ლევან ბერძენიშვილის ლექცია – ზღვა და ლიტერატურა

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მკითხველთან გამართულ შეხვედრაზე ლევან ბერძენიშვილმა ლიტერატურაში ზღვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ბათუმში მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

 

10-15 ივლისს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრი, ბათუმის სიმფონიური ორკესტრი, ლოურენს გოლანი, ფრანჩესკო ნიკოლოზი, ელისო ბოლქვაძე, ანტუან პეკერი, არიელ ცუკერმანი, ბრუნო მონსანჟანი, ქეთევან ქემოკლიძე, ალექსეი შადრინი და მედეა ალთუნაშვილი მიიღებენ. 

რა ხდება ბათუმის ციხეში

 

 

ბათუმის საპყრობილეში პატიმარმა ვენები იმის გამო გადაიჭრა, რომ ამ ფორმით მისი თანასაკნელის კარცერში გადაყვანა გააპროტესტა. ბოლო 45 დღის განმავლობაში ბათუმის მე-3 საპყრობილეში რამდენიმე პატიმარმა დაიზიანა თავი. დაიწყო თუ არა თვითდაზიანების ფაქტებზე გამოძიება? – მთავარი პროკურატურა ამ კითხვაზე პასუხს არ სცემს. „ბათუმელების“ კითხვებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ  წერილობით უპასუხა.

ნიკა კიკნაძე X ფაქტორის შემდეგ

 

 

23 წლის ნიკა კიკნაძე მაყურებელმა პროექტ “X-ფაქტორით” გაიცნო. ნიკა ბათუმელია, მისი ოცნებაა ბათუმში აკეთოს საყვარელი საქმე: „მიჯაჭვული ვარ ამ ქალაქს, ხშირად ჩამოვდივარ, ძალიან მიჭირს დიდხანს შორს ყოფნა. მინდა მქონდეს შესაძლებლობა აქ, ბათუმში, დავკავდე მუსიკით იმ დოზით, რომ თავად ვიყო კმაყოფილი,“ – ამბობს ნიკა.

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

 

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ბათუმის საზღვაო აკადემიის, საზღვაო სასწავლო ცენტრ „ანრის“ და  ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, სასწავლებლების სხვა სტუდენტებთან ერთად ეს დღე ბათუმის ქუჩებში მსვლელობით აღნიშნეს.  

რატომ ირჩევენ ევროპას აჭარაში

 

ვინ რატომ ირჩევს ევროპას  გამოკითხვა ბათუმში და მაღამთიან აჭარაში “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისეებმა ჩაატარეს.

მკურნალობა პლაჟზე – სად ჯობს დასვენება?

 

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე სუბტროპიკული კლიმატია. ურეკი, ქობულეთი, ციხისძირი,  ბათუმი, სარფი და სხვა მცირე კურორტები ტერიტორიულად ერთმანეთის გვერდიგვერდაა, თუმცა ისინი მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამ განსხვავებებზე „ბათუმელებს“ ექიმი კურორტოლოგი ნელი ჭოხონელიძე ესაუბრა.   

უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მონიტორინგი

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდის მონიტორინგი 2014 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 10 ივნისის ჩათვლით განახორციელა.  “ბათუმელები” გთავაზობთ შედეგებს უცვლელად:

როგორ ვებრძოლოთ ჩიყვს

 

ჩიყვის ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ორგანიზმში იოდის ნაკლებობაა. ენდოკრინოლოგ ლია კოხრეიძის თქმით, აჭარაში იოდის ნაკლებობის გამო ყველაზე გავრცელებული დიფუზური ჩიყვია – იმის გამო, რომ ჩვენ ენდემურ ზონაში ვართ, ორგანიზმი იოდის ნაკლებობას განიცდის, ფარისებრი ჯირკვალი დიდდება, რომ კომპენსაციის მიზნით მეტი ჰორმონი წარმოქმნას, მაგრამ ამას მაინც ვერ ახერხებს და რჩება, უბრალოდ, ზომაში გაზრდილი, რაც შემდეგ სხვა გართულებებს იწვევს.

გირაო – 20 ათასი ლარი ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანისთვის

 

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანისთვის ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მამისეიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით 20 ათასი ლარის გადახდა შეუფარდა. პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ბრალდებულმა  ნარკოტიკული ნივთიერება აბების სახით შემოიტანა. დაკავებულს ბრალად ედება სსკ-ის 260 და 262-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ერთი ბრალდება 7-დან 14 წლამდე, მეორე კი 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

წლები, რომლებიც გონებიდან არ იშლება

 

შალვა ქოქოლაძე გადასახლების დროს ცხრა წლის იყო. მისი და, გუგული ქოქოლაძე კი – მასზე რამდენიმე წლით უმცროსი. ისინი ყაზახეთში მშობლებთან ერთად გადაასახლეს. შალვა ქოქოლაძე ამბობს, რომ ბავშვობის წლები, რომელიც ამ პერიოდს უკავშირდება, დღემდე ტკივილს იწვევს მის სულში. „ვის აინტერესებდა, რომ ჩვენ, ბავშვებს, პლანტაციაში მუშაობა კი არა, მეგობრები, გართობა და სწავლა გვინდოდა…. იმ წლებზე ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებსაც ვუყვები და უკვირთ, რომ ეს ყველაფერი გადავიტანეთ“.

„ჩემი ბებიის ქორწილი“ ნობელების მუზეუმში

 

დღეს, თამარის დასახლებაში, ხელოვნების ცენტრის გვერდით მდებარე ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში თუ მიხვალთ, შეიძლება უცებ დაიბნეთ კიდეც, რადგან ერთი შეხედვით, ამ მუზეუმისთვის უჩვეულო გარემოში აღმოჩნდებით: მუზეუმის წინ – ძველებური  ავტომობილები, მუზეუმში – ოცზე მეტი პატარძალი, კედლებზე – ქორწილის ფოტოები, საქორწილო მოსაწვევები, 1921 წელს შედგენილი მზითვის სია, იქვე – სიძისათვის ქორწილის დღეს საჩუქრად მირთმეული ქალამნები. ერთი სიტყვით, მუზეუმი „ჩემი ბებიის ქორწილისათვის“ ემზადება. ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც ნობელების მუზეუმში მხოლოდ ერთი დღით იმართება.  

ბათუმში სტრიტ არტ ფესტივალი გაიმართება

 

21 ივნისს ბათუმში სტრიტ არტ ფესტივალი იხსნება. ფესტივალის გახსნა 7 საათისთვის ხელოვნების ცენტრ CAC 41N/41E – შია  დაგეგმილი. 

გოგონების ამბოხი – “ბათუმელების” არქივიდან

 

“18 წლის ვარ და ხომ შეიძლება საკუთარი თავი გამოვცადო?” “აქ ყველა დღე ერთნაერია…” 18 და 16 წლის გოგონები ამბობენ, რომ მოსწყინდათ სოფლის ერთფეროვანი ცხოვრება და ჩარჩოების გარღვევის სურვილმა სახლიდან გაქცევისაკენ უბიძგათ.”ეს მოზარდების პროტესტია – ამბობს ერთ-ერთი მათგანი, – “მიზანი თავისუფლება იყო…” 


ითხოვე პატიება

 

ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მინდა გამოვეხმაურო. ჯაბას ფილმში, რის გამოც მას დეპუტატი მედეა ვასაძე თავს დაესახა, ჩემი კომენტარიც არის ჩასმული – ვამბობ, რომ უმაღლესი საბჭოდან უკანონოდ გამათავისუფლეს. ფილმის გასვლის შემდეგ მედეა ვასაძემ „ტვ 4“-ის ეთერში ტყუილი თქვა, თითქოს მე სამსახურიდან იმისთვის გამიშვეს, რომ ხელშეკრულების ვადა ამომეწურა. სინამდვილეში სამთვიანი ხელშეკრულება უმაღლესმა საბჭომ გამიფორმა 2013 წლის 4 იანვარს და მოწვეულ სპეციალისტად მუშაობის უფლება მქონდა 31 მარტამდე. სამსახურიდან კი, რამაზ ბოლქვაძის ბრძანებით, 18 თებერვალს გამაგდეს. მიზეზი მითხრა კიდეც დეპუტატმა ალექსანდრე ჩიტიშვილმა: „ჩვენი წინააღმდეგი ხარ“.

Another brick in the wall, ანუ რა ხდება სკოლის კედლებს მიღმა

 

მორიგი ლონდონური დილა გათენდა. არაფრით გამორჩეული. როგორც ყოველთვის მოღრუბლულია, შიგადაშიგ ცრის და ლოგინიდან ადგომა ხომ ისეც ჭირის დღესავით მეზარება. მერამდენე დღეა ტვინს ვიჭყლეტ, თუ რაზე დავწერო სტატია, არადა იმდენი რამ ხდება და მაღელვებს, წესით, კაცს საქმე ასარჩევად უნდა გქონდეს. თავში არაფერი მომდის, ამიტომ როგორც თანამედროვე ადამიანს შეეფერება, ინსპირაციის წყაროს პოვნას ისევ „ფეისბუქსიახლეებისთვის“ თვალის გადავლებით ვცდილობ. შედეგიც არ აყოვნებს და ერთ-ერთი მეგობრის საინტერესო სტატუსს ვკითხულობ: 

რა ღირს ექთნის შრომა

 

საქართველოში დაახლოებით 18 000 ექთანი მუშაობს, რომელთა ხელფასიც საქართველოს ექთნების ასოციაციის მიერ დადგენილ ზღვარზე ორჯერ უფრო დაბალია. 

„ბათუმის წყლის“ ბედი დახურულ კარს მიღმა

 

 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გამოსცა განკარგულება, რის მიხედვითაც შპს „ბათუმის წყალი“ მართვაში უნდა გადაეცეს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“. 31 მაისს ამ საკითხზე ბათუმის მერიაში შეკრებილი სამთავრობო კომისიის წევრებმა „ბათუმის წყლის“ცენტრალურ მართვაში გადაცემის შემდეგ ტარიფის გადახედვაზეც კი იმსჯელეს. ამ საკითხზე მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესის გასაჯაროებას ითხოვენ. ბათუმის წყლის ქსელის რეაბილიტაციისთვის 2010 წლიდან დღემდე 103,5 მილიონი ევრო გრანტისა და სესხის სახით გერმანულმა ბანკმა, ხოლო 14,5 მილიონი ევრო ბათუმის მერიამ გამოყო. 

„კიდევ არ გათხოვილხარ, როდის თხოვდები?“

 

 

 „კიდევ არ გათხოვილხარ? როდის თხოვდები?“, „უი, რატომ არ თხოვდები“ – ეს კითხვა საქართველოში იმ ქალების მიმართ, რომლებიც „თავის დროზე არ გათხოვდნენ“, აქტუალურია.  როგორია  საქართველოში ამ ქალების სოციალური და საზოგადოებრივი როლი?  

ყოფილი მინისტრი მაჟორიტარობის კანდიდატად

 

გზა ბათუმის მერიის სამსახურებიდან აჭარის ჯანდაცვის მინისტრობამდე ლევან ანთაძის აზრით ის უპირატესობაა, რომლის გათვალისწინებითაც ამომრჩეველმა 18 კონკურენტს შორის არჩევანი მასზე უნდა შეაჩეროს.  ის ძველი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საარჩევნო დაპირებების გარდა მან „ბათუმელების“  კითხვებს  წინა მთავრობიდან წასვლის მიზეზებზეც უპასუხა.

ბრალდებულის ბოლო სიტყვა

 

ხვალ 10:30 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე,  დავით მამისეიშვილი იუსუფ ლაკაევისა და მასთან ერთად დაკავებული ფირუზ წულუკიძისა და თემურ ბახუნტარაძის განაჩენს გამოაცხადებს. საქართველოს მოქალაქეები პირველივე სასამართლო სხდომაზე აცხადებდნენ, რომ მათ სპეცსამსახურები რელიგიური ნიშნით დევნიდნენ და მათი დაკავებაც სწორედ ამას უკავშირდება.

სატვირთო ვაგონით გადასახლებაში და ოთხი წლის ბავშვის დაკარგული საფლავი

 

სტალინური რეპრესიების მსხვერპლი 1951 წელს ბენია ნაკაშიძის ოჯახიც გახდა. ბენია ფეხმძიმე მეუღლესთან, ხუთ მცირეწლოვან შვილთან და მოხუც მშობლებთან ერთად, 22 დეკემბრის სუსხიან ღამეს გადაასახლეს. სატვირთო ვაგონებში გამომწყვდეული ადამიანები მძიმე პირობების გამო იტანჯებოდნენ. მგზავრობას ვერ გაუძლო ოთხი წლის გოგონამ, რომელიც ყაზახეთში ჩასვლიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. მშობლებმა წლების შემდეგ შვილის ჩამოსვენებაც კი ვეღარ შეძლეს, რადგან საფლავი დაიკარგა.

ქალები პოლიტიკაში თუ სახლში

 

 „რეგიონული თოქ-შოუს პირდაპირ ეთერში როცა ვსაუბრობდი, ვინ დგას აჭარაში განხორციელებულ ინვესტიციების უკან და რატომ არ არის ეს პროცესი გამჭირვალე, მოქალაქის ზარი შემოვიდა. ზარის ავტორი მამაკაცი იყო და პირდაპირ ეთერში მომიწოდა: „ხათუნა ძალიან კარგი გოგო ხარ, წადი სამზარეულოში და ფხალობია გააკეთე, უფრო მოგიხდება არ გირჩევნია “ – იხსენებს ხათუნა სამნიძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო აქტიურ პოლიტიკაში . მისი მხრიდან ამ ამბის გადაფასება არ მომხდარა. მაშინაც და დღესაც ამ ფაქტს დისკრიმინაციად აფასებს.

„ბოროტების გამართლება არ შეიძლება“

 

 

ნათელა ფარტენაძის ოჯახი: ბებია-ბაბუა, მამა, ფეხმძიმე დედა, სამი მამიდა და სამი მცირეწლოვანი ბავშვები, სოფელ მარადიდიდან დეკემბრის ცივ ღამეს მეზობლებთან, ათამდე ოჯახთან ერთად გადაასახლეს. ქალბატონ ნათელას მიაჩნია, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი დიდი ბოროტება იყო: „ასე რატომ უნდა ექცეოდნენ ადამიანებს. მცირეწლოვანი ბავშვი, ორსული ქალი, მოხუცები, რატომ უნდა ჩააყენო ასეთ ყოფაში, მით უმეტეს, როცა არაფერი დაუშავებიათ“. 

კოოპერატივი, ამერიკული მოცვი და ქართული ეკონომიკა

 

 

ეს ყველაფერი გასულ კვირას სოფელმა ბუთურაულმა გააერთიანა. შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში 3000 კვ/მეტრზე ამერიკული მოცვი ყვავის. ნაკვეთის თავში კი დიდი საინფორმაციო დაფა მიგვანიშნებს, რომ ნაკვეთი სადემონსტრაციოა და მას ადგილობრივ გლეხებთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები გულშემატკივრობენ. 

ფერების სიმბოლიზმი ჩაცმის კულტურაში

 

 

ამბობენ, რომ ყველა ფერს თავისი დატვირთვა აქვს. არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულებაც კონკრეტულ ფერებთან, ჩაცმულობასთან და სტილთან მიმართებაში. რატომ ანიჭებენ ადამიანები ამა თუ იმ ფერს მნიშვნელობას, როგორია ფერთა დინამიკა ქართულ კულტურაში და უკავშირდება თუ არა ის ადამიანის შინაგან განწყობას – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგმა ნანა აღაპიშვილმა ისაუბრა.

მერობის კანდიდატები ბათუმის მწვანე მომავალზე

 

რას გააკეთებთ ბათუმში გარემოსდაცვის კუთხით, თუკი ქალაქის მერი გახდებით? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერობის 11 კანდიდატს დაუსვა. მერობის კანდიდატებმა ასევე უპასუხეს კითხვებს – რას გააკეთებენ არჩევის შემთხვევაში ნარჩენების მართვისა და ჰაერის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 

მოქალაქე „ახალგაზრდული ცენტრიდან“

 

„ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ – ადგილი, სადაც მისვლა მიხარია! ადგილი, სადაც გავიზარდე და ჩამოვყალიბდი აქტიურ მოქალაქედ, ადგილი, სადაც ვისწავლე თანადგომა, მეგობრობა, გუნდური მუშაობა და კიდევ მრავალი. საქართველოში მსგავსი ახალგაზრდული ცენტრი კიდევ თორმეტია. რომ მკითხონ რით გამოირჩევა თქვენი ცენტრიო, აუცილებლად ვუპასუხებდი მოკლედ – ყ ვ ე ლ ა ფ რ ი თ!

 

<!** Image 1 align="left" alt="ლელა შარაძე" sub="ლელა შარაძე" width="300" height="470" >

როგორ ებრძვის სახელმწიფო ბავშვთა სიღარიბეს

 

 

რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს ღარიბი და უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობის უკეთესობისაკენ შესაცვლელად? ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსს, მარი წერეთელს ესაუბრა. 

ქვეყანა, რომელიც საკუთარი ხალხის სისხლითა და ოფლით იკვებება

 

ჩემი პატარა ოჯახი მთელი ცხოვრება პატიოსნად ცხოვრობდა და თავისი მოკრძალებული წვლილი შეჰქონდა ამ ქვეყნისა და კუთხის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 2004 წლიდან ვმუშაობდი შუახევის სახელოვნებო სკოლაში მასწავლებლად. 2012 წელს დამაჯილდოვეს „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ სიგელით. არა აქვს მნიშვნელობა რას ემსახურებოდა ეს აქცია, მთავარია მე, ბათუმელ მასწავლებელს და არა შუახევის მკვიდრს, გადმომცეს ეს ჯილდო.

 

„აქ აზროვნებაა მთავარი, ლოგიკა და არა სკოლის ცოდნა“

 

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოაზროვნეთა გუნდი „პირველები“ ოთხი წლის წინ ბათუმის სკოლებს შორის გამართული ინტელექტუალური თამაშისთვის შეიკრიბა. გუნდის ექვსივე წევრი ბიჭია, ექვსივე მეთორმეტეკლასელი. როგორც თავად ამბობენ, ყველა ათოსანი არ არის, მაგრამ, ზოგადად, კარგად სწავლობენ.

სამი ახალი ნავთობრეზერვუარი ორის ნაცვლად

 

 

ბათუმში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესანახი ახალი რეზერვუარების პარკის მშენებლობა იგეგმება. სარეზერვუარო ვოლსკის ქუჩაზე, ბათუმის ნავთობტერმინალის კუთვნილ ტერიტორიაზე შენდება, რომელიც არაბულ კომპანიაზე იჯარითაა გაცემული. ნავთობტერმინალმა გასულ წელს მიიღო ნებართვა 20 ათასი მ/კუბის მოცულობის ორი რეზერვუარის აშენებაზე. ამჟამად ორის ნაცვლად სამი რეზერვუარი აშენდება, თითოეული 12 ათასი მ/კუბის მოცულობით. ახალ რეზერვუარებს ძველი, ამორტიზირებული რეზერვუარების ადგილას აშენებენ. მშენებლობას არაბთა გაერთიანებულ ემირატებში დარეგისტრირებული ინვესტორი კომპანია „Vibro Diagnostik FZE“ განახორციელებს.

ერთ ოთახში გატარებული ბავშვობა

 

იოსებ აბაშიძე ნახევრად გერმანელია. ამიტომ მეგობრები და მეზობლები მეტსახელად დღემდე „ნემცის“ ეძახიან. მეტსახელი არ წყინს, თუმცა იყო დრო, როცა „არიული სისხლის“ გამო ერთ ოთახში ჯდომა და მეგობრების გარეშე ყოფნა მიუსაჯეს. იოსებ აბაშიძე ხელვაჩაურში, სოფელ თოდოგაურში ცხოვრობს.

რამაზ სურმანიძე : „სასწორის პინაზე ეკლესიის ინტერესებს სახელმწიფო ინტერესები გადაწონის“

 

ორგზის აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი რამაზ სურმანიძე პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერია. დაუჭერდა თუ არა მხარს ანტიდისკრიმინაციულ კანონს ისევ პარლამენტის წევრი რომ იყოს, რას ფიქრობს ასოცირების ხელშეკრულებაზე და რა მიმართულებით გეგმავს საკრებულოში მუშაობას – გასულ კვირას მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. 

მე, ხიჭაურში მცხოვრები, მეუფე სპირიდონზე

 

მე შუახევში, დაბა ხიჭაურში ვცხოვრობ და მინდა მეუფე სპირიდონზე მოგიყვეთ…

 

რამდენიმე დღის წინ სხალთის ეპარქიის მეუფემ, სპირიდონმა, ხიჭაურში აქცია გამართა. ეს აქცია ისე მოაწყო, რომ  ჩვენთვის, მოსახლეობისთვის, არაფერი უთქვამს და არც უკითხავს. როგორც მითხრეს, აქციაზე დაგმეს თითქოსდა თურქების მოთხოვნა – ხიჭაურში გაიხსნას სკოლა და საბავშვო ბაღი.

აჭარაში 504 აივ/შიდსით ინფიცირებულია რეგისტრირებული

 

ყოველი წლის მაისის მესამე კვირას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს ანთებული სანთლებითა და სხვადასხვა აქციით აღნიშნავენ. წელს ეს დღე 19 მაისს აღინიშნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღემდე აივ/შიდსით მსოფლიოში 25 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

 

მსოფლიო სტატისტიკით, საქართველო შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა – საქართველოში აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი 6000-ს უტოლდება, რაც ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ სოლიდური რიცხვია. 

Exit mobile version