მთავარი,სიახლეები

ხულოში „ალტ-ინფოს“ პარტიისთვის ნაქირავები ოფისი დაატოვებინეს

08.03.2022
ხულოში „ალტ-ინფოს“ პარტიისთვის ნაქირავები ოფისი დაატოვებინეს

„ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულ პარტიას „კონსერვატიული მოძრაობა“ ხულოში პარტიის ოფისი დაატოვებინეს. როგორც ხულოს მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში წერდნენ, პარტიამ ოფისი გუშინ, 7 მარტს, გახსნა, თუმცა პარტიის წარმომადგენლებს ფართობის მესაკუთრე დაუკავშირდა და ოფისის დაცლა მოსთხოვა.

„თავიდან არ ვიცოდი ვინ ქირაობდა ფართობს, მაგრამ შემდეგ გავიგე ვინც იყვნენ და მოვთხოვე ოფისის დაცლა“ – გვითხრა ფართობის მესაკუთრემ, დათო სოლომონიძემ.

დათო სოლომონიძე ამბობს, რომ მისთვის „კონსერვატიული მოძრაობის“ იდეოლოგია მიუღებელია.

„ჩემთვის მიუღებელია ამ პარტიის პოლიტიკური იდეოლოგიაც და რელიგიური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ მუსლიმ ქართველებს, მე არც თათარი ვარ და არც ურწმუნო, როგორც ისინი მოიხსენიებენ ხოლმე ქართველ მუსლიმებს. ასეთი შეხედულებების პარტიას ფართობს არ დავუთმობ,“ – ამბობს დათო სოლომონიძე.

მისი თქმით, „კონსერვატიულ პარტიას“  ხულოში პარტიის ოფისი 1500 ლარად ჰქონდა დაქირავებული.

„ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.

____________________

მთავარი ფოტო: „კონსერვატიული პარტიის“ ოფისის გახსნა ხულოში/ფოტო: ნესტან ანანიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: