ჩვენ, ყველანი, სალტკროკელები ვართ

 

ბედნიერ ბავშვობას ოთხი მთავარი რამ ქმნის: ოჯახი, მეგობრები, მულტფილმები და ასტრიდ ლინდგრენი. თქვენი არ ვიცი და ჩვენ ყოველთვის ცოტა ალმაცერად ვუყურებთ იმ ადამიანებს, ვინც საბავშვო წიგნებს არაინტელექტუალურ ლიტერატურად მიიჩნევენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, იმ უდიდეს წიგნებთან ერთად, რომლებზეც ვწერთ, არც საბავშვო წიგნებს ავუაროთ გვერდი. 

ლაბირინთში გზააბნეულის ფიქრები

 

თქვენთვისაც ნაცნობი იქნება გადაღლილობის ან ცუდად ყოფნის დროს თავში გაელვებული აზრი –  „სახლში მინდა!“ მე მშურს იმ ადამიანების, „სახლში მინდას“ გაფიქრებაზე ზუსტად რომ იციან, სად უნდათ ყოფნა, ზუსტად რომ აქვთ განსაზღვრული, სად არის მათი სახლი.

მე ვიბნევი საკუთარ თავში, როდესაც გავიფიქრებ, რომ სახლში მინდა.

  

როგორ ვაკონტროლოთ წნევა

 

 

არტერიული ჰიპერტენზია – ანუ არტერიული წნევის მომატება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. ის შესაძლოა სხვადასხვა დაავადებებით იყოს განპირობებული ან ცალკე, იზოლირებულად ჩამოყალიბდეს და თავად გახდეს სხვა დაავადების მიზეზი. როდის, რა მიზეზებით იმატებს არტერიული წნევა და როგორ ვაკონტროლოთ იგი, ამის შესახებ ბათუმელებს კლინიკა „კარდიო სერვისი XXI“-ის დირექტორი,  კარდიოლოგი გოჩა აბაშიძე ესაუბრა.

 

ბათუმის მერობის კანდიდატი: „მე ვარ კარენოი ბათუმელი“

 

მურნამ ბერიძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პასუხობდა 27 მაისს, ონლაინგადაცემა „შეუზღუდავ სივრცეში“ ჟურნალისტის შეკთხვებს. იგი მერობის კანდიდატად „ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობამ”, “მემარცხენე ალიანსმა”, “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” და „ქართულმა დასმა” წარადგინა.

ნინო ბურჯანაძემ კანდიდატების წარდგენის დროს განაცხადა, რომ მას ბათუმში განსაკუთრებული მოგების შანსი აქვს. როგორ აპირებს  ამ იმედის გამართლებას ბათუმის მერობის კანდიდატი მურმან ბერიძე ამ პარტიიდან? მერობის კანდიდატი კითხვას ასე პასუხობს: “შანსი ის არის რომ, მე პირადად ვარ ძირძველი ბათუმელი, აჭარელი პიროვნება ვარ, კარენოი ბათუმელი”. 

რა მცენარეების მოპოვება იზღუდება აჭარის მთებში

 

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამმართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის  სამსახურის  რეკომენდაციით, ეკონომიკური ღირებულების მქონე სახეობების – ძმერხლისა და ხარიშუბლას მოპოვება დროებით უნდა შეიზღუდოს. ამ მცენარეებს ძირითადად აჭარის მთებში აგროვებენ ზაფხულობით.

 

ქალის მუდმივი სექსუალური დაუკმაყოფილებლობის მიზეზები – ნიმფომანია

 

მცდარი წარმოდგენების გამო, მამაკაცები ხშირად ოცნებობენ ნიმფომან ქალთან ურთიერთობაზე, რადგანაც არ იციან, თუ რა რთული და მტანჯველი პათოლოგია იმალება ქალის ამ დაუკმაყოფილებელი სექსუალური სურვილების მიღმა.

სამოქალაქო სამართალი – პრობლემა, რომელსაც უნივერსიტეტი ვერ აგვარებს

 

 

ბათუმის უნივერსიტეტში სამართლის შესწავლის მსურველ სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამაზე მხოლოდ ორი არჩევანი აქვთ: სისხლის სამართალსა და საჯარო სამართალს შორის. უნივერსიტეტში აკრედიტაცია გავლილი არ აქვს სამოქალაქო სამართლის სამაგისტრო პროგრამას, მიზეზად ადამიანური რესურსის ნაკლებობას ასახელებენ. სტუდენტებმა, რომელთაც სურთ მაგისტრის ხარისხის მოპოვება სამოქალაქო სამართალში, თბილისის უნივერსიტეტებში უნდა გააგრძელონ სწავლა.

გზა საიადან „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატობამდე

 

  

„რეალური ცვლილებები ყველა მიმართულებით“, – ეს „თავისუფალი საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის ზურაბ თავბერიძის საარჩევნო გზავნილია. ის ბათუმის მესამე საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. ზურაბ თავბერიძე ბოლო წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა, არასამთავრობო სექტორიდან წამოსვლის შემდეგ კი, სამ თვეში კახა კუკავას პარტიის წევრი და ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა.  

გიორგი ერმაკოვი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე: “ეს ცოტა ისეთი თემა არის ჩემთვის”

 

 პირველ შეკითხვაზე გრძნობს თუ არა ის უპირატესობას როგორც სახელისუფლებო კანდიდატი პასუხობს : “როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის განვითარებაზე და დემოკრატიის მაღალ დონეზე, რაც განსაკუთრებით წლევანდელ არჩევნებს შეეხება, როდესააც ბარიერი ისეთი მაღალია, რომლის გადალახვაც ყველა კანდიდატისათვის თავისთავად სირთულე იქნება, თავისი საპროგრამო გამოსვლებიდან გამომდინარე, მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლობა ქმნის გარკვეულ უპირატესობას სხვა კანდიდატებთან შედარებით, ამიტომ ვთვლი რომ ყველა კანდიდატი თანასწორ პირობებშია.”

 

“რასაც ვერ ამბობ სიტყვებით, შეგიძლია თქვა როკით“

 

ამბობს, რომ მუსიკა მისთვის ყველაფერია, უფრო სიცოცხლისთვის აუცილებელი, ვიდრე ჰობი. მუსიკის მსგავსად ბუნება უყვარს, იქ თავისუფალია, თავისუფლებას კი გიორგი ბერიძე ყველაზე მეტად აფასებს. გიორგი 22 წლისაა, იგი მუსიკალური კონკურსის – “მაგთი ფანის”  გამარჯვებულია და ამჟამად “X ფაქტორში” მონაწილეობს. 

ყოფის აუტანელი სიმსუბუქე

 

პრაღა. 1968 წელი. დუბჩეკის რეფორმებით განაწყენებულ საბჭოთა კავშირს ჩეხოსლოვაკიაში ჯარები შეჰყავს. გაზაფხულია, პრაღის გაზაფხული.

,,პენსიონერები რომ არ იყვენ, სოფელში ხალხი დაიხოცება’’

 

სოფელი ზვარე ქედის მუნიციპალური ცენტრიდან სამ კილომეტრში მდებარეობს. მთაზე შეფენილი სოფლის ცენტრი ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან ახლოსაა. მაგისტრალთან, სადაც გზა სოფელში შედის, ხის ფანჩატურია. აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა. ფანჩატურში ზვარელებთან ერთად სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული, სამარშრუტო ტაქსის მომლოდინე მოქალაქეები იყრიან თავს და ტრანსპორტის მოსვლამდე სოფლისა და ქვეყნის ამბებს განიხილავენ.

,,ქართული ოცნების’’ საარჩევნო სია ბათუმში

 

“ქართული ოცნების” ბათუმის საარჩევნო სიაში პირველი აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილია. აჭარის მთავრობაში ის ერთ-ერთ გავლენიან პირად მიიჩნევა. “ოცნებაში” მას ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მოიაზრებენ. თუმცა ამაზე ოფიციალურად არავინ საუბრობს. ამ თანამდებობაზე “რესპუბლიკელები” მოქმედ თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილს განიხილავენ.

შშმ პირები და სტუდენტური აქტივობები

 

დღეს, 22 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ. 

26 მაისს ბათუმში, ერას მოედანზე, წიგნების გამოფენა – გაყიდვა გაიმართება

 

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობიოს დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებული კულტურული ღონისძიების ფარგლებში, პრესკაფე და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ევროპის მოედანზე (11.00-19.00 საათამდე) გამართავს წიგნების გამოფენა-გაყიდვას. 

გოჩა გუგუნავა – ბათუმის მერობის კანდიდატი: ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს არ დავუჭერდი

 

გოჩა გუგუნავა სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზის“ ბათუმის მერობის კანდიდატია. ის საკუთარ თავს მენეჯმენტში გამოცდილ ადამიანს უწოდებს. ის ამბობს: „ჩემი მოღვაწეობა არასდროს ყოფილა პოლიტიკური. დღეს, რასაც ვუყურებ კანდიდატებს, პოლიტიზირებულები არიან. ლაპარაკობენ ერთს, აკეთებენ – მეორეს“.

 

როგორ აღნიშნავენ 26 მაისს ბათუმში

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს  – 26 მაისს, ბათუმში  სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებით აღინიშნავენ. 

განწყობით განმუხტვა ფიზიკის გაკვეთილზე

 

მისი მოსწავლეები ამბობენ, რომ „ნინო მასწავლებელი განსაკუთრებულია და განსაკუთრებულად უყვართ“. თვითონ ამბობს, რომ მოსწავლეების სიყვარული მათი გაგებით და პატივისცემით დაიმსახურა. „ბათუმელები“ ნინო რუსეიშვილზე მოგითხრობთ – ფიზიკის მასწავლებელზე, რომელიც 40 წელია ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ასწავლის.  

 

ბათუმის მერობის კანდიდატი „ერთიანობის დარბაზიდან“

 

არჩევნებში მონაწილეობას როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი გეგმავდა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვის შემდეგ კი პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზი“ საგანგებოდ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დააარსა.  ამ გაერთიანების სახელით 46 წლის  მერაბ ხიმშიაშვილი  ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს.  რას ჰპირდება ამომრჩეველს არჩევის შემთხვევაში? – გასულ კვირას მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.


<!** Image 1 align="left" width="300" height="508" >

„ბათუმის წყალი“ ცენტრალური მთავრობის ქოლგის ქვეშ

 

ამ კვირას ბათუმში ჩამოვა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აჭარაში წყალმომარაგების სისტემების მდგომარეობაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შექმნილ სპეციალურ კომისიას ანგარიშს წარუდგენს. კომისია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განკარგულების სისრულეში მოყვანის მიზნით შეიქმნა, რომლითაც აჭარის მუნიციპალიტეტებსა და ბათუმში წყალმომარაგება ცენტრალური ხელისუფლების (შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“) ხელში გადადის. კომისიამ პირველი შეხვედრა თბილისში გამართა. „ბათუმელები“ ამ კომისიისა და ბათუმის საკრებულოს წევრს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარეს, ზაურ ფატლაძეს დაუკავშირდა.

ბათუმის მერობის კანდიდატი: „ბათუმში მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი ვარ“

 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ გადაცემას – „შეუზღუდავ სივრცე“, ბათუმის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი ნუგზარ ჩხაიძე სტუმრობდა.  ის „ლეიბორისტულმა პარტიამ“ წარადგინა.   ნუგზარ ჩხაიძემ გადაცემაში წინასაარჩევნო გზავნილები გაახმოვანა:

 

„ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხალხთან ურთიერთობის გაღრმავება, დასაქმება და ინდუსტრიის განვითარება“- ეს ნუგზარ ჩხაიძის წინასაარჩევნო დაპირებებია. გადაცემაში ასევე შეგიძლიათ მოისმინოთ, კანდიდატის შეხედულებები ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხზე, ქალაქის ურბანულ განვითარებასა და ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე.   

დათო ტრაპაიძე მთვარის კლუბზე, რადიოსა და ლოჯმიშენებულ ჯიპებზე

 

„ნებისმიერი შეზღუდვა ჩემთვის მიუღებელია, სადაც მზღუდავენ, მე იქ არ ვჩერდები, შესაბამისად, არ ვჩერდები ერთ ადგილზე, სულ ვმოგზაურობ. სინამდვილეში უფრო მეტი  მინდა ვიმოგზაურო. ქვეყანას ოთხი მხარე აქვს, შანსი გაქვს წახვიდე იმ მხარეს, სადაც გინდა“, – ეს დათო ტრაპაიძეა, ადამიანი, რომელიც ყველგან პოზიტივს ეძებს, საუკეთესო ტრანსპორტად ველოსიპედს მიიჩნევს, მხარზე თუ ფოტოაპარატს შენიშნავთ, მისი მარშრუტის განსაზღვრა მარტივია – დათო რუტინულ დღეს გაურბის, დღის ბოლოს კი საკუთარი ხეტიალის ამბავს საკუთარ ბლოგზე, „მთვარის კლუბის“ მკითხველს უყვება.

2000 ლარი გირაო ერთი ბლოკი სიგარეტისთვის

 

 

ოცი ლარის ღირებულების სიგარეტის მოპარვაში ბრალდებულს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ამირან ძაბუნიძემ აღკვეთი ღონისძიების სახით ორიათასლარიანი გირაო შეუფარდა. განსასჯელის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურორმა მისი უფლებამოსილება არასათანადოდ გამოიყენა, მოსამართლე კი, უსამართლოდ მოიქცა. 

პაციენტისა და ექიმის დაავადების რისკი საავადმყოფოში

 

“ჯანმრთელობის კვლევის კავშირის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მედპერსონალის 35 პროცენტი ერთჯერად ხელთათმანებს არ იცვლის სხვადასხვა პაციენტის მომსახურებისას. მათ 70 პროცენტს არასოდეს გამოუყენებია სამედიცინო სათვალე. სამედიცინო დაწესებულებებში კი როგორც პაციენტის, ასევე ექიმის აივ/შიდსით და ვირუსული ჰეპატიტით დაავადების მაღალი რისკი არსებობს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა იზრდება

 

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა იზრდება.

 

რეგულარულ ფრენებს ამ ეტაპზე ყოველდღიურად “Turkish Airlines” ახორციელებს, კვირაში 2-ჯერ  დაფრინავს “Belavia” (მინსკი-ბათუმის ფრენები სეზონზე კვირაში 4-ჯერ იგეგმება).

ზღაპრები და სტერეოტიპები

 

 

ქართული ზღაპრების ზარმაცი, მაგრამ მოხერხებული პერსონაჟები, რომლებიც წარმატებას მხოლოდ ტყუილებისა და გამართლების წყალობით აღწევენ, ლამაზი, მაგრამ უსუსური პრინცესები, რომლებიც თავის გადასარჩენად არაფერს აკეთებენ; ზღაპრები, სადაც მოხუცი ქალები ბავშვებს ჭამენ და ყველა დედინაცვალი ბოროტია; ამბები, სადაც ადამიანებს ერთი ნახვით უყვარდებათ და დაუყოვნებლივ ქორწინდებიან – რა ღირებულებებსა და სტერეოტიპებს უყალიბებს კლასიკური ზღაპრები ბავშვებს და რა უნდა გაითვალისწინონ უფროსებმა ზღაპრის შერჩევისას? ამ თემაზე  „ბათუმელები“განათლების სპეციალისტს, ბლოგერ თამუნა გაბისონიას ესაუბრა.

კითხვის პროექტი – მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის

 

მოსწავლეებს კითხვისა და მათემატიკის უნარების გაუმჯობესებაში  ეხმარებიან. „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი“ – ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც საქართველოში მესამე წელია ხორციელდება. პროექტში მონაწილე სკოლები  საქართველოს ყველა რეგიონიდანაა შერჩეული. 

როგორ ანადგურებენ სამედიცინო ნარჩენებს საქართველოში

 

 

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად 5-10 ათასი ტონა  სამედიცინო ნარჩენი წარმოიქმნება. აქედან 1,2-1,8 ათასი ტონა სახიფათო ნარჩენია. მარტო ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებიდან სამედიცინო ნარჩენების ოდენობა თვეში, საშუალოდ, ექვს ტონას აღწევს.

 

ერთი აქციის ამბავი

 

29 აპრილს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ საკუთარ სტუდენტებს უფლება არ მისცა მშრომელთა სოლიდარობის გამომხატველი ბანერი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 2 დღით დაემონტაჟებინათ. მიზეზად დაასახელა, რომ თურმე მსგავსი აქციის გამართვა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და ოფიციალურ სტუდენტურ თვითმმართველობას საჭიროდ არ ჩაუთვლია.  

მეგი გოგიტიძე მეუღლისა და მუსიკის შესახებ

 

 

მომღერალი მეგი გოგიტიძე დაქორწინდა. იგი ახლა მეუღლესთან ერთად ქობულეთში ისვენებს. მეგის მეუღლე დათუნა მერაბიშვილია. 

გოგი ძოძუაშვილის პირადი მუსიკა

 

90-იანი წლების თბილისში, მაშინ როცა იყო ომი და ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად კულტურისთვის ეცალათ, რამდენიმე მეგობარმა ჯგუფი შექმნა, „ჩრდილი“ დაარქვა და ალტერნატიული მუსიკის შექმნა დაიწყო. მუსიკოსი გოგი ძოძუაშვილი  ამ ჯგუფის სულისჩამდგმელი იყო. „ჩრდილი“ მალე  გაქრა, გოგი ძოძუაშვილმა კი პირველ ალბომამდე და ახალ ჯგუფამდე – „Mother on Monday“ –  კიდევ ორი ჯგუფი გამოიცვალა.  1994 წელს ჯგუფმა  –  „Mother on Monday“  თავისი სადებიუტო ალბომი გამოუშვა, მოგვიანებით მეორე ალბომიც გამოვიდა.  მერე მუსიკოსმა ჯგუფი დატოვა და მუსიკის კეთება დამოუკიდებლად დაიწყო.

 

  მუსიკალური კარიერის მანძილზე სულ ხუთი ალბომი აქვს გამოშვებული, ახლა წერს  მუსიკას თეატრისათვის, ცხოვრობს საქართველოში და ბევრს მოგზაურობს უცხოეთში. გოგი ძოძუაშვილთან ინტერვიუ ბათუმის პირველი ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალის „Soundspring“ – ის დასრულების შემდეგ ჩავწერეთ.

„საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრის“ გემი სტუდენტებისთვის

 

სახელი – PERA, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ნომერი – 7113210, ტიპი – მშრალტვირთმზიდი თბომავალი, სიგრძე – 88 მ, სიფართე-12მ, გემის ბორტის სიმაღლე – 5 მ, წყალწყვა – 3187, დედვეიტი – 2203, ტრიუმების მთლიანი მოცულობა – 2829 კუბური მეტრი, სიჩქარე – 10 კვანძი (18,5 კმ/სთ) – ეს იმ გემის ტექნიკური პარამეტრებია, რომელიც სულ მალე სრულად ჩადგება უმაღლეს საზღვაო სასწავლებელ „ანრის“ სტუდენტების სამსახურში.


<!** Image 1 align="left" width="300" height="768" >

“ჩვენი ურთიერთობა ინდურ ტელესერიალს ჰგავდა”

 

 

ეს იყო ბათუმში, ძალიან დიდი ხნის წინ, ახალგაზრდა მხატვრის რაულ ხალვაშის ნამუშევრებმა პატარა გოგონა – ზაირა ნადირაშვილი მოხიბლა: „ისე ვიყავი აღფრთოვანებული, რომ გადავწყვიტე მივსულიყავი. საერთო მეგობარმა მიმიყვანა სახელოსნოში, 16 წლის ვიყავი, მისი ყველა ნამუშევარი ჩემთვის იყო შთამბეჭდავი, სახელოსნოში მივედი და იქ დავრჩი, აღარ წამოვსულვარ.” – იხსენებს ზაირა.

ამომრჩეველი დაპირებების პირისპირ

 

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კანდიდატების წინასაარჩევნო მესიჯები უკვე გამოჩნდა. როგორ უნდა გამიჯნოს ამომრჩეველმა რეალური და ცრუ დაპირებები ერთმანეთისგან? ამ საკითხზე”ბათუმელებთან” განმარტება არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა გააკეთა.

 

დები პოდიუმიდან



სამოდელო კარიერა მარი აშამბამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. დის წარმატებით ანაც მოიხიბლა და უკვე ექვსი თვეა, რაც თავადაც ამ სფეროში ჩაერთო. მარი ჩინეთში მიიწვიეს, იგი პეკინში აგრძელებს სამოდელო საქმიანობას, ანა ჯერ მხოლოდ 13 წლისაა. უამრავი ოცნებითა და მიზნით აღსავსე ფიქრობს, რომ ყველაფერია შესაძლებელი და თუ რაღაც მართლა გინდა, ის აუცილებლად გამოვა.

Exit mobile version