მთავარი,სიახლეები

დადასტურდა კოვიდის 849 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 13 პაციენტი – 19 მარტი

19.03.2022
დადასტურდა კოვიდის 849 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 13 პაციენტი – 19 მარტი

19 მარტის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 849 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 849 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 383 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 136, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 67, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 55, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 19 მარტის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 641 399 , ბოლო 24 საათში – 849
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 596 779 , ბოლო 24 საათში – 1 855
  • მათ შორის გარდაცვლილი – 16 643 , ბოლო 24 საათში – 13
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 20 286, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 904, PCR ტესტით – 2 382
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,19%, ბოლო 14 დღის – 9,04%, ბოლო 7 დღის – 5,87%
  • სულ აცრილია – 2 841 572, დღიურად აცრილია – 1 448
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 822

ამავე თემაზე:

რა საფრთხეს ქმნის კოვიდის უფასო PCR ტესტირების გაუქმება? – „გვეყოლება მეტი ინფიცირებული“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: