ექვსი ბათუმელი სტუდენტი ნორვეგიაში

ტურიზმის ფაკულტეტის ექვსი სტუდენტი – მინდია კურცხალიძე, ანა ჯაფარიძე, ანა სანიკიძე, ვახტანგ გვენეტაძე, ირმა დოლიძე და გიორგი გელაძე 20 აგვისტოდან ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტში ისწავლის. გამარჯვებული სტუდენტების ვინაობა კონკურსის საფუძველზე გაირკვა. კონკურსში მონაწილეობა 62 სტუდენტმა მიიღო, მათგან პირველ ეტაპზე 16 სტუდენტი გადავიდა. შესარჩევი კონკურსი გაიმართა შემდეგი პირობებით: ინგლისურ ენაში ტესტირება, კომუნიკაციის უნარი, კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარი და საშუალო აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი.

ყველაზე პატარა დელფინი, ბათუმის დელფინარიუმიდან (ვიდეო)

 

ბათუმის დელფინარიუმის ყველაზე პატარა ბინადარი დედის დახმარებით გარემოში ადაპტაციას ადვილად ახერხებს.

ქველმოქმედება კამერის თანხლებით

 

„განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს პასქას და წითლად შეღებილ კვერცხს ჩუქნის“, „განათლების მინისტრი და ლეიკემიით დაავადებული ბავშვები პასქების გარემოცვაში“, „პასქები და ბავშვები, დაღლილი, სევდიანი გამომეტყველებით“ _ ეს იმ ფოტოების აღწერაა, რომელიც გასულ კვირას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და “ფეისბუქში” გამოქვეყნდა. მინისტრმა თამარ სანიკიძემ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

“ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას იქ, სადაც ამის ხმა მქონდა”

 

 

 მერიის ადმინისტრაციას თემურ კახიძე ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ წინა მოწვევის საკრებულოს წევრობის უფლებამოსილების გასვლის შემდეგ, ჯერ საჯარო და მერე ისევ სამოქალაქო სექტორში მუშაობა მისთვის ახალი გამოცდილებაა, რადგან გარედან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს. თემურ კახიძისთვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა მერის მოვალეობის შემსრულებელს გია ერმაკოვს შეუთავაზებია.

 

“სითი ბენდი მალე ისევ ადუღდება”

 

 

ოცნება, ჰყოლოდა საკუთარი ბენდი, კახა ცინცაძემ მარტივად აისრულა, ჩამოუარა ყველა ნაცნობ შემსრულებელს და თავისი იდეა გააცნო. მაშინ მის სურვილს ღიმილით შეხვდნენ, წინადადებას მხოლოდ იმიტომ დათანხმდნენ, რომ კახასთვის გული არ გაეტეხათ. ეს თითქმის ორი წლის წინ მოხდა, დღეს კი ყველა იცნობს კახას მიერ შექმნილ „სითი ბენდს”, რომელიც გასულ წელს პროექტ “ნიჭიერში” მაყურებლის რჩეული გახდა.

ინდიელების მუსიკა ბათუმის ქუჩებში

 

რამდენიმე კვირაა ბათუმს ინდიელ მუსიკოსთა ჯგუფი სტუმრობს, ბათუმის ქუჩებში მათი მუსიკა გამვლელებს აჩერებს და სასიამოვნო განწყობაზე აყენებს. მუსიკალურ ნომრებთან ერთად ინდიელები გამვლელებს თავიანთ ხელნაკეთი ნივთებისა და სიდი დისკების ყიდვას სთავაზობენ. მუსიკოსები ძირითადად ბულვარის მიმდებარე ქუჩებზე უკრავენ.

ცხოვრება ამნისტიის შემდეგ

 

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს, ამნისტიის შედეგად 17 735 მსჯავრდებული გათავისუფლდა. ამნისტირებულ პირთა ნაწილი, რესოციალიზაციას ინდივიდუალურად ცდილობს, რადგან სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მწირი პროგრამები, ყველა ბენეფიციარს არ წვდება. ყოფილი პატიმრების ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა. „საქართველოში ამის ყველა რესურსი ამოწურულია“, – ამბობს ერთ-ერთი ამნისტირებული პატიმარი. „ბათუმელები“ რამდენიმე მათგანს ესაუბრა. მათ შორის ერთ-ერთი ქალია.

ამჯერად პირადზე ვწერ

 

 

რამდენჯერ ყოფილა, როცა შაბათს ან კვირას, დასვენების დღეებში, დავუღლივარ ფიქრს იმაზე, სწორად დავწერე თუ არა ესა თუ ის ციფრი, ფრაზა სტატიაში, რომელიც ორშაბათის ნომერში უნდა გამოქვეყნდეს. რამდენჯერ გადამითვლია… რთულია, როცა პასუხისმგებლობის ტვირთი შენზეა და ისიც კარგად გესმის, რომ თითოეული სიტყვისთვის ხვალ შეიძლება პასუხი მოგთხოვონ. 

„დაპირებები იქნება მოკლე და კონკრეტული“

 

 

ინტერვიუ ბათუმის მერობის კანდიდატთან „ნაციონალური მოძრაობიდან“

 

 

პარტიებმა ბათუმის მერობის კანდიდატები უკვე დაასახელეს. ყოფილი მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი საკრებულოს მოქმედი წევრი, პროფესიით ექიმი ტრავმატოლოგი გია დიასამიძე იქნება. ნაციონალების „უცებ შერჩეული“ უპარტიო მერობის კანდიდატი საარჩევნო გეგმებზე საუბრობს. 

ისაუზმეთ ტიფანისთან

 

შეუძლებელია, არ გახსოვდეთ ოდრი ჰეპბერნი თავისი პატარა შავი კაბით, ჭრელი თმით, შავი სათვალითა და გრძელი მუნდშტუკით. სხვა ყველაფერი რომ დაგვიწყებოდათ ფილმიდან, ოდრი არ დაგავიწყდებოდათ. ეს კინოში. წიგნში კი ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრადაა. „საუზმე ტიფანისთან“ – ამ ლეგენდარულ წიგნზე ვყვებით.

ახალი და ძველი ინტერესები ბათუმის პორტში

 

კომპანია „ტრანსსისტემმა“, რომელიც სამი წლის მანძილზე ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ტვირთის ექსკლუზიური გადამზიდავი იყო, პროკურატურას მიმართა.  ბათუმის პორტის მფლობელი, ყაზახეთის სახელმწიფოს წარმომადგენელი კი ამბობს, რომ მისი წინამორბედი ოფშორში დარეგისტრირებული „ტრანსსისტემისთვის“ ექსკლუზიური უფლების მინიჭებას მუქარის პირობებში დასთანხმდა. კომპანიებს შორის დაპირისპირების ფონზე ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა შემცირდა. პორტთან დაკავშირებული სკანდალი საერთაშორისო არბიტრაჟის განხილვის საგანი გახდება. 

1 ლარი ახალგაზრდის გადასარჩენად

 

28 წლის დავით ბერიძეს 20 ათასი ლარი სჭირდება იმისათვის, რომ ავთვისებიანი სიმსივნე დაამარცხოს – ჩაიტაროს გამოკვლევები და ქიმიოთერაპია. დავით ბერიძის ორგანიზმში მეორე სტადიაზე მყოფი ავთვისებიანი სიმსივნე ექიმებმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. პაციენტს გამოკვლევის ჩატარება თურქეთში სჭირდება.

ბათუმში ახალგაზრდული თეატრალური კვირეული ტარდება

 

 

ბათუმის ქუჩებში ახალგაზრდული თეატრის კვირეულთან დაკავშირებით თეატრალური მსვლელობა მოეწყო. მსვლელობის ორგანიზატორებმა, ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „არტ ვეის“ წარმომადგენლებმა ღონისძიებაზე დასწრების მსურველები მიიწვიეს.

 

დღეს ქობულეთის მუზეუმში უცნობი ხელნაწერები გამოიფინება

 

 

„უცნობი ხელნაწერები“  – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც დღეს სამ საათზე ქობულეთის მუზეუმში გაიხსნება.  საზოგადოებას დღეს პირველად მიეცემა საშუალება   აჭარის რეგიონში შექმნილი  მე-11 – 19 საუკუნის ხელნაწერები იხილოს. 

რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

 

ალეკო სარიშვილი ბათუმის საზღვაო აკადემიის პროფესორია. გადასახლების დროს ის მხოლოდ ოთხი თვის იყო, დედა კი – 16 წლის. როგორც დედის, ასევე მამის ოჯახმა გადასახლებაში ათი წელი გაატარა. „ადამიანისთვის ღირსება ყველაზე დიდი ფასეულობაა, ჩვენ კი არა მარტო ღირსება შეგვილახეს, გვაპამპულეს, სიცრუეში გვაცხოვრეს. მე ვერასოდეს ვიტყვი სტალინზე კარგს, რადგან მან ბევრი ბოროტება გაუკეთა ჩემს ოჯახს“.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ტრავმა

 

 

საქართველოში 2010 წლიდან 2013 წლამდე სულ 631 ადამიანია გაუჩინარებული. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტებისა და ომების შედეგად კი უგზო-უკვლოდ 2000 ადამიანია დაკარგული, ამათგან 870 მებრძოლი და დაახლოებით 1030 სამოქალაქო პირი. დღეს საქართველოში არანაირი სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახებისთვის ფსიქოლოგიურ დახმარებას უზრუნველყოფს. ამ საქმიანობას 2010 წლიდან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) ახორციელებს.

საზაფხულო სკოლები მოსწავლეებისთვის

 

საზაფხულო სკოლები მოსწავლეებისათვის ერთდროულად დასვენების, შემეცნების, ახალი ადამიანების გაცნობისა და გართობის საშუალებაა. სად და როგორ შეიძლება მოსწავლემ ზაფხული შინაარსიანად გაატაროს? 

50 მილიონი ლარი სოფლებისთვის და კორუფციის რისკი

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დასაფინანსებლად წელს ბიუჯეტში 50 მილიონამდე ლარი გაითვალისწინეს. მთავრობის გადაწყვეტილებით ამ თანხას გამარტივებული წესით განკარგავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები თავად გადაწყვეტენ, რომელი კომპანიებს დაუკვეთონ სამუშაო. ამის გამო არასამთავრობო ორგანიზაციები კორუფციის რისკებზე საუბრობენ. 

ბათუმში ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი გრძელდება

 

ბათუმში ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი “SoundSpring” გრძელდება.  

 

ფესტივალის მეორე დღე გია ხადურის ლექციით გაიხსნა, რომელიც ექსპერიმენტული მუსიკის მნიშვნელობას ეხებოდა. ლექციის შემდეგ გალერეა 41/41 ში მისულ მსმენელს საშუალება ჰქონდა ლევან მაისურაძისთვის და ირაკლი შონიასთვის მოესმინა.

 

ხვალ ფესტივალის ბოლო დღეა.  ნიკო ნერგაძე წაიკითხავს ლექციას თემაზე “ექსპერიმენტული მუსიკა და მეინსტრიმი”,  ლექცია საღამოს 6 საათზე დაიწყება. 8 საათზე კი ფესტივალზე გოგი ძოძუაშვილი,  ირაკლი აბრამიშვილი და Sikha გამოვლენ. 

 

ფესტივალზე დასწრება უფასოა. 

ოჯახი, კონსტიტუცია და სტერეოტიპები

 

„გამოვდივარ ინიციატივით, კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 28 მარტს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრემიერის განცხადების ინტერპრეტირება სცადეს და თქვეს, რომ „ოჯახში“ პრემიერმა ქორწინება იგულისხმა. რატომ გააქტიურდა ოჯახისა და ქორწინების თემა და რა კავშირი აქვს მას ანტიდისკრიმინაციულ კანონთან? ამ საკითხზე „ბათუმელებს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ესაუბრა.

„ამერიკან ტრეიდინგ კომპანი“ – პარტნიორობა, ხარისხისა და რაოდენობის მკაცრი კონტროლი

 

ამერიკან ტრეიდინგ კომპანიმ“, აზერბაიჯანისა და საქართველოს მომხმარებლებისათვის, არგენტინული მაღალი პროტეინის შემცველობის სოიოს შროტის მორიგი მიწოდება განახორციელა. კომპანია ძირითადად მუშაობს ქართულ და აზერბაიჯანულ ბაზარზე, ასევე ფართოვდება მომხმარებელთა გეოგრაფიული არეალი, ძირითადად ცენტრალურ აზიაში, კერძოდ ყაზახეთსა და უზბეკეთში. კომპანიის წარმატებული საქმიანობა დაფუძნებულია ხარისხისა და რაოდენობის მკაცრ კონტროლზე, კლიენტებთან პარტნიორულ ურთიერთობაზე, სოიოს შროტის მომხმარებელთა მოთხოვნების დროულ და ეფექტურ დაკმაყოფილებაზე.  

ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა

 

ბათუმის დელფინარიუმში კიდევ ერთი დელფინი დაიბადა. ინფორმაციას ამის შესახებ  დელფინარიუმის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ბათუმში ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი იწყება

 

ხვალ, 25 აპრილს,  ბათუმში ექსპერიმენტული, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „SoundSpring“  იწყება

სიახლეები ხელოვნების უნივერსიტეტში

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი კონტინგენტს 1300 სტუდენტით ზრდის, თუმცა ამ დრომდე უცნობია, უნივერსიტეტი დარჩება თუ არა არსებულ შენობაში. ახლა უნივერსიტეტში 284 სტუდენტი სწავლობს. ხელოვნების უნივერსიტეტის გეგმებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა ქეთევან ვაჩეიშვილმა – ხელოვნების უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა. 

მშენებარე ჰესი და ბრალდებული გლეხები

 

ხელვაჩაურში მიწებთან დაკავშირებული „მორიგი რაუნდი“ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების წინ, წინა წლების გამოცდილების საპირისპიროდ, იუსტიციის სამინისტრომ სოფლის მოსახლეობის დაკავებით განაახლა. ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები წლებია ცდილობენ მიწების დარეგისტრირებას, ხელისუფლება კი ყოველი არჩევნების წინ „აგვარებს“ პრობლემას. აქამდე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური „აქცია“ 2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდა: ხალხს მიწები მასობრივად დაურეგისტრირეს, რამდენიმე თვეში კი ასევე მასობრივად ჩამოართვეს.

მოგზაურობა დროში – „ბათუმელები“ წიგნის პრეზენტაციაზე გეპატიჟებათ

 

 

30 აპრილს, ოთხშაბათს, საღამოს 7 საათიდან ბათუმის სანაპიროზე რამდენიმე საათით ძველ ბათუმში მოგზაურობის მსურველები შეიკრიბებიან. გაზეთი „ბათუმელები“ თავისი გამოცემული წიგნის – „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ პრეზენტაციას ზღვის პირას, ღია ცისქვეშ გეგმავს. „ბათუმელები“ წიგნის პრეზენტაციაზე ყველა იმ ადამიანს იწვევს, ვისაც ძველი ბათუმი უყვარს, თუმცა წიგნის პრეზენტაციის განსაკუთრებული სტუმრები, პირველ რიგში, გაზეთ „ბათუმელების“ ერთგული და მომავალი მკითხველები იქნებიან. წიგნის პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია. 

ბოშები გელაურიდან

 

 ქობულეთის ცენტრთან ახლოს მდებარე სოფელ გელაურში ბოშების ოცი ოჯახი ცხოვრობს. სამი წელია, რაც მათი შვილები განათლებას ქართულ სკოლაში იღებენ, თუმცა ჯერ კიდევ უჭირთ ქართულ ენაზე საუბარი. გელაურელი ბოშები ევანგელისტი ქრისტიანები არიან, კვირაში რამდენჯერმე კრებაზე, ღვთის სიტყვის მოსასმენად იკრიბებიან, სადაც ბიბლიის კითხვისა და გალობის გარდა მათი თემის ყოფით პრობლემებს განიხილავენ.  

პოლიციელის დღე 6 მაისს აღარ აღინიშნება

 

მიმდინარე წელს პოლიციელის დღე აღარ აღინიშნება. 1 მაისიდან ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულება, რომლითაც 6 მაისი, როგორც პოლიციელის დღე, გაუქმდება. 

 

“ჩემს ეზოში ვერ ვიცავ თავს და გარეთ ვინ დამიცვას?!”

 

 

ჩემს ნამუშევარში ფულს არ მიხდიან და სამართალს ვერსად ვპოულობ. ჩემი ისტორია ასე დაიწყო – 2011 წელს ინვესტორი მოვიდა ხელვაჩაურში. მის კომპანიას baTum meat combinat-ი ჰქვია, პირადად მას – ტაირ ჩელეკი. ამ კაცს ჩვენს სოფელში თავის დროზე მოჰყვა ხელვაჩაურის მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძე, ლევან ვარშალომიძეც იყო. გვითხრეს, რომ გვამუშავებდნენ მშენებლობაზე და გვამუშავეს კიდეც თითქმის ორი წელი. ჩვენი ოჯახიდან მე და ჩემი ბიჭი გურამ უზუნაძე ვმუშაობდით. 

პროექტი ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად

 

 

მარინა სიმონიშვილი ყოფილი პატიმრის ცოლია. მას უკვე თვეზე მეტია, რაც ბათუმის მერიასთან ახლოს საკუთარი საცხობი აქვს. “ყოველთვის ვნატრობდი, რომ ჩემი საქმე მქონოდა, 25-წლიანი სამუშაო გამოცდილება მაქვს, მაგრამ წლებია ძირითადი შემოსავალი სოციალურად დახმარება იყო, რომელიც ბოლოს საერთოდ შემიწყვიტეს”, – ამბობს მარინა. საცხობის გახსნა მან იმ პროექტის ფარგლებში შეძლო, რომელსაც ორი არასამთავრობო ორგანიზაცია – “დემოკრატიის ინსტიტუტი” და “თანაზიარი” ახორციელებენ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანი ყოფილი პატიმარების, პატიმრების ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა.

ადამიანის უფლებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი

 

თქვენი აზრით, რომელია ადამიანის უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ? – ეს შეკითხვა ბათუმელ სკოლის მოსწავლეებს დავუსვით. გამოკითხული მოსწავლეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვის თავისუფლებაა. “ბათუმელები” რამდენიმე მოსწავლის მოსაზრებას გთავაზობთ ამ თემაზე.

როგორ ვისწავლოთ დისტანციურად

 

განათლების მიღება საზღვარგარეთის ქვეყნების სასწავლებლებში დღეს იმაზე უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე. თუ არ გაქვს საკმარისი ფული საზღვარგარეთ წასასვლელად განათლების მიღება სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელადაც შეიძლება. დისტანციური სწავლება საშუალებაა საკუთარი განათლების მენეჯმენტი თავად გაწიო და მინიმალური დანახარჯით მიიღო განათლება. არსებობს სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა საგნის კურსები. მათ შორის ნაწილი ფასიანია, ნაწილი – უფასო. კურსების გავლის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატისა და დიპლომის მიღებაც შესაძლებელია.

„შინაგანად უნდა იყო მომართული, მერე ტკივილს ვეღარ იგრძნობ”

 

მიდია რიგი 19 წლის ბათუმელი გოგოა, რომელსაც სჯერა, რომ კრივში ასპარეზობით შეძლებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. ის ამისთვის ყველაფერს აკეთებს, ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა დარწმუნებულია, რომ წარმატებას მიაღწევს.

ბათუმის მწვანე განზომილება

 

რამდენად შესაძლებელია ურბანული განვითარების მწვანე მიდგომის თეორიული პერსპექტივის საქართველოს რეალობაზე გადმოტანა –  ამ თემაზე დღეს ბათუმში მსჯელობდნენ. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საჯარო დისკუსიას მწვანე ურბანულ განვითარებაზე, დაახლოებით ოცი ადამიანი  ესწრებოდა.  შეხვედრაზე  ბათუმში  არსებულ მწვანე პოლიტიკაზე და მის შესაძლო განვითარებაზე ისაუბრეს. 

457 300 ლარი სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში თებერვლიდან დღემდე 938 ვაუჩერია გაცემული. პროგრამა სულ 2 569 ბენეფიციარზეა გათვლილი და მასში ჩართვა 18 წლამდე ასაკის აჭარაში რეგისტრირებულ ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე ბავშვს შეუძლია. 

ავტოსტოპით თურქეთის ქალაქებში

 

 

გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა ყოველთვის ძალიან მინდოდა. როცა გავიგე Mevlan-ას პროგრამის შესახებ, გადავწყვიტე ერთი სემესტრით მაინც მესარგებლა ამ პროგრამით. შესარჩევი ტური წარმატებით გავიარე, სასწავლებლად თურქეთში, ქალაქ სამსუნში, „19 მაისის“ უნივერსიტეტში გავემგზავრე.

Exit mobile version