: პოლიცია, დაცვის პოლიცია, სახანძრო-სამაშველო; იუსტიციის სახლი, საზოგადოებრივი ცენტრები; მუნიციპალიტეტის მერიის მომსახურების ცენტრები …
ბათუმის #4 მაჟორიტარული ოლქი, სადაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს, ინასარიძის ქუჩიდან გონიოს ციხემდე და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. არჩევნებში მონაწილეობს აღმაშენებლის, ასევე, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის ნაწილისა და კახაბრის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა.
ბოლო წლებში ამ უბნებში მთავარი აქტივობა მშენებლობაა, განსაკუთრებით კი, გონიოს სანაპირო ზოლში საქმიანობაა. აშენებენ სასტუმროებს, სასტუმრო აპარტამენტებს, ზღვიდან ოდნავ მოშორებით კი – საცხოვრებელ კორპუსებს.
გონიოს სანაპიროს ისევე ქაოსურად ითვისებენ, როგორც ბათუმის ცენტრს. პრობლემურია პარკინგის საკითხიც – ბევრმა მშენებელმა აქ ნაყიდი მიწა მაქსიმალურად აითვისა, პარკინგისთვის კი მცირე სივრცე დატოვა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ინფრასტრუქტურა გონიოში სასტუმრო „მგზავრებს“ ეკუთვნის. კომპანია აქ წლებია ფართოვდებოდა და ამ დროისთვის სულ ექვსი მასშტაბური შენობა აქვს აშენებული, ღია აუზებით და თავისი დამხმარე ინფრასტრუქტურით. ბოლო სასტუმრო „ლაბაუ“ იყო, რომლის მშენებლობაც უკანონოდ, ნებართვის გარეშე დაიწყო. გასულ წელს კომპანიამ ეს შენობა გაყიდა.
პროექტის რენდერი – შავი ფასადით, ასევე, მის მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე კარკასები სასტუმრო „ლაბაუს“ რენდერია – პროექტი სამ კარკასს აერთიანებს. მარცხნივ კი მოქმედი სასტუმრო „მგზავრებია“
შპს „სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ ბიზნესმენ დავით ცერცვაძეს ეკუთვნის.
შპს „გონიო 2020“ სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს, ვილების მშენებლობას გეგმავს. შესაბამისი განაშენიანების რეგულირების კონცეფცია კომპანიას ბათუმის საკრებულომ დაუმტკიცა. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელიც კომპანიამ მერიას წარუდგინა, სასტუმრო ტიპის ვილები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა გონიოს სანაპიროზე 20 485 კვ.მეტრ ტერიტორიას დაიკავებს.
მერიის ინფორმაციით, პროექტი 6832 კვ.მეტრ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის, ხოლო 3000 კვ.მეტრზე 80 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მოწყობასაც ითვალისწინებს. მერიისთვის წარდგენილ განაშენიანების კონცეფციაში არსებული რენდერების მიხედვით კი, კომპანია ოცდაათამდე ვილის აშენებას გეგმავს.
საპროექტო ტერიტორია
შპს „გონიო 2020“ 2019 წელს დაუფუძნებიათ. კომპანიის 100 პროცენტს თემურ ბიწაძე ფლობს. თემურ ბიწაძე „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის შვილია. გია ბიწაძე და მისი პარტნიორები „ოცნების“ შემწირველები არიან.
25-სართულიან სასტუმროს აშენებს გონიოს სანაპიროს პირველ ზოლში შპს „ნექსთ გონიო“. კომპანია ზღვის პირველ ზოლში 4176 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს. ეს ნაკვეთი სახელმწიფოსგან „გონიო 2020“-მა გასულ წლებში შეისყიდა, შემდეგ კი „ნექსთ გონიოს“ მიჰყიდა. კომპანიის 100 პროცენტს კახა დევაძე ფლობს.
პროექტის რენდერი
აპარტამენტებს უკვე ყიდიან კვარიათში, პირდაპირ სანაპიროზე მდებარე სასტუმრო „პანორამა კვარიათში“. გასულ წელს აქ აპარტამენტი [82.99 კვ.მ] საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძესაც შეუძენია.
შპს „ტმის“ 12-სართულიანი შენობა, აპარტოტელი „პანორამა კვარიათი“, ფაქტობრივად, პლაჟზე დგას. იქვე, პლაჟის მხრიდან, აქვს შენობას მცირე ზომის, დაახლოებით 10 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგის ადგილი.
ფოტო იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად ახლოსაა შენობა ზღვასთან. ფაქტობრივად, პლაჟია შენობის ეზო და პარკინგის ადგილიც.
სს „ტმის“ 75 პროცენტს საფრანგეთში დაფუძნებული სააქციო საზოგადოება „სორეპრიმი“ ფლობს, ხოლო კომპანიის 25 პროცენტს საფრანგეთის მოქალაქე – რობერტ ჭანტურია.
ბათუმის მერიამ აქვე კიდევ ერთ კომპანიას – შპს „კვარიათი რეზიდენსს“ მისცა ასევე შედარებით მცირე მასშტაბის შენობის მშენებლობის ნებართვა. პარკინგის და ეზოს პრობლემა ამ შენობასაც ექნება, თუმცა ნებართვის გამცემს – მერიას არც ამ შემთხვევაში გაუთვალისწინებია ბათუმისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი.
შპს „კვარიათი რეზიდენსს“ მიხეილ ხატიაშვილი [10%], კახაბერ ქებურია [15%], გიორგი ვაშაგაშვილი [20%], ილია მჟავანაძე [33%], გიორგი გიგინეიშვილი[ 22%] ფლობენ.
კვარიათის ზღვის სანაპიროზე ახალ კომპლექსს აშენებს, ასევე, კომპანია „გუმბათი ჯგუფი“.
კომპანიები, რომლებიც სანაპიროს გასწვრივ აშენებენ, პლაჟებს ძირითადად გრძელვადიანი იჯარის წესით ითხოვენ. პლაჟზე სეზონურად მომუშავე მოიჯარეები კი ხშირად მანამდე იკავებენ ტერიტორიებს, ვიდრე მერია აუქციონს გამოაცხადებს. საკურორტო სეზონის გასვლის შემდეგ კი, ამ კონსტრუქციებს პლაჟზე ტოვებენ და არც ტერიტორიის გასუფთავებით იწუხებენ თავს – გონიოს სანაპიროზე კუსტარულად მოჭედილ ხის საპირფარეშოებსაც კი ნახავთ.
უკვე ოთხი კვირაა გრძელდება რუსეთის ომი უკრაინაში. ქვეყნებმა, რომლებიც ომის წინა და პირველ დღეებში, არა თუ ეხმარებოდნენ უკრაინას, არამედ ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინის მიმართულებით გაგზავნილ სამხედრო დახმარებას, პოზიციები შეიცვალეს. დასავლეთი და რამდენიმე აზიური ქვეყანა გაერთიანდა უკრაინის მხარდასაჭერად. რუსეთის წინააღმდეგ კი უპრეცედენტო სანქციები და ზომებია მიღებული. ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩინეთისკენაა – რამდენად შორს წავა ჩინეთისა და რუსეთის „ქვასავით მყარი“ პარტნიორობა.
გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს ჩინეთის როლსა და ინტერესების შესახებ, რუსეთ-უკრაინის ომში. „ბათუმელების“ კითხვებს „საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტის“(PISM) აზია-წყნარი ოკეანის პროგრამის ანალიტიკოსი, მარჩინ პჩიხოდნიაკი პასუხობს.
„ჩინური პერსპექტივისთვის, უკრაინაში ომის განვითარების თითქმის ყველა სცენარი დადებითადაა დანახული, გარდა ორისა,“ – ამბობს ანალიტიკოსი, რომელიც 2012-2016 წლებში ჩინეთში პოლონეთის საელჩოს პოლიტიკურ განყოფილებაში დიპლომატის პოზიციას იკავებდა.
თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის „ულიმიტო“ პარტნიორობის დეკლარირება მოახდინეს. არსებობსდისკუსიაიმაზეც,იცოდათუარა პეკინმა პუტინისგეგმებისშესახებმაშინ. თქვენიაზრით,რატომმიიღოსიძინპინმაესგადაწყვეტილება?
გვაქვს ფაქტები – სი ძინპინი და პუტინი შეხვდნენ 4 თებერვალს, ისაუბრეს, შემდეგ განცხადებები გააკეთეს. ვფიქრობ, ეს უნდა დავინახოთ, როგორც პროცესის ნაწილი – რუსეთთან მრვალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის გონივრული ფინალი.
მიუხედავად მრავალწლიანი თანამშრომლობისა, ჩინეთს, ევროპაში რუსეთის მისწრაფებებისა და ამბიციებისთვის ასე ღიად მხარი არასდროს დაუჭერია.
ჩინეთი საკუთარ თავს მსოფლიოს ცენტრად განიხილავს. მას აქვს ამბიცია იქცეს ზესახელმწიფოდ და არა თუ მოერგოს არსებულ საერთაშორისო წესრიგს, არამედ შექმნას ახალი. ამ გზაზე, მას აქვს ძალიან მკვეთრად ჩამოყალიბებული ორი მიზანი – დასავლეთთან და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეტოქეობა და თავისი ინტერესების გატარება წყნარ ოკეანეში. ჩინეთის მთავარი მოკავშირე რუსეთია.
ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებაზე მსჯელობისას სი ძინპინის (ისევე როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერების) გონებაში ორი ძირითადი მოტივი იყო დანახული:
პირველი – ეს იყო ჩინეთის აშშ-სა და დასავლეთთან მეტოქეობის პროცესის ნაწილი. კიდევ ერთი სვლა დასავლეთის და განსაკუთრებით, აშშ-ს გამოსაწვევად.
მეორე – დასავლეთის ერთიანობისა და რეაგირების ხარისხის დატესტვა. როდესაც საქმე ეხება წყნარ ოკეანეში ჩინეთის ინტერესებს – ტაივანთან დაკავშირებულ გეგმებს, ჩინეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დასავლეთისა და აშშ-ს შესაძლო ჩართულობას. მაგალითად, თუ ჩინეთი გადაწყვეტს ძალისმიერ მიდგომას, რამდენად ჩაერთვება ამაში დასავლეთი, აშშ. შესაბამისად, ამის დატესტვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო ჩინეთისთვის. რუსეთი კი ამის შესაძლებლობას იძლეოდა.
რაც შეეხება, იმას თუ რამდენად კარგად იცოდა პეკინმა მოსკოვის გეგმების შესახებ, ვფიქრობ არსებობდა გარკვეული ურთიერთგაგება.
მჯერა (და მხოლოდ შემიძლია ვთქვა „მჯერა“ და „ვვარაუდობ“), რომ სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისას, ისინი არ წასულან სიღრმისეულ დეტალებში.
ჩინეთი აშშ-ის მიერ იყო ინფორმირებული რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით, თუმცა მან უგულებელყო და დაიწყო რუსეთთან დისკუსია. ჩემი ვარაუდით, ორივეს (პუტინსა და სის) ჰქონდა ურთიერთგაგება და ამაზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება. თუმცა, ვფიქრობ მცდარ ანალიზს დაეყრდნენ: პუტინი შეცდა თავის გეგმებში, ხოლო ჩინეთს მოვლენათა განვითარების სხვა მოლოდინი ჰქონდა.
სი ძინპინი ნამდვილად არ ფიქრობდა, რომ ომი სამი კვირა გაგრძელდებოდა. ალბათ, ჩინელები თვლიდნენ: ეს იქნება სწრაფი ომი რუსეთის გამარჯვებითა და კიევში პრორუსული მთავრობის დასმით. სავარაუდოდ, ასევე მოელოდნენ, რომ დასავლეთი კიდევ უფრო დაიყოფოდა და დაუპირისპირდებოდა ერთმანეთს. რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე რეაგირების საკითხზე ვერ შეთანხმდებოდა აშშ და ევროკავშირი, ისევე როგორც გაიყოფოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების აზრი.
რამდენიმე დღის წინ, ჩინეთმა განაცხადა, რომ პარტნიორობა რუსეთთან, „ქვასავით მყარია“. რა ტიპის პარტნიორობა აკავშირებთ ამ ქვეყნებს და რამდენად მყარია ეს ქვა, თუ არსებობს რაღაც, რასაც მისი „გატეხა“ შეუძლია?
რუსეთი ჩინეთისთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა მთავარ პოლიტიკურ მიზნებში. შესაბამისად, მოკლე პასუხი იქნება, რომ ნამდვილად ასეა – ეს პარტნიორობა „ქვასავით მყარია“. განსაკუთრებით 2012 წლიდან, როდესაც რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობამ მოიცვა ყველა სექტორი – პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური.
ჩინეთი რუსეთისგან ყიდულობს თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობას. რუსეთი კი სარგებლობს ჩინეთის პოლიტიკური მხარდაჭერით გაეროში. ამის კარგი მაგალითია 2014 წელს ყირიმთან დაკავშირებული საკითხი (რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია – ავტ.). თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ახლა ჩინეთის რეაქცია ბევრად განსხვავდება მაშინდელისგან.
4 თებერვლის განცხადება შეგვიძლია მივიღოთ დე ფაქტო ალიანსის გამოცხადებად. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად არ შექმნილა ალიანსი, ეს („ულიმიტო“ პარტნიორობა) ერგება ალიანსის კატეგორიას – გრძელვადიანი პარტნიორობა და მხარდაჭერა.
ჩინელები ხშირად იყენებენ ასეთ შედარებას: ორი მოკრივე, რომელიც რინგზე სხვადასხვა მიმართულებით იბრძვის, მაგრამ ერთმანეთის ზურგს იცავს. ეს აჯამებს ყველაფერს.
რაც შეეხება ლიმიტებს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთს არ აქვს ყველაფერი, რაც, მისი აზრით, აშშ-სთან მეტოქეობაში სჭირდება – სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიმართულებით. შესაბამისად, ჩინეთს ჯერ კიდევ სჭირდება აშშ-სთან, დასავლეთთან თანამშრომლობა.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირი ჩინეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. აშშ კი, სანქციების შემდეგაც, მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ პარტნიორად რჩება.
აქედან იკვეთება ორი ძირითადი ლიმიტი რუსეთთან ურთიერთობაში: სამხედრო და ეკონომიკური.
პირველი გულისხმობს, რომ ჩინეთს არ სჭირდება მესამე მსოფლიო ომი და სამხედრო დაპირისპირება ნატოსა და რუსეთს შორის. ეს, სხვათა შორის, ნელ-ნელა შესაძლებელი დაშვება ხდება.
რაც შეეხება მეორეს, ცხადია, ჩინეთი ფრთხილად უნდა იყოს სანქციებისა და დასავლური ბაზრის დაკარგვასთან დაკავშირებით. მას ჯერ კიდევ სჭირდება ტექნოლოგიები ამერიკისგან და ევროკავშირის ბაზარი. ეს ალბათ იქონიებს გარკვეულ გავლენას რუსეთთან ურთიერთობაზე.
რას ფიქრობთ ინფორმაციაზე, რომ რუსეთმა სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა ჩინეთს?
ვფიქრობ, ეს არის აშშ-ს მიერ ჩინეთზე წნეხის გაძლიერების სტრატეგიის ნაწილი. აშშ ცდილობს ჩინეთის მიერ რუსეთის დახმარების, განსაკუთრებით კი სამხედრო დახმარების პრევენციას.
მეორე მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობას მრავალწლიანი ისტორია აქვს. ვფიქრობ, არსებობს ხელშეკრულებები და ვალდებულებები, რომლებიც შესაძლოა ომამდე დიდი ხნით ადრე იყო შედგენილი. შესაბამისად, შესაძლოა სწორედ ამის მოწმენი ვართ – ჩინეთი ასრულებს კონტრაქტებს, რომლებიც ადრეა დადებული რუსეთთან და ამ ომთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, ჩინეთისა და აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალურ პირები შეხვდნენ. ასევე ბაიდენსა და სის შორის არის შეხვედრა დაგეგმილი. როგორია ამ შეხვედრების, შედეგებისა და მოლოდინების თქვენეული ანალიზი?
ჩანს, რომ ეს შეხვედრა რომში, ჯეკ სალივანსა და იან ჯიეჩს შორის არ იყო მარტივი. ჩინეთი ეცადა ეს წარმოეჩინა, როგორც ჩვეულებრივი, ყოველდღიური კომუნიკაცია ჩინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის. ამერიკელები კი ეცადნენ წარმოედგინათ, როგორც მიმდინარე კომუნიკაციის ნაწილი, თუმცა ძალიან ფოკუსირებული უკრაინის ომზე. ეს არის მთავარი განსხვავება.
როგორც ჩანს, ეს შეხვედრა ნამდვილად არ წავიდა კარგად. ვერ მივიდა რაიმე შედეგამდე, რასაც შეეძლო დავეახლოებინეთ, უკრაინაში მიმდინარე ომზე პოზიციის ნაწილში, გარკვეულ გადაწყვეტასთან. სინამდვილეში არც არავინ მოელოდა ამას. საბოლოოდ, მრავალსაათიანი შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა გაიმეორეს ზუსტად იგივე ნარატივი, რა განცხადებებიც შეხვედრის წინ გააკეთეს.
მარჩინ პჩიხოდნიაკი
ჩემი აზრით, იგივე გამეორდება ბაიდენსა და სი ძინპინის შეხვედრაზე. არავითარი მნიშვნელოვანი განცხადების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ორივე მხარე ცდილობს შეინარჩუნოს კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე. მაგრამ არ მოველი, რომ ჩინელები შეიცვლიან პოზიციას – როცა საქმე ეხება სი ძინპინს, ეს ასე არ ხდება.
არ მგონია, რომ ჩინეთს შეუძლია თავისი პოლიტიკის დრამატულად შეცვლა. ყოველ შემთხვევაში არა ამ პოლიტიკურ გარემოში და პარტიის კონგრესის ყრილობის წინ. ეს არაა გარემო, რომელიც საშუალებას გაძლევს რევოლუციურად შეცვალო საგარეო პოლიტიკა. მაქსიმუმ რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის: ჩინეთი გარკვეული გაგებით მხარს დაუჭერს რუსეთს, მაგრამ მეორე მხრივ ეცდება უფრო დაბალანსებული იყოს.
უკრაინელი მაღალჩინოსანმა, არესტოვიჩმა თქვა, რომ „ჩინეთი არ აირჩევს წაგებულ მხარეს. ის კი ხედავს რომ რუსეთი აგებს, ამიტომ არ დაეხმარება რუსეთს“. არესტოვიჩის თქმით, ჩინეთის მიერ მხარის შეცვლის მანიშნებელია ისიც, რომ „ჩინური მედია დაინტერესდა უკრაინელი ოფიციალური პირების ჩაწერით“. ჩინურმა CGTN-მა გაუშვა სიუჟეტი პურის რიგში მოკლული სამოქალაქო პირების შესახებ. თქვენი აზრით, ეს არესტოვიჩის ოპტიმისტური ხედვაა, თუ რეალისტური ანალიზია?
ეს, ცოტათი, უფრო სურვილია. ვფიქრობ, ჩინეთს ნეიტრალურსაც ვერ ვუწოდებთ. მან უკვე აირჩია რუსეთის მხარე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია მხარის შეცვლა, მაგრამ ჯერ ამის ნიშნები არ ჩანს. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში. რუსეთს არ მიუღწევია იმ სამხედრო და პოლიტიკური მიზნებისთვის, რასაც მოელოდა ომის დაწყებამდე. მაგრამ შემდეგში რა მოხდება და არ ვიცით. არსებობს მოვლენათა შესაძლო განვითარების ბევრი სცენარი. ყოველ შემთხვევაში, სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთი გარკვეულ ბენეფიტებს მოითხოვს, რამაც პუტინს შესაძლებლობა უნდა მისცეს წარმოადგინოს ეს (სამხედრო მოქმედებები) წარმატებულად.
რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ რაღაც გაგებით ჩინეთს არ უნდა დამარცხებულთან ყოფნა. თუმცა, ძალიან რთულია ახლა იმის თქმა, ვინ წააგო და ვინ მოიგო. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამის თქმის შესაძლებლობა გვექნება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი. ომის შემდეგ მდგომარეობა არ იქნება იგივე, მაგრამ დასავლეთსა და რუსეთს, დასავლეთსა და ჩინეთს შორის მეტოქეობისა და დაპირისპირების თვალსაზრისით იგივე დარჩება.
რაც შეეხება ჩინურ მედიას, არამარტო CGTN, რომელიც ინგლისურენოვანი ჩინური მედიაა, არამედ ჩინურენოვანი მედიაც (ჩინეთში) უფრო მეტ ფოკუსს აკეთებს სამოქალაქო პირების მსხვერპლსა და ჰუმანიტარულ კრიზისზე. თუმცა ამავდროულად, რჩება რუსული ინტერესების ნარატივიც. მედიაგაშუქება ჩინეთში ოდნავ შეიცვალა იმისგან, რაც დასაწყისში იყო – როდესაც მსგავსი კუთხე საერთოდ არ იყო ნაჩვენები. ვფიქრობ, ეს არის სიგნალი დასავლეთისა და აშშ-სთვის, რომ ჩინეთი არ დგას რუსეთის მხარეს, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობას და სხვა ქვეყნების საქმეში ჩაურევლობის პოლიტიკას. ესეც წარმოადგენს პოლიტიკურ ნარატივს. ამ სიუჟეტში მათ ცალსახად არც კი უთქვამთ, ვინ მოკლა ეს სამოქალაქო პირები, უბრალოდ გააშუქეს, თქვეს, რომ „იყო ადამიანური დანაკარგები კრიზის დროს“.
შესაძლოა მომავალში კიდევ უფრო ხშირად დავინახოთ ჰუმანიტარული კრიზისის გაშუქება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე უსვამს ხაზს ჩინური რესტორნების მიერ უკრაინელი მიგრანტებისთვის პოლონეთში გაგზავნილ დახმარებას. მაშინაც კი, როცა ეს რაოდენობრივად საკმაოდ ლიმიტირებული დახმარებაა. თუმცა შეიძლება, კიდევ უფრო დიდი ჰუმანიტარული ტვირთი და დახმარება გაუწიოს ჩინეთმა უკრაინას.
არც იმას გამოვრიცხავ, რომ სი ძინპინსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის მოწმენი გავხდეთ. თუმცა ეს იქნებოდა მხოლოდ ჩინეთის გლობალური იმიჯის გაძლიერების მცდელობა. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინაში ჩინეთის ძალიან ბევრი მოქალაქეა. ჩინურ სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია მათი მძიმე მდგომარეობის, დაუდასტურებელი გარდაცვალებისა თუ დაჭრის შესახებ. ჩინეთის ლიდერებმა უნდა აჩვენონ, რომ ზრუნავენ უკრაინაში დარჩენილ თავიანთ მოქალაქეებზე. ბოლო წლებში, პარტია ძალიან არის ფოკუსირებული იმაზე, თუ როგორ შეუძლია საზღვარგარეთ მყოფი ჩინელების დაცვა. ახლა კი, უკრაინაში არსებული მდგომარეობა ნამდვილად არ ჯდება ამ პროპაგანდაში. ეს არ არის კარგი პარტიის იმიჯისთვის.
ასევე არსებობენ ანალიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩინეთი დახმარების ნაცვლად, ჩუმად ხელს უშლის რუსეთს. ამის მაგალითად მოჰყავთ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ რუსეთსა და ბელარუსში პროექტების შეჩერება, რუსეთისთვის თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებზე უარის თქმა და სხვა. თქვენ რას ფიქრობთ?
თქვენ ახსენეთ AIIB, რომელშიც მართალია ჩინეთი ლიდერობს, თუმცა მაინც საერთაშორისო ბანკია, სადაც არის სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის ევროპულიც.
ასევე აქ გვაქვს წმინდა ეკონომიკური საკითხები. ვგულისხმობ, რუსეთს არ აქვს ვალუტა ჩინური პროდუქტისთვის გადასახდელად. რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის უდიდესი ნაწილი მიმდინარეობდა ევროში ან დოლარში და არა რუბლში. განსაკუთრებით ახლა, არავის და მათ შორის არც ჩინეთს არ სურს რუბლი. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ გამოიყენონ იუანი. მაშინ, რუსებს მოუწევთ ჩინელებისგან რუბლით იყიდონ იუანი. ეს არ იქნება კარგი ბიზნესი ჩინელებისთვის.
ამის საპირისპიროდ, გვაქვს ჩინური სატრანსპორტო კომპანია DiDi-ს მაგალითი. მან გამოაცხადა რუსული ბაზრიდან გამოსვლა, მოგვიანებით კი იძულებული გახდა დარჩენილიყო რუსეთში.
ვფიქრობ, ჩინეთი ელოდება დაინახოს რა რეაქციები იქნება. რამდენად შორს შეუძლია დასავლეთს წავიდეს ამ სანქციებით, რამდენად შეეხება ისინი ჩინეთს.
იგივე კითხვასთან მოვდივართ: რომელია უფრო მნიშვნელოვანი პრაგმატული ეკონომიკა თუ იდეოლოგია? – ვფიქრობ, ეს არის იდეოლოგიით მართული პრაგმატული ეკონომიკა. ეს არის რაღაც, რასაც პარტია და სი ძალიან მნიშვნელოვნად თვლიან. რა თქმა უნდა, ჩინეთის შიდა პოლიტიკური მდგომარეობა – კოვიდის აფეთქება, ეკონომიკური პრობლემები, პარტიის მე-20 კონგრესი, სადაც სი ძინპინს სურს მესამე ვადით იქნას არჩეული, – ართულებს საერთო სურათს. ამიტომ ჩინეთი, ალბათ, არ იქნება რუსეთის ღია მხარდამჭერი ყველა ფრონტზე.
რომ შევაჯამოთ, ამბობენ რომ ჩინეთი ყველა შემთხვევაში მოგებული დარჩება. ამ ომში რუსეთის გამარჯვების თუ დამარცხების შემთხვევაში, რას იგებს და აგებს ჩინეთი?
ჩინური პერსპექტივისთვის, უკრაინაში ომის განვითარების თითქმის ყველა სცენარი დადებითადაა დანახული, გარდა ორისა. ერთზე უკვე ვისაუბრეთ – ჩინეთს არ სურს მესამე მსოფლიო ომი. მეორე, რაც კიდევ უფრო ნაკლებად აწყობს, არის პუტინის ახალი, დასავლეთისადმი უფრო დადებითად განწყობილი ლიდერით ჩანაცვლება. ჩინური პერსპექტივიდან ეს იქნებოდა დამარცხება და პოლიტიკური კატასტროფა. ამ შემთხვევაში, ჩინეთი, ავტოკრატია სრულიად მარტო დარჩება დასავლეთის პირისპირ, რომელსაც უკვე რუსეთის მხარდაჭერაც ექნება.
სწორედ ამაში მდგომარეობს ჩინეთის უმთავრესი ინტერესი მხარი დაუჭიროს რუსეთს – მას სურს პუტინს ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს. ამ მიმართულებით, ჩინელები განიხილავენ რუსული ინტერესებისა და კომპანიების გამოსყიდვასაც. ესეც სანქციების, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის კალკულაციის პროცესის ნაწილია.
თუ პუტინი შეინარჩუნებს ძალაუფლებას, (რუსეთმა რომც წააგოს) ჩვენ მივიღებთ დასუსტებულ, ჩინურ ორბიტაზე კიდევ უფრო მეტად გადახრილ რუსეთს. დასავლეთი კი, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულია, კვლავაც ფოკუსირებული იქნება რუსეთზე. რა თქმა უნდა, გააჩნია რა გარემოებებით დასრულდება ომი, თუმცა ყოველ შემთხვევაში დასავლეთი ფოკუსირდება რუსეთზე, რომ მსგავსი რამ რაც ახლა ხდება, აღარ განმეორდეს. ამ მიმართულებითაც მოგებული დარჩება ჩინეთი. თუმცა იმდენად ბევრი შესაძლო ფაქტორია, რთულია რამის პროგნოზი.
ჩინეთმა ცალსახადა გამოცადა დასავლეთის შესაძლებლობები – ის, თუ სადამდეა წამსვლელი. შესაბამისად, მას მოუწევს გარკვეული ცვლილებები თავის საგარეო პოლიტიკაში. ასევე, ვფიქრობ და ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ ჩინეთი ამის შემდეგ განსაკუთრებით, უარს იტყვის იმოქმედოს ტაივანზე ძალისმიერად. ახლა მათ იციან, რომ ეს არ არის მარტივი. ისიც იციან, რომ მათი არმია, მიუხედავად მიმდინარე მოდერნიზაციისა, არ ფლობს თუნდაც არასრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ორგანიზების პოტენციალს. ახლა ჩინეთი ალბათ უფრო ეცდება მშვიდობიანი გზებით დაარწმუნოს ტაივანელები ჩინეთთან ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაერთიანებაში. ეს რამდენად შესაძლებელი ცალკე მსჯელობის საკითხია. თუმცა ცხადია, ჩინეთს მოუწევს გადახედოს თავის საგარეო პოლიტიკას და შეცვალოს გარკვეული საკითხები მსოფლიოს მისეულ აღქმაში. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამის გაკეთება შეუძლია.
რა რეაგირება მოჰყვა საბჭოთა ტირანის ბიუსტების გაყიდვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში? – ინფორმაცია თბილისის აეროპორტში ვერ მოგვაწოდეს და ვერც სუს-ში, სადაც, წესით, უნდა ემსჯელათ არის თუ არა სტალინის ბიუსტი საბჭოთა ტოტალიტარიზმის სიმბოლო, რომლის გამოყენებაც კანონით აკრძალულია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ჯიხური, სადაც სტალინის ბიუსტები იყიდება, იჯარით აქვთ გაცემული და ამ საკითხზე რეაგირება მათ კომპეტენციას სცდება.
თბილისის აეროპორტში სტალინის ბიუსტების გაყიდვის შესახებ ფოტო 16 მარტს სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ გამოაქვეყნა და გვკითხა:
„საქართველო, დარწმუნებული ხარ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სტალინის ამ ბიუსტებით გინდა? ბოლოს და ბოლოს, რასაც პუტინი ახლა უკრაინაში აკეთებს, დაუმარცხებელი სტალინიზმის მემკვიდრეობაა. თბილისის აეროპორტის მაღაზია. სირცხვილია“, – დაწერა ევროპარლამენტარმა.
„სუს-ში უნდა არსებობდეს კომისია, რომელიც მსგავს საკითხებზე მსჯელობს, თუ იქნება კონკრეტული მითითება, მითითების შეუსრულებლობა არის უკვე სამართალდარღვევა,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. მისი თქმით, საია-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ამ შემთხვევამდე არ მიაწოდეს ინფორმაცია: საერთოდ არსებობს თუ არა კომისია, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების შემთხვევებზე მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს.
„ცალსახა ჩანაწერი არ არის კანონში სტალინის ბიუსტი გაყიდვა არის თუ არა დასჯადი, ეს კანონის პრობლემაცაა.
კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. კომისია დადგენილი წესით აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან მათ ფარულ კავშირზე მიუთითებს.
კომისია ასევე აგროვებს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკის, აგრეთვე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაზე გამოყენების თაობაზე, ასევე საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების თაობაზე, რომლებიც შეიცავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის ელემენტებს თუ ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კანონში აქცენტი ძირითადად საჯარო სივრცეებზეა და შეფასების საგანი, კანონის ეს მოთხოვნები, უნდა შეეხოს თუ არა კერძო საკუთრებას, ბოლო შემთხვევაში სუვენირების მაღაზიას თბილისის აეროპორტში.
სუს-ის პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინფორმაცია არ აქვთ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტალინის ბიუსტების გაყიდვას ეხება.
არსებობს თუ არა ეს კომისია საერთოდ? რატომ არ განიხილეს სტალინის ბიუსტების გაყიდვა თბილისის აეროპორტში, ან როდის განიხილავენ და რა ფორმით? – სუს-ის პრესცენტრში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ, თუმცა მოგვაწვდიან ინფორმაციას მოძიების შემთხვევაში.
რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, აქ განმარტეს, რომ მაღაზია, სადაც სტალინის ბიუსტები იყიდება, იჯარით გაცემული ფართობია და სხვის ნაცვლად ვერაფერს გადაწყვეტდნენ.
იყიდება თუ არა ისევ სტალინის ბიუსტები? – თბილისის აეროპორტის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას დღეს ვერ მოგვაწვდიან, რადგან არასამუშაო დღეა.
„ეს ბოლო შანსია,“ – ინტერვიუს დროს რამდენჯერმე ახსენა პუბლიცისტმა ზაალ ანდრონიკაშვილმა, რომელსაც სტალინის ბიუსტებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვაჭრობაზე ვკითხეთ, ამბავზე, რომლის შესახებაც ევროპარლამენტარმა რამდენიმე დღის წინ იკითხა: „საქართველო, ევროკავშირში გაწევრიანება სტალინის ბიუსტებით გინდა?“
პუბლიცისტი მიიჩნევს, რომ რეალურად სტალინის ბიუსტები მხოლოდ „აისბერგის“ წვერია, ხოლო ქვეყანა, როგორც გემი, შესაძლოა, ამ აისბერგს ეჯახება.
ზაალ ანდრონიკაშვილის აზრით, ახლა გადამწყვეტ ეტაპზე ვართ: სტალინიზმს დემონტაჟს ჩავუტარებთ, ან სტალინიზმის რენესანსის ეტაპზე გადავალთ.
ბატონო ზაალ, რას აჩვენებს ეს ამბავი, როცა სტალინის ბიუსტებს თბილისის აეროპორტში ჰყიდიან და ევროპარლამენტარი გვეკითხება: ნამდვილად გსურთ ევროკავშირში წევრობა?
შესაძლოა, დავრჩენილიყავით ამ ზედაპირზე, სტალინის ეს ბიუსტები რომ არ გვიჩვენებდეს მთელ ქართულ რეალობას – პოლიტიკის, კულტურის სიღრმისეულ პრობლემას. სტალინის ბიუსტები, თუ ძეგლების დადგმა, სტალინიზმის რენესანსი არის არა ზედაპირული პრობლემა, არამედ ზედაპირზე ამოსული სიღრმისეული პრობლემა. ეს აჩვენებს იმას, რომ ქართულმა საზოგადოებამ, ისე, როგორც პოსტსაბჭოთა საზოგადოების დიდმა ნაწილმა, არ ჩაატარა დესტალინიზაცია.
ფაქტობრივად, ჩვენ ვცხოვრობთ ისევ სტალინის მემკვიდრეობაში. 1989 წელს, 1991 წელს, შემდეგ უკვე „ვარდების რევოლუციის“ დროს, ჩვენ ვერ შევძელით ამ მემკვიდრეობისგან გათავისუფლება. წინა ხელისუფლებას ჰქონდა ამ მემკვიდრეობასთან ასევე ზედაპირული ბრძოლის მეთოდი. ეს იყო, მაგალითად, სტალინის ძეგლების დემონტაჟი, თუმცა დავინახეთ, რომ ამ მიდგომამ არ გაამართლა – გორიდან სტალინის ძეგლის მოშორების მაგივრად, ამოიზარდა 10 პატარა სტალინის ძეგლი სხვადასხვა რეგიონში.
რა არის ეს „სტალინური მემკვიდრეობა“ და რატომ ვერ ვახერხებთ მისგან გათავისუფლებას?
პირველ რიგში, ეს მდგომარეობს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, მეორეს მხრივ, საზოგადოებრივ სისტემაში. ეს ორი ნაწილია ერთმანეთზე ძალიან მყარად გადაჯაჭვული. პოლიტიკური სტალინიზმი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კიდევ იმ სახელმწიფო სტრუქტურაში ვცხოვრობთ, რაც დატოვა სტალინმა. ეს არის რეპრესიულ მანქანაზე, სპეცსამსახურებსა და პოლიციის მანქანაზე დამყარებული სახელმწიფოს სისტემა, რომელსაც გარედან ფასადად წარმოადგენს პოლიტიკური აპარატი. ის, რომ ჩვენ ვირჩევთ, ან ვერ ვირჩევთ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში ეს უკვე მეორეხარისხოვანია, რადგან სიღრმისეული სტრუქტურით, ეს არის პოლიციური სახელმწიფო. ეს პოლიციური სისტემა მეტად გამოაჩენს თავის კბილებს, თუ ნაკლებად, ესეც შედარებით მეორეხარისხოვანია. მაგალითად, რუსეთში ვხედავთ ამის ზღვარგადასულ ვარიანტს.
სიღრმისეულად თუ შევხედავთ, საქართველოში მოქმედებს ზუსტად ისეთივე სახელმწიფო სისტემა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, პარადოქსული, როგორიც მოქმედებს რუსეთში. ეს არის ქვეყანა, რომელიც ეყრდნობა პოლიციის და სპეცსამსახურების ძალას, ეს ძალა უპყრია ხელში ხელისუფლებას, რომელიც განუყოფელია აღმასრულებელ, საკანონმდებლო თუ სასამართლო ხელისუფლებასთან. განსხვავება ისა, რომ როდესაც ეს სახელმწიფო გრძნობს მეტ საფრთხეს, ის ხდება მეტად რეპრესიული და შეიძლება კვერცხის სროლისთვისაც დააკავონ აქტივისტი, თვალიც ამოთხარონ ვინმეს. როცა ნაკლებ საფრთხეს გრძნობს სისტემა, უბრალოდ არჩევნებზე მოუჭერს თავის ხრახნებს ხოლმე და მიიღებს სასურველ შედეგს, რაც სჭირდება.
საქართველოში კომუნიზმის დამთავრების შემდეგაც ამ სისტემის დემონტაჟი არ მომხდარა. ჩვენ ვცხოვრობთ პოსტტოტალიტარულ, პოსტსტალინურ სახელმწიფოში, რომელშიც სტალინიზმი ყოველთვის განაგრძობს არსებობას, ვიდრე ამ სისტემის დემონტაჟი არ მოხდება და არ ჩანაცვლდება ის დემოკრატიული, ახალ პოლიტიკურ საფუძველზე მდგარი პოლიტიკური სისტემით.
საზოგადოებრივი მანქანაც სტალინისტურია, რადგან ის, რომ, მაგალითად, ვიღაცას აქვს მოთხოვნილება ძლიერ ხელზე, ეფექტურ მენეჯერებზე და ასე შემდეგ, ის, რომ ხელისუფლება უნდა იყოს ძლიერი, ძალაუფლება უნდა იყოს ძლიერი, ესეც არის ამ სტალინური მმართველობის ნოსტალგია. პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტრუქტურა ვერ შეიცვლება, თუ არ შეიცვალა პოლიტიკური სისტემა, თუ არ მოხდა აბსოლუტურად გამიზნული დემონტაჟი იმ ფასეულობების, რომელზეც დგას სტალინიზმი.
საიდან უნდა დაიწყოს დემონტაჟი? მაგალითად, თბილისის აეროპორტში სტალინის ბიუსტების გაყიდვაზე რა შეიძლება იყოს სწორი მოთხოვნა?
სტალინის ბიუსტებს გაყიდვა მხოლოდ ზედაპირია, ზედაპირის მოსუფთავებით კი, ვერასდროს მივაღწევთ მიზანს. ჩვენ უნდა ვცადოთ პრობლემების სიღრმისეული გადაწყვეტა. ეს სიმპტომებია საქართველოს პოლიტიკურ სხეულზე, ბიუსტები იქნება ეს, ძეგლები, ალტ-ინფოები, თუ ვასაძეები, ყველაფერი ალაგდება თავისი, თუ ამოვკვეთთ თავად სიმსივნეს, რომელიც უკვე მრავალი ათეული წელია ჭამს საქართველოს.
საქართველოში რამდენჯერმე იყო შესაძლებელი სტალინიზმის დემონტაჟი, მაგრამ ყველა მთავრობას აწყობდა ის სტრუქტურა, რომელიც მას უადვილებს ხელისუფლებაში დარჩენას. ახლაც მისულები ვართ ისევ იქამდე, რომ ჩვენ გვჭირდება რევოლუცია. ნუ შეგვაშინებს ეს სიტყვა „რევოლუცია“, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სადღაც უნდა გავიქცეთ და „ზამთრის სასახლე“ ავიღოთ, შტურმებზე არაა ლაპარაკი, რევოლუცია ნიშნავს სახელმწიფო სტრუქტურის მთლიანად შეცვლას. ეს შესაძლოა მოხდეს მშვიდობიანად, კონსენსუსის გზით, რომ ჩვენ დავაფუძნოთ პრაქტიკულად ახალი სახელმწიფო და ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად. მარტო ამას პოლიტიკური კლასი ვერ და არც გააკეთებს…
ის, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ 30 წლის წინ, ის, რაც ვერ გავაკეთეთ 2003 წელს, უნდა გავაკეთოთ ახლა. ან შევძლებთ ამას, ან განვაგრძობთ შემსუბუქებულ სტალინურ სახელმწიფოში ცხოვრებას.
საით მივდივართ ახლა, თქვენი დაკვირვებით?
ახლა შესაძლოა დამოუკიდებელი ცხოვრება აღარ გავაგრძელოთ. ეს არის ის გზა, რომელსაც პირდაპირ მივყავართ პუტინისტური, ნეოსტალინისტური რუსეთისკენ. ეს უნდა გაიაზროს თითოეულმა ქართველმა. არანაირი სხვა ვარიანტი ჩვენ არ გვაქვს. ერთი გზაა, რომ ვაფუძნებთ ახალ, დემოკრატიულ სახელმწიფოს და ამ გზას დღეს გადის უკრაინა სამწუხაროდ ომის გზით. ჩვენ კი, შეგვიძლია ეს გზა გავიაროთ მშვიდობიანად, გვაქვს ჯერ კიდევ ამის შანსი. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. სხვა გზა არის ამა თუ იმ ფორმით დაღუპვის გზა.
სტალინის ეს ბიუსტი, ან სტალინის ეტიკეტიანი ღვინო, რომელიც აეროპორტში იყიდება, ჰგავს აისბერგის წვერს, რომლის ქვემოთ კლდეს არ ვხედავთ, ჩვენი სახელმწიფო გემი ამ აისბერგს ეტაკება და შეიძლება ჩაიძიროს. ეს საფრთხე ახლა ძალიან რეალურია და ვინც ჩემს ნათქვამს კითხულობს, მინდა, რომ სერიოზულად დაფიქრდეს ამაზე.
რა შეგიძლიათ უთხრათ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მიიჩნევს, რომ სტალინი ტირანია, მაგრამ მას მსოფლიო იცნობს და მხოლოდ მარკეტინგული მიზანია, მაგალითად, სტალინის სუვენირის, თუ ბიუსტის დამზადება, გაყიდვა?
ვინმეს თუ უნდა, რომ ასოცირებული იყოს მილიონობით ადამიანის მკვლელთან, გასაგებია, სადაც არის მისი ფასეულობების სისტემა. ეს ნარატივიც, რომ სტალინი არის დიდი ფიგურა, მსოფლიოში კარგად იცნობენ და ასე შემდეგ, არის დაუშვებელი, რადგან სტალინი არის მასობრივი მკვლელი და ეს უნდა გაიაზროს ყველამ. სტალინთან ასოცირება არის არამხოლოდ სირცხვილი, არამედ სრული ამორალურობა. ეს არის ადამიანების სიკვდილით ვაჭრობა, გულაგებში დახოცილი ხალხით, იმ ადამიანებით, რომლებიც ახლა იღუპებიან უკრაინაში, ან დაიღუპნენ საქართველოში…
რა მუშაობს ყველაზე მეტად, მაგალითად, დრო იქნებ არაა საკმარისი გასული…
დრო არათუ საკმარისი გავიდა, არამედ დრო აღარ გვაქვს ჩვენ. 30 წელი გავფლანგეთ. ახლა ბოლო შანსია, ბოლო ზარმა ჩამოკრა და თუ ამჯერადაც არ გავიღვიძეთ, საკითხავი იქნება, გავიღვიძებთ თუ არა საერთოდ. თუ საზოგადოება დადგა „რუსკი მირთან“, პუტინის ისტორიულ-რელიგიურ სამმართველოსთან, ეს არის რეალურად ნაციონალიზმის და ფაშიზმის გაერთიანება, მეოცე საუკუნის ტოტალიტარიზმის რენესანსი. ამ მხარეს დადგომა უკვე ცალსახად ნიშნავს, რომ აღარ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და გულით, გონებით ვართ მათი ნაწილი.
მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ ქართველების უმეტესობას ეს არ უნდა. ამიტომაც, ეს ზარი, რომელიც ახლა რეკავს, როგორც სვანები მღერიან სამგლოვიარო სიმღერას, თუ ვერ გამოვიღვიძეთ, ჩავთვალოთ უნდა, რომ ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობა, ან როცა ვამაყობთ ფარნავაზით, თუ ვახტანგ გორგასლით, დავით აღმაშენებლით, თამარით, ილია ჭავჭავაძით, გამოვა, რომ ამ ხალხს სულ ტყუილად უცხოვრია… ეს „ალტ ინფოები“, დუგინის ძმაკაცი ვასაძეები, ქართველი ფაშისტები არიან, ქართველი პუტინისტები, რომლებიც პირდაპირ აკეთებენ რუსულ საქმეს.
ამათ ხელს აფარებს საქართველოს მთავრობა, გნებავთ ხელის დაფარებით, გნებავთ იმით, რომ მხარს არ უჭერს უკრაინას. სტალინიზმის რენესანსის ეტაპზე ვართ ახლა.
ეს რენესანსი რა სახის განახლებაა სტალინიზმის, როცა არც მოგვიხდენია დემონტაჟი, როგორც თქვენ ამბობთ?
დღევანდელი რუსეთი ხომ განსხვავდება 20 წლის წინანდლისგან? მართალია, სტალინიზმი იყო ადრეც, მაგრამ ეს უკვე არის სტრუქტურა ჩამოყალიბებული იდეოლოგიით და მკაფიო სახით, რომელიც უბრუნდება თავის კლასიკურ ფორმას. ეს არის რეალური პოლიციური მანქანა, რომელიც თავისი იდეოლოგიით უხშობს გზას თავისუფლების ნებისმიერ გამოვლინებას, მათ შორის, ეროვნულ თავისუფლებას. დღეს შესაძლოა ეს იყოს ოპოზიციის დევნა და მისი დემონიზება და დაასრულონ ხვალ იმით, რომ ქართულად მოლაპარაკეც კი არავინ დარჩეს.
საქართველოში შესაძლოა ამას იგივე ფორმა არ აქვს, როგორც რუსეთში, მაგრამ სტრუქტურულად ერთი და იგივეა. საქართველოს დღეს აქვს სტრუქტურულად პუტინის რუსეთის ფორმა, რაც უნდა დავძლიოთ. ეს რეფორმებით არ გამოვა, რის შანსიც გვქონდა, თუმცა ჩვენ გვაქვს ძირეული ცვლილებების, რევოლუციის შანსი. სხვანაირად, შეიძლება მოგვიწიოს იგივე გზით სიარული, როგორც უკრაინას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რასაც ამბობს საქართველოს მთავრობა, არ მაქვს იმედი, რომ ის საქართველოს ინტერესებს დაიცავს.
უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში ისევ ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. სოლიდარობის აქციას, რომლის ორგანიზატორები სამოქალაქო ჯგუფები არიან, ესწრებიან ბათუმში მცხოვრები უცხოელებიც.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნიკა ქაშიბაძის თქმით, აქციის მონაწილეები მოსახლეობას მატერიალური დახმარებისკენაც მოუწოდებენ.
სოლიდარობის აქციაზე ბათუმის ევროპის მოედანზე სამუშაო დღეებში საღამოს 6 საათზე იკრიბებიან, დასვენების დღეებში – 4 საათზე.
უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმში, 20 მარტი
————–
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 20 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:
პერსონალი – დაახლოებით 14 700 ადამიანი,
ტანკები – 476 ერთეული,
ჯავშანტექნიკა / APV – 1 487 ერთეული,
საარტილერიო სისტემები – 230 ერთეული,
MLRS – 74 ერთეული,
საზენიტო საბრძოლო სისტემები – 44 ერთეული,
თვითმფრინავი – 96 ერთეული,
ვერტმფრენები – 118 ერთეული,
სატრანსპორტო საშუალებები – 947 ერთეული,
გემები / ნავები – 3 ერთეული,
საწვავის ავზები – 60,
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21,
სპეციალური აღჭურვილობა – 12.
უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
ინფორმაციას უკრაინის მხარის დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 20 მარტამდე პერიოდში, მთლიანობაში, განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების:
207 უპილოტო საფრენი აპარატი,
1 467 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა,
148 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა,
573 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები,
1 262 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.
„სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ (CSIS) მიერ ჩატარებული დისკუსიის ფარგლებში, ნატოს ძალების ევროპული სარდლობის ოთხმა ყოფილმა მეთაურმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, პუტინის მიზნებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა:
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 11 პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის რუსეთთან თანამშრომლობაში ბრალდებულ პარტიებს, საქმიანობა შეუჩერდებათ.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. დღემდე იბომბება უკრაინის ქალაქები და მშვიდობიანი მოსახლეობა.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სულ მცირე 847 სამოქალაქო პირი დაიღუპა. მათ შორის 64 ბავშვია. ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი(OHCHR ) ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 მარტის 21 საათიდან 21 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგან ნალექი, მთაში თოვა, დღისით უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა
მაღალ მთაში:
დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, ღამით დროგამოშვებით ნალექი, დღისით უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა ღამით 4-10 კმ, დღისით კარგი; ტალღის სიმაღლე 7-12დმ(2-3ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა +8 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით,მომდევნოორდღეს,22და23მარტსაჭარისსანაპიროზოლშიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია, მეორე ადგილზე დანიაა, ხოლო მესამეზე – ისლანდია – ასეთია ბედნიერი ქვეყნების პირველი სამეული უახლესი კვლევის თანახმად.
მსოფლიოს ბედნიერების ანგარიში იყენებს გლობალური გამოკითხვის მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში.
საქართველო ბედნიერი ქვეყნების სიაში 105 ადგილზეა 4.973 მაჩვენებლით.
დაახლოებით ასეთივე მაჩვენებლები აქვს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ერაყი (4.941), ვენესუელა (4.925), გვინეა (4.891), ირანი (4.888), განა (4,872), თურქეთი (4,744), ბურკინა-ფასო (4,670).
სამხრეთ კავკასიას რაც შეეხება, კვლევის თანახმად, რეგიონის ყველაზე ბედნიერი ქვეყანა სომხეთია – 5.399, შემდეგ აზერბაიჯანი – 5.173, შემდეგ კი საქართველო 4.973.
მსოფლიო ბედნიერების უახლეს ანგარიშში წერია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ეროვნული ცხოვრების შეფასებების გლობალური საშუალო მაჩვენებელი შედარებით სტაბილურია. ამასთანავე, როგორც მონაცემები გვიჩვენებს, ამავე პერიოდში, ცხოვრების დადებითად შეფასებები გაიზარდა ერთი ან მეტი ქულით ზოგიერთ ქვეყანაში (ბალკანეთის სამი ქვეყნის, რუმინეთის, ბულგარეთისა და სერბეთის ხელმძღვანელობით) და ამდენადვე დაიკლო იმ სხვა ქვეყნებში, რომლებიც ღრმა კრიზისში არიან – ბედნიერების მაჩვენებელი ყველაზე მეტად იკლებს ვენესუელაში, ავღანეთსა და ლიბანში.
უმეტეს ქვეყანაში შეინიშნება სტრესის, შფოთვისა და მწუხარების გრძელვადიანი ზომიერი აღმავალი ტენდენცია და ცხოვრებით სიამოვნების უმნიშვნელო გრძელვადიანი კლება – ვკითხულობთ ანგარიშში.
მიმდინარე პანდემიამ, სავარაუდოდ, ძლიერი გავლენა მოახდინა დამოკიდებულებებზე, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი ცხოვრებისთვის და იმაზე, თუ როგორ შეუძლია საზოგადოებას ხელი შეუწყოს კეთილდღეობის კოლექტიური გაუმჯობესებას.
პანდემიამ მოიტანა არა მხოლოდ ტკივილი და ტანჯვა, არამედ სოციალური მხარდაჭერისა და სიკეთის/ზრუნვის ზრდა – ეს 2022 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მთავარი მიგნებაა.
შენიშვნა: ქვეყნებს, რომლებიც მონიშნულია “*” – ნიშნით, არ აქვთ 2020 ან 2021 წლების მონაცემები. მათი საშუალო მაჩვენებლები ეფუძნება 2019 წლის კვლევას.
„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ბრძანებით, პროგრამის ფარგლებში განაცხადების [ბიზნესიდეების] მიღება 2022 წლის 21 მარტიდან დაიწყება და ამავე წლის 11 აპრილის 15:00 საათამდე გაგრძელდება.
პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.
„აწარმოე საქართველოში“ განცხადებით:
„სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, გარდა აღნიშნული პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული ბენეფიციარებისა და 2015-2018 წლების არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიციარებისა.
პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების ან ახალი ბიზნესპროექტის შემთხვევაშიც.
პროგრამის გრანტის მოცულობა 30 000 ლარი იქნება, ხოლო ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ რეგიონებში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია და კახეთი) არა უმეტეს 40 000 ლარისა.
პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ გრანტის თანხის არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%. არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობამ გრანტის თანხის არანაკლებ 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი – არანაკლებ 25%.
პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.“
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები / წყარო: „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ბრძანება / 16.03.2022
—
„აწარმოე საქართველოში“პროგრამას ბოლო სამი წელია საზღვაო თევზჭერაც დაემატა. ამ პროგრამით სარგებლობისთვის არ არის აუცილებელი დაინტერესებულ პირს გააჩნდეს შავ ზღვაზე თევზჭერის ლიცენზია.
„ორგანიზაციაში – „აწარმოე საქართველოში“ არ არის დანერგილი კონტროლის სრულყოფილი მექანიზმები; არსებობს მაღალი რისკი, რომ ორგანიზაციამ ვერ შეძლოს ბენეფიციარების მხრიდან ხელშეკრულებების პირობების დარღვევის აღმოჩენა და დარღვევაზე დროული რეაგირება. შედეგად, იზრდება პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხის არამიზნობრივად განკარგვის რისკი,“ – აღნიშნული იყო სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთ ბოლო დასკვნაში.
20 მარტის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 475 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 475 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 267 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 60, ქვემო ქართლი – 18, შიდა ქართლი – 14, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 22, კახეთი – 27, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 20 მარტის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 641 874 , ბოლო 24 საათში – 475
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 598 286 , ბოლო 24 საათში – 1 507
მათ შორის გარდაცვლილი – 16 663 , ბოლო 24 საათში – 20
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 8 311, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 203, PCR ტესტით – 2 108
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,72%, ბოლო 14 დღის – 8,47%, ბოლო 7 დღის – 5,54%
როგორ მიმდინარეობს უკრაინაში ომი, რა უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, რა მიზნები და ამოცანები გააჩნია რუსეთს და რამდენად რეალისტურია მათი შესრულება, რა როლს შეასრულებს უკრაინისთვის გადაცემული ახალი შეიარაღება ან ომში ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული მებრძოლების მონაწილეობა. ამ და სხვა კითხვებით „ნეტგაზეთმა“ გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიმართა:
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მაგალითად, ხარკოვის ფრონტზე ერთგვარი წინსვლა ჰქონდათ, ხოლო გარკვეულ მიმართულებებზე რუსები თავდაცვით პოზიციებში დგებიან, რა შესაძლებლობები აქვს უკრაინულ მხარეს კონტრშეტევაზე ბრძოლისთვის?
უკრაინაში ოპერატიული გარემო მუდმივად ცვალებადია. შეიძლება უყურებდე წარმატებას და პატარა ცვლილებამ ეს წარმატება შეგიტრიალოს.
რუსების შორსმიმავალი ამოცანა კიევის ალყაში მოქცევაა. ამას ისტორიული და სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგან კიევს საკუთარ ქალაქად მიიჩნევენ და მდინარე დნეპრზე გასვლა უნდათ.
უახლოესი ამოცანაა დაკავებული ტერიტორიების გამაგრება. ვფიქრობ, რუსული ძალები იმდენად დასუსტდნენ ბოლო დღეებში, რომ ახლა ცდილობენ შეინარჩუნონ დაკავებული ტერიტორიები და შემდგომი შეტევებისთვის პირობები მოამზადონ. რუსეთს განსაკუთრებულად ძლიერი და კარგად აღჭურვილი ქვედანაყოფები ჰყავდა სამხრეთ და დასავლეთ სარდლობებში, თუმცა სწორედ ამ ორმა სარდლობამ განიცადა ძირითადი დანაკარგები, ახლა კი ბრძოლის ველზე მასიურად გადაჰყავს ნაკლებად ძლიერი ქვედანაყოფები აღმოსავლეთი და ცენტრალური სამხედრო სარდლობებიდან, ასევე, მიმდინარეობს მოხალისეების მობილიზებაც.
ისინი ცდილობენ კრიტიკული მასის მობილიზებას, მაგრამ არანაკლები პროცესები მიმდინარეობს უკრაინული მხარის მხრიდან. უკრაინელებიც იღებენ მოხალისეებს და მათაც ჰყავთ კრიტიკული მასა.
მოდი, ვიმსჯელოთ, სად არის მხარეების ძლიერი და სუსტი მხარეები. როდესაც კონტრშეტევაზე ვსაუბრობთ, უკრაინის მხარეს არის მორალი და ბრძოლისა და წინააღმდეგობის გაწევის ნება. რუსეთის მხარეს ეს ასე არ არის, რადგან ყველა რუსმა ჯარისკაცმა იცის, რომ ისინი ნატოსა და ამერიკის ჯარებს კი არა, უკრაინელებს ებრძვიან, ბომბავენ ქალაქებს, ბავშვებს. ბევრში ეს პროტესტს იწვევს. მათ არ აქვთ ნება, რომ თავი შესწირონ ამ ამოცანებს. ამიტომაცაა, რომ ის ქვედანაყოფები, რომლებიც ახალწვეულებით არიან დაკომპლექტებულნი, ნაკლებად ბრძოლისუნარიანები არიან. ამიტომ ცდილობენ, რომ აქცენტები მოხალისეებზე გააკეთონ.
უკრაინის კონტრშეტევაზე გადასვლის ალბათობა დიდია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთსაც აქვს ამოცანები. მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გააქტიურდება დაბომბვები. ისინი შეეცდებიან შეძლებისდაგვარად სწრაფად პროგრესის მიღწევას, რადგან, თუ უკრაინამ საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიღება გააგრძელა, რუსები ცუდ დღეში აღმოჩნდებიან.
მოხალისეების საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით, მანამდე კი მინდა გკითხოთ ომის სამხრეთი ფრონტის შესახებ. რა სტრატეგიული და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მარიუპოლს, ასევე ოდესას, და რატომ ვერ შეძლო რუსეთმა შავი ზღვის სანაპიროს სრულიად დაკავება ამ დრომდე?
მარიუპოლში არის საზღვაო პორტი, თუმცა მაშინ, როდესაც ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს აკონტროლებს რუსეთი, აზოვის ზღვა და, შესაბამისად, მარიუპოლის პორტი მნიშვნელობას კარგავს. მარიუპოლს რუსეთისთვის ის დანიშნულება აქვს, რომ ყირიმამდე სახმელეთო გზის გაერთიანება სურს.
მეორეც, რუსეთი ვერ განავითარებს შეტევას სხვა მიმართულებით, სანამ მას ზურგში ანუ მარიუპოლში პრობლემები აქვს. ამიტომ ამ ქალაქის აღებას აქვს მნიშვნელობა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ რესურსების კუთხითაც, რადგან მარიუპოლის აღებით გამოთავისუფლდება გარკვეული ძალები სამომავლო შეტევისათვის. ამ ქალაქის აღების შემთხვევაში გამოჩნდება შეტევის ახალი მიმართულებები, რომელიც რუსეთს მანევრის ახალ გზებს გაუჩენს.
შესაბამისად, ამ ქალაქს ორივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
რაც შეეხება ოდესას, ჩემი ხედვით, ოდესაში რუსული ძალები ვერ შედიან, რადგან მათ ჯერ კიდევ არ აუღიათ მიკოლაევი. სანამ სამანევრო სივრცე არ შეიქმნება, სანამ რუსეთი არ იქნება დარწმუნებული, რომ ფლანგიდანაც აქვს შეტევის მიმართულებები (სანამ რუსული ქვედანაყოფები ოდესას არ მიუახლოვდებიან ხმელეთიდან), მანამდე საზღვაო-სადესანტო ოპერაციას ვერ დაიწყებს, რადგან დიდია ალბათობა იმისა, რომ სადესანტო ძალები ალყაში აღმოჩნდებიან. ოდესაში დესანტის გადასხმა მაშინაა ლოგიკური, თუ ის ხმელეთიდან მომავალ ძალებს შეუერთდება.
„უკვე პურის მიწოდებაც პრობლემაა, აფთიაქში ბამბას და სპირტს ვეღარ იყიდი, დაცარიელებულია ადამიანებისგან კიევი – ცარიელია ქუჩები, ძირითადად სარდაფებში არიან. კაცები მუდმივად ბლოკპოსტებზე ვართ, აქ ვინც დარჩა, ურჩევნია უკრაინის მიწაზე მოკვდეს,“ – გვიყვება კიევში მცხოვრები ბათუმელი სპორტსმენი მირო ვანაძე.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მირო ვანაძე, როგორც მოხალისე, პურს აცხობდა და უკრაინელებს ურიგებდა, ბოლო რამდენიმე დღეა კი, იგი მებრძოლი გახდა და პერიოდულად ბლოკპოსტზე დგას.
„რაღაც პერიოდი ბლოკპოსტზე ვართ, შემდეგ, როცა კომენდანტის საათი იწყება, ქალაქში გამოვდივართ. ღამით თუ ვინმეა ქალაქში, ის დივერსანტია ან „მაროდიორი“… ძირითადად რუსები არიან, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან. როცა ასეთი შემთხვევა გვაქვს, პოლიციას ვუკავშირდებით.
სახლები სრულად დაცარიელებულია. მეც მხოლოდ მობილურის დასატენად თუ შევივლი ისაა. ასეთი ცარიელი კიევის ქუჩები ჯერ არ მახსოვს, ხუთი წელია აქ ვარ.
ვერ ვიძინებთ. ასე მგონია, უკვე აღარავის სძინავს ამ ქალაქში. ყველა დაძაბულია. შესაძლოა, ჩაგეძინოს დაღლილობისგან და აფეთქების ხმამ გამოგაღვიძოს… არ მახსოვს, ბოლოს როდის ჩამეძინა,“ – ამბობს მირო ვანაძე.
ქართველი მოხალისეს თხოვნა აქვს ბათუმელებთან, კონკრეტულად კი სააფთიაქო ქსელებთან:
„წითელი ჯვრის მანქანა უნდა წამოვიდეს ბათუმიდან. შეგიძლიათ მედიკამენტები გადასცეთ წითელ ჯვარს, აქ უკვე კატაბალახაც პრობლემაა, არადა, იმდენ ადამიანს სჭირდება. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ წითელ ჯვარს, ან მე მომწეროთ ფეისბუქში.
ადამიანებს სჭირდებათ საკვებიც, მნიშვნელობა არა აქვს, რა იქნება ეს: პური, ძეხვი, მენიუს არავინ ითხოვს და დესერტს.
ზოგიერთი მაღაზია ღიაა, მაგრამ გადაადგილება ძალიან საშიშია. ხომ ხედავთ, როგორ მოქმედებენ რუსები – პირველ რიგში იქ აგდებენ ბომბებს, სადაც ადამიანებს ხედავენ.
ახლა ძალიან ცუდი სიტუაციაა კიევში. ამ ტემპით თუ გაგრძელდა დაბომბვა, როგორც ახლა, არ ვიცი…“ – ხმა უწყდება მიროს, შემდეგ დასძენს, რომ ხშირად ინტერნეტი პრობლემაა.
მირო ვანაძის დაკვირვებით, ადამიანები, რომლებიც ახლა კიევში არიან, კიევის დატოვებას არ აპირებენ. არც მათი შემართება შეცვლილა:
„თუ ცუდად ხდება ვინმე, მას ლვოვში ვაგზავნით.
მე ვუყურებდი გუშინ, როგორ ხვდებოდნენ ადამიანები [ვიტალი] კლიჩკოს, კიეველებს როგორ უყვართ საკუთარი ხელისუფლება… ალბათ, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არ მიატოვა ისინი. ამ ადამიანებს სჯერათ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებენ“, – დაასრულა მირო ვანაძემ.
——————
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
კიევი დღეს, 19 მარტს, მირო ვანაძის ფოტოკიევი დღეს, 19 მარტს, მირო ვანაძის ფოტო
პროკურატურის ცნობით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ ორი პირი, ბ.გ. და ზ.გ. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გაუპატიურების ფაქტზე დამნაშავედ ცნო. ასევე, ზ.გ. დამნაშავედ იქნა ცნობილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით, ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე.
„2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ბ.გ.-მ და ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს, ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ“ – წერს პროკურატურა.
სასამართლომ ბ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) (ორი ეპიზოდი) და 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლოს მიერ ზ.გ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან) და 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
52 და 65 წლის ცოლ-ქმარს ბათუმში ტყუპი გოგო-ბიჭი შეეძინა. კლინიკა „მედინას“ ინფორმაციით, სადაც ტყუპები დაიბადნენ, დავითის წონა დაბადების დროს 2.34 კგ იყო, ხოლო მარიამის – 2.44.
ტყუპები სიმაღლეში ერთი ზომა აქვთ – 45 სმ. არიან.
ახალშობილები საკეისრო ოპერაციის გზით გაჩნდნენ. ქირურგიული ოპერაცია მეან-გინეკოლოგებმა, ჯუმბერ უნგიაძემ და ირინა ნიკურაძემ ჩაატარეს.
დავით და მარიამ გოგოლიშვილები
მთავარი ფოტო: ნარი ფაღავა ახალშობილ ტყუპებთან ერთად. ფოტო „მედინას“ ფეისბუქგვერდიდან
დღეს, 19 მარტს, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას.
შეკრებები “დროას” ორგანიზებით თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, სამტრედიასა და ფოთში დაიგეგმა.
ბათუმი / 19.03.2022 / ფოტო: „დროა“
დედაქალაქში მოქალაქეები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, სადაც უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვიც იმყოფებოდა. მან დაღუპულთა სურათებთან გვირგვინი მიიტანა:
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის მოქმედებები უკრაინაში საქართველოზე რუსეთის მიერ 2008 წლის თავდასხმას შეადარა.
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილია. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო შიშობს, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში კიდევ მილიონობით ადამიანს მოუწევს იძულებით გადაადგილდება. სააგენტოს გათვლით, უკრაინა, შესაძლოა, დაახლოებით 4-მა მილიონმა ადამიანმა დატოვოს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებას ახმიანებს და დასძენს, რომ ეს მოსკოვისთვის “ერთადერთი შანსია”, “შეამციროს თავისივე შეცდომებით გამოწვეული ზიანი”.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მისი ქმედებების გამო საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს.
„ეს ნიშნავს იმას, რომ მოუწევთ ასტრონავიგაციის გამოყენება, ანუ აწი უნდა დააკვირდნენ მთვარეს, ვარსკვლავებს, რომ უსაფრთხოდ მივიდნენ ნაპირამდე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ამირან წერეთელი. ის შორეული ნაოსნობის კაპიტანია და ვთხოვეთ შეეფასებინა „Lloyd`s Register Voyage“ სისტემიდან რუსული გემების ჩახსნა.
Charter97.org -ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით რუსული გემები ვეღარ ისარგებლებენ ელექტრონულ სანავიგაციო სქემებს.
კომპანია „Lloyd`s Register“ არის საერთაშორისო სერვისების მიმწოდებელი საზღვაო ინდუსტრიაში. ის ემსახურება 182 ქვეყანას. უკრაინაში ომის გამო კი, კომპანია რუსულ გემებს აღარ მოემსახურება.
როგორ გადაადგილდებიან რუსული გემები ელექტრონული სანავიგაციო სქემების გარეშე? – ვკითხეთ კაპიტანს, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ასწავლის.
„ეს ელექტრონული სისტემები არის იმისთვის, რომ უსაფრთხოდ გადაადგილება მოახერხოს გემმა. ბუნებრივია, შესაძლებელია, ისარგებლოს კაპიტანმა ქაღალდზე დატანილი რუკით, ასევე რადიომიმღებით, მაგრამ ამ ინფორმაციას მუდმივად სჭირდება განახლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა გემი უახლოვდება ნაპირს, ან სრუტის გავლა უწევს. ქაღალდის რუკებით გახსოვთ ალბათ როდის დადიოდნენ…
ელექტრონული სქემები კი არის GPRS სისტემა, რომლის გარეშეც რთულია დაადგინო, მაგალითად, სადაა ჩაძირული გემი, სად არის მეჩხერი წყალი. ეს გამოიწვევს შეფერხებას განსაკუთრებით ტვირთის გადაზიდვებზე“, – მიიჩნევს ამირან წერეთელი.
შორეული ნაოსნობის კაპიტანი ამბობს, რომ არსებობს სხვა ვარიანტიც, მაგალითად, ფრანგულ მოდელზე გადასვლა, თუმცა კაპიტანს ეჭვი აქვს, რომ რუსეთს დიდი ალბათობით ფრანგული კომპანიაც უარს ეტყვის ელექტრონული სქემებით სარგებლობაზე.
„გარდა ამისა, ამას სჭირდება დრო. უცებ, ორ და სამ დღეში ვერ გადავა. ამ სისტემებით სარგებლობისთვის საჭიროა სპეციალური რეგისტრაციის გავლა, რაც ახლდება 4 წელიწადში ერთხელ,“ – ამბობს კაპიტანი.
რა ელის იმ გემებს, რომლებიც ოკეანეში, ან ღია ზღვაშია ახლა?
ამირან წერეთელი
„ფაქტია, რომ ხელი შეეშლება ადგილმდებარეობის დაფიქსირებაში, მაგრამ გაჩერებით ალბათ არ გაჩერდება, სხვა, მოძველებულ სისტემას გამოიყენებს, რაც სანდო არაა. იგივე ვარსკვლავებზე დაკვირვება და ასტროფიზიკა ამართლებს კარგ ამინდში და ეს ახლაც აქტიურად გამოიყენება, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება თანამედროვე ელექტრონულ სისტემასთან. ამ შემთხვევაში პირდაპირ განახლებულ რუკებს იღებს კაპიტანი ყოველდღიურ რეჟიმში,“ – აღნიშნა ამირან წერეთელმა.
კაპიტანი მიიჩნევს, რომ სანქციების დაწესება, მათ შორის, რუსული გემებისთვის, კარგი ნაბიჯია.
„მე ოდესაში მაქვს დამთავრებული საზღვაო ფლოტის ინსტიტუტი, ინჟინერ-გემთწამყვანი ვარ. არ ვიტყვი, რომ ვტირი, მაგრამ მართლა ძალიან ცუდად ვარ, როცა ომის კადრებს ვუყურებ… ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთის შეჩერება შევძლოთ,“ – გვითხრა კაპიტანმა ამირან წერეთელმა.
შეძლებენ თუ არა ბათუმის პორტში ისევ შემოსვლას რუსული გემები? – კითხვა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დავსვით, თუმცა აქ გვითხრეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
საზღვაო სასწავლებლის „ანრის“ დირექტორმა, ანზორ დიასამიძემ კი გვითხრა, რომ პრობლემა ამ შემთხვევაში საქართველოს უმაღლეს საზღვაო სასწავლებლებსაც შეექმნება, რადგან მათ რუსული რეგისტრაციის სერტიფიკატები აქვთ.
„ეს აისახება რუსულ რეგისტრზეც. ჩვენ, საზღვაო სასწავლებლებს, რუსული რეგისტრაციის სერტიფიკატი გვაქვს, რადგან მათი წარმომადგენლობა იყო საქართველოში და აღარ მოგვიძებნია სერტიფიკატი გერმანიაში, ან ბრიტანეთში. ეს რუსული რეგისტრის სერტიფიკატი იყო საერთაშორისო დონეზე აღიარებული. ახლა ეს სერტიფიკატი კარგავს ძალას,“ – აღნიშნა ანზორ დიასამიძემ „ბათუმელებთან“.
„დეშეკა არ შემხვდა. მაინც ვჩალიჩობ ))) ძაან მაგარი ამბავია რომ უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ,“ – წერს ფეისბუქში ალეკო ელისაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელიც საბრძოლველად უკრაინაში წავიდა.
დეპუტატის თქმით, ამ ეტაპზე საბრძოლო დავალებას ელოდება. ის ფეისბუქგვერდზე ფოტოსაც აქვეყნებს.
„ამ ფოტოზე შუაში ედიშერ შუკვანია, აფხაზეთში ნაომარი მგელი. მე და ჯუღელს ისედაც ნაპერწკლები გვცვიოდა, ასეთი მეომრების შემომატების მერე ლამის დასაბმელები ვართ სანამ რუსებს ვეძგერებით,“ – წერს ალეკო ელისაშვილი.
——————-
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 19 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგი ასეთია:
პერსონალი – დაახლოებით 14 400 ადამიანი,
ტანკები – 466 ერთეული,
ჯავშანტექნიკა / APV – 1 470 ერთეული,
საარტილერიო სისტემები – 213 ერთეული,
MLRS – 72 ერთეული,
საზენიტო საბრძოლო სისტემები – 44 ერთეული,
თვითმფრინავი – 95 ერთეული,
ვერტმფრენები – 115 ერთეული,
სატრანსპორტო საშუალებები – 914 ერთეული,
გემები / ნავები – 3 ერთეული,
საწვავის ავზები – 60,
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17,
სპეციალური აღჭურვილობა – 11.
უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
ინფორმაციას უკრაინის მხარის დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, 19 მარტის ღამეს უკრაინაში 69 სამხედრო ობიექტს დაარტყეს: „გარდა ამისა, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საჰაერო თავდაცვამ ჰაერში ჩამოაგდო 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.“
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 მარტამდე პერიოდში, საერთო ჯამში განადგურებულია:
196 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი,
1 438 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა,
145 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური,
556 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები,
1 237 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.
რუსეთის მხარემ გუშინ, 18 მარტს, ასევე განაცხადა, რომ მათ მიერ განადგურებულია უკრაინის 182 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის მოქმედებები უკრაინაში საქართველოზე რუსეთის მიერ 2008 წლის თავდასხმას შეადარა.
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილია. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო შიშობს, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში კიდევ მილიონობით ადამიანს მოუწევს იძულებით გადაადგილდება. სააგენტოს გათვლით, უკრაინა, შესაძლოა, დაახლოებით 4-მა მილიონმა ადამიანმა დატოვოს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებას ახმიანებს და დასძენს, რომ ეს მოსკოვისთვის “ერთადერთი შანსია”, “შეამციროს თავისივე შეცდომებით გამოწვეული ზიანი”.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მისი ქმედებების გამო საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს.
19 მარტის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 849 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 849 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 383 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 136, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 67, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 55, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 19 მარტის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 641 399 , ბოლო 24 საათში – 849
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 596 779 , ბოლო 24 საათში – 1 855
მათ შორის გარდაცვლილი – 16 643 , ბოლო 24 საათში – 13
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 20 286, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 904, PCR ტესტით – 2 382
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,19%, ბოლო 14 დღის – 9,04%, ბოლო 7 დღის – 5,87%
23 დღეა უკრაინა თავს იცავს რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან. დაბომბილია უკრაინის ქალაქები და სოფლები, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქი, კიევი.
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ კიეველები მშვიდად ცხოვრობდნენ, დადიოდნენ სამსახურში, სკოლაში, სეირნობდნენ ქუჩაში… სულ რაღაც ერთი თვის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ მალე ქალაქში განგაშის სიგნალი მათ ბუნკერებსა და სარდაფებში დამალვისკენ მოუწოდებდა და კიევს რუსეთი დაბომბავდა.
18 მარტს, დილით კიევის პოდოლსკის რაიონში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, სამხედრო რაკეტის ნარჩენები დაეცა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 19 ადამიანი. დაინგრა რამდენიმე სახლი და სკოლა.
ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე კიევში, ქალაქის მერიის მონაცემებით, 222 ადამიანი დაიღუპა. 60 მშვიდობიანი მოქალაქე იყო, მათ შორის – 4 ბავშვი.
კიევი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPESკიევი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPESკიევი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPESკიევი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPESკიევი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPESკიევი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPESკიევი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPES
ბერნარ ლ. მორმა, მწერალმა, ჟურნალისტმა და რედაქტორმა, ოსლოს უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან მალე, ნორვეგიელ მკითხველს შესთავაზა სხვადასხვა ამბად აკინძული მოსაზრებები კითხვაზე, თუ რატომ ირჩევენ რუსები პუტინს.
ავტორმა, რომელიც 2000-იან წლებში ერთ-ერთი მსხვილი ნორვეგიული მედიაკომპანიის პროექტებს კურირებდა მოსკოვსა და პეტერბურგში, დეტალურად აღწერა ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რაც რუსეთმა მისი მოსკოვში ცხოვრების დროს განიცადა. მოგვიანებით კი, როცა ყირიმის ანექსიის შემდეგ დაბრუნდა ნაცნობ ადგილებში, ის ტრანსფორმაციაც აღწერა, რაც მისი ყოფილი კოლეგების, მეგობრებისა და ნაცნობების ნაწილმა განიცადა რუსული პროპაგანდის გავლენით.
მორის წიგნი ქართულად 2018 წელს ითარგმნა და რუსეთში ბოლო ორ ათწლეულში მომხდარი ცვლილებების გასაგებად ერთ-ერთ მიმზიდველ საკითხავად მიიჩნევა. მას რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და მოლოდინზე ვესაუბრეთ.
თქვენმა წიგნმა, „რატომ ირჩევენ რუსები პუტინს“ დიდი გამოხმაურება მოიპოვა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. ახლო კავშირი გაქვთ რუსეთში ადამიანებთან, აკვირდებით რუსეთის თანამედროვე პოლიტიკას. ელოდით რუსეთის შეჭრას უკრაინაში?
ეს დიდი სიურპრიზი გამოდგა ჩემთვის და სხვებისთვის, ვინც ნორვეგიაში რუსეთს ადევნებს თვალს. ვფიქრობ, ბევრმა ჩვენგანმა უკრაინასთან ძალების მობილიზაცია შეაფასა, როგორც თამაშის ნაწილი და მოლაპარაკებებზე პოზიციების გამაგრების მცდელობა. შეჭრა უზარმაზარი და ნეგატიური მოულოდნელობა იყო.
ალბათ, (ნორვეგიის) თავდაცვის სამინისტროში, სადაც წვდომა აქვთ იმ მონაცემებზე, რომლებზეც ჟურნალისტებს და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მეცნიერებს არ მიუწვდებათ ხელი, თუ ფიქრობდნენ, რომ შეჭრა მოსალოდნელი იყო.
რა მოლოდინები ჰქონდათ თქვენს კოლეგებსა და ნაცნობებს, მათ შორის, რუსეთში?
არც ერთი მათგანი არ ელოდა ამას. რუსეთის საზოგადოებაც არ იყო მომზადებული.
შეიცვალეს თუ არა აზრი რუსეთის პოლიტიკაზე? თქვენს წიგნში აღნიშნავდით, რომ ხელისუფლება საშუალო შემოსავლის მიმღებ ფენაზე დგას, რომელიც კმაყოფილია ხელისუფლების შეთავაზებულიცხოვრების პირობებით. რა გავლენას ახდენს მათ აზრზე ომი უკრაინაში?
ხალხი, რომელზეც წიგნში ვსაუბრობ, სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პირველი – ხალხი, რომელიც ნაციონალისტური განწყობებისკენ იხრება, ვისაც სჯერა პროპაგანდის და ეთანხმება, რომ ე.წ. „სპეცოპერაცია“ აუცილებელია რუსეთის მტრების ნეიტრალიზაციისთვის.
მეორე ჯგუფია – პუტინის რეჟიმის ოპონენტები, ზოგიერთმა მათგანმა რუსეთი დატოვა. ბევრ ასეთ ადამიანს აქვს ბიზნესი და შიშობს, როგორი იქნება ეკონომიკური სიტუაცია.
მესამე ჯგუფშია ხალხი, რომელიც დიდად არაა დაინტერესებული პოლიტიკით. მათი აზრით, რუსეთის პირობებში პუტინის რეჟიმზე უკეთესი არაფერია. როგორც მე ვიცი, ბევრი მათგანის რეაქცია შოკი იყო; თანაც, მათ უკრაინაში ნათესავები ჰყავთ.
იმედი მაქვს, აპოლიტიკურად განწყობილი ხალხიდან ზოგიერთი პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე გახდება.
თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვისაც ამის იმედი აქვს – რუსი მოაზროვნეების ნაწილიც ასე ფიქრობს. ხალხი ქუჩებში გამოვიდა, მაგრამ არა დიდი რაოდენობით. ამავე დროს, არსებობს აზრი, ამ ომით შეიძლება რუსული ნეოიმპერიალიზმი დასრულდეს და დაიწყოს დესოვეტიზაცია: ახალი რუსეთის აღმოცენება და ფოკუსირება შიდა საკითხებზე, ტერიტორიული ამბიციების გარეშე და მმართველობის „კგბ-სეული“ სტილი გაქრეს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
რუსეთის ტრაგედიაა, რომ 1991 წლის შემდეგ რუსი პოლიტიკოსები არ შეეგუენ მომხდარს და არ დაიწყეს მუშაობა ხალხის კეთილდღეობისთვის. ამის ნაცვლად, დღეს, როგორც თქვენ აღწერეთ, ნეოიმპერიალისტური რუსეთი არსებობს. პუტინის რეჟიმი, რა თქმა უნდა, ნეოიმპერიალისტურია. არ ვფიქრობ, რომ აქ რამე ცვლილებას უნდა ველოდოთ, სანამ მოქმედი რეჟიმი ხელისუფლებაშია.
საქმე ისაა, თუ რამდენადაა გავრცელებული ნეოიმპერიალისტური იდეები რუსეთის მოსახლეობაში? სამწუხაროდ, საკმაოდ ფართოდ. [ფიქრობენ], რომ რუსეთი დიადი და ძლიერი ქვეყანა უნდა იყოს, ავტორიტარული რეჟიმის მმართველობის ქვეშ, რადგან ესაა სწორი და რომ რუსეთი ევრაზიის მაკონტროლებელი სახელმწიფო უნდა იყოს. ასე ფიქრობენ დუგინი, ილინი და სხვა ფილოსოფოსები.
ბოლო 10-15 წლის განმავლობაში პროპაგანდისტული ზეწოლა რუსეთში უზარმაზარია. ჩემნაირი ხალხისთვის, ვინც საკმაოდ დემოკრატიულ ნორვეგიაში ცხოვრობს, რთულია გასაგებად, როგორ მოქმედებს ეს პროპაგანდა ხალხზე.
თუ სხვა რუს პოლიტიკოსებს დააკვირდებით, შედარებით ლიბერალურად განწყობილ ლიდერებსაც კი აქვთ შეხედულება, რომ რუსეთი ძლიერი და დომინანტური ძალა უნდა იყოს. ასეთი აზრი არა მარტო რეჟიმს აქვს.
გეთანხმებით. ბოდიშის მოხდის მიუხედავად, საქართველოში ალექსანდრე ნავალნის დღემდე უხსენებენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველებისადმი გამოთქმულ არც თუ ეთიკურ შეფასებებს, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. თქვენს წიგნში ხაზი გაუსვით მთავარ განსხვავებას ნორვეგიასა და რუსეთს შორის: ნორვეგიაში გადაწყვეტილებები საჯარო დისკუსიის შედეგად მიიღება, რუსეთში კი ხელისუფლება გადაწყვეტილების გამართლებას მისი მიღების შემდეგ ცდილობს. როგორ ფიქრობთ, შეძლებს კრემლი ომის ლეგიტიმაციის მიღებას მოსახლეობისგან?
პუტინის მმართველობის დასაწყისში ხელისუფლებას ძალიან ადარდებდა ხალხის შეხედულება. ისინი ცდილობდნენ, მეთვალყურეობა გაეწიათ ხალხის სენტიმენტებისთვის და პოლიტიკა იმის მიხედვით შეემუშავებინათ, თუ რა იქნებოდა პოპულარული საზოგადოებაში.
24 თებერვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. პუტინმა უკრაინასთან ომი გადაწყვიტა და ხალხმა ეს გადაწვეტილება უნდა მიიღოს. ახლა მთელი პროპაგანდა იმის უზრუნველყოფაზეა, რომ ყველამ გაიგოს – ადგილი აქვს არა ომს, არამედ სპეცოპერაციას, რომ ეს აუცილებელია რუსეთის უსაფრთხოებისთვის და ა.შ.
რას ფიქრობს ხალხი, რეჟიმისთვის უმნიშვნელოა. ახალი კანონების თანახმად, ომზე ომის დაძახებისთვის 3 წლით აპატიმრებენ, ჟურნალისტებს კი შეიძლება სულაც 15 წელი მიუსაჯონ. ეს აჩვენებს, რომ კრემლის მენტალიტეტი შეიცვალა. ასეთია რეჟიმის სურვილი და ხალხმა ის უნდა მიიღოს.
თუ ხალხმა რეჟიმის სურვილი არ მიიღო, რა მოხდება, დააპატიმრებენ ასიათასობით ადამიანს?
რთულია პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რა იქნება ომის დროს, ომის შემდეგ. როგორ შეიცვლება რუსეთის საზოგადოება, რუსეთის ურთიერთობა ევროპასთან, საქართველოსთან, ნორვეგიასთან…
ახლა ვხედავთ, რომ ჟურნალისტები და სხვა ინტელექტუალები რუსეთს ტოვებენ. თუ ასეთი რეპრესიები გაგრძელდა, ხალხიც გააგრძელებს ქვეყნის დატოვებას, არა მარტო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, არამედ ეკონომიკური სიტუაციის გამოც. ბევრი მეგობარი მყავს, მაგალითად, საგამომცემლო საქმეში: მთელი მათი ბიზნესი და კარიერა აწყობილია ევროპასთან წარმოებულ ბიზნესზე, ეს კი უკვე აღარაა შესაძლებელი.
თუ ომის შემდეგ პუტინი ხელისუფლებაში დარჩება, გაგრძელდება რეპრესიები რუსეთის ლიბერალური საზოგადოების წინააღმდეგ.
გუშინ პუტინმა თქვა, რომ არ არსებობენ პროდასავლური რუსები, არიან მხოლოდ მოღალატეები. ამ გამოსვლით მან მიანიშნა, რომ რეპრესიები გაგრძელდება.
თქვენს წიგნში აღნიშნეთ, რომ რუსეთში აღმერთებენ გამარჯვებას, ნორვეგიაში კი – მშვიდობას, გაიხსენეთ 9 მაისის აღნიშვნის ტრადიციაც: ახსენით, თუ როგორ გადაიქცა „უკვდავი პოლკი“ ხსოვნისადმი მიძღვნილი ინიციატივიდან კრემლის პროპაგანდის განუყოფელ ნაწილად. რამდენიმე დღის წინ ცნობილმა რუსმა მწერალმა, ვიქტორ შენდეროვიჩმა თქვა, რომ პუტინისთვის მეორე მსოფლიო ომი ჯერ არ დასრულებულა და მას უკრაინაში შეჭრით ამომის შემდგომი ვითარების აღდგენა სურს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
საკუთარი მსოფლმხედველობის ფარგლებში პუტინის ნაბიჯები ლოგიკურია. მისი მსოფლმხედველობა ძალიან იმპერიალისტური და ძველმოდურია. მენტალურად იგი XXI საუკუნეში არ ცხოვრობს.
თუ პუტინის ბოლო წლების გამოსვლებს გაეცნობით, იგი ხშირად საუბრობს უკრაინასა და იმის შესახებ, რომ უკრაინა რუსული ქალაქების დედაა; რომ ისტორიულად და კულტურულად უკრაინამ უნდა იპოვოს თავისი გზა „სამშობლოსკენ“.
21 და 24 თებერვალს შეიცვალა მისი განწყობა – მასში აგრესიაა. ეს მახსენებს მის საუბარს ჩეჩენ ტერორისტებზე 1999-2000 წლებში.
როგორი შეიძლება იყოს ომის საუკეთესო და ყველაზე ოპტიმალური დასასრული?
ევროპის, დასავლეთისა და მშვიდობის გადმოსახედიდან საუკეთესო პუტინის რეჟიმის ნგრევაა. თუმცა ეს არც თუ ისე რეალისტურია. უფრო რეალურია კომპრომისი, რომლის გარკვეულ ნიშნებს უკვე ვხედავთ. უკრაინა უარს იტყვის ნატოს წევრობაზე და გარკვეული ნეიტრალური სტატუსი იქნება. თუმცა არ ვიცი, რა მოხდება დონბასთან (ლუგანსკთან) და ყირიმთან დაკავშირებით. ალბათ, აქაც იქნება კომპრომისი, რადგანაც პუტინიც და ზელენსკიც შიდა აუდიტორიის წინაშე გამარჯვებულებად წარსდგნენ. ალბათ, ეს იქნება ყველაზე რეალისტური სცენარი.
ტელეარხ „დოჟდის“ პირველი რედაქტორი, მიხეილ ზიგარი წიგნში „კრემლის ლაშქარი“ წერს, რომ პუტინს ომი სჭირდება. იგი ხელისუფლებაში ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებით მოვიდა. ვფიქრობ, ეს სიმართლეა. მისი რიტორიკა ჩეჩენი ტერორისტების და უკრაინის ხელისუფლების დეჰუმანიზაციისთვის ერთნაირია. ზიგარის მთავარი იდეის პერიფრაზი მდგომარეობს იმაში, რომ რადგან რუსეთს არ აქვს სხვა ეროვნული იდეა – მკვეთრი ეკონომიკური ზრდა [შეჩერდა დაწყებული 2000 წლის შემდეგ], პუტინმა და რუსეთის მუშათა კლასმა იფიქრა: დასავლეთს ეკონომიკურად ვერასდროს დავეწევით, რუსეთს სხვა ეროვნული იდეა სჭირდება. ეს იდეა კი ომზეა დაფუძნებული – მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება, პუტინის მიერ ტერორისტებისგან წამოსული საფრთხის აღკვეთა… 2011-2012 წლებიდან მუდმივად არის პროპაგანდა, რომ ნატო რუსეთს ემუქრება, რომ ნატო სულ უფრო და უფრო ახლოს მოდის და რუსეთმა საპასუხო ზომები უნდა მიიღოს.
„არ უნდა ვიხევდეთ უკან ჩვენს საზღვრებთან ახლოს“ – ეს არის ძირითადი იდეა?
პუტინის პრეზიდენტობის პირველი ორი ვადისას ეკონომიკური სიტუაცია იმდენად გაუმჯობესდა საშუალო მოქალაქისთვის… 2000-2008 წლებში მშპ ყოველწლიურად საშუალოდ 10%-ით იზრდებოდა, ეკონომიკური კრიზისის გამო შეჩერდა, თუმცა გაგრძელდა 2011 წლამდე, როცა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და მედვედევის ადგილების გაცვლის გამო საპროტესტო აქციები გაიმართა. იქიდან მოყოლებული, პუტინის პოპულარობა დაფუძნებულია იმაზე, რომ რუსეთი სერიოზული ძალაა და კონკურენციას უწევს აშშ-სა და ნატოს. პროპაგანდა ამბობს, რომ პუტინმა რუსეთი ფეხზე დააყენა, აშშ და ნატო კი რუსეთის დაჩოქებას ცდილობენ. ამ ნარატივის შესანარჩუნებლად მას ახალი ომები სჭირდება.
რუსი დამოუკიდებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ბოლო შეზღუდვები რუსეთში დამოუკიდებელი მედიის დასასრულია. არის თუ არა შესაძლებელი რუსეთში სიმართლის თქმა და კრემლის პროპაგანდისთვის ხელის არშეშლა?
რუსეთში მედიის ფუნქციონირება ძალიან რთული გახდა. პუტინმა მედიის წინააღმდეგ პირველი რეპრესიები დაიწყო 2000-იან წლებში, სახელდობრ, „ნტვ-ს“ წინააღმდეგ 2001 წელს. რეპრესიები მედიის წინააღმდეგ სულ უფრო ძლიერდებოდა. ბოლო წლებში კი, კრემლმა დაიწყო შედარებით პატარა გამოცემებისა და ცალკეული პირების დევნა, მიაკერა რა მათ უცხოეთის აგენტის იარლიყი, რაც დაბრკოლებებს უქმნის მათ მუშაობაში.
ომის დაწყების შემდეგ „როსკომნადზორმა“ დახურა რამდენიმე მედიასაშუალება და აკრძალა უცხოური მედიის ოპერირებაც. ახლა ერთადერთი, რაც დარჩა, „ნოვაია გაზეტაა“. საბედნიეროდ, სოციალური მედია გვაქვს და რამდენიმე რუსული გამოცემა სწორედ იქ მუშაობს. ჩემი აზრით, [უკრაინაში] ომის შემდეგ პუტინის რეჟიმი ძალაუფლებას შეინარჩუნებს და მედიის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.
მსურველი ნამდვილ ინფორმაციას იპოვის, ტელეგრამსა და სხვა სოცქსელებში, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მედიის პასიური მომხმარებელი, ვინც ტელევიზორს უყურებს, მხოლოდ კრემლის პროპაგანდას მიიღებს.
ზოგიერთი მწერლის თქმით, პუტინი მედიასთან ლინგვისტურ ომსაც აწარმოებს და ეს ბოლო ნაბიჯი არაა – შეიძლება იყოს რეპრესიების მორიგი ტალღა მედიისა და მოქალაქეების წინააღმდეგ, არაერთმა სტალინური რეპრესიებიც ახსენა მომავალი საფრთხეების ჩამოთვლის დროს. ლიბერალურად განწყობილმა ადამიანებმა რუსეთი უნდა დატოვონ, თუ დარჩნენ და იბრძოლონ?
რუსეთში დარჩენა და პუტინის ოპოზიციაში ყოფნა ძალიან რთულია. მაგალითად, ალექსეი ნავალნის მოკვლა რამდენჯერმე სცადეს, შემდეგ დააპატიმრეს, მისი ორგანიზაცია კი ტერორისტულად გამოაცხადეს. მისმა გუნდმა რუსეთი დატოვა. მე მათი მესმის, რუსეთში ყოფნა ძალიან სახიფათო იქნებოდა. აპატიმრებენ მათაც, ვინც ქუჩაში საპროტესტოდ გამოდის.
ბევრი ნაცნობი მყავს საგამომცემლო საქმეში და უმრავლესობა ვეღარ ხედავს არსებობისთვის საჭირო თანხის გამომუშავების გზას. მესმის, თუ რატომ იღებს ზოგიერთი ადამიანი ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებას.
ომის დაწყების შემდეგ რა გადაწყვიტა თქვენმა ქვეყანამ? შეცვალა თუ არა ომმა ნორვეგიის დღის წესრიგი და თუ შეცვალა, როგორ?
ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ნორვეგიამ რუსეთს ზუსტად იგივე სანქციები დაუწესა, რაც ევროკავშირმა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთთან ბიზნესსაქმიანობა აიკრძალა. თუმცა რუსეთსა და ნორვეგიას შორის არ არის დიდი ბიზნესურთიერთობა. ადრე რუსეთი ნორვეგიული თევზის უმსხვილესი ბაზარი იყო, მაგრამ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების შედეგად, ეს შეიცვალა. ამის შემდეგ რუსეთში თევზის ექსპორტი აღარ განხორციელებულა.
ნორვეგიას არ სჭირდება გაზისა და სხვა ენერგიის ექსპორტი რუსეთიდან – პირიქით, ჩვენ ვამარაგებთ დანარჩენ ევროპას და ახლა, როცა ევროპა რუსეთისგან ნაკლები ნავთობისა და გაზის ყიდვას ცდილობს, ნორვეგიული ექსპორტი უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ უფრო ეკონომიკურ სარგებელს ვიღებთ ემბარგოსგან, ვიდრე დანაკარგს. არის მცირე გამონაკლისიც: ჩრდილოეთ ნორვეგია. ზოგიერთი ქალაქი ძალიან ახლოსაა რუსეთის საზღვართან. მაგალითად, ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ კირკენესის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ის სამუშაო რუსეთთან ბიზნესსაქმიანობასთანაა კავშირში. თუმცა ნორვეგიაში, გერმანიის მსგავს ქვეყნებთან შედარებით, ეს პატარა პრობლემაა.
საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გამო და ითხოვენ, რომ მთავრობამ ჩაანაცვლოს რუსული ბაზარი. ამასთან, რუსეთიდან საქართველოში ბევრი ჩამოვიდა სანქციების დაწესების შემდეგ. თითქოს გარკვეული დაძაბულობაც იგრძნობა, რუსები ამბობენ, რომ ზოგ ადგილას შეეჩეხნენ ქსენოფობიას. როგორ შეხვდა რუსეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ნორვეგია?
მთავრობაც და ხალხიც ამბობს, რომ მნიშვნელოვანია განვასხვავოთ პუტინის რეჟიმი და რუსეთის მოსახლეობა. როგორც მახსოვს, პრეზიდენტმაც და საგარეო საქმეთა მინისტრმაც თქვეს, რომ პუტინის ომი უკრაინაში არ არის საშუალო ფენის რუსის ომი. ჩვეულებრივი ხალხი რუსეთში არ იყო ჩართული ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
მართალია, ჩვენ გვაქვს საზღვარი რუსეთთან, მაგრამ ბევრი ხალხი არ ჩამოსულა, ჯერჯერობით. ნორვეგიაში ჩამოსასვლელად შენგენის ვიზაა საჭირო, რომელიც რუსების უმრავლესობას არ აქვს. ნორვეგიის საზოგადოება ამჟამად უფრო უკრაინელი ლტოლვილების საკითხითაა დაინტერესებული. ვფიქრობ, რუსეთის მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა ჩამოვა ნორვეგიაში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად. ასევე, ველით 20-30 ან 40 ათას უკრაინელ ლტოლვილს.
როგორც გვითხარით, საუბრის დასრულებისთანავე რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციას შეუერთდებით. როგორია საზოგადოების რეაქცია რუსეთის შეჭრაზე? ითხოვს ხელისუფლებისგან რუსეთის მიმართ პოლიტიკის შეცვლას?
ვფიქრობ, არსებულ პოლიტიკას, რომელიც მდგომარეობს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან შეერთებას, ფართოდ უჭერს მხარს ნორვეგიული საზოგადოება. ჩემი საქმიანობის სფეროს წარმომადგენლებში იყო დისკუსია, როგორი უნდა იყოს პოზიცია რუს ჟურნალისტებთან მიმართებაში, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას იცავდნენ, როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი ან საერთოდ, უნდა დავუჭიროთ თუ არა.
უკრაინელი გამომცემლების კავშირმა საქართველოსა და ლიეტუვაში რუსეთთან კულტურული პროექტების შეჩერება ითხოვა, მაგრამ ამაზე ჩვენი საზოგადოების ნაწილში დებატები მიდის. ჩემი აზრით, მთავრობისა და საზოგადოების პოზიციაა, რომ თავშესაფარი უნდა მივცეთ რუსებს, ვინც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდა და უნდა განვაგრძოთ თანამშრომლობა საზოგადოების იმ ნაწილებთან, ვისაც არ აქვს შეხება სისტემასთან და ოლიგარქიულ სტრუქტურებთან. თუმცა ცხადია, მთავარი ფოკუსი ახლა უკრაინის დახმარებაა.
უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის საქართველოში გადმოსვენებას სახელწიფო უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალქეების გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. საქართველოს საელჩოს დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები“ – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართველი მებრძოლები გუშინ, 17 მარტს, უკრაინაში, ქალაქ ირპენთან გამართულ ბრძოლაში დაიღუპნენ.
რუსეთი უკრაინაში ომს უკვე 23-ე დღეა აწარმოებს. ამ დროის განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ დაბომბა საცხოვრებელი კორპუსები, მოკლა მშვიდობიანი, უიარაღო მოქალაქეები, დაბომბა სამშობიარო სახლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, სკოლები და თეატრი, სადაც თავს მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ.
ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, უკანონოდ აშენებულ კორპუსებთან, უსახლკაროები მივიდნენ და მოითხოვეს, რომ ეს „ბინები მათ გადასცენ“. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ კორპუსების დემონტაჟი იგეგმება და ამის უფლებას არავის მისცემენ. „ბევრი ადამიანია უსახლკარო, რატომ უნდა დაანგრიონ. მოგვცენ ჩვენ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ბათუმში, გოგოლის 11-ში, 9 კორპუსი უკანონოდ აშენდა. ამის მიუხედავად ხელისუფლებას ეს მშენებლობა არ შეუჩერებია. ოფიციალურად ბათუმის მერია და ხელისუფლების სხვა პირები აცხადებენ, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრეს.
ამ საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღემდე არ გამართულა.
უკანონოდ აშენებული კორპუსები მეტრო ჰოლდინგს ეკუთვნის.
29 წლის დათო მამულაძე ხულოში, სოფელ გორგაძეებში უკვე მესამე წელია, რაც ინგლისურს ასწავლის. მისი თქმით, როცა მიხვდა, რომ მასწავლებლობა უნდოდა, გამიზნულად აირჩია მაღალმთიანი აჭარა სამუშაო ადგილად.
„როცა სოფელში ვსწავლობდი, არ გვქონდა ინტერნეტთან წვდომის, განვითარების შესაძლებლობა.
სოფელში ძალიან ჩაკეტილი წრეა. მინდოდა, რომ სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებამდე მიმეტანა ყველაფერი, რაც მე ვიცოდი, რასთანაც შეხება მქონდა და რისი გაზიარებაც შემეძლო“, – ამბობს დათო.
დათო მამულაძე
იგი გვიყვება, რომ ღორჯომის თემს, რომელშიც შედის სოფელი გორგაძეები, საერთოდ არ იცნობდა:
„რეზიუმე ბევრ სოფელში მქონდა გაგზავნილი, მაგრამ პირველად სოფელ გორგაძეებიდან დამირეკეს, ამ სოფლის სკოლაში ჩავატარე პირველი გაკვეთილები და დღემდე ვასწავლი“.
როცა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, ფიქრობდა, რომ სახლს იქირავებდა სოფელში, მაგრამ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ოჯახმა უმასპინძლა.
დათო საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს აქვთ და რაც მათ მოტივაციაზე უარყოფით გავლენას ახდენს. მისი თქმით, მოსწავლეები მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებით ტრადიციულ სწავლებას არიან მიჩვეული; ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ბავშვებთან პრეზენტაციის გაკეთება უნდა, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, რადგან სკოლას არ აქვს პროექტორი.
„ფერადი პრინტერიც კი არ გვაქვს. ვფიქრობ, ეს ელემენტარული რაღაცები ყველა სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს.
კომპიუტერის ოთახი და ინტერნეტი გვაქვს სკოლაში ასე თუ ისე, მაგრამ რამდენად გამოყენებადია, ეს არის მნიშვნელოვანი. არც ერთ საგაკვეთილო პროცესში არ არის ადაპტირებული კომპიუტერების გამოყენება.
მე მაქვს ლეპტოპი, მაგრამ მოსწავლეების უმრავლესობას – არა, რომ მასალები ამ ფორმით გავაცნო, საგანმანათლებლო ვიდეოები ნახონ.
მრავალფეროვნება და სიახლეები სწავლების პროცესში, რა თქმა უნდა, მოსწავლეებზე კარგად იმოქმედებს, თუმცა ამ კუთხით თითქმის არაფერი იცვლება, წინსვლა არ არის – კითხვა-პასუხით სწავლების რეჟიმია მუდმივად“, – ამბობს დათო.
დათო მამულაძე მოსწავლეებთან ერთად
მასწავლებლის პროფესია დათოს თავდაპირველი არჩევანი არ იყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირება ისწავლა და სანამ მასწავლებლობას გადაწყვეტდა, რამდენიმე ადგილას მოსინჯა შესაძლებლობები, საბოლოოდ კი მიხვდა, რომ ყველაზე მეტად მასწავლებლის პროფესია იყო მისთვის საინტერესო.
„გამიმართლა, ბაკალავრიატზე სწავლისას დამატებით სპეციალობად ინგლისური ფილოლოგია რომ გავიარე.
2019 წლის იანვარში შევედი პირველად საკლასო ოთახში, მაძიებელი მასწავლებლის სტატუსით. მასწავლებლობა რომ გადავწყვიტე, ცხადია, გააზრებული მქონდა ყველა ის პასუხისმგებლობა, რაც ამ პროფესიას ახლავს თან,“ – ამბობს ის.
დათო იხსენებს, როგორ ღელავდა და როგორი ბედნიერი იყო პირველ გაკვეთილზე. ის ახლა სკოლაში მუშაობის პარალელურად შაბათ-კვირას ბათუმში აბიტურიენტებს ამეცადინებს, და, ასევე დამატებით გაკვეთილებს ატარებს გორგაძეების სკოლის მოსწავლეებისთვის.
როგორც დათო აღნიშნავს, საქართველოში ახალგაზრდა მასწავლებლებს უფრო უჭირთ დასაქმება, განსაკუთრებით კი საჯარო სკოლებში.
დათო გვიამბობს, რომ საზოგადოებაში სტერეოტიპია, თითქოს მასწავლებლობა კაცის პროფესია არ არის და ამას კატეგორიულად არ ეთანხმება:
„კაცი პედაგოგებისგანაც კი მომისმენია, რომ თითქოს მასწავლებლობა არ არის ჩვენი პროფესია და ეს უფრო ქალს შეეფერება. თავიდანვე მქონდა პროტესტი ამ დამოკიდებულების მიმართ“, – ამბობს დათო.
დათოს თქმით, როცა გორგაძეების საჯარო სკოლაში მუშაობა დაიწყო, ბავშვების ინგლისურის დონე საგრძნობლად დაბალი იყო და ბევრი მუშაობა დასჭირდათ, რათა სახელმძღვანელოთი გათვალისწინებულ პროგრამას დასწეოდნენ.
დათო ახლა ბსუ-ში მასწავლებლის მოსამზადებელ ერთწლიან კურსს გადის. ამბობს, რომ მისი მიზანია მასწავლებლის სტატუსი მოკლე დროში აიმაღლოს და გახდეს წამყვანი, შემდეგ კი მენტორი მასწავლებელი. ასევე, მაგისტრატურაში ჩაბარებას აპირებს ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით.
დათო ამბობს, რომ ყოველთვის ვერ იქნება სოფელ გორგაძეების სკოლის მასწავლებელი და როცა მოუწევს წამოსვლა, ძალიან გაუჭირდება მოსწავლეების დატოვება, რადგან სწორედ ბავშვების სიყვარულმა გადააწყვეტინა, გამხდარიყო მასწავლებელი.
______________
შენიშვნა: მასალის სათაური შეცვლილია. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დათო მამულაძემ „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ ციტატაში – „ფერადი ფურცელიც კი არ არის სკოლაში“, გულისხმობდა ფერად პრინტერს და არა ქაღალდს.
„Бойові українські коти! /მებრძოლი უკრაინელი კატები“ – ამ წარწერით აქვეყნებს ფოტოებს უკრაინის უმაღლესი რადა. ფოტოებზე უკრაინელი ჯარისკაცები არიან კატებთან ერთად ბრძოლის ველზე.
ჯარისკაცის ზურგჩანთა საკმაოდ უსაფრთხო ადგილია
კნუტმა ტყვიებით სავსე ყუთი იპოვა და მოკალათდა
თუ ცხოველები გიყვარს, ბრძოლის ველზეც მოიძებნება დრო პატარა კნუტის გამოსაკვებად
„არ ვიცი, რა გააკეთეს ჩემი უსაფრთხოებისთვის… 10 ადამიანზე მივაწოდე ინფორმაცია, ვინც მემუქრება და არავინ გამოუკითხავთ. მე რეალურ საფრთხეს ვხედავ“, – ამბობს სამირა ბაირამოვა, სამოქალაქო აქტივისტი მარნეულიდან. მან 14 მარტს მარნეულში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტიის – „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ფანჯრებზე პროტესტის ნიშნად უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა.
სამირა ბაირამოვამ ფეისბუქის მესინჯერში შეურაცხმყოფელი და მუქარის შინაარსის შემცველი შეტყობინებები მიიღო, მაგალითად: „დროა აღადგინო „ალტ ინფოს“ ოფისი, თორემ გეტირება დედა შე…“, „ესე ითხრი სამარეს“, „როგორ გაბედე შენ ჯვრის გადაღებვა და შეურაცხყოფა ჩვენი ქრისტიანული სიწმინდის“.
„კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები სამირა ბაირამოვს ღიადაც დაემუქრნენ – „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისთან შეიკრიბნენ და ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, მიმართვის ვიდეო კი, ფეისბუქგვერდებზე გააზიარეს. პარტიის წევრების აზრით, ჯვრის გადაღებვა მათი რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფაა, იმის მიუხედავად, რომ ჯვარი ამ შემთხვევაში პოლიტიკური სიმბოლიკის ნაწილია და არა რელიგიური სიმბოლო.
„…ამოვედით გასაფრთხილებლად, ამ ქალს გააგებინეთ, ამით შეიძლება გაღვივდეს რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე შუღლი. ორდღიანი ვადა მივცეთ მაგ ქალს… დააბრუნონ ოფისი პირვანდელ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორ დღეში ამოვდივართ და აი, ამ საქათმეს, „ნაციონალური მოძრაობის“ საქათმეს ისეთ დღეში ჩავაგდებთ, აი, იქეთ „ევროპულ საქართველოს“, რასაც დაიმსახურებენ. ამიტომაც, ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებთ, კეთილგონიერება გამოიჩინონ“, – ამბობს ვიდეო მიმართვაში „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი.
„ამ დროს მე მხოლოდ აქტივისტი ვარ, მე არ წარმოვადგენ არც ერთ პოლიტიკურ ძალას,“ – აღნიშნავს სამიარა ბაირამოვა.
სამირა ბაირამოვა ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ და „ალტ-ინფო“ ის ჯგუფია, რომელიც გასული წლის 5 ივლისის მოვლენების წინა დღეებშიც აანონსებდა ღიად, სატელევიზიო ეთერებიდან ძალადობას, იძალადეს ადამიანებზე, მათ შორის, ჟურნალისტებზე და ძალადობის ორგანიზებისთვის ისინი ამ დრომდე არავის დაუსჯია.
„კონსერვატიული მოძრაობის“ წევრების და მასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ პროკურატურას მიმართეს ოზურგეთშიც. აქ აქტივისტებმა მუქარის დასადასტურებლად განცხადებას ფეისბუქიდან ეს სქრინიც დაურთეს:
„კარგი იქნებოდა რამე შემოეთავაზებინათ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ გვქონია,“ – გვიყვება სამირა ბაირამოვა და დასძენს, რომ ბოლო დღეებში ის საჯარო სივრცეებს თავს არიდებს, არ მინდა პროვოკაციის, ან აგრესიის სამიზნე გავხდეო.
„უსაფრთხოებისთვის ყველაზე კარგი იქნება ის, რომ კონკრეტული ადამიანები, ვინც იმუქრება, დააკავონ, მაგრამ არაფერი იცვლება. მე უკვე ორჯერ გამომკითხეს, გუშინ დამატებით მივეცი ჩვენება გამოძიებას მას შემდეგ, როცა უკვე ვიდეოც გავრცელდა და ორი დღის ვადა მომცეს,“ – აღნიშნავს სამირა ბაირამოვა.
აქტივისტის თქმით, მუქარის შესახებ ბოლო გზავნილი მან გუშინ დილით მიიღო.
„შეიძლება ისევ მწერენ და მემუქრებიან, არ ვიცი, ბევრი მიგზავნიდა მესინჯერში შეტყობინებას და დავბლოკე,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ სამირა ბაირამოვამ.
რატომ არ რეაგირებს შსს მოძალადე ჯგუფების მხრიდან მუქარის შემთხვევაზე – კითხვა ერთდროულად რამდენიმე დეპუტატმა დაუსვა გუშინ, 14 მარტს შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელიც პარლამენტის წინაშე წარსდგა.
„151-ე მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე სამირა ბაირამოვაზე და მასზე გამოძიება მიმდინარეობს და მივყვებით, ჩვენებები მოგვცა, გამოვკითხეთ და ამას მივყვებით ბოლომდე,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.
„მინისტრის ამ განცხადების შემდეგ ახალი არაფერია,“ – გვითხრეს დღეს, 18 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში, სადაც ვიკითხეთ: რა სიახლეა „სამირა ბაირამოვას საქმეზე“ და რა ნაბიჯები გადადგა შსს-მ აქტივისტის უსაფრთხოებისთვის?
ამასობაში, შესაძლოა სამირა ბაირამოვა აქეთ დააჯარიმონ. მას უკვე ჩააბარეს ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ, რომლის მიხედვითაც სამირა „იერ-სახის დამახინჯებისთვის“ უნდა დაჯარიმდეს 50 ლარით.
„ხელი არ მოვაწერე ოქმს, 23 მარტს იქნება სასამართლო პროცესი მარნეულის მაგისტრ სასამართლოში,“ – გვითხრა სამირა ბაირამოვამ.
—————
პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიას „კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიული ოფისები დაატოვებინეს ხულოსა და შუახევშიც „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის დახურვის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება ქობულეთში, ოზურგეთში, მესტიაში და სხვა ქალაქებში.
მედიასაშუალება „ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.
პარტიაში ამბობენ, რომ მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“. 14 მარტს კი “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პარტია სრული შემადგენლობით გეგმავს რუსეთში ვიზიტს.
უკრაინის ქალაქი ხერსონი რუსმა ოკუპანტებმა 2 მარტს აიღეს. მიუხედავად ამისა, ხერსონში თავისუფალი უკრაინის მხარდასაჭერად და ოკუპაციის გასაპროტესტებლად არ წყდება ქუჩის აქციები. „ბათუმელების” რესპონდენტი ოკუპირებული ხერსონიდან, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს, გვეუბნება, რომ საპროტესტო აქციებზე ათობით ათასი უკრაინელი გამოდის ყოველდღე.
იგორ რუბინენკო (გვარი შეცვლილია) გვიამბობს, რა ხდება ახლა ხერსონში და როგორია ოკუპირებული ქალაქის მცხოვრებთა ყოველდღიურობა.
იგორ რუბინენკო, ხერსონის მცხოვრები:
პირველი დღეებიდანვე მასიურად დაიწყეს რუსმა ოკუპანტებმა მაროდიორობა ბანკებში, მაღაზიებში, ყველგან.
მადლობა ღმერთს, ქალაქის მერმა ინფრასტრუქტურის ნაწილი აამუშავა, ათობით ათასი ხერსონელი იკრიბება ყოველდღე საპროტესტო აქციებზე, ყველას ერთი მოთხოვნა აქვს: გათავისუფლდეს ხერსონი და მთელი უკრაინა ოკუპანტებისგან.
ძალიან ცოტაა საკვები, მაღაზიებში თითქმის აღარაფერი დარჩა, საერთოდ აღარ მოიპოვება ხორცი, მაკარონი და მარცვლეული. წამლებიც აღარსადაა, ჩვეულებრივი, პირველადი წამლებიც კი აღარ გვაქვს ქალაქში, არაფერს ვამბობ სპეციალური დანიშნულების მედიკამენტებზე.
ჰუმანიტარული დანიშნულების მანქანებს, რომელსაც საკვები და მედიკამენტები მოაქვთ, ხერსონში არ უშვებენ.
ქალაქში მკაცრი „წმენდა” დაიწყეს ოკუპანტებმა. ქუჩაში აჩერებენ უკრაინელებს, ართმევენ ტელეფონებს და უმოწმებენ სოციალურ ქსელებს, ფოტოგალერეას, ყველაფერს. კაცებს აშიშვლებენ და ამოწმებენ იარაღს ხომ არ მალავენ სადმე, უკმაყოფილო ან „საეჭვო” უკრაინელებს იჭერენ და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ.
ყველგან ცდილობენ დაიჭირონ და დააშინონ უკმაყოფილო უკრაინელები სხვადასხვა მეთოდით, ზოგი ხანგრძლივ დაკითხვებზე მიჰყავთ. კარგა ხანია გათიშეს უკრაინული არხები და მხოლოდ პროპაგანდისტულ რუსულ არხებს აჩვენებენ, სადაც ვხედავთ, რომ თითქოს ხერსონში ყვავილებით ხვდებიან რუს ოკუპანტებს, თითქოს ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტებს ურიგებენ ხერსონელებს, ამ დროს კი ეს კადრები ჩვენი მაღაზიებიდან მოპარული პროდუქტებით გადაიღეს.
ჩერნობაევკასთან (ხერსონის ოლქში) უკვე მეორე დღეა უკრაინის შეიარაღებული ძალები ებრძვიან ოკუპანტებს.
ხერსონი არ ნებდება, მიუხედავად რთული მდგომარეობისა, ხალხი ერთიანია და ყველა თავისუფალი უკრაინის მხარდასაჭერად გამოდის ქუჩაში.
რუსი ოკუპანტების საკვებით მომარაგება ახლა ყირიმიდან დაიწყეს.
ხერსონის მოსახლეობის მომარაგებას მოხალისეებიც ცდილობენ ჯერჯერობით, როცა საკვების რაოდენობა ამოიწურება, მერე რა იქნება არ ვიცით.
ძალიან სამწუხარო რამაა ომი, მაგრამ ჩვენი ხალხი ამ ომმა გააერთიანა. პირველად მოხუცებს ვკვებავთ, წამლებს ვაძლევთ – მიუხედავად იმისა, რომ აღარსად არაფერი მოიპოვება, რაც გვაქვს ერთმანეთს ხელიდან ხელში გადავცემთ. ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, შეძლებისდაგვარად“.
ევროპარლამენტმა რუს და ბელარუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აუკრძალა.
„დღეიდან რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ და სამთავრობო პერსონალს ევროპარლამენტის შენობებში შესვლა ეკრძალებათ.
დემოკრატიის სახლში არ არის ადგილი მათთვის, ვინც დემოკრატიული წესრიგის დანგრევას ცდილობს,“ – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ტვიტერზე.
ასევე, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და ბულგარეთი რუს დიპლომატებს აძევებენ.
„ბიბისის“ ცნობით, ბულგარეთმა ათი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან, ლიეტუვამ ოთხი რუსი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა, ლატვიამ და ესტონეთმა – სამი დიპლომატის.
გაძევების ოფიციალური მიზეზია „დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა“.
_________________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/JULIEN WARNAND
დღეს, 18 მარტს, უკრაინაში, ქალაქ ლვოვის ცენტრალური ბაზრის მოედანზე, 109 ცარიელი საბავშვო ეტლი განათავსეს იმის ნიშნად, რომ 24 თებერვლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, უკრაინაში 109 ბავშვი დაიღუპა საომარი მოქმედებების შედეგად.
უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, წინასწარი გამოძიების ცნობით, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 109 ბავშვი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა.
„დაღუპული და დაჭრილი ბავშვების რეალური რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან უკრაინის ქალაქებში საოკუპაციო ჯარები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ატარებენ.
ხარკოვის ოლქის ზოლოჩივის რაიონში დედამ 4 წლის ქალიშვილი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა. იგი დაბომბვისას ბავშვს სხეულით გადაეფარა.
გუშინ ოკუპანტებმა კიევის რაიონში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. ამ დროისთვის ცნობილია ორი წლის ბავშვის გარდაცვალების და ოთხი ადამიანის დაშავების შესახებ.
️მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, წვლილი შეიტანონ ბავშვთა უფლებების დარღვევის შესაჩერებლად და გააძლიერონ ზეწოლა რუსეთის შესაჩერებლად.
ნატოს ქვეყნებო – დაკეტეთ ცა!“ – წერს ლუდმილა დენისოვა ფეისბუქზე.
___________________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MICHELE ESPOSITO
ბათუმის მერიამ ადმინისტრაციული შენობების სახურავებისა და საკრებულოს სხდომათა დარბაზის შეკეთებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 154 ათას 194 ლარია.
სამუშაოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება კი, 25 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება.
ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზი / ფოტოები ტენდერიდან
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შესაკეთებელია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული – ლ. ასათიანის ქ. N25-ში და ს.ს. ორბელიანის ქ. N10-ში – მდებარე შენობების სახურავები. ორბელიანის ქუჩაზე მდებარე შენობაზე უნდა მოეწყოს ასევე საჩრდილობელი და გასარემონტებელია საკრებულოს სხდომათა დარბაზი [ლ. ასათიანის ქ. N25-ში].
ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის სახურავი / ლ. ასათიანის ქუჩა/ ფოტო ტენდერიდან
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „დარბაზის ჭერიდან ფრაგმენტულად ჩამოვარდნილია ლესვითი კარნიზი, რისი მიზეზიც საინჟინრო ექსპერტიზის გამოკვლევისა და ვიზუალური დათვალიერების მიხედვით, ოთახის სივრცეში შემოღწეული ატმოსფერული წყალია. წყალი სივრცეში აღწევს შენობის დაზიანებული სახურავის ფენილისა და გაუმართავი წყალსადინარი სისტემის მეშვეობით. აღნიშნულის გამო სასხვენო გადახურვის მონოლითური რკინა-ბეტონის ფილაში გამოყენებული კონსტრუქციული ლითონის კოჭი სინესტისგან კოროზირებულია, რამაც გამოიწვია ფილასა და ნალესს შორის რღვევის პროცესის განვითარება.“
ექსპერტიზის დასკვნაში კი აღნიშნულია, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჭერის დაზიანებების მიზეზი ასევე არის „[თავის დროზე] ლესვის სამუშაოების არასათანადოდ შესრულება“. გარდა ამისა, დანესტიანებულია სხდომათა დარბაზის კედლებიც, რაც „სათათბირო ოთახში მყოფთათვის გარკვეული საფრთხის შემცველია, იმის გარდა, რომ სინესტე კედლების ესთეტიკურ შესახედაობას აზიანებს“.
ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობა ორბელიანის ქუჩაზე და რენდერი პროექტიდან
ბათუმის საკრებულოს დარბაზის ავარიულობის გამო ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. სხდომა იმავე დღეს ჩაიშალა და მას შემდეგ საკრებულო, რომელმაც მერიის საქმიანობაც უნდა აკონტროლოს, აღარ შეკრებილა.
—
ახალარჩეული საკრებულო პირველად 2021 წლის 3 დეკემბერს შეიკრიბა, თუმცა სხდომა ისე ჩაიშალა, რომ თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარე დღემდე არ ჰყავს.
შემდეგი მცდელობა საკრებულოს შეკრების იყო ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში, თუმცა სხდომაზე „ქართული ოცნება“ არ გამოცხადდა. „ოცნების“ დეპუტატები მოგვიანებით ჩანიშნულ სხდომაზეც არ მივიდნენ.
2022 წლის 2 აპრილს კი, ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები გაიმართება. ადლიის საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე იყო. იგი 2021 წლის ნოემბერში, ახალი საკრებულოს შეკრებამდე გარდაიცვალა.
„გვინდოდა გამოსულიყო არა როგორც პრეზიდენტი, არამედ, როგორც რიგითი პოლონელი, უშუალო ადამიანი, ადამიანებთან ახლოს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქანდაკე თემურ მახარაძე. ის პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძეგლის თანაავტორია. ძეგლზე თემურ მახარაძემ ოლეგ პატარიძესთან ერთად იმუშავა.
კაჩინსკის ძეგლი ბათუმის ახალ ბულვარში გუშინ, 17 მარტს, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს.
„კაჩინსკი გამოვიდა წინასწარმეტყველი. ლეხ კაჩინსკის მსგავსი გვერდით დგომა გვჭირდება დღეს ყველაზე მეტად. სამწუხაროდ ისე არ ვუდგავართ საქართველო უკრაინას, როგორც უკრაინა გვიდგას გვერდში.
კაჩინსკიმ დიდი უბედურება აგვარიდა. ჩვენ ამას თანდათან ვხდებით, როცა უკრაინის ომს ვუყურებთ,“ – გვითხრა თემურ მახარაძემ.
კაჩინსკის ძეგლის ავტორების თქმით, ძეგლის დამზადება მთლიანად პოლონეთის მხარემ დააფინანსა.
„ამაში აქტიურად იყო ჩართული სილეზიის მხარე 2017 წლიდან, ასევე, ქალაქი ვროცლავი, სადაც ქალაქის შესასვლელში გაიხსნა ქართველი ოფიცრების წრიული,“ – ამბობს ირაკლი ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელი, რომელიც იმ დროს, როცა ბათუმში კაჩინსკის ძეგლის განთავსება გადაწყდა, აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა.
„პოლონელებს სურდათ, ადგილობრივ არქიტექტორებს მოემზადებინათ ესკიზი. რამდენიმე ვარიანტი მომზადდა და საბოლოოდ ის შეარჩიეს, რაც დაიდგა. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე იმსჯელა ბათუმის საკრებულომაც,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ირაკლი ბერიძემ.
ლეხ კაჩინსკი პოლონეთის პრეზიდენტი იყო 2005-2010 წლებში. 2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავი ტუ-154 ავიაკატასტროფაში მოხვდა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა, მათ შორის, ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე – მარია კაჩინსკა და პოლონეთის დელეგაცია: მთავრობისა და პარლამენტის წევრები, რელიგიური მოღვაწეები, სულ 96 ადამიანი.
პოლონეთის დელეგაცია რუსეთში, სმოლენსკში მიფრინავდა, სადაც კატინის ტყეში, საბჭოთა ტერორის დროს 21 ათასზე მეტი დახვრეტილი პოლონელის მემორიალის გახსნაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. პოლონელი ტყვეები 1940 წელს НКВД-ეს დანაყოფებმა დახვრიტეს და კატინის ტყეში დამარხეს.
პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში, მათ შორის, იგი ჩამოვიდა უახლეს ისტორიაში საქართველოსთვის ყველაზე რთულ პერიოდში – აგვისტოს ომის დღეებში.
2010 წელს პოლონეთის პრეზიდენტს, ლეხ კაჩინსკის, სიკვდილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა, 11 აპრილი კი, საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა.
თბილისსა და ბათუმში არის ლეხ და მარია კაჩინსკების სახელობის ქუჩა.