მთავარი,სიახლეები

14 საარჩევნო უბანი, 20 202 ამორჩეველი და 2 კანდიდატი – შუალედური არჩევნები ბათუმში

15.03.2022
14 საარჩევნო უბანი, 20 202 ამორჩეველი და 2 კანდიდატი – შუალედური არჩევნები ბათუმში

2 აპრილს ბათუმში შუალედური არჩევნები გაიმართება. #4 მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველი საკრებულოში თავის წარმომადგენელს აირჩევს. ამ ოლქში ხელახალი არჩევნების გამართვა დღის წესრიგში საკრებულოს არჩეული წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის  გარდაცვალების შემდეგ დადგა.

ნუგზარ ფუტკარაძე ახალარჩეული საკრებულოს  შეკრებამდე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს აშანტაჟებდნენ, ამის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი გაავრცელა და საქმის სწრაფად გამოძიება მოითხოვა.

ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, ზეწოლას ახდენდნენ – ენმ

ბათუმის #4 მაჟორიტარულ ოქლში 20 202 ამომრჩეველია რეგისტრირებული [10 589 ქალი და 9613 კაცი]. შუალედურ არჩევნებზე ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება. არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე, ის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის შვილია და „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

ნუგზარ ფუტკარაძის შვილი ენმ-ის კანდიდატი იქნება ბათუმში, შუალედურ არჩევნებზე

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ბათუმის #4 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული 20 138 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 11 535 ამომრჩეველი მივიდა. მათგან 4838-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა ნუგზარ ფუტკარაძეს [ენმ], 4542-მა მამუკა კაკაბაძეს [„ოცნება“], 1481-მა კი – მინდია დევაძეს, „გახარია საქართველოსთვის“. ამჯერად გახარიას პარტიამ შუალედურ არჩევნებში თავისი კანდიდატი არ დააყენა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: